ძებნის რეზულტატი:
ამირან გამყრელიძის თქმით, „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი
„ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, ვაქცინაციის კიდევ უფრო დიდი აუცილებლობა დგება. „ჩემი რეკომენდაციაა, რომ იყოს ინდივიდუალური მიდგომა. იმ უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების დიდი ნაწილი, 80-90% აცრილია, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, პირისპირ სწავლებაზე მეტი აქცენტი გააკეთონ“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი. „თუ ადრე ვამბობდით, რომ, სასურველია, 60-80% იყოს ორჯერ აცრილი, დღეს, „ომიკრონთან“ მიმართებით, ეს თამასა უფრო მაღლაა აწეული - მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სკოლებთან მიმართებით, ნაკლები რისკი გვექნება. ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა. ჩემი რეკომენდაციაა, რომ იყოს ინდივიდუალური მიდგომა. იმ უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების დიდი ნაწილი, 80-90% აცრილია, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, პირისპირ სწავლებაზე მეტი აქცენტი გააკეთონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „იმედის“ ეთერში.
ნოვაჯ ჯოკოვიჩი დეპორტირებულია
სერბი ჩოგბურთელი ნოვაჯ ჯოკოვიჩის დეპორტაცია ავსტრალიიდან უკვე განხორციელდა. იტყობინება BBC. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ჩოგბურთის ვარსკვლავმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში სასამართლო დავა წააგო, შესაბამისად, ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. BBC-ის ცნობით, ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ „უკიდურესად იმედგაცრუებულია“, მაგრამ პატივს სცემს გადაწყვეტილებას. „მე ვითანამშრომლებ შესაბამის ორგანოებთან ქვეყნიდან ჩემი წასვლის თაობაზე”, - ნათქვამია ჯოკოვიჩის განცხადებაში. ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა პირველად მელბურნში ჩასვლისთანავე გაუუქმდა, ავსტრალიის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მან „ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება“, რომელიც ვაქცინაციისგან გაათავისუფლებდა. ჩოგბურთელმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო ცენტრში, სასტუმროში გაატარა. 10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მესაზღვრეებმა პროცედურები უგულვებელყვეს. ავსტრალიის ღია პირველობა კაცთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ (7) ნოვაკ ჯოკოვოჩმა მოიგო. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში სასამართლო დავა წააგო და მისი დეპორტაცია იგეგმება
საჩხერე-ონის გზასა და ნაქერალას უღელტეხილზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე მოძრაობა დასაშვებია
საჩხერე-ონის გზასა და ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოიხსნა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყოფილი სენატორი დააკავეს
იამაიკის ხელისუფლებამ ჰაიტის ყოფილი სენატორი დააკავა, რომელიც პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობაში ეჭვმიტანილია. BBC-ის ცნობით, ჯერ უცნობია, დაპატიმრება მოჰყვა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნას (FBI), რომელიც ასევე იძიებდა მკვლელობას. ასევე უცნობია, კონკრეტულად სად დააკავეს ჯონ ჯოელ ჰოზეფი. მედიის ცნობით, მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს, თუმცა სხვა დეტალები არ არის ცნობილი. ჯოზეფი მეორე ეჭვმიტანილია, რომელიც იამაიკაზე დააკავეს, ოქტომბრის ბოლოს, იამაიკის ხელისუფლებამ ყოფილი კოლუმბიელი სამხედრო ჯ მარიო ანტონიო პალასიოები დააპატიმრა. ჰაიტის სენატორი დააკავა, რომელიც პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობაში ეჭვმიტანილია.
თბილისის ზღვის მიმდებარედ, პოლიციაა მობილიზებული
თბილისის ზღვის მიმდებარედ, მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანატორიუმამდე მისასვლელი გზა ავტომანქანით გადაკეტეს. ადგილობრივები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. აცხადებენ, რომ კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს. თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი კაცი საცხოვრებელი ბინიდან გადახტა და გარდაიცვალა. სანატორიუმი „ქართლის“ ერთ-ერთი მცხოვრები თამარ საუთიევას ინფორმაციით, დღევანდელი ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომლებმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგეს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარებულიყო. დიდი ხანია ვაპროტესტებთ, რომ ვცხოვრობთ გაუსაძლის პირობებში. აქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობებია, რასაც არაერთი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს. მოვითხოვეთ, რომ დაუყონებლივ მომხდარიყო ჩვენი გასახლების პროცესი, გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. ამიტომ ვრჩებით ქუჩაში, ვერ შევდივართ სახლებში და ვიმყოფებით კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედარებით უსაფრთხოა“, - აღნიშნა თამარ საუთიევამ.
ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები ხვალიდან მცირდება
17 იანვრიდან, ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით, იზოლაციაში ყოფნა 8 დღე იქნება საჭირო, მძიმე/საშუალო – მინიმუმ, 10 დღე (უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება). თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონეები და ადამიანები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა - 90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ. ასევე, კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, კარანტინში აღარ იყვნენ.
დავით ზალკალიანი ხვალ ბრიუსელს ეწვევა
17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს NATO-ს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში გამართავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. „შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფარგლებში მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვა. შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებული გართულებული გარემო. წლის დასაწყისშივე NATO-ს შტაბ-ბინაში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტი NATO--საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ასპირანტ საქართველოს NATO--ს დღის წესრიგში საგულისხმო ადგილი უკავია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაწესებული რეჟიმი შეიცვალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზებზე შეზღუდვებია
საზღვაო სააგენტოს ცნობით, გემმა შეძლო ზღვის სიღრმეში შესვლა და უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში
ბათუმში გემი, რომელიც შტორმმა ნაპირთან ახლოს გამორიყა, ზღვის სიღრმეში შევიდა და უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში. მანამდენ, ძლიერი შტორმის გამო ბათუმის საზღვაო აკვატორიაში გემმა მანევრირების უნარი დაკარგა. „ბათუმში, საზღვაო აკვატორიის #4 საღუზე რაიონში ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევს 6 ბალს, ქარის სიჩქარე – 12-18 მ/წ.) გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. მისივე ცნობით, გემმა შეძლო საკუთარი ძალებით ნაპირისკენ სვლის შეჩერება, ჩაშვებული აქვს ორივე ღუზა და ამ ეტაპზე არ იცვლის პოზიციას. „7 იანვარს, ბათუმის საზღვაო აკვატორიის #4 საღუზე რაიონში დადგა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, სახელწოდებით: SGV-Flot (IMO 8033089). გემზე იმყოფება ეკიპაჟის 13 წევრი (რუსეთის მოქალეები). 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ნავსადგურის მორიგე ოფიცერს დაუკავშირდა გემის კაპიტანი და აცნობა, რომ ძლიერი ღელვის გამო ღუზა ვეღარ იჭერდა გემს და იწყებდა დრეიფს. გემის კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება და მოითხოვა მოხსნილიყო მე-4 საღუზე წერტილიდან და გადასულიყო მეხუთე საღუზე წერტილში, რომელიც მეტად დაშორებულია ნაპირს და კაპიტნის ვარაუდით გემისთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა იქ დგომა. ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევს 6 ბალს, ქარის სიჩქარე – 12-18 მ/წ.) გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. გემმა შეძლო საკუთარი ძალებით ნაპირისკენ სვლის შეჩერება, ჩაშვებული აქვს ორივე ღუზა და ამ ეტაპზე არ იცვლის პოზიციას. ამ მომენტისთვის ტალღის სიმაღლისა და გემის მიმდებარედ არასაკმარისი სიღრმეების გამო ბათუმის პორტის ბუქსირები ვერ გადიან გემის დასახმარებლად. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სრულად არის ჩართული პროცესში და ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - ნათქვამი იყო საზღვაო სააგენტოს განცხადებაში. ამავე თემაზე: ძლიერი შტორმის გამო ბათუმის საზღვაო აკვატორიაში გემმა მანევრირების უნარი დაკარგა
კოვიდტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ, NCDC განცხადებას ავრცელებს
კოვიდტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ, NCDC განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტესტირება COVID19-ის პანდემიის მართვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მნიშვნელოვანია ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, იზოლირება, გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა და ინფექციის გავრცელების შეკავება; ომიკრონის შტამის გავრცელების პირობებში, გაზრდილია ტესტირებაზე მოთხოვნა. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფიცირებულთა გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია როგორც PCR კვლევა (ტესტირების ოქროს სტანდარტი), ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტირება საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით. საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით; უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით; მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, COVID-19 ინფიცირების სტატუსის დადასტურების მიუხედავად, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები, რათა არ გახდნენ როგორც აღნიშნული, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების წყარო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რა ვითარებაა სანატორიუმ „ქართლთან“, სადაც ადგილზე მცხოვრები დევნილი გარდაიცვალა
სანატორიუმ „ქართლთან“, დევნილის ცხედარი მისმა ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა საცხოვრებელ სახლში შეასვენეს. მომხდარს პოლიციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მანამდე, მოსახლეობა ექსპერტ-კრიმინალისტებს საშუალებას არ აძლევდა, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინათ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ადგილე შეკრებილების თქმით, ცხედრის გადასვენება არ მოხდება ვიდრე თბილისის მერიის წარმომადგენლები ადგილზე არ მივლენ და არ ნახავენ, როგორ ვითარებაში ცხოვრობენ დევნილები. ასევე წაიკითხეთ: თბილისის ზღვის მიმდებარედ, პოლიციაა მობილიზებული ადგილობრივები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. აცხადებენ, რომ კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს. თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი 50 წლამდე კაცი საცხოვრებელი ბინიდან გადახტა და გარდაიცვალა. სანატორიუმი „ქართლის“ ერთ-ერთი მცხოვრების თამარ საუთიევას ინფორმაციით, დღევანდელი ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომლებმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგეს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარებულიყო. დიდი ხანია ვაპროტესტებთ, რომ ვცხოვრობთ გაუსაძლის პირობებში. აქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობებია, რასაც არაერთი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს. მოვითხოვეთ, რომ დაუყონებლივ მომხდარიყო ჩვენი გასახლების პროცესი, გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. ამიტომ ვრჩებით ქუჩაში, ვერ შევდივართ სახლებში და ვიმყოფებით კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედარებით უსაფრთხოა“, - აღნიშნა თამარ საუთიევამ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. „იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ“, - ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას გადადგომის მოთხოვნით თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია სანატორიუმ „ქართლთან“ მომხდარს მოჰყვა, სადაც ადგილზე მცხოვრები დევნილი გარდაიცვალა. აქციის მონაწილეთა თქმით, ფაცაციას ამ პოსტზე დარჩენის არანაირი უფლება არ აქვს, „მან რაც რაც შეიძლება დროზე უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ საზოგადოებას“. ამავე თემაზე: რა ვითარებაა სანატორიუმ „ქართლთან“, სადაც ადგილზე მცხოვრები დევნილი გარდაიცვალა
სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ფინალში რუსი მეტოქე ანგარიშით 15:8 დაამარცხა. სანდრო ბაზაძე არის პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო. მსოფლიო თასს ხმლით ფარიკაობაში „თბილისის თასი 2022“-ს სპორტის სასახლე მასპინძლობს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მიერ გაფიცვის დაანონსების შემდეგ, სააგენტო ხელფასების ზრდის შესახებ იუწყება
საქართველოს მასშტაბით, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 %-მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-ამდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-ამდე გაეზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაა. ამ მიზნით გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც ცნობილია, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა 17 იანვრიდან გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს. სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით თომსარაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით მატება, იქედან გამომდინარე, რომ „ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობენ ისეთ ხელფასზე, რომლითაც არსებობა შეუძლებელია“. „ზოგიერთ შემთხვევაში იღებენ უფრო დაბალ ანაზღაურებას, ვიდრე სოციალურად დაუცველი ადამიანები იღებენ დახმარებას. ეს ადამიანები ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯებს. მათ უწევთ გადაადგილება საქართველოს მასშტაბით და თავისი ჯიბიდან უწევთ ტრანსპორტის ხარჯების გადახდა. ასევე, პროფკავშირი ითხოვს კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას. ითხოვენ, რომ ყოველწლიურად მათი ხელფასი ინფლაციასთან მიმართებით გაიზარდოს. ასევე, ეს ადამიანები ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, როგორიცაა დაზღვევა და ასე შემდეგ. დაახლოებით 12 წელია, ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი. სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი ეს არის 200 ლარი ხელზე ასაღები და შემდგომ გამომუშავებით. სამწუხაროდ, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როცა შევიტყვეთ, რომ მინისტრი გადადგა. ვითხოვდით კომუნიკაციას, თუმცა ამის შემდგომ კომუნიკაცია ფაქტობრივად შეწყდა", - განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა, დავით თომსარაშვილმა.
ენტონი ბლინკენმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხი განიხილა
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოლაპარაკების თემა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო არაფორმალური შეხვედრა იყო, რომელიც საფრანგეთში, ბრესტში, 13-14 იანვარს, საფრანგეთის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა. მდივანმა ბლინკენმა კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსული აგრესიის გაგრძელების ფონზე და განიხილა აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას სწრაფად და მტკიცედ უპასუხოს. მხარეებმა ასევე განიხილეს ლიბიაში დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობის მცდელობები. შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-ში განაცხადეს, რომ ალიანსი მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ2-კმ5 მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ2-კმ5 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაწესებული რეჟიმი შეიცვალა
პატრიარქი: ღვთის წინაშე არ არსებობს რანგირება თანამდებობების მიხედვით, არსებობს დაკისრებული პასუხისმგებლობა და მისი მეტ-ნაკლებად შემსრულებელნი
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წლისთავი მიულოცა. „გულითადად ვულოცავთ დაარსებიდან 100 წლისთავს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გულითადად ვულოცავთ დაარსებიდან 100 წლისთავს. იგი ივ.ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის წიაღში ჩამოყალიბდა იმ მადლმოსილი პროფესორების თაოსნობითა და მონაწილეობით, რომელთაც დედა უნივერსიტეტს თავიდანვე მოუპოვეს სახელი და დიდება. ტექნიკური უნივერსიტეტის წინსვლა მოკლე დროში მოხდა; მსოფლიო ამ მიმართულებით აღმავლობას განიცდიდა და, ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყანაშიც ჰპოვებდა თავის გამოძახილს. საუკუნის განმავლობაში სასწავლებელში მრავალი ცვლილება მოხდა, მას მრავალი ფაკულტეტი და განხრა დაემატა და მოიცვა თითქმის ყველა მიმართულება, მათ შორის საღვთისმეტყველო. და თუ მესამე ათასწლეულის დადგომამდე საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, რომლის ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, ამ საქმეში ამ უნივერსიტეტს ლომის წვლილი აქვს შეტანილი. მინდა დავლოცო მის კედლებში მოღვაწე და აწ უკვე გარდაცვლილი პროფესორ-მასწავლებლები და ყოფილი სტუდენტები და შევავედრო მათი უკვდავი სული ღმერთს, რათა უფალმა ისინი სავანესა მართალთასა დააწესოს. ასევე ვლოცავ მოქმედ პედაგოგებსა და სტუდენტებს, მომსახურე პერსონალს, ამ უნივერსიტეტდამთავრებულ ყველა ადამიანს. თქვენ ჩვენი ქვეყნის იმედი ხართ. უფალმა შეგაძლებინოთ თქვენი მოვალეობის პირნათლად შესრულება. გახსოვდეთ, ღვთის წინაშე არ არსებობს რანგირება თანამდებობების მიხედვით, არსებობს დაკისრებული პასუხისმგებლობა და მისი მეტ-ნაკლებად შემსრულებელნი. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ყველაზე დიდი, რექტორის ფუნქციაა. ბატონი დავით გურგენიძე, მართალია, ახლადარჩეული რექტორია, მაგრამ შეძლო მოკლე დროში ახალგაზრდების სიყვარულის მოპოვება. მინდა ვუსურვო მას სწავლების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა და მაღალპროფესიული კადრებით ქვეყნის გახარება. ყველას კიდევ ერთხელ გლოცავთ და გილოცავთ ღირსახსოვარ იუბილეს. გილოცავთ ქრისტეს შობის დიდებულ ზეიმს და ნათლისღების დამდეგ დღესასწაულს“, - ნათქვამია პატრიარქის მისალოც ტექსტში. პატრიარქმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო: ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ სამთავრობო ვებგვერდებზე განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ სამთავრობო ვებგვერდებზე განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას. უწყების განცხადებით, მოსკოვი განაგრძობს ჰიბრიდულ ომს და აქტიურად ზრდის ძალებს საინფორმაციო და კიბერსივრცეში. „ხშირად რუსეთის კიბერძალები აშშ-ისა და უკრაინის წინააღმდეგ მუშაობენ და პოლიტიკური ვითარების შერყევას ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობენ. ბოლო კიბერთავდასხმა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლიდან წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინებაა“, - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, უკრაინის სამინისტროებზე მასშტაბური კიბერშეტევა 14 იანვარს განხორციელდა. იენს სტოლტენბერგი უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებს მკაცრად გმობს საქართველოს საგარეო უწყება: უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ კიბერშეტევები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის
ავსტრიაში 18 წელს გადაცილებულებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალდებულო იქნება
თებერვლის დასაწყისიდან, ავსტრიაში 18 წელს გადაცილებულებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალდებულო იქნება. 15 მარტიდან დაიწყება მონიტორინგი აღსრულებაზე, ვალდებულების დარღვევისთვის კი ჯარიმა 600 ევრომდე იქნება, ზოგიერთ შემთხვევაში მაქსიმალური ჯარიმა შეიძლება, 3600 ევრომდე იყოს. გამონაკლისი შეეხებათ 18 წლამდე ადამიანებს, ორსულებს და მათ ვისი ვაქცინაციაც შეიძლება, დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის რისკებთან. გამოჯანმრთელებულების შემთხვევაში გამონაკლისი ძალაშია 180 დღის განმავლობაში, კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემდეგ. დასავლეთ ევროპისთვის, ავსტრიაში ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. 8,9 მილიონიანი მოსახლეობის 71,6 პროცენტი სრულ ვაქცინირებულად ითვლება. ევროპის ქვეყნებში COVID19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ავსტრიაში არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები ამოქმედდება ავსტრიაში დღეიდან სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდა
ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები დღეიდან მცირდება
17 იანვრიდან ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ 14 დეკემბერს განაცხადა. იზოლაცია-კარანტინის ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის. ასევე წაიკითხეთ: თამარ გაბუნიას თქმით, ორშაბათიდან ვაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება