ძებნის რეზულტატი:

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, USAID აფასებს ISFED-თან ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან „მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად. მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას“, - აღნიშნულია USAID-ის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე: მე-10  მოწვევის პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ძალები, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დასავლეთს

„მე-10 მოწვევის პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ძალები, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დასავლეთს, დასავლურ ღირებულებებს და ინსტიტუტებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "დღის ქრონიკა". „ეს არის კლასიკური ნიმუში ანტიდასავლური პროპაგანდის, რომელიც წარმოებს პარტიული ტელევიზიების ეთერში. ისინი ცდილობენ ანტიდასავლური სენტიმენტების გაღვივებას ჩვენს საზოგადოებაში, რაც არ გამოუვათ. საქართველოში პროდასავლური კურსის მომხრე მინიმუმ 80 %-ია საზოგადოების. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკური ძალების („ევროპული საქართველოს“, „ნაცმოძრაობის“, ბურჯანაძის და ა.შ) შანსი ნულოვანია. აქედან გამომდინარე, მათ თვითგანადგურების რეჟიმი აქვთ ჩართული, ეს კარგია იმისათვის, რომ ქართული დემოკრატია ჯანსაღი ფორმით ჩამოყალიბდეს და განვითარდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პროცესები კარგად ვითარდება და შედეგად ისეთ პარლამენტს მივიღებთ უახლოეს მომავალში, რომელიც სჭირდება ჩვენი დემოკრატიულ სისტემის გავითარებას. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პოლიტიკური ძალების თვითმიზანი მოლაპარაკებების ჩაშლაა, მათ შეიცვალეს საგარეო პოლიტიკური ორიენტირი და ვექტორი. „მეათე მოწვევის პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ძალები, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დასავლეთს, დასავლურ ღირებულებებს და ინსტიტუტებს. მაგრამ უნდა ვიყოთ პარტიები, რომლებიც ემიჯნებიან ასეთ პოლიტიკას და რუსულ ვექტორს. შესაბამისად, ეს ლუსტრაცია საბოლოო ჯამში განხორციელდა და საბოლოო ჯამში, პარლამენტში ჩამოყალიბდება ჯანსაღი, მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც ირაკლი კობახიძის აღნიშნა, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმის უკან გაკოტრებული პოლიტიკოსი გიგა ბოკერია დგას.

სასამართლომ ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებულის ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ არ დააკმაყოფილა. ბიძინა ესებუას ერთ-ერთი ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თქმით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე ცალკე წარმოებაში არ მიიღო და ის ბადრი ესებუას საქმესთან გააერთიანა. „სამწუხაროდ, ამ პირზე ზეწოლა ხორციელდება, რომ მისი ძმა ჩაბარდეს პოლიციას. ამ საქმეზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დარღვევა. სასამართლომ კვლავ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რაც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. არც ერთი გონიერი ადამიანი მსგავს საქციელს არ ჩაიდენს, როდესაც ხორციელდება მისი ოჯახის თვალთვალი. ჩვენი შუამდგომლობა იყო, არ შეეფარდებინათ აღკვეთის არც ერთი სახე, თუმცა ალტერნატივის სახით, დავაყენეთ გირაოს შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით. სასამართლომ ჩვენი არც ერთი პოზიცია არ გაიზიარა”, - განაცხადა სოსო ჯანაშიამ. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. შეგახსენებთ, ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბიძინა ესებუას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2021 წლის 20 იანვარს ჩაინიშნა.

პირველი ამერიკელი, რომელმაც საჯაროდ გაიკეთა ვაქცინა

ნიუ-იორკში, მედდა გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც საჯაროდ გაიკეთა კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. კრიტიკული თერაპიის სპეციალისტისს, სანდრა ლინდსისს ინექცია ლონგ აილენდის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარდა. პირველი ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

დონალდ ტრამპი: ვულოცავ აშშ-ს, ვულოცავ მსოფლიოს

„პირველი ვაქცინა გაკეთდა. ვულოცავ აშშ-ს! ვულოცავ მსოფლიოს!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე. აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამოყენება დაიწყო. როგორც The Independent-ი ავრცელებს, ნიუ-იორკში, მედდა გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც საჯაროდ გაიკეთა კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინა.

მონასტერთან არსებულ ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში სასათბურე მეურნეობა მოეწყო

თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრში სასათბურე მეორნეობა მოეწყო. ინფორმაციას თურქეთის საელჩო ავრცელებს. თავშესაფარით 80-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, მათ შორის 19 ბავშვი. სასათბურე მეურნეობის გახსნას 15 დეკემბერს, 14:00 სთ -ზე დაესწრებიან თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფათმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი, ასევე თავშესაფრის მესვეურები და მეგობრები. ა(ა)იპ „წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი„ შერეული ტიპის თავშესაფარია, სადაც იმყოფებიან შრომისუუნარო, რემისიაში მყოფი სხვადასხვა ფსიქონერვული პათოლოგიების მქონე ადამიანები, მოხუცები, გამონაკლისის სახით - მარტოხელა დედები, ყოფილი ქუჩის ბავშვები და სხვადასხვა საჭიროების ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) დახმარებით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარების სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო 504 მ2 მარწყვისა და 202,5 მ2 მწვანილის სათბური. პროექტი ხელს შეუწყობს ძეგვის სოციალური ცენტრის ბენეფიციარების სამეურნეო-ეკონომიკურ აქტიურობას. მუდმივი შემოსავალი უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობას; სათბურების მუშაობისათვის აუცილებელი თესლი/ჩითილები, სასუქი და სამუშაო იარაღების შესყიდვა მიღებული შემოსავლით იქნება შესაძლებელი. დასაქმებულ ბენეფიცირთა ნაწილი ქალია, რაც მშვენიერი მაგალითია გენდერული თანასწორობისა და ახალისებს ქალთა აქტიურობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით.

მიხეილ სააკაშვილი: იმედი მაქვს, ოპოზიცია სწორად დააწყობს გეგმებს

„იმედი მაქვს, ოპოზიცია სწორად დააწყობს გეგმებს, სწორ კოორდინაციას გააკეთებს და გააგრძელებს ამ ერთიანობას“ - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა facebook live-ის ეთერში. რაც შეეხება არჩევნებს, მისი თქმით, ის ფაქტი, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ ყველამ გაიგო, ივანიშვილისთვის დიდი კრახია. „ჩვენ მეორე მხარეს გვყავს ცბიერი მოწინააღმდეგე, მაგრამ ძალიან ჩამოშლილი. ბევრი კოზირი გაუცუდდათ. ყველამ გაიგო, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს კი ივანიშვილისთვის დიდი კრახია. მან იდეოლოგიური ბრძოლა მთლიანად წააგო. ახლა ყველაფერი ტექნიკის საკითხია და ტექნიკა ჩვენი გამოსამუშავებელია“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი შეეხო ელჩების თემასაც. მისი აზრით, საქართველოს პრობლემა იმაშია, რომ პრაქტიკულად საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ახლა მიიღება ძალიან დაბალ დონეზე. „ჩვენი გამარჯვების გასაღები არის ჩვენს ხელში. ის არ არის არც ერთ უცხოურ დედაქალაქში. რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ უცხოელებთან, უნდა ავუხსნათ რა მოხდა სინამდვილეში. მე ადრე ვიღებდი ყურმილს და ნებისმიერ დროს ვურეკავდი ამერიკის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, ამათ ახლა ვინმეს რომ დაურეკონ, თვეობით უნდა იდგნენ რიგში. ახლა საქართველოს მიმართ იმდენად დაბალი ინტერესია, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ძალიან დაბალი დონით. ამიტომ მათზე ენერგიის ხარჯვას არავის ვურჩევ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე“. მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან მნიშვნელოვანია. საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ იარსებებდა რომ არა ამერიკის პირდაპირი ჩარევა 2008 წელს, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაგზავნა ამერიკის მე-6 ფლოტი და რუსეთს შეაწყვეტინა საქართველოს დაბობვა. „კამპანიების აგორება იმაზე, რომ გაიწვიონ ან გამოიწყვიო ელჩი, არაფერს მოგვცემს. ელჩი არის შემსრულებელი, როცა არის პოლიტიკური დაკვეთა. შეიძლება იყოს უკეთესი ელში, ან შეიძლება იყოს უარესი. ზოგიერთი ელჩი შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი, ზოგიერთი - არა. საბოლოო ჯამში, თუ არის რამე პოლიტიკა დედაქალაქების დონეზე, ეს ელჩები ამაზე რეაგირებენ. თუ პოლიტიკა არ არის, ადგილზე თავისთვის იღებენ გადაწყვეტილებას. არ შეიძლება გამოირიცხოს ლობიზმის ელემენტები, მაგრამ ჩვენ ამაზე არ უნდა დავიციკლოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ჯანმომ ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ინიციატივა დააანონსა, სახელწოდებით „Global Youth Mobilization for Generation Disrupted“, ახალი ახალგაზრდული მოძრაობა მიიღებს მონაწილეობას „ჯანმოს“ სამიტში, რომელიც გაიმართება მომავალი წლის აპრილში. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. WHO-ს გენერალური ლიდერის თქმით, ახალი ორგანიზაცია იქნება მობილიზებული ახალგაზრდების ჩართულობაზე, ისევე როგორც პანდემიასთან განმკლავებაში, ასევე ზოგადად მსოფლიოში არსებულ ჯანდაცვის საკითხებზე. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, კოვიდის საწინააღმდეგო ყველაზე გრძელვადიანი და ეფექტური ნაბიჯი იქნება უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის შექმნა იმ ქვეყნებში, სადაც ეს ყველაზე საჭიროა. ამასთან, გაამახვილა ყურადღება ბევრ ქვეყანაში სანიტარული პირობების არასებობაზეც. „აფრიკის ძალიან ბევრ საავადმყოფოში ფიზიკურად არ არსებობს შესაძლებლობა, რომ სამედიცინო პერსონალმა წესისამებრ დაიმუშაოს ხელები“.მ ბრიფინგი ტედროს ადანომ გებრეისუსმა სასიხარულო ინფორმაციით დაასრულა. როგორც მან თქვა, კანადა გაწევრიანდა „Covax”-ის ინიციატივაში და ამგვარად ისინი დაეხმარებიან განვითარებად ქვეყნებს ვაქცინის მიღებაში, რის გამოც მან მადლობა გადაუხადა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯანსტინ ტრუდოს.

დავით სერგეენკო: არანორმალური ვითარებაა, ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია

"ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“. დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო ცხოვრებაში. “ჩემი აზრით, ეს არამარტო არასასიამოვნო, არამედ არასწორი და არანორმალური ვითარებაა. ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია, როგორც თემატურ საკითხებზე იგივე თუნდაც ჯანდაცვაზე მსჯელობისას, ასევე ზოგადად პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის. მე მართლაც იმედი მაქვს იმის, რომ ის სივრცე, რაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოლაპარაკებისთვის და კონსესუსის მიღწევისთვის ოპოზიციის მიერ სწორად იქნება გამოყენებული; თუნდაც მათი ნაწილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო ცხოვრებაში. სხვა მხრივ, ეს არ იქნება ოპტიმალური ფუნქციონირება ასეთი მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუტისა“,-აცხადებს სერგეენკო. სერგეენკო აცხადებს, რომ არ არის იმის ფუფუნება თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ამის გამო საკანონმდებლო ორგანომ ფუნქციონირება შეწყვიტოს. „ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ნორმალური ფუნქციონირება. არ იქნება პარლამენტის სრული სიმძლავრის გამოყენება იმ ქვეყანაში, სადაც პარლამენტი არის პირველი მნიშვნელობის ინსტიტუცია. მეორეს მხრივ, ჩვენ იმდენი გამოწვევები გვაქვს სახეზე, რომც გაქრეს კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკური ვარდნა გლობალური და მათ შორის ჩვენი ქვეყნის დამანგრეველი იქნება, თუ მთავრობამ არ გააგრძელა ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობ, იმის ფუფუნება რომ დისკომფორტის გამო, რადგან ოპოზიცია არ შემოვა, შევწყვიტოთ ფუნქციონირება, ამის საშუალება არ გვექნება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა

რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აღნიშნული ინფორმაციას შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში განაცხადეს. „ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთმა რუსეთისგან С-400-ის სისტემა შეიძინა. თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსთვის დაწესებული დღევანდელი სანქციები ცხადყოფს, რომ აშშ სრულად განახორციელებს „სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონს. აე მოვითმენთ რუსეთის თავდაცვის სექტორთან მნიშვნელოვანი გარიგებების დადებას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ. „სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონის ფარგლებში აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს, მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირსა და თურქეთის კიდევ სამ მოქალაქეს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, აშშ-ის განზრახვა, რუსული С-400-ის შეძენის გამო თურქეთს სანქციები დაუწესოს, ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორის უპატივცემულობაა. „თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. ამერიკაც ნატოს წევრი სახელმწიფოა. თურქეთი ალიანსის წამყვანი ქვეყნების ხუთეულში შედის. თუ ადრე ტრამპი ან ობამა ამბობდნენ, რონ ნატოში ისეთი ქვეყანაა, როგორიც თურქეთია, ახლა აშშ სანქციებზე საუბრობს. ეს ნატოს ფარგლებში პარტნიორის უპატივცემულობაა. მე ამას ასე ვხედავ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტო.თურქეთი საჭირო ნაბიჯებს გადადგამს აშშ-ის მიერ ცალმხრივად დაწესებული სანქციების წინააღმდეგ. „თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს და შექმნილი სიტუაციის დარეგიულირება დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოხდეს. თურქეთი თავს არ შეიკავებს ისეთი ზომების მიღებისგან, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თავისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი ვაშაძე: უკეთესი იქნება, თუ სააკაშვილი ცოტა ხანი გაეშვება ამ პროცესებს

"იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით იკავებს, სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, უფრო უკეთესი იქნება, ცოტა ხანი თუ გაეშვება ამ პროცესს, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში „360 გრადუსი". როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სააკაშვილი რადიკალური განცხადებები პროცესის განვითარებას ხელს არ უწყობს. „როგორც მინიმუმ, მე ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი რადიკალური განცხადებები ნამდვილად არ უწყობს ხელს პროცესის განვითარებას და მე სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რასაც ის იკავებს ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე. უფრო უკეთესი იქნება, ცოტა ხანი თუ გაეშვება ამ პროცესს და მისცემს საშუალებას საქართველოში მყოფ მის თანაგუნდელებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ინგლისში კორონავირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა

ინგლისში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ინგლისის ზოგიერთ მხარეში უფრო სწრაფად ვრცელდება. - აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა თქვა, სულ მცირე 60 სხვადასხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს კოვიიდური ინფექციები, რომლებიც ახალი სახით არის წარმოდგენილი. მათ ამის შესახებ აცნობეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და ბრიტანელი მეცნიერები დეტალურ კვლევებს აკეთებენ. ”ამჟამად ამ ვირუსის 1000 – ზე მეტი შემთხვევა გამოვავლინეთ, ინგლისის სამხრეთ ნაწილში. თუმცა შემთხვევები გამოვლენილია ადგილობრივი თვითმმართველობის თითქმის 60 სხვადასხვა უბანში.ჩვენ არ ვიცით როგორ და რატომ გავრცელდა ეს ვირუსი, მარამ დროულად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები." - ნათქვამია ჯანდაცვის მდივნის განცხადებაში. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. „ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს მუტაცია განსხვავებულად იქცევა. თუმცა, სიტუაციის შეფასებაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყურადღებით ვაკვირდებით, ექნება თუ არა მუტაციას ცვლილებები, რამაც შეიძლება ანტისხეულები გაანეიტრალოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ.

პოლიციამ ნიუ-იორკის საკათედრო ტაძარში შეიარაღებული კაცი მოკლა

ნიუ-იორკის საკათედრო ტაძართან ცეცხლის გახსნის შემდეგ პოლიციამ შეიარაღებული კაცი მოკლა.- ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოფიცრების თქმით, შემთხვევა კვირას, მანჰეტენში, წმინდა იოანეს საკათედრო ტაძარში, საშობაო კონცერტის მსვლელობისას მოხდა. როდესაც ტაძარში შეიარაღებული პირი შევიდა და გაისროლა, ამის შესახებ საკათედრო ტაძრის თანამშრომლებმა Facebook- ზე დაწერეს. მოკლული კაცი, რომელიც სროლის დაწყებისთანავე ყვიროდა - "მომკალით" - იდენტიფიცირებული არ არის. ინციდენტის დროს ტაძარში ხალხი იმყოფებოდა, მაგრამ მათგან არავინ დაშავებულა.

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ვაშაძემ "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიის გარშემო და მის შიგნითაც ოდიოზური ფიგურები გამოჩდნენ. ის აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო . განცხადებას უცვლელად გთავაზოთ „მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები. არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგით, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას. ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს! პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან კერძო საუბრებში მათზე თავად პარტიის წევრები საუბრობენ. ჩემთვის უმცირესობაში ან საერთოდ მარტო დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს. შეიძლება ვცდები. მივენდოთ მომავალს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალი ძალიან მალე განგვსჯის. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებთან - არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა. არ ვაპირებ ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქ-შოუებში მონაწილეობას. პარტიის წევრებს ვემშვიდობები სიყვარულით, და ვუსურვებ მათ ძალიან მალე მიეღწიოთ ნანატრი გამარჯვებისთვის!“- წერს გრიგოლ ვაშაძე.

ჰოლანდიამ, სტუმრების მიღებაზე ზღვარი დააწესა

ჰოლანდიაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს განცხადებით, ქვეყანაში არააუცილებელი პროდუქტით მოვაჭრე მაღაზიები, მუზეუმები და სპორტდარბაზები დღეიდან 19 იანვრამდე დაიხურება, სკოლები და უნივერსიტეტები კი ოთხშაბათიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, სტუმრად დღის განმავლობაში 13 წელს გადაცილებული მაქსიმუმ ორი ადამიანი მიიღონ, შობის დღეებში, 24-დან 26 დეკემბრამდე, ეს შეზღუდვა შედარებით მსუბუქდება და ოჯახებს სამი ადამიანის სტუმრად მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

ცესკომ ექვსი პარტიის საარჩევნო სიები გააუქმა

საქართველოს ცენტრალურმა სააარჩევნო კომისიამ ექვსი ოპიზციური პარტიის საარჩევნო სიები ოფიციალურად გააუქმა. პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, ცესკოს პარტიებმა თავად მიმართეს, რის საფუძველზეც უწყების თავმჯდომარემ შესაბამისი განკარგულება გასცა. საარჩევნო სიები გააუქმეს შემდეგმა პარტიებმა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძალა ერთობაშიამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მიმართა. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩვევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და პარალემნტში შესვლაზე უარი ახლა უკვე ოფიციალურად განაცხადეს

საქართველო და ევროკავშირი ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომას გამართავენ

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მეექვსე სხდომა დღეს დისტანციურად გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას, როტაციის პრინციპის შესაბამისად, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი წარუძღვება. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი უხელმძღვანელებს. სხდომაში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროკომისია და საქართველოს სამთავრობო უწყებები მიიღებენ მონაწილეობას. უწყების ცნობით, ასოცირების კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, კერძოდ კი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის მიმდინარეობა განიხილება. განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოში ასოცირების დღის წესრიგით სხვადასხვა სფეროში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები, ასევე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით თანამშრომლობა ვაჭრობის, ტრანსპორტის, კავშირების, ენერგეტიკის და განათლების სფეროებში. კომიტეტის სხდომაზე ასევე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხება „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავების პროცესში თანამშრომლობას და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დახმარებას. მხარეები ისაუბრებენ 2021 წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელმაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ახალი მიზნები უნდა განსაზღვროს.

ჯო ბაიდენი არჩევნებში მისი გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცებას ეხმაურება

ჯო ბაიდენი აშშ-ს ელექტორალური კოლეგიის მიერ მისი გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს რომ „ახალი ნაბიჯების გადადგმის დროა“. ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით „ ხალხის ნებამ გაიმარჯვა“, მან დაგმო პრეზიდენტ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა. აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კოლეგიის გადაწყვეტილებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, მან საკუთარ Twitter-ის გვერდზე განაცხადა აშშ-ს გენერალური პროკურორის გადადგომის შესახება. დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა ნოემბრის არჩევნებში 306 საარჩევნო კოლეგიის ხმით, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ.

მოკრძალებულად აღვნიშნოთ ახალი წელი - თენგიზ ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, შეზღუდვების მოხსნამ შესაძლოა, გამოიწვიოს ეპიდვითარების გაუარესება, ხოლო იმისათვის, რომ ასე არ მოხდეს, მოსახლეობამ რეკომენდაციები უნდა დაიცვას. "ერთია აკრძალვა და მეორეა თვითშეგნება. თვითონ უნდა დაუწესონ თავის თავს გარკვეული აკრძალვა. ყველას გვინდა ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებს არ გვინდა წავართვათ, მაგრამ მთელ მსოფლიოშია ახლა ლოზუნგი, რომ ეს ახალი წელი იყოს შედარებით შეზღუდული. ნუ იქნება პომპეზური, ნუ იქნება ფართე. აღვნიშნოთ მხოლოდ ოჯახურ წრეში. არ არის აუცილებელი გაზრდილი მობილობა, მისვლა-მოსვლა, თუნდაც საჩუქრების ყიდვა. შემოვიფარგლოთ, უფრო მოკრძალებულად და ასეთ შემთხვევაში, ის არ მოახდენს გავლენას ამ ეპიდვითარებაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მერია საახალწლო გალა-კონცერტზე 0.5 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს

თბილისის მერია 2021 წლის შესახვედრად საახალწლო კონცერტის ჩატარებას გეგმავს. კონცერტის ღირებულება 491 ათასი ლარი იქნება და მას მერია ქვეყანაში არსებული "ლოქდაუნის" მიუხედავად გამართავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, მერია ამ მომსახურების შესყიდვას გამარტივებული გზით გეგმავს. შესყიდვის განაცხადში მითითებულია, რომ კონცერტმა მოქალაქეებს საახალწლო განწყობა უნდა შეუქმნას. "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წლის შესახვედრად და დედაქალაქში საზეიმო განწყობის შესაქმნელად ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და შესაბამისი რეგულაციების დაცვით საახალწლო კონცერტის ჩატარებას გეგმავს, რომლის ნახვის საშუალება საზოგადოებას პირდაპირი ეთერის მეშვეობით ექნება. 31 დეკემბერს, თემატურად დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი, მაყურებლის გარეშე პირდაპირი ეთერის საშუალებით გაიმართება. საახალწლო გალა კონცერტის კონცეფცია ეფუძნება წლის მოვლენას - სახლების აივნებზე, ტერასებზე, სახურავებსა და ფანჯრებიდან მოწყობილი პერფორმანსების იდეას. სცენის დეკორაცია მოწყობილი იქნება, როგორც რამდენიმე სართულიანი აივნებიანი, ტერასებიანი სახლი. აივნებზე, ტერასებზე, ფანჯრებიდან შესრულდება მუსიკალური ნომრები პირდაპირ ეთერში. პარალელურად იქნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა უბნებიდან, ქალაქებიდან სხვადასხვა შემსრულებლების ტერასებიდან, აივნებიდან და ფანჯრებიდან.კონცერტში მონაწილეობას 30-მდე სოლო შემსრულებელი, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები, მსახიობები მიიღებენ. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ტერასებიდან. ჩართვებში გამოჩნდებიან რიგითი მოქალაქეებიც და ე.წ. ცნობადი სახეები", - ნათქვამია განაცხადში. მომსახურების უტენდეროდ შესყიდვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოში წარადგინა მთავრობის ადმინისტრაციის განკარგულების პროექტი, რომელიც მათ 491 ათას ლარის ღირებულების კონცერტის გამართვისთვის პირდაპირი შესყიდვის განხორციელების უფლებას აძლევს. წყარო