ძებნის რეზულტატი:
ამირან გამყრელიძე სიკვდილიანობის ზრდას პროგნოზირებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სიკვდილიანობის მატებაა მოსალოდნელი, რადგან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა მაღალია. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელოვნურ სუნთქვაზე 400 პირი იმყოფება. „მომავალი 2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება. საკმაოდ დიდია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვი. დაახლოებით 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. 49 გარდაცვლილი რაც დღესაა, საკმაოდ მაღალია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში, კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა და პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. "პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: შემზღუდველი ღონიოსძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება და ხელმისაწევდომობა, დროული იზოლაცია კოვიდდადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების, ნიღბის ტარების კულტურის გაზრდა, 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მმართველმა გუნდმა პარლამენტს პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს. უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა უახლოეს ორ-სამ დღეში წარედგინოს.
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის პიკი თითქმის გადავიარეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების კლების ტენდენცია შეინიშნება, ზრდის მაჩვენებელი შეჩერდა, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების პიკი თითქმის გადავიტანეთ. „შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – შემზღუდველი ღონისძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება, ხელმისაწვდომობა და დროული იზოლაცია „კოვიდ“-დადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ნიღბის ტარების მაჩვენებელი 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, გაფართოებული ტესტირების ფონზე, ამ კვირაში ჩვენ შესაძლოა, კიდევ დაფიქსირდეს დღევანდელთან შედარებით ინფიცირებულთა ზრდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი ზრდა, რომელიც წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბებს.
აშშ ეცდება, პარიზის კლიმატის შეთანხმებას ისევ შეუერთდეს
მომდევნო წლის დასაწყისში აშშ კლიმატის სამიტს გამართავს მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში და შეეცდება, პარიზის შეთანხმებას კვლავ შეუერთდეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თქმით, ის „ყველაფერს გააკეთებს, რათა მუშაობა დაიწყოს მსოფლიო ლიდერებთან კლიმატის ცვლილების თემაზე, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია შეაფასებს თითოეული ქალაქისა და შტატის წვლილსა და ნაბიჯს, რომელიც მათ პრობლემის მოსაგვარებლად გადადგეს. ჯო ბაიდენი გეგმავს ახალგაზრდებეთან მუშაობას, რადგან ისენი „ითხოვდნენ ცვლილებებს მთავრობის მხრიდან“ და სისტემატურად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას შეთანხმებიდან გამოსვლისთვის. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ძალაში ნოემბერში შევიდა. პარიზის შეთანხმება, რომელიც 195 ქვეყანას მოიცავს, 2015 წლის 12 დეკემბერს, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიიღეს. დონალდ ტრამპმა თანამდებობიდს დაკავების შემდეგ მალევე განაცხადა, რომ აშშ გლობალურ შეთანხმებას დატოვებდა.
მმართველი პარტია, „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს
მმართველი პარტია, „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს. ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "პირველ რიგში, მინდა გაცნობოთ, რომ შედგა კომუნიკაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელთან, ეკა გიგაურთან, რომლისგანაც მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის საარჩევნო აქტივობებთან დაკავშირებით. მათ შორის, მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობას ხმის პარალელური დათვლა, ანუ PVT არ ჩაუტარებია. ორგანიზაცია აკვირდებოდა საარჩევნო პროცედურებსა და ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე ასეულ უბანზე, სადაც წარგზავნილი ჰყავდა საკუთარი დამკვირვებლები. მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს შესაბამის მონაცემებს. მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, რითაც უმძიმესი ზიანი მიაყენა მისი ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას და ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახდენს ორგანიზაციის დისკრედიტაციას მისი ყოველდღიური განცხადებებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით. აქვე კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ PVT-ის მნიშვნელოვანი ასპექტი. PVT ითვლის არა მხოლოდ ოქმებს, რის წარმოჩენასაც პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, არამედ ორგანიზაცია დამკვირვებლის რანგში, სრულად არის ჩართული საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესში. შესაბამისად, PVT-ის და ცესკოს მონაცემების თანხვედრა არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნები არ გაუყალბებია. სწორედ ამიტომ შეფასდა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული და თავისუფალი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“ გაასაჯაროოს ინფორმაცია საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ, სადაც თითქოსდა ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა", - განაცხადა კობახიძემ.
კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მოხარულია, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესს დაეხმარება
ევროკავშირის ელჩი საქართველოს ახალი გრანტის დამტკიცებას ულოცავს და სიახლეს მის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე ეხმაურება. ელჩის თქმით, მიზანი პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარებაა. „ევროკავშირი მოხარულია, რომ 60 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება საქართველოს ანტიკრიზისულ გეგმას“, - აღნიშნულია ელჩის პოსტში.
ალეკო ელისაშვილი: არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი არგუმენტი ISFED -ის მონაცემები იყო
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 10 არგუმენტიდან, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, ერთ-ერთი ISFED-ის შედეგები იყო მისი თქმით ეს არგუმენტი ხელიდან გამოეცალათ, თუმცა სხვა არგუმენტებიც გვაქვს, სხვა არგუმენტები დაგვრჩა. „ მომხდარმა ISFED დააზიანდა რეპუტაციულად და მიმდინარე პროცესიც რა თქმა უნდა დაზიანდა“. ისფედი“ ყველაზე სანდო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ყოველთვის ეჭვშეუტანელი ორგანიზაციის რეპუტაციით სარგებლობდა. ბოლოს რაც მოხდა, რა თქმა უნდა, დააზიანა „ისფედი“ და მათ შორის პარალელური დათვლა. მისი შედეგი იყო ერთ-ერთი არგუმენტი და ეს არგუმენტი ხელიდან გამოგვეცალა, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით „ისფედი“-ს ხარვეზის შესახებ ორგაიზაციაში ერთი თვით ადრე იცოდნენ. „ირაკლი კობახიძეს ნაკლებად ვენდობი. მე ვისურვებდი, რომ თვითონ უფრო გულახდილად ილაპარაკონ, რა მოხდა სინამდვილეში – ზეწოლა იყო, შანტაჟი, უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ, შეგნებული შეცდომა იყო, მალავდნენ ამ შეცდომას, არ მალავდნენ. ამაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. არ გამოვრიცხავ, რომ უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ და რაღაც შეცდომაზე გამოიჭირეს. იკადრებდა თუ არა ამას „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, იკადრებდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. ISFED-ის მიერ არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებული მონაცემები ცესკოს შედეგებს დაემთხვა. პირველად მონაცმებეით კი ცესკოს და ორგანიზაციის შედეგებს შორის ცდომილება იყო. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
„ვეფხისტყაოსანი" ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა
ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა. როგორც ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ონლაინ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, "ვეფხისტყაოსნის" ჰინდურ ენაზე თარგმნის და გამოცემის იდეა დიდი ხანია აქვს და მისი განხორციელება ინდოეთში დიპლომატიური მისიით ჩასვლისთანავე დაიწყო. „2016 წელს, როდესაც ინდოეთში პირველად ჩამოვედი დიპლომატიური მისიით, რათა წარმედგინა ჩემი ქვეყანა - საქართველო, მომეცა ფანტასტიური შესაძლებლობა უკეთ გავცნობოდი ინდურ კულტურას, რომელმაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩვენს გულებში. უძველესი კულტურითა და ტრადიციებით, საქართველო და ინდოეთი ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ინდოეთში ჩასვლის პირველივე დღიდან, მოტივირებული ვიყავი, ინდოელი მკითხველისთვის, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალება გამეცნო და დღეს, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველად, ჰინდურ ენაზე, გამოქვეყნდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შედევრი, "ვეფხისტყაოსანი“, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ არის დაწერილი. ეს არის პოემა თავისი უნივერსალური ღირებულებებით, რომელიც აღწერს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდებული პროექტის შექმნაში", - განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ონლაინპრეზენტაციაზე.
იზოლაციის პირობების დარღვევისთვის 27 ობიექტი დაჯარიმდა 20 000-მდე ობიექტს გაფრთხილება მისცეს
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ცნობით, იზოლაციის პირობებში არანებადართული საქმიანობის გამო, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე 27 ობიექტი დაჯარიმდა, 20-მდე ობიექტს კი გაფრთხილება მისცეს. როგორც ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერეს . მისი თქმით, საზედამხედველო უწყებების მიერ ინსპექტირება 31 000-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა. „მას შემდეგ რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილება და მკაცრი აღსრულება დაიწყო. ბუნებრივია პერიოდულად ხდება რემონიტორინგი, გუშინ განხორციელდა 2 719 ობიექტის რემონიტორიგნი, რამდენად შეწყვიტეს მათ საქმიანობა და დადასტურდა, რომ ნამდვილად ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასული“,- აღნიშნა ბექა ფერაძემ.
საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა თებერვლიდან მოიხსნება
თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, ანტიკრიზისული დახმარების შედეგად, ძალიან პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით. „პანდემიის მიუხედავად, წარმატებით გრძელდება და ერთი დღითაც არ შეფერხებულა სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და ასევე მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა, მათ შორის არც აეროპორტების გაფართოების პროექტები.
The Washington Post: საბჭოთა პერიოდში ჭადრაკს ქართველი ქალები მართავდნენ
The Washington Post-ი ქართველ მოჭადრაკეებზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ საბჭოთა პერიოდში ჭადრაკს ქართველი ქალები მართავდნენ. როგორც სტატიაში აღნიშნული ათწლეულების განმავლობაში, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიცაა საქართველო, ჭადრაკში ბევრ მძიმეწონოსან ქვეყანას თანაბრად უპირისპირდებოდა. „ქვეყანა არნახულ სიმაღლეებზე ნონა გაფრინდაშვილის წარმატებებმა აიყვანეს. გაფრინდაშვილი ისტორიაში პირველი ქალი იყო, რომელმაც 1978 წელს დიდოსტატის ტიტული მიიღო. 79 წლის ასაკში ის კვლავ თამაშობს ტურნირებს და მსოფლიო დონეზე წარმატებით ასპარეზობს. „ნონა იყო პირველი ქალი, რომელმაც ქალთა ჭადრაკი იყვანა კაცთა დონეზე”, - თქვა ყოფილი იუგოსლავიის ჭადრაკის ვარსკვლავმა და ჟურნალისტმა მილუნკა ლაზარევიჩმა ფილმში „დიდება დედოფალს“. „ეს მარსზე ან იუპიტერზე ჩამოსვლას ჰგავდა - ეს ნონამდე წარმოუდგენელი იყო!”, - ამბობს ის. ნონა გაფრინდაშვილი ამ დროისთვის არც ერთი ტურნირისთვის არ მოგზაურობს, მაგრამ იმედოვნებს, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. „ჭადრაკი ჩემი ცხოვრებაა“,- ამბობს გაფრინდაშვილი სააგენტოსთან კომენტარში. „დავიწყებული ქალი“ ჭადრაკში „დედოფლის გამბიტის“(The Queens Gambit) გამოსვლამდე წლებით ადრე ამარცხებდა მსოფლიოს", - წერს Washington Post-ი
საკარანტინე სივრცედ 215 სასტუმრო გადაკეთდა - ნათია თურნავა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, საკარანტინე სივრცეების პროგრამით 215-მა სასტუმრომ ისარგებლა. ამის შესახებ მან 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მინისტრით თქმით, საკარანტინე სივრცეების პროგრამის დახმარებით, ჯამში, სასტუმროებში დასაქმებულმა 3 620-მა ადამიანმა სამსახური შეინარჩუნა. „ეკონომიკის სამინისტრო პასუხისმგებელი ვართ საკარანტინე სივრცეების მართვასა და ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე საკარანტინე სივრცეების მიმართულებით. ამ თვეებში საკარანტინე სივრცეები 133 767 ადამიანს მოემსახურა. პროგრამაში დღემდე 215-მა სასტუმრომ მიიღო მონაწილეობა. ეს ნიშნავს ადამიანების დახმარებას - 3 620-მა დასაქმებულმა შეინარჩუნა სამსახური“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ალეკო ელისაშვილი: შეთანხმების გარეშე მომდევნო სხდომებზეც არ შევალთ
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის არც პირველ სხდომაზე იყვნენე და არც 22-ე სხდომაზე შევლენ პარლამენტში თუ შეთანხმება არ მიიღწევა. მისი თქმით, „მოქალაქეები“-სთვის შეთანხმების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საარჩევნო რეფორმაა. „რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, თუ არ იწონებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება, ე.ი. შენ ივანიშვილის მოსყიდული ხარ. არა, ჩვენ უბრალოდ განსახვავებული აზრი ვთქვით. უბრალოდ, ვთქვით, რომ ჩვენთვის საარჩევნო რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას მოვაწერთ ხელს და მერე წავალთ პარლამენტში, თუ შევთანხმდებით და ხელს მოვაწერთო. ხომ ჩაიარა პირველმა სხდომამ, არც იქ ვიყავით, არც მეორე სხდომაზე ვიქნებით და არც 22-ზე, თუ შეთანხმება არ იქნება. „ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, ოღონდ არჩევნების გზით. დანარჩენი სხვა გზა მიუღებელია. ჩვენ „ქართული ოცნების“ დამარცხება სიძულვილის გამო კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მისი დამარცხება და უკეთესი საქართველო. ბიძინა ივანიშვილის სიძულვილი კი არ გვამოძრავებს, არამედ საქართველოს სიყვარული. “,- აცხადებს ელისაშვილი. მისი თქმით, პარტია „მოქალაქეებს“ მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბერს ჩაატარა „საზიზღარი არჩევნები, რომელიც გაყალბდა“. „ ეს იყო ტრადიციულად ჭუჭყიანი არჩევნები. ჩვენ ახლა გვეუბნება „ქართული ოცნება“ დაგვიმტკიცეთ, რომ გაყალბდაო. თუ ოპოზოციაში გვაქვს პასუხისმგებლობა და ჩვენს პარტიას აქვს, მზად ვართ, დავამტკიცოთ, რომ არჩევნები გაყალბდა“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
Youtube-ი და Gmail-ი შეფერხებით მუშაობს
Youtube-ი, Gmail-ი, Drive და Google-ის სხვა სერვისები მსოფლიოს მასშტაბით, შეფერხებით მუშაობს. არ მუშაობს ამ პლატფორმების როგორც დესკტოპ, ასევე მობილური აპლიკაციები. მომხმარებლებს ეკრანზე შემდეგი ტიპის წარწერები ხვდებათ: "something went wrong" და "oops". გათიშვა არ შეხებია Google-ის საძიებო სისტემას, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს. კომპანიას სერვერების გათიშვის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
2021 წელს სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი მცირდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წელს სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი საკმაოდ შემცირდება. თურნავას არ დაუსახელებია, თუ რომელ სამინისტროებს ეხება ბიუჯეტის შემცირება, არც ჯამური თანხა დაუსახელებია, გარდა საკუთარი უწყებისა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროში სახელფასო ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონი ლარითაა შემცირებული. მინისტრის ცნობით, 2021 წელს გაიზრდება პენსიები, მასწავლებლების, პოლიციელების და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება. „2021 წლის ბიუჯეტიც ანტიკრიზისულია და მასში აქცენტი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებაზე კეთდება. „რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. ესაა მომჭირნეობის წელი და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“,- განუცხადა მინსიტრმა ჟურნალისტებს
2021 წელს ჯარისკაცების, მასწავლებლების ხელფასი და პენსიები იზრდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წელს მასწავლებლების, პოლიციელების და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება გაიზრდება. გაიზრდება ასევე პენსიებიც. ამის შესახებ თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა. „2021 წლის ბიუჯეტიც ანტიკრიზისულია და მასში აქცენტი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებაზე კეთდება. „რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. ესაა მომჭირნეობის წელი და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“,- განუცხადა მინსიტრმა ჟურნალისტებს მინისტრის ცნობით, მომავალი წლიდან დაგეგემილია სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდის შემცირება
ამირან გამყრელიძე: ხელოვნურ სუნთქვაზე 400 პირი იმყოფება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხელოვნურ სუნთქვაზე 400 პირი იმყოფება, მისი განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სიკვდილიანობის მატებაა მოსალოდნელი, რადგან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა მაღალია. „მომავალი 2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება. საკმაოდ დიდია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვი. დაახლოებით 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. 49 გარდაცვლილი რაც დღესაა, საკმაოდ მაღალია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში, კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა და პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. "პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: შემზღუდველი ღონიოსძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება და ხელმისაწევდომობა, დროული იზოლაცია კოვიდდადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების, ნიღბის ტარების კულტურის გაზრდა, 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შობას ერთმანეთს არ უნდა შეხვდეთ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - ნიკოლა სტარჯეონი
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯეონმა მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, შობას ერთად არ შეხვდნენ, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. „იმედი მაქვს, მომავალ წელს ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდ მოგონებად გაგვახსენდება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები დავიცვათ, წესები უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა სტარჯეონმა. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობის გაუფერულებისთვის ბოდიში მოუხადა.
მსოფლიოში პირველად, ტრანსპლანტაციისთვის კოვიდინფიცირებულის ფილტვი გამოიყენეს
ბელგიაში, ლუვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მსოფლიოში პირველად, ტრანსპლანტაციისთვის კოვიდინფიცირებულის ფილტვი გამოიყენეს. როგორც პაციენტის სამედიცინო ისტორიაში არის მითითებული, 70 წლის ქალს კორონავირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აპრილში დაეწყო, როდესაც ბელგია COVID19-ის პირველი ტალღის პიკს უახლოდებოდა. პაციენტს ბელგიაში ლაბორატორიებში გადატვირთული რეჟიმის გამო ტესტი არ ჩაუტარდა და სახლში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ბელგიის მოქალაქე საავადყოფოში ივლისში მოათავსეს. პაციენტი ჰემორაგიული ინსულტით კლინიკაში რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა. COVID19-ზე კლინიკაში გაკეთებულმაანალიზმა მის სისხლში ანტისხეულები აჩვენა და ამით გაზაფხულზე პაციენტის კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა. ჩატარერბული ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცლილის ფილტვები დაზიანებული არ იყო და ორგანოები მომავალი ტრანსპლანტაციისთვის ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდა. „ამ უმძიმესი კრიზისის დროს უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ჩატარდა. ვწუხვართ ქალის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს. ჩვენთვის იმედის მომცემი იყო ექსპერტიზის შედეგი. მოკლე ხანში ფილტვებმა აღდგენა შეძლეს. ორგანო მზად იყო ტრანსპლანტაციისთვის და კოვიდპაციენტმა სხვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ვფიქრობთ ლუვენის საუნივერსიტეტო კლიკინაში ჩატარებული ოპერაცია სხვა კლინიკებისა და ტრანსპლანტაციის ცენტრებისთვისაც მაგალითი იქნება“, - განაცხადა ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ლაურენს სეულემანსმა. კლინიკის ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაციენტს რამდენჯერმე ჩაუტარდა ტესტი COVID19-ზე და ყველა ტესტის პასუხი უარყოფით იყო. გართულებებს ადგილი არ ჰქონია და პაციენტი თავს კარგად გრძნობს. წყარო - „იმედინიუსი“
სტეფანი ბელგი: ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, მამაცი ქალები ჯარში
"ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, კომპეტენტური, მამაცი ქალები ჯარში, თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროში". - განაცხადა თავდაცვის ატაშემ სტეფანე ბელგიმ, ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხისა და აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ვიდეოკონფერენციაზე. ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ატაშემ ქალებს მიმართა. „,თქვენ თუ არა, მაშ ვინ?' - ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, კომპეტენტური, მამაცი ქალები ჯარში, თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროში. ქალებს მოაქვთ უნიკალური ხედვა, ლიდერობა და ორგანიზაციული სტილი, ემპათია და ემოციური ინტელექტი "- განაცხადა სტეფანე ბელგიმ. კონფერენცია მიზნად ისახავს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის (UNSCR) 1325, 20 წლისთავის აღნიშვნას და ასევე ხაზს უსვამს ქალების ჩართულობის მნიშვნელობას თავდაცვით სექტორში.