ძებნის რეზულტატი:

რომან გოცირიძე პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე: ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა

"ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა, თუ შეიძლება ასე ითქვას" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრეზიდენტის საახალწლო მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ისინი მონაწილეობას საქმიან ფორმატში მიიღებენ. "ესაა წვეულება, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით, იმ შენობაში, რომელსაც ბოქლომი ადევს და მილიონობით ფული იხარჯება მის შენახვაზე, დაცვაზე, გათბობაზე და ა.შ. ეს არის შენობა, რომელიც დაიცალა ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო და წელიწადში ერთხელ ასეთი ალაფურშეტი იმართება იქ. როცა საქმიანი შეხვედრა იქნება პრეზიდენტთან, "ნაციონალური მოძრაობა" დაჯდება მასთან მოლაპარაკების მაგიდაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ჯერ საქმიანი ფორმატი და შემდეგ საახალწლო ტაშ-ფანდური”, - განახადა გოცირიძემ. რაც შეეხება შერიგებაზე პრეზიდენტის ინიციატივის პერსპექტივას, გოცირიძე აცხადებს, რომ არ სურს სკეპტიკური განცხადებით საახალწლო განწყობა გაუფუჭოს. "ახლა რომ შევაფასო პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კრიზისის განმუხტვის საკითხი, არ მინდა ჩემი სკეპტიკური განცხადებით ეს მისი წინასაახალწლო ინიციატივა თუ ხასიათი გავუფუჭო მას. დიდი იმედები არ მაქვს, მაგრამ მას აქვს გარკვეული შანსი, რომ იმ ბატალიების ფონზე, როგორც მოხდა მისი არჩევა და ახლა როგორ არის შეფასებული მისი დამოუკიდებლობის ხარისხი, რეპუტაცია აღიდგინოს, ვნახოთ, როგორ გამოუყენებს ამ შანსს,"- განაცხადა გოცირიძემ.

ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი: ვიდრე ახალი სადისკუსიო პლატფორმების შესახებ ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას

Europetime-მა „3+3“ ფორმატში 10 დეკემბერს, მოსკოვში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს პრესსპიკერს დაუსვა შკითხვეა. როგორც ცნობილია საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, ჩაერთოს ამ პლატფორმაში. მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა. ამასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებს. „როგორც უკვე ვთქვით, რუსეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე ახალი სადისკუსიო პლატფორმების შესახებ წინადადებით გამოვა“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ცნობისათვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

იენს სტოლტენბერგმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებები გამართეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის თავმოყრის საკითხი განეხილა. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებას არ აქვს გამართლება და ის ძირს უთხრის უსაფრთხოებას ევროპაში. „მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიას, დეესკალაციას და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ყოველგვარი შემდგომი აგრესია მძიმე შედეგების მომტანი იქნება და ძვირი დაუჯდება რუსეთს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში სოფლების ინტერნეტიზაციისთვის 34 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი აღდგენის ხელშეწყობის საკითხში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს სახელმწიფოების ხელმძღვანელებს უერთდება. გასულ დღეს გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროპის საინვესტიციო ბანკმა ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, რეგიონში რამდენიმე ინვესტიციის ჩადებას მოაწერა ხელი. ამასთან, ინვესტიციები მოიცავს ჯამში 171 მილიონ ევროს, რომელშიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საინვესტიციო ბანკის სესხები და ევროკავშირის გრანტებია გათვალისწინებული. აღნიშნული ინვესტიციები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ხელს შეუწყობს გაციფრულების, ენერგოეფექტურობის, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის და განათლების განვითარებას. ამასთან ერთად, ინვესტიციები ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიისგან მცირე და საშუალო ბიზნესის აღდგენისთვის ახალი წყაროების მოძიებას. ევროპის საინვესტიციო ბანკის ცნობით, საინვესტიციო ბანკის აქტივობა მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შექმნილი ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მხარდასაჭერად, რომელიც 2021 წლის ივლისსში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ წარადგინა. საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტის, ვერნერ ჰოიერის განცხადებით, ინვესტიციები, რომლებიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ახლახან განხორციელდა, აძლიერებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და „ევროპის გუნდის“ ძალისხმევას, პარტნიორობის მდგრადი და სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის. მისი თქმით, „ევროპის გუნდი“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები მომავალი თაობისთვის უსაფრთხო, წარმატებული და მწვანე გარემოს შექმნაში საერთო ხედვას იზიარებენ, რომელიც ასევე მოიცავს სამუშაო ადგილების, უსაფრთოხებისა და სუფთა გარემოს განვითარებას. ევროპის საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროპის საინვესტიციო ბანკი სთავაზობს გრძელვადიან დაფინანსებას, რომლის გარანტი თავად ევროკავშირია, ისევე როგორც ტექნიკურ რჩევებს საბანკო პროექტების მოსამზადებლად. მათივე ცნობით, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს 34 მილინი ევროს ინვესტირებას, რომელიც მოიცავს ძნელად მისადგომ სოფლებსა და რაიონებში მცხოვრები, დაახლოებით 500 ათასი ადამიანისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას. სესხით დაფინანსდება დაახლოებით ხუთი ათასი კილომეტრი სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დამონტაჟება და საქართველოს ტელეკომის ოპერატორებისთვის ღია წვდომის ინტერნეტის ინფარსტრუქტურით უზრუნველყოფა. „ინვესტიციები ხელს შეუწყობს საქართველოში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, შექმნის შესაძლებლობებს ახალი ბიზნესისთვის და გაზრდის კრიზისის მიმართ საქართველოს მდგრადობას. ამასთან, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში მხარს დაუჭერს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის, კოვიდპანდემიისგან აღდგენის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და გაციფრულების დაფინანსებას. 2020 წლიდან საინვესტიციო ბანკმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის 1, 52 მილიარდი ევროს ღირებულების კრედიტი გამოყო ევროკავშირის პრიორიტეტებისა და ძირითადი ინვესტიციების მხარდასაჭერად. ინვესტიციები მოიცავს სამუშაო ადგილების სწრაფ შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის კოვიდპანდემიისგან აღდგენის მხარდაჭერას, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას, გაციფრულების, სწრაფი ინტენერნეტის გავრცელების ხელშეწყობას და რეგიონის მასშტაბით სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის პროექტების დაფინანსებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააკაშვილი პრეზიდენტის გამოსვლაზე: ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება პირველად მოვისმინე

ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას, პირველად მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება - ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას, - ნათქვამია საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდავოდ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას. ერთი წუთით არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება. ამ მხრივ, ორივე ხსენებულ გზას, მშვიდობიან პროტესტს და ინკლუზიურ დიალოგს გადამწყვეტი როლი აქვს. მთავარი ახლა შედეგია - ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად დასავლურ გზაზე დაყენება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთადერთი მტრის - რუსეთისგან სამუდამოდ გამოხსნა. საბოლოო ჯამში, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და სამოქალაქო თანხმობას, თამაშის პატიოსან წესებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება პატიოსანი არჩევნები. იქნება თავისუფალი სასამართლო, დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია, გაიხსნება შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა აღარ მოუხდეთ გაქცევა და საქართველო ისევ იქნება მოწინავე და მაგალითის მიმცემი ქვეყანა, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ! ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი. ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ვერ მიდის წინ. ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდავოდ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას. ერთი წუთით არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება. ამ მხრივ, ორივე ხსენებულ გზას, მშვიდობიან პროტესტს და ინკლუზიურ დიალოგს გადამწყვეტი როლი აქვს. მთავარი ახლა შედეგია - ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად დასავლურ გზაზე დაყენება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთადერთი მტრის - რუსეთისგან სამუდამოდ გამოხსნა. საბოლოო ჯამში, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და სამოქალაქო თანხმობას, თამაშის პატიოსან წესებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება პატიოსანი არჩევნები. იქნება თავისუფალი სასამართლო, დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია, გაიხსნება შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა აღარ მოუხდეთ გაქცევა და საქართველო ისევ იქნება მოწინავე და მაგალითის მიმცემი ქვეყანა, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებ უმასპინძლა, განაცხადა, რომ პროცესი უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე - თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. „ეს არის ძალიან საწყისი პროცესი და მე ის მინდა ვთქვა პირველ რიგში, რომ არა მაქვს ჩამოყალიბებული რაღაც წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე აღარ ექვემდებარება ცვლილებას, პირიქით, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით და პირველი ეტაპი ამ პროცესის უნდა იყოს მოსმენა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, .შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი, იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით - ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება, წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. „წარსულთან გავასწოროთ ანგარიშები, შევაფასოთ, დავხუროთ ის ფურცლები, რომლებიც დღეს ძალიან მძიმედ გვაწვება, დავინახოთ მომავალი უფრო ნათლად - ეს მოგვიტანს შინაგან დამშვიდებას“. „მნიშვნელოვანია, შედგეს კონსენსუსის პლატფორმა - როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა და მონდომება, ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: დროა, გამოვიდეთ ამ რაღაც „ახალგაზრდული ჯახიდან“,  გადავიდეთ უფრო დამწიფებულ, ახალ პოლიტიკაზე

შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის გამართულ საახალწლო მიღებაზე. პრეზიდენტის შეფასებით, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. "დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ, თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს ყველაფერი უნდა იყოს ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული შეხვედრაზე, შეძლოს, გაეცნოს კონსულტაციის შინაარსს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე აზრით, აღნიშნულს არ შეიძლება, წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. „სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა წინაპირობა მესმის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ პროცესი ჩიხში შევა. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესში მოსაგვარებელი და მოსალაპარაკებელია. თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, ეს ცუდად იყო გაგებული, ამაზე დაიწყო გარკვევა, როგორ უნდა შევურიგდე იმას, თუ ამას, ან რატომ უნდა შევურიგდე. გასაგებია, ამგვარი პროცესები, რაც ჩატარდა მსოფლიოში, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, მით უმეტს, როდესაც წარსულს ეხება, ან აწყმოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია, რომ დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი. უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება დემოკრატია, თუკი ეს პროცესი წარიმართება, რაც დღეს მსოფლიოში ბევრ ქვვეყანას არ შეუძლია. "ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ერთგვარი მაგალითი იმისა, რომ პატარა ქვეყანამ შეძლო ან შეძლო პროცესის დაწყება, რაზეც ბევრი დიდი ქვეყანა ჯერ ვერც ბედავს, რომ იფიქროს. წარსულთან გავასწოროთ ანგარიშები, შევაფასოთ, დავხუროთ ის ფურცლები, რომელიც დღეს ძალიან მძიმედ გვაწვება, დავინახოთ მომავალი უფრო ნათლად. ოკუპაცია, რომელზედაც პრაქტიკულად, აღარ ვლაპარაკობთ, დროდადრო ვამბობთ, რომ მიუღებელია ის, რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება, მაგრამ არ არსებობს რეალური სამოქმედო გეგმა და ვერც იქნება, რადგან ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული, ვერ ისაუბრებს თავისი ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებაზე - ეს არის ანაბანა პირველი მაგალითი უნდა იყოს ძლიერი ქვეყნის, გაერთიანებული ქვეყნის, რომელმაც იცის საით მიდის, რა არის მისი პერსპექტივა, რომ ეს ერთიანობა დავანახოთ ჩვენს აფხაზებს და ოსებს, იმათ ვაჩვენოთ ნამდვილი გზა, რომელიც მათაც მისცემთ პერსპექტივას. ერთად გავიაზროთ ჩვენი ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ერ არის ერთობლივ ხედვაში, ამასაც სჭირდება შეჯერებული ძალები, ყოველთვის არ ვიქნებით ერთმანეთთან თანხმობაში, ეს არის იდეალური, არარსებული ქვეყანა, სადაც აქვთ ერთი და იგივე აზრი, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევძლოთ არა თუ შეთანხმება, საუბარი, რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ, შეიძლება ისიც მივიღოთ, ან არ მივიღოთ. ასევე უნდა იყოს ამ პროცესის ბოლოც, რომ ჩვენ ეს ეროვნული საუბარი შევძლოთ არამხოლოდ დღეს, არამედ მომავალში, ამითი იქნება ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც გვინდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, იმისათვის, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, მნიშვნელოვანია, შედგეს კონსენსუსის პლატფორმა, სადაც ერთობლივად გადაწყდება, როგორი უნდა იყოს ამ საუბრების შემდეგი ეტაპი, უცხოელებთან ერთად თუ ქართული - „გარედან, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა და მონდომება, არ აქვთ ამ პროცესის შიგნიდან გაგება, რომ მართონ მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი“... ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია და ამისთვის აუცილებელია დაიწყოს ერთმანეთთან საუბარი. „ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც ოდენობით მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. ამით არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, თუნდაც ეს ერთად დგომა, თუნდაც პოზიტივი არის მე მგონი და პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან ძლიერ განიცდის დღეს უკვე ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა რეალურად ჩვენი ქვეყანა, გააჩერა და პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. ამდენად ამ პროცესის დაწყება არის დროული და გეტყვით, რატომ არის დროული. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო. დრო არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტის სასახლეში მიღებას პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი დაესწრო. მათ შორის იყვნენ, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები.

ევროპარლამენტის რეზოლუცია: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნის მიმართ მუქარა

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების თავმოყრას გმობს და რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნის მიმართ მუქარა, წერია ევროპარლამენტის შესაბამის რეზოლუციაში, რომელიც 548 ხმით 69-ის წინააღმდეგ მიიღეს. ტექსტის თანახმად, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რუსეთი მკაცრად გააფრთხილოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება არამხოლოდ მიუღებელია, არამედ მას მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი ექნება. მისივე მიხედვით, სანქციების ნებისმიერი ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს SWIFT-ის გადახდის სისტემიდან რუსეთის გარიცხვას. რეზოლუციის ავტორების შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ „მკაცრ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ უნდა დაელოდონ. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.

აშშ-მ საქართველოში მოქმედ სამ კომპანიას სანქცია დაუწესა

დღეს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული და საგარეო ინტერესების მიმართ საფრთხეების გამო, ბიოტექნოლოგიის და აშშ-ის სხვა ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად, ზომები მიიღო. სიაში მოხვდა საქართველოში მოქმედი სამი კომპანია: Gensis Engineering-ი, ROV Solutions-ი და SAEROS Safety ERO Company-ი. კერძოდ, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ BIS-ი ზომებს იღებს ჩინეთში, საქართველოში, მალაიზიასა და თურქეთში მოქმედი სუბიექტების წინააღმდეგ, ირანის სამხედრო პროგრამებში ამერიკული პროდუქციის მოხვედრის ან ასეთი მცდელობისთვის. BIS-ის ეს ქმედებები განხორციელდა 2018 წლის ექსპორტის კონტროლის რეფორმის აქტისა და მისი განმახორციელებელი რეგულაციების, ექსპორტის ადმინისტრირების რეგულაციების (EAR) ფარგლებში. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც BIS-ი იყენებს, რათა შეზღუდოს EAR-ს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი და ქვეყანაში გადაცემა იმ პირებზე (ფიზიკები, ორგანიზაციები, კომპანიები), რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ იყვნენ ჩართულნი, ან წარმოადგენენ ასეთი ჩართვის მნიშვნელოვან რისკს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში.

დანია ევროკავშირში პირველია, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა

დანიამ Merck-ისა და Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ წარმოებული ანტივირუსული პრეპარატი დაამტკიცა, რომელიც კორონავირუსის სიმპტომების მქონე რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის, მათ შორის მოხუცებისთვის გამოიყენება. სკანდინავიის ქვეყანა გახდა პირველი ევროკავშირში, რომელმაც დაამტკიცა ანტივირუსული მოლნუპირავირი. აბი ჯერ კიდევ განიხილება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ. დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველია, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ 4 ნოემბერს დაამტკიცა. ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში Merck-მა განაცხადა, რომ წამლის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა წარმატებით დაასრულა და გაირკვა, რომ აბები მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების საფრთხეს დაახლოებით 50%-ით ამცირებს და მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი 5-დღიანია. კაფსულის სახით, ეს არის პირველი, პერორალური წამალი, რომელიც კოვიდინფექციას ებრძვის. Molnupiravir-ი ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში, ინოვაციური კომპანიის, Drug Innovation Ventures at Emory (Drive)-ის მიერ, Merck-თან პარტნიოორობით შეიქმნა. COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომლის დამტკიცება კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციას შეამცირებს და ინფექციას სახლში მართავს

დღეიდან ღამის კლუბები იხსნება

დღეიდან ღამის კლუბები იხსნება. „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ღამის კლუბები ფუნქციონირებას ქვეყნის მასშტაბით დღეიდან თითქმის ორ წლიანი დახურვის შემდეგ განაახლებენ. „17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება. მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე, შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე“, - წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ

17 დეკემბერს პარლამენტი იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენს. იუსტიციის მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. აღნიშნული ფორმატის შესაბამისად, რატი ბრეგაძე პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს და დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს. იქნება პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლები. პარლამენტმა 16 დეკემბრის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მოუსმინა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“​ ქვეყანაში უფრო სწრაფად გავრცელდება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“​ ქვეყანაში უფრო სწრაფად გავრცელდება, რაც აუცრელებს მძიმე შედეგებით ემუქრება. ჯო ბაიდენმა მოუწოდა მოქალაქეებს, სწრაფად გაიკეთონ ვაქცინის მესამე დოზა, რათა ზამთარში მოსალოდნელი მძიმე შედეგი თავიდან იყოს აცილებული. „ჩვენ გველოდება მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა ზამთარში. თუ აცრილი ხართ და დამატებითი დოზა გაიკეთეთ, მაშინ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაცული იქნებით“, – განაცხადა ბაიდენმა ამჟამად „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები ამერიკის 36 შტატშია აღრიცხული.

NATO: მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი

NATO მხარს უჭერს ყველა ქვეყნის უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევების გარეშე. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. საბჭოში შეშფოთებულები არიან უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების არაპროვოცირებული და გაუმართლებელი მობილიზაციის გამო დამოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ განმუხტოს სიტუაცია. „ჩვენ სერიოზულად ვაფასებთ არსებული სიტუაციის შედეგებს ალიანსის უსაფრთხოებისთვის. ყოველთვის გვექნება შემართული რეაგირება ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებაზე, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის პოზიციების გაძლიერებით, თუ ეს საჭირო გახდება. NATO მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას ალიანსის ყველა წევრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ NATO მზადაა რუსეთთან გონივრული დიალოგისთვის. „ჩვენთვის ცნობილია რუსეთის წინადადებები, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას ეხება. რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა წარიმართოს ორმხრივ საფუძველზე, რუსეთის ქმედებების გამო NATO-ს შეშფოთების გათვალისწინებით, ასევე უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებსა და დოკუმენტებს და გაიმართოს NATO-ს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციით. თუ რუსეთი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად, ჩვენ მზად ვართ ნდობის ნდობის განმტკიცების ზომებზე სამუშაოდ. ეუთო ასევე არის რელევანტური პლატფორმა“, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში. შეგახსენებთ. რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ითხოვს NATO-სთან საგნობრივი დიალოგის დაწყებას, რომელიც რუსეთისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების გაცემას ითვალისწინებს. მოსკოვის კონკრეტული წინადადებები ამ კვირაში რუსეთსა და ბრიუსელში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდს გადაეცა.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2979 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 937 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 881 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 056 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.21%, ბოლო 14 დღის - 7.26% ხოლო 7 დღის - 6.76%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 470 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 852 560. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 971 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა, აჭარა - 229, იმერეთი - 493, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 207, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი - 137, მცხეთა-მთიანეთი - 81, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 624 საიდანაც: 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 317, აჭარაში - 497, იმერეთში - 1 236. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 447 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 577, აჭარაში - 118, იმერეთში - 437. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პაციენტი, მათგან თბილისში - 172 აჭარაში - 30, იმერეთში - 32. 1 107 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 263 - აჭარაში. 31 719 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 240 ადამიანი.

ამირან გამყრელიძე: "ომიკრონის" დაახლოებით ათზე მეტ საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ

"დაახლოებით ათზე მეტი საეჭვო შემთხვევა არის კვლევაში" - NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ომიკრონის შტამი ქვეყანაში უკვე ცირკულირებდეს. ლუგარის ლაბორატორიის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. "ეს შემთხვევები საეჭვო იყო იმ ჩვენი პროტოკოლით, რაც შევიმუშავეთ, საეჭვო შემთხვევები სხვადასხვა ლაბორატორიიდან მოდის. დღეს შემიძლია, თქვენ რომ გელაპარაკებით, ვთქვა, რომ ნამდვილად, ამ საათისთვის არ გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული ომიკრონის შემთხვევა, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ უკვე ცირკულირებდეს ქვეყანაში" - განაცხადა გამყრელიძემ. კორონავირუსის ახალი ვარიანტი "ომიკრონი" პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. "ომიკრონის" მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

თამარ გაბუნია: "ომიკრონის" რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა, ახალი შტამი არ დაფიქსირდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არ არის. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა, ახალი შტამი არ დაფიქსირდა. „რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ. შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით დაკვირვებას”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით არ იცის, ვინ იქნება. კითხვაზე, დარჩება თუ არა ის მინისტრის მოადგილის პოსტზე, თამარ გაბუნია ამბობს: “ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. დაველოდებით ახალ მინისტრს”. “უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილი თვის ბოლომდე გახდება”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები: მსოფლიოს ჯანდაცვისთვის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი უდიდესი გამოწვევაა

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აცხადებენ, რომ ამჟამად, მსოფლიოს ჯანდაცვისთვის უდიდესი გამოწვევა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტია და ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. „დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ღრმად შეშფოთებული მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეს მოვლენები უნდა განიხილებოდეს, როგორც უდიდესი საფრთხე გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ახლა, მჭიდროდ თანამშრომლობა, მონიტორინგი და მონაცემების გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე", - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს დიაგნოსტიკის, ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების გლობალურ ხელმისაწვდომობაზე, რათა ებრძოლონ მის გავრცელებას. ”მინისტრები ასევე შეთანხმდნენ „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის კამპანიებისა და რეგულარული ტესტირების გაფართოების მნიშვნელობაზე”, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ ამერიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს.

ირაკლი ზარქუა: შერიგების თემა იმაზე თუ გადის, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვუშვათ, ეს ჩემთვის მიუღებელია

შერიგების თემა თუ გადის იმაზე, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, შეუძლებელია, ქართველი ადამიანი შერიგების წინააღმდეგი იყოს. „ჩვენი მრწამსი, ქრისტიანობა, კულტურა სწორედ შემწყნარებლობაზე, შენდობასა და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე დგას. „ნაციონალურ მოძრაობას“ შერიგება ჰგონია, რომ ის, რაც ხდებოდა, უნდა დავივიწყოთ და მიშა გამოვუშვათ ციხიდან. ეს არ არის სწორი დეფინიცია, არც შერიგების სამართლიანი დეფინიცია. არასწორად ესმით შერიგების დეფინიცია. მე ასე მესმის, რომ იმის მიუხედავად, მოსახლეობას ატერორებდნენ, მწვალებლობა, მთელი ამბები იყო, ვსხედვართ კომიტეტებში, გვაქვს სჯა-ბაასი და რიგ შემთხვევებში, მათ ინიციატივებსაც კი მხარს ვუჭერთ. ამიტომ ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს“, – აღნიშნა ზარქუამ. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას და ოპოზიციას შერიგებისკენ მოუწოდა. "დროა, გამოვიდეთ ამ რაღაც „ახალგაზრდული ჯახიდან“, გადავიდეთ უფრო დამწიფებულ, ახალ პოლიტიკაზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები დაცული იქნება? ვერ იქნება

"პირველი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით დაშვებულია ყველა ღონისძიების ჩატარება „რეგულაციების დაცვით“, ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები დაცული იქნება? ვერ იქნება", - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა. ამასთან, ბურჯანაძის განცხადებით, რესტორნებისთვის დაწესებული რეგულაციების კონტროლი არ ხორციელდება. „ჩვენი მოთხოვნა არის „მწვანე ზონა“ დარჩეს, ოღონდ იმ პირობით, რომ მას უსაფრთხოდ შეეძლოს იმ ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დღეს აკრძალულია. 1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით დაშვებულია ყველა "ივენთის" და ღონისძიების ჩატარება „რეგულაციების დაცვით“. ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები იქნება დაცული? ვერ იქნება. რეგულაციების დაცვის კუთხით გვაქვს ქაოსი, ზოგიერთი ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით არ იცავს რეგულაციებს. ზოგი შემალულად არ იცავს, ზოგიც ამბობს და არ იცავს და ასეთი ქაოტური ვითარება გვაქვს. არავინ არის ამის გამაკონტროლებელი. დღეს ერთი დღით თუ ვიღაც დაიცავს რეგულაციას, ხვალ მერწმუნეთ, რომ ამის დაცვის რეალობა არ გვექნება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

სალომე სამადაშვილი: პრეზიდენტს სურს, დაიწყოს ინდივიდუალური შეხვედრები და მზად ვარ, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღო

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სურს, დაიწყოს ინდივიდუალური შეხვედრები და მზად ვარ, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან ის ადამიანებიც, რომლებიც გუშინ ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე არ იმყოფებოდნენ. „ალბათ, ამ ეტაპზე, მოლოდინებზე საუბარი რთულია, რადგან „ქართული ოცნების“ გზავნილები მოვისმინეთ და ეს განცდას არ მიჩენს, რომ მათ ესმით, ქვეყანაში მწვავე კრიზისის შესახებ და რომ აქედან გამოსვლის გზა არის სწორედ მოლაპარაკებები. ჩემთვის იმედის მომცემია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ხაზგასმით თქვა, რომ არანაირი წინაპირობები არ არსებობს, ეს პროცესი უნდა იყოს ღია და წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს. ჩემი განწყობა იგივეა. ვნახეთ, რომ მესამე პრეზიდენტი ინიციატივას პოზიტიურად გამოეხმაურა. იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ წინაპირობების გარეშე მზად არის, ამ პროცესში შემოვიდეს, თუ ეს პროცესი საბოლოოდ შედგება. ამ ეტაპზე, ამ მზაობას „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ ვხედავ. „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლეში მოსული არ იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ვნახეთ, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პროცესს, რომელიც ზურაბიშვილმა დაიწყო. კობახიძის გზავნილები აცდენილია ინ სულისკვეთებას, რომლითაც გუშინ მიღება გაიმართა. თუ „ქართული ოცნება“ საკუთარ დამოკიდებულებას გადახედავს, ალბათ, შანსი არის თეორიული, რომ ამ პროცესმა ლოგიკურ და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს. პრეზიდენტს სურს, დაიწყოს ინდივიდუალური შეხვედრები, მზად ვარ, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღო. გუშინ ვინც იყო და არ იყო, მზად არიან, ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.