თეგი: ავიაკატასტროფა

იტალიაში, რადარებიდან გაუჩინარებული ვერტმფრენის ნამსხვრევები იპოვეს

იტალიაში, ტოსკანასთან ახლოს იპოვეს ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომელიც რადარებიდან ხუთშაბათს გაუჩინარდა. ამის შესახებ თურქულია მედია იუწყება. ჩრდილოეთ იტალიაში სამოქალაქო ვერტმფრენი გაუჩინარდა ვერტმფრენის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ოთხი თურქეთის მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით ავიაკატასტროფას ყველა ემსხვერპლა. ტრაგიკული ინციდენტის მიზეზები დგინდება. შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენმა მთებზე გადაფრენისას აეროპორტთან კონტაქტი 9 ივნისს, დილით, უამინდობის გამო დაკარგა. კომპანიის განცხადებით, ვერტმფრენს გამოცდილი 33 წლის პილოტი მართავდა.   

რიაზანში Ил-76-ის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, რიაზანის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 ჰოსპიტალიზებულია. რუსული მედიის ცნობით, აქამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიაზანის ოლქში, ძრავის გაუმართაობის გამო, სასწავლო ფრენისას მძიმე დაშვება განიცადა სამხედრო-სასწავლო თვითმფრინავმა Ил-76-მა. ბორტზე იმყოფებოდა 10 სამოქალაქო პირი. თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, მიხაილოვსკის რაიონში ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.  

BBC უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალებზე წერს

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთში ჩამოვარდა, ბანგლადეშში 11 ტონა იარაღი, მათ შორის, ნაღმები გადაჰქონდა. თვითმფრინავი სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა, როდესაც ქალაქ კავალისთან ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ავიაკომპანია Meridian-მა მისი კუთვნილი An-12 ტიპის თვითმფრინავის საბერძნეთში ჩამოვარდნა დაადასტურა. ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. Meridian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის ბოგდანოვიჩმა ტვირთის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დეტალები დასაზუსტებელია“. საბერძნეთში უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა გადამზიდავი იტყობინება, რომ კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა. 17 ივლისს, ღამით საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კავალის აეროპორტის დასავლეთით, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა. Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი სერბეთიდან, კონსტანტინე დიდის აეროპორტიდან იორდანიის დედაქალაქ ამანისკენ მიფრინავდა. ეკიპაჟმა შესავამისი სამსახურები ავარიამდე ცოტა ხნით ადრე, ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ გააფრთხილა, რის შემდეგაც საბერძნეთში საჰაერო მიმოსვლის ოპერატორებმა ეკიპაჟს თვითმფრინავის სალონიკის ან კავალის აეროპორტში დაშვება შესთავაზეს. პილოტმა ეს უკანასკნელი აირჩია, მაგრამ ასაფრენ ბილიკზე დაშვება ვერ შეძლო. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

საბერძნეთში უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

უკრაინის ავიაკომპანია Meridian-მა მისი კუთვნილი An-12 ტიპის თვითმფრინავის საბერძნეთში ჩამოვარდნა დაადასტურა. ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. Meridian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის ბოგდანოვიჩმა ტვირთის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დეტალები დასაზუსტებელია. გადამზიდავი იტყობინება, რომ კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა. 17 ივლისს, ღამით საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კავალის აეროპორტის დასავლეთით, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა. Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი სერბეთიდან, კონსტანტინე დიდის აეროპორტიდან იორდანიის დედაქალაქ ამანისკენ მიფრინავდა. ეკიპაჟმა შესავამისი სამსახურები ავარიამდე ცოტა ხნით ადრე, ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ გააფრთხილა, რის შემდეგაც საბერძნეთში საჰაერო მიმოსვლის ოპერატორებმა ეკიპაჟს თვითმფრინავის სალონიკის ან კავალის აეროპორტში დაშვება შესთავაზეს. პილოტმა ეს უკანასკნელი აირჩია, მაგრამ ასაფრენ ბილიკზე დაშვება ვერ შეძლო. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ჩამოვარდა და აფეთქდა.  

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, საბერძნეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი კერძო კომპანიას ეკუთვნოდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კომერციული თვითმფრინავი უკრაინული ეკიპაჟით, რომელიც საბერძნეთში ჩამოვარდა, კერძო კომპანიის საკუთრებაში იყო. „სერბეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თვითმფრინავს სერბული წარმოების თავდაცვის ტვირთი ბანგლადეშში გადაჰქონდა“, - აღნიშნავენ სამინისტროში. მისივე განმარტებით, უკრაინის ავიაცია განლაგებულია დანიშნულ ადგილებში და აგრძელებს მისიების შესრულებას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. BBC-ის ინფორმაციით, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთში ჩამოვარდა, ბანგლადეშში 11 ტონა იარაღი, მათ შორის, ნაღმები გადაჰქონდა. თვითმფრინავი სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა, როდესაც ქალაქ კავალისთან ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ავიაკომპანია Meridian-მა მისი კუთვნილი An-12 ტიპის თვითმფრინავის საბერძნეთში ჩამოვარდნა დაადასტურა. ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. 

სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.   „ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, - აცხადებს შსს.

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.   „ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, - აცხადებს შსს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებისთვის სახელმწიფო 100 00 ლარს გამოყოფს

„სახელმწიფო გუდაურში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგება გვერდში, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, ექიმებისთვის გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, კოლეგებს და საზოგადოებას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობდა დაღუპულ მფრინავებს. „პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წლებია უკვე, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს. ასევე, დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისათვის, 2015 წელს, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო დაღუპული პოლიციელის ოჯახი ერთჯერადად 100 000 ლარს მიიღებს. შეგახსენებთ, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.   

ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ - ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელიც დღეს სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი ამა წლის, 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია“, -ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში. გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

რუსეთში ავიაკატასტროფას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთში, კომის რეგიონში ავიაკატასტროფას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, რუსეთში კომის რეგიონში ავიაკატასტროფა განიცადა Cessna-ს მარკის კერძო თვითმფრინავმა, რომელიც ტყის ხანძრის მონიტორინგს ახორციელებდა. "თვითმფრინავმა დასაფრენ ბილიკამდე ვერ მიაღწია და ბილიკამდე 400 მეტრის რადიუსში ტყეში ჩავარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი სამი ადამიანი", - აცხადებს ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი. აღნიშნულ საკითხზე, სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.      

აბუ-დაბის დიდ მეჩეთთან თვითმფრინავი ჩამოვარდა

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბის დიდ მეჩეთთან მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა. Cessna-ს ერთძრავიანი თვითმფრინავი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქის ცენტრში კერძო თვითმფრინავებისთვის განკუთვნულ აეროპორტს უახლოვდებოდა, როდესაც ქვეყნის ყველაზე დიდ მეჩეთთან, თეთრი მარმარილოს ღირშესანიშნაობასთან ჩამოვარდა. „ავარიის შედეგად პილოტი დაშავდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - განაცხადეს სამოქალაქო ავიაციის გენერალურ სამმართველოში. წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ავარია ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.  

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში სამგზავრო თვითმფრინავი იმ დროს ჩამოვარდა, როცა ქალაქ ბუკობის აეროპორტში დაშვებას, ქარიშხლის პირობებში ცდილობდა. ტანზანიის სამაუწყებლო კორპორაცია (TBC) იტყობინება, რომ ამ დროისთვის 15 ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ უცნობია, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა Precision Air-ის რეისზე ან არის თუ არა მსხვერპლი.

ტანზანიაში მომხდარ ავიაკატასტროფაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. ოფიციალური პირის თქმით, ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 26 გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი პილოტი ავარიას გადაურჩა. ადგილზე იმყოფებიან მაშველები, რომლებიც თვითმფრინავში მყოფთა გადარჩენას ცდილობენ. ტანზანიის სამგზავრო თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა, როდესაც ის ქალაქ ბუკობაში დაშვებას ცდილობდა. Precision Air-ი ტანზანიის უდიდესი კერძო ავიაკომპანია. ის ნაწილობრივ Kenya Airways-ს ეკუთვნის. კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა, შიდა და რეგიონულ ფრენებს ასრულებს.

ტანზანიაში, ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა

ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 26 გადაარჩინეს. ორი პილოტი ასევე გადაურჩა ავარიას. ტანზანიის სამგზავრო თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა, როდესაც ის ქალაქ ბუკობაში დაშვებას ცდილობდა. Precision Air-ი ტანზანიის უდიდესი კერძო ავიაკომპანია. ის ნაწილობრივ Kenya Airways-ს ეკუთვნის. კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა, შიდა და რეგიონულ ფრენებს ასრულებს.

სომხეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ვიდეო

სომხეთში, სოფელ ჯრაბერში სლოვენიის მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ასტრახანისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ სომხურ მედიასთან, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა განაცხადა. სლოვენიის კუთვნილი მსუბუქი თვითმფრინავი, ზვართნოცის აეროპორტიდან აფრინდა და მასთან კავშირი მალევე შეწყდა. ავარიის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მხოლოდ ორი პილოტი იმყოფებოდა, რომლებიც ავიაკატასტროფისას დაიღუპნენ.    

ნეპალის პოხარას აეროპორტში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ცენტრალური ნეპალის პოხარას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა.  ნეპალში თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა სულ მცირე, 40 ადამიანი "ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილების პოვნის იმედი ქრება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადარჩენილები იქნებიან", - აცხადებს პოლიცია. ცნობისთვის, გუშინ პოხარის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი მალევე დაიკარგა. თვითმფრინავი პოხარის ახალ და ძველ აეროპორტებს შორის ჩამოვარდა.  

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: დენის მონასტირსკი უკრაინის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი უკრაინის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ ბროვარში ბრიფინგზე განაცხადა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ „ფრენის მიზანი საქმიანი იყო. ერთ-ერთ ცხელ წერტილში. შეიძლება ითქვას, ცხელ წერტილში, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. იქ მიემართებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა ტიმოშენკომ. პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი  

უკრაინის შსს ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა სიას აქვეყნებს

უკრაინის შსს დღეს, ავიაკატასტროფაში დაღუპული მგზავრებისა და პილოტების სიას აქვეყნებს, რომლებიც ვერტმფრენში ისხდნენ. ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე დაღუპულები არიან:  უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი;მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი;შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი;შსს-ს პატრონაჟის სამსახურის უფროსის მოადგილე ტეტიანა შუტიაკი;შსს-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, პოლიციის ლეიტენანტი პოლკოვნიკი მიხაილო პავლუშკოშსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის წამყვანი ინსპექტორი მიკოლა ანატასკი;ვერტმფრენის მეთაური - სპეციალური დანიშნულების ინსტრუქტორი ალექსანდრე ვასილენკო;სპეციალური დანიშნულების შვეულმფრენის ესკადრილიის პილოტი კოსტიანტინ კოვალენკო;სპეციალური დანიშნულების ვერტმფრენის ესკადრილიის საბორტო მექანიკოსი, ივან კასიანოვი. ცნობისთვის, უკრაინაში კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.  

ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე

უკრაინის პრეზოდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა.  კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ „ტკივილი ენით აღუწერელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. უკრაინის უშიშროების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა. პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს! დენის, ჟენიას, იურის, შსს-ს გუნდს... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდობით განისვენეთ! მშვიდად განისვენოს ყველამ, ვისი სიცოცხლეც შეეწირა ამ შავ დილას!"- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე.  ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი  

ზელენსკი ბროვარის ტრაგედიაზე: აღარ არის უბედური შემთხვევები, ეს ყველაფერი ომის შედეგია

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს. ამის გათვალისწინებით, უბედური შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში აღარ ხდება, ეს ყველაფერი ამა თუ იმ გზით დაპყრობითი ომის შედეგია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა „მე მჯერა, რომ ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც დღეს მე და საზოგადოებას გვაქვს, ეს არ არის უბედური შემთხვევა - ეს არის ომი. ომი არ არის მხოლოდ ბრძოლის ველზე, მას აქვს რამდენიმე მიმართულება. აღარ არის უბედური შემთხვევები, ეს ყველაფერი არის ომის შედეგი, ყველაფერი რაც ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, სიკვდილის ყოველი ფაქტი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგია. გარდა ამისა, კითხვაზე, აწუხებს თუ არა მისი უსაფრთხოება, პრეზიდენტმა უბრალოდ უპასუხა, რომ არა. – „არ მაინტერესებს“, – განაცახდა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვი. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე  

უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, საავადმყოფოში 16 ადამიანი მკურნალობს

კიევის ოლქის ბროვარის რაიონში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, ამ დროისთვის საავადმყოფოში 16 ადამიანი მკურნალობს ამიას შესახებ ინფორმაციას კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა როგორც ცნობილია, დაშავებულებს შორის ექვსი ბავშვია. ჰოსპიტალიზებულ ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი    

მედია: მოსკოვში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელიც პუტინს ემსახურება

მოსკოვთან, ვნუკოვოს აეროპორტში რუსული ვერტმფრენი MI8 ჩამოვარდა. მედიის ცნობით, ვერტმფრენი სპაციალურ საავიაციო დანაყოფ „როსიას“ ეკუთვნის,  რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აგრესორი სახელმწიფოს სხვა მაღალჩინოსნებს ემსახურება. „ვნუკოვოს აეროპორტში დაშვებისას Mi-8 ვერტმფრენი, პირებით მიწას დაეჯახა და დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები", - წერს რუსული მედია.  მედია წერს, რომ საუბარია 2013 წელს გამოშვებულ Mi-8MTV-1-ზე, რომელიც 22 მგზავრზეა გათვლილი.  

ამერიკული საჰაერო კოსმოსური და თავდაცვის კონგლომერატის დირექტორი და მისი მეუღლე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

ამერიკული საჰაერო კოსმოსური და თავდაცვის კონგლომერატის, Raytheon-ის დირექტორი და მისი მეუღლე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ერთძრავიანი თვითმფრინავი ფლორიდაში, ვენეციის სანაპიროსთან ჩამოვარდა. დაღუპულთა შორისაა ოთხი ადამიანი. კორპორაცია, Boeing-თან და Lockheed Martin-თან ერთად, აშშ-ის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის უმსხვილეს კონტრაქტორებს შორის შედის. სხვადასხვა დროს კომპანიის შემოსავლის 90%-ზე მეტი თავდაცვის შეკვეთებზე მოდიოდა. ის არის პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემქმნელი, Tomahawk-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის, Stinger MANPADS და მრავალი სხვა ტიპის იარაღის მწარმოებელი.  

მოსკოვის ოლქში ერთძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა - მედია

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ერთძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო TASS-ი. მისივე თანახმად, შემთხვევა მოსკოვის ოლქის ქალაქ სტუპინოში მოხდა და მიმდინარეობას გამოძიება.  

ვარშავის მახლობლად მდებარე აეროდრომზე თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა, დაიღუპა 5 ადამიანი

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავასთან ახლოს მდებარე აეროდრომზე მცირე ზომის თვითმფრინავი (Cessna 208) ანგარს დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი, მათ შორის პილოტი დაიღუპა.  ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციის ცნობით, სულ რვა ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანგარში ცამეტი ადამიანი უამინდობას აფარებდა თავს. კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ,  უამინდობა გახდა. სოფელი (Chrcynno) სადაც, ავიაკატასტროფა მოხდა, დედაქალაქ ვარშავიდან 47 კილომეტრში მდებარეობს.  ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა დაადასტურა, რომ ინციდენტი აეროდრომზე მოხდა და გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თვითმფრინავის კუდი ჩანს. ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა.   

ჩინეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰეილონძიანის პროვინციაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოსთვის განკუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ორი მფრინავი დაიღუპა იუწყება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ქიმიურ ნივთიერებებს ასხურებდა. ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.  

საბერძნეთში ხანძრის ქრობისას თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ორი პილოტი დაიღუპა

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ ბერძნული საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ორი პილოტის დაღუპვა დაადასტურა. თვითმფრინავი 25 ივლისს ხანძრის ქრობისას, კუნძულ ევიაზე ჩამოვარდა. მეთაური 34 წლის  იყო, მეორე პილოტი - 27-ის.  

ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავსტრალიის შტატში, ქუინსლენდში, ჰამილტონის კუნძულის წყლებში ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. ავსტრალიის თავდაცვის ძალების 4 წარმომადგენელი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია. „იმის გამო, რომ იქ სხვა ვერტმფრენიც იყო, სამძებრო-სამაშველო სამუშაო მაშინვე დაიწყო,“- განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლესმა. თვითმფრინავი ჩართული იყო სწავლებაში - Talisman Sabre, რომელშიც ავსტრალიის, შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების თავდაცვის ძალები მონაწილეობდნენ. კატასტროფის შემდეგ, წვრთნები შეჩერებულია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავსტრალიაში იმყოფებიან.  

BBC: პრიგოჟინი რუსეთში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა

რუსეთში ავიაკატასტროფაში დაიღუპა ვაგნერის ბოსი ევგენი პრიგოჟინი, ბორტზე მყოფი ცხრა ადამიანიც დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. განახლება: BBC-ის ცნობით, ვაგნერის ბოსი ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც რუსეთში ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაიღუპა. ამასთან, როსავიაციის ინფორმაციით, რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე 10 მგზავრი, მათ შორის 3 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ეს სამსახურიც ადასტურებს, რომ ყველა მათგანი დაიღუპა. ამავე წყაროს ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგი რეისს ასრულებდა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ Embraer-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“  

ზელენსკი უკრაინული თვითმფრინავების შეჯახებაზე: ყველა გარემოება გაირკვევა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას ისაუბრა ჟიტომირის რეგიონში ორი უკრაინული თვითმფრინავის შეჯახების შესახებ. მან ინციდენტის დროს დაღუპული უკრაინელი პილოტების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. „გუშინ, ჟიტომირის რეგიონის ცაზე კატასტროფა მოხდა. სამი პილოტი დაიღუპა. მათ შორის იყო ანდრი პილშჩიკოვი, მეტსახელად Juice. ის იყო უკრაინელი ოფიცერი, ერთ-ერთი მათგანი, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს, ყველას ვინც იცნობდა ბიჭებს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რა თქმა უნდა, ყველა გარემოება გაირკვევა. რა თქმა უნდა, უკრაინა არასდროს დაივიწყებს მათ, ვინც უკრაინის თავისუფალ ცას იცავდა," - განაცხადა ზელენსკიმ. კიევის დასავლეთით ორი უკრაინული სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, სამი პილოტი დაიღუპა  

კიევის დასავლეთით ორი უკრაინული სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, სამი პილოტი დაიღუპა

ჟიტომირის რეგიონში ავარიის დროს ორი L-39-ის ტიპის საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. დაიღუპა სამი პილოტი. უკრიანული მედიის ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა და სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ავიაკატასტროფის ფაქტი და პილოტების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.   „სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 2023 წლის 25 აგვისტოს ჟიტომირის რეგიონში საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა. საბრძოლო დავალების შესრულებისას ცაში ორი L-39-ს ტიპის საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავის ეკიპაჟი შეეჯახა ერთმანეთს. სამივე პილოტი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს.“   ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის არის მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის ცნობილი მფრინავი, ანდრი პილშჩიკოვი, მეტსახელად Juice. 

ავსტრალიაში წვრთნების დროს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი

ავსტრალიაში სამხედრო წვრთნების (exercise Predators Run) დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი ავსტრალიის მელვილის კუნძულზე, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, სულ 20 ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, წვრთნებში აშშ-დან, ავსტრალიიდან, ფილიპინებიდან, აღმოსავლეთ ტიმორიდან და ინდონეზიიდან 2500 ჯარისკაცი მონაწილეობდა. თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ ამერიკელი პერსონალი იმყოფებოდა. ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის შტატში ვერტმფრენი ივლისშიც ჩამოვარდა.  

რა ვერსიები განიხილება და ვის შეხვდა პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე - დეტალები

რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი” საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას რვა ცხედარია ნაპოვნი. არ არის დადასტურებული, იყო თუ არა მათ შორის პრიგოჟინი. „რია ნოვოსტის” ცნობით, თვითმფრინავი კომპანია „მნტ-აეროს” ეკუთვნოდა, რომელიც ბიზნეს ფრენებზე სპეციალიზდება. გამოძიებას „როსავიაციის” მიერ შექმნილი სპეციალური კომისია აწარმოებს. რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში სამი პილოტი და შვიდი მგზავრი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების სამსახური. მისივე ცნობით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაციის“ ინფორმაციით, რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.  კომიტეტის განცხადებით, საქმე ეფუძნება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი იმყოფება. „დაინიშნება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებების კომპლექსი ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.“ რას წერენ სხვა წყაროები RBC: გამოძიება განიხილავს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა ვერსიას, მათ შორის „გარე გავლენის“ ჩათვლით. „განიხილება მომხდარის ყველა ვერსია, მათ შორის პილოტის შეცდომა, ტექნიკური პრობლემები და გარე გავლენა, - განუცხადა RBC-ს სამართალდამცავ უწყებაში წყარომ. ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავი, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნოდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს. პრიგოჟინი კი, მოკლულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ერთ-ერთი წყარო Meduza-სთან ამბობს, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნა „მას ნამდვილად არ გაკვირვებია.“ მისი თქმით, აჯანყების მცდელობის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა „გამოიტანა დასკვნები“ და პრიგოჟინის „სანდო და მართვად ადამიანად“ განხილვა შეწყვიტა. თავის მხრივ, მოსკოვის რეგიონის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე, 23 აგვისტოს შუადღისას, პრიგოჟინი სავარაუდოდ, მოსკოვის რეგიონის ადმინისტრაციისა და მოსკოვის მერიის წარმომადგენლებს "კვების საკითხებთან დაკავშირებით[საბიუჯეტო დაწესებულებებში] შეხვდა. კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან PMC Wagner-ის შემქმნელთან, მრავალი წლის განმავლობაში აწვდიდა საკვებს სხვადასხვა საბიუჯეტო ინსტიტუტს, სახელმწიფო კონტრაქტების საფუძველზე. კრემლთან დაახლოებული ორი წყარო ასევე გაკვირვებულია იმით, რომ პრიგოჟინმა, აჯანყების შემდეგაც კი განაგრძო ასეთი ბიზნესის წარმოება რუსეთში - და „დასკვნები ვერ გამოიტანა." თანამოსაუბრეებმა უარი თქვეს კომენტარზე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება, დაინტერესებული იყოს პრიგოჟინის შესაძლო მკვლელობით. მანამდე (თუნდაც არეულობის მცდელობამდე), Meduza-ს წყაროები არ გამორიცხავდნენ, რომ PMC-ის დამფუძნებლის საქმიანობა „უშიშროების ძალებს შეეჩერებინათ.“ ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული თანამოსაუბრეები დარწმუნებულნი არიან, რომ თუნდაც პრიგოჟინის სიკვდილი დადასტურდეს, ეს სერიოზულად არ იმოქმედებს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. „ის იყო იმ მომენტის გმირი,“ - ამბობს ერთ-ერთი წყარო. მართლაც, ლევადა ცენტრის გამოკითხვების თანახმად, პრიგოჟინი უკვე ჩამორჩა ათეულობით პოლიტიკოსს, რომელთა მიმართაც  რუსებმა ნდობა გამოაცხადეს. თუმცა, კრემლთან დაახლოებულმა თანამოსაუბრეებმა არ გამორიცხეს, რომ პრიგოჟინს შეეძლო, გადარჩენილიყო: მას ჰყავს ინფორმატორები სხვადასხვა სტრუქტურაში, ამიტომ უნდა დაველოდოთ“. ამავდროულად, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ გარდაცვალება დადასტურდება, მაშინ, სავარაუდოდ, ამაში უკრაინის სპეცსამსახურებს დაადანაშაულებენ. Meduza ასევე წერს, რომ ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის ცხედრები "წინასწარ იდენტიფიცირებულია." ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს კომისიის წყაროზე დაყრდნობით ასევე იუწყებიან, რომ თვითმფრინავი სავარაუდოდ, ააფეთქეს. დღესვე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე კომენტარი Meduza-სთან გააკეთა. ის ამბობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლების მიერ პრიგოჟინის გარდაცვალების სწრაფი დადასტურება უკიდურესად გასაკვირია. მისი შეფასებით, რუსეთის საშინაო პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო. პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

დუბაიში ვერტმფრენი ზღვაში ჩავარდა

AeroGulf-ის ვერტმფრენი 7 სექტემბერს საღამოს ზღვაში ჩავარდა და მისი ეკიპაჟის ორი წევრის ძებნა მიმდინარეობს, - აცხადებენ არაბთა გაერთიანებული საემიროების გენერალურ საავიაციო სამსახურში. კატასტროფა დუბაის სანაპიროსთან მას შემდეგ მოხდა, რაც ვერტმფრენი ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა. ავიაციის მარეგულირებლის განცხადებით, Bell 212-ის ტიპის შვეულმფრენის ერთ-ერთი პილოტი ეგვიპტელია, მეორე კი სამხრეთ აფრიკელი. საძიებო-სამაშველო ჯგუფებმა ვერტმფრების ნამსხვრევები იპოვეს, ეკიპაჟის ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ადგილზეა გამომძიებელთა ჯგუფი.  

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ტაქტიკური ბომბდამშენი SU-24М რუსეთის ვოლგოგრადის რეგიონში ჩამოვარდა. ამის შესახებ ტელეგრამ არხი „ბაზა“ იტყობინება. წინასწარი ინფორმაციით, ბომბდამშენს ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა. უცნობია, არიან თუ არა ისინი ცოცხლები. კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტრომ საწვრთნელი ფრენის დროს კატასტროფა დაადასტურა. სამძებრო-სამაშველო მისიას მი-8 ტიპის ვერტმფრენები ასრულებენ.  

ბრაზილიაში ავიაკატასტროფას 14 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters-ის ცნობით, ბრაზილიის ამაზონასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 14-ვე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 12 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრია. შემთხვევა ბარსელოსის პროვინციაში, შტატის დედაქალაქ მანაუსიდან 400 კილომეტრში მოხდა. გამოძიება დაწყებულია. ამაზონასის შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი დაშვების დროს დაშვებული შეცდომა გახდა.  

ავღანეთში რუსული თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ავღანეთში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი Falcon 10 ინდოეთიდან მოსკოვის მიმართულებებით ჩარტერულ რეისს ასრულებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიამდე პილოტმა დისპეტჩერს ტექნიკური პრობლემების შესახებ აცნობა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავღანეთში გაუჩინარებული Falcon 10 რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული. უწყებაში განმარტავენ, რომ თვითმფრინავი რადარებიდან ავღანეთის ტერიტორიაზე გაქრა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.  თვითმფრინავი გაია - ტაშკენტი - ჟუკოვსკის ჩარტერულ რეისს ასრულებდა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ავღანეთისა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებასთან კონტაქტში იმყოფება და თვითმფრინავის ძებნა მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.  

ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანში, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები პირების დაღუპვის გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ირანი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების დროებით ხელმძღვანელად ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი დაამტკიცა. „მოხბერი მართავს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ვალდებულია, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს ხელმძღვანელებთან ერთად, მაქსიმუმ 50 დღის ვადაში ახალი პრეზიდენტის არჩევა მოაგვაროს,“ - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ. ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის გარდაცვალების შემდეგ, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი აირჩიეს. ალი ბაგერი კანი ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციებს, რომლებიც, არაპირდაპირი მოლაპარაკებების გზით, შეერთებულ შტატებთან ბირთვულ და პატიმრების გაცვლის საკითხებზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთად იმ 9 ადამიანს შორის იყო, რომელიც ირანის ჩრდილო-დასავლეთ მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის გარდა, კიდევ 7 პირი იმყოფებოდა: პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალეკ რაჰმატი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი მოჰამად ალი ალეჰაშემი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი.