ძებნის რეზულტატი:

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა, ნანგრევებში სავარაუდოდ, 2 ადამიანია მოყოლილი

ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა. ნახშირის მასის ჩამოშლის შედეგად, ნანგრევებში სავარაუდოდ, 2 ადამიანია მოყოლილი. ამ ეტაპზე, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ამოიყვანონ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

"ტყიბულის შახტაში მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა, ის კონტაქტურია და მიმდინარეობს მისი გამოყვანა, ასევე გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. "უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ტყიბულში, ერთ-ერთ შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით, კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე. ადგილზე დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები და შახტის ტერიტორიაზე დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ჩაატარეს შახტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მაშველების ჩასვლა შახტაში ჩარჩენილ ადამიანებთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სწრაფი და ეფექტური მოქმედებებისშედეგად, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება.შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კაცი ამოიყვანეს

ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს და ტყიბულის კლინიკაში გადაჰყავთ. სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა, რომელიც ასევე მიწის მასის ქვეშ არის მოყოლილი. შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, ღია მოპოვების კარიერში, მიწის მასა რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა, სადაც 2 მუშა მოიყოლა.

გერმანიაში კორონავირუსის ახალი შტამის საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

COVID19-ის ახალი შტამ „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, საეჭვო შემთხვევა გერმანიის დასავლეთ ნაწილში, კერძო ჰესენის მხარეში აღრიცხეს. როგორც ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, „ომიკრონსთვის“ დამახასიათებელი ნიშნები სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურს დაუდასტურდა, რომელიც ამჟამად იზოლირებულია. თუ პაციენტს ახალი შტამი დაუდასტურდა, ეს იქნება „ომიკრონით“ დაავადების პირველი შემთხვევა გერმანიაში.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო საქართველოში რეგულაციები ამოქმედდება

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება. მათივე ცნობით, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში. "აღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა ბოცვანა ზიმბაბვე ნამიბია ლესოტო ესვატინი (სვაზილენდი) მოზამბიკი მალავი14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯანმოს ხელმძღვანელის განმარტება ვაქცინირებულის მხრიდან ვირუსის გადაცემის რისკზე

ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ვაქცინაციაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება. გებრეიესუსი ამბობს, რომ შემაშფოთებელია უსაფრთხოების არასწორი შეგრძნება, რომ თითქოს ვაქცინაციით უკვე დამარცხდა პანდემია. აქვე დასძენს, რომ თუ ჩატარებული გაქვთ ვაქცინაცია, დაავადების მძიმედ წარმართვის და სიკვდილის რისკი გაცილებით დაბალია, მაგრამ ინფიცირების და სხვებზე გადაცემის რისკი მაინც რჩება. გებრეისუსი განმარტავს, რომ ვაქცინაცია არ ნიშნავს, რომ აცრილმა რეკომენდაციები აღარ უნდა დაიცვას. ტედროს ადანომ გებრეიესუსი: ძალიან შემაშფოთებელია უსაფრთხოების არასწორი შეგრძნება, რომ თითქოს ვაქცინაციით უკვე დამარცხდა პანდემია და რომ თითქოს ვაქცინირებულ ადამიანებს აღარ ესაჭიროებათ სხვა უსაფრთხოების ზომების დაცვა. ვაქცინა იცავს ადამიანების სიცოცხლეს, მაგრამ სრულად არ აღმოფხვრის ვირუსის გადაცემას. მონაცემების მიხედვით, დელტა ვარიანტის გამოჩენამდე ვაქცინების წყალობით, გადაცემა 60%-ით შემცირდა, მაგრამ დელტას შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 40%-გახდა. თუ ჩატარებული გაქვთ ვაქცინაცია, დაავადების მძიმედ წარმართვის და სიკვდილის რისკი გაცილებით დაბალია, მაგრამ ინფიცირების და სხვებზე გადაცემის რისკი მაინც რჩება. სულ ვიმეორებთ: მაშინაც კი, თუ ვაქცინირებული ხართ, აუცილებელია, გააგრძელოთ უსაფრთხოების ზომების დაცვა, რათა არც თავად დაინფიცირდეთ და არც სხვას გადასცეთ ინფექცია, რომ მათი სიკვდილიც ავიცილოთ თავიდან. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას, თუ შესაძლებელია, შევხვდეთ გარე სივრცეში ან კარგი ვენტილაციის მქონე დახურულ სივრცეებში. და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მთავრობას, გაატაროს მრავალმხრივი და მიზანმიმართული საზოგადოებრივი და სოციალური ზომები, რათა თავიდან იყოს აცილებული ვირუსის გადაცემა, შემცირდეს ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და გადარჩეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე. ასევე აუცილებელია, ქვეყნებმა დროულად უზრუნველყონ პაციენტების გადაყვანა კლინიკებში.

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი უკვე ამოსვენებულია კარიერიდან და ადგილზე სამაშველო ღონისძიება დასრულებულია. რამდენიმე საათის წინ ამავე კარიერში მაშველებმა მოახერხეს მიწის მასის ჩამოშლის შედეგად მოყოლილი მეორე მოქალაქის კონტაქტურ მდგომარეობაში პოვნა და მისი უსაფრთხო ადგილზე ამოყვანა. კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

სააკაშვილის საქმის მოსამართლე: თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ შეიწყალებს, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლე, ლიანა ორკოდაშვილმა კომენტარი გააკეთა. ამასთან. "ტვპირველთან" ინტერვიუში მოსამართლე აცხადებს, რომ თუ 29 ნოემბერს, ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დაესწრება, სხდომას არ ჩაატარებენ. "პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება”, - აცხადებს ლიანა ორკოდაშვილი. მოსამართლეს აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს 29 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე მიიყვანენ. „ალბათ ვერავინ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს და არ მოიყვანონ, თუ ისინი იტყვიან, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია. მაგრამ თუ არ მოიყვანენ, მის გარეშე საქმეს არ განვიხილავთ. რატომღაც მგონია, რომ იქნება სხდომაზე. უსვამენ ხაზს, რომ ფიზიკურად კარგადაა, გადაადგილება შეუძლია. პლუს ამას, იქამდე რამდენიმე დღეა“, - განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა. რატომ გაიმართა წინა სასამართლო სხდომა სააკაშვილის დასწრების გარეშე, მოსამართლე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ემორჩილება იუსტიციის სამინისტოს და არა სასამართლო ხელისუფლებას: "როდესაც ჩვენ მოგვდის საბუთი, სადაც წერია, რომ პატიმარი ვერ მოჰყავთ მისი ჯანმრთლეობის მდგომარების გათვალისწინებით, ჩვენ ხომ ექიმები არ ვართ, ეს ადამიანი ან გზაში რომ გახდეს ცუდად ან სასამართლო პროცესზე და რამე დაემართოს, ჩვენ რა უნდა ვქნათ?“. მიეცემა თუ არა სააკაშვილს მომდევნო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სიტყვით გამოსვლის უფლება, მოსამართლე ორკოდაშვილი ამის წინააღმდეგი არ არის. „საერთოდ, სასამართლო სხდომა არ არის პოლიტიკური სხდომა, სადაც ასეთი განცხადება უნდა გაკეთდეს. მაგრამ, ვინაიდან, გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და საუბარია მესამე პრეზიდენტზე, ასევე არის ეჭვი, რომ ის სპეციალურად არ მოჰყავთ, რა თქმა უნდა, თუ მას მოიყვანენ, არც მე და ვფიქრობ, არც ჩემი კოლეგები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ განცხადება გააკეთოს“, - განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ასახულია, როგორც გადაჰყავთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში, ლიანა ორკოდაშვილის თქმით, ამ კადრებზე როგორც ადამიანსა და მოსამართლეს, მძიმე რეაქცია ჰქონდა. „ძალიან განვიცადე. მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა ფარგლებში უნდა იჯდეს - რაც ჩვენ გვაჩვენეს, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო“, - განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა. მოსამართლე ასევე საუბრობს გლდანის ციხეში პატიმრების მხრიდან სააკაშვილის მიმართ შესაძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. „ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და თუ მიხვედი დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერმა ამ ადამიანის ტანჯვა გამოიწვია, შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცემა“. უნდა განიხილონ თუ არა სააკაშვილის საქმე საერთაშორისო მოსამართლეებმა: „მე, როგორც მოსამართლეს, ეს შეურაცხყოფას მაყენებს. გამოდის, რომ საქართველოში, თურმე, არ ვართ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც გაბედულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. რატომ უნდა განიხილოს უცხოელმა და რატომ არა ლია ორკოდაშვილმა? გადახედონ ჩემს წარსულს“, - განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა. ამასთან, ორკოდაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის წინა სასამართლო სხდომის შემდეგ მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ ძალიან ინერვიულა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების და ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკი როგორც კი გამოირიცხება, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში. ამასთან, სააკაშვილის მკურნალი ექიმის თქმით, ექსპრეზიდენტმა ფიზიკური გააქტიურება დაიწყო და ემზადება სასამართლოსთვის.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 00:16 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი სოფელ ირგანჩაისთან იყო. დაფიქსირდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ონთან იყო. დაფიქსირდა 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო დაწესებული რეგულაციები ძალაშია

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული რეგულაციები ძალაშია. დღეიდან, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში. "აღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა ბოცვანა ზიმბაბვე ნამიბია ლესოტო ესვატინი (სვაზილენდი) მოზამბიკი მალავი14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორონავირუსი 3333 ადამიანს დაუდასტურდა, 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3333 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5052 პაციენტი, გარდაიცვალა 56. საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთი გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 333 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 617, ქვემო ქართლი - 202, შიდა ქართლი - 254, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე ღალატის ანატომია ბავშვობაში, როდესაც ვკითხულობდი ამბებს გმირებსა და ანტიგმირებზე, სულ მიკვირდა, რატომ ხდებიან ადამიანები ანტიგმირები საკუთარი ნებით, მათ ხომ იციან რა არის კარგი და რა არის ცუდი? ახალგაზრდობაში, როდესაც ჩვენი თუ სხვა ქვეყნის ისტორიას ვკითხულობდი, ამბებს გმირებსა და მოღალატეებზე, იგივე შეკითხვა მიჩნდებოდა - რატომ ჩაიდინეს ადამიანებმა გაცნობიერებული ღალატი, ხომ იცოდნენ, რა სახელს დაარქმევდა ისტორია? ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა დაამკვიდრეს ახალი ტერმინი მოღალატის აღსანიშნავად - „კრემლის აგენტი“. მას მერე ყველა ლიდერი თუ თქვითმარქვია ლიდერი ერთმანეთს ამ ეპითეტით ამკობს, თუმცა დღემდე ვერ ამოვხსენით კონკრეტულად რას ნიშნავს „კრემლის აგენტი“, ან დამბრალებელ-დაბრალებულებს შორის მტყუან-მართალი როგორ გავარჩიოთ... გასულ წელს მეზობელი ქვეყნის ჟურნალისტებმა გამოძიება ჩაატარეს და საკუთარი მთავრობა საქართველოში მეხუთე კოლონის დაფინანსებაში დაადანაშაულეს. იმ ჟურნალისტებს სხვა დარდი და მოტივი ჰქონდათ - ზედმეტად ძვირი უჯდება ეგ ჯგუფი ჩვენს ბიუჯეტს და შესატყვისი სარგებელი ვერ მოგვიტანესო... იმ ქართული ჯგუფის ლიდერი პრესკონფერენციაზე ძალიან დამაჯერებლად იფიცებოდა, მტრისგან კაპიკიც არ ამიღიაო... ერთი სერიალი მახსენდება, სადაც მეცნიერი ნებისმიერი რესპონდენტის ტყუილს ხვდება მხოლოდ რამდენიმე წუთიანი საუბრით... ესეთი მეცნიერების განვითარებაში აშკარად არ უნდა დავინანოთ ფული... წლების წინ, საქართველოში გამოჩნდა ახლადგამომცხვარი პარტია, რომელსაც პროგრამაში ეწერა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების მეზობელი სახელმწიფოს ინსტიტუტებთან შერწყმა. პარტია არ დაუშვეს არჩევნებზე - საკუთარი სახელმწიფოს სუვერენიტეტის უარყოფა არაკონსტიტუციურია და ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან... არავის უდარდია მაშინ იმ პარტიის ბედზე - მომხრეები ჯერ არ ჰყავდა, ახლადგამომცხვარმა პარტიის ბელადმა კი ბარგი ჩაალაგა და მეზობელ სახელმწიფოში გადაბარგდა... მგონი არც ახსოვს არავის ეს ამბავი, მგონი ყურადღებაც არავის მიუქცევია... დღეს დიდი კამათის საკითხია, უნდა მიეცეს თუ არა პარტიად დარეგისტრირების უფლება იმ ჯგუფს, რომლის პროგრამა აშკარად ანტიკონსტიტუციურია - მიზნად ისახავს მასობრივ ძალადობას, დეკლარირებული საგარეო კურსის ცვლილებას და მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო ბაზების დაბრუნებას, რომლის გაყვანასაც თაობების ბრძოლა დასჭირდა... სამოქალაქო საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ერთი ჯგუფი თვლის, რომ აკრძალვა არადემოკრატიული ქმედებაა თანმდევი პოლიტიკური შედეგებით და ჯობს ვენდოთ ქართულ საზოგადოებას, რომელიც თავად მოახდენს ამ ტიპის პარტიის მარგინალიზაციას. მეორე ჯგუფის აზრით, უნდა აიკრძალოს ის, რაც ცალსახად ანტიკონსტიტუციურია და ამ აკრძალვას სიტყვის თავისუფლებასთან ვერ დავაკავშირებთ... მე რომელ ჯგუფს ვემხრობი? გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი... მე სხვა პერსპექტივიდან ვსვამ მთავარ შეკითხვას - საზოგადოებაში, სადაც უყვართ სამშობლოსთვის თავგანწირული გმირები და სძულთ ორჯონიკიძეები, რატომ ჰყავს ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს ამდენი მომხრე? - ზოგი თვლის, რომ საზოგადოება იხიბლება პოპულისტური ლამაზი სიტყვებით და მთავარ სათქმელს ვეღარ აღიქვამს... ზოგი თვლის, რომ ნამდვილი კონსერვატიული იდეოლოგია არ ეღირსა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ამიტომაც ამ ადგილს პოპულისტები იკავებენ... ზოგიერთი ფიქრობს, რომ ერთი და იგივე სახეებით გაჯერებულ პოლიტიკურ სპექტრში ახალგაზრდებს არ ეღირსა ახალგაზრდული პარტიები და თანატოლებთან პრობლემებზე გასაუბრება... დიახ, ისევე, როგორც ბიზნესში, პოლიტიკურ იდეათა ბაზარშიც ყოველთვის მოქმედებს მოთხოვნა-მიწოდების ლოგიკა - არის დაკვეთა, იქნება მიწოდება და დიდად არავინ იდარდებს შეთავაზებული პროდუქტის ხარისხზე... ზოგი სულაც ფიქრობს, რომ დიახაც, დროა ძალადობის - „მიაყენე, მიახვრიტე“ ვიღაცებს ტკბილად ახსენდებათ... *** ვიდრე ღალატსა და მოღალატეებზე მემატიანეები თხზულებებს დაწერენ, დღეს, აქ და ახლა, შეგვიძლია შევისწავლოთ ღალატის ანატომია - საინტერესო ექსპერიმენტია, ვერაფერს იტყვი... იქნებ კონსტიტუციონალიზმი არ ვიცით რა არის? - დიახ, არ ვიცით... ფრანგი და ამერიკელი ყოველ დღე „ჩემი კონსტიტუციაო“ ამბობს და კონსტიტუციაზე იფიცებს, იმიტომ რომ სისხლით აქვს მოპოვებული... ჩვენს ყოველდღიურობაში ჯერ კიდევ „ჩემი დ...“ ანაცვლებს „ჩემს კონსტიტუციას“... როგორც შვილები მშობლის მაგალითით სწავლობენ და არა მშობლის დიდაქტიკით, იქნებ მოქალაქესაც არავინ ასწავლა კონსტიტუციის დაცვა საკუთარი მაგალითით? იქნებ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ გვესმის რას ნიშნავს? - დიახ, არ გვესმის... ერთი საინტერესო მაგალითი მახსენდება საკუთარი პრაქტიკიდან. ჯგუფში, სადაც ძირითადად ქართველი სტუდენტები სწავლობდნენ, რამდენიმე სტუდენტი ბებერი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან იყო გაცვლითი პროგრამით. არ გამოირჩეოდნენ დიდი მონდომებით, ინგლისურ ენასაც ვერ ფლობდნენ ჯეროვნად. ქართველი სტუდენტები კარგად სწავლობდნენ, ბეჯითად და მონდომებით, ინგლისურადაც უკეთ საუბრობდნენ და სახელმძღვანელოებსაც მეტი გულმოდგინებით კითხულობდნენ. როდესაც საგამოცდო პერიოდი დადგა, იმ ევროპელებმა უკეთესი ქულები მიიღეს - მათთვის შეკითხვები ბუნებრივი იყო, საკუთარი გამოცდილებით უკეთ ესმოდათ ის, რაც ქართველი სტუდენტისთვის სადღაც შორეულ სახელმძღვანელოში დაწერილ თეორიად დარჩა... იქნებ არ გვესმის რა სხვაობაა აზრის თავისუფლებასა და კოლაბორაციონიზმს შორის? - დიახ, არ გვესმის, კოლაბორაციონიზმი ის უცხო სიტყვაა, რომლის მნიშვნელობა პრაქტიკაში ვერ გავაცნობიერეთ... იქნებ იმ მეზობელ სახელმწიფოში პროფესიონალი ჰყავთ და ჩვენ არ გვყავს? - დიახ, ნამდვილად. მათ იდეოლოგიას აქვს მომხიბვლელობა, იმიტომ რომ ეროვნულ ინტელექტუალურ სივრცეში თანაფარდს ვერაფერს ვთავაზობთ ახალგაზრდებს და საერთაშორისო ინტელექტუალური პროდუქტი კი უბრალოდ მიუწვდომელია მათთვის ენობრივი თუ კულტურული ბარიერების გამო... *** ახალგაზრდები - ნიჭიერები, ენერგიულები, მომავალზე მოფიქრალები, იხიბლებიან იდეოლოგიური ნარატივებით, იმიტომ რომ მათ არავინ აუხსნა ღალატის ანატომია დღეს, აქ და ახლა... იმიტომ რომ იმ ნარატივებში მეტ სიღრმეს ხედავენ ვიდრე იმ პოლიტიკურ ანალიზში, რასაც სამშობლო სთავაზობს... ბოლშევიკებსაც ასე დაემართათ, ფილიპეებს, ორჯონიკიძეებს და ძმათა მათთა - დიდი ავიაცია მომხიბვლელია თუ სამშობლო დაზუთხული დიდაქტიკის და პროვინციული ჩაკეტილობის გარდა ვერაფერს შემოგთავაზებს...

ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენიდან სამი დღის შემდეგ, „ომიკრონი“ უკვე ევროპის რიგ ქვეყნებში დადასტურდა. კოვიდინფექციის ახალი ვარიანტი გამოვლინდა იტალიაში, გერმანიაში, ბელგიასა და ჩეხეთში. „ომიკრონი“ დადასტურებულია ისრაელსა და ჰონგ-კონგშიც. ამასთან, BBC-ის ცნობით, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩაფრენილ 2 ავიარეისზე კორონავირუსი 61 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსი დაფიქსირდა ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთშიც. ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ერთი შემთხვევა ქალაქ ჩელმსფორდში, მეორე კი ნოტინგემში დადასტურდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ორი ახალი ინფიცირების ფაქტი ერთმანეთთან არის კავშირში, ინფიცირებულების ოჯახის წევრები კი იზოლაციაში არიან. რაც შეეხება შეზღუდვებს, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას აჩერებს. ანალოგიურ შეზღუდვებს აწესებს ევროკავშირი. 14 დღის განმავლობაში აუკრძალა უცხოელებს ქვეყენაში შესვლა ისრაელმა. როგორია ვაქცინის მწარმოებლების რეაქცია, Novavax Inc-მა (NVAX.O) პარასკევს განაცხადა, რომ დაიწყო მუშაობა თავისი ვაქცინის ახალ ვერსიაზე და მზად იქნება, ტესტირებისა და წარმოებისთვის მომდევნო რამდენიმე კვირაში. AstraZeneca-მ (AZN.L) ასევე პარასკევს განაცხადა, რომ იკვლევს ახალ კოროვირუსულ ვარიანტზე მისი ვაქცინის გავლენას და ამასთან იმედი აქვს, რომ ანტისხეულებისგან შექმნილი კომბინირებული პრეპარატი ეფექტურობას შეინარჩუნებს. Pfizer-ის შემქნელებმა არაერთ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ახალი ვაქცინის შექმნა 4 კვირაზე ნაკლებ დროში შეუძლიათ. ჯანმომ ახალ შტამს „შემაშფოთებელი“უწოდა. ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი (B.1.1.529) აღმოაჩინეს. ახალ ვარიანტს სავარაუდოდ, სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს. ამავე თემაზე სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

კორონავირუსის ახალი შტამის გამო ინგლისში ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება

30 ნოემბრიდან, ინგლისში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახის ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ BBC წერს. ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ PCR ტესტი უცხოეთიდან შესული ყველა მგზავრისთვის სავალდებულო იქნება. მინისტრის განმარტებით, ყველა ზომა მიმართულია კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის საპასუხოდ“. ამავე თემაზე ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა

ამირან გამყრელიძე „ომიკრონზე“: რეინფიცირების რისკი მეტია

წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალ შტამი „ომიკრონი“, ჯანმოს მიერ, „შემაშფოთებელ“ ვარიანტად ძალიან სწრფად კლასიფიცირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინა შტამებისთვის კლასიფიკაციის მინიჭება უფრო ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ხდებოდა, ახალ შტამთან მიმართებით კი ეს ძალიან სწრაფად მოხდა. მისივე თქმით, „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება და რეინფიცირების მეტი რისკი არსებობს, ამიტომ უნდა გაძლიერდეს მონიტორინგი სხვადასხვა შტამის ცირკულაციაზე. „ბრიტანეთისა და ისრაელის გარდა სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა ახალი შტამი, ბელგიასა და გერმანიაშიც დაფიქსირებულია შემთხვევები. ლუგარის ლაბორატორიაში ვაწარმოებთ ზედამხედველობას ქვეყანაში მოცირკულირე შტამებზე. არის გარკვეული ინფორმაცია, სად შეიძლება ეჭვი მიიტანო, ეს შტამი არის თუ არა და იქ გაკეთდეს შემდგომი სექვენირება. ამის პროტოკილზე მუშაობენ ახლა, სად მივიტანოთ ეჭვი და შესაბამისად, უფრო მკაცრი ზედამხედველობა გვქონდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო მედიასთან. კორონავირუსის ახალი შტამის გამო დაწესებული რეგულაციები ძალაშია ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა

ბიძინა კულუმბეგოვი „ომიკრონზე“: ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებაა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებად აფასებს. კულუმბეგოვი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოებს რეკომენდაციების დაცვისკენ. „იმდენად სახეცვლილია, რომ, გარკვეულწილად, პრობლემები იქმნება არსებულ იმუნიტეტთან, იქნება ეს ხელოვნური თუ შეძენილი იმუნიტეტი. რეინფიცირების განვითარების ისევ მაღალი რისკი ექნებათ. ეს ახალი ტალღებით, ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხარო და რთული სცენარია. პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტის ვირუსისგან, ეს „ომიკრონი“ იქნება, „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი „რუსთავის2“-თან. ამირან გამყრელიძე „ომიკრონზე“: რეინფიცირების რისკი მეტია

კახა კუჭავა: პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს. მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა. „მაშინ, როდესაც ჩვენ ამბიციურ სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანან. ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა. ჩვენ შეიძლება ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის განმავლობაში პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით. პანდემიამ კიდევ უფრო მეტად მოახდინა გავლენა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას. პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს. ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%, ორი ისტორიული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა“, - განაცხადა კახა კუჭავამ. მისივე თქმით, „მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე საზოგადოების მშენებლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა განაგრძოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროებში და გაუძღვეს ახალი, არსებითი რეფორმების გატარებას. ეს ასევე დადებითად წაადგება საქართველოს განზრახვას, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“.

ისტორიაში პირველად, ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდი მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. „დინამო თბილისმა“ ჩემპიონის ტიტული დაკარგა და ახალ ევროსეზონში კონფერენს ლიგაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „დინამო თბილისი“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიასთან“ 0:0 ითამაშა. 35 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 67 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, ბათუმის „დინამოს“ (71) ვეღარ დაეწევა.

ჩეხეთის მემარჯვენე ცენტრისტული ოპოზიციის ლიდერი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

ჩეხეთის მემარჯვენე ცენტრისტული ოპოზიციის ლიდერი პეტრ ფიალა კვირას ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მან მილიარდერი ანდრეი ბაბიში შეცვალა. პრეზიდენტი მილოშ ზემანი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ინვალიდის ეტლშია, ის უჩვეულო ცერემონიას უძღვებოდა თავისი პრაღის რეზიდენციიდან, რომელიც დაცული იყო ბარიერებით. პრეზიდენტს კორონავირუსი ახლახან დაუდასტურდა. ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელიც ქრონიკული დაავადებების გამო თვე-ნახევარი იმყოფებოდა საავადმყოფოში, კორონავირუსის გამო კვლავ საავადმყოფოში შეაბრუნეს და გუშინ, 27 ნოემბერს გამოწერეს. ამავე თემაზე: ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა