ძებნის რეზულტატი:

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს დააკავეს, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელმაც ექსპრეზიდენტი მოინახულა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ომბუდსმენის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ასევე ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას. „მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, დაკავებისას და არც მის შემდეგ ძალა გამოყენებული არ ყოფილა. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის მიმართებითაც განსაკუთრებული, აუცილებელი საჭიროება არ აქვს. აცხადებს შიმშილობას და ასევე როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას“, - აცხადებს ნინო ლომჯარია. ამავე თემაზე: ომბუდსმენი ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად ციხეში შევიდა

ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის რაიონში საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ მას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს. 3664 საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კანონის თანახმად, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია, მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 70 საარჩევნო უბანია შექმნილი. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია 9 უბანი.საარჩევნო უბანზე მისულებს, სამი ბიულეტენი დახვდებათ. თვითმმართველობის არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ტარდება, რომელზეც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშავა. 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ. არჩევნები წელსაც კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება. დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე პირველად, საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება ხმების ელექტრონული დათვლის მეთოდი. შეიქმნა „საარჩევნო პორტალი 2021“, რაც არჩევნების დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეების ინფორმირებას უზრუნველყოფს. თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი გააშუქებს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია, მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 70 საარჩევნო უბანია შექმნილი. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია 9 უბანი.საარჩევნო უბანზე მისულებს, სამი ბიულეტენი დახვდებათ. თვითმმართველობის არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ტარდება, რომელზეც მმართველმა გუნდა და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშავა. 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ. ასევე წაიკითხეთ: ინტერვიუ ცესკოს პრესსპიკერთან საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს. 3664 საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კანონის თანახმად, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია, მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 70 საარჩევნო უბანია შექმნილი. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია 9 უბანი.საარჩევნო უბანზე მისულებს, სამი ბიულეტენი დახვდებათ. თვითმმართველობის არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ტარდება, რომელზეც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშავა. 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ. არჩევნები წელსაც კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება. დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე პირველად, საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება ხმების ელექტრონული დათვლის მეთოდი. შეიქმნა „საარჩევნო პორტალი 2021“, რაც არჩევნების დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეების ინფორმირებას უზრუნველყოფს.

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით

სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება. „ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადა დეპარტამენტმა „ამერიკის ხმას." პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

რა მოლოდინები აქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ვაშინგტონში

შეერთებულ შტატებში, 2 ოქტომბრის არჩევნების წინ საუბრობენ პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობენ. წარმომადგენელთა პალატის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ კონრესში პროცესს ყურადღებით აკვირდებიან. „ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს არჩევნებს ამ უქმეებზე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთთვის, ვინც ბევრ ყურადღებას უთმობს და დიდი ინტერესით ეპყრობა საქართველოს მომავალს და ჩვენ მეგობრობას საქართველოსთან, მინდა რამდენიმე გამამხვნევებელი სიტყვა ვთქვა. ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ. გვინდა, რომ კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, იმის თქმა, რისი თქმაც სურთ. გვინდა ვიხილოთ, რომ მედიას ექნება საშუალება მოვლენები თავისუფლად და სამართლიანად გააშუქოს. ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის წარმატებად შეიძლება იქცეს. ჩვენ [პროცესს] ნამდვილად ყურადღებით დავაკვირდებით. ასევე მოგიწოდებთ, მოეპყარით საერთაშორისო დამკვირვებლებს ძალიან კარგად. იმედი გვაქვს რაიმე კარგს ვიხილავთ და ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - თქვა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“. კომენტარში. ამასთან, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და რენდის კორპორაციის წამყვანი მკვლევარი, უილიამ კორტნი ამბობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლის შესახებ ხშირად საუბრობენ და საჭიროა ეს წარმოდგენები შეიცვალოს. „ვაშინგტონის პერსპექტივიდან, მთავარი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ ეს არჩევნები იყოს უფრო სამართლიანი, ნაკლები ადმინისტრაციული რესურსით, ნაკლები სახელმწიფო კონტროლით მედიაზე და ა.შ. გასულ არჩევნებთან შედარებით. ვაშინგტონში არსებობს დიდი შეშფოთება, რომ არჩევნები საქართველოში დიდი ხანია არ უმჯობესდება. როცა სხვა ქვეყნებს ვუყურებთ, მაგალითად მოლდოვას, სადაც მაია სანდუ აირჩიეს, ვხედავთ, რომ იქ არჩევნები უფრო პატიოსნად ჩატარდა. ამ კუთხით კარგი მაჩვენებელი აქვს უკრაინასაც. [არჩევნების] შეფასების ერთ-ერთი გზა ისაა, რომ მაგალითად უკრაინაში, ხელისუფლებაში მყოფები, არჩევნებს აგებენ... უკანასკნელ პერიოდში, ვაშინგტონში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო უკან მიდის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ წარმოდგენების შეცვლა“ - აცხადებს კორტნი. დიპლომატი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ ამის გამოსასწორებლად საქართველომ საჭიროა წინსვლა აჩვენოს. „საქართველოსთვის არსებული იმედგაცრუება გაქრება, როცა საქართველო წინსვლას დაიწყებს. ამერიკელები ასეთები ვართ, გვიყვარს, როცა ქვეყნები წინ მიდიან“, - აცხადებს დენიელ ფრიდი. მისი თქმით, ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება ტესტი იმისა, თუ რა მიმართულებით სურს ქვეყანას სვლა. „შეკითხვა რომელსაც საქართველომ უნდა უპასუხოს შემდეგია, რა გინდა იყოთ 10 წელში? გინდათ პოლარიზებული, დისფუნქციური ქვეყანა, რომლის ნამცეცებსაც პუტინი აკრეფს? თუ საქართველოს სურს ჰქონდეს დემოკრატია და ანგარიშვალდებულება. ვნახეთ რა მოხდა მოლდოვაში, ღარიბ ქვეყანაში, მათ სახლში გაუშვეს ასე ვთქვათ კორუმპირებული მთავრობა, და აირჩიეს ახალი პროევროპელი, რეფორმების დღისწესრიგის მქონე ლიდერი. ვნახავთ იქნება თუ არა ის წარმატებული. თუმცა საქართველოც ამ პრობლემის წინაშეა. სად გინდათ იყოთ 10 წელში?“, - აცხადებს ფრიდი.

ცესკო: არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან. ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე კონკრეტულ ინფორმაციებთან დაკავშირებით გაკეთდა კომენტარი. „რაც შეეხება სამოქალაქო საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, ვაცხადებთ რომ აღნიშნული არის სიცრუე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. ასევე ტყუილია ამავე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ ლაგოდეხში არ გაიხსნა მეცხრე საარჩევნო უბანი. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და დღესაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში“,- განაცხადეს ცესკო-ში.

კარლ ჰარცელი: არჩევნები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და საქართველოსთვის არსებითია ამ ტესტის დამაჯერებლად ჩაბარება

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით. „კარგია, რომ ყველა პოლიტიკოსი თანხმდება, რომ ამომრჩევლები ხმის მისაცემად უნდა მივიდნენ. ჟურნალისტებს ვუსურვებ მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში მუშაობას. არჩევნები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და საქართველოსთვის არსებითია ამ ტესტის დამაჯერებლად ჩაბარება. როგორც საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი, გისურვებთ წარმატებულ დემოკრატიას საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტივობასა და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ავრცელებს. „ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართველო საზოგადოება, როცა ყველაფერი მივატოვე კიევში და ჩამოვედი, ვიცოდი რომ, დიდი ალბათობით, დამაკავებდნენ. დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა, ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან მინდა გთხოვოთ, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტივობასა და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია. მიყვარხართ, თქვენი ერთგული მიხეილ სააკაშვილი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია.

მმართველი გუნდი განმარტავს, რატომ უარყოფდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე ინფორმაციას ფლობდნენ, თუმცა არ ადასტურებდნენ, რადგან „ოპერატიული ტაქტიკა“ იყო. „რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ გვქონდა ამის თაობაზე ინფორმაცია, ძალიან მარტივად ვეტყვი საზოგადოებას, რომ არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელისუფლებამ არ იცოდა. მე აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, ვინაიდან მათაც დღეს ამის საპირისპირო განცხადების გაკეთება მოუწიათ, ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან გამოყენებული იყო ჩვეულებრივი ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად. სააკაშვილის დაკავება დღევანდელ, ამ სიმბოლურ დღეს, 1-ელ ოქტომბერს დაემთხვა, ბუნებრივია, ახსენეთ, ბიძინა ივანიშვილი, მთავარი სულის ჩამდგმელი 1-ელ ოქტომბრის, მე ზედმეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი სიმბოლური დამთხვევაა. თუმცა, თუ ვიტყვით, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, შეიძლება ასეც ვივარაუდოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ფრაქცია `ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ როგორც პოლიტიკოსი, გუშინ პირველად აღმოჩნდა უხერხულ სიტუაციაში. საუბარია მის არაერთ განცხადებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და ის უკრაინაში, ტრუსკავეცში იმყოფებოდა. მან არ დააკონკრეტა, საკუთარმა გუნდმა შეიყვანა თუ არა შეცდომაში. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია. ამავე თემაზე: „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ

1 826 ინფიცირების ახალი შემთხვევა, 29 გარდაცვლილი და 986 მძიმე პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 248 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 795 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56% Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 405 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 843 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 826 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 616 589-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.93%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 795 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 587 499. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 005 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 82, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 059 საიდანაც: 4 081 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 455, აჭარაში - 355, იმერეთში - 875. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში - 106, იმერეთში - 272. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 236 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 19, იმერეთში - 24. 696 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 375 - თბილისში, 170 - აჭარაში. 15 282 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 453 ადამიანი.

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიერ სამართალდამცველების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი უდესიანის მიერ, სამართალდამცველების მიმართ, სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნებულ მუქარის წერილზე, გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. უდესიანი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, დაემუქრა, სახელისა და გვარების გამჟღავნება მოსთხოვა და დაწერა, რომ მათ კარგი დღე არ დაადგებათ. "აი იმ პოლიციის თუ უშიშროების ჯგუფს რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეთ დადევით თქვენი სახელ-გვარები!თქვენ დღე გელოდებათ ავს და მტერს!!ჩათვალეთ ეს გაფრთხილეებაა!!", - დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი უდესიანმა.

10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7,41%-ს შეადგენს

10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7,41%-ს შეადგენს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7,41%-ს შეადგენს, რაც რაოდენობრივად 259 273 ამომრჩეველს უდრის. რეგიონებიდან ყველა ​მაღალი აქტივობა - 11,2% რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი ქვემო ქართლში - 6,1%“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ამერიკის ელჩი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე: ეს საქმე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის ტესტი იქნება

„მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოს სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემისთვის ტესტი იქნება“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა. „ჩვენ გვინდა, რომ ხალხი ფოკუსირებული იყოს არჩევნებზე. საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა კონცერტრირდეს გამოწვევებზე, პრობლემებზე, რაც უკავშირდება პანდემიას, ეკონომიკას, გაზრდილ ფასებს, გზებს, განათლებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს საქმე იქნება ტესტი, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება ეს პროცესი. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით და იმედი გვაქვს ის წარიმართება საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და ქართული კანონმდებლობის დაცვით“, - აღნიშნა ელჩმა. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია.

პრემიერი: ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს

„ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. „ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რა ვთქვით, გავაკეთეთ. მე მოსახლეობას ვეტყვი, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული, მე მგონი, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ. ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე მათ წარმოედგინათ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რა ვთქვით, გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

სუსი: დღეს, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებაზე დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სუს-ის ცნობით, დღეს, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა. „მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს. მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა. დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აღნიშნულია სუსის განცხადებაში.

ცესკო: პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია

ცესკოს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დღეს, საარჩევნო უბანზე, აგიტაციის წესი დაარღვია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე უბანზე ხმის მისაცემად სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა, რაც აგიტაციის წესის პირდაპირი დარღვევაა. „როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, - განაცხადა იოსელიანმა. კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ამერიკის ელჩი: მივიღეთ ცნობები, რომ ზოგიერთმა დამკვირვებელმა არ იცის, რა არის მისი როლი დაკვირვების პროცესში, რაც ალბათ დაკავშირებულია ტრენინგის და კვალიფიკაციის ნაკლებობასთან

ამერიკის ელჩი არჩევნების მიმდინარეობას მარნეულში აკვირდება. კელი დეგნანმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე მედიასთან ისაუბრა. „უმნიშვნელოვანესი დღეა და მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ არჩევნებზე დაკვირვების პროცესში. მე აქ, მარნეულში ვიყავი გასულ არჩევნებზე და მიხარია, რომ კვლავ დავბრუნდი და ვხედავ, ამომრჩევლები მოდიან უბანზე. ისინი სერიოზულად უდგებიან თავის პასუხისმგებლობას, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ; როდესაც შეუძლიათ, უზრუნველყონ მათ მიერ არჩეულების ანგარიშვალდებულება. რა თქმა უნდა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არის ფუნდამენტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საელჩო აკვირდება მიმდინარე საარჩევნო პროცესს. ჩვენ დაახლოებით 48 ჯგუფი გვყავს მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ასევე, საელჩოში ფუნქციონირებს ცენტრი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ასევე, კომუნიკაციაში არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, შესაბამისად, ინტერესი და ყურადღება ამ არჩევნების მიმართ არის ძალიან დიდი როგორც ადგილობრივად, ასევე აშშ-ში, ვაშინგტონში, საიდანაც ყურადღება მოპყრობილია საქართველოსკენ. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულ ცნობებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა წინასაარჩევნო დარღვევებს, დაშინებას, ძალადობას და ასე შემდეგ. თუმცა კარგია, რომ პარტიის ლიდერები მოუწოდებენ მშვიდი გარემოსკენ. ასევე მივიღეთ ცნობები, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ ორგანიზაციას, არ იციან მათი როლის შესახებ, ან რომელ ორგანიზაციას წარმოადგენენ საარჩევნოდ დაკვირვების პროცესში, ალბათ, ეს დაკავშირებულია ტრენინგის და კვალიფიკაციის ნაკლებობასთან“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

შსს: დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებისას იმყოფებოდა

შსს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე სამი ინსტანციის განაჩენით დამნაშავედ ცნობილი და ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა, ხოლო მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იყო ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება. აგრეთვე, გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია დამნაშავედ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, იგი გადაყვანილია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

პრეზიდენტი: ეს არის ის არჩევნები, როდესაც პოლარიზაცია უნდა დასრულდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ამ არჩევნებით პოლარიზაცია დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, სწორედ დეპოლარიზაციას მისცა ხმა. „ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიულ პროცესებში, იმიტომ, რომ ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლაც შეუძლით აირჩიონ დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი, ვინც ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. „ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, რისი იმედიც მაქვს და მე ამას მივეცი ხმა, დეპოლარიზაციას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება.

პრემიერი: მობილიზებული ვართ, კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს ქართული დემოკრატია

„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავისი არჩევანი მეუღლესთან ერთად დააფიქსირა. მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებას სჭირდება დამშვიდება, სიწყნარე, განვითარება, კეთილდღეობა, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი სიღარიბის დაძლევა და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ჩვენი ხალხის გაერთიანება. „ეს არის ჩვენი მთავარი ოცნება და მიზანი. რაც შეეხება ზოგადად საარჩევნო დღეს, ვფიქრობ, რომ მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩაიაროს საარჩევნო დღემ. მე მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენლებს, რომ ასევე გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და მართლაც მშვიდობიანად, სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, ქართული სახელმწიფო და ჩვენი ქართული საზოგადოება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება.