ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირის ელჩი საქართველოსთვის გამოყოფილი 1.5 მილიარდი ლარის შესახებ
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით საქართველოსთის გამოყოფილი 100 მილიონი ევრო, ეს არის მხოლოდ ნაწილი COVID-19-ის კრიზისის დაძლევაზე მიმართული იმ 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის უპრეცენდენტო დახმარებისა, რომლის მობილიზება ევროკავშირმა საქართველოსთვის 2020 წლის მარტიდან მოახდინა. COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის დასახმარებლად, ნოემბრის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს მაკროფინანსური დახმარების სახით 100 მილიონი ევრო (დაახლოებით 400 მილიონი ლარი) გამოუყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის ინტერვიუს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს. ინტერვიუს უცვლელად გთვაზობთ. _ ასი მილიონი ევროს მოცულობის მაკროფინანსურ დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთვის ახლახან უზრუნველყო, გთხოვთ განგვიმარტოთ თუ რას მოხმარდება ეს თანხა და რა ადგილი უჭირავს მას პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მთლიან დახმარებაში? _ მადლობა შეკითხვისთვის. ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად შეძლო დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის, ანუ საჩუქრის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი - მაქსიმალურად შეღავათიანი სესხის სახით. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც მიმდინარე კრიზისის დროს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას გამოხატავს საქართველოს მიმართ . რას მოხმარდება ეს თანხა? ჩვენი დახმარება ძირითადად ოთხ სფეროზე განაწილდება. თანხის ნახევარზე მეტი მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გაძლიერებას, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებასა და მთავრობის სათანადოდ ფუნქციონირების ფინანსურ უზრუნველყოფას. ამ მიზნით, 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ჩავურიცხეთ საქართველოს.მეორე, ევროკავშირის მხარდაჭერა პირდაპირ მიმართულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ხდება სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფა, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. მესამე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოწყვლად ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც ამ კრიზისის პერიოდში განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ამ სფეროში ჩვენ ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანების თითოეულ ამ ჯგუფს პირდაპირ მხარდაჭერას უწევენ.გარდა ამისა, ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკური მდგრადობისა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერაზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება. გამოვყავით თითქმის 250 მილიონი ლარი ბიზნესებისთვის სესხებზე წვდომის ხელშესაწყობად, აგრეთვე გრანტები ისეთი სფეროებისათვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სოფლის ეკონომიკური განვითარება, ტურიზმი და პროფესიული განათლება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მიზნები ჩვენთვის დავისახეთ და სწორედ მათ განხორციელებაზე ვმუშაობთ ახლა. _ თქვენ ახსენეთ, რომ დახმარებას ევროკავშირი და ევროპის გუნდი უზრუნველყოფენ. რა არის ევროპის გუნდი? _ გუნდს წარმოადგენს ევროკავშირი, ანუ ჩვენი 27 წევრი სახელმწიფო და ჩვენი საფინანსო ინსტიტუტები, კერძოდ კი ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ჩვენ საკუთარ თავს ევროპის გუნდს ვუწოდებთ, რადგან ამ განსაკუთრებული გამოწვევის დროს, რომელიც პანდემიამ შექმნა, მოგვიწია კიდევ უფრო მჭიდროდ გვემუშავა ერთმანეთთან სრული კოორდინირების უზრუნველსაყოფად და ძალისხმევის შედეგების გასაძლიერებლად. ერთად ვმუშაობთ, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და მსოფლიო ძალისხმევის ფარგლებში შევძელით 36 მილიარდ ევროზე მეტის მობილიზება მიმდინარე პანდემიის პირობებში მსოფლიოს დასახმარებლად. _ თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დახმარების ნახევარზე მეტი განკუთვნილია საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის კრიზისის დაძლევაზე მიმართული ძალისხმევის მხარდასაჭერად. როგორ უზრუნველყოფს ევროკავშირი იმას, რომ ეს თანხა სათანადოდ იყოს გამოყენებული? _ ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობებთან მუშაობა. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, ვინაიდან მხოლოდ მთავრობებს, მათი სამინისტროების, თანამშრომლებისა და ქვეყნის მასშტაბით არსებული უწყებების საშუალებით, აქვთ ამ მასშტაბის კრიზისის დაძლევისთვის საჭირო შესაძლებლობები. ჩვენ პანდემიის პირველი დღეებიდანვე დავიწყეთ მუშაობა საქართველოს მთავრობასთან და დავსახეთ პანდემიასთან ბრძოლის ერთობლივი პრიორიტეტები, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიზნების განსაზღვრის კუთხითაც. ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ზომებს იმისათვის, რომ ამ პროგრამის განხორციელებისა და პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის სათანადო მონიტორინგი უზრუნველვყოთ. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად სათანადო მონიტორინგის განსახორციელებლად. ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ თუ რას უნდა მოხმარდეს ჩვენი ფული. მაგალითად, ,,მდგრადობის გაზრდის შესახებ ხელშეკრულებაში“ განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული მიზნები, მაგალითად, სულ მცირე 70 000 ოჯახისთვის დამატებითი მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფა, სულ მცირე 30 000 კომპანიის მიერ პანდემიის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნების ხელშეწყობა და საავადმყოფოებისთვის სულ მცირე 150 რეანიმაციული საწოლის გადაცემა. ეს არის ძალიან კონკრეტული მიზნები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე გვაქვს კონტროლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომლებსაც მომავალშიც გამოვიყენებთ. _ ევროკავშირი საქართველოს, მათ შორის მის ჯანდაცვის სექტორს, პირდაპირ დახმარებასაც უწევს. შეგიძლიათ გვითხრათ ორიოდე სიტყვა ამის შესახებ? _ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ერთად, ჩვენ უკვე გადავეცით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი და სხვა. აგრეთვე, ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა სასუნთქი აპარატები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მე მოუთმენლად ველი. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს. ჩვენი დახმარება ნაწილდება საქართველოს 9 ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აგრეთვე 4 000-ზე მეტ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლსა და ექიმზე, რაც მათ მოვალეობის შესრულებაში ეხმარება. გარდა ამისა, ვატარებთ ტრენინგებს უსაფრთხო მუშაობის წესებზე, სტრესთან გამკლავების საშუალებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით თუ რა დატვირთვით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უწევთ მუშაობა ამ ადამიანებს და ყველა მათგანი ჩვენგან დიდ მხარდაჭერას იმსახურებს.კითხვა _ სად არის შესაძლებელი ინფორმაციის მიღება იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს პანდემიის დროს უწევს? _ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავავრცელოთ ეს ინფორმაცია. პირველ რიგში გირჩევთ ეწვიოთ ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის გვერდს. ჩვენი Facebook გვერდი ძალიან აქტიურია, ასევე, ვავრცელებთ ინფორმაციას Twitter-ის ანგარიშების საშუალებითაც.
კოვიდ-19-ის რეგულაციების დარღვევის ფაქტებმა გუშინდელთან შედარებით 132 -ით მოიმატა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 867 ფაქტი გამოვლინდა. გუშინდელი მონაცემებთან შედარებით შემთხვევბი 132 ფაქტით მეტია. გუშინ 735 ფაქტი გამოვლინდა პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 66 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 801 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
2720 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა, 46 გარდაცვლილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 2720 შემთხვევა გამოვლინდა , გარდაცვლილია 46 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვს დღეს კიდევ 3942 ადამიანი შეემატა. საერთო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში 1790 მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 158 183. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6869 პაციენტი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში - 1010, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3077. ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში Covid 19-ით- 189 726 ადამიანი დაინფიცირდა.
აშშ-ში არჩევნების გაყალბების ბრალდებით, აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
არჩევნების გაყალბბების ბრალდებით, ვაშინგტონში გამართულ საპროტეტსო აქციაზე შეტაკება მოხდა. ერთმანეთს დონალდ ტრამპის მომხრეეები და მოწინააღმდეგებიი დაუპირისპირდნენ. დაკავებულია ექვსი პირი. შეტაკების დროს ერთი სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტი ავრელებს. აქციაზე დონალდ ტრამპის მომხრეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება გააპროტესტეს და გამარჯვებული კანდიდატი არჩვენების გაყალბებაში დაადანაშაულეს. აღნიშნული აქციის პარალელურად ტრამპის მოწინააღდეგების აქცია მოეწყო, რომლის დროსაც ორი მხარე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ტრამპის მომხრეები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არ აღიარებენ და ბრძოლას განაგრძობენ.
ილჰამ ალიევი: ეუთოს მინსკის ჯგუფს ყარაბაღის პრობლემის გადასაწყვეტად არაფერი გაუკეთებია
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა 30 წლიანი კონფლიქტი ძალის გამოყენებით მოაგვარა და არა პოლიტიკური საშუალებებით. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მინსკის ჯგუფის ევროპელ და ამერიკელ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანში რუსეთის ელჩიმიხაილ ბოჩარნიკოვიდა ეუთო-ს მოქმედი წარმომადგენლის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპშიკი. „სამწუხაროდ, მინსკის ჯგუფმა არანაირი როლი არ ითამაშა კონფლიქტის მოგვარებაში. მიუხედავად ამისა რომ 28 წლიანი მანდატი ჰქონდათ. .ახლა რეგიონში სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა. ვეთანხმები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყნის მეთაურს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიად იქცა. აზერბაიჯანმა თავად გადაწყვიტა ეს საკითხი. ბრძოლის ველზე სომხეთზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჩვენ ვაიძულეთ დამპყრობელი, ეღიარებინა დამარცხება და ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც სომხეთის დანებებად მიგვაჩნია, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ფაშინიანის დიქტატორულ რეჟიმს ეკისრება“-აცხადებს ილჰამ ალიევი
ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მარტში გაიმართება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 10-11 დეკემბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე მიიღეს. გამართულ შეხედრაზე ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უდრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარებაზე, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. მოლაპარაკებების მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი მონაწილეობს, დღის წესრიგის სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების უხეში დარღვევები, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების ჩათვლით, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, რაც არ შეწყვეტილა პანდემიის ფონზეც ე.წ. „ბორდერიზაციის“, მოქალაქეთა უკანონო დაკავებების და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის სახით. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა და, რომელსაც უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის გაუსაძლის პირობებს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, მედიკამენტებზე და საარსებო საშუალებებზე წვდომის შეზღუდვამ გამოიწვია. აღინიშნა ადგილობრივი სამოქალაქო ატივისტების შევიწროების საკითხი. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ამგვარი რეჟიმის გაგრძელების მიუღებლობას, რომლის შედეგადაც ფაქტიურად მძევლად არის აყვანილი ოკუპირებული რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკანონო დაკავებები. საქართველოს დელეგაციამ კვლავ მთელი სიმწვავით დააყენა ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი; ამასთან განხილულ იქნა ირაკლი ბებუას საქმე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ მოხდეს უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივი და უპირობოდ გათავისუფლება. ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების - ერგნეთში შეუფერხებლად მუშაობის და გალში წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს დელეგაციამ კვლავ დააყენა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციისა და დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებმა განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე ტრადიციულად უარი განაცხადეს და მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვეს. ქართული მხარე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების არაპოლიტიკურ ჭრილში განხილვის აუცილებლობას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. თავის მხრივ, საქართველო ადასტურებს მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას, რათა ეფექტიანად მოხდეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტა.
კორონავირუსით ქირურგი გარდაიცვალა
კორონავირუსით 63 წლის ქართველი ქირურგი, ნუგზარ სამხარაძე გარდაიცვალა. დაღუპული კლინიკა "რუსთავის" თანამშრომელი იყო. ექიმი Сovid 19-ის მკურნალობის კურსს ერთი კვირის განმავლობაში გადიოდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა. თანხმლები დაავდებების შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. კოლეგებმა ქირურგის გადარჩენა ვერ შეძლეს ნუგზარ სამხარაძეს ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა.
საფრანგეთში 150 დემონსტრანტი დააკავეს
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ახალი კანონპროეტის გაპროტესტების მიზნით გამართულ აქციაზე 150-მდე დემონსტრანტი დააკავეს. საფრანგეთში საპროტესტო აქციები უკვე სამი კვირაა გრძელდება. პოლიციამ დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშა, რომლის დროსაც დაპირისპირება მოხდა. ახალი კანონპროექტი, რომელსაც დემონსტრანტები აპროტესტებენ, ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას კრძალავს.
ავღანეთში აფეთქებამ სამი ჯარისკაცი იმსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა. ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სამი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს. შემთხვევა ქაბულის კარიბჭესთან მოხდა. სამთავრობო გამშვებ პუნქტთან. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია
ბადრი ესებუას ძმას ბრალს რამდენიმე სათში წაუყენებენ
საქართველოს ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ ბიძნა ესებუა გუშინ დააკავეს. ბრალი ედება იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანანონო ტარება შენახვაში. დაკავებულის ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, პოლიციამ ბიძინა ესებუა ტყვედ აიყვანა და არანაირ კანონ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. „არსებობს ისეთ ვერსია თითქოს ესებუა აპირებდა მის ძმასთან კონკრეტული ნივთების მიტანას და მასზე ხორციელდებოდა თვალთვალი. თუმცა, რატომღაც თვალთვალი ბოლომდე არ განხორციელდა და დააკავეს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს რომ თვალთვალი არ ხორციელდებოდა. უბრალოდ დააკავეს. საბრძოლო მასალა მას მანქანაში არ ჰქონია და არც არავისთან აპირებდა შეხვედრას“, -აღნიშნავს იოსებ ჯანაშია გამოძიების ცნობით, ბიძინა ესებუას ძებნილ ძმასთან სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა და მისთვის ნივთების გადაცემას გეგმავდა. შსს-ს ცნობით, მანქანაში პოლიციამ 2 ხელყუმბარა, ავტომატის ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები და ტანსაცმელი იპოვა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს.
იმუნოლოგი: С ვიტანი საკვების სახით უნდა მიიღოთ და არა აბებით
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას ვიტამინების აბების სახით მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს. იმუნოლოგის ცნობით, დღეში ერთი მანდარინი და ორი ფორთოხალი სრულიად აკმაყოფილებს С ვიტამინის დღიურ დოზას და აუციელებელი არაა აბები სახით მოხდეს მისი მიღება. „როდესაც ქვეყანაში ამდენი ციტრუსი გვაქვს მიზანშეწონილად არ მიმაჩნია C ვიტამინის აბების სახით მიღება. მეცნიერულად დამტკიცებული ჯერ არ არის რომ ესა თუ ის ვიტამინი კორონავირუსისგან დაგვიცავს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რესპირატორული დავადებების გამოციდლებას, ვიტამინები გამოჯანმრთელებას ან არიდებას ხელს უწყობს. მზისგან ან სხვა სახით D ვიტამინის მიღება ზიანს არავის მოუტანს, მაგრამ რაც შეეხება С ვიტამინს, სჯობს საკვებიდან მივიღოთ და არა მედიკამენტის სახით“, - განაცხადა „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ საუბრისას იმუნოლოგმა.
იმუნოლოგის რჩევა: როგორ გავარჩიოთ გრიპი კორონავირუსისგან
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას რამდენიმე რჩევას აძლევს, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან კორონავირუსის და გრიპის მსგავსი სიმპტომები. მისი თქმით, წინა კვირაში საქართველოში გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, გრიპის შტამი . იმუნოლოგის განმარტებით, ზოგადად რთულია ასე ვიზუალური ან შეგრძნებითი სიმპტომებით ტესტის გარეშე იმის გარკვევა, სეზონური გრიპი გვაქვს თუ კორონავირუსი, თუმცა არსებობს რამდენიმე განსხვავება, რომელიც დაგვეხმარება „კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყანაში B ტიპის ვირუსმა დაიწყო ცირკულირება, რის გამოც ხშირად გრიპის სიმპტომები მოსახლეობას Сovid19 ჰგონია. გრიპის დროს თუ ცხვირი გამეჭედა, შეიძლება გემოც წამერთვას და ყნოსვაც, მაგრამ რაც კორონავირუსს გამორჩეულად ახასიათებს, გახსნილი ცხვირის შემთხვევაში ყნოსვის და გემოს დაკარგვაა. გრიპი იწყება შეციებით და აუცილებლად მაღალი სიცხით. მას არ აქვს ხანგრძლივი ინკუბაცია. კუნთების ტკივილი ორივეს ახასიათებს, მაგრამ გრიპის დროს განსაკუთრებით იგრძნობა ტკივილი“, - აღნიშნა იმუნოლოგმა „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ საუბრისას კულუმბეგოვის თქმით, ვინც აცრა ჩაიატარა გრიპზე, კორონავირუსი მსუბუქად გადაიტანეს, რადგან იმუნურ სისტემას იცავს. „კორონამდე, ექიმებშიც კი გრიპის ვაქცინის გაკეთების მაჩვენებლი 30 პროცენტი იყო. წელს 70 პროცენტამდე გაიზარდა სამედიცინო სექტორში. წინა კვირაში გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, გრიპის შტამი. გრიპი იქნება, მაგრამ არ მგონია, ისეთი რაოდენობით, რომ მომართვიანობა გაზარდოს და კორონავირუსით დაინფიცირებულებს საწოლები წაართვას“, - აღნიშნავს იმუნოლოგი.
ირანის პრეზიდენტი აშშ-ს ვაქცინის შეძენის ხელშეშლაში ადანაშაულებს
ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გამო, ირანისთვის Сovid-19-თან საბრძოლველად საჭირო ტექნიკის, მედიკამენტების და ვაქცინის შეძენა გართულდა. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael.com ავრცელებს მისი თქმით კორონა ვირუსის საწინააღდეგო ვაქცინა, რომლის საშუალებთაც ახლო აღმოსავლეთში ვირუსის გავრცელება უნდა შეზღუდონ, მათთვის რთულად ხელმისწვდომია. 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის საბანკო სექტორსა და მისთვის უმნიშვნელოვანეს - გაზისა და ნავთობის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა. ტრამპმა ირანი ე.წ. ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ შეთანხმების წევრობას აზრი არ ჰქონდა, რადგან ირანი აგრძელებდა ხელშეკრულებით აკრძალულ ქმედებებს.
ვანის სასწრაფო დახმარების 17 თანამშრომელი კორონავირუსისგან განიკურნა
კორონა ვირუსით დაინფიცირებული ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 17 თანამშრომელი უკვე Сovid უარყოფითია. გამოჯანმრთელებული მედიკოსები სამსახურში დაბრუნდნენ და ვანის სასწრაფო დახმარების ცენტრმა მუშაობა განაახლა. 17 მედიკოსის დაინფიცირების გამო, ვანის მოსახლეობას მეზობელი მუნიციპალიტეტების სასწრაფო დახმარების ბრიგადები ემსახურებოდნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 2720 შემთხვევა გამოვლინდა , გარდაცვლილია 46 ადამიანი. იმერეთის რეგიონში 362 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვს დღეს კიდევ 3942 ადამიანი შეემატა. საერთო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში 1790 მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 158 183. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6869 პაციენტი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში - 1010, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3077. ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში Covid 19-ით- 189 726 ადამიანი დაინფიცირდა.
საქართველოს საზღვართან ახლოს განმეორებითი მიწისძვრა მოხდა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კილომეტრში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 15:34 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში იყო. პირველი მიწისძვრა იგივე რადიუსში წუხელ თბილისის დროის 01.29 წუთზე მოხდა. ბიძგების სმძლავრე 5.0 მაგნიტუდას შეადგენდა.
პაატა იმნაძე ორ კვირაში კოვიდინფიცირების შემთხვევების შემცირებას პროგნოზირებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს საგრძნობლად იკლო Сovid-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა და იმედი აქვს, რომ ორ კვირაშე ახალი შემთხვევები საგრძნობლად შემცირდება. მისი თქმით, ის, რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვნად მცირე შემთხვევები გამოვლინდა, ჯერჯერობით ნამდვილად არ გვაძლევს დამშვიდების საბაბს. „ეს კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას რა იქნება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დამატებითი შეზღუდვების დაწესებით, მოვახერხეთ ინფექციის აღმასვლის გაჩერება, რაც ნამდვილად სახეზეა, მაგრამ როდის დაიწყება დაღმასვლა, ამაზე ჯერ ლაპარაკი ცოტა ადრეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ ისევ და ისევ მაქსიმალურად უნდა გავაგრძელოთ პირბადეების მოხმარება, რეკომენდაციების დაცვა და ხალხმრავალი შეკრებისგან თავის არიდება.ძალიან ძნელია ზუსტი თარიღების დასახელება, მაგრამ იმედი მაქვს, ორ კვირაში შემთხვევების რაოდენობის დაღმასვლა საგრძნობი უნდა იყოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „პირველ არხთან“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 2720 შემთხვევა გამოვლინდა , გარდაცვლილია 46 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვს დღეს კიდევ 3942 ადამიანი შეემატა. საერთო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში 1790 მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 158 183. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6869 პაციენტი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში - 1010, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3077. ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში Covid 19-ით- 189 726 ადამიანი დაინფიცირდა.
ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ 4 დემონსტრანტი დააკავა
დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციამ 4 დემონსტრანტი დააკავა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, აქციის მიანაწილეებსა და სამართლადამცავებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთი პოლიციელი დაშავდა. დაკავებული დემონსტრანტები სპორტსმენები არიან. სპორტსმენები აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟავაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის შემდეგაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მათ დაჯარიმებას აპროტესტებდნენ. დაკავებულ პირებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დამოუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი.
კახეთში, კაცი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
კახეთში 80 წელს გადაცილებული ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მისი ქმარი დააკავა. შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს არსებული ინფორმაციით, 80 წელს გადაცილებულ ქალს ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული ცივი იარაღით. ეჭვმიტანილს მიმალვა არ უცდია.
ბრიტანეთი და ევროკავშირი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი „ბრექსითის“ შემდეგ სავაჭრო ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკებების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივად განაცხადეს. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეებმა საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლეს, თუმცა ჯონსონმა და ლაიენმა აღნიშნეს, რომ შეთანხმების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, პანდემიის მიუხედავად მარტში დაიწყო და თავიდანვე შედარებით დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ჯერ იყო და ახალი შეთანხმების საწყისმა პროექტმა გაჟონა პრესაში, რამაც ბრიტანელების უკმაყოფილება გამოიწვია, ხოლო შემდეგ თავად შინაარსმა წარმოშვა მზარდი გაუგებრობები. მოლაპარაკებებმა თავდაპირველად თევზჭერის ზონებისა და კვოტების საკითხზე წაიბორძიკა – განსაკუთრებით ირლანდიის ზღვაში, რომელიც ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის საზღვრად იქცევა. გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2020 წლის იანვარში დატოვა, 31 დეკემბერს კი გარდამავალი პერიოდი სრულდება, რა დროსაც ლონდონი ევროპულ ბაზარზე წვდომას ინარჩუნებს და საბაჟო კავშირში რჩება.
ჯანმოს დირექტორი: ბევრი ვაქცინა მზადდება და ამით გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშე მსოფლიო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელებისას დადგა. „იმედის“ ინფორმაციით, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე ქართული ტელეკომპანის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საუბარი 3 ძირითად საკითხზეა. „პირველი დაფინანსებაა და საჭირო 4 მილიარდი დოლარი. მსოფლიო ლიდერებმა დადეს პირობა, რომ ვაქცინები გლობალური გახდება. პირობა ქმედებებზე უნდა აისახოს. მესამეა ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები უნდა გაძლიერდნენ, მოემზადონ, ვინაიდან ამ შემთხვევაში დაიწყება ვაქცინაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ხედავ - ადამიანების იმუნიზაცია სამართლიანად მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში სამყარო უფრო სწრაფად აღიდგენს ძალებს. ვაქცინის განაწილება და გლობალური იმუნიზაცია ყველა ქვეყნის ინტერესში შედის“, - აღნიშნა გებრეისუსმა. მისივე თქმით, ბევრი ვაქცინა მზადდება და ამით გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“.