ძებნის რეზულტატი:
ბაიდენმა კაპიტოლიუმში მომხდარს აჯანყება უწოდა და ტრამპი დაადანაშაულა სიძულვილისა და ქაოსის წახალისებაში
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გამოვიდეს ტელევიზიით და მოუწოდოს ხალხს, რომ მისმა "ექსტრემისტულმა ჯგუფმა კაპიტოლიუმი დატოვოს". ბაიდენმა კაპიტოლიუმში მომხდარს "აჯანყება" უწოდა და ტრამპი დაადანაშაულა სიძულვილისა და ქაოსის წახალისებაში. "პრეზიდენტ ტრამპს მოვუწოდებ, გამოვიდეს ეროვნული ტელევიზიით, შეასრულოს ფიცი, დაიცვას კონსტიტუცია და მოითხოვოს ამ ალყის დასრულება”, - განაცხადა ბაიდენმა დელავერის ქალაქ უილმინგტონიდან. ბაიდენმა მომხდარს დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა უწოდა. "მსგავსი რამ აქამდე არ გვინახავს. თავდასხმა ხდება თავისუფლების ციტადელზე, ხალხის წარმომადგენლებზე. ეს ქაოსი არ ასახავს ჭეშმარიტ ამერიკას. მცირე რაოდენობის ექსტრემისტების ჯგუფი უკანონობას ემსახურება. ეს არ არის განსხვავებული აზრი. ეს არეულობა და ქაოსია, რომელიც ახლავე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
დონალდ ტრამპი დემონსტრანტებს მოუწოდებს, სახლებში დაბრუნდნენ და მშვიდობა შეინარჩუნონ
დონალდ ტრამპი დემონსტრანტებს მოუწოდებს, სახლებში დაბრუნდნენ და მშვიდობა შეინარჩუნონ. მისი თქმით, მოპარული არჩევნების მიუხედავად, მათ უნდა შეინარჩუნონ კანონი და წესრიგი, რათა არავინ დაშავდეს. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ში ვიდეომიმართვით გამოეხმურა. „ახლა სახლში უნდა წახვიდეთ, ჩვენ მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ კანონისა და წესრიგის დამცველ ხალხს. არ გვსურს, რომ ვინმე დაშავდეს. ეს ძალიან რთული დროა. ამის მსგავსი დრო, როდესაც ჩვენ ყველას, მე, თქვენ, ჩვენ ქვეყანას არჩევნები წაგვართვეს, არ გვინახავს. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, თუმცა ამ ხალხს ხელს ვერ შევუწყობთ. ჩვენ მშვიდობა უნდა გვქონდეს“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა. აღსანიშნავია, რომ მიკრობლოგმა Twitter-მა დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას გადაზიარებისა და მოწონების ფუნქცია გაუთიშა, როგორც ძალადობის რისკის შემცველ განცხადებას. Twitter-ის განმარტებაში, რომელიც ტრამპის ვიდეომიმართვის ქვეშ არის დართული აღნიშნულია, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრება არის სადავო.
ბორის ჯონსონი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად და გეგმაზომიერად მოხდეს", – ამის შესახებ სოციალურ ქსელTwitter-ში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაწერა. „სამარცხვინო სცენები აშშ-ის კონგრესში. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში და ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელივანია, რომ ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად და გეგმაზომიერად მოხდეს”, – წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
იენს სტოლტენბერგი: ვაშინგტონში შოკისმომგვრელ სცენებს ვხედავთ
"ვაშინგტონში შოკისმომგვრელ სცენებს ვხედავთ" ასე აფასებს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს. „ვაშინგტონში შოკისმომგვრელ სცენებს ვხედავთ. ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივისცემით უნდა მოეკიდონ“, - დაწერა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.
ადამ კინზინგერი: ეს არის გადატრიალების მცდელობა
ეს არის გადატრიალების მცდელობა, – ასე ეხმიანება კონგრესმენი ადამ კინზინგერი ვაშინგტონში განვიტარებულ მოვლებეს. ამის შესახებ მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. როგორც CNN წერს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები სენატის სხდომის დარბაზშიც შეიჭრნენ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების შეჩერებას ცდილობენ. აშშ-ის კონგრესს დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კონგრესში შეჭრის გამო სხდომა შეჩერებულია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ეპისკოპოსი მელქისედეკი: სულ რაღაც თორმეტიოდე თვის წინ, ამპარტავნებისა და სიამაყის ვნებაში ჩაფლული დედამიწა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ დასცემდა მას ძირს Covid-19
„სულ რაღაც თორმეტიოდე თვის წინ, ამპარტავნებისა და სიამაყის ვნებაში ჩაფლული დედამიწა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ დასცემდა მას ძირს Covid-19“,- ნათქვამია არგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის საშობაო ეპისტოლეში. მისივე განმარტებით, უაღრესად დაძაბული და ტრაგიკული წელი მიილია. ,,კიდევ ერთხელ ვეგებებით შობის დღესასწაულს, ვმადლობთ უფალს და სიხარულით ვგალობთ- ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“ უაღრესად დაძაბული, მძიმე, დამღლელი და ტრაგიკული წელი მიილია. სულ რაღაც თორმეტიოდე თვის წინ, ამპარტავნებისა და სიამაყის ვნებაში ჩაფლული დედამიწა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ დასცემდა მას ძირს COVID-19. უეცრად ჩამოინგრა ის სვეტი, რომელსაც ვეყრდნობოდით, განადგურდა სიამაყე და შეუიარაღებელნი აღმოვჩნდით ვერაგი მტრის წინაშე. მხოლოდ ერთადერთი, საუკუნეების წინ ბეთლემის მოკრძალებულ სადგომში შობილი ყრმისადმი მიმართული სასოება ასულდგმულებდა და აცოცხლებდა ჩვენს დაცემულ არსებობას, ,,რამეთუ სადა ღმერთსა ჰნებავს, იძლევის ყოველივე ბუნებისა წესი; რამეთუ ინება და იქმნა, გარდამოხდა და იხსნა და თანა-მორბედ ყო ყოველივე ღმრთისა.“ სამწუხაროდ, 2021 წლის შობას ჩვენ გვერდით აღარ არიან ის ადამიანები, რომლებიც წლობით გვეხმარებოდნენ, გვანუგეშებდნენ, გვახარებდნენ და გვაბედნიერებდნენ. უწინდელივით ვეღარ გაიზიარებენ ამ დიდებული დღესასწაულის იმ სითბოს, სიხარულსა და სიმშვიდეს, რასაც ზამთრის ცივ დღეებში ჩვენს ტაძრებსა და ოჯახებში განვიცდით ხოლმე. ისღა დაგვრჩენია უფალს შევთხოვოთ, რომ მათმა სულებმა განისვენონ იქ, ,,სადაცა მართალნი განისვენებენ.“ შობის დღესასწაული გამორჩეულად მინდა მივულოცო იმ ავადმყოფებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა საავადმყოფოებში სიკვდილს ებრძვიან; იმ მედიკოსებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სხვისი გადარჩენისათვის სასწორზე დებენ; ჩვენს იმ თანამემამულეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა იმყოფებიან და, რა თქმა უნდა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს. დღევანდელი დღე იმედისა და სიხარულის დღეა. ჩვენც იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დაბრკოლებები გაივლის და მომავალ წელს სხვაგვარი სიხარულით აღვსილები შევხვდებით. ძალიან ხშირად გვიჭირს ხოლმე შობის დღესასწაულის აღქმა. ჩვენს ყოველდღიურობაში იგი რაღაც შემოსაზღვრულ მოვლენად განიხილება, რომელიც არცთუ იშვიათად ნაყროვანებისა თუ მემთვრალეობის ვნებებს უკავშირდება ხოლმე. არადა ესაა დღე, როდესაც სამყარო საუკუნოვანი ტანჯვისაგან გათავისუფლდა, როდესაც დედამიწაზე სიყვარული განკაცდა, როდესაც მიწა ზეცას კვლავ შეუერთდა და როდესაც ჰეროდე ბაგაში შობილი ყრმისაგან იძლია. დღეს ღვთის სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ განღვმრთობილიყავით. დიახ, ღმერთი გახდა კაცი დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისათვის, განურჩევლად მათი სოციალური, პროფესიული, ეთნიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ღმერთი ყველა ადამიანისათვის განკაცდა, რადგან თითოეული ადამიანი ერთი ღმერთის შვილია. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი გულები და სულები ბაგის მსგავსად გავუმზადოთ ქრისტეს, შემდეგ კი ყველას ვახაროთ, რომ ჩვენში იშვა ქრისტე!- ნათქვამია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის საშობაო ეპისტოლეში.
ჯოზეფ ბორელი: მსოფლიოს თვალში დღეს ამერიკული დემოკრატია ალყაშია
"მსოფლიოს თვალში დღეს ამერიკული დემოკრატია ალყაშია", – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, რომ კაპიტოლიმში შეჭრა არის არნახული შეტევა აშშ-ის დემოკრატიაზე, მისი ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. ჟოზეფ ბორელი ასევე აცხადებს, რომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებს ყველამ პატივი უნდა სცეს. „მსოფლიოს თვალში ამერიკული დემოკრატია დღეს ალყაშია მოქცეული. არის არნახული შეტევა აშშ-ის დემოკრატიაზე, მისი ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. ეს არ არის ამერიკა. 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები სრულად უნდა იქნას დაცული. მე მივესალმები არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს. აშშ-ის დემოკრატიის სიძლიერე ექსტრემისტ ინდივიდებზე გაიმარჯვებს”, – აცხადებს ბორელი.
მარია ზახაროვა: აშშ ვეღარასდროს ეტყვის მსოფლიოს, რომ დემოკრატიის მაგალითია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ამერიკელი ჟურნალისტის პოსტით გამოეხმაურა. მარია ზახაროვამ Facebook-ის გვერდზე CNN-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, ჯილ დოგერტის პოსტი გამოაქვეყნა: „აშშ ვეღარასდროს ეტყვის მსოფლიოს, რომ დემოკრატიის მაგალითია.“ შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა.
ევროკომისიის პრეზიდენტი: "ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო"
"ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო", – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან განცხადება Twitter-ში გამოაქვეყნა. ევროკომიისიის პრეზიდნტის თქმით, ცენტრალური საკითხი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. „მჯერა აშშ-ის ინსტიტუტების და დემოკრატიის სიმტკიცის. ცენტრალური საკითხი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ვიმუშაო მასთან, როგორც აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტთან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მაიკ პომპეო: აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი მიუღებელია
"აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი მიუღებელია", ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა. მან განცხადება Twitter-ში გამოაქვეყნა. აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკანონობა და ამბოხი როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას დაუშვებელია. „მე ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყოველთვის მხარს ვუჭერ ყველა ადამიანის უფლებას, მშვიდობიანი პროტესტი გამოთქვას თავისი რწმენისა და მათი მიზეზების გამო. მაგრამ ძალადობა, რისკის ქვეშ აყენებს სხვების უსაფრთხოებას, მათ შორის, მათსას, ვისაც ევალება უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანისთვის. ეს აუტანელია როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოდით, სწრაფად მივაღწიოთ სამართლიანობას დამნაშავეების მიმართ, რომლებიც ამ არეულობაში მონაწილეობდნენ. ამერიკა იმაზე უკეთესია, რაც დღეს ვნახეთ იმ ადგილას, სადაც მე კონგრესის წევრად ვმსახურობდი და ვხედავდი საუკეთესო დემოკრატიას“, – წერს მაიკ პომპეომ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ჩვენ გადავწყვიტეთ, სხდომა დღესვე გავაგრძელოთ
ჩვენ გადავწყვიტეთ, სხდომა დღესვე გავაგრძელოთ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კოლეგებისადმი გაგზავნილ წერილში პელოსი აღნიშნავს, რომ კონგრესის ლიდერებმა ერთობლივი სხდომის განახლება დღეს საღამოს გადაწყვიტეს, რათა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცონ, როდესაც კაპიტოლიუმის შენობა სრულად უსაფრთხო იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონში კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ, კაპიტოლიუმის შენობის წინ მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა. მანამდე კი, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები აშშ-ის კონგრესის შენობის დასავლეთ ნაწილიდან გამოიყვანეს.
Twitter-ის ადინისტრაციამ ტრამპის ანგარიში 12 საათით დაბლოკა
Twitter-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათით დაბლოკა. აღნიშულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. Twitter-ის ადმინისტრაციის განმარტებით, დონალდ ტრამპის ანგარიში სამოქალაქო ერთიანობის პოლიტიკის განმეორებითი დარღვევების გამო დაიბლოკა. „ჩვენ მოვითხოვეთ დონალდ ტრამპის სამი „ტვიტის“ წაშლა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ აღნიშნული ტვიტები არ წაიშლება, ტრამპის ანგარიში დაბლოკილი დარჩება“, – განაცხადა Twitter-ის ადამინისტრაციამ
ჯორჯ ბუში: ასე არჩევნების შედეგებზე ბანანის რესპუბლიკებში დავობენ
"ასე არჩევნების შედეგებზე ბანანის რესპუბლიკებში დავობენ" - აცხადებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ის სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას გმობს. ინფორმაციას Npr.org ავრცელებს. „ასე არჩევნების შედეგებზე ბანანის რესპუბლიკებში დავობენ. შეშფოთებული ვარ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უპასუხისმგებლობით და იმ უპატივცემულობით, რომელიც დღეს ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გამოხატეს,“- აცხადებს უმცროსი ბუში.
აშშ-ის კონგრესში სხდომა განახლდა
მასობრივი არეულობების შემდეგ აშშ-ის კონგრესმა არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურა განაახლა. ინფორმაციას NewYorkTimes-ი ავრცელებს. სხდომა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გახსნა, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპს არჩევნების შედეგების გადახედვაზე უარი უთხრა. ვიცე-პრეზიდენტმა კაპიტოლიუმზე თავდასხმა დაგმო და 6 იანვარს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ბნელი დღე უწოდა. „ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი დემოკრატიის ძალა. სასტიკი ძალადობისა და ვანდალიზმის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლები კვლავ კაპიტოლიუმში იმყოფებიან, რათა დაიცვან ქვეყნის კონსტიტუცია. მოდით მუშაობა გავაგრძელოთ,“-განაცხადა პენსმა.
სენატორი შაჰინი კონგრესში პირველივე სხდომაზე საქართველოს იხსენებს და ამბობს, რომ საქართველოში, მილიარდერი ოლიგარქის გამარჯვების შემდეგ, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებული სხდომა განახლდა. სესიაზე, სიტყვით დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები გამოდიან. სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა პივრლივე სხდომაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრა. მან 2012 წლის არჩევნები გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს თავადაც, ადგილზე აკვირდებოდა. მისი თქმით, არჩევნები, რომელშიც „მილიარდერი ოლიგარქის მიერ მხარდაჭერილმა და დაფუძნებულმა“ პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაფასა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ის ასევე იხსენებს, რომ არჩევნების მეორე დღეს, მასთან შეხევედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა უნდა მომხდარიყო. „ის რაც დღეს ხდება, არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა, ეს ასევე არის ახალგაზრდა დემოკრატიების პრობლემა, მთელს მსოფლიოში. როგორც სენატორმა რომნიმ თქვა, ჩვენ ისინი შეგვცქერიან, როგორც მაგალითს, ჩვენ ვართ ბრწყინვალე ქალაქი ბორცვზე. ჩვენ მათთვის, ვინც ჩაგვრას უმკლავდება, უკეთესი მომავლის იმედი ვართ. ამ შენობაში მყოფთაგან ბევრის მსგავსად, მე ვმოგზაურობდი განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, მთელს მსოფლიოში - ავღანეთიდან და ერაყიდან დაწყებული, დასავლეთ ბალკანეთის და აფრიკის ქვეყნებით დამთავრებული, და საქართველოში. 2012 წელს, საქართველოში ჩემს კოლეგასთან, სენატორ რიშთან ერთად ჩავედი, რათა ოფიციალურად, სენატის ეგიდით, დავკვირვებოდით არჩევნებს. არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მოწინააღდეგე "ქართულ ოცნებას" შორის, რომელიც მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი და დაფუძნებული პარტია იყო, და ეს იყო ბრძოლა არა მხოლოდ პარლამენტზე, არამედ მთავრობაზე კონტროლის მოსაპოვებლადაც. სენატორი რიში და მე, არჩევნების დღეს, უშუალოდ ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას დავეთანხმეთ, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნება“ იყო. მაგრამ, არსებობდა რეალური შეშფოთება ქვეყანაში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ძალაუფლების დათმობას არ გეგმავდა. ეს შესაძლოა ძალადობის მიზეზი გამხდარიყო. ეს დაასრულებდა ახალგაზრდა, ახლადჩასახულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტარდებოდა. არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა მისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე“, - განაცხადა სენატორმა ჰაშინმა სიტყვით გამოსვლისას.
Facebook-სა და Instagram-ზე ტრამპის ოფიციალური გვერდები 24 საათით დაიბლოკა
Facebook-სა და Instagram-ზე დონალდ ტრამპის ოფიციალური გვერდები 24 საათით დაიბლოკა. Facebook-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიშმა Facebook-ის პოლიტიკის ორი წესი დაარღვია. მოგვიანებით მსგავსი ზომების მიღების შესახებ Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ გამოაცხადა. Facebook-სა და Instagram-იდან ასევე წაშლილია ვიდეომიმართვა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა. მანამდე დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათით Twitter-ის ადმინისტრაციამაც დაბლოკა.
ვაშინგტონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა
ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუზერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღიდან მოიხსნება. მურიელის თქმით, დემონსტრანტებმა, რომლებიც აშშ-ის კონგრესში შეიჭრნენ, შესაძლოა, ძალადობრივი ქმედებები ინაუგურაციის დღესაც გააგრძელონ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმში შეჭრისა და ძალადობის გამო 52-ზე მეტი პირი დააკავეს. ვაშინგტონის პოლიციის უფროსის თქმით, არეულობის დროს კაპიტოლიუმის მიდამოებში სამი ადამიანი დაიღუპა. აქციის ერთი მონაწილე კი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც კონგრესის შენობის ხარაჩოდან ჩამოვარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 612 ადამიანს დაუდასტურდა, 419 გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 612 ადამიანს დაუდასტურდა, 419 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 235 491 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 695. გარდაიცვალა 2 694 კოვიდინფიცირებული. კარანტინის რეჟიმშია 484, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 901. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 765 მოქალაქე.
275 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ამ ეტაპზე 856 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია. მათ შორის, თბილისში - 359, აჭარაში - 87, იმერეთში - 206. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 13, იმერეთში - 31. 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 - თბილისში, 455 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 4 436 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 491 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 159, აჭარაში - 47, ხოლო იმერეთში - 64. სულ 6 ოქტომბრიდან - 6 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 290 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 084 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 404 პირი, აჭარაში - 2 052, იმერეთში - 2 473“, - ნათქვამია განცხადებაში. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 612 ადამიანს დაუდასტურდა, 419 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელებიდან საქართველოში კორონავირუსის 235 491 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 695. გარდაიცვალა 2 694 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 484, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 901. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 765 მოქალაქე.
კოვიდინფიცირების 1612 შემთხვევიდან 670 თბილისში გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 106, შიდა ქართლი - 107, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. საქართველოში კორონავირუსის 235 491 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 695. გარდაიცვალა 2 694 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 484, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 901. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 765 მოქალაქე.