ძებნის რეზულტატი:

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, Moderna-ს ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არის გაცემული. ეს მეორე ვაქცინაა, რომელიც წამლის სააგენტომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაამტკიცა. სააგენტომ ვაქცინის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა შეაფასა. მას შემდეგ, რაც ევროკომისია Moderna-ს ვაქცინას დაამტკიცებს, ის Pfizer-BioNTech-ის შემდეგ მეორე ვაქცინა გახდება, რომელსაც ევროკავშირი პანდემიასთან დასაპირისპირებლად გამოიყენებს. ევროკავშირმა შეუკვეთა 80 მილიონი დოზა Moderna ვაქცინა,საჭიროების შემთხვევაში რაოდენობის გაორმაგების შესაძლებლობით. მასაჩუსეტსის კომპანია წელს 1 მილიარდამდე დოზის წარმოებას გეგმავს. ჯანმოს გუნდს კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად, ჩინეთში შესვლაზე უარი უთხრეს.

ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძური Google-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდა

"ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძური Google-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი Facebook-ზე წერს. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამიერიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Google-ის ტექნოლოგიების საშუალებით, დეტალურად დაათვალიეროს დადიანების სასახლეებში დაცული საგანძური. „ამიერიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Google-ის ტექნოლოგიების საშუალებით, დეტალურად დაათვალიეროს დადიანების სასახლეებში დაცული საგანძური. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და მეტ ტურისტს გაუღვივებს სურვილს ესტუმროს ზუგდიდს, ქალაქს სადაც ეს საოცარი სასახლე მდებარეობს. მადლობა ამ პროექტის განხორციელებისთვის გიორგი კალანდიას და ლილი ბერაიას, სწორედ ქალბატონი ლილის დაუღალავი მუშაობის და ბატონი გიორგის ხელშეწყობის დამსახურებაა ჩვენი მუზეუმის მიღწეული წარმატებები. მიჰყევით ბმულს და დაათვალიერეთ ჩვენი საგანძური“, - წერს ირაკლი ჩიქოვანი.

გერმანიის მთავრობამ მსხვილი კომპანიების მმართველ სტრუქტურებში ქალებისთვის კვოტების დაწესება გადაწყვიტა

გერმანიის მთავრობამ მსხვილი კომპანიების მმართველ სტრუქტურებში ქალებისთვის კვოტების დაწესება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ახალი რეგულაციის თანახმად, იმ კომპანიებში, რომელთა მმართველ საბჭოს შემადგენლობაში სამზე მეტი ადამიანი შედის, სულ ცოტა ერთი ქალი უნდა იყოს წარმოდგენილი. აგრეთვე, კომპანიებს, რომელშიც ფედერალურ მთავრობას აქვს წილის უმრავლესობა, ექნება საბჭოს წევრ ქალთა სავალდებულო კვოტა 30 პროცენტი. მთავრობამ ეს რეგულაცია უკვე დაამტკიცა, ახლა ის პარლამენტმა უნდა მიიღოს. დღეს მოქმედი კანონით, გერმანიაში გენდერული კვოტები მხოლოდ მსხვილი კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებზე ვრცელდება. როგორც გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ქალები კომპანიების მმართველ სტრუქტურებში პოზიტიურ ატმოსფეროს შექმნიან და სამაგალითოები გახდებიან სხვა ქალებისთვის. ახალ რეგულაციას მხარი დაუჭირა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმაც.

ნავთობის ფასმა 50 დოლარს გადააჭარბა

OPEC+ ერთიანობამ და ირანის არასწორმა ქცევამ West Texas Intermediate-ის ნედლი ნავთობის ფასები ბარელზე 50 დოლარზე მაღლა აიყვანა, პირველად თებერვლის შემდეგ. საუდის არაბეთი დგამს საკმაოდ კეთილშობილურ ნაბიჯს და ნებაყოფლობით წყვეტს წარმოებას, რათა მისცეს შანსი პროდუქციის ზრდას რუსეთიდან და ყაზახეთიდან, რაც წარმოებას 75,000 ბარელით გაზრდის. თავის მხრივ, საუდის არაბეთი იმ რაოდენობით შეამცირებს წარმოებას, რომ სხვა წევრი ქვეყნების წარმოება სტაბილური იყოს თებერვლის განმავლობაში. ქვეყანა ასევე მზად არის რომ უფრო მეტ შემცირებაზეც წავიდეს, რათა ბაზარი დაბალანსებული იყოს. 2020 წლის თებერვალი იყო OPEC– ის ნავთობის მოპოვების ომის დასაწყისი, როდესაც რუსეთი და საუდის არაბეთი იბრძოდნენ წარმოების ზომის შემცირებაზე, რათა ეპასუხათ Covid 19 – ის მიერ გამოწვეულ მსოფლიო პანდემიის გამო, ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას. ახლა ნავთობის ფასი კვლავ იზრდება, ნავთობის ზოგიერთ მწარმოებელს, ძირითადად რუსეთს, სურს რომ კიდევ ერთხელ დაიწყოს წარმოების გაზრდა. რუსეთი თებერვლიდან 500,000 ბარელით გაზრდას ითხოვდა დღიურ წარმოებას, მაგრამ OPEC– ის სხვა მწარმოებლების უმეტესობა, გარდა არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა, გაზრდის წინააღმდეგი იყო.

ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. როგორც ცნობილია, ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ამის შესახებ ნინო ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ანანიაშვილმა აღნიშნა, ახალ პოზციაზე ჯერ ოფიციაურად არ არის დასახელებული, მაგრამ მალე დაასახელებენ. "გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო" - ამბობს ანანიაშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთი ბალეტის მნიშვნელობით "ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ პირველი არა". -განაცხადა ანანიაშვილმა. ნინო ანანიაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ვითარებამ მიაღებინა, რაც პანდემიის გამო შეიქმნა ქვეყანაში. " თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა" - უთხრა ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებას და თქვა, რომ პანდემიის გამო ბალეტის მსახიობებს წინ ფინანსური პრობლემები ელით. "ამიტომ გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში. ნოვოსიბირსკის თეატრიც ეძებდა ისეთ თეატრს, რომელთანაც შეძლებდნენ თანამშრომლობას მსახიობების, პედაგოგების, ქორეოგრაფების მხრივ" - თქვა ანანიაშვილმა და დაამატა, რომ ის ქართული დასის ხელმძღვანელადაც რჩება. "სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ" - უთხრა ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საფრანგეთში, ფრინველის გრიპის თავიდან აცილების მიზნით, მინიმუმ 200 000 იხვი მოკლეს

საფრანგეთში, ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქების თავიდან აცილების მიზნით, მინიმუმ 200 000 იხვი მოკლეს. გავცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, 400,000 კიდევ უნდა დახოცონ. აღნიშნული ინფორმაცია Euronews-ს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუდასტურა. აღნიშნულ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის 1 იანვრისთვის დაფიქსირდა 61 ეპიდემია, მათ შორის 48 მხოლოდ ლანდესის ნაწილში. ეპიდაფეთქებები ლანდესის სამხრეთ ნაწილში დაფიქსირდა, რომელიც არის " მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იხვებით" და განკუთვნილია Foie Gras-ის წარმოებისთვის, განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლოიკ ევინმა. ”სიტუაციის შესაფასებლად ექსპერტები შეიკრიბნენ. თუ ვირუსის გავრცელება გაგრძელდება, კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღება მოგვიწევს”, - დასძინა ევინმა.

რომის პაპმა მართლმადიდებლებს შობის დღესასწაული მიულოცა

რომის პაპმა პრანცისკემ მართლმადიდებლებს შობის დღესასწაული მიულოცა. პაპმა მორწმუნეებს მშვიდობა და იმედი უსურვა. „სიყვარულით მოგმართავთ ჩვენს ძმებს და დებს, რომლებიც მათი ტრადიციის მიხედვით, შობას ხვალ აღნიშნავენ. გულწრფელად გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას და იმედს“, – განაცხადა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უკანონო ვაქცინაციის შემთხვევების გამოძიების განკარგულება გასცა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკანონო ვაქცინაციის შემთხვევების გამოძიების განკარგულება გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას Rus.lb.ua ავრცელებს. აუკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, შეამოწმონ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია უცნობი წარმოშობის წამლებით შესაძლო ფარული ვაქცინაციის შესახებ. "მე ვაქცინაციის მომხრე ვარ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, ვაქცინების პირველ ჯგუფს მიიღებენ ექიმები, რომლებიც მუშაობენ COVID-19- ის წინააღმდეგ. მეც გავიკეთებ ვაქცინას ჩემი ხარჯებით, მეორე ან მესამე ეტაპზე, როდესაც ოფიციალურად რეგისტრირებული ვაქცინა იქნება კლინიკებში", - თქვა პრემიერ მინისტრმა. აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ უკრაინაში საიდუმლოდ შეიტანეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა და რამდენიმე მაღალჩინოსანმა აცრა გაიკეთა. მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინა ჩარტერული რეისით გასულ წელს შეიტანეს, რითაც უკრაინის პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე დეპუტატი აიცრა. ამავე ინფორმაციის თანახმად, მაღალჩინოსნები ვაქცინის სანაცვლოდ 2,5 ათასს დოლარს იხდიან. უკრაინამ წლის ბოლოს ჩინური კომპანია „სინოვაკ ბიოტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინის 1,9 მილიონი დოზა შეუკვეთა. უკრაინის მთავრობა ვარაუდობს, რომ ვაქცინის 700 ათასს დოზას თებერვალში მიიღებს.

სუდანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ

სუდანმა ხელი მოაწერა "აბრაამის შეთანხმებას" შეერთებულ შტატებთან,რომელიც მიზნად ისახავს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. ორმა ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა "ურთიერთგაგების მემორანდუმს",რომელიც მათ შორის ეკონომიკურ აქტივობებს ხელს შეუწყობს, შეერთებული შტატების საელჩომ ხართუმში(სუდანი) განაცხადა, რომ შეთანხმება ”დაეხმარება სუდანს შემდგომში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობებისკენ მიმავალ გზაზე”. შეთანხმებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სუდანის ოპოზიციისგან, ქვეყნის პოპულარულმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ შეთანხმებას დაუპირისპირდებიან, მათი თქმით "მოსახლეობა არაა ვალდებული შეეგუოს ახალ შეთანხმებას" და რომ ოპოზიცია ჩამოაყალიბებს კოალიციას შეთანხმების ასაკრძალად. ისრაელი-სუდანის ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმება შედგა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, რომელიც ემსახურება ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგებას. ნეთანიაჰუმ მაროკოს მეფე ისრაელში მიიწვია.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიღებაში დახმარების შესაძლებლობებს განიხილავენ

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაში დახმარების შესაძლებლობებს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანა პისონარო ერნანდესმა დღეს გავრცელებული წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომელშიც ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიას მოუწოდეს, გაამარტივოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიღების მექანიზმი. „ვადასტურებთ, რომ მივიღეთ წერილი 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან და ჩვენ მათ პასუხს აუცილებლად გავცემთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდა, რომ სწავლობდა გზებს, რომლითაც დავეხმარებით დასავლეთ ბალკანელ პარტნიორებსა და ჩვენს აღმოსავლეთ მეზობლებს. განვიხილავთ მხარდაჭერას ჰუმანიტარულ კონტექსტშიც. ეს დაადასტურა ევროკომისიის პრეზიდენტმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმაც. ეს სამუშაო გრძელდება და ვეძებთ ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზებს. ვმუშაობთ საერთაშორისო და ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მულტილატერალურ მიდგომას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინების დისტრიბუცია. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივა კოვაქსს, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ „Covid-19“- ის საწინააღმდეგო ვაქცინა გლობალურად იქნება ხელმისაწვდომი. დამატებით, თქვენთვის ცნობილი რომ ევროკავშირის ვაქცინების სტრატეგია აძლევს საშუალებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გასცეს მისთვის კუთვნილი ვაქცინის დოზების ნაწილი. ევროკავშირში ახლა მიმდინარეობს მექანიზმის შემუშავება, რათა ხელი შეუწყოს ვაქცინების დონაციისა და ხელახლა გაყიდვის პროცესს. დისკუსია გრძელდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ.

ჯო ბაიდენი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერიკ გარლანდის დანიშვნას გეგმავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერიკ გარლანდის დანიშვნას გეგმავს.აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მერიკ გარლანდი კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის წევრია. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მერიკ გარლანდის კანდიდატურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მომსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა „რესპუბლიკელებმა“ მას მხარი არ დაუჭირეს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 8 კერაა დარჩენილი

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 8 კერაა დარჩენილი - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვი სამსახური ავრცელებს. საქართველოს მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახური 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს. დღის განმავლობაში რაჭასა და შიდა ქართლში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა იმუშავა. ვერტმფრენებმა ამ დროისთვის მუშაობა შეაჩერეს და საჭიროების შემთხვევაში ხვალ დილიდან ისევ ჩაერთვებიან სამუშაოებში. შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მეხანძრე მაშველები მთელი ღამე ხეობაში დარჩებიან. რაჭა-ლეჩხუმში ხანძარი ლოკალიზებულია სოფელ ჩქუმში. ონჭევი- წოლასა და ლაილაშში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში.ქრობის სამუშაოები გრძელდება ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში, აბაშაში, სოფელ წყემში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. ლოკალიზებულია ჯვარში, სოფელ მუჟავში,წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ნაფიხჩოვოში და ტალერში გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ დილით, როგორც საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში განაცხადეს, ბოლო 48 საათში, ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 243 კერა იყო.

ცენტრალურ ამერიკაში პირველი თეთრი ფერის ბენგალური ვეფხვი დაიბადა

ნიკარაგუას ზოოპარკში თეთრი ბენგალური ვეფხვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბელი მდედრობითი სქესისაა და მას ნივესი (თოვლი) დაარქვეს. ბელს ზოოპარკის დირექტორის მეუღლე ზრდის, მას შემდეგ, რაც დედამისმა მისი გამოკვება ვერ შეძლო და მასზე უარი თქვა. როგორც ზოოპარკის დირექტორმა ედუარდო საკასამ აღნიშნა, ნიევსი პირველი თეთრი ბენგალური ვეფხვია, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში დაიბადა. დირექტორის თქმით, ნივესის დედა ყვითელი და შავი ფერის ბენგალური ვეფხვია, რომელიც ხუთი წლის წინ ცირკიდან გამოიხსნა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სენატორი, ჯეიმს ლენკფორდი Twitter-ში ავრცელებს. სენატორის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სენატის დარბაზთან განლაგდნენ.

შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შსახებ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა განაცხადა. ვაშინგტონის მერის განცხადებით, კომენდანტის საათი 6 იანვრის 18:00 საათიდან 7 იანვრის 06:00 საათამდე იმოქმედებს. მანამდე დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. კონგრესის ორივე პალატის შეკრების პარალელურად ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ. აშშ-ის დედაქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებიცაა მობილიზებული.

ტრამპი: ყველას მოვუწოდებ კაპიტოლიუმში, შეინარჩუნონ სიმშვიდე. არა ძალადობას!

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ტრამპი განცხადებას Twitter-ში აქვეყნებს. "ყველას მოვუწოდებ კაპიტოლიუმში, შეინარჩუნონ სიმშვიდე. არა ძალადობას! დაიმახსოვრეთ, ჩვენ კანონის მხარეს ვართ და ყველას მოვუწოდებ, პატივი სცეს მას" - წერს ტრამპი . შეგახსენებთ რომ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

მედია: აშშ-ის კონგრესის შენობაში სროლის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე მძიმედ დაიჭრა

აშშ-ის კონგრესის შენობაში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, სროლა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მძიმედ არის დაჭრილი. სხვა დეტალები აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უცნობია. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. კონგრესის ორივე პალატის შეკრების პარალელურად ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ. აშშ-ის დედაქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებიცაა მობილიზებული.

ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენიმ განაცხადა. „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, ეროვნული გვარდია სხვა ფედერალურ დამცავ სამსახურებთან ერთად ვაშინგტონისკენ მიემართება“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა.

მაიკ პენსი: აშშ-ის კაპტოლიუმში ძალადობა და დესტრუქცია ახლავე უნდა შეწყდეს

ძალადობა და დესტრუქცია, რომელიც აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს და ის უნდა შეწყდეს ახლავე, – ეს განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. პენსის თქმით, ყველამ, ვინც ამ პროცესში ჩართულია, პატივი უნდა სცეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და შენობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. "ძალადობა და დესტრუქცია აშშ-ის კაპიტოლიუმში უნდა შეწყდეს და ის ახლავე უნდა შეწყდეს. ნებისმიერმა მონაწილემ პატივი უნდა სცეს სამართალდამცავ ორგანოებს და დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ შენობა." - წერს პენსი. მისი განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი ყველა ამერიკელის უფლებაა, თუმცა აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა მიუღებელია და ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

აშშ-ის კონგრესში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა

აშშ-ის კონგრესში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკული მედია ასევე აშშ-ის კონგრესში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია, დემონსტრანტები როგორ ამსხვრევენ კონგრესის შენობის ფანჯრებს. აშშ-ის კონგრესში არეულობასთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა, რიჩარდ გრენელმაც გაავრცელა. მან სამართალდამცველებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დააკავონ ყველა პირი, რომელიც ძალადობაში მონაწილეობს. გრენელმა ასეთ ქმედებას „არაამერიკული“ უწოდა.