ძებნის რეზულტატი:
არასრულწლოვნის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს ბრალი წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისნის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ა.-ს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ძალადობის ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება, ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და არ შეასრულა არცერთი ზემოაღნიშნული ვალდებულება. „გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის აქტიური თანამშრომლობით და ჩართულობით, მალევე დადგინდა ინციდენტში მონაწილე ორივე პატრულ-ინსპექტორის ვინაობა, რის შემდეგაც გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთანავე, ორივე ბრალდებული დაკავებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ. პატრულ-ინსპექტორს ნ.ბ.-ს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატრულ-ინსპექტორს კ.ბ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ემუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა სასამართლოს ასევე, ბრალდებულების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პოლიციელებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა წინასწარი დაკავების იზოლატორში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ინფორმაციით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. დაკავებული პოლიციელების ადვოკატებს ჟურნალისტებთან ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან საჯარო განცხადებების გაკეთების უფლებამოსილება არ გააჩნია.
ავარიული დაშვების შემდეგ, აშშ სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან ავიაგამანადგურებლის გამოყვანას ცდილობს
შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ცდილობს, თავისი ყველაზე მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავის გამოყვანას სამხრეთ ჩინეთის ზღვის სიღრმეებიდან, ეს არის უკიდურესად რთული ოპერაცია, რომელსაც ანალიტიკოსების თქმით, პეკინი ყურადღებით დააკვირდება. F-35C, ერთძრავიანი ავიაგამანადგურებელი და აშშ-ის საზღვაო ფლოტის უახლესი თვითმფრინავი ავიამზიდ USS Carl Vinson-ზე ავარიულად დაეშვა. 100 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავი ავიამზიდის გემბანს შეეჯახა და შემდეგ ზღვაში ჩავარდა, USS Carl Vinson-ის გემზე მფრინავი და ექვსი მეზღვაური დაშავდა. სამხრეთ ჩინეთის ზღვა რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტერიტორიული დავის საგანს წარმოადგენს. პეკინი 90%-ს, სკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და ამისა დასამტკიცებლად 1947 წლის რუკაც იშველიებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვის სიღრმეებში შეერთებული შტატები
სალომე ზურაბიშვილი: დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური, რასაც სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიციელის ინდივიდუალური ქმედებები აზიანებს
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. მისივე თქმით, დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. „უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია, მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო, ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ცნიბისთვის, არასრულწლოვნის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს ბრალი წარედგინათ.
კელი დეგნანი: საქართველოს საუკეთესო ინტერესშია, თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია შეძლებენ ერთად მუშაობას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა ინიციატივაზე
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინონ პარლამენტში და გამოიყენონ ქვეყანაში არსებული დემოკრატიული ინსტიტუტები. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. კელი დეგნანის თქმით, საქართველოს საუკეთესო ინტერესშია, თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია შეძლებენ ერთად მუშაობას, სხვადასხვა ინიციატივის დასამტკიცებლად და განსახორციელებლად, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესშია. ელჩმა პარლამენტის წარმომადგენლობითობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ საპარლამენტო არჩევნების დღიდან მოვუწოდებთ, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინონ პარლამენტში და გამოიყენონ ქვეყანაში არსებული დემოკრატიული ინსტიტუტები. ეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს წარმომადგენლობითი და ის ასახავდეს ქვეყნის მოსახლეობის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა და იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში, მმართველი პარტია და ოპოზიცია კი პარლამენტში სხვადასხვა ინიციატივასთან დაკავშირებით.
გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს მიაწვდის
გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამრეხტმა განაცხადა. „წერილი მივიღე უკრაინის საელჩოდან, რომელიც სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების თხოვნას შეიცავდა. ჩვენ უკრაინას 5 000 ჩაფხუტს მივაწვდით. ეს მკაფიო სიგნალია: თქვენს გვერდით ვართ“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის, მოკავშირეების ძალები საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში არიან
ამერიკის ელჩი: ჭეშმარიტად ჯანსაღი დემოკრატია არასდროს წყვეტს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზების ძიებას, ვიმედოვნებ, საქართველოშიც ასევე იქნება
საქართველო დაახლოებით 20 წელია, დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაზე მუშაობს, პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ჩვენს დემოკრატიაზე 245 წელია, ვმუშაობთ და ვხედავთ, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიას განუცხადა. ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩს კელი დეგნანს ჰკითხეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებაზე, რომ „საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“. ელჩის შეფასებით, ეს არის გავლენა ღრმა პოლარიზაციის, რომელიც ქვეყანაში უკვე კარგა ხანია, არის. თუმცა, უფრო ფუნდამენტურად, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველო საკმაოდ მოკლე დროა, დაახლოებით 20 წელა, რაც მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაზე. „რა თქმა უნდა, გასაკეთებელი მეტია, ყველას ესმის, რომ მიღწეული პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენს დემოკრატიაზე 245 წელია, ვმუშაობთ და ვხედავთ, რომ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ჭეშმარიტად ჯანსაღი დემოკრატია არასდროს წყვეტს რეფორმირებას, გაუმჯობესებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზების ძიებას, რადგან ყოველთვის მეტია გასაკეთებელი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოშიც ასევე იქნება. გასული 20 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული. მისი გაჩერება არ შეიძლება, ქვეყანამ უნდა განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. ეს არის საუკეთესო გზა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენი თვალსაზრისით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, საუკეთესო უსაფრთხოება და სტაბილურობაა ამ ქვეყნისთვის და ასევე, ჩვენთვისაც“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ზურაბ აზარაშვილი: „ომიკრონი“ სეზონურ გრიპად გადაიქცევა
ჯანდაცვის სამინისტრო საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს და სპეციალურ რგოლებს დაამზადებს, რომლითაც მოსახლეობას სახლის პირობებში მკურნალობის წესებს გააცნობს. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი“ სეზონურ გრიპად გადაიქცევა. „ვაპირებთ საკომუნიკაციო კამპანია გავაკეთოთ, თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში „ომიკრონის“ დროს. როგორც ვხედავთ და სხვა ქვეყნის გამოცდილებამაც აჩვენა, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე სეზონური გრიპი. ის ასეთ გრიპად გადაიქცევა. მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა სახლის პირობებში იმკურნალონ და მივცეთ მათ სწორი რეკომენდაციები თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში. ხოლო იმ კატეგორიას, რომელიც არის ქრონიკული დაავადებებით ან მაღალი რისკის ჯგუფში, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვთავაზობთ კლინიკაში გადაყვანას და თუ არის შესაძლებელი ბინაზე მკურნალობა, იქაც მაქსიმალურ კონსულტაციას გავუწევთ. რაც შეეხება ოჯახის ექიმების ოდენობას, ბოლო ერთ კვირაში დავამატეთ დიდი ოდენობა ოჯახის ექიმებისა, რათა კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიონ მოქალაქეებს. ასევე, ქოლცენტრის ოპერატორები დავამატეთ და ამაში სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო კურსის სტუდენტები და რეზიდენტები გვეხმარებიან“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
კელი დეგნანი: ხალხს ახლა სჭირდება, დაინახოს, რომ ჰყავს ადმინისტრაცია, რომლის მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი არჩევნების ჩატარებისას ნდობას იმსახურებს
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, რომ ეს სამართლიანი პროცესია, აცხადებს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი. ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად გამჭვირვალედ ჩატარდა შერჩევის პროცესი და როგორი მოლოდინებია სანდოობის მხრივ. კელი დეგნანმა უპასუხა რომ უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს თავად ქართული საზოგადოება . „პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა ქართველ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, რომ ეს სამართლიანი პროცესია; რომ ხალხი, რომელიც ამ მნიშვნელოვან პოზიციებს დაიკავებს, იქნებიან მიუკერძოებლები და პროფესიონალები არჩევნების ჩატარებისას. თვალსაჩინოა, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნები იყო სადავო. ხალხს ახლა სჭირდება, დაინახოს, რომ ჰყავს ადმინისტრაცია, რომლის მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი არჩევნების ჩატარებისას ნდობას იმსახურებს. ვიმედოვნებ, ეს იქნება ამ პროცესის შედეგი“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობაზე ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისა და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორის თენგიზ თევზაძის კანდიდატურები გადაუგზავნა. თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან ერთად, პარლამენტს პრეზიდენტმა ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატურა წარუდგინა.
ანდრიუს კუბილიუსი: გვჭირდება სტრატეგიული ავტონომია „გაზპრომისგან“
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი უკრაინასთან დაკავშირებით გერმანიის პოზიციას აკრიტიკებს. ლიეტუვის ყოფილი პრემიერის აზრით, თუ დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ჯეროვან პასუხს ვერ გასცემს, ამას დასავლეთისთვისვე მოჰყვება „უკიდურესად ტრაგიკული შედეგები“. „გერმანიის ფილოსოფია - არ მიაწოდოს თავდაცვითი იარაღი უკრაინას - მცდარი ფილოსოფიაა. გერმანული ლოგიკით გამოდის, რომ გერმანული იარაღი არ უნდა გამოიყენებოდეს რუსების წინააღმდეგ, მაგრამ რუსული იარაღი თუ გამოიყენება უკრაინელების წინააღმდეგ, ამას არა უშავს? თუ ომის თავიდან აცილება გვინდა, უკრაინა კი არ უნდა დავასუსტოთ, უნდა გავაძლიეროთ - აი, რა შეაჩერებს პუტინს. პუტინი „ნადირობს“ სუსტებზე, და არა ძლიერებზე. უნდა დავიწყოთ რუსული გაზის მონოპოლიისგან თავის დაღწევაზე საუბარი - გვჭირდება სტრატეგიული ავტონომია „გაზპრომისგან“. როდესაც ხედავ, რომ გერმანია გაზის 50%-ს „გაზპრომისგან“ იღებს და თან სხვა არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია - არც თხევადი გაზის ტერმინალები ააგეს, არც რაიმე სხვა ინფრასტრუქტურა - ხვდები, რომ ეს არამხოლოდ გერმანიის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების რეალური პრობლემაა. თუ ბერლინი იმდენად ვერ ელევა რუსულ გაზს, რომ პოლიტიკური ნებაც კი აღარ შერჩა, კრემლის აგრესიას წინ აღუდგეს, რადგან გაზის გაძვირების ეშინია - მაშინ ეს მთელი ევროპის პრობლემაა და არამხოლოდ გერმანიის. ეს ნამდვილი კოშმარია, რადგან ჩვენ საკმარისი მტკიცებულება გვაქვს, რათა დავასკვნათ, რომ ევროპის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხე ნამდვილად რუსეთია, პუტინის მართვის სადავეებით. „პუტინს უკიდურესად აშფოთებს ე.წ. მწვანე შეთანხმება („ევროპული მწვანე შეთანხმება“ - პოლიტიკურ ინიციატივათა პაკეტი, რომელთა მიზანია, ევროკავშირი კლიმატნეიტრალური გახდეს). ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირში „მწვანე შეთანხმების“ განხორციელება 2030 წლის შემდეგ რუსეთიდან გაზის იმპორტს 60-70%-ით შეამცირებს - თუ ევროპა ამას რეალობად აქცევს, ეს უზარმაზარი დარტყმა იქნება არამხოლოდ რუსეთის ეკონომიკაზე, არამედ პოლიტიკურ სტრუქტურებზე. შემდეგი კითხვაა - რა მოხდება ახლა? ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მტკიცე და პრინციპული იქნება დასავლეთის პასუხი. თუ დასავლეთი არ დათმობს - პუტინს მოუწევს უკან დახევა. მაგრამ თუ იგი რაიმე სისუსტეს ან განხეთქილებას შენიშნავს დასავლეთში, მაშინ პირიქით, იერიშზე გადმოვა“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ანდრიუს კუბილიუსი: ახლა საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ ჭკვიანურად გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისათვის
ევროკავშირს არ აქვს „ხისტი ძალა“, მაგრამ მისი „რბილი ძალა“ უკიდურესად აშინებს პუტინსა და კრემლს და სწორედ ეს იქნებოდა ევროკავშირის მხრიდან ღირსეული პასუხი პუტინის აგრესიაზე. ამიტომ ვცდილობ, დავარწმუნო ჩემი კოლეგები ბრიუსელში, რომ ახლა საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ ჭკვიანურად გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისათვის, ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის აზრით, დღევანდელი რეალობა ასეთია: ევროკავშირი ჯერ კიდევ ვერ აძლევს მათ წევრობის მკაფიო პერსპექტივებს. ამიტომ სხვა გზები უნდა ვეძებოთ და ასეთი გზა შეიძლება იყოს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, რომანო პროდის მიერ ჯერ კიდევ 2002 წელს ნათქვამი დევიზი „ყველაფერი, წევრობის გარდა“ - ანუ ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ იმის დემონსტრირებისთვის, თუ რა სიკეთეს მოუტანს ეს საქართველოს: „მაგალითად, 1999 წელს ლიეტუვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP თვალსაზრისით) ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 36%-ს შეადგენდა, ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის შემდეგ კი თითქმის 85%-ს აღწევს. მსგავსი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვისაც, თუ მათ ერთიან ბაზარზე ინტეგრირებას ბრიუსელი მკაფიოდ განსაზღვრულ სტრატეგიულ პრიორიტეტად აქცევს. ეს იქნებოდა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი და ვცდილობთ, ამას მივაღწიოთ და გამოგვივიდეს. იგივე გზა გაიარეს სკანდინავიის ქვეყნებმაც 90-იან წლებში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს - ვფიქრობ, ამისთვის აუცილებელია ბრიუსელის მეტი და უფრო აქტიური ჩართულობა პროცესებში. თუნდაც იმავე საქართველოს მაგალითით თუ ვიმსჯელებთ - თუ ევროკავშირი მეტ ამბიციას არ გამოიჩენს ინტეგრაციის კუთხით, რეფორმების ნაცვლად სტაგნაციას მივიღებთ. მარტო ფინანსური დახმარება და ინვესტიციები არაა საკმარისი - თუ ე.წ. გეოპოლიტიკური დღის წესრიგიც არ გვექნა, თანდათან მოიკლებს ამ ქვეყნების მოტივაციაც, სათანადო რეფორმები გაატარონ და, სამაგიეროდ, მივიღებთ მეტ პოლიტიკურ პოლარიზაციასა და შინაომებს, რასაც, თავისთავად ცხადია, კრემლი სათავისოდ გამოიყენებს. აი, ასეთია ჩემი არგუმენტი და შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირშიც ესმით, რომ რაღაც ახალი და ხელშესახები გვჭირდება. საგულისხმოა, რომ ინსტიტუციების კომპონენტის გამოკლება ამ ყველაფერს ნაკლებად მგრძნობიარე საკითხად აქცევს, შესაბამისად, უფრო პოზიტიურადაც აღიქმება, მათ შორის, ფრანგი და გერმანელი კოლეგების მიერ. ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ეს სრულიად არ გამორიცხავს ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში სრულად გაწევრების შესაძლებლობასაც, პირიქით, ეს ხელშეწყობა და წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე“, - განაცხადა კუბიულსმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ამავე თემაზე: ექსკლუზივი - ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
რომის პაპი: უკრაინელები იმსახურებენ მშვიდობას
უკრაინელები იმსახურებენ მშვიდობას, - ეს რომის პაპის სიტყვებია უკრაინის გარშეო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. პაპმა ფრანცისკემ უკრაინელებს უწოდა „ნატანჯი ხალხი; აღნიშნა, რომ ისინი განიცდიდნენ შიმშილს, მრავალ სისასტიკეს და რომ უკრაინელები იმსახურებენ მშვიდობას“. „გთხოვთ, ილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის და ეს ხშირად, მთელი დღის განმავლობაში გააკეთოთ. დაე, ლოცვამ მიაღწიოს მათ გულებსა და გონებამდე, ვინც პასუხისმგებელია სამყაროზე, რათა დიალოგმა გაიმარჯვოს და ყველას სიკეთე ცალკეულ ინტერესებზე მაღლა დადგეს“, - აღნიშნა რომის პაპმა. როგორც ცნობილია, რომის პაპმა 26 იანვარი მშვიდობისთვის ლოცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ნედ პრაისი: მინსკს ავუხსენით, რომ პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი, თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენებით მოხდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას ბელარუსში დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით. ვაშინგტონში შეშფოთებულები არიან, რომ „რაც შეეხება ბელორუსს, ჩვენ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას სამხედრო გაძლიერებასთან დაკავშირებით ბელორუსში, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. რუსეთის მიერ ბელორუსში ჯარების შეყვანა ღრმა შეშფოთებას იწვევს. ეს ზრდა, როგორც მე ცოტა ხნის წინ აღვნიშნე, საფრთხეს უქმნის ბელორუსის სუვერენიტეტს; ის გარკვეულწილად ძირს უთხრის მის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბელორუსი რეგიონში მზარდი დესტაბილიზაციის მოქმედი ფაქტორია. ამის მაგალითია ლუკაშენკოს რეჟიმის ორკესტრირებული მიგრანტთა კრიზისი და უდანაშაულო მიგრანტების იარაღად გამოყენება. რუსეთის ფედერაცია მკაფიოდ გავაფრთხილეთ იმ მძიმე ფასის შესახებ, რომლის გადახდა მოუწევს, თუ ეს პროცესი წინ წაიწევს. ბოლო დღეებში ჩვენ ასევე ავუხსენით ბელორუსს, რომ თუ ის საშუალებას მისცემს რუსეთს, მისი ტერიტორია გამოიყენოს უკრაინაზე თავდასხმისთვის, მას დაემუქრება სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან. თუ შეჭრა ბელორუსიდან განხორციელდება, თუ რუსული ჯარები მუდმივად განლაგდებიან მათ ტერიტორიაზე, NATO-ს შეუძლია, გადახედოს ჩვენი ძალების პოზიციას ბელორუსის მოსაზღვრე ქვეყნებში“, - განაცხადა ნედ პრაისმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. ლუკაშენკო 17 იანვარს დათანხმდა რუსეთ-ბელორუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნების ჩატარებას (Союзная решимость - 202). წვრთნები დაგეგმილია თებერვალში და მიმართული იქნება დასავლეთის (პოლონეთი) და სამხრეთის (უკრაინის) საზღვრებისკენ.
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი წარადგინა
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი წარადგინა. Reuters-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის პასუხი მოსკოვში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა უწყებას პირადად გადასცა. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ამ წუთებში, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგს მართავს.
ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან საუბარს გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან „უახლოეს დღეებში“ გამართავს მოლაპარაკებას. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ დიპლომატიას ვირჩევთ და მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, რომლებშიც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი წარადგინა
ენტონი ბლინკენი: ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა
ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პასუხი ასახავს სერიოზულ დიპლომატიურ გზაზე წინსვლას, თუ რუსეთი აირჩევს მას და ასევე მოცემულია პრინციპული და პრაგმატული შეფასება მოსკოვის მიერ წამოჭრილი შეშფოთების შესახებ. ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ღიაა დიალოგისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „წერილობითი ფორმა კარგი გზაა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ზუსტნი ვართ და რუსებს ესმით ჩვენი პოზიციები, ჩვენი იდეები, რაც შეიძლება ნათლად. ახლა, დოკუმენტი მათთან არის და ბურთი მათ მოედანზეა“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან საუბარს გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან „უახლოეს დღეებში“ გამართავს მოლაპარაკებას. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ დიპლომატიას ვირჩევთ და მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, რომლებშიც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი წარადგინა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო მობილიზება გრძელდება. სტოლტენბერგმა რუსეთს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ NATO-ს მტკიცედ სჯერა, დაძაბულობა დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა მოგვარდეს. ასევე წაიკითხეთ: შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი წარადგინა. „დღეს NATO-მ რუსეთს ჩვენი წერილობითი წინადადებები გადასცა. არ წავალთ არანაირ კომპრომისზე, თითოეული ქვეყნის უფლებასთან დაკავშირებით, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები. „რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისა და მავნე ქმედებებისგან, რომელიც მოკავშირეებისა და სხვა ქვეყნებისკენ არის მიმართული. რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ვაშინგტონის პოზიციით, რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. ამავე თემაზე: ენტონი ბლინკენი: ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა
უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკელ მოქალაქეებს აფრთხილებს
უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის დატოვება ახლავე განიხილონ. ამ სათაურით სტატიას Reuters-ი ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარება „არაპროგნოზირებადია რუსული სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო“. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საელჩო ღია დარჩება, მაგრამ ამერიკელებმა „მტკიცედ უნდა განიხილონ ქვეყნიდან წასვლა". 24 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ, ნაადრევად და გადაჭარბებულად მიიჩნევს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.
ვენდი შერმანის თქმით, შეერთებული შტატები დიპლომატიისკენ ისწრაფვის, მაგრამ ასევე ემზადება უარესი სცენარისთვის
შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ მზადაა, გამოიყენოს ძალა უკრაინის წინააღმდეგ, თებერვლის შუა რიცხვებისთვის, მიუხედავად ზეწოლის კამპანიისა, განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა. შერმანმა, რომელიც ამ თვის დასაწყისში შეხვდა რუს კოლეგას ვენაში, აღნიშნა, რომ პუტინის გეგმაზე, შესაძლოა, გავლენა იქონიოს 4 პეკინის ზამთრის თამაშებმა, რომელსაც შეერთებული შტატები და რამდენიმე მოკავშირე ბოიკოტს უცხადებენ. შერმანმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები დიპლომატიისკენ ისწრაფვის მაგრამ ასევე ემზადება უარესი სცენარისთვის - „სრული შეჭრიდან“ დაწყებული, დამთავრებული „ჰიბრიდული თავდასხმებით ან დივერსიით, საბოტაჟით“. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
კელი დეგნანი: საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება, ეს არის საუკეთესო გზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად
ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება, ეს არის საუკეთესო გზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავა. „რა თქმა უნდა, გასაკეთებელი მეტია, ყველას ესმის, რომ მიღწეული პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენს დემოკრატიაზე 245 წელია, ვმუშაობთ და ვხედავთ, რომ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. გასული 20 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული. მისი გაჩერება არ შეიძლება, ქვეყანამ უნდა განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. ეს არის საუკეთესო გზა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენი თვალსაზრისით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, საუკეთესო უსაფრთხოება და სტაბილურობაა ამ ქვეყნისთვის და ასევე, ჩვენთვისაც“, - განაცხადა კელი დეგნანმა. მისივე თქმით, ჭეშმარიტად ჯანსაღი დემოკრატია არასდროს წყვეტს რეფორმირებას, გაუმჯობესებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზების ძიებას, რადგან ყოველთვის მეტია გასაკეთებელი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოშიც ასევე იქნება.
რას სთავაზობს NATO რუსეთს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსმა რუსეთს წერილობითი წინადადებები გადასცა. მან პუნქტობრივად განიხილა ის სფეროები, სადაც საჭიროა პროგრესის მიღწევა. მაგალითად, NATO-რუსეთის ურთიერთობები; ევროპის უსაფრთხოება, მათ შორის არსებული მდგომარეობა უკრაინასა და მის გარშემო; რისკის შემცირება, გამჭვირვალობის გაზრდა და შეიარაღების კონტროლი. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები მზად არიან, NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში შეხვდნენ რუსეთს „რაც შეიძლება მალე“. თუმცა, ალიანსი არ წავა კომპრომისზე იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით, რომლებსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოება ეყრდნობა. „რუსეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა NATO-სთან, რაც ართულებს ჩვენს დიალოგს. ამიტომ, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი შესაბამისი ოფისების მუშაობა მოსკოვსა და ბრიუსელში. ჩვენ ასევე სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი არსებული კომუნიკაციების არხები, რათა ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობას და შევამციროთ რისკები. ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის სიტუაცია უკრაინასა და მის გარშემო. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას და ჩავერთოთ რეალურ საუბარში, თუ როგორ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ. ეს მოიცავს თითოეული ერის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისგან და მოკავშირეებისა და სხვა ერების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებებისგან. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე, და ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მთელი ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასთან, ისევე როგორც NATO-ს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან. NATO არის თავდაცვითი ალიანსი, ჩვენ არ ვცდილობთ დაპირისპირებას. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას იმ პრინციპებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი ალიანსის უსაფრთხოება. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.