ძებნის რეზულტატი:
14 839 ტესტის შედეგად, ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 489
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 233 879-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 223 276-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 666 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო - ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 921, აჭარაში-359, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში-364, აჭარაში-92, იმერეთში-213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში-171, აჭარაში-18, იმერეთში-34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211-თბილისში, 455-აჭარაში, 26-იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-154, აჭარაში-45, ხოლო იმერეთში-64. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 235 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში-14 703 პირი, აჭარაში-1 958, იმერეთში-2 497”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 20 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 666 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო - ზემო სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
მეხანძრეები ხანძრის 11 აქტიურ კერას რამდენიმე რეგიონში აქრობენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ხანძრის 11 აქტიური კერა არსებობს, სადაც სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, ტყის და მინდვრის ხანძრების ქრობა უწყვეტ რეჟიმში გრძელება. „ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია სამეგრელო წალენჯიხა, სოფელი ჯაღირა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძო- სამშველო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. ჯვარი, სოფელი მუჟავა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობი მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. წალენჯიხა, სოფელი სქური - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობი მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. მარტვილი, სოფელი ბალდა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობი მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. იმერეთი წყალტუბო, სოფელი ზარათი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე- მაშველთა პირადი შემადგენლობა და 9 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ხონი, სოფელი ძეძილეთი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველითა პირადი შემადგენლობა. აჭარა ქედა, სოფელი ბზუბზუ - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ცალკეული მხრჩოლავი კერები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველი ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რაჭა-ლეჩხუმი ონი, სოფელი ონჭევის და სოფელი წოლას მიმდებარედ - იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისათვის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა შესაბამისი ინდივიდუალური სახანძრო სპეც-აღჭურვილობით. ცაგერი, სოფელი ჩქუმი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებულებული პუნქტი. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობი მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. ცაგერი, სოფელი ლაილაში - კლდოვან და ქვა-ღორღიან მთაზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ამ დროისთვის ხანძარის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფიები და 1 სახანძრო-სამაშველო ავქტო ტექნიკა. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. შიდა ქართლი კასპი, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მიუხედავად მოყინული და დაზიანებული გზის საფარის, მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა. ამ დროისთვის მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფიები და 3 სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა. ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, 232 ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ყველა კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მზადყოფნაშია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში, თუმცა ამ დროისთვის არც ერთ კერაზე საჭიროება არ არის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. „დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსოფლიო ბანკი: 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, 2022 წელს - 6%-ით
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება და წლის ბოლოსთვის ზრდა 4%-ს მიაღწევს. მსოფლიო ბანკი 2020 წლის მონაცემებსაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ექვსი პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება 2022 წელს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. გამოცემის მიხედვით, COVID-19–ის პანდემიამ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვია ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებით, რომელსაც ართულებს სოციალური უკმაყოფილება და კონფლიქტი. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წლის შუა პერიოდში სტაბილიზაციის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა მეოთხე კვარტალში და მთავრობები აიძულა შეენარჩუნებინათ ან ხელახლა შემოეღოთ შემარბილებელი ღონისძიებები. შეფასების მიხედვით, რეგიონული მშპ გასულ წელს 2.9%-ით შემცირდა. თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნა ეკონომიკური კრიზისი და ქვეყნების დაახლოებით ორ მესამედში გაჩნდა გაცილებით ღრმა ვარდნის მოლოდინი ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. პანდემიამ ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ძლიერი სავაჭრო ან ფინანსური კავშირები ჰქონდათ ევროზონასთან და რომლებიც მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი სერვისებზე და ტურიზმზე. „პანდემიამ ძლიერ გაამწვავა რისკები ფორმირების პროცესში მყოფ ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში; სუსტი პერსპექტივები სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის ვალის ტვირთს და დაასუსტებს მსესხებლებს. გლობალურმა საზოგადოებამ სწრაფად და აქტიურად უნდა იმოქმედოს იმისათვის რომ ვალის ბოლოდროინდელი დაგროვება სავალო კრიზისით არ დასრულდეს. განვითარებადი სამყარო ვეღარ დაკარგავს კიდევ ერთ ათწლეულს,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის თანასწორი ეკონომიკური ზრდის და საფინანსო ინსტიტუტების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აიჰან კოსემ. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, როგორც წარსული კრიზისები, პანდემიაც გრძელვადიან უარყოფით გავლენას იქონიებს გლობალურ აქტივობაზე. "აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში 2021 წელს რეგიონში ზრდა სავარაუდოდ 7.4% იქნება. ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პროგნოზის მიხედვით რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს 3.3% იქნება. ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 2021 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკური საქმიანობის ზრდა 3.7%-ით. ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთი აფრიკის ქვეყნებში წელს 2.1%-ით გაიზრდება. სამხრეთი აზიის ქვეყნებში ეკონომიკური საქმიანობა რეგიონში 2021 წელს სავარაუდოდ 3.3%-ით გაიზრდება. ხოლო საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში ეკონომიკური საქმიანობა რეგიონში, 2021 წელს 2,7%–ით გაიზრდება", - აღნიშნულია ანგარიშში.
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: მრევლს მოვუწოდებთ შობის ღამეს ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია
სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი შობის დღესასწაულზე, ტაძარში მისვლის მსურველ მრევლს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და პირბადე ატარონ. "მრევლს ვთხოვთმაქსიმალურად დაცული იყოს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული უსაფრთხოების ზომები, რაც დისტანციის დაცვას და პირბადით ყოფნას გულისხმობს. საღამოს 11 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა, არქიდიაკონი წაიკითხავს ეპისტოლეს, დაიწყება საზეიმო მსახურება. რა თქმა უნდა, მრევლს ველოდებით და ვთხოვთ, რომ იყოს დაცული დისტანცია, პირბადეებიც ყველას უნდა ჰქონდეს აუცილებლად, რომ უსაფრთხოების ეს ელემენტარული ზომები, რასაც ვიცავთ პირველივე დღიდან, იყოს დაცული," - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატმა რაფაელ ვორნოკმა გაიმარჯვა
რაფაელ ვორნოკი გახდა პირველი შავკანიანი სენატორი ჯორჯიიდან, მან არჩევნებში კელი ლოფრელი დაამარცხა, ამრიგად ერთი ადგილია დარჩენილი,რომელიც გადაწყვეტს თუ რომელი პარტია გააკონტროლებს სენატს. ხმების 98% დათვლილია, ბიულეტენების დათვლის შედეგად გამარჯვება დემოკრატმა კანდიდატმა მიიღო, რაფაელ ვორნოკი, პასტორი ჯორჯიიდან გახდება სენატის წევრი. დემოკრატთა პარტიას კიდევ ერთი ხმა სჭირდება, რათა მიიღოს უმრავლესობა და გააკონტროლონ სენატი, თუ მათი კიდევ ერთი წარმომადგენელი მოხვდება სენატში,ასეთ შემთხვევაში, ძალთა თანაფარდობა 50 50-ზე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მიიღებს გადამწყვეტ ხმას, მას შემდეგ, რაც 20 იანვრიდან, კამალა ჰარისი და ჯო ბაიდენი დაიკავებენ თანამდებობებს. თუ რესპუბლიკელები დარჩენილ ადგილს მიიღებენ,მათ ვეტოს უფლება ექნებათ ბაიდენის პოლიტიკურ და სასამართლო დანიშნულ პირებზე, ისევე როგორც მის ბევრ საკანონმდებლო ინიციატივაზე,ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური დახმარება კორონავირუსის პანდემიის დროს, კლიმატის ცვლილებები, ჯანდაცვა და სისხლის სამართალი.
იუსტიციის მინისტრი: სამოქალაქო კლინიკაში გარდაცვლილ ყოფილი პატიმარი, პატიმრობიდან უკვე გათავისუფლებული იყო
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი პატიმარი, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მისი თქმით დაინფიცირების პერიოდში პატიმარი უკვე გათავისუფლებული იყო სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან. “ჩვენ პასუხისმგებელი ვართ 9 000-მდე მსჯავრდებულის და მათი ოჯახების წინაშე, არავითარი საფუძველი შეშფოთების არ არსებობს. ყველა ის მექანიზმი და ფილტრი რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, კონტროლს და ვითარების მართვას კვლავ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა," - აღნიშნა ბრიფინგზე გოჩა ლორთქიფანიძემ.
აშშ კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს
აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოების თანახმად, დეკემბერში მომხდარი კიბერშეტევების უკან რუსეთი იდგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სადაზვერვო სააგენტოების განცხადებით, ათზე მეტმა სააგენტომ შენიშნა საკუთარი მონაცემებზე წვდომის მცდელობა,მათი თქმით ჰაკერულმა თავდასხმამ მთავრობის სხვა ორგანიზაციებზეც იქონია გავლენა. თავდასხმა მიზნად ისახავდა მონაცემების მოპოვებას, დაზვერვის თანახმად, კვლავ მიმდინარეობს თავდასხმის დეტალების შეგროვება. თვრამეტი ათასი მომხმარებელი, ვინც Solar Winds-ის შექმნილ, 'Orion- ის პროდუქტს იყენებდა, აღმოჩნდა სამიზნე შეტევის, თუმცა აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ გაცილებით ნაკლებმა შენიშნა თავდასხმის შედეგები, ფინანსთა სამინისტრო იყო ერთერთი პირველი,რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ინციდენტის გამჟღავნებიდან მალევე, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, მაგრამ საკუთარი ადმინისტრაციის წევრებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა და გენერალურმა პროკურორმა, თავდასხმაში მოსკოვი დაადანაშაულეს. კომპიუტერულ სისტემებში მასშტაბური შეღწევისას, სავარაუდოდ, რუსმა ჰაკერებმა მაიკროსოფტის წყაროს კოდი მოიპოვეს.
იუსტიციის მინისტრი: ქალთა დაწესებულებაში დაინფიცირებული მსჯავრდებულების ყველა კონტაქტი იზოლაციაშია, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს
იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებულ მდგომარეობის გათვალისწინებით, შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ გოჩა ლორთქიფანიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გავრცელებულ ინფორმაციას არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია უწოდა. მისი თქმით, ქალთა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში დაფიქსირებულ 23 შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება მოხდა, იზოლაციაში გადაიყვანეს როგორც დაინფიცირებულები, ისე მათი თანამესაკნეები და სხვა კონტაქტები. „პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დავიწყეთ 31 დეკემბრიდან და გეგმაზომიერად მივყვებით ამ პროცესს. პირველ რიგში, PCR ტესტირებას დაექვემდებარა არასრულწლოვნების პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი შედეგით. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე, სადაც, ასევე, ჩატარდა PCR ტესტირება და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა ეს პირი გადაყვანილი და იზოლირებულია, ასევე, მათი კონტაქტები, თანამესაკნეები. ყველა ამ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და ვიმეორებ, სისტემა კვლავ ეფექტურად ფუნქციონირებს. ხაზს ვუსვამ, არავითარი საფუძველი არ აქვს ამ აჟიოტაჟს და დეზინფორმაციას. და რატომ ვუსვამ ხაზს – ჩვენ ახლა პასუხისმგებლები ვართ ამ 9 ათასამდე ადამიანის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც გვიყურებენ. არავითარი საფრთხე და შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ტყის ხანძრის კერები ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონშიც გაჩნდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტყის ხანძრის კერები ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონშიც გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-abkhazia ავრცელებს. როგორც ცნობილია, ე.წ. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერმა რომან ლაბიიამ განაცხადა, რომ „სამინისტროს“ სპეციალისტები გაგრის რაიონში ტყის ხანძრის ჩასაქრობად გაემგზავრნენ. მისივე თქმით, გაგრაში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით დადგენილი არ არის და ზუსტი ინფორმაცია დღეს საღამოსთვის გახდება ცნობილი. „მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხანძრის კერების უმეტესობა ძნელად მისადგომ ადგილებშია. ბიჭებს ცეცხლთან ბრძოლა შიშველი ხელებით უწევთ,“- აღნიშნა რომან ლაბიიამ. მისივე თქმით, აფხაზეთის რაიონებში ხანძრების მთავარი მიზეზი ადამიანური ფაქტორია. რომან ლაბიიამ ხაზი გაუსვა, რომ გუშინ საღამოს გალის რაიონში ხანძრის ყველა კერის ლიკვიდაცია განხორციელდა.
საფრანგეთმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა- "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს და საფრანგეთის ყოფილ მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს. საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d'honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მინიჭებული აქვთ მუსტაფა ქემალ ათათურქს, ონორე დე ბალზაკს, ჟან-პოლ ბელმონდოს, იოსეფ ბროდსკის, შარლ დე გოლს და საფრანგეთისა და უცხო ქვეყნების წარჩინებულ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს.
კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის ხეობაში ტყის საფარი იწვის
კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის ხეობაში შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები იწვის. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მოყინული და დაზიანებული გზის საფარის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ავტო-ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა. .
ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა
ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია.- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ტყის და მინდვრის ხანძრების ქრობას. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. სამეგრელო წალენჯიხა, სოფელი ჯაღირა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 ერთეული სახანძო- სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. ჯვარი, სოფელი მუჟავა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. წალენჯიხა, სოფელი სქური - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. მარტვილი, სოფელი ბალდა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. იმერეთი წყალტუბო, სოფელი ზარათი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე- მაშველთა პირადი შემადგენლობა და 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ხონი, სოფელი ძეძილეთი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველითა პირადი შემადგენლობა. აჭარა ქედა, სოფელი ბზუბზუ - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ცალკეული მხრჩოლავი კერები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია 2 ერთეული სახანძრო-სამაშველი ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ონი, სოფელი ონჭევის და სოფელი წოლას მიმდებარედ - იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისათვის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა შესაბამისი ინდივიდუალური სახანძრო სპეც-აღჭურვილობით. ცაგერი, სოფელი ჩქუმი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებულებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. ცაგერი, სოფელი ლაილაში - კლდოვან და ქვა-ღორღიან მთაზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ამ დროისთვის, ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა ქვეითი შემადგენლობა და 1 სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. შიდა ქართლი კასპი, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მოყინული და დაზიანებული გზის საფარის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა. ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, რომელთაგან 232 უკვე ლიკვიდირებულია. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის ყველა კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მზადყოფნაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ტექნიკა ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში, თუმცა ამ დროისთვის არც ერთ კერაზე საჭიროება არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს
ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. წყაროზე დაყრდნობით წერს Politico. ვიქტორია ნულანდი ობამას ადმინისტრაციის დროს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა. რა ვიცით ვიქტორია ნულანდის შესახებ? 1993-1996 წლებში მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტროუბ ტელბოტის აპარატში, სადაც სენატორ რიჩარდ ლუგარის ხელმძღვანელობით დაკავებული იყო რუსეთის საკითხებით, მისი მეზობლებით და ნატოს გაფართოებით. 1997-1999 წლებში იყო სახელმწიფო დეპარტამენტში პასუხისმგებელი იყო კავკასიის ქვეყნების საკითხებზე. 2000-2003 წლებში ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მიღებაზე („ერთი მოკავშირეზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა“). 2003-2005 წლებში მუშაობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის აპარატში. ვიქტორია ნულანდი იყო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე და დაკავებული იყო გლობალური პრობლემებით, მათ შორის ერაყის, ავღანეთის, ლიბანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებით. 2013 წელს ნულანდს ნათქვამი აქვს, რომ საქართველომ ბოლო წლებში წინსვლას მიაღწია, 2012 წლის არჩევნების, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების, ენერგიული მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების, მედიის მეტი თავისუფლების, პოლიციასა და ციხეში წამების აღმოფხვრის მცდელობისა და საგარეო პოლიტიკაში განგრძობადობის ჩათვლით. ნულანდი ყოველთვის აქტიურად აკვირდებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ვიქტორია ნულანდმა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა 2014 წელს, ამერიკის შეერთებული შტატებში საგარეო ურთიერთობის კომიტეტის შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ აშშ „ცდილობს, უზრუნველვყოს NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოება და მხარი დაუჭიროს ქვეყნებს წინა ხაზზე, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო". ვიქტორია ნულანდი საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან. 2013 წელი
ტრამპმა აშშ-ში ჩინური რვა აპლიკაცია აკრძალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ჩინური რვა აპლიკაცია აკრძალა. აკრძალვა გადახდის აპლიკაციებს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში ხელმოწერიდან 45 დღეში შევა. როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, აშშ-მა „აგრესიული ქმედებები“ უნდა განახორციელოს ჩინური აპლიკაციების შემქმნელების მიმათ, რათა დაიცვას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება. ბრძანების მიხედვით, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, ჩინურ პროგრამულ აპლიკაციებს მოქალაქეების პირად და პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციაზე შეუძლიათ წვდომა. ასეთი ინფორმაცია კი ჩინეთს ფედერალური თანამშრომლების ადგილსამყოფლის დადგენისა და პერსონალური ინფორმაციის ბაზის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა დაიცვას კომპანიების ლეგიტიმური უფლებები. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივნის თქმით, აშშ ბოროტად იყენებს თავის ეროვნულ ძალაუფლებას და უცხოურ კომპანიებს უსაფუძვლოდ ავიწროებს.
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოში განმარტავენ, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 დეკემბერს დამტკიცებული საკარანტინო შეზღუდვები 8 იანვრიდან გამკაცრდება, ქვეყანა სრულად ჩაიკეტება. რეგულაციები ორი კვირის მანძილზე იმოქმედებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იკრძალება: საცხოვრებელი ადგილიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება. დახურულ სივრცეში ხუთ, ხოლო ღია სივრცეში ათ ადამიანზე მეტის შეკრება. ფუნქციონირებას შეწყვეტენ: სკოლები და საბავშვო ბაღები. შეიზღუდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა (50%) და ქალაქებს შორის გადაადგილება. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ დამტკიცებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შობის ღამეს ქ. ბეთლემში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა. შეზღუდვები, ასევე, შეეხო ისრაელის საზღვრის კვეთის რეგულაციას და აეროპორტის მუშაობას: ფრენები დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. რეისი განხორციელდება მათთვის, ვინც ბილეთი შეიძინა კარანტინის დაწყებამდე (8 იანვარი). ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის და მუტირებული ვირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონაში განთავსდებიან, რომლის დატოვება, მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 89 წლის ქალი ემსხვერპლა
ესპანეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 89 წლის ქალი ემსხვერპლა, ხოლო 18 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სამშაბათს სევილიაში, ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფრის მე-3 სართულზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებმა უსახლკაროდ დარჩენილ მოხუცებს თავშესაფარი შესთავაზეს, რადგან ისინი იძულებულები იყვნენ, რომ საცხოვრებელი დაეტოვებინათ.
ჯანმოს გუნდს კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად, ჩინეთში შესვლაზე უარი უთხრეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობამ დაბლოკა საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლა ქვეყანაში, რომელსაც ევალება კორონავირუსის წარმოშობის გამოძიება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გაეროს გუნდის ორმა მეცნიერმა უკვე დატოვა საკუთარი ქვეყნები და მიემართებოდნენ უხანისკენ, როდესაც მათ უთხრეს, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ქვეყანაში შესვლის საჭირო ნებართვები არ მისცეს. ორგანიზაციის თქმით, მეცნიერების ჩასვლა ჩინეთის ხელისუფლებასთან წინასწარ იყო შეთანხმებული. გენერალურმა დირექტორმა, თედროსმა ხუთ იანვარს, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა რომ ის ”ძალიან იმედგაცრუებულია ამ ამბით,” მისი თქმით, მას ”კონტაქტი ჰქონდა ჩინეთის მაღალჩინოსნებთან და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისია პრიორიტეტია ჯანმოსთვის და საერთაშორისო გუნდისთვის.” ჯანმო-ს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა,მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ ვიზების პრობლემა შეიქმნა და გუნდის ერთი წევრი უკვე დაბრუნდა სახლში. მეორე ტრანზიტით სხვა ქვეყანაში ელოდება. ჯანმოს ოფიციალური პირები დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებენ პეკინთან, რათა მეცნიერთა ჯგუფს მისცეს წვდომა საკვანძო ადგილებზე ვირუსის წარმოშობის შესასწავლად, რომელიც პირველად უხანში 2019 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს. ჩინეთში უხანიდან ვირუსის გავრცელების გაშუქების გამო, ჟურნალისტი დააკავეს.
აშშ-ის საელჩო ფოთის პორტში ორი ამერიკული გემის შემოსვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ფოთის პორტში 3 იანვარს ორი ამერიკული გემი შემოვიდა, რომელიც სოიოთი და ხორბლით იყო დატვირთული. მათი თქმით, პროდუქტის გაყიდვით შემოსული თანხა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას მოხმარდება. საელჩოს განცხადება: საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. აშშ-ის სოფლის მეურნეობის „საკვები პროგრესისთვის" პროგრამის ფარგლებში კიდევ ორმა გემმა: Ocean Gladiator და Babuza Wisdom-მა 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო 3 იანვარს ფოთის პორტში შემოიტანა. სოიო და ხორბალი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში.
ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის კორონავირუსის ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ
ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ. ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის სახელზე გაგზავნილ წერილში. ევროკავშირის 13 სახელმწიფო მოუწოდებს ევროკავშირს შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გაუადვილებს. „ეს მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იქნება, რომელსაც პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობები და ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება დააფასებს“, – ნათქვამია წერილში. წერილს ხელს აწერს აღმოსავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოსა და ასევე შვედეთის, დანიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. აღმოსავლეთ პარტნიორების პროგრამის წევრები საქართველოს გარდა არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.