ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ექსპერტიზის ბიუროს მუშაობით დაინტერესდა

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის (INL) ბიუროს ახალ ხელმძღვანელს საქართველოში სარა რუპერტს, ამავე ბიუროს პოლიციის მრჩეველს ლარი ფოკასს და სასჯელაღსრულების საკითხებში მრჩეველს სკოტ ვიგინსს შეხვდა. INL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბიუროს უფროსმა ისაუბრა ბიუროში მიმდინარე პროექტებზე და (INL)-თან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. უცხოელმა კოლეგებმა ექსპერტიზის ბიუროს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-ნარკოლოგიური, კრიმინალისტიკური და დნმ ექსპერტიზების ლაბორატორიები დაათვალიერეს და ექსპერტების სამუშაო სპეციფიკას გაეცნენ. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის პროგრამასთან, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განვითარებაში. INL-ის დაფინანსებით გარემონტდა და აღიჭურვა ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი და პირველი დნმ ლაბორატორია საქართველოში. მათი დახმარებით ბიურომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: მათ შორის ბიუროს შენობების და ლაბორატორიების აღჭურვა და თანამშრომლების პროფესიული გადამზადება. INL-ის მხარდაჭერით ბიუროში დაინერგა ხარისხის მართვის სისტემა საექსპერტო-კვლევითი საქმიანობისთვის, რომლის საფუძველზეც ბიურომ მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025-ის მოთხოვნების შესაბამისად ამ ეტაპზე ბიურო აგრძელებს INL-თან აქტიურ თანამშრომლობას, როგორც სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილში ახალი სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, ასევე სხვა საექსპერტო სახეობებშიც თანამედროვე კვლევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის და სპეციალისტთა გადამზადების კუთხით“, - აღნიშნულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციაში.

კახაბერ ქემოკლიძე: როგორც უსაფრთხოების ყოფილი ოფიცერი ვადასტურებ, რომ სააკაშვილსაც შეუძლია, სახეშეცვლილი შემოვიდეს

„უსაფრთხოების სისტემაში არსებობს სახეცვლილების ტექნიკა, როდესაც შეგიძლია, კამუფლირება ისეთ დონეზე გაიკეთო, რომ მათ შორის საზღვრის კონტროლიც გაიარო და პრაქტიკულ დონეზე ამასაც გიდასტურებთ როგორც უსაფრთხოების ყოფილი ოფიცერი, რომ სააკაშვილსაც შეუძლია შემოვიდეს სახეშეცვლილი“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა. მან შსს-ში დღეს გამართული ბრიფინგი შეაფასა, რომელზეც განაცხადეს, რომ ქართულ მხარეს უკრაინულთან ჰქონდა კავშირი და არ დასტურდება, რომ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინა დატოვა. „სუფთა პროფესიული თვალსაზრისით რომ გითხრათ, ბატონი მინისტრის მოადგილის კომენტარი კომიკური იყო. უკრაინასთან რომ ჰქონდეთ კომუნიკაცია, რა იციან, რომელი პასპორტით შემოვიდა, რა იციან, რამდენი პასპორტი აქვს ბატონ სააკაშვილს? იქნებ აღმოჩნდა, რომ სხვა სახელით და გვარით არის.. თეორიულად გამორიცხულია, რომ სხვადასხვა სახელი და გვარი ჰქონდეს?!, სხვადასხვა მოქალაქეობა?!“, - აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ. მიხეილ სააკაშვილი ხომ არ არის ის სახე, რომელსაც რომელიმე მესაზღვრე ვერ იცნობს, ჟურნალისტის ამ შეკითხვას კახაბერ ქემოკლიძემ უპასუხა: უსაფრთხოების სისტემაში არსებობს სახეცვლილების ტექნიკა, როდესაც შეგიძლია, კამუფლირება ისეთ დონეზე გაიკეთო, რომ მათ შორის საზღვრის კონტროლიც გაიარო და პრაქტიკულ დონეზე ამასაც გიდასტურებთ როგორც უსაფრთხოების ყოფილი ოფიცერი, რომ სააკაშვილსაც შეუძლია შემოვიდეს სახეშეცვლილი. დიახ, სხვა პასპორტით და სხვა სახით, ამ ტექნიკის გამოყენებით აბსოლუტურად შესაძლებელია საზღვრების კვეთა და როგორც ჩანს, ბატონმა მინისტრის მოადგილემ, ეს დეტალები არ იცის“, - აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ „ტვპირველის“ ეთერში. ის იზიარებს პრეზიდენტის შეფასებას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა პასუხობდნენ გაჩენილ კითხვებს და არა პარტიული ჩინოვნიკები. „ჩვენს პარტიაში ისეთი ხალხი მუშაობს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ უსაფრთხოების სისტემასთან, და შემიძლია გითხრათ, რომ სხეულის ენის დონეზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც დაბნეულები ჩანდნენ. მათაც ვერ დაალაგეს ლოგიკა დასაწყისისთვის, არ იყვნენ დარწმუნებულნი, იყო თუ არა სააკაშვილი საქართველოში. ჩვენ ამ ადამიანების სხეულის ენასაც ვაკვირდებოდით“, - აღნიშნა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა. 2015-2018 წლებში, კახაბერ ქემოკლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და ამავე დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციებს იკავებდა. ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. შსს ამას უარყოფს და ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

Sinopharm-ის ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია

ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული Sinopharm-ის ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია. ეს ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებულებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. COVID19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს. პირველი ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 799 446 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 984 595 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.7%, სრულად ვაქცინირებულია 814 851 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.5 %. 30 სექტემბერს აიცრა 12 562 ადამიანი. კორონავირუსი დღეს 1743 ადამიანს დაუდასტურდა, 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO) არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. როგორც ათი ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ 3700-ზე მეტ უბანში კენჭისყრის პროცესის მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში გამართვაზე, აუცილებელია, პასუხისმგებლობა აიღოს საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილემ. 2 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნები იმართება, რომელზეც ამომრჩევლები 64 მუნიციპალიტეტში 64 მერსა და საკრებულოების 2068 წევრს აირჩევენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ტიპის არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესში, სხვა არჩევნებთან შედარებით, ბევრად მეტი კანდიდატი და, შესაბამისად, მხარდამჭერია ჩართული. „წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, კენჭისყრის დღეს გარკვეული ინციდენტები პარტიების მხარდამჭერებს შორის, გამოწვევა გახდეს. ასეთი გამოწვევების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, მივიდეს საარჩევნო უბანში და თავისუფლად გამოხატოს ნება, რომელიც აისახება არჩევნების შედეგებში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა, მათმა წევრებმა და მხარდამჭერებმა ხელი შეუწყონ საარჩევნო უბნებში მშვიდი გარემოს შენარჩუნების საყოველთაო ინტერესს და უარი თქვან დაპირისპირებასა და ესკალაციაზე, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებასა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და იმოქმედოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით. პოლიციამ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათზე თავდასხმებმა ტენდენციის ხასიათი მიიღო. ასევე, უზრუნველყოს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ხელმომწერი ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)მედიის განვითარების ფონდი (MDF)mედიის უფლებები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)რეგიონული მედიის ასოციაცია (GRMA)ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC)საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი (GARB)

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. „საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ბრიფინგი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართა. „დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, პირველ ოქტომბერს. ჩვენ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნავს პრემიერი. ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ირაკლი ღარიბაშვილი: ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, ისტორიულ გამარჯვებას

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის დროს, რითაც პრემიერმა სააკაშვილის დაკავების შესახებ აცნობა მედიას, ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსაც მიმართა. „მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1-ლი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, 1-ლი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, 1-ელ ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მოგვიანებით, მთვრობის ადმინისტრაციამ ვრცელი ტექსტი გაავრცელა: „შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი - ჩვენ, ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი, სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ხელისუფლება მოექცა ისე, როგორც ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა იმსახურებს. „მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში, გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას და სწორედ ჩვენს მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს. შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი - ჩვენ, ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი. სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს მოვექეცით ისე, როგორც ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა იმსახურებს“. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

ექსპრეზიდენტის Facebook გვერდზე აუდიო და ვიდეოჩანაწერები გავრცელდა, რომლებიც დაკავებამდეა ჩაწერილი

ექსპრეზიდენტის Facebook გვერდზე მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. „მე შეიძლება, დამაკავონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს“, - ამბობს სააკაშვილი აუდიოჩანაწერში. აუდიოს შემდეგ გავრცელდა ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც ექსპრეზიდენტი ამბობს: „არაფრის არ შეგეშინდეთ, მიეცით ხმა, სამ ოქტომბერს, ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა თქვენ იცით, მე ვარ ძალიან მტკიცედ. ამისთვის ჩამოვედი, რომ დაგეხმაროთ. არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ“. „საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ბრიფინგი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართა. ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ნომერ 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. გადაყვანის კადრები რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით ომბუდსმენი ნინო ლომჯარია უკვე მიემართება რუსთავის ციხისკენ, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. „საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ბრიფინგი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართა.

ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილი ჯერ ციხიდან მოგვილოცავს ხვალინდელ გამარჯვებას და მერე თავისუფლებაზე

"საერთო გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე, მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას! ჯერ ციხიდან, მაგრამ მალე თავისუფლებაზე!" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იცოდა რაზე მიდიოდა და ეს თავდადებული ნაბიჯი მან შეგნებულად გადადგა. ნიკა მელიამ ამომრჩეველს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ხვალ ოპოზიცია გამარჯვებისთვის იბრძვის და არა ვინმეს დამარცხებისთვის. "დღეს ყველა ვხედავთ ოცნების ისტერიასა და ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო! ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, მთელ მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას! მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის. დღეს ის ნამდვილად საქართველოშია! კი ის დააკავეს როგორც მოვისმინეთ, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც - ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, განსაკუთრებით მისთვის - პრობლემა არის როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს. საერთო გამარჯვების შემდეგ კი ისიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას! ჯერ ციხიდან მაგრამ მალე თავისუფლებაზე! მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა რაც თქვა - ეს თავდადებული ნაბიჯია! მან თავის თავისუფლება დათმო ამ რეჟიმის დამარცხებისთვის! ჩვენი თავდადება კი ბევრად მარტივ რამეში უნდა გამოვხატოთ - ავდგეთ ხვალ, დავდგეთ როგში, ავიღოთ ბიულეტენები და დავასრულოთ ოცნება! შემოხაზეთ ნებისმიერი 41 გარდა! ხოლო ენმ ყველა მომხრეს დამატებით ვალდებულება გვაქ - ჩვენი არჩევანით დავიხსნათ პრეზიდენტი სააკაშვილი! ეს ჩვენი სურვილიცაა და დღეიდან ვალიც! რაც მთავარია, ხვალ ჩვენ მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომლითაც გავარღვევთ ქართული ოცნების დანერგილ მანკიერ წრეს - სიძულვილით, ბოღმით და დაპირისპირებით დახშულ წრეს გავარღვევთ ხვალ. და სრულიად დარწმუნებული ვარ, მეტიც, მისხალი ეჭვი არ მეპარება, აი ხომ შეიძლება ოდნავ მაინც გეპარებოდეს ადამიანს ეჭვი რომ ხვალ, ჩვენ, ყველანი ერთად დავადგებით ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთ გზას! და რატომ დავადგებით ერთადერთ სწორ გზას?! დავადგებით, რადგანაც უბედურია ის ქვეყანა, რომელიც შეგნებულად და გათვლილად სიძულვილით იმართება! სადაც ხელისუფლება თავის შანსებს არა ერთიანობაში, შეკავშირებაში კონსოლიდაციაში ხედავს, არამედ დანაწევრებაში, დაყოფაში, მტრობაში, სიძულვილში! და ჩვენი ყველას სამშობლო არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა იყოს უბედური! ჩვენი ქვეყანა არ არის ზიზღის და სიძულვილის საშობლო! არ არის და ხვალ ყველანი ერთად ვეტყვით ივანიშვილს, რომ მისი რეჟიმი, რომელიც სამი სიტყვით გამოიხატება - გააღატაკე, გაანადგურე, დაჩაგრე - ამ კაცთმოძულე რეჟიმს ვეტყვით და აუცილებლად ვეტყვით, რომ დრო ამოიწურა! რომ მოთმინების ფიალა აივსო, მეტიც გადაივსო, რომ დროა გაქრნენ, როგორც ცუდი სიზმარი! რომ ბნელი დამარცხდა და, ჩვენ, - (ეს თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა) -ჩვენ, სინათლის მხარეს მდგომებმა, ჩვენ - სიკეთის მხარეს მდგომებმა! ჩვენ - ისტორიის სწორ მხარეს მდგომებმა! ჩვენ - სამშობლოს პატრიოტებმა გავიმარჯვეთ! ხშირად მეკითხებიან - რა იქნება შემდეგ! აი 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ? იქნება ლეგიტიმაციისგან დაცლილი და ფეხქვეშ მიწაგამოცლილი, დამარცხებული მოძალადე რეჟიმი და დაუყოვნებლივ დაინიშნება ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები! აი, ეს იქნება და შემდეგ, იქნება გამარჯვება უკვე ვადამდელ არჩევნებშიც და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება პატრიოტი, წესიერი, პროდასავლური ძალების კოალიციისთვის! დიდი ისტორიული წერტილის დასმა ქართული ოცნების უმძიმესი მმართველობის წლებზე! აი ეს იქნება მერე! მშვიდი, ზიზღისგან დაცლილი, განვითარების გზაზე დამდგარი საქართველო - აი, ეს იქნება მერე! ვეღარავინ ჩაიწერს ჩვენი და ჩვენი ექიმის საუბარს, მოძღვართან აღსარებებს! ვერავინ დაგვიხოცავს 20 წლის ინოვატორ ბავშვებს მომავლიდან! აი ეს იქნება მერე! ჩვენ აღარასოდეს აგვერევა ერთმანეთშო მტერი და მოყვარე! ჩვენ მივაღწევთ ჩვენ მიზნებს და გავხდებით ნატოს და ევროკავშირის წევრები! აი, ეს იქნება მერე! და ბოლოს! ჩვენ ვიქნებით იმდენად მიმზიდველი, განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ქვეყანა, რომ ჩვენი ერთიანობა და ტერიტორიული ინტეგრაცია თავისთავად დადგება დღის წესრიგში! საქართველო გაერთიანდება - და აი ეს ისტორიული მწვერვალი იქნება მერე! მერე, 2 ოქტომბრის რეფერნდუმში გამარჯვების მერე! რომელიც აუცილებლად დადგება ხვალ და ამას ჩვენ ხვალ ერთობით მივაღწევთ! ხვალ, ყველანი, ერთად, ორგანიზებულად და მშვიდად, მივდივართ საარჩევნო უბნებთან! მივდივართ, რომ შემოვხაზოთ ნებისმიერი, გარდა 41-ისა! მივდივართ, რომ შევცვალოთ ბნელი ნათელით, უმუშევრობა დასაქმებით, გულგრილობა მზრუნველობით, კორუფცია წესიერებით, ძარცვა და გაღატაკება - განვითარებით და სიმდიდრით! ჩვენ მივდივართ, რომ გავიმარჯვოთ და არა ვინმე დავამარცხოთ! გავიმარჯვოთ ჩვენი სამშობლოს, თითოეული ჩვენგანის და ყველას საერთო გამარჯვების მოსაპოვებლად! ამაში, არც მოუცლელობა, არც უამინდობა, არც სიზარმაცე, არც რაიმე სხვა მიზეზი არ შეგვიშლის ხელს! რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის უამინდობა! რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის მოუცლელობა! რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის გულგრილობა! რადგან სამშობლოს სიყვარულის და დაცვის გზაზე პატრიოტი მოქალაქეები არასდროს ისვენებენ!", - განაცხადა ბრიფინფზე ნიკა მელია.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ

„კარგად ხვდებით, რომ ეს იყო უდიდესი პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტიურისტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და საბედნიეროდ, ის აღიკვეთა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. `ამ მაღალი კლასით შესრულებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბუნებივია, სამართალდამცავებს მადლობა უნდა გადავუხადოთ. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველი, ვინც აპირებდა ან არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას, ამ უდიდესი პროვოკაციის პასუხად, ასევე უპასუხებენ ჩვენი მომხრეები და ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად ხედავენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. რატომ უარყოფდნენ დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, მდინარაძემ განაცხადა: „ჩვენი განცხადებები ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რასაც სამართალდამცავები გვაწვდიდნენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციები საერთო კონტექსში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და მის შედეგებთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ ეს იყო მართლაც მაღალი კლასის, უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია ჩვენი მხრიდან, მათ ეს ძალიან კარგად გათვალეს, სხვაგვარი „მესიჯები“ რომ გახმოვანებულიყო, ბუნებრივია, ოპერაცია ასეთი წარმატებით შეიძლება ვერ დასრულებულიყო, მათ ეს რისკი არ გაწიეს. მიხეილ სააკაშვილი დამფრთხალია, მან გარისკა და ეს რისკი ძვირად დაუჯდა“ „ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო, - ამის შესახებ კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა. მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა. „სიმბოლურია, რომ ეს მოხდა 9 წლის თავზე იმ მომენტიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა. ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო. მივულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი რა თქმა უნდა, სამართალდამცავ სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

კრემლის გამოხმაურება ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლაზე

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოეხმაურა. „მისმინეთ, სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცირკი არ წარმოადგენდეს საფრთხეს ნებისმიერი ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, სადაც ეს ბატონი იმყოფება. ღმერთს მადლობა, ეს ჩვენი საკითხი არაა", - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ და დაამატა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის რისკს ვერ ხედავენ. ეს კომენტარი ექსპრეზიდენტის დაკავებამდე გაკეთდა. ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან არის დაკავშირებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. „საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულია საქართველოის საელჩოს ხელმძღვანელი ინფორმაციის მისაღებად“ , - განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ. განახლება: საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ: „უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დადგენილი წესის თანახმად გაუცვლის ინფორმაცის უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ უკრაინის მოქალაქე“. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია.

ომბუდსმენი ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად ციხეში შევიდა

რუსთავის ციხეში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმყოფება. მან ციხეში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ მისი, როგორც დაკავებულის პირის უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდება. „ალბათ, თქვენც გაინტერესებთ მისი მდგომარეობა და ბევრი კითხვები გაქვთ. ჩემი მანდატიდან გამომდინარე შემიძლია, ვნახო დაკავებული და გამოვიტან ინფორმაციას. დაკავებულები თავად საუბრობენ ხოლმე ჩვენთან, რა მდგომარეობაში არიან, სჭირდებათ თუ არა რაიმე დახმარება მათ შორის პირველადი, სამედიცინო, როგორი იყო დაკავების დროს მოპყრობა და ა.შ. ამ ინფორმაციას ვკითხავ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მქონდა კომუნიკაცია და დამიდასტურეს, რომ აქ იმყოფება. მე მასთან არ მექნება პოლიტიკური შეკითხვები, თუ მას ექნება რაიმეს თქმის სურვილი, მოვუსმენ. ადვოკატებთან კომუნიკაცია არ მქონია და როგორც წესი შაბათ-კვირას არ ხდება ხოლმე ადვოკატების შესვლა, თუმცა იმედი მაქვს, რომ დაიშვება გამონაკლისი", - აღნიშნა ლომჯარიამ. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. ამავე თემაზე: ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „მსაჯვრდებული მიხეილ სააკაშვილი, დღეს, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს. ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით ცნობილია დამნაშავედ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მე-2 ნაწილით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით), საბოლოოდ განსაზღვრული აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე ,,შარდენ ბარში“ თამარ მერაბიშვილს (სალაყაია), დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება. წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და ასევე, დავით ახალაიას დავალებით, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელს ზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის - 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლებულნი იქნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გ.ალანია, ა.ღაჭავა, მ.ბიბილურიძე და ა.აფციაური, რომლებიც სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში, სასჯელის მოხდის პერიოდში, საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და ნებართვის გარეშე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის მიერ 2008 წელს შეწყალებულებიც იქნენ. გარდა აღნიშნული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა არაერთი მწვავე სიუჟეტი, რაც რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განახორციელა მუქარა, რათა ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით დაეთმო ტელევიზია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდებოდა, როგორც „ტელეიმედის“, ასევე სხვა ქონების იძულებით ჩამორთმევა. მიუხედავად მუქარისა, ბადრი პატარკაციშვილმა არ დათმო ტელევიზია და მისი შენარჩუნებისთვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით 2007 წლის ნოემბერში, „ტელეიმედის“ მართვის უფლება აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს „NEWS CORP EUROPE Inc“-ს გადასცა. საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, რომელსაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. თათბირზე, ივანე მერაბიშვილის მხრიდან გაიცა უკანონო დავალება, რომ ძალოვანი უწყებების გამოყენებით, მომხდარიყო მომიტინგეების ცემა და მათ მიმართ კანონით აკრძალული საშუალებების გამოყენება, რა გზითაც მოხდებოდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა. 2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ მყოფ მოშიმშილე მომიტინგეებს, გაფრთხილების გარეშე, დილის საათებში თავს დაესხნენ ხელკეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები და ძალის გამოყენებით დაარბიეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა დასაშლელადაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი. სცემეს სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები, ხოლო მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ შენობებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილი იყო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც ადგილზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. გარდა ზემოაღნიშნულისა, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს აღნიშნული ტერიტორია და გამოაძევეს თანამშრომლები. მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადაწყვიტა ძალოვანი უწყებების გამოყენებით „ტელეიმედის“ დარბევა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „ტელეიმედის“ შენობაში, უკანონოდ შეიჭრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები და ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანიის სატელევიზიო სიგნალი, ამასთან ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში მყოფ პირებს, ასევე, იქ დასაქმებულ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის „ტელეიმედის“ ეზოში ჟურნალისტების წინააღმდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით გამოიყენეს არალეტალური იარაღი. აღნიშნული მოვლენების შემდგომ, ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. „ტელეიმედის“ მაუწყებლობის გათიშვის ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის ორგანიზებით, განხორციელდა სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ წევრების საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ზეწოლის შედეგად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, კომისიის წევრებმა 2007 წლის 8 ნოემბერს მიიღეს არხის სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება. ამის შემდგომ, გიორგი უგულავამ, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და 2007 წლის 19 ნოემბერს, მისივე ხელმოწერილი დადგენილებით, კანონიერი საფუძვლის გარეშე, გააუქმა ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ შპს „ლინქსთან“ გაფორმებული მთაწმინდის პარკის იჯარის ხელშეკრულება იმ მიზეზით, თითქოს შპს „ლინქსმა“ უარი განაცხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის სრული ოდენობით გადახდაზე. რეალურად, ფირმა პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2006-2007 წლებში, მთაწმინდის პარკის რეაბილიტაციისთვის ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით განახორციელა 33 637 279 ლარის ღირებულების ინვესტიცია. გიორგი უგულავას ქმედებამ, იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის მითითებით, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით და ზემოქმედებით, კანონმდებლობის და კომპანიის წესდების მოთხოვნათა დარღვევით, 2008 წლის 19 თებერვალს, ქ.თბილისში ნოტარიუსთან, ბადრი პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს ჩამოართვეს შპს „ტელეიმედი“ და შპს „რადიოიმედი“, რითაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ხსენებული კომპანიების საქმიანობას. უკანონოდ დაუფლებული ქონების რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, წილების გასხვისების შედეგად იმავე დღეს, შპს „ტელეიმედის“ და შპს „რადიოიმედის“ მესაკუთრეები გახდნენ დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები. 2008 წლის 20 თებერვალს, ტელეკომპანია იმედი 5 წლის ვადით, სამართავად გადაეცა ერთ-ერთ ფირმას, რითაც ტელე და რადიო კომპანია იმედი, როგორც ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ფაქტობრივ საკუთრებაში, მოჩვენებით კი, კომპანიების წილების საკონტროლო პაკეტის მესაკუთრე გახდა ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი, ხოლო მმართველი დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რითაც შეინიღბა რეალური მფლობელი - დავით კეზერაშვილი. გარდა ამისა, 2008 წლის თებერვალ-მარტში, დავით კეზერაშვილი თაღლითურად დაუფლა პატარკაციშვილების კუთვნილ შპს „ენერგია და ინდუსტრია კომპლექსს’’ (ყოფილი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა). კიდევ ერთი მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო’’ უკანონოდ მიენიჭა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ პროკურატურაში.

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა პირველ რიგში მადლობა მოვახსენო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალპროფესიონალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა და პირიქით გაძლიერდა... დაცულია საზღვარიც, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობაც. ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას - პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასდროს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა როცა ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით და ვებრძოდით ერთად და შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს... ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა. იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო როცა მოქალაქეობა დატოვა. და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცველი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. და რაც მთავარია იმიტომ, რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა, ყველა საერთაშორისო რჩევების თუ გაფრთხილებების მიუხედავად, რაც მას ბოლო პერიოდში მიუვიდა. აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის. ტყუილად ნურავინ ნუ იმუქრება, არ მოხდება მასიური გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს. როგორც დღეს, ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. უნდა შეასრულოს ყველა დაპირება მიცემული საკუთარი მოქალაქეების და პარტნიორების წინაშე: იუსტიციის რეფორმების ბოლომდე მიყვანა და დეპოლარიზაცია, ევროპული რეფორმები, რათა ჩვენ 2024 წელს მართლაც შევძლოთ კანდიდატურის განცხადება. დროა წარსულს ზურგი შევაქციოთ, დროა ყველა პარტიამ საკუთარი ადგილი მოიპოვოს პარლამენტში და ერთად და არა ერთმანეთის წინააღმდეგ ვაშენოთ ხვალინდელი ძლიერი საქართველო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაკავების მიზეზებსა და გარემოებებზე განმარტებას ითხოვს

"უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წუხს საქართველოდან მიღებული სიახლეებით, სადაც მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს. პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წუხს ამგვარი ამბებით და საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით, სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინა ქართულ მხარეს სთხოვს განმარტებას უკრაინის მოქალაქისადმი ასეთი ნაბიჯის გადადგმის ყველა გარემოებისა და მიზეზის შესახებ“, - წერს ნიკიფოროვი. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

უცხოური მედია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე წერს

საქართველოს ყოფილი ლიდერი ადგილობრივი არჩევნების წინ, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ამ სათაურით ბრიტანული სააგენტო Reuters-ი სტატიას აქვეყნებს. სააგენტო წერს, რომ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, ამ კვირაში გამოაცხადა შაბათის კენჭისყრისთვის შინ დაბრუნების გეგმები, რათა „ქვეყანა გადაარჩინოს", მიუხედავად იმისა, რომ მას დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა საქართველოში. „ღარიბაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილს დაბრუნების შემთხვევაში დააპატიმრებენ. პარასკევს, სააკაშვილმა სოციალური ქსელიდან აცნობა თავის მხარდამჭერებს, რომ საქართველოშია და მოუწოდა მათ, ხმა მისცენ ოპოზიციას და შემდეგ დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბონ“. მმართველმა პარტიამ თქვა, რომ სააკაშვილის დაბრუნება არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ პარასკევს საღამოს, პრემიერმა თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია იზოლატორში“, - წერს Reuters-ი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასახლებიდან დაბრუნებისას დააკავეს, - წერს BBC. „პროდასავლური სააკაშვილი ხელმძღვანელობდა 2004 წლიდან 2013 წლამდე, მაგრამ მოგვიანებით დაუსწრებლად გაასამართლეს კორუფციის ბრალდებით, რასაც ის უარყოფს. პარასკევს მან გამოაქვეყნა ვიდეო Facebook-ზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში დაბრუნდა ადგილობრივი არჩევნების წინ. თავდაპირველად, მთავრობამ უარყო რომ ის ქვეყანაში იყო შესული, მაგრამ შემდეგ, პრემერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა: „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ციხეშია გადაყვანილი“. „რვა წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფნის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი კვლავ ფართოდ განიხილება, როგორც წამყვანი ოპოზიციური ფიგურა და მოუწოდა მხარდამჭერებს, დედაქალაქ თბილისში აქციის გამართვისკენ. მან არაერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. სააკაშვილი უმეტესწილად უკრაინაში ცხოვრობს საქართველოდან წასვლის შემდეგ. მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე 2015 წელს, როდესაც ის გახდა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი. სამი წლის შემდეგ, ქართულმა სასამართლომ გაასამართლა ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის და მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა - ბრალდებები, მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამ კვირის დასაწყისში პრემიერ -მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ ყოფილ პრეზიდენტს, თუ ის „ფეხს დაადგამს ქართულ მიწას. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებდა და მათ უარი თქვეს პარლამენტში ადგილების დაკავებაზე, რადგან აცხადებდნენ, რომ ხმები გაყალბდა. დემონსტრაციენი გაიმართა ნოემბერში ახალი არჩევნების მოთხოვნით, პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ევროკავშირმა შუამავლობით მიაღწია გარიგებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის აპრილში, რომლის დროსაც რამდენიმე ოპოზიციური პარტია შევიდა პარლამენტში. შეთანხმების თანახმად, „ქართული ოცნება“ დათანხმდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, თუ ადგილობრივ არჩევნებში 43% -ზე ნაკლებს მიიღებდა. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებიდან ცალმხრივი გასვლის შესახებ ივლისში გამოაცხადა. იმ დროს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-მ თქვა, რომ „ღრმად შეწუხებული და გაღიზიანებულია“ შეთანხმებიდან გასვლისა და დემოკრატიის უკუსვლის გამო“, - წერს BBC.

ანდრიუს კუბილიუსი: მმართველ პარტიას შეუძლია, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას 19 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით

Europetime-მა არჩევნების წინ ჰკითხა ევროპარლამენტარებს, რა მოლოდინები აქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტია“ (ქრისტიან დემოკრატები), ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი იმედოვნებს, რომ არჩევნები არა შემდგომ დაყოფას, არამედ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების გზას მოიტანს. „ვისურვებდი, რომ არჩევნებმა არა შემდგომი დაყოფა, არამედ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებისა და ქართულ პოლიტიკაში პროევროპულ რეფორმებზე ფოკუსირების გზა მოიტანოს. ამაზე, „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას 19 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით, რომ ჩაატაროს ეროვნული არჩევნები თუ ადგილობრივ არჩევნებში ის მიიღებს ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დააკავეს.

მარკეტა გრეგოროვა: მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ყველა მხარეს საკუთარი ამომრჩევლის დამშვიდებისკენ მოუწოდებს. Europetime-მა არჩევნების წინ ჰკითხა ევროპარლამენტარებს, რა მოლოდინები აქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც სადამკვირვებლო დელეგაციაში შედიან და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს 30 სექტემბერს ეწვივნენ. მათ შორის არის ჩეხი პოლიტიკოსი მარკეტა გრეგოროვა. „არჩევნების წინ იყო ძალადობა და შიში იმისა, რომ ეს კენჭისყრის შემდეგაც გაგრძელდება. მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო. ყველა პარტიას ჰქონდა შანსი, ეჩვენებინა რისთვის იბრძვის - ახლა უკვე მოქალაქეებზეა დამოკიდებული, ხმის მიცემით მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილება. ვიმედოვნებ, სადამკვირვებლო მისიების მუშაობის შედეგად მივაღწევთ წარმატებულ არჩევნებს ყოველგვარი გადაცდომის გარეშე“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დააკავეს.

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი: იმედი მაქვს, ყველა მხარე გააცნობიერებს, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთად იმუშავებს საქართველოსთვის

ევროპარლამენტარი, საგარეო კომიტეტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები), გერმანელი პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე გააცნობიერებს, ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთად იმუშავებს საქართველოსთვის, რაც ემყარება თანამშრომლობას და არა პოლარიზაციას. Europetime-მა არჩევნების წინ ჰკითხა ევროპარლამენტარებს, რა მოლოდინები აქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. „მე იმედი და მოლოდინი მაქვს, ყველა მხარე გააცნობიერებს, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთად იმუშავებს საქართველოსთვის, რაც ემყარება თანამშრომლობას და არა პოლარიზაციას. ისევე, როგორც ქართველი ამომრჩეველი, მეც ველოდები, რომ პოლიტიკოსები ისწავლიან ქვეყნის ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენებას და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას პარლამენტში და არა ქუჩაში“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დააკავეს.