ძებნის რეზულტატი:

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი სხდომას ესწრება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი სხდომას ესწრება. პირველი კადრები ადვოკატებმა გაავრცელეს, როდესაც Facebook-ზე პირდაპირი ჩართეს. მოგვიანებით მოსამართლემ დაცვის მხარეს ლაივის გათიშვა სხდომა და ახლა პროცესზე შუამდგომლობა განიხილება, რომლის მიხედვითაც ადვოკატებმა დარბაზში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეშვება და პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემა მოითხოვეს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია ტარდება, დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის. მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციამ წიწაკის სპრეიც გამოიყენა. შსს-მ კი თავის მხრივ, განცხადება და მოწოდება გაავრცელა აქციია მონაწილეთა მიმართ.

გიგი უგულავა დააკავეს

გიგი უგულავა დააკავეს, პოლიციის განმარტებითმ, უგულავა 173-ე პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. მანამდე, მას სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა სამართალდამცველებთან. ამავე თემაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი სხდომას ესწრება

სასამართლოსთან შეკრებილების თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა. მათ შორისაა, მედიის წარმომადგენელი. ტელეკომპანია "კავკასიის" ოპერატორმა გონება დაკარგა. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესის დარღვევის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. ამავე თემაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი სხდომას ესწრება გიგი უგულავა დააკავეს

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი: აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის არ აღიარებს პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას. ამის შესახებ მან 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. „არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო,“- განაცხადა სააკაშვილმა. ამასთან, პროცესის დაწყებისას დამსწრეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასაც მოსამართლეების მხრიდან შენიშვნა მოჰყვა. „ჰიმნის აკრძალვა? საქართველოს ჰიმნის ქვეშ, მე, რომელმაც შევქმენი ეს ჰიმნი, მე არ მინდა, ახლა კამათი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

კელი დეგნანი: მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. იმედი მაქვს მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა დღეს ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა. ელჩმა მედიის შეკითხვებს უპასუხა და დღევანდელი პროცესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი „მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ითხოვდნენ მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რაც მისი უფლებაა. ეს ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ასევე, იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. მათ, რა თქმა უნდა, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვთ, მაგრამ აქ მთავარი სიტყვა არის „მშვიდობიანი“ და იმედი მაქვს, რომ ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამავე თემაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი სხდომას ესწრება

კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე: მიუკერძოებელი სასამართლო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია

ამერიკის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, როდესაც საქართველოს ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ღირსეული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის. „ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს პროცესი, მიუხედავად მოწოდებებისა, არ შეჩერდა. საქართველოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესი, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობს, უნდა გაგრძელდეს. ამაზე შეთანხმება შედგა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს კარგ გზამკვლევს შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად. დღეს ამერიკულ სავაჭრო პალატაში საუბარი შესანიშნავი მაგალითია, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. ბიზნესინვესტორებს, განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებს, სურთ იცოდნენ, რომ ეს არის მაღალი დონის სათამაშო მოედანი, როდესაც ჩამოდიან საქართველოში ინვესტირებისთვის. მათ სურთ, იცოდნენ, რომ მათ კონტრაქტებზე აპელაცია იქნება მიუკერძოებელ სასამართლოში და შეძლებენ გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფას, თუ ექნებათ მსგავსი შემთხვევა. ამას თუ ვერ დაინახავენ, ისინი ინვესტირებისთვის სხვაგან წავლენ. ჩვენი საელჩო აქტიურად მუშაობს საქართველოში ინვესტიციების გასაზრდელად ეკონომიკის სტიმულირებისთვის და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. აქ გადამწყვეტი როლი ეკისრება სამართლიან, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე სასამართლოს“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. ამავე თემაზე: აშშ იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს

დავით ზალკალიანი: საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ბრიუსელში გავემგზავრებით

"საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, გავემგზავრებით ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ფორმატში შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ანიჭებს ევროკავშირში ინტეგრაციას. „დღეს, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, გავემგზავრებით ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - პრემიერ-მინისტრების ფორმატში შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. ასოცირებული ტრიოს ფორმატი კარგად დამკვიდრებული ფორმატია და ის დაფუძნდა გასული წლის მაისში კიევში, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მას შემდეგ პირველი ვიზიტი ტრიოს ფორმატში გაიმართა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ეს არის უკვე დონით უფრო მაღალი ვიზიტი, ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ფორმატში და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ვიზიტი იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე. 14-15 დეკემბერს გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან იყოს განხილული ის პრიორიტეტული მიმართულებები და მოლოდინები, რა მოლოდინებიც აქვთ ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში. ცოტა ხნის წინ მე ვიმყოფებოდი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში, უკვე განხილული იქნა ის თემები და აღნიშნული ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გაიჟღერებს საქართველოს პოზიცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებთან დაკავშრებით, რომ ჩვენ აუცილებლად გვსურს, რომ ვიხილოთ საბოლოო დეკლარაციაში საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე ვიხილოთ მხარდაჭერილი ის ძირითადი პრინციპი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დაკავშირებადობა, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების ხილვა. ასევე ასოცირებული ტრიოს სურვილია, რომ ჩვენ გვქონდეს წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და რაც შეიძლება გააქტიურდეს სექტორული კუთხით თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ასე, რომ ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში იყოს ადეკვატურად შეფასებული და ჩვენ ვიხილოთ კონკრეტული შედეგები საბოლოო დეკლარაციაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მოსამართლემ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

„7 ნოემბრის საქმის“ სასამართლო პროცესზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ესწრება, შუამდგომლობა პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესახებ, მოსამართლემ დააკმაყოფილა. რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის პროცესს პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ესწრება, რომელიც აქამდე პროცესს ვერც პირდაპირი ეთერით გადასცემდა და ვერც ჩაწერილ მასალას აძლევდა მედიასაშუალებას, რადგან მას, როგორც ჟურნალისტი ამბობს, კამერის მეხსიერების ბარათის დროდადრო გარეთ გატანის საშუალებას არ აძლევდნენ. მანამდე, „ტვპირველთან“ სატელეფონო ჩართვისას, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა განაცხადა, რომ სჯობს, ყველამ ღიად ნახოს პროცესი, ვიდრე შემდეგ უსაფუძვლოდ აკრიტიკონ და „ლანძღონ“ ის (მოსამართლე). მასალაში გამოყენებულია პირველი არხის ფოტო ამავე თემაზე სააკაშვილის საქმის მოსამართლე: თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ შეიწყალებს, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები

"დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთან მინისტრმა მოამზადა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობს მთავრობის მიერ ინიცირებული რეგულაციები. „ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მეორე საკითხი - ასაკობრივი ზღვარი - 25 წლამდე აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება ჩვენს მოქალაქეებს და აქაც, გაწერილი გვაქვს დეტალურად, თუ ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა - ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით და ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნება წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, აქაც კარგად გვაქვს გაწერილი შესაბამისი მექანიზმები. მესამე საკითხი - რეკლამის შეზღუდვა - აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, ეს უპრეცენდენტო ზრდაა

"ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის. ეს უპრეცენდენტო ზრდაა არა თუ რეგიონში, მთელს ევროპაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცადა. პრემიერის თქმით, ეს უპრეცენდენტო ზრდაა არა თუ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში. „წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის. ეს მართლაც უნიკალური, უპრეცენდენტო ზრდაა მთელს რეგიონში და არა თუ რეგიონში, მთელს ევროპაში“, - განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვა სასამართლო დარბაზიდან: არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა და „დრაივი“?

ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე პირველი სიტყვა საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილებისადმი მისალმებით და მადლობით დაიწყო. შემდეგ ხალხს მიმართა და კითხვა დაუსვა, მოენატრათ თუ არა აღმშენებლობა, რადგან მისი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში იარა საქართველოში, „ტყვეობამდე“, და მოქალაქეებს შეატყო, რომ ყველა დაღვრემილია. „მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მე მინდა დაგისვათ კითხვა. მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრთ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენმებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის თქმით, ასე კარგად მატერიალურად არასდროს ყოფილა, თუმცა ეს ყველაფერი გვერდზე გადადო და საქართველოში ჩამოვიდა. „ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, მოვეკალი, როგორც ზვიად გამსახურდია, ან დილეგში ჩავესვი. ალბათ, ზოგი იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე და რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ფუფუნება გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად ძალიან დაბალია. მე მართლაც მიყვარს უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე“, - განაცხადა სააკაშვილმა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირდაპირ ეთერს უკრაინელების უყურებენ და მათ უკრაინულად მიმართა, რამაც პროკურორის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან გაუგებარი იყო შინაარსი, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და ჯობდა, თარჯიმანი მიეყვანათ ადგილზე. თავის მხრივ, ადვოკატმა განმარტა,რომ ექსპრეზიდენტი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდა.

მოსამართლე პროკურორს არ დაეთანხმა და სააკაშვილს სიტყვის გაგრძელების უფლება მისცა

"როდესაც ბრალდებული პირი მოდის სასამართლო სხდომის დარბაზში, მან პოზიციაც უნდა დააფიქსიროს ბრალდებასთან დაკავშირებით და ასევე მას აქვს განცხადების გაკეთების უფლება", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. „უნდა ისაუბროს, რადგან ჩვენ ამ წლების განმავლობაში დაუსწრებლად ვიხილავთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. ბევრი პროცესი გვაქვს ჩატარებული, ბევრი მოწმე გვყავს დაკითხული საათობით და ბევრი კითხვები გვაქვს მოსმენილი მხარეებს. ის პირველად წარდგა მართლმსაჯულების წინაშე საქართველოში, შესაბამისად, მას აქვს უფლება, განცხადების გაკეთების და ბრალთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირების. ამაში საათობრივ შეზღუდვას ვერ დავაწესებთ, რადგან ასეთ შემთხვევაში კანონი, როგორც ბრალდებულის სტატუსის მქონე პირს, აძლევს უფლებას, გამოთქვას აზრი და განცხადებისთვის რეგლამენტსაც ვერ დავაწესებთ. ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ნაკრები გამოდის, ბრალთან დაკავშირებით მისი პოზიციის. შესაბამისად შეგიძლიათ გააგრძელოთ“, - განაცხადა მოსამართლემ. მანამდე, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლოს მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილს სიტყვა დაესრულებინა, რადგან მისი თქმით, განსახილველ საკითხზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა. „შეახსენოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იგი იმყოფება არა პრეზიდენტის, არამედ ბრალდებულის სტატუსით“, - განაცხადა სასამართლო დარბაზში წიკლაურმა.

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან: მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში

„მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. „ეს დროშა დავკიდეთ, ეს გერბი შევქმენით და შევქმენით სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, მე გავხდი პირველი საქართველოს მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი, ყველაზე დიდი დამცირება, რაც ჩვენ მოგვიწყო, მე არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან, ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია, მთელი მსოფლიო გაოგნებულია, რომ მოგმართავთ ამ შუშიდან, იმის მაგივრად შემეძლოს ჩემ აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და მსიი შემდგომი განვითარება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამავე თემაზე: ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვა სასამართლო დარბაზიდან: არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა და „დრაივი“?

მიხეილ სააკაშვილი: პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო

"ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო და ახლა ეს მეც მეხება. ბოდიშს ვუხდი, ყველას", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. "ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო და ახლა ეს მეც მეხება. ბოდიშს ვუხდი, ყველას ეს ვისაც შეეხო. ბოდიშს გიხდით, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და მეორეა დანაშაული. ვინც ჩქარობს, ის უშვებს შეცდომებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე: ჩემ მიერ ამნისტირებული სამართალდამცველი თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში

„ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანის საქმე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ისე დაარქვეს, პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი. მართლა ხომ არ ბნელა ხალხო?!", - მიმართა პროკურორებს მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე. სააკაშვილის თქმით, მის მიერ ამნისტირებული ერთ-ერთი სამართალდამცველი მონაწილეობდა გლდანის ციხეში მის გადაყვანაში. „ჩემ მიერ ამნისტირებული სამართალდამცველი თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები მოსამართლეებმა გაათავისუფლეს და ამ მოსამართლეებიდან ერთ-ერთი მას ე.წ. პიჯაკების საქმეზე ასამართლებს. „ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი. ოფიცრები იყვნენ დაკავებულები. 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი გავიგე თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ, ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა ორჯერ შემცირება საპატიმრო ვადის. იქიდან გავიდა ექვსი თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ისინი უდოთი და აქედან ერთი ახლა მე მასამართლებ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოსთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 15 პირი დააკავეს. "თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს. აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწის სამართალდამცველებს, პოლიციამ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. სასამართლოს შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანზე და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტეს.სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად გაეხსნათ გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 პირი - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მართლწესრიგის დასაცავად იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე ტერიტორიაზე რჩება შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ცნობისთვის, შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიიდან ესკორტის თანხლებით გაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაიყვანეს. მხარდამჭერებმა ყოფილი პრეზიდენტი შეძახილებით გააცილეს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

პროკურორი: მიხეილ სააკაშვილმა ორ უმძიმეს დანაშაულს "პიარული" უწოდა

"გაქვს მოლოდინი, რომ მინიმუმ სინანულს მაინც დავინახავთ ბრალდებულის მხრიდან. ამის სანაცვლოდ ვნახეთ დღევანდელ პროცესზე, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებულმა სააკაშვილმა მანიაკალური და „პიარული“ უწოდა", - მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. „მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაზე: უკრაინაზე, ვენესუელაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს, მაგრამ ვერც ერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ „ტელეიმედის“ დარბევაზე, მაგალითად, რაც არის მთავარი ბრალდება დღეს განსახილველი საქმის. ვერც ერთი განმარტება ჩვენ, ბრალდების მხარემ ვერ მოვისმინეთ თუნდაც იმ ძალადობაზე ჟურნალისტების მიმართ, რომელიც არის ძირითადი ეპიზოდი ბრალდების. ჩვენ როცა ასეთ მძიმე საქმეებზე გვიწევს წარმოვადგენდეთ სახელმწიფო ბრალდებას, გვაქვს მოლოდინი, რომ მინიმუმ სინანულს მაინც დავინახავთ ბრალდებულის მხრიდან. ამის სანაცვლოდ ვნახეთ დღევანდელ პროცესზე, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებულმა სააკაშვილმა მანიაკალური და „პიარული“ უწოდა", - განაცხადა პროკურორმა.

აშშ-ის ელჩი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაზე: თუ საფუძველი არსებოს დროული გამოძიება უნდა ჩატარდეს

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულის წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თუ საფუძველი არსებობს, დროული და სრულყოფილი გამოძიება უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები აქვს და გამოძიებამ მათ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. „ძალიან, ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. საკრებულოს ახლად არჩეული წევრი, თავისი ხალხის სამსახურისთვის არჩეული, ჩანდა რომ პატიოსანი ადამიანი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა ნამდვილი ტრაგედია იყო. რა თქმა უნდა, თუ არსებობს რაიმე საფუძველი, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება. ვფიქრობ ხალხი შეშფოთებულია, არსებობს შეკითხვები, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება დროულად, იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს რა მოხდა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან, ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.