ძებნის რეზულტატი:
1 751 ინფიცირების ახალი შემთხვევა, 30 გარდაცვლილი და 1 019 მძიმე პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, 42 657 ტესტის შედეგად, ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 633 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი არის 4.1%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 976 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 19 057, საიდანაც 4 169 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია 1 019 , ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პაციენტი. 14 120 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს, საცხოვრებელ ბინაში გადის . 28 199 კვლევა ანტიგენის ტესტით ჩატარდა, 14 458 - PCR ტესტით. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 614 763-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.80% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.22%. საართველოში კოვიდინფექცია უკვე გადატანილი აქვს 586 704 ადამიანს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 192 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 170 ადამიანი.
კახა კუჭავა: ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, თუმცა „ფეიკვიდეოა“, სააკაშვილი არ ჩამოსულა
პარლამენტის თავმჯდომარემ ექსპრეზიდენტის ვიდეოს ფეიკი უწოდა. კახა კუჭავამ მედიასთან განაცხადა, რომ არ შეიძლება კომენტარი გააკეთოს „არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე“. „ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში არ არის სააკაშვილი. ეს არის ფეიკვიდეო. ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, რომ ცრუ, ინფორმაცია არ გავრცელდეს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია. ირაკლი კობახიძე: ძალიან მყარად გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო საქართველოში არ არის ჩაწერილი
დავით კირტიკაძე: მიხეილ სააკაშვილი გუშინ ჩამოვიდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დავით კირკიტაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა პირობა შეასრულა. მისი თქმით, მას კუმუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან არ ჰქონია, თუმცა იცოდა, რომ გადამწყვეტ დროს აქ იქნებოდა. „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის თქმით, 3 ოქტომბერს ყველა უნდა დაიძრას თავისუფლების მოედნისკენ, სადაც მიხეილ სააკაშვილს ყველა ნახავს. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. კომენტარი გააკეთა ეკა ხერხეულიძემაც და აღნიშნა, რომ დამატებითი ვიდეოები უახლოეს მომავალში გავრცელდება. მისი თქმით, არ იცის, რატომ შეიცვალა ექსპრეზიდენტმა გეგმები და დეტალებზე მიხეილ სააკაშვილი თავად ისაუბრებს. ხერხეულიძემ დაამატა, რომ მიხეილ სააკაშვილის პროგნოზირება რთულია. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია. ამავე თემაზე: მიხეილ სააკაშვილი: მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას „ჭიდან ამოყვინთა“, „დღის კადრები გაავრცელოს და მერე დავიჯერებთ, რომ სააკაშვილი აქ არის“ - „ქართული ოცნების“ წევრთა რეაქცია კახა კუჭავა: ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, თუმცა „ფეიკვიდეოა“, სააკაშვილი არ ჩამოსულა ირაკლი კობახიძე: ძალიან მყარად გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, ნეტავ ყოფილიყო ექსპრეზიდენტის ჩამოსვლაზე შსს-ში პირველი კომენტარი გაკეთდა
მამუკა მდინარაძე: ეს არის უპრეცედენტო თაღლითობა, სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია
მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტების უკვირს, რატომ ავრცელებენ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის ჩამოსვლაზე და მიმართა მათ, თუ ეს სჯერათ, ცუდ მდგომარეობაში არიან“ ან „თაღლითობაში არიან ჩართულნი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „მარტივი დასადგენია, „ფეიკია“, თალღლითობით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ საქართველოშია. ეს არის უპრეცედენტო თაღლითობა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, „სააკაშვილი შემძვრალია სოროში და მას უკრაინა არ დაუტოვებია. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანი არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის ყოფნას მის საზღვრებთან, საჭირო ზომებს მივიღებთ
„ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმი ეხმარება და მხარს უჭერს გარკვეულ რეგიონულ ქვეყნებს, რათა შეიქმნას უთანხმოება და განხეთქილება მუსულმანურ ერებს შორის“, - ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა მოჰამად პაკპურიმ განაცხადა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის ყოფნას მის საზღვრებთან და საჭირო ზომებს მიიღებს. მისი თქმით, ქვეყნებს უფლება აქვთ, სამხედრო წვრთნები ჩაატარონ საკუთარ ტერიტორიაზე, ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად. ირანის მთავრობის განცხადებით, 1 ოქტომბერს, აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნებს იწყებს. როგორც რონდელის ფონდის ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი განმარტავს, ირანმა აღნიშნულ სამხედრო წვრთნებს "ხაიბარის დამპყრობლები" უწოდა, ხაიბარი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და იგი მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ განიხილება. "საგულისხმოა, რომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს.რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ირანთან დაპირისპირებაში მარტო არაა. მას აქტიურად უჭერს მხარს მოძმე თურქეთი.ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანის საზღვართან გააქტიურდნენ თურქული დრონები. ასევე ანკარამ დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაგზავნა ირანის მიმართულებით, სადაც ჩატარდება თურქული სამხედრო წვრთნები. ირან-თურქეთის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები იწმინდება ნაღმებისგანაც.იმედია, საქმე ცეცხლის გახსნამდე არ მივა. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენს სამხრეთში ცხელი შემოდგომა დადგა. ამ ამბებს აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება (თავად ეს ბოლო დაძაბულობა კი ყარაბაღის მეორე ომის გაგრძელებაა", - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.
მურმან დუმბაძე: ჩვენ ხვალ, 08:05 საათზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ
"ჩვენ ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა. ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე კი აცხადებს, რომ ვერ იტყვის, როდის გამოჩნდება სააკაშვილი საზოგადოებასთან, რადგან მიხეილ სააკაშვილის პროგნოზირება ძალიან ძნელია მურმან დუმბაძის განცხადებით, სააკაშვილი ამჟამად ისევ ბათუმშია. „მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მას ელოდება მთელი საქართველო და ჩვენ ხვალ, რვა საათზე და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. ვფიქრობ, რომ ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ და არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გამოჩნდეს. ის არის საქართველოში. ის ამ წუთში, ამ წამებში არის ბათუმში და მან გააკეთა სერიოზული განცხადება, საკუთარი სიტყვა შეასრულა და ახლა სიტყვა ჩვენზეა. ჩვენ უნდა შევასრულოთ სიტყვა, რაც გვწამს, რაც გვჯერა, იმის, რისიც მჯეროდა ცხრა წლის წინ, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია საარჩევნო ყუთთან“, - ამბობს დუმბაძემ. თაკო ჩარკვიანის განცხადებით კი 99 პროცენტი აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საქართველოშია. "ხელისუფლება როცა ხარ და სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუციებს გაანადგურებ, კორუფციაში ამოაყოფინებ თავს, შემდეგ ასე ხდება – ვერ იგებ, საზღვარს ვინ კვეთს, ვინ გადმოდის, როგორ, რანაირად ხდება. ასეთი თავსამტვრევი გაუხდათ ჩვენს ხელისუფლებას", აცხადებს „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. შსს-ს განცხადებით მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის 2 ოქტომბრის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.
მამუკა ხაზარაძე: ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო, თუ ასეა, ეს იმის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არც შსს და არც უსაფრთხოების სამსახური
„ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც უსაფრთხოების სამსახური, - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან. „ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მან დადასტურებულად არ იცის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არის თუ არა. „ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, თქვენ და მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია“, - განაცხადა ხაზარაძემ. კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკურ პროცესებზე, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ამ მომენტში ჩამოსვლა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. „მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი და ხვალ ხმას მისცემს ცვლილებებს და ალტერნატივას, ალტერნატივა ვართ ჩვენ, „ლელო“ , - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
გიგა ბოკერია: არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფება სააკაშვილი, ამოცანა არ იცვლება
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემგან სერიოზულ კომენტარს არ ელით იმის თაობაზე, თუ რა და როგორ შეიძლება გაეკეთებინა სააკაშვილს“, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ოპოზიციაზე ან სააკაშვილზე, რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ბედი ამ ქვეყნის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში და დღის წესრიგიდან მოხსნათ ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბები, როგორსაც დღეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ვაწყდებით. იმის მიუხედავად, სად არის სააკაშვილი, რაც ჩემთვის უცნობია, ჩვენი ამოცანაა, ამ უაღრესად სახიფათო რეჟიმი ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ. ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა, როცა საქმე ეხება თუნდაც რაიმე სახით კანონის დაცვას ან ეფექტურ მმართველობას. ჩემთვის ეს სიახლე არ არის“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
გერმანიის ელჩი: გერმანია ახალი ფედერალური მთავრობის პირობებშიც დარჩება სანდო პარტნიორი, რომელიც საქართველოს მის ევროპულ გზაზე გაუძღვება
„გერმანიის გაერთიანებიდან 31 წლის შემდეგ გამოწვევები, რომელთა წინაშეც გერმანია, საქართველო და ევროპა დგანან, არ შემცირებულა - გერმანია მომავალშიც, ახალი ფედერალური მთავრობის პირობებში, დარჩება სანდო პარტნიორი, რომელიც საქართველოს მის ევროპულ გზაზე გაუძღვება“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გერმანიის გაერთიანების დღესთან (3 ოქტომბერს) დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. Europetime ელჩის ვიდეომიმართვას გთავაზობთ: ძვირფასო მეგობრებო და პარტნიორებო, ძვირფასო თანამემამულენო, 3 ოქტომბერს ვზეიმობთ გერმანიის გაერთიანებას, რომელმაც დაასრულა ქვეყნის ათობით წლების განმავლობაში არსებული გაყოფა და მთელ გერმანიას თავისუფლება და დემოკრატია მოუტანა. ერთობის სურვილი განსაკუთრებით გვაერთიანებს საქართველოსთან. ჩვენ ყველამ ვიცით: ერთობა არის არა მხოლოდ ტერიტორიული საკითხი, თავისუფალ და მრავალფეროვან საზოგადოებაში აუცილებელია მისი მუდმივად დაცვა და ისევ და ისევ მისთვის ბრძოლა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია არჩევნების მეორე დღეს, როდესაც დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის ისევ ნათლად გამოჩნდა. ამიტომ ერთი წლის წინ მოვიწვიეთ ქართველი მწერლები, რომ დაფიქრებულიყვნენ მრავალფეროვნებისა და საერთო ღირებულებების შესახებ, ეფიქრათ ადამიანების თავებში არსებულ გამყოფ კედელზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათი დამსხვრევა. მოხარული ვართ, რომ ახლა შევძელით ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ გამარჯვებულის არჩევა, გულითადად ვულოცავთ ლადო ფოჩხუას მის შთამბეჭდავ ნაწარმოებს „ენიკი ბენიკის“, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტს ეხება. გასულ წელს კორონავირუსმა გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, მაგრამ ასევე ვიხილეთ ეკონომიკისა და ტურისტული კავშირების აღდგენის იმედის მომცემი ნიშნებიც. პანდემიის დროს ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერეთ ჩვენი ფინანსური დახმარება და ამ იმედის მომცემ განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ასევე, გაუმჯობესდა ჩვენი თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის დაცვის კუთხით. გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ, გოეთეს ინსტიტუტმა და სხვა მრავალმა ორგანიზაციამ იპოვა შთამბეჭდავი, კრეატიული ფორმატები, რათა ამ გარემოებებშიც გაგრძელებულიყო ქართულ-გერმანული კავშირების გაძლიერება. გერმანიის გაერთიანებიდან 31 წლის შემდეგ გამოწვევები, რომელთა წინაშეც გერმანია, საქართველო და ევროპა დგანან, არ შემცირებულა. მათ გადასაჭრელად, მათთან გასამკლავებლად აუცილებელია სოლიდარობისა და კომპრომისებზე წასვლის უნარი. გერმანია მომავალშიც ახალი ფედერალური მთავრობის პირობებში, დარჩება სანდო პარტნიორი, რომელიც საქართველოს მის ევროპულ გზაზე გაუძღვება. ყველას ვინც აქტიურად არის ჩართული ქართულ-გერმანულ თანამშრომლობაში, მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო. ამავე თემაზე: ანგელა მერკელმა ოლაფ შოლცს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ხათუნა სამნიძე: თუ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, სახელმწიფოს პრობლემა იქნება, ხოლო თუ ვიდეოები ნამდვილი არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“
"თუ მიხეილ სააკაშვილმა ისე გადმოკვეთა საზღვარი, რომ ამის გაკონტროლება შესაბამისმა უწყებებმა ვერ მოახერხეს, ეს სერიოზული პორობლემაა. ასევე სერიოზული პრობლემა იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები ნამდვილი არ არის", - აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა. სამნიძის თქმით, იმის შემდეგ, რაც ათასობით ფაილი გაავრცელეს სპეცილურად სუსი-დან, სახელმწიფოსგა არაფერი მიკვირს. მაგრამ თუ ეს ვიდეოები არ არის ნამდვილი, ეს უკვე არის ძალიან სერიოზული პრობლემაა თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა სამნიძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. შსს-ს განცხადებით მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის 2 ოქტომბრის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.
უცხოელი ანალიტიკოსების შეფასებები
უცხოელი ანალიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროცესებს Twitter-ზე განთავსებულ პოსტებში აფასებენ. კარნეგის ფონდის მკვლევარი თომას დე ვაალი პოლიტიკურად არასტაბილურ დღეს პროგნოზირებს. „მართლა დაბრუნდა სააკაშვილი თუ არა? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება პოლიტიკურად მშფოთვარე დღე საქართველოში“, - წერს თომას დე ვაალი. რაც შეეხება ანალიტიკოს ლუკ კოფის, მან Twitter-ზე შემდეგი პოსტი გაავრცელა: „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მალე ბრუნდება საქართველოში (ან უკვე საქართველოშია) ადგილობრივი არჩევნების წინ. არასდროს მოიწყენ სამხრეთ კავკასიაში“. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
საქსტატი: 2020 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7%-ით შემცირდა, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა კი - 4,9%-ით გაიზარდა
საქსტატი - 2020 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7 პროცენტით შემცირდა საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 703.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7,0 პროცენტით ჩამორჩება. თუმცა, როგორც საქსტატი იუწყება, 2020 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 114.3 მილიარდი ლარი შეადგინა. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.5 პროცენტი ქალია, ხოლო 58.5 პროცენტი – კაცი. უწყების ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 656.3 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით – 6.5 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 9 828.1 მლნ. ლარით განისაზღვრა. 2020 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 222.9 ლარს გაუტოლდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 61.2 ლარით. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 952.0 ლარი, რაც გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 87.4 ლარით. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში – 1 328.9 ლარია, საშუალო ბიზნესის – 1 419.6 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესი – 991.6 ლარი. 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ. თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 63.0 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი; იმერეთი – 7.5 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი. კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წელს მისი მოცულობა 46.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2.7 პროცენტით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს. საქსტატის ცნობით, 2020 წელს მთლიანი ბრუნვის 58.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.9 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 23.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე – 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.5 პროცენტი. ამასთან, უწყების ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წელს 65.1 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 41.1 მლრდ. ლარი შეადგინა. ორივე მაჩვენებელი უმნიშვნელოდ ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებლებს.
პრემიერი ევროპარლამენტარებს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ესაუბრა
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიულ პროგრესში ევროკავშირის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის, სასამართლო სისტემის შემდგომი დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ 6 დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, თითოეული მათგანი კი საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან აღიარებულია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოიწვია, მათ შორის, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით COVID-უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლები საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ასოცირებული ტრიოს ერთგულება ევროპული ინტეგრაციისადმი და გამოთქვა რწმენა, რომ ევროპარლამენტი გააძლიერებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას, რათა მათ ხელი შეუწყოს დასახული მიზნების მიღწევაში. შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში და პოზიტიურად შეფასდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი სამეზობლო ფორმატის შექმნის შესახებ, რომლითაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე გამოვიდა. ევროპარლამენტარებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
შსს: მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი და თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, დავაკავებთ
მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი და თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, ჩვენ მას დავაკავებთ“, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოვლენილ სხვადასხვა დანაშაულს მიეძღვნა. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ვიდოებს, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. „აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან და მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ. ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. შსს ამას უარყოფს და ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი: მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან
„მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან“, - ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა დღევანდელი ბრიფინგი. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე დარჩენილია ერთი დღე. „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და თავად არჩევნების დღე, როგორც დემოკრატიის ყველაზე ფუძემდებლური მომენტი, უნდა იყოს მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით - „საარჩევნო პორტალი 2021“ - სპეციალური სივრცე ინტერნეტში, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. პორტალი უკვე განთავსებულია მისამართზე elections2021.ge“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
რუმინეთში, საავადმყოფოში ხანძარს 9 კოვიდპაციენტი ემსხვერპლა
რუმინეთში, ქალაქ კონსტანცის ინფექციური დაავადებების ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში, ხანძარს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილები კოვიდინფიცირებული პაციენტები არიან. რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკაში 113 პაციენტი იმყოფებოდა, მათ შორის 10 - ინტენსიურ განყოფილებაში. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერში, ჩრდილოეთ რუმინეთის ქალაქ პიატრა ნეამტის კლინიკაში, რომელშიც COVID-19-ის პაციენტებს მკურნალობდნენ, ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაღუპული პაციენტები ფილტვების ვენტილაციის დანადგარებზე იყვნენ მიერთებული.
შსს: წინასაარჩევნოდ დანაშაულის შესაძლო ფაქტზე 27 საქმეა აღძრული
წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი დანაშაულის შესაძლო ფაქტებზე სისხლის სამართლის 27 საქმეა აღძრული. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. საქმეების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია და გამოძიება სისხლის სამართლის 10 საქმეზე მიმდინარეობს წინაასარჩევნო პროცესში როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე;სისხლის სამართლის 2 საქმე მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების კუთვნილი ქონების შესაძლო ქურდობის ფაქტებზე;სისხლის სამართლის 9 საქმეზეა დაწყებული გამოძიება როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე;ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. მომხდარზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები;გამოძიება ასევე დაწყებულია ქარელში, მედიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით შესაძლო დაზიანების ფაქტზე."აქტიურად გრძელდება გამოძიება ცაგერის მუნიციპალიტეტში პარტია "საქართველოსთვის" წევრის ავტომანქანის მიმართულებით სროლის ფაქტთან დაკავშირებით. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, 2021 წლის 13 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების სამსახურიდან იძულებით შესაძლო გათავისუფლების ფაქტზე. „მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დღეის მდგომარეობით, უკვე გამოკითხულია 6 პირი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია 23 პირის მოწმის სახით გამოკითხვა. სამწუხაროდ, 6 პირი გაურკვეველი მიზეზით თავს იკავებს ჩვენების მიცემის მიზნით პოლიციაში გამოცხადებისგან".
პრეზიდენტი: სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი, არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი, დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა
„კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან რომლებიც ვალდებულნი არიან, ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი, დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში... ეს იმ დროს როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში“. „მართალი თუ ტყუილი, ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას. ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და მით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ უწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება. მეორეს მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის, ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არა მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით. პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია. საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენ საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს, საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებელი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს თუ კი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო მჯერა არ დაბრუნდება დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგის და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას მოვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ. ქვეყნის სტაბილურობა არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. შსს ამას უარყოფს და ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია. შსს: მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი და თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, დავაკავებთ
ვის ეკუთვნოდა გაეროსთვის გადაცემული ვეფხისტყაოსნის უნიკალური ვერსიის გამოცემის იდეა და ვინ არის გუჯი ამაშუკელი, ვისი ნამუშევრებიც საფრანგეთმა ეროვნულ საგანძურად აღიარა
ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობამ ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციას სამუზეუმო ექსპონატად, ვეფხისტყაოსანის უნიკალური გამოცემა გადასცა. ტრადიციის თანახმად, ორგანიზაციას ყველა ქვეყანა, თავისი ისტორიის და კულტურის წარმოსაჩენ საჩუქარს გადასცემს. გაეროს მუზეუმს, ყოველწლიურად, მილიონობით დამთვალიერებელი ჰყავს. როგორც Europetime-მა გაარკვია, ვეფხისტყაოსნის ამ უნიკალური ვერსიის გამოცემის და გაეროს მუზეუმში განთავსების იდეის ავტორი, ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილია, რომელიც ფრანგული პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. Europetime დაინტერესდა, როგორ დაითანხმა ქართველმა მეცენატმა მსოფლიოს უდიდეს ხელოვანად აღიარებული გუჯი ამაშუკელი, ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის ყდის მოჭედვაზე ემუშავა, როცა მანამდე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, გუჯი მუდმივად უარს ამბობდა ქართულ მხარესთან თანამშრომლობაზე. გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები საფრანგეთმა ეროვნულ საგანძურად აღიარა, მისი შექმნილია რომის პაპის სარიტუალო ნივთები. 1970-იან წლებში კი, საფრანგეთის პრეზიდენტი პომპიდუ მისი ემიგრაციის თხოვნით, ბრეჟნევთან პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს. Europetime პროექტის ორგანიზატორს მაია ძირკველიშვილს ესაუბრა. როგორც Europetime-თან საუბარში გაეროსთვის შექმნილი უნიკალური ვეფხისტყაოსნის პროექტის ორგანიზატორი, მაია ძირკველიშვილი აღნიშნავს, გუჯის ნამუშევრები დაცულია ვატიკანში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში, ნანტის თომას დობრეს მუზეუმში, მანდეტის მუზეუმში და ა.შ. მისი შემოქმედების ნიმუშები ასევე დაცულია ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კოლექციებში. ვინ და რატომ გადაწყვიტა გაეროს მუდმივი კოლექციისთვის ქვეყნის სახელით ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის გადაცემა და რისი წარმოჩენა სურდა ამით საქართველოს მაია ძირკველიშვილის ცნობით, ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის შექმნის იდეა ხელოვნების განვითარების ფონდს (ITM) ეკუთვნის. თუმცა, ამ შემთხვევაში გაეროს თემა თავდაპირველი ჩანაფიქრი არ ყოფილა. ფონდს სურდა ახალი ხელნაწერი გაკეთებულიყო, რომელსაც ჭედური ყდა ექნებოდა. „მისი გაეროსთვის გადაცემის იდეა ეკუთვნის ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილს. სწორედ მისი იდეა იყო რომ ასეთი ექსკლუზიური და უნიკალური ნივთი საქართველოს სახელმწიფოს გაეროსთვის გადაეცა საჩუქრად. საჩუქრის გადაცემა გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან მიღებული პრაქტიკაა. ზოგადად გაეროში ეს ტრადიცია რამდენიმე ათეული წელია არსებობს. ყველა წევრი ქვეყანა თავისი სახელით გადასცემს ხელოვნების ნიმუშს, რომელიც არის იმ ქვეყნის კულტურის, იმ ქვეყნის ისტორიის გამომხატველი ნივთი და ერთგვარად, ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ხოლმე. გაეროს ათეულობით სახელმწიფოების მიერ გადაცემული უნიკალური ნივთების, ექსპონატების ძალიან დიდი კოლექცია აქვს. ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში, მისი დათვალიერება შეუძლია არა მხოლოდ გაეროს სტუმრებს და დელეგაციებს, არამედ ტურისტებსაც და ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ტურისტული ადგილია. საქართველო დიდი ხანია საჩუქრის შერჩევის პროცესში იყო. რატომღაც წლების განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს რა უნდა ყოფილიყო ის ექსპონატი, რომელიც ქვეყნის სახელით გაეროს გადაეცემოდა. ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის იდეა სწორედ ეს იყო. მან გამოიჩინა ინიციატივა საქათველოს, გაეროს Art-კოლექციისთვის ხელნაწერი, ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა გადაეცა, ძვირფასი თველებით მოჭედილი ყდით. დიმიტრი აბდუშელიშვილმა 2017 წელს, ქვეყნის პირველ პირებს გააცნო საკუთარი ინიციატივა. მათაც მოეწონათ იდეა. პროექტი მთლიანად მისი პირადი თანხებით დაფინანსდა და მისივე ორგანიზებით განხორციელდა. 2017 ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. ამ შემთხვევაში, მე ვარ პროექტის ხელმძღვანელი. მუშაობის პროცესს მე ვხელმძღვანელობდი. გუჯი ამაშუკელის გარდა , რომელმაც უნიკალური ჭედური ყდა დაამზადა, ბევრი ადამიანი იყო ჩართული პროექტში. ორმა მხატვარმა და ხუთმა საუკეთესო კალიგრაფისტმა იმუშავა. ხელით არის გადაწერილი. ახალგაზრდა კალიგრაფისტები შევარჩიეთ, მათ შორის ყველზე პატარა ასაკის იყო, 14 წლის, სკოლის მოსწავლე. ესენი არიან: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი. ტექსტი ხუთ ნაწილად გაიყო. ყველამ თავისი ნაწილი შეასრულა, გადაწერა და მერე აიკინძა. შიდა ილუსტრაციაზე მხატვრებმა სოფიო კინწურაშვილმა და თამაზ ვარვარიძემ იმუშავეს. მათ ეკუთვნით ხელნაწერებში არსებული ორიგინალური მხატვრობა, მინიატურები. საბოლოო ჯამში 400-მდე მხატვრობის ნიმუშია შესული. როცა 360 გვერდიანი ხელნაწერი გადაიწერა, მოიხატა და აიკინძა, შიდა ტყავის ყდაში ჩასმული საფრანგეთში წავიღეთ და გუჯი ამაშუკელს გადავეცით. რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ჭედური ყდის დამზადებაზე. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, გუჯი ამაშუკელის ავტორობით, შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა: სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი... ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები. ყველა ეს ხარჯი დიმიტრი აბდუშელიშვილმა გაიღო. Europetime-მა ექსკლუზიურად ამ თემაზე ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის კომენტარიც მოიპოვა. როგორც მეცენატი Europetime-თან საუბარში აცხადებს მას ვეფხისტყაოსნის ასეთი მაშტაბური გამოცემის იდეა მუდამ ჰქონდა. „მამა დიპლომატი და დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი იყო, სხვათაშორის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს შორის ერთ-ერთია. საბჭოთა მემკვიდრეობის მერე, ბევრი სამუშაო იყო გასაწევი,რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და დიდი კულტურის მქონე ერი უცხოელებს გაეცნოთ. ამის განხორციელების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, ჩემი აზრით კულტურაზე გადის. შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ვინ ხარ და რა შეგიქმნია შენი ისტორიის მანძილზე. ვეფხისტყაოსანი კი სწორედ ის ნაწარმოებია ნებისმიერი ქვეყანა რომ იამაყებდა. საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს უცხოელებთან ურთიერთობა და ყოველთვის მინდოდა ამ საოცარი ნაწარმოების ორიგინალური და ორენოვანი სასაჩუქრე ვერსია გამეკეთებინა. თავდაპირველად გამოვეცით სასაჩუქრე ვერსია საკმაოდ მოცულობითი ტირაჟით, ინგლისურ-ქართული ვარიანტები, ხოლო შემდეგ დამებადა იდეა შექმნილიყო უნიკალური, ერთადერთი ვერსია ვეფხისტყაოსნის, რომელიც გაეროს მუზეუმში დაიდებდა ბინას და ამ გამოცემის საშუალებით, ყველა გაეროს სათაო ოფისის ვიზიტორი გაეცნობოდა საქართველოს და ქართველი ხალხის კულტურას. ეს იდეა გავუზიარე გუჯი ამაშუკელს, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ხელოვანია, სწორედ მისი ჭედურობითაა ეს უნიკალური გამოცემა შექმნილი. მოხარული ვარ რომ სწორედ იქაა ეს გამოცემა სადაც გამოფენილი ექსპონანტები მსოფლიო ერების კულტურაზე და ისტორიაზე მოუთხრობს ვიზიტორს და დამთვალიერებელს“, - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას დიმიტრი აბდუშელიშვილმა. მაია ძირკველიშვილის ცნობით, გამოცემა 2018 წლის შემოდგომაზე უკვე მზად იყო. ერთი კვირა ეროვნულ მუზეუმშიც გამოიფინა. 2018 წლის ოქტომბერში კი, ფრანკფურტში წიგნების საერთაშორისო ფესტივალზეც წარვადგინეთ, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანა იყო. "ფრანკფურტის წიგნების ფესტივალის შემდეგ, ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი სახელმწიფოს გადაეცა შესაბამისი წესების და პროცედურების დაცვით", - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას მაია ძირკველიშვილი. გუჯი ამაშუკელის საბჭოთა ემიგრაციის უცნობი დეტალები. რატომ იყო პირადად საფრანგეთის პრეზიდენტი დაინტერესებული საბჭოთა კავშირიდან მისი საფრანგეთში ემიგრაციით სამწუხაროდ, გუჯი ამაშუკელი, ამ დრომდე საქართველოში იმდენად კარგად არ იყო ცნობილი, როგორც ევროპასა და ამერიკაში. ქართულმა საზოგადოებამ ის, ვეფხისტყაოსნის აღნიშნული გამოცემის პროექტის შემდეგ გაიცნო. მთელს მსოფლიოში კი, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ხელოვანად ითვლება, თავის დარგში. ლუვრის მუზეუმის კოლექციის მთავარი პასუხისმგებელი პირის, დანიელ აკლუფის შეფასებით, „გუჯი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ოქრომჭედელია“. 1968 წელს, ცნობილი ფრანგი რეჟისორის ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე, კეტრინზე ქორწინების შემდეგ, გუჯი ამაშუკელის საფრანგეთში გადასვლით და იქ მოღვაწეობით, ფრანგული მხარეც აქტიურად იყო დაინტერესებული. სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტმა პომპიდუმ უშუამდგომლა ხელოვანს მაშინდელ საბჭოთა კავშირის ლიდერ ბრეჟნევთან, რათა მას შესძლებოდა საბჭოთა კავშირის დატოვება და შემოქმედებითი კარიერის საფრანგეთში გაგრძელება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთმა გუჯი ამაშუკელის ნამუშევრები ეროვნულ საგანძურად აღიარა. 1974 წელს საბჭოთა კავშირში, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა. პომპედუს და ლეონიდ ბრეჟნევის შეხვედრიდან ორ კვირაში დარეკეს „ოვირიდან” და კატრინ ბარსაკს უთხრეს, რომ გუჯი ამაშუკელს ორი კვირა ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად – სამუდამოდ. როგორც Europetime-თან საუბარში მაია ძირკველიშვილი აღნიშნავს, გუჯი ამაშუკელზე ამ ყველაფერმა გარკვეული გავლენა მოახდინა, ამიტომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი ის თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან. „47 წელია ემიგრანტია. ამ ხნის განმავლობაში ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა საქართველოსთან. რამდეჯერმე იყო მცდელობა საქართველოში ჩამოეყვანათ, მაგრამ თავს იკავებდა. დიდ ინტერეს არ იჩენდა. სწორედ ჩვენი პროექტი იყო პირველი შემთხვევა, როცა დათანხმდა ქართულ მხარესთან ეთანამშრომლა და საქართველოსთვის შეექმნა რაიმე ნივთი. ვეფხისტყაოსნის ყდა არის ერთადერთი ნივთი, რომელიც საქართველოსთვის დაამზადა. ჰონორარზეც უარი თქვა და საჩუქრის სახით გადასცა ქვეყანას. მისი ნამუშევრები დაცულია, ვატიკანში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ნოტრდამის კათედრალში. მას ეკუთვნის რომის პაპის სარიტუალო ნივთები, გუჯი ამაშუკელი დღემდე აქტიურად მუშაობს ვატიკანის სამუზეუმო კოლექციებზე. თავის დარგში მსოფლიოს უდიდეს ხელოვანად ითვლება. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა “, - აღნიშნავს მაია ძირკველიშვილი Europetime-თან საუბრისას. გუჯი ამაშუკელი 1941 წელს ბორჯომში დაიბადა და ბავშვობა ბათუმში გაატარა. ამაშუკელი იხსენებს როგორ მოიხიბლა ბათუმში ბერძნების სამჭედლოთი და ბერძენი მჭედლების ოსტატობით. თბილისის სამხატვრო აკადემიის მესამე კურსზე იყო, ქანდაკების ფაკულტეტზე, როცა მოსკოვში გადავიდა. 22 წლის ასაკში სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლისა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1974 წლეს კი საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, პირველი სახელოსნო მონმარტზე გახსნა. პირველი საგამოფენო ნივთები ემიგრაციაში დედის მიერ გატანებული 4 ვერცხლის კოვზისგან შექმნა. კგბ-ს ჩუმად ხელის თხოვნა და აკრძალული ქორწინება ფრანგ კატერინთან, რკინის ფარდის მიღმა. გუჯი ამაშუკელის სიყვარულის ისტორიის უცნობი დეტალები მომავალი მეუღლე 1967 წელს გაიცნო. მაშინ კატრინ ბარსაკი საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა და ეგრეთ წოდებულ გეტოში ცხოვრობდა. დასახლება ჩეკას მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო. „შენობებიც ისმინებოდა. როდესაც კატრინს დაქორწინება შევთავაზე, დავუწერე, რომ არავის მოესმინა. თავიდან პისტოლეტი დამიხატა, ხომ არ გაგიჟდიო. შემდეგ, ეს ქაღალდი დავწვით.“ - იხსნებეს ცნობილი ქართველი ხელოვანი. ქორწინებისთვის თანხმობის მისაღებად ბევრი იბრძოლეს. რთული გზის გავლის შემდეგ, საბოლოოდ ნებართვა მიიღეს, მაგრამ, საბჭოთა კავშირიდან გასვლაზე უარი უთხრეს. პროცესი 5 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. მისი სიმამრი, ანდრე ბარსაკი, გავლენიანი ადამიანი იყო რეჟისორი და პარიზის ერთ-ერთი თეატრის დირექტორი. ის პირადად იცნობდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ჟორჟ პომპიდუს და წერილი მისწერა შუამდგომლობის თხოვნით. საფრანგეთის პრეზიდენტის პირადმა შუამდგომლობამ წყვილს საშუალება მისცა რკინის ფარდის მიღმა გადასულიყვნენ. ევროპულ პრესასთან ინტერვიუებში გუჯი ამაშუკელი იხსნებს, რომ როდესაც მას საფრანგეთის სალეჩოს თანამშრომელი კატრინ ბარსაკი შეუყვარდა მათ სიყვარულს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. დიდი ბრძოლით მოპოვებული ქორწინების ნებართვის შემმდეგ, კატრინმა ვიზის მისაღებად დახმარება, საფრანგეთის კულტურის ატაშეს სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. „ცოტა ხნის წინ ამ კაცმა გვნახა და ბოდიში მოგვიხადა, ამდენი წლის წინანდელი საქციელის გამო. მეუბნებოდნენ, არ გასულელდესო, ვიღაც გაიძვერა პიროვნებაა და ამ ქორწინებით სარგებლობს, რომ საბჭოთა კავშირიდან წავიდესო. ამიტომ არ უნდოდა ამ კაცს ჩვენი ქორწინება შემდგარიყო და როცა გაიგო, რომ ამდენი წელია ერთად ვართ და კარგი ოჯახი გვაქვს შერცხვა,” - იხსენებს ამაშუკელი. გუჯის მაშინ ბევრი რამ დააბრალეს, წერდა კიდეც „თქვენ არ იცით ეს პერიოდი რას ნიშნავს“. განახლება: 4 ოქტომბერს, გუჯი ამაშუკელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეწვია სტუმრად, ბიზნესმენ და მეცენატ დიმიტრი აბდუშელიშვილთან ერთად. ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა
პრეზიდენტი: საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება
„საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენ საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს, საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა. „საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენ საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს, საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებელი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს თუკი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო მჯერა არ დაბრუნდება დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგის და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას მოვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არა მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით. პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია. ამავე თემაზე: პრეზიდენტი: კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან, ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი, დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა