თეგი: ქართული ოცნება
ND: პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება
NDI-ს 27 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია. ორგანიზაციის განცხადებით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 41% პასუხობს - არცერთი; „ქართული ოცნება“ – 24%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 9%
საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უმრავლესობის მიერ გავრცელებულ უკრაინის მხარდამჭერ მიმართვას ხელს არ მოაწერს
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ უკრაინის მხარდასაჭერ მიმართვას ხელს არ მოაწერს. განცხადება ამის შესახებ, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიმართვის შინაარსს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მასში რუსეთის აგრესია და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის. ოპოზიციის წევრების შეფასებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ისე, რომ რუსეთი და ოკუპაცია არ ახსენო, მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, მიმართვაში რუსეთის როლზე აქცენტები ხაზგასმული არ არის, რაც პუტინის რეჟიმის მაამებლურ პოზიციას უფრო გამოხატავს, ვიდრე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. პარტიის ,,ლელო საქართველოსთვის’’ წარმომადგენლის საბა ბუაძის თქმით კი, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ,,ქართულ ოცნებას’’ შორის კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც, საკრებულოში არსებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს განცხადების ტექსტი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე რეალურ პრობლემებთან არის შესაბამისობაში.
საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერად, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის იდენტური მიმართვა გაავრცელეს
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი მიმართვა გაავრცელეს. მიმართვის ტექსტი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტის იდენტურია. „ძვირფასო კოლეგებო, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებს, გვსურს სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქალაქის კიევის და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ერთგულები ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მათ შორის, რა თქმა უნდა, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ვგმობთ ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. აქვე ვაცხადებთ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. დღეს, უკრაინაში შესაძლო ომის არდაშვება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს და ქალაქ კიევის რადას“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.
„ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და ბათუმში კანდიდატები დაასახელა
„ქართულმა ოცნებამ" 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რუსთავსა და გარდაბანში ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე დაასახელა. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება, რადგან რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. „როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს. დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ. ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი შატაკიშვილს და რამაზ ჯინჭარაძეს არჩევნებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ცნობისთვის, პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.
„ქართულმა ოცნებამ“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება, მისი მიზანი კი, პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფაა. „ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში. ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის. ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში. უახლოეს მომავალში გაიმართება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 - მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის კანდიდატს მხარი დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. კენჭისყრაში „ქართულ ოცნებას“ მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სხდომას ესწრებოდნენ. მმართველმა გუნდა უარი განაცხადა თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ თანამშრომლობა დღეს ზუგდიდში კიდევ ერთხელ ოფიციალურად დადასტურდა. რადიო თავისუფლების ცნობით, სხდომას ესწრებოდა ოპოზიციის მხარდამჭერი, ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ექსპრემიერის პარტიის წარმომადგენლისთვის, რადგან „გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არაერთი დანაშაული მოხდა“. მათ შორის, ბაჩანა შენგელია ასახელებს მისი დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალებას, რაც ბაჩანა შენგელიას განცხადებით, გიორგი გახარიას დავალებით განხორციელებული ზეწოლის შედეგია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს ერთთვიანი შესვენების შემდეგ გაიმართა. მანამდე დეპუტატები დარბაზში 5-ჯერ შეიკრიბნენ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. სხდომების ჩაშლის მიზეზი კვორუმის არქონა იყო. ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. 20 - „ქართულ ოცნებას“, 3 - „გახარია - საქართველოსთვის“.
„ქართული ოცნება" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კოკა კაციტაძეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობაზე კი, ლელა ჯანაშვილს დაუჭერს მხარს
საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად “ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს კარლო კაციტაძის კანდიდატურას; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე - ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას. „საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ცოტა გაგვიჭირდა. იმდენად კვალიფიციურ კანდიდატებთან გვქონდა საქმე, პრაქტიკული აღიარება ოპოზიციის მხრიდანაც იყო. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ კარლო კაციტაძეს დავუჭიროთ მხარი. ერთ-ერთი გადამწყვეტი ისიც იყო, რომ ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას და პრაქტიკული გამოცდილება შესაძლოა, მეტი ჰქონდეს ამ მიმართულებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე
დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს, ოპოზიცია კი, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას, უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. „ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას. ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს. ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა. ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები! ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ – და მაშასადამე ქვეყანამ – შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს. ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“. ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამითი ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა. თუმცა ვეთანხმები ორივეს, ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ, მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებზე ერთობლივ პასუხისმგებლობას. ამ ფორმატის შექმნა კი, ხელისუფლებას ევალება. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასთვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი. მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს. მათ შორის, მმართველი პარტიის ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. „როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს. სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
"ქართული ოცნება": ჩვენი ხელისუფლება არის პირველი, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია
ჩვენი ხელისუფლება არის პირველი, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია, პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაავრცელა. მათივე განმარტებით, საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. თვისებრივად გაიზარდა NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის ხარისხი, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი თანმიმდევრული წინსვლის ლოგიკური გაგრძელებაა ოფიციალური განაცხადის წარდგენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
NDI: გამოკითხულთა 64%-ის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მარტში გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. გამოკითხულთა 6%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს სხვა პარტიები დგანან, გამოკითხულთა 64% კი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას ან არ აქვს კითხვაზე პასუხი. ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კონკრეტული პარტია მხოლოდ 35%-მა დაასახელა. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6% საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
ლინკოლნ მიტჩელი: ჩემი ტონი „ქართული ოცნების“ მიმართ დაბალანსებული იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული
როგორ აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 10 წლის შემდეგ, რა რჩევას მისცემდა დღეს, როდის შეხვდა ბოლოს ბიძინა ივანიშვილს, ამ და სხვა საკითხებზე Europetime 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მრჩეველს, 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, ლინკოლნ მიტჩელს ესაუბრა. ET: მოგესალმებით ბატონო მიტჩელ, მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ მრჩეველი იყავით, რა გაკეთდა თქვენი რჩევების მიხედვით, 10 წლის შემდეგ როგორ შეაფასებდით მათ და რა რჩევას მისცემდით დღეს? 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების“ მრჩეველი ვიყავი. კონკრეტული რჩევის გამოყოფა გამიჭირდება, მაგრამ მაშინ ფოკუსირება რამდენიმე საკითხზე მოვახდინე. პირველი - დასავლეთთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვისაც. იყო პრობლემები, რომლებზეც ფოკუსირებითა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა შეგვეძლო. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ხაზს გავუსვამდი. რაც შეეხება მეორე საკითხს, მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი ახალი იყო პოლიტიკაში და შესაბამისად, საარჩევნო კამპანიაც ახალი იყო მისთვის. მე ვცდილობდი, ბიძინა ივანიშვილს და მათ, (ქართულ ოცნებას“, რედ.) რეალურად ფოკუსირება მოეხდინათ ამომრჩევლების საჭიროებაზე. მაგალითად, არამხოლოდ პრესაში გაეკეთებინათ რაიმე სახის განცხადებები, ან უბრალოდ, ალტერნატივად წარმოჩენილიყვნენ, არამედ, რეალურად მიეტანათ თავისი სათქმელი ამომრჩევლებამდე. არ ვიცი, რამდენად წარმატებული იყო ჩემი ეს მცდელობა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა მოხდა და როგორი შედეგით წარიმართა არჩევნები. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას ვურჩევდი ახლა? გეტყვით, რომ ათი წლის შემდეგ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, ახლა მათთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. თუ ახლა ვიქნებოდი მათი საარჩევნო კამპანიის მრჩეველი, ვეტყოდი, ორ რამეზე კონცენტრირდნენ: უნდა დაიწყოთ თქვენი მიღწევების წარმოჩენა, „ქართულმა ოცნებამ“ ზოგი რაღაც კარგად გააკეთა, ზოგიც - არც ისე კარგად.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც ოპოზიციურმა პარტიამ, სწორად მიუთითა ყველა მათ შეცდომაზე, ასე რომ, მმართველმა გუნდმაც უნდა მიუთითოს, ახსნას, აიღოს პასუხისმგებლობა მათ წარუმატებლობასა და მიღწევებზეც. ამომრჩევლებს აქ, საქართველოში ან სადმე სხვაგან, ბუნებრივია, აქვთ შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა მათთვის ბოლო პერიოდში, ეს ლეგიტიმური შეკითხვაა, ეს არის დემოკრატია - ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან. მხოლოდ პასუხი, რომ გეხმარებით სააკაშვილის მოშორებაში, საკმარისი არ არის. მათ სხვა, ამაზე უკეთესი მესიჯი უნდა გაუგზავნონ ამომრჩეველს. თუმცა ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ წინაშე მდგარი გამოწვევები არ არის დაკავშირებული კამპანიასთან ან პოლიტიკასთან, ისინი დაკავშირებულია მმართველობასთან. ET: თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზოგი რაღაც კარგად შეასრულა, ზოგიც - არა, კონკრეტულად რას გულისხმობდით? გვჯერა თუ არ გვჯერა, ფაქტია, საქართველომ შეინარჩუნა დასავლური კურსი, მიუხედავად მის მიმართ ზოგიერთი კრიტიკისა, ასოცირების შეთანხმება დიდი მიღწევაა. საქართველო NATO-სკენ მიმავალ გზაზეა, მისი ნაწილია. კი, ეკონომიკური წინსვლა შენელდა, თუმცა ქვეყანა ახლა აშკარად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე - ათი წლის წინ. ასევე - აქ არის პოლიტიკური სტაბილურობის ხარისხი, რომელიც არ იყო ათი წლის წინ, არის მეტი ძირითადი თავისუფლებები - სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, ის არ არის სრულყოფილი, მაგრამ უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე - ადრე. მე არ ვამბობ, რომ საქართველო არის კონსოლიდირებული დემოკრატია და რომ ქართველი ხალხი სარგებლობს სიტყვისა და გამოხატვის უფლებით, როგორც მაგალითად, ზოგ სხვა ქვეყანაში, მაგრამ უკეთესი ვითარებაა, ვიდრე - 10 წლის წინ. მედიას, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ბევრი პრობლემა ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც ბოლო წლებში და ვფიქრობ, რომ სიტუაცია უკეთესია ახლა და ისევ, ეს არ არის გზავნილი, რომელიც დიდი დოზით გვესმის დასავლეთში, მაგრამ ემპირიულად რომ გითხრათ, მე ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს მნიშვნელოვნად ჩავთვლიდი. რაც შეეხება პრობლემებს, დიდი მნიშნელობის საკითხები არ მოგვარებულა, თითქმის არანაირი წინსვლა არ ყოფილა ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულებით. ამაზე თითქოს არავინ აღარ ლაპარაკობს. ასევე მოგხსენებათ, ეკონომიკური განვითარების კუთხით ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასავლელი და ყველაზე მარტივი რაც უნდა გაეკეთებინათ და არ გაუკეთებიათ, ფუნდამენტალური დემოკრატიული რეფორმების დაჩქარება იყო. 2012 წლის არჩევნები იყო შესაძლებლობა, ეს იყო დემოკრატიული გარღვევა, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი, რომ დემოკრატია მართლაც წინ წასულიყო. არ მგონია, რომ მათ ეს გააკეთეს, მაგრამ საერთო სურათს თუ შევხედავთ, ქართულ პოლიტიკაში დემოკრატიული გარღვევის მაგალითებია. მათ მიაღწიეს ამ გარღვევას 2012 წელს, და აქ ისმის კითხვა 2022 წელს, მივდივართ თუ არა მეორე, სხვა ხელისუფლების დაშლისკენ და ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია ახლა უკეთესია, თუმცა მინიმალურად და არა არსებითად, თქვენ იცით, რომ იყო შესაძლებლობა რეალურად, ქვეყანა ბევრად უფრო დემოკრატიული გამხდარიყო და ეს შესაძლებლობა დაიკარგა. დღევანდელის მსგავსად, დომინირებდა ერთი ადამიანი, რომელიც თავისი ახირებებით მართავდა ქვეყანას, მაგრამ ბევრად უფრო რეპრესიული იყო თავისი პოლიტიკური მტრების ან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. საარჩევნო სისტემა ახლა არ არის კარგი, მაგრამ ალბათ უკეთესია, ვიდრე ეს იყო წინა წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ET: რას გვეტყოდით ბიძინა ივანიშვილთან თქვენს ურთიერთობაზე, როგორ იღებს რჩევებს? ახლა, ივანიშვილთან არ მაქვს დიდი ურთიერთობა, ჩვენ დიდი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი. ბოლოს, რამდენიმე წლის წინ ვნახე თავის რეზიდენციაში. მაშინ, რაღაცნაირად, გაბრაზებული ტონით მითხრა - ჩვენ ვიცით, რასაც წერდი და მე ვუთხარი, თუ შენ ფიქრობ, რომ რასაც მე ვწერ, ეს შენი დიდი პრობლემაა, გასაჭირში ხარ, მე ვიტყოდი, რომ ჩემი ტონი „ქართული ოცნების“ მიმართ დაბალანსებული იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული... ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, ის არის მდიდარი და წარმატებული ადამიანი. მან მილიარდობით დოლარი გამოიმუშავა და ამის გამო, როგორც ბევრ ადამიანს, ვისაც ეს გამოცდილება აქვს, ფიქრობს, რომ ბევრი რამ იცის. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან მახვილი პოლიტიკური აზროვნება, ის არის სტრატეგიულად კარგად მოაზროვნე ადამიანი, თუმცა მას არ აქვს პოლიტიკური ცნობიერება იმიტომ, რომ ეს არ არის ის, რასაც მან ცხოვრებაში ბევრი დრო დაუთმო. როგორც მან მითხრა, ნამდვილად არ მოსწონს ეს, აშკარაა, რომ ნამდვილად არ მოსწონს, მაგრამ იძულებული გახდა, ჩართულიყო პოლიტიკაში. მრჩევლად ყოფნის დროს, როდესაც ამას აკეთებ აქ, შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან, ამ ყველაფრის მარტივი ნაწილი, კარგი რჩევის მიცემაა, ყოველთვის მარტივია, კანდიდატს უთხრა, რა უნდა გააკეთოს მან, რა უნდა თქვას, რა უნდა გითხრას სატელევიზიო რეკლამამ, სოციალურ მედიაში როგორ უნდა იყო წარმოდგენილი და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გადალახვა და მე ვიტყოდი, ჩემი გამოცდილება ამ კუთხით ბიძინა ივანიშვილთან 2012 წელს, კომბინირებული იყო ამ ყველაფრით. მას შემდეგ, თქვენ იცით, რომ მე ნამდვილად არ მიცდია... მაგრამ ვფიქრობ, ხვალ იქ რომ ავიდე და რჩევა მივცე, გაიღიმებს და დამაიგნორებს, თუმცა ეს არის ალბათ, ერთგვარი ბუნება/ხასიათი... ET: თქვენ იცნობთ ამერიკული პოლიტიკური წრეების პოზიციებს, რა განწყობებია საქართველოს მიმართ? „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ ქვეყანა როგორმე ყოველთვის ყოფილიყო ვაშინგტონის ახალი ამბების დღის წესრიგში, ვფიქრობ რომ ეს არ არის კარგი. საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება შესაბამის დონეზე, ეს არის ის, რაც მას უნდა სურდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ან ბიძინა ივანიშვილს ვაშინგტონში, და მაღალი დონის შეხვედრებს, ორმხრივი ურთიერთობა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია იმ დონეზე, რაც მნიშვნელოვანია - ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტი, საელჩო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ დომინირებს ვაშინგტონში გზავნილების თვალსაზრისით, რაც სამწუხაროა, მაგრამ ეს ძირითადად გავლენას ახდენს მემარჯვენე ანალიტიკოსთა ფლანგზე და ასევე, გარკვეულწილად კონგრესზე, სახელმწიფო დეპარტამენტი ბალანსს იცავს და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ყველაზე გასაოცარი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ხედავენ საქართველოს ვაშინგტონში, არის ის, თუ რამდენად მცირე ყურადღებას აქცევს ხალხი ვაშინგტონში იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აქ, ციხეშია. ეჭვი მაქვს, როდესაც დაბრუნდა სააკაშვილი 2021 წელს, უნდა სცოდნოდა, რომ სავარაუდოდ, დააპატიმრებდნენ და მე მჯერა, რომ ის ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა ისეთი რამ, რაც გააბრაზებდა აშშ-ს და მის მობილიზებას მოახდენდა ამ მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ მოხდა. რა თქმა უნდა, იმასაც ვიტყოდი რომ ზოგჯერ, საკმაოდ და მეტისმეტად ნეგატიური შეხედულებებია ამ მთავრობის მიმართ, მაგრამ ვაშინგტონში, „მიშა“ (მიხეილ სააკაშვილი) მობეზრდათ. პრობლემა ისაა, რომ ვიდრე აქ ოპოზიცია ჯერ კიდევ ბრუნავს სააკაშვილის გარშემო, გარღვევა არ მოხდება არც აქ საქართველოში, ან იმ თვალსაზრისით, რომ სერიოზულად იყოს ეს აღქმული დასავლეთში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. ET: რამდენად მოსალოდნელია, რომ კონკრეტული პირები გახდნენ სანქციების სამიზნეები საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის რეალური. ეს უფრო ჭორია, რომელიც წამოიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ბაიდენი, რომელიც გამოცდილი და გამჭრიახი ლიდერია, მისი ადმინისტრაცია პარტნიორ, სტრატეგიულ ქვეყანას სანქციებს არ დაუწესებს. ET: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში გამოიკვეთა ტენდენცია დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, თანამედროვე მსოფლიოში რა ფენომენია ეს და რა ბერკეტები აქვთ მათ? მაგალითად, ტრამპიც ოლიგარქია, მან გამოიმუშავა ქონება ან მემკვიდრეობით მიიღო ის, ზოგიც რაღაც შიდა ოპერაციებით, რომლის ნაწილი უძრავი ქონებაა და ნაწილი საეჭვო წარმომავლობის, მას აქვს ოლიგარქიული ცნობიერება, მის გარშემო მყოფი ადამიანების კავშირების გამო ოლიგარქებთან რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. ეს არის კონცეფცია, რომელიც ამერიკელებისთვის უფრო ნაცნობი გახდა ბოლო წლებში. ეს ოლიგარქიზმი რა თქმა უნდა, შეუთავსებელია დემოკრატიულ განვითარებასთან.
პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით მან მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე კიდევ ერთი უარი მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ვიმყოფები ბრიუსელში, აქ იტალიიდან ვიზიტის შემდეგ ჩამოვედი იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს. მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია, გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულის გარდა სხვა მომავალი არ აქვს. „არ მჯერა, რომ სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი - არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ირაკლი კობახიძე 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც მნიშვნელოვან თემაზე იგეგმება აქცია, მას წინასწარ მომზადება და გააზრება სჭირდება, რადგან „აქცია რომ ჩავარდეს, იქნება ძალიან მძიმე“. „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა, რადგან ჩვენ ვიცით ზოგადად, რომ აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ცოტა ხალხი რომ მივიდეს, ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ა.შ. არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და მის შემდეგ მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. მე, რა თქმა უნდა, გამიჭირდება ერთპიროვნულად ამაზე პასუხის გაცემა და არა მარტო ერთპიროვნულობაზეა საუბარი, ანალიზი სჭირდება ყველაფერს. როცა აქცია იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც ბუნებრივია, იქნება სათანადოდ გააზრებული, ამიტომ დღეს, ამაზე გაგვიჭირდება პასუხის გაცემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“.
ირაკლი კობახიძე: კიდევ კარგი, ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის
საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს, „ქართულ ოცნებაში“ ბრიფინგით გამოეხმაურნენ. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი ოპოზიციის „მესიჯბოქსით“ საუბარში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ“. „ქალბატონი სალომეს განცხადებებზე გამოხმაურებას საჭიროდ არ ჩავთვლიდით, თუმცა, პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს და აქედან გამომდინარე, ძალიან მოკლედ შევეხებით მისი გუშინდელი ბრიფინგის რამდენიმე პასაჟს. დავიწყებთ საერთო შეფასებით და ვიტყვით, რომ, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორე მხრივ, საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არა აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა. პრეზიდენტი: ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციიდან საქართველომ ბოლო ადგილას გადაინაცვლა როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ, ვციტირებ, „არგუმენტები არ დაგვრჩა“ და კანდიდატის სტატუსის მიღების მხოლოდ „მცირე შანსი რჩება“, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება. რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ისაუბრა მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის ე.წ. ანტიევროპულ რიტორიკაზე, რასაც არავითარი საფუძველი არა აქვს. ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს არაა ევროპა და აქამდე გვეგონა, რომ ანტიევროპულ რიტორიკად მათი კრიტიკის გამოცხადება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო. თუმცა, ამ შემთხვევაში, მსგავსი, ადეკვატურობას მოკლებული განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ. ამასთან, საინტერესოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუცია გუშინ უმწვავესად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასში გვხვდება როგორც ფაქტობრივი უზუსტობები, ისე დაუსაბუთებელი ბრალდებები. გაუგებარია, რატომ უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენს სამართლიან კრიტიკას ანტიევროპულ რიტორიკას, როდესაც ევროპარლამენტს თავად ასეთ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს. სალომე ზურაბიშვილმა აბსურდი უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ამგვარი განცხადება პირველად არა მმართველმა პარტიამ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა. როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს, ეს რას ნიშნავს, საზოგადოებას კარგად ესმის და წესით, სალომე ზურაბიშვილსაც კარგად უნდა ესმოდეს. ამ ფონზე, რატომ ცდილობს ის ირიბი სანქციების თემის დაკნინებას, გაუგებარია და ამაზე მსჯელობაც საზოგადოებისთვის მიგვინდია. კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა არც ერთს არ უნდა გადავაყოლოთ, ეს არის ციტატა. არა გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა. როგორც ჩანს, მან, ნახა რა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა, რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს მძიმედ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია“. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა. კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებლად. დემოკრატიული უკუსვლა არის ე.წ. აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას. რაც შეეხება უკრაინის, სანქციებისა და მეორე ფრონტის თემას, კობახიძის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გარდა, ქართველი ქალები და ბავშვებიც უნდა იხოცებოდნენ. „ეს არის მაგალითად დანილოვის ცნობილი ციტატა. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არც მიგვაჩნია“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ფრონტის გახსნის სურვილი აქვს, კობახიძე ამბობს, რომ ეს არ იცის, თუმცა „ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, შეიძლება, ვინმემ ამაში ჩაითრიოს“. „ორიოდე კვირის წინ, საპარლამენტო დებატების დროს, ოპოზიციამ ერთმანეთისგან ვერ გაარჩია სანქციები და სანქციებისთვის გვერდის არავლის მექანიზმები. ის, რაზეც მაშინ ოპოზიციას სამართლიანად დასცინეს, ახლა სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა; საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ვციტირებ, „მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში, არა NATO-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კარგად მოიკითხოს. აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, ენჯეოებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად. სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არ აქვს, საბედნიეროდ“. „გვაქვს ინფორმაცია, ვინ ითხოვდა მოხალისეების უკრაინაში გაშვებას, რაც საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავდა. ოპოზიცია ამას საჯაროდ აჟღერებდა. ანუ ოპოზიცია საჯაროდ ითხოვდა ხელისუფლებისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართულობას. ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი და საფრთხე - პრეზიდენტი მთავრობის ნებართვით ბორტის გაშვება ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ითხოვდა ოპოზიცია. ეს პირდაპირი მცდელობა იყო, ჰაერიდან არაფერია მოტანილი, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის. 40 კილომეტრში გვიყენია რუსეთის ჯარები, ორი რეგიონი წინა ხელისუფლების წყალობით ოკუპირებულია და ასეთ დროს ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს, რა კრიტიკას უძლებს ეს. ფორმალური მთავარსარდალია, არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა კონსტიტუციის მიხედვით. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ომის პერიოდში პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე პრეზიდენტი არის სიმბოლური და არა ფაქტობრივი მთავარსარდალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძე: იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაცია შესაძლებელია
გულდასაწყვეტია, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება მუშაობა პირობების შესასრულებლად. იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაცია შესაძლებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ჩვენ მზად ვართ ყველაფრის შესასრულებლად. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღწეული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია, დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად. მისასალმებელია, რომ პირველად ჩაიწერა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გულდასწყვეტია ის, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა. და ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწვეტილება. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები. უკრაინასთან მიმართებაში ომის გამო იქნა ეს გადაწყეტილება მიღებული, თუმცა გულწრფელად მინდა, უკრაინას, მოლდოვას მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მათაც აქვთ შესაბამისი დათქმები განსახორციელებელი და ვიმედოვნებ, ისინიც შეძლებენ განხორციელებას“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, თუმცა არ ივიწყებს ევროპული რეფორმების მიმართ არასახარბიელო მდგომარეობას - მარკეტა გრეგოროვა
სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს
სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს. სუბარმა განაცხადა, რომ „ზოგჯერ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხალხს უფრო მეტი უნდა უთხრა და მმართველი გუნდის პოზიციიდან ამის თქმა არ გამოდიოდა, რადგან იძულებული ხარ, ანგარიში გაუწიო თანამებრძოლებს, მეგობრებს“. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ უფრო მეტს უახლოს მომავალში იტყვის. „რთული პერიოდი დგას ჩვენს რეგიონში ზოგადად და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, რომლებიც პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას. იყო ამის პირდაპირი მცდელობები, არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია ჩვენ ეს საფრთხე აგვაცილოს თავიდან, ეს არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე და მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგართ - ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. თუკი ახდა მათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, ყველაფერი განზე დაგვრჩება, ამიტომ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს მეტი სიმართლე“, - განუცხადა სუბარმა „ტვპირველს“. სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ
გიორგი ვოლსკი სამი დეპუტატის მიერ„ქართული ოცნების“ დატოვებაზე: მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს, მაგრამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს მმართველი პარტიიდან წასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა, რომ თემებზე, რაზეც ყაველაშვილი, ხუნდაძე და სუბარი საუბრობენ, კიდევ მიმდინარეობს პოლემიკა. „დიდი მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების და მეგობრების. მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს ერთმანეთს, მაგრამ ამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია. ჯერჯერობით, ამ საკითხზე სრული კომენტარი არ მაქვს, რა არის ისეთი საკითხები, მაგრამ მე შემიძლია, თქვენთან ერთად გავაანალიზო, რამდენად ეფექტური იყო საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და შემდეგ მოგიყვეთ, რა საკითხმა გამოიწვია ჩვენ შორის რაღაც აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით, ასე დავარქმევ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კიდევ აქვს შესასრულებელი ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების გეგმაშია გაწერილი და კონფრონტაციის იმ ხარისხმა, რომელიც შეიძლება, ამ საკითხებზე საუბარმა გამოიწვიოს, შესაძლოა, არ მოახდინოს პოზიტიური გავლენა იმ პროცესზე, საიდანაც ქვეყანა 2012 წლიდან ასეთი ინტენსივობით მიისწრაფის. შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ. ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ გაახმაურა. ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარეა; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი კი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე. მათ მიერ მმართველი გუნდის დატოვების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.
„ქართულ ოცნებას“ გამოეყო კიდევ უფრო ანტიდასავლური ნაწილი, იქნება თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე - რომან გოცირიძე
„ქართულ ოცნებას“ გამოეყო კიდევ უფრო ანტიდასავლური ნაწილი, იქნება თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე“,- საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ქართული ოცნებიდან“ და საპარლამენტო თანამდებობებიდან სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლის ფაქტს გამოეხმაურა. სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ „უფრო რადიკალური ნაბიჯები იქნება გადადგმული. ისინი ფარდის ამხდელები არიან. რა ფარდაც ვერ ახადა და ვერ გაბედა ღარიბაშვილმა, მის საქმეს გააკეთებენ. ყვავებს გამოეყვნენ ქორები, თუ შეიძლება ასე ითქვას. ესენი იქნებიან პარლამენტში ბიძინას ხმა. რასაც ფიქრობს ბიძინა გაახმოვანებს ეს ჯგუფი. საქმე ბოლოს იქამდე მივა, რომ თავად ბოლომდე ჩამოხსნიან ნიღაბს და დააჩქარებენ მის სანქცირებას“, - განაცხადა გოცირიძემ. სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ დატოვებაზე: ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე გიორგი ვოლსკი სამი დეპუტატის მიერ„ქართული ოცნების“ დატოვებაზე: მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს, მაგრამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნება“ დატოვა
გორის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა, აშშ-ის ელჩი გააკრიტიკა და მმართველი პარტია დატოვა. 11 ივლისს, დღის განმავლობაში, “ოცნებიდან” გასვლის გადაწყვეტილება საკრებულოების კიდევ ოთხმა დეპუტატმა გაახმიანა. „ქართულ ოცნებას“ თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც ტოვებს ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს გოგინაშვილის რიტორიკა ემთხვევა „ქართული ოცნებიდან“ გასული სამი დეპუტატის - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის - რიტორიკას, რომელთაც პარტიის დატოვების მიზეზად „სიმართლის თქმა“ დაასახელეს. “ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდენის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი, ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს…” - წერს გოგინაშვილი Facebook-ზე. კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე ის აკრიტიკებს მიხეილ ყაველაშვილის წერილზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხს და “შეურაცხყოფაზე” საუბრობს. „მაშინ როდესაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინა კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივისმცემლობა. ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო”, - წერს გოგინაშვილი და იქვე დასძენს: „სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას” და ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში”. ცნობისთვის, 8 ივლისს, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.
ირაკლი კობახიძე: ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ ვერცერთ თავდასხმას ვერ გაიხსენებთ
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რომლებზეც ელჩს მარტივად შეუძლია პასუხის გაცემა და წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს ეჭვებს აღრმავებს. კობახიძის თქმით, ეს არ არის თავდასხმა ელჩზე. აღნიშნული განცხადება კობახიძემ პარტიის ოფისში გამართუ პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. „როდესაც საქმე ეხება საჯაროდ დასმულ შეკითხვებს, იგივე მოსამართლის თემას და ომის რიტორიკისგან გამიჯვნას, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს. იგივე ეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თემას, თუმცა ეს დღეს ვერ მოვისმინეთ“, - აღნიშნა კობახიძემ. კელი დეგნანი: საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან „ვერ გაიხსენებთ ვერცეთ თავდასხმას ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. ასეთი არ ყოფილა, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან. პირველი თემა უკავშირდება მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან, როდესაც ერთ-ერთი მოსმართლე ბრალს დებს ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, უნდა დაისვას კითხვა და ეს ვერ შეფასდება თავდასხმად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე მეორე მაგალითად კი, მან მიხეილ ყაველაშვილის შეკითხვები მოიყვანა. როგორც ცნობილია, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს განაცხადა: „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“. კელი დეგნანი: ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ, არ აღიქმება პერსონალურად ჩემ მიმართ განაცხადად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს, ამერიკის პრეზიდენტს 20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.
სალომე ზურაბიშვილი: არსად გამიგია მოთხოვნა - ჩაერთეთ ომში, ეს არის მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას
საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს პარტნიორების მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომში საქართველოს ჩართვას არავინ ითხოვს და ამის დასტურად მის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ვიზიტები მოჰყავს. აქვე ზურაბიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მმართველი გუნდი ბრიუსელში სათანადოდ არ მუშაობს და არც ასეთი ვიზიტები უნახავს. „არსად გამიგია მოთხოვნა - ჩაერთეთ ომში, ეს არის მოგონილი და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას, სხვაგან, ევროპაში არ გამიგია“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. „დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენს მიმართ – ევროპულმა საბჭომ მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე, როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, ასე იყო ნათქვამი – თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის სწორედ, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელში და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ორმაგი თამაში - ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და არათუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ. დაწყებული შარლ მიშელის გადაგდებით, დოკუმენტის ანულირებით... ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში - კრედიტზე უარი საკმაოდ უხეშად; სასამართლოს გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით შემდეგ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა წელს, ფასდება უარყოფითად. ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა - გვესმის დაუსრულებელი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე...“, - აღნიშნა პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს მიმართა, რომ ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ეს არ არის თავდასხმა, საპასუხოდ პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრების განცხადებები წაიკითხა. „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“ -კობახიძე, 20 მაისს. ეს არ არის თავდასხმა?! ეს არის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა?! ეს კრიტიკა არ არის. შემდეგ - მდინარაძე, 9 ივნისი - 10-ზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. მერე სხვები ამბობენ, რომ ეს არასდროს გვითქვამსო. ყველა ხედავს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა მიმდინარეობს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების გასვლაზე: ესენი რომ არსად არიან გასული, ამაში ორი აზრი არ არის
„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებებში ხედავს თუ არა მმართველი პარტიის კვალს, ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და განაცხადა, რომ მესიჯბოქსი ყველაფერზე მეტყველებს. სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს „ესენი რომ არსად არიან გასული, ამაში ორი აზრი არ არის. თვითონაც ამბობენ, რომ ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რითაც ჩვენ უფრო თავისუფლად ვსაუბრობთ და საინტერესოა, რომ მესიჯბოქსი იგივეა, არ გვანან რაღაც დამოუკიდებელ ადამიანებს. გინდ მუნიციპალიტეტებიდან გასულების თუ პარლამენტიდან, მესიჯბოქსი ერთიდაიგივეა. ამბობენ - ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება, და ამით ამართლებენ იმას, რომ თვითონაც უზრდელად ლაპარაკობენ“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხდება თუ არა ეს „ქართული ოცნების“ დავალებით, პრეზიდენტი პასუხობს: არ ვიცი, ვისი დავალებით, მაგრამ რომ არ არიან გასული „ქართული ოცნებიდან“... თუ არა, მაშინ, საჭირო იქნებოდა, რომ მთავრობიდან ან პარტიიდან ყოფილიყო დაგმობა მათი. რაც მახსოვს, ყველა ვინც გავიდა „ქართული ოცნებიდან“, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიანო, დადებითი შეფასებები არის და არანაირი დაგმობა მათი ექსტრემალური და უფრო რადიკალური განცხადებების. მგონი, სურათი ყველასთვის ნათელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ელჩებს
„პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ცალკეულ ელჩებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკს ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს, ჯერ ერთი ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი, წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს. როცა გამიჯნულია ისედაც, რადგან სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა ევროპულმა საბჭომ და არა გადმოიტანა ყველა ის ტერმინი, რაც იყო ევროპარლამენტისგან რეზოლუციაში ჩასმული. არის რაღაცები დიპლომატიაში, ჯერ ერთი, ინსტიტუტების ურთიერთობა, ერთია კომისია, რომელიც არ მისცემს შენიშვნებს და არ გაემიჯნება ევროპარლამენტს. უნდა იცოდე, რომ ეს არის ორი ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში, როცა არის საქმეები გადასაწყვეტი. შეიძლება ერთი ერთზე. აგერ იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან. რა უნდოდა, რომ გვეთქვა, ჩამოფრინდეს, ნახევარი საათით გვაქვს სასაუბრო. რატომ არავინ არ ჩასულა 12 პუნქტის შემდეგ, რომ რეალურად გაგვერკვია, როგორ არის ეს პუნქტები, რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენ მიერ შესასრულებელი, თუ არის რაღაცა ლავირების საშუალებები, ამას ჰქვია მუშაობა. მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, რომ ბრალდება ხან ერთზე, ხან მეორეზე, ჩვენ ვართ მართლები და ამით საქმე არ კეთდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
პარლამენტსა და საკრებულოებში „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ
პარლამენტსა და საკრებულოებში „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ. ამის შესახებ სოზარ სუბარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გურამ მაჭარაშვილი „ქართულ ოცნებას" ტოვებს და სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფს უერთდება მისი თქმით საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან და მასზე აშშ-ს ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. „მოძრაობის მიზანი იქნება საჯარო პოლიტიკაში არსებული კითხვებისათვის პასუხის გაცემა, ქვეყნისათვის ომის თავიდან აცილება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობა,“- აღნიშნა სუბარმა. სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ დატოვებაზე: ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე „გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გამოქვეყნებულ წერილში დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამბობთ, რომ არსებობდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე. დღეს ეს საფრთხე შენელდა, მაგრამ ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის - საფრთხე არსებობს! როდესაც ჩვენს რეგიონში ასეთი მძიმე ბრძოლა ხდება - ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყოველწლიურად არსებობს საფრთხე, რომ ამ ომში შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ქვეყანას და ხალხს თავიდან ავაცილოთ. ამისთვის საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში და რაც ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, საზოგადოების სამსჯავროზე გადმოვიტანოთ, საზოგადოებას მეტი სიმართლე ვუთხრათ და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ის, რაც დახურულია პოლიტიკაში, არის ყველაზე დიდი საფრთხე, რათა მიღებული იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება - იქნებ პირიქით, დამანგრეველი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მარინა კალიურანდი: „ქართული ოცნება” უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას - ოპოზიცია, გთხოვთ, შეუერთდეთ სამუშაო ჯგუფებს
„ქართული ოცნება“ უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას, რათა მათ იგრძნონ, რომ უსმენენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა. „ოპოზიცია, გთხოვთ, შეუერთდეთ სამუშაო ჯგუფებს, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ პარლამენტის მუშაობაში, ვინაიდან, თქვენ გაქვთ თქვენი ხალხის მანდატი და ეს თქვენი ვალდებულებაა წარმოადგინოთ საკუთარი ხალხი დემოკრატიის საუკეთესო გზით”, - აღნიშნა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. „მე და ჩემი კოლეგა, სვენ მიქსერი დღეს დილით ჩამოვედით. გვქონდა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან, სახალხო დამცველთან, ოპოზიციასთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებთან, პარლმენტის თავმჯდომარესთან. შესაბამისად, ვფიქრობ, ხვალინდელი ასოცირების საპარლამენტო შეხვედრისთვის კარგად მომზადებული ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ საქართველოსთვის ამ მომენტის მნიშვნელობაში. მე ყოველთვის გირჩევდით, ქვეყანა მომზადებულიყო ამ მომენტისთვის და სწორედ ახლაა ეს დრო. შესაძლებლობა თქვენი პოლიტიკოსების ხელშია და აქ ვსაუბრობ ორივეზე – როგორც მმართველ პარტიაზე, ისე ოპოზიციაზე, რომ დასხდნენ ერთად, დაიწყონ თანამშრომლობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და იმ რეკომენდაციების შესამუშავებლად, რომელიც განისაზაღვრა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია
2012 წლის პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია - „ქართულმა ოცნებამ,“ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად პირველად შეცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. „ამ პროცესში გადამწყვეტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი. სრული უიმედობის, ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პირობებში, მან შეძლო სახალხო ენერგიის მობილიზება და სწორი მიმართულების მიცემა. შედეგად, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა, - მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს წარმატებულ განვითარებას. ამის შემდეგ, ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, არამედ განვახორციელეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, გავაღრმავეთ დემოკრატიული პროცესები, გავაძლიერეთ უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის - ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოების უდიდესი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე. დღეს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას. მჯერა, რომ საქართველოს შემდგომი წინსვლა კვლავაც ხელისუფლებისა და ხალხის იმ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს, რომელსაც ზუსტად ათი წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნება“: ჩვენი ხელისუფლებაა პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია
დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია,- ასე აჯამებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წელს. განცხადებაში, რომელიც პარტიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა. „ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია. ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ზემოხსენებულ ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა. დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის მტკიცე დაცვა, სამშობლოსა და ეკლესიის სიძლიერეზე ზრუნვა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საქმიანობა მომავალშიც დაეფუძნება. დღეს საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, ღრმად გვწამს, რომ ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ. საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობის თითოეულ ოჯახამდე მიტანა არის ის ოცნება, რომლის გარშემოც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა. გვჯერა, რომ თითოეული პატრიოტი ქართველის ეს ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება“,- ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
პრემიერი: მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში
პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინ, პირველ ოქტომბერს აღინიშნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 10 წლის იუბილე. მისი თქმით, მმართველი ძალის ხელისუფლებაში მოსვლიდან ქვეყანაში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა ვთქვა მთავარი - ჩვენ გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება, ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი მიზანი იყოს მიღწეული და შესრულებული - ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული, მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება, დიდი მადლობა!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ამილახვარი მედიასთან, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მოზარდებს მეთვალყურე უნდა ჰყავდეთ, რათა ისინი ისეთ ადგილას არ ჩავიდნენ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. „ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, შეიძლება, მსგავსი რაღაც ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!" - თქვა ამილახვარმა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, დიდი სისულელე თქვა
ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე, იმიტომ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა, მაგრამ მეორე, უბედურება იცით რა არის ?! ისეთები გქონდათ გაკეთებული, რომ ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო, ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებს. ამასთან, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია პოლიტიკური დისკუსიის საგნად არ უნდა გადააქციონ. „გამოძიება დაიჭერს აუცილებლად, ვინც იქნება პასუხისმგებელი და ეს თუ ასე არ მოხდება, მეც თქვენთან ერთად პრეტენზიას წავუყენებ ყველას, ვისაც ეს საქმე უნდა გამოეძიებინა და არ გამოიძია. თქვენ წინსწრებით და უაპელაციოდ გინდათ, რომ ადამიანს ბავშვის სიკვდილის ტვირთი დააკისროთ, თქვენ კი ამბობთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობაო, მაგრამ ეს ხომ მორალური პასუხისმგებლობაა. ეტყობა ეს თქვენთვის იმხელა პრობლემას არ ნიშნავს. მერიაში ვიყავი და ვნახე, რა მდგომარეობაა... რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ბავშვის გარდაცვალებაში ვინმეს თუ რაიმე წვლილი მიუძღვის, საერთოდ რა მოსატანი კატეგორიაა პოლიტიკა და თანამდებობა. მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ ყველაფერი ასე ერთმანეთში არიოთ, ძალიან გთხოვთ იმ ბავშვს და მის ხსოვნას ამას ნუ ვაკადრებთ“,- განაცხადა დავითულიანმა. ცნობისთვის, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი დაახლოებითი ერთი საათის განმავლობაში დაკარგული იყო. „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი ბავშვის მკვლელობას „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს აბრალებდა. ბავშვის დეიდა კი აცხადებდა, რომ ის საარჩევო უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი იყო და მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. ამასთან, საქმე დღემდე გაუხსნელია.
„ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა
„ქართული ოცნების” ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. "ქართული ოცნების" ოფისთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომლის ჯანმრთელობა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაუარესდა. ამასთან, აქციაზე შეკრებილებს მოუწოდეს სააკაშვილის სასამართლო პროცესისთვის მომზადებისკენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პროცესის ჩანიშვნის შემდეგ, უფრო მეტად მობილიზდებიან, რათა მხარი დაუჭირონ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს
„ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ. კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე - მდინარაძე „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, როგორც ეს პროცედურულად ხდება, იმის შესახებ, რომ ის არის გამოწვეული. რაც შეეხება მეორე საკითხს, შესაძლოა, ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს გაწვევის გზებს, რომელიც პირველი მოსმენითაა განხილული, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენით ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ. ჩავარდნა იქნება ის, რაც ამ საკითხს პროცედურულად გადაწყვეტს“, - განაცხადა მდინარაძემ. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
მანდატის დატოვების სურვილი ვინმეს თუ ექნება, ეს თავისი გადასაწყვეტია - ვოლსკი
მანდატის დატოვების სურვილი ვინმეს თუ ექნება, ეს თავისი გადასაწყვეტია. არავისზე მიმდინარეობს პარტიული ზეწოლა, რაზეც ცალკეული პირები ლაპარაკობენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. „პირადად არ მისაუბრია, მაგრამ ამაში სკანდალურიც არაფერია, თუმცა არც თუ სასიამოვნო პროცესია. ფაქტია, ადამიანებს დამოუკიდებელ დეპუტატად საქმიანობის გაგრძელება არ სურთ. იმიტომ, რომ არ სურთ, „ქართული ოცნება“ დატოვონ და სურთ, იმუშაონ სპეციალობის მიხედვით, რაზეც განცხადებებს აკეთებენ. ამაში ორი აზრი, რაიმე დაფარული მოსაზრება არ არსებობს. როგორ შეიძლება, გუნდმა აიძულოს, მანდატი დატოვოს და პარტიიდან გარიცხონ, ასეთი რამე არ არსებობს. ასეთი მეთოდი არასდროს გამოყენებულა. საქართველოში, ჩვენში არ არსებობს ისეთი რესურსი, რომელიც გამოყენებული იქნება ადამიანის ნების დასათრგუნად, თუმცა ასეთი ორგანიზაციებიც ვიცი, სადაც მარჯვნივ ან მარცხნივ ოდნავ გადახრა პარტიულად ისჯება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ქართულ მედიაში რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებს. ამ დრომდე კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდება“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს. ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
მდინარაძე ზურაბიშვილზე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ და ვიწვალეთ, ახია ჩვენზე
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არჩევნების დროს ეხმარებოდნენ, რაც სწორი არ იყო. რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ვიზიტისგან, მდინარაძემ ამ შეკითხვას უპასუხა. „ქალბატონი სალომეს მაგივრად წინასწარ როგორ ვილაპარაკო, როდესაც ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. ხანდახან გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ და ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, საბოლოო ჯამში, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ხვალ გამოვა. სალომე ზურაბიშვილმა 27 მარტს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს. უფრო ადრე, ზურაბიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ იზიარებს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.
ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს - "ქართული ოცნება"
ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პარტიის დაფუძნებიდან 11 წელიწადი რამდენიმე ძირითადი მიღწევით შეიძლება დახასიათდეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა რეგიონში არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის უშუალო საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი წნეხის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება; 2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტი დემოკრატიული წინსვლის 11-მა წელიწადმა ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი; 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ჰქონდა ყველაზე ხელშესახები წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შარშან ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, წელს კი, სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს; 2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. პირველი, ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, ხოლო მეორე – კოვიდიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისი 2020 წელს. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია. ზედიზედ ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ლარის კურსი 3,45-დან 2,50-მდე შემცირდა, 60-დან 38 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე – 1,150,000-დან 650,000-მდე შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8 ათასი დოლარი გახდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების ტოლფასი ეკონომიკა ექნება; ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა; საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს; მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ღირებულებების და მის მიერ დამკვიდრებული და გუნდისთვის დატოვებული პრინციპების შედეგია ყველა ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებითა და პრინციპებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა - კალაძე
დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქასელში წერს. „2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. 11 წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება. დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად. „ქართული ოცნების“ პრინციპები უცვლელია - ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა, მშვიდობა, განვითარება, ჩვენი მდიდარი კულტურისა და ტრადიციების დაცვა. სწორედ ამ ღირებულებებით მივისწრაფით და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე. ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ერთგულია ჩვენი პარტიის პრინციპების“, - წერს კახა კალაძემ. დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წელი შესრულდა.
საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, ამას როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ - კობახიძე
საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოური აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დავით ზურაბიშვილი ნამდვილად უცხოელი აგენტია. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცით, რას უნდა მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს – დავით ზურაბიშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი. შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. კიდევ ერთხელ ისიც გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ მაინც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გაჩერებული აქვს თანხები. მის მიმართ ერთგვარი არაფორმალური სანქციები მოქმედებს. მეტიც, მას უკვე ემუქრებიან რაღაც ისეთი საკითხებით, რაც ფიზიკურ უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული. ეს არის იგივე დაპატიმრების მუქარა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ინტერესი არ გამქრალა. ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, აქ გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ამის გამხმოვანებელია უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი. ამაზე დასკვნები საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს. ხელისუფლება აუცილებლად გაუძლებს წნეხს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაუძლებს წნეხს, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო რთული პროცესები გაუვლია, ამასაც გავივლით და საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოური აგენტი, დავით ზურაბიშვილი ან გლობალური ომის პარტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არასოდეს მითქვამს, რომ უმრავლესობის პრემიერი ვარ, ვარ ქვეყნის პრემიერი და ვთქვი, რომ არ დავუშვებთ ძალადობას უმცირესობაზე - ღარიბაშვილი
არასოდეს მითქვამს, რომ მე მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ. მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლას უკავშირდებოდა. შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე - ღარიბაშვილი „მე ვთქვი მთავარი და თქვენ თუ დაიზეპირეთ ჩემი გამოსვლა, შეგიძლიათ, ეს ფაქტები მოუყვეთ ჩვენს საზოგადოებას. ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას, მათ აგრესიულ პროპაგანდას, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით. მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 90 პროცენტი იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ, ყველანი დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. ამაზე მაქვს საუბარი. გისვამთ კითხვას, თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში? იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მომწამვლელია ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე. ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი ჰყავს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს „ქართული ოცნების“ ორი ახალი დეპუტატის, გიორგი ხახუბიასა და სალომე ჯინჯოლავას უფლებამოსილების ცნობის საკითხს. გიორგი ხახუბიას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სალომე ჯინჯოლავას – 90-მა და ისინი პარლამენტის წევრები გახდნენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახალი დეპუტატები მუშაობას დღეიდან შეუდგნენ. გიორგი ხახუბია, 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. რაც შეეხება სალომე ჯინჯოლავას პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია მენაღარიშვილის ადგილმონაცვლეა.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტს ბრიუსელში ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუღია
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობისგან თანხმობას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
კობახიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: შანსები 50/50-ზეა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციები ივნისის ბოლოსთვის იქნება შესრულებული. „ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული, აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა, ეს შეფასება ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნება დადებითი. ასეთ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დეკემბერშიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებისგან. ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის 50/50-ზე. ივნისში დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება 12 პუნქტის შესაბამისად. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები. პირველ რიგში, რადიკალურმა ოპოზიციამ. პოლარიზაციის ქვეშ სინამდვილეში რადიკალიზმი იფუთება. პოლარიზაციაში გულისხმობენ რას, ვიღაცამ უნდა გირტყას ფეხებში და შენ არ უნდა გქონდეს ამაზე რეაქცია. დეპოლარიზაცია არის ის, როცა რადიკალები წყვეტენ რადიკალურ ქმედებებს და ასეთ დროს, ბუნებრივია, ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს თვითონ იმოქმედოს რადიკალურად“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ქვეყანაში დღეს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი გვაქვს - ღარიბაშვილი
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა, საქართველოს არ ჰქონია არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი დაძაბულობა. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, ყველა მმართველობის დროს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები იყო და საქართველომ ტერიტორიები დაკარგა. „მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ყველას მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და გაერთიანება. გუშინ, ჩემ გამოსვლაში ჩამოვაყალიბე ის ძირითადი, ჩემი აზრით, მიზანი და ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარეშე, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს, როგორიც წარმოგვიდგენია, ერთიანი, ძლიერი გაერთიანებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო. რას აკეთებს ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონია მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. გვქონდა სამოქალაქო ომები, გვქონდა ომი აფხაზეთში, ოსეთში, დავკარგეთ დროებით ტერიტორიული კონტროლი ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიებზე და ბოლოს, ისიც მოვახერხეთ, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ ბირთვულ სახელმწიფოსთან პირდაპირ შევედით, ვერ ავირიდეთ მათგან წამოსული პროვოკაციები და გვქონდა პირდაპირი ომი. ახლა მინდა, კიდევ ერთხელ გავახსენო მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს, ბოლო 30 წელს თუ გადავხედავთ, ყველა მმართველობის დროს, ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები, ტერიტორიების დაკარგვა. გადახედეთ ჩვენს მიერ მართულ პერიოდს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა, საქართველოს არ ჰქონია არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი რამე დაძაბულობა. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, რაც მთავარი ფუნდამენტია. რომელი დიასპორის წარმომადგენელი ჩამოხვიდოდით, აქ რომ ომი ყოფილიყო, რომელი დიასპორის წარმომადგენელი იფიქრებდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, დაიწყოს წარმოება, ბიზნესი განავითაროს და ა.შ. ეს ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა. მე ვფიქრობ, ეს არის მყარი ფუნდამენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ყველასთვის, ქვეყნის შიგნით მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის, თუ საზღვრებს გარეთ მცხოვრები დიასპორისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება მიხეთქებოდა - პაპუაშვილი
ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება მიხეთქებოდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იგივე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, ვართ 90-იანების თაობა, ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება მიხეთქებოდა. რთულია ამ გადასახედიდან თქვა, რისი არიდება შეიძლებოდა, რისი არიდება ვერ მოხდებოდა, რთულია ეს ყველაფერი შეაფასო, მაგრამ ერთი რამ არის, ჩვენ, იმ თაობას, რომელსაც გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები და ის პერიოდი, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, როდესაც შემდეგ იყო როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თუ სამხედრო ხასიათის დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გამოვიარეთ მაშინ, როგორც ბავშვებმა თუ ახალგაზრდებმა, ყველაფერი ეს ვიწვნიეთ, ერთი რამ ნამდვილად ვიცით - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იგივე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით დიასპორასთან, ვინაიდან კომუნიკაციის საშუალებები, მედია ხანდახან არ იძლევა ყველა ინფორმაციის ბოლომდე მიტანის შესაძლებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბარიც იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ვერავინ მაწყენინებს - ზურაბიშვილი
რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავთ - „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება” რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ულოცავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ჯო ბაიდენი: ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას „საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის. გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და გამტკიცდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.
უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს - "ქართული ოცნება"
უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს, მზად ვართ, პრეზიდენტს ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების აცილებაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს. „უკანასკნელი ორი წლის მანძილზე საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, ჩვენი მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ აღქმასა და შეფასებას აქვს მყარი ობიექტური საფუძველი, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, გამოვეხმაუროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ მხარი დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში. მივიჩნიეთ, რომ უპარტიო ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელოვანი მოღვაწეების შთამომავალი და ამით განასახიერებდა კავშირს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიასა და თანამედროვე საქართველოს შორის, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ მისიისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ. 2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევისას, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ განუმარტა საკუთარი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ, არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, მას არ უნდა ჰქონოდა არავითარი ვალდებულება მმართველი პარტიის წინაშე. „ქართული ოცნება“ ამ მიდგომას სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების დღიდან სრულად იცავდა და დღემდე იცავს. აქედან ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისას ჩვენი ერთადერთი მიზანი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის ზეპარტიული ინსტიტუტის სათანადოდ დამკვიდრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწად-ნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. დასასრულს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი სრულყოფილადაა შესრულებული - არასამთავრობოები
მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი სრულყოფილად არის შესრულებული და თვლიან, რომ ჯერ კიდევ არის გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მიგვაჩნია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ("ღია საზოგადოების ფონდი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "გრასი", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი") წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც 22-25 მაისს, ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები შეაჯამეს. როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. "ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთან, შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას - "ქართული ოცნება"
იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. „თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“. „რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელდა განცხადება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, განვაცხადეთ, რომ ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაზე, რის გამოც თავს ვიკავებთ და მომავალშიც თავს შევიკავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან. თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მმართველ პარტიას ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასა და მათი ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, მივიღოთ სათანადო ზომები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული ქმედებები სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ქმედებების გამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ამავდროულად, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კერძოდ, მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობდა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კონკრეტული პირების დანიშვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს მათი დანიშვნისას მხოლოდ სამართლებრივ დისკრეციას ანიჭებს. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დანიშნა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაბამისი კანდიდატები, რაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. მოგვიანებით, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსმა ისინი საუკეთესო კანდიდატებად გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით და ცესკოს შესაბამისი ორი წევრის მონაწილეობით, ცესკოს იმ დროისათვის უკვე ჩატარებული ჰქონდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რამდენიმე შუალედური არჩევნები, რომლებთან დაკავშირებითაც რაიმე მეტ-ნაკლებად არსებითი შენიშვნა ვერავინ გამოთქვა. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია შერჩევის სამართლიანობის პრინციპი და უარი თქვა სამი კანდიდატის წარდგენაზე მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ მხარდაჭერაზე ოპოზიციის ნაწილი ამბობდა უარს. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის საბოტაჟის ღია მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია. საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა გადაესინჯა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ნაკლოვანი, საბოტაჟის წამახალისებელი წესი, რათა ცესკოს სრულფასოვანი ფორმირება გამხდარიყო შესაძლებელი. აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული წესი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში სწორედ ცესკოს საბოტაჟის წახალისების მიზნით, მიზანმიმართულად ჩაიდო. ამჟამად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს. მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო 15 მომხრე და 26 წინააღმდეგი ხმით დაძლია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124-მა წევრმა. ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ის, რაც აზიანებს ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან