ძებნის რეზულტატი:

ივანე ჩხაიძე: დეკემბერ-იანვარი მთელი 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, COVID19-ის ახალ შტამს „ომიკრონს“ იოლი გავრცელებისა და გადადების უნარი აქვს. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, ივანე ჩხაიძის თქმით, უცნობია, როდის შემოვა საქართველოში „ომიკრონის“ შტამი, მაგრამ ის ძალიან მალე გახდება დომინანტური. „ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული და დღეს უკვე 52 ქვეყანაშია. ასე, რომ ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებისა და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებაა. რაც შეხეება სხვა ტიპის საფრთხეებს, რა თქმა უნდა, ზამთარში, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარში რესპირაციული ინფექციების მატების პიკია, რაც საფრთხეს წარმოადგენს. იცით, რომ წინა კვირას გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და სავარაუდოდ, გრიპის შემთხევვებიც მოიმატებს და ესეც საფთხეა. ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და მოსალოდნელია რესპირაციული ინფექციების მატება. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად მდგომარეობას კიდევ უფრო გართულებს. ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი მთელი 2 წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება, ვინაიდან ასეთი რეალურ საფრთეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდილად არ ყოფილა“,- განაცხადა ჩხაიძემ.

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა. უფლებათდამცველის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახურის შეზღუდვების საპასუხოდ მიმართა, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტს ვიზიტორების მიღება და ტელევიზორით სარგებლობა აუკრძალეს. „რეალურად გუშინდელი ინციდენტი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებაზე პენიტენციური სამსახურის რეაქცია. ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არ არის საუბარი ამ გადაწყვეტილებაში, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაც კი ხდებოდა. ამის შემდეგ მე-18 დაწესებულებიდან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში, გამოცხადდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში და მას შემდეგ, რაც დაიგულეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გასული შენობიდან, შევიდნენ მასთან ოთახში. აქვე ხაზგასმით მსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მადლობას ვუხდით მკურნალ ექიმს ნინო გოგორიშვილს და სამედიცინო პერსონალს სრულად, მათთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილს განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, რომ მას არ ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელევიზორით სარგებლობის უფლება. ბუნებრივია, ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა და ცხადია, რომ არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა. პალატის დატოვების შემდეგ, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი და მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა, რომ უყუროს ტელევიზორს. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი", - განაცხადა ადვოკატმა.

ადამ კინზინგერის თქმით, აშშ-მ საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე წერს. ადამ კინზინგერის თქმით, აშშ-მ საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს. „კარგი შეხვედრა გვქონდა ჩვენი კარგი მოკავშირის, საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, მათთვის უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა. საქართველოს 1/3 ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - წერს ადამ კინზინგერი Twitter-ზე. ამავე თემაზე: კონგრესმენი დონ ბეკონი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საკმარისი არაა, გვჭირდება პარტნიორების შეიარაღება კონგრესმენი სმიტი: ძალიან გვაღელვებს რეგიონში რუსული აგრესია და გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რუსეთის შეკავების მიზნით

კახაბერ ქემოკლიძე: გიორგი გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში

"გიორგი გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკებში", - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას. ქემოკლიძისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა კალაძემ მსგავსი შინაარსის განცხადება და “რა საჭირო იყო ამის თქმა, მითუმეტეს არგუმენტაციის გარეშე”. “ვისაც მასთან უმუშავია ან მასთან შეხება ჰქონია, არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნებით - ოპოზიციონერი იყავი თუ არაოპოზიციონერი - ვინც გიორგი გახარიას და მისი მუშაობის სტილს იცნობს, ვერცერთი ვერ მოიყვანს ერთ კონკრეტულ მაგალითსაც კი, რომელიც პოტენციურად კორუფციულ გარიგებებს შეიძლება უკავშირდებოდეს. პირიქით - ის იყო პირდაპირი მტერი ქრონიზმის, მეგობრებისთვის გარკვეული პრეფერენციების მიცემის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია კორუფციის - ის არასდროს არავის ანიჭებდა განსაკუთრებულ პრივილეგიას. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანი იყო ოპოზიციიდან თუ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნეს წარმომადგენელი”,- განაცხადა ქემოკლიძემ. ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, გიორგი შარაშიძეს, კრიტიკის საპასუხოდ ურჩია, მოიძიოს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტები. "უხერხულია ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობდეს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი. მოიძიეთ ის წლები, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერი", - განაცხადა კალაძემ.

ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში: აშშ-სა და რუსეთის ლიდერების დისკუსია იყო პირდაპირი, ბევრი ურთიერთპასუხით

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე სალივანმა აღნიშნა, რომ ლიდერებს ღია და პირდაპირი საუბარი ჰქონდათ, „თუმცა თითის დაქნევა არ ყოფილა“. სალივანის თქმით, პუტინთან სოჭში განხორციელებული ვიდეოზარი რამდენიმე საკითხს მოიცავდა, მაგრამ მთავარი თემა უკრაინა იყო. „პრეზიდენტი ბაიდენი პირდაპირი და გულახდილი იყო პრეზიდენტ პუტინთან, როგორც ყოველთვის. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან პირდაპირ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური ზომებით. ჩვენ უკრაინელებს დამატებით თავდაცვით საშუალებებს მივაწვდით იმის გარდა, რასაც უკვე ვაწვდიდით. ასევე, ვაძლიერებთ ჩვენს NATO-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე, დამატებითი შესაძლებლობებით, ასეთი ესკალაციის საპასუხოდ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რომ არსებობს კიდევ სხვა ვარიანტი გარდა დეესკალაციისა და დიპლომატიისა“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები ჩაერთვებიან დისკუსიაში, რომელიც მოიცავს უფრო დიდ სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით. „ჩვენ ეს გავაკეთეთ ცივი ომის შემდგომ ეპოქაში, NATO-რუსეთის საბჭოს, ეუთოს და სხვა მექანიზმების მეშვეობით. არ არსებობს იმის მიზეზი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება - წინსვლა, იმ პირობით, რომ ვიმოქმედებთ დეესკალაციის კონტექსტში და არა ესკალაციის პირობებში. შეერთებული შტატები, მზადაა, მხარი დაუჭიროს მინსკის შეთანხმების წინსვლას ნორმანდიის ფორმატის მხარდასაჭერად. ეს შეიძლება, მოიცავდეს ცეცხლის შეწყვეტას და ნდობის აღდგენის ზომებს, რაც ხელს უწყობს პროცესის წინსვლას. როგორც უკვე ვთქვი, პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის დისკუსია იყო პირდაპირი, ბევრი ურთიერთპასუხით. „თითის დაქნევა“ არ ყოფილა, მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენი მკაფიო იყო იმის შესახებ, თუ სად დგას შეერთებული შტატები ყველა ამ საკითხთან მიმართებით. ამ ადმინისტრაციის მოსვლის დღიდან გვჯერა, რომ ლიდერებს შორის პირდაპირი დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ეს ასეა, როდესაც საქმე ეხება აშშ-რუსეთის ურთიერთობას. ასე რომ, პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმა პრეზიდენტ პუტინთან მკაფიოდ და პირდაპირ ურთიერთობის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკისთან 9 დეკემბერს სატელეფონო საუბარს გამართავს, ეს მოლაპარაკება პრეზიდენტ ზელენსკისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენს შორის გუშინდელი დისკუსიის შემდეგ შედგება. „შემდგომი ნაბიჯების კონტექსტში, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი შეთანხმდნენ, რომ ჩვენი წარმომადგენლები მიჰყვებიან დღეს განხილულ საკითხებს. პრეზიდენტი და ჩვენი ევროპელი კოლეგები შეთანხმდნენ, რომ ჩვენი წარმომადგენლები ერთად იმუშავებენ, რათა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთთან ჩვენი ჩართულობა მოიცავდეს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას. წინ ბევრი სამუშაოა. დიპლომატიური არხების გამოყენებისას ასევე მოვემზადებით ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, როგორც ამას კვირების განმავლობაში ვაკეთებთ, მათ შორის რუსეთის ესკალაციაზე კონკრეტული პასუხების მომზადების გზით, თუ ეს საჭირო იქნება - კონკრეტული, მტკიცე, მკაფიო პასუხები საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა. ამავე თემაზე: თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა

ჯეიკ სალივანმა 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრაზე ისაუბრა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეი სალივანმა რუსეთის ლიდერის მიმართ ჯო ბაიდენის დამოკიდებულებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „როგორ უპასუხებთ იმ კრიტიკას, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ზედმეტად სუსტია პუტინის მიმართ“, ამ შეკითხვით მიმართა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯეიკ სალივანს ჟურნალისტმა და მაგალითად მოიყვანა, რომ „ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტ ბაიდენს პუტინის მიმართ ძალიან სუსტ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს, რის მაგალითიც „ჩრდილოეთის ნაკადი2-ზე“ სანქციების შემსუბუქება და ავღანეთიდან ჯარების გაყვანაა“. „ვლადიმერ პუტინი, რომელიც მაშინ პრეზიდენტ მედვედევის უკან იდგა, საქართველოში 2008 წელს შეიჭრა, როდესაც ერაყსა და ავღანეთში 150 000 ჯარისკაცი გვყავდა. ასე რომ, საგარეო ომებში ჩვენს მონაწილეობასა და პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერების გათვლებს შორის კავშირზე მტკიცებულება არ არსებობს. მეორე, რაც შეეხება Nord Stream 2-ს, ფაქტია, რომ გაზი ამჟამად არ მიედინება მის მილსადენზე, რაც ნიშნავს, რომ ის არ მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ეს არ არის ბერკეტი პუტინისთვის. მართლაც, ეს არის ბერკეტი დასავლეთისთვის, რადგან თუ ვლადიმერ პუტინს სურს, დაინახოს გაზის გადინება ამ მილსადენზე, მან შეიძლება, უარი თქვას უკრაინაში შეჭრის რისკზე“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა. რა არის „ის ძლიერი ეკონომიკური ზომები“ და რით განსხვავდება ისინი 2014 წელს რუსეთთან მიმართებით დაწესებული საქნციებისგან, რამაც არ შეაჩერა რუსეთი, ხელში ჩაეგდო ყირიმი. რატომ ფიქრობთ, რომ ეს ზომები ამჯერად უკეთ იმუშავებს? - მიმართა ჟურნალისტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს. „თვალებში შემოგხედავთ და გეტყვით, როგორც პრეზიდენტი ბაიდენი უყურებდა დღეს თვალებში ვლადიმერ პუტინს და ეუბნებოდა, რომ ჩვენ მზად ვართ, მოვიქცეთ ისე, როგორც არ მოვქცეულვართ 2014 წელს“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩია

ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩია. BBC-ის ცნობით, ოლაფ შოლცის კანდიდატურას 395-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 63 წლის ოლაფ შოლცი მოგვიანებით დადებს ფიცს ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წინაშე და ოფიციალურად შეუდგება ოთხწლიანი უფლებამოსილების შესრულებას. ცნობისთვის, გერმანიის ახალი მმართველი კოალიციის წევრებმა კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამის დოკუმენტს ბერლინში, მომავალმა კანცლერმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ოლაფ შოლცმა, პარტია „კავშირი 90-მწვანეების“ ლიდერმა, მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და მომავალმა ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა მოაწერეს ხელი. ამავე თემაზე: ბერლინში ანგელა მერკელის გაცილების ცერემონია გაიმართა

ჯანმო: არსებულმა ვაქცინებმა „ომიკრონით“ ინფიცირებულები მძიმე დაავადებისგან უნდა დაიცვან

„უაღრესად ეფექტური ვაქცინები გვაქვს, რომელიც ყველა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა, მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით და არ არსებობს საფუძველი, რომ ასე არ იქნება „ომიკრონის“ ვარიანტის შემთხვევაში“, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა. იუწყება BBC. სპეციალისტის თქმით, წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ დაავადების უფრო მძიმე ფორმას არ იწვევს, ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამები. ენტონი ფაუჩის თქმით, „ომიკრონი“ შესაძლოა, „დელტა“ შტამზე მსუბუქი იყოს და მძიმე შემთხვევებს არ იწვევდეს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის მონაწილეები პრეზიდენტს შეხვედრისთვის ვადას 15:00 საათამდე აძლევენ. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისტორიული შანსი აქვს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება შეცვალოს და ეროვნულ შერიგებაზე დაიწყოს საუბარი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ვლადიმერ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს. ამის შესახებ განცხადება ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „ჩვენი შეშფოთება არის ის, რომ პუტინი მემკვიდრეობის პროექტად სინამდვილეში შეიძლება მიისწრაფვოდეს საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთიანობა აშშ-ში, ერთიანობა უკრაინის საკითხზე, NATO-ს მოკავშირეებთან, პარტნიორებთან ერთიანობა. არავის სურს ომი, ყველაზე ნაკლებად კი, რუს ხალხს. რუსი ხალხი იმსახურებს უკეთეს სკოლებს, საავადმყოფოებს, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას. სწორედ ამაზე უნდა იხარჯებოდეს რუსეთის სიმდიდრე და არა რუსი ბიჭების უკრაინის ფრონტის ხაზზე გასაგზავნად“ – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

სალომე ზურაბიშვილი: საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით, რაც სამწუხაროა

"ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ზურაბიშვილის განმარტებით, საზოგადოებას, ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით უნდა დაინტერესდეს. "ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის, ჩემი აზრით, ევალება კიდევაც ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, იქნება ეს ჩვენს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება, თუ უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება. ეს არის ის, რაც უნდა გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს, რამეთუ ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია", - აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში. ამასთან, ზურაბიშვილი ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას გამოეხმაურა. "მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა და ერთგულება; მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარის - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა "რუსთვი-2 ს". ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, "რუსთავი2-ს" ქონების გაყიდვის უფლება მიეცა. ამასთან, „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნებაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაახლოებით, 2 წლის წინ შეიტანეს. აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარე ქიბარ ხალვაში იყო.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა

"მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. "მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა და ერთგულება. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი: საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გვჭირდება

"ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებასა და არჩევნებამდე მისვლაზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, არავითარი თანამდებობის სურვილი არ ამოძრავებს და ლიდერების სრულიად ახალი თაობა უნდა მოვიდეს. ,,არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ, კოალიციურ საქართველის ხელისუფლებას როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის ან შუააზიის მთავრობებს. უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა, მე დავკავდები ინვესტიციის მოზიდვებით ლაზიკაში და განათლებაში, უფრო თავისუფალი და მობილიზებული, ვიდრე ვიყავით. დღეს ბევრი ნიჭიერი და გენიალური ადამიანი შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლესთან, თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, თოვლის გუნდის ეფექტით მეტი და მეტი ხალხი შეგიერთდებათ. თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ, წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ! წარმატებები თქვენ და მთელ საქართველოს”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დავით სერგეენკო: უვადო "მწვანე პასპორტის" გაცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას

"გადატანილი კოვიდინფექცია არ არის გარანტია, რომ ვირუსი ისევ არ დაგემართება. ამიტომ, უვადო "მწვანე პასპორტის" გაცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას", – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა. „პირდაპირ რომ გაგცეთ პასუხი, ამას არ ვემხრობი. ამას აქვს თავისი დასაბუთება, რომელსაც ნებისმიერი ექიმი და ეპიდემიოლოგი გააკეთებს. არ მინდა, ღრმა მსჯელობაში შევიდე, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვემხრობი. მოცემულობაა, რომ გადატანილი კოვიდინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, რომ ისევ არ დაგემართება კოვიდი. ამიტომ, უვადო მწვანე პასპორტის მიცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ 5-6 თვის განმავლობაში გრძელდება ეს. არ ვიცი, არგუმენტების რა ერთობლიობა იყო, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება. არ ვარ საკოორდინაციოს წევრი და არ ვიცი, რა მსჯელობა იყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კახეთში, სავარაუდოდ, XV საუკუნის „საქარავნო გზის“ ხიდი აღმოაჩინეს

ვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასთან, სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს აგურით ნაშენები ხიდი, რომელიც სპეციალისტების წინასწარი ინფორმაციით, ირანიდან მომავალი "საქარავნო გზის" შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, ხიდი შემთხვევით ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა. ამასთან, ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი ახლა წერილს ამზადებს, რომლითაც კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოს შემდგომი სამუშაოებისთვის დახმარებას სთხოვს.

კობა გვენეტაძე: 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება

"2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად, 8%-დან 10.5%-მდე გაზარდა. „ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად, 8%-დან 10.5%-მდე გაზარდა, მათ შორის ბოლო სხდომაზე 0.5 პროცენტული პუნქტით. იმისათვის, რომ ფასების დროებითი ფაქტორებით გამოწვეულმა ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი გავლენა არ მოახდინოს, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას. ამგვარი პოლიტიკით და ზემოთაღწერილი ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი დინამიკა დიდწილად არის დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება ეპიდემიური მდგომარეობა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ვაქცინები ხელმისაწვდომია და ვაქცინაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ვირუსის ახალი შტამების გავრცელება კვლავ მნიშვნელოვან რისკად რჩება. ამის ფონზე ბუნდოვანია გლობალურად მობილობის სრულად აღდგენის და პანდემიურ მდგომარეობამდე დაბრუნების ტემპი. შესაბამისად, მაკროეკონომიკური პროგნოზებიც განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება და მაღალია რისკები, რამაც შესაძლოა პროგნოზისაგან გადახრა განაპირობოს. დღეს არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომ ყველა ინფორმაციას ითვალისწინებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ბადრი ჯაფარიძე კობა გვენეტაძეს: როდის აპირებთ გადადგომას?!

"ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ეროვნული ბანკისთვის განსაზღვრულ ძირითად ამოცანას. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. როდის აპირებთ გადადგათ ეს ნაბიჯი?"- ასე მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად – საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს წარადგენს. ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, თუკი ეროვნული ბანის პრეზიდენტი ვერ ასრულებს ამოცანას, მისი ამ თანამდებობაზე დარჩენა აზრს მოკლებულია. „ცალსახაა, რომ ვერ უმკლავდება ეროვნული ბანკი მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას და ასევე, უნდა ითქვას, რომ მის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რეფინანსირების პროცენტის გაზრდის გამო გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს, იმიტომ, რომ თუკი ის ვერ ასრულებს ძირითად ამოცანას, მაშინ რა აზრი აქვს მის დარჩენას პრეზიდენტის პოსტზე? ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც ახლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, კითხვა: როდის აპირებთ გადადგათ ეს ნაბიჯი ?“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მზადაა, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს

"თურქეთი მზადაა, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი იმედოვნებს, რომ დაძაბულობა არ გაიზრდება და რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდება. „ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ დიალოგის არხის ჩამოყალიბებას. ორივე მხარის თანხმობით, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მხარდაჭერა ფასილიტაციაში, მედიაციაში ან ნებისმიერ სხვა სასურველ ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენ უყოყმანოდ გავაკეთებთ ყველაფერს რეგიონის მშვიდობისთვის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძე გადადგომას არ აპირებს

"არ ვაპირებ გადადგომას", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კობა გვენეტაძის თქმით, ამ საკითხზე მის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. „რაც შეეხება კითხვას ანაკლიასთან დაკავშირებით, არანაირი პასუხისმგებლობა არ მაქვს ამაზე და არანაირი როლი არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ეს პროექტი არ განხორციელდა. ეს თქვენი შეფასებაა და უფლება გაქვთ თქვენი შეფასება გქონდეთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კითხვით მიმართა, თუ როდის აპირებდა ის გადადგომას. "ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება და შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. ბადრი ჯაფარიძემ გვენეტაძეს ჰკითხა, როდის აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას", - განაცხადა ჯაფარიძემ.