ძებნის რეზულტატი:

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელში შეხვედრებმა აჩვენა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო. პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება. „ეს იყო ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, პირველი საერთაშორისო ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ეს ვიზიტი შედგა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში. იყო ძალიან წარმატებული. გქვონდა შეხვედრა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან.  ამ შეხვედრებმა აჩვენა რამდენიმე რამ – ერთი, ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება და ეს დადასტურდება ზაფხულში მადრიდის სამიტზე. გარდა ამისა, მივიღეთ შემოთავაზება, მადრიდის სამიტზე განსახილველი NATO-ს სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაშიც მივიღოთ მონაწილეობა, შევთავაზოთ ჩვენი წინადადებები, რათა ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი იდეები შევთავაზოთ სტრატეგიული დოკუმენტისთვის. გარდა ამისა, საუბარი გვქონდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, ამ კუთხით გვაქვს სრული კოორდინაცია და სრული ურთიერთგაგება ჩვენს ნატოელ კოლეგებთან. ამ დროს, როდესაც ასეთი უსაფრთხოების გამოწვევებია, სწორედ ამ კოორდონაციისა და კომუნიკაციის საფუძველზე მოქმედებს როგორც საქართველოს მთავრობა, ისე პარლამენტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში მთავარი არსი ასახულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში მთავარი არსი ასახულია. „როგორც იცით, ფრაქციებს შორის იყო კონსულტაცია და საბოლოო ჯამში მოხდა რეზოლუციის ტექსტის ინიცირება „ქართული ოცნების“ მიერ. ჩემი შეფასებით, აქაც სამწუხარო არის, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა ამ მნიშვნელოვან რეზოლუციაშიც კი, რომელიც ეხება უკრაინას, უფრო მეტად ხედავს საკუთარ თავს და საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინას და იმ გამოწვევებს, რომლებიც უკრაინას აქვს. ვფიქრობ, მთავარი არსი ტექსტში არის ასახული და ამას არავინ დავობს. რაც შეეხება ფორმებს, ეს არის მთავარი პრობლემა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციიის ზოგიერთი წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსზე ფიქრისა და უფრო მეტად ასეთ რეზოლუციებში ხედავს საკუთარ დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინის თუ საქართველოს უსაფრთხოების საკითხს. უპრიანი იქნებოდა, რომ ასეთი სახის რეზოლუციები, რომელიც შეეხება უსაფრთხოების ან საერთაშორისო საკითხებს, იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით მიღწეული. სწორედ ამისი მცდელობა იყო, როდესაც ფრაქციებს ჰქონდათ კონსულტაცია, თუმცა სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ვერ შედგა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერად, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის იდენტური მიმართვა გაავრცელეს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი მიმართვა გაავრცელეს. მიმართვის ტექსტი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტის იდენტურია. „ძვირფასო კოლეგებო, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებს, გვსურს სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქალაქის კიევის და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ერთგულები ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მათ შორის, რა თქმა უნდა, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ვგმობთ ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. აქვე ვაცხადებთ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. დღეს, უკრაინაში შესაძლო ომის არდაშვება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს და ქალაქ კიევის რადას“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.

საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უმრავლესობის მიერ გავრცელებულ უკრაინის მხარდამჭერ მიმართვას ხელს არ მოაწერს

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ უკრაინის მხარდასაჭერ მიმართვას ხელს არ მოაწერს. განცხადება ამის შესახებ, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიმართვის შინაარსს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მასში რუსეთის აგრესია და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის. ოპოზიციის წევრების შეფასებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ისე, რომ რუსეთი და ოკუპაცია არ ახსენო,  მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით,  მიმართვაში რუსეთის როლზე აქცენტები ხაზგასმული არ არის, რაც პუტინის რეჟიმის მაამებლურ პოზიციას უფრო გამოხატავს, ვიდრე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. პარტიის ,,ლელო საქართველოსთვის’’  წარმომადგენლის საბა ბუაძის თქმით კი, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ,,ქართულ ოცნებას’’ შორის კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც, საკრებულოში არსებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს განცხადების ტექსტი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე რეალურ პრობლემებთან არის შესაბამისობაში.

„ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო

დევნილთა სააგენტომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. ასევე, იძულებით გადაადგილებულმა 7-მა ოჯახმა, განსახლების ალტერნატიული მოდელი აირჩია და თავად მოიძიეს საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა. "განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებლი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება. დევნილთა სააგენტო აქტიურად მუშაობს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა ოჯახისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის საკითხზე და მათ განსახლების ორი გზას სთავაზობს: დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში; დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, 2022 წლის განმავლობაში, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახების ნაწილმა უკვე დაიწყო აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს თებერვალში ეწვევა, განაცხადა თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვიზიტს ისრაელთან გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორების შანსი უწოდა. ”ამ ვიზიტმა შეიძლება, გახსნას ახალი თავი თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობებში,” - განაცხადა ერდოღანმა თურქულ NTV არხთან ინტერვიუში და დაამატა, რომ მზად არის, გადადგას ნაბიჯები ისრაელთან ურთიერთობების მიმართულებით, ყველა სფეროში, მათ შორის ბუნებრივი აირის ჩათვლით. თურქეთის პრეზიდენტი მზადაა, იმუშაოს ისრაელთან ძველი პროექტების განვითარებაზე, მათ შორის ბუნებრივი აირის საკითხიც იგულისხმება. მისი განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მ შეწყვიტა მხარდაჭერა კონკურენტი მილსადენის პროექტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ისრაელი და თურქეთის ისტორიული მეტოქე საბერძნეთი. ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2010 წელს დაიძაბა, ღაზას სექტორის ბლოკადისას თურქეთი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას შეეცადა. საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო რაზმის მიერ ცეცხლის გახსნას თურქეთის ათი მოქალაქე ემსხვერპლა.  თურქეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პროექტს, რომელსაც მხარს უჭერდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.

როგორ აფასებს მოსახლეობა ინსტიტუტების და ლიდერების საქმიანობას - კვლევა

მოსახლეობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. NDI-ის კვლევით, 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. კარგად - 36%. პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად აფასებს 27%, საშუალოდ 27%, ცუდად 35%, არ იცის 10%-მა. ამავე კვლევით, პრემიერ-მინისტრის (გიორგი გახარია) საქმიანობას 2020 წლის დეკემბერში 46% აფასებდა კარგად. 17% - ცუდად.  ცესკოს საქმიანობას 22% აფასებს კარგად, 18%, საშუალოდ, 35% ცუდად. პრეზიდენტის საქმიანობას 46% აფასებს ცუდად, 14%-კარგად. პარლამენტის - 46% ცუდად, 12%-კარგად. ცნობისთვის, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი, ამ შეკითხვაზე საპასუხოდ NDI-ს მიერ გამოკითხულთა 32% სიღარიბეს, 32% ფასების ზრდა/ინფლაციას, 29% სამუშაო ადგილებს, 16% ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. რუსეთთან ურთიერთობას - 2%. ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატია. მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის საქართველო დემოკრატიაა, თუმცა დანარჩენი მოსახლეობა არ იზიარებს ამ მოსაზრებას. კვლევის თანახმად, აქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ცნობისთვის, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.  

„ბუსტერ“ დოზის ეფექტიანობა „ომიკრონის“ წინააღმდეგ მაღალია

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით აცრის შემთხვევაში, ევროპაში კოვიდჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 800 000-ით  შემცირებას ვარაუდობს. ამ ინფორმაციას ცენტრი მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყანას მოიცავს. Reuters-ის ცნობით, ამჟამად ევროკავშირის მოსახლეობის (450 მლნ) დაახლოებით 70% სრულად არის აცრილი, მოსახლეობის ნახევარმა კი ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უკვე მიიღო. ამასთან, გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონით“ ინფიცირებულ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს სიკვდილისგან 95%-ით იცავს. ამას ბრიტანეთის მაგალითი აჩვენებს.    

დავით ზალკალიანი: თუკი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა ჩვენ მიმართ მოდის, გამოდის, რომ მთლად ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ გვაქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს პოლიტიკური მანიპულაციების გამო აკრიტიკებენ. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტში მთავარი პათოსია, რომ არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი „საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, სუვერენიტეტი, ღია კარის პოლიტიკა, სუვერენული უფლება, ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები - ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია, მკაფიო პოზიციის დაფიქსირების - ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული. ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მიგვეღო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ტერმინი ოკუპაცია და ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდა განსაზღვრული, როგორც ეფექტური კონტროლის გამტარებელი ოკუპანტი ქვეყანა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სტრასბურგში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. ამ რეზოლუციის პათოსი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში. „თუკი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა ჩვენ მიმართ მოდის, გამოდის, რომ მთლად ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ არ გვაქვს“, - დაამატა მინისტრმა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.  

დავით ზალკალიანი პრორუსულ ძალებზე: არ ვფიქრობ, სერიოზულ გავლენას ახდენდეს საქართველოში პოლიტიკის ფორმირებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოში არსებულ პრორუსულ ჯგუფებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ადამიანები სერიოზულ გავლენას ვერ ახდენენ პოლიტიკის ფორმირებაზე. მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ამ ჯგუფებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და ამას საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნების შედეგებიც ადასტურებს. „არ ვფიქრობ, რომ ეს ძალა, ძალაც კი არ არის, რაღაც ჯგუფი ადამიანების, სერიოზულ გავლენას ახდენდეს საქართველოში და საერთოდ ჩვენი პოლიტიკის ფორმირებაზე“. „რაღაც პოლიტიკური პარტიებიც კი არის, რომლებიც არ მალავენ საკუთარ კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. მათი მხარდაჭერა ძალიან ცოტა არის, ერთი პროცენტია. ჩვენ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას ვუპირისპირებთ კონკრეტულ შედეგებს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სავიზო ლიბერალიზაცია, ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელსაც სიკეთეები, კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი საზოგადოება და მოქალაქეები რწმუნდებიან, რომ ეს არის სწორი გზა და არა ის, რასაც რუსეთი ჰიბრიდული სხვადასხვა მექანიზმით, პატარ-პატარა ჯგუფებით, დეზინფორმაციის კამპანიით ცდილობენ შექმნან. მათი მხარდაჭერა უნდა ტრანსფორმირდეს არჩევნებში და ყველა არჩევნებზე ისინი იღებენ სადღაც 1%-ს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.    

ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კრიტიკული მოსაზრებები უკრაინის ელჩს გააცნეს

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდნენ. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი არ გამოხატავს არც ოპოზიციზიური პარტიების და არც ქართველი ხალხის პოზიციას და ამის შესახებ ესაუბრნენ უკრაინელ დიპლომატს. თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომლის პარტიაც არ მონაწილეობს რეზოლუციის გარშენო მიმდინარე დისკუსიებში, განააცხადა, რომ რომ მნიშნელოვანია არა რეზოლუცია, არამედ აქტიურობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. „ასეთ დროს ჩვენი მხარდაჭერის ხმა უნდა მივაწვდინოთ და ინფორმაციაც მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, უკრაინისგან, რომელიც მაგალითს იძლევა, როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის. ჩვენი ბედი პირდაპირ მიბმულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში““, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.   „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ მედიას განუცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი. „კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ იმ ვარიანტს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შემოთავაზებული. ეს ვარიანტი არ ახსენებს ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას, აგრესიის ნამდვილი წყაროს ვინაობას. „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკა გრძელდება და ასახულია რეზოლუციის ტექსტშიც. შესაბამისად, ინტერფრაქციულ ოპოზიციურ ფორმატში ვისმჯელებთ იმის თაობაზე, როგორ მივაღწიოთ უკეთესი ვარიანტის მიღებას, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი უარესად არ მოისპოს „ქართული ოცნების“ მიერ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.    

გერმანიის პროკურატურამ რუსეთის მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინა

გერმანიის პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა ზაფხულში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული ევროპის კოსმოსური ხომალდის Ariane-ის შესახებ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს აწვდიდა ინფორმაციას.  გერმანიამ რუსეთის მოქალაქე გასულ წელს დააკავა. ბრალი მას 9 დეკემბერს წაუყენეს.  ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც იდენტიფიცირებულია მხოლოდ როგორც ილნურ ნ., დაკავებამდე მუშაობდა მკვლევრად ბავარიის უნივერსიტეტში.  

ნიდერლანდების მთავრობა საგანგებო გეგმაზე მუშაობს, რადგან უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდებას საფრთხეს უქმნის - Reuters-ი

ნიდერლანდების მთავრობა ცდილობს, შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რათა დაიცვას კრიტიკული ენერგორესურსები რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, რამაც  შესაძლოა, დეფიციტი შექმნას გამოიწვევს, ამის შესახებ Reuters-ი იყტყობინება. ნიდერლანდები, რომელიც დიდწილად იყენებს გაზს გათბობისთვის, ელექტროენერგიისა და სამრეწველო წარმოებისთვის, ბუნებრივი აირის დაახლოებით 15%-ს რუსეთიდან, დანარჩენს კი ნორვეგიიდან იღებს. გაზის მიწოდების გეგმა პირველად 2019 წელს შემუშავდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა გაზის ექსპორტს, წმინდა იმპორტიორი გახდა. ევროპა შიშობს, რომ უკრაინის ირგვლივ ესკალაციამ შეიძლება, გაზის მიწოდების შეფერხება გამოიწვიოს. მთავრობის წარმომადგენლებმა ნიდერლანდების პარლამენტს გასულ კვირას განუცხადეს, რომ მარაგი საკმარისი იქნება ზამთრის გამოყენებისთვის, მაგრამ არა გრძელვადიანი დეფიციტის დროს. ნიდერლანდებში, ენერგიის თითქმის 40%-ის წარმოქმნა გაზზეა დამოკიდებული. 2020 წელს 45% გადავიდა ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, 28% შენობებისა და სახლების გათბობას, ხოლო 21% მრეწველობას ხმარდება.  

პოლონეთმა ბელორუსთან აღმოსავლეთ საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

პოლონეთმა ბელორუსის აღმოსავლეთ საზღვარზე 394 მილიონი დოლარის ღირებულების კედლის მშენებლობა დაიწყო, იუწყება AP. ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტთა ნაკადი პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვარს ზაფხულში მიაწყდა, რამაც პოლონელ მესაზღვრეებთან შეტაკება გამოიწვია. პოლონეთმა ბელორუსის საზღვარი მავთულხლართებით ჩაკეტა და მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა. პოლონეთის ლითონის კედელი, 5,5 მეტრის სიმაღლეზე, გადაჭიმულია 180 კილომეტრზე, ბელორუსის სახმელეთო საზღვრის გასწვრივ, ასევე მოიცავს მდინარე ბაგს. მისი მშენებლობა ივნისში უნდა დასრულდეს და დაახლოებით 1,6 მილიარდი ზლოტი (394 მილიონი დოლარი) დაჯდება. კრიტიკოსები და გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ეს არ შეაჩერებს მიგრანტებს, მაგრამ დააზარალებს ევროპის ერთ-ერთ ბოლო ხელშეუხებელ ტყეს, ბელოვეჟსკაია პუშჩას.

პენტაგონის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინის საზღვართან რუსული ძალების აქტიურობა გაიზარდა

 აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის საზღვართან რუსული ძალების აქტიურობა გაიზარდა. 24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

უკრაინის სარაკეტო ქარხანაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინაში, საჰაერო კოსმოსურ და სარაკეტო ქარხანაში სროლის შემდეგ ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ New York Times-ი წერს. მედია წერს, რომ თავდასხმა განხორციელდა დნიპროში, ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, აღმოსავლეთ უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან 100 მილზე მეტი მანძილის მოშორებით, სადაც სამხედროები 2014 წლიდან ებრძვიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს. დაკავებულია ეროვნული გვარდიის 21 წლის წვევამდელი. ეროვნული გვარდიის უფროსმა მიკოლა ბალანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და განაცხადა, რომ მეთაური იყო პასუხისმგებელი „ნებისმიერ ინციდენტზე“. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარის დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვა.

უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

დეესკალაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ დიპლომატიურ ძალისხმევასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. „ამერიკის პრეზიდენტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა. დეესკალაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა განვიხილეთ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის Twitter გვერდზე განთავსებულ პოსტში. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური წერილობითი პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

ვიქტორია ნულანდის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ არ წაიწევს

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინ აღარ წაიწევს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებს განაგრძობს გერმანელ მოკავშირეებთან. უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და მოკავშირეები რუსეთს სწრაფ და მტკიცე პასუხს ჰპირდებიან. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".

„მწვანე პასპორტის“ საკითხი გადაიხედება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაქცინაციის სტიმულირებაში - ამ საკითხს აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია და „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ე.წ. მწვანე პასპორტის საკითხი გადაიხედება. „ეს პერიოდი და ზოგადად, პანდემიის მიმდინარეობა იმდენად დინამიკურია, რომ ერთი ინტერვენცია, რომელიც თუნდაც ერთი ან ორი თვის წინ დაინერგა, არ გამოდგება დიდი ხნის მანძილზე. ევროპამაც შეცვალა ამ „მწვანე საშვის“ კრიტერიუმი. ცუდია, რომ ჩვენს შემთხვევაში ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცნაირად ხდება უგულვებელყოფა და პირდაპირ ღიად აცხადებენ ზოგიერთი ბიზნესობიექტები, რომ „მწვანე საშვის“ მოთხოვნები მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არ არის კარგი და კარგს არაფერს მოიტანს, მაგრამ „მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის სტიმულირებაში ითამაშა - ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ვაქცინაციის სტიმულაცია, როგორც ხანდაზმულ პირებში, სადაც ამოქმედდა წახალისების პროგრამა, ასევე ახალგაზრდა პირებში „მწვანე საშვის“ ინტერესი არის შედარებით ახალგაზრდა სეგმენტში. აუცილებლად მოუწევს ამას რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა და სხვა ქვეყნებიდან გამოცდილებაც განსხვავებული მოდის. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით და ანალიზი გაკეთდება იმის, რაც აქამდე იყო. აქ მთავარი, რაც არის, რეგულაცია იყოს აღსრულებადი და მიმღებლობა იყოს ისეთი, რომ ამან ხელი შეუწყოს მის დანერგვას და არ გამოიწვიოს სოციალური პროტესტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ პალიტრანიუსის ეთერში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, „მწვანე პასპორტმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდა პირებში ვაქცინაციის თვალსაზრისით.

დმიტრო კულება: უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ დგას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ინტერვიუს პასუხობს. „უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვის ქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ არის. ახლა უკრაინისთვის რეალური დახმარება NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გერმანიის ლიდერობა იქნებოდა. ეს ყველასათვის დადებითი სიგნალი იქნებოდა“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter პოსტში. მანამდე, გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველამ, მათ შორის რუსეთმაც იცის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ახლა დღის წესრიგში არ დგას.