ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოსკოვში ვიზიტისას საქართველო ახსენა

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი, რუსეთში გამართულ შეხვედრებზე წერს და განხილულ საკითხებს შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემასაც ასახელებს. ბლოგში, სათაურით - „ჩემი ვიზიტი მოსკოვში და ევროკავშირი-რუსეთის მომავალი ურთიერთობები“, ბორელი წერს: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება და სირიისა და ლიბიის კრიზისი ასევე იყო ის საკითხები, რომლებსაც შევეხეთ ჩვენი პრობლემური სამეზობლოს მიმოხილვის დროს, სადაც რუსეთი და ევროკავშირი უფრო ხშირად რჩებიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ამ ყველაფრის განხილვისას, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველამ სრულად უნდა სცეს პატივი ეუთოს ვალდებულებებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას“.

ინდოეთში კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება

ინდოეთში კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ტრაგედია ჰიმალაის მყინვარის მოწყვეტამ გამოიწვია, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. რამდენიმე სოფლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ინდოეთის მთავრობამ, ჩრდილოეთის რეგიონები საშიშ ზონებად გამოაცხადა. პოლიციამ თქვა, რომ ზვავმა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე იფეთქა, რის შედეგადაც განადგურდა კაშხალი, რომელიც რიშიგანგის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის სახელწოდებით არის ცნობილი. დაკარგულია 125 ადამიანი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტია. ნაპოვნის 7 ცხედარი და ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს. დაკარგულთა უმეტესობა წყალმა გაიტაცა და მათ შორის ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე დასაქმებული მუშებიც იყვნენ. ვარაუდობდნენ, რომ ადგილზე მომუშავე 50 ადამიანი გარდაცვლილი იქნებოდა, თუმცა მაშველებმა 16 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. რიშიგანგას ჰიდროელექტროსადგურში მომუშავე 50-ზე მეტი ადამიანი ეშინოდა მკვდარი, თქვა უტარახანდის პოლიციის უფროსმა აშოკ კუმარმა. სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად ვეტმფრენიც გაგზავნეს. თავდაპირველად მედია 150-მდე გარდაცვლილზე წერდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 01:23 საათზე, დმანისთან, სოფელ ირგანჩაისთან 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 01:23 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 5 თებერვალს, საქართველოს საზღვართან რამდენიმე კილომეტრში სამი მიწისძვრა მოხდა.

ლილოს ბაზრობაზე ხანძარია

ლილოს ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. „ბაზრობის მიმართულებით გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი", - ნათქვამია განცხადებაში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია.

დღეიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა

დღეიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. მუშაობა განაახლეს ავტობუსებმა, მეტრომ და მიროავტობუსებმა. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე მოემსახურებიან. მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველა ავტობუსს, მიკროავტობუსსა და მეტროს ჩაუტარდა დეზინფექცია. ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს. დღეიდან, საქართველში მუნიციპალური ტრანსპორტი განაახლებს მუშაობას ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კვირაში ორი დღით შენარჩუნდება თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობის წესები განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის პარალელურად, ავტობუსების ზოგიერთ მარშრუტში ცვლილებაა მეტროსადგური "გოცირიძე" მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება 7 თებერვლიდან, Busline-ზე მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი 21:00 საათამდე იმუშავებს

დღეიდან ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს

დღეიდან ღია და დახურული ბაზრობები, შაბათ-კვირის გარდა, მუშაობას განაახლებენ. მუშაობის დაწყების პარალელურად, მათ გარკვეულ წესების დაცვა მოუწევთ. მნიშვნელოვანია პირბადის გაკეთება და სოციალური დისტანციის დაცვაა. ამავდროულად, სავალდებულოა რომ მეწარმეებისა და თანამშრომლებს ორ კვირაში ერთხელ ტესტრება ჩაუტარდეთ. ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კვირაში ორი დღით შენარჩუნდება.

დღეიდან  ე.წ ბასლაინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალა

დღეიდან ე.წ ბასლაინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლაინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან. „როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლეინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან", - ნათქვამია განცხახებაში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს „გოცირიძე“, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 204 ადამიანს დაუდასტურდა, 736 გამოჯანმრთელდა, 15 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 6 593 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 3 887 ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით. საქართველოში ჯამში კორონავირუსის 262 228 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 254 350, გარდაიცვალა 3 298 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.69%. 204 ახალი შემთხვევიდან 86 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 11, იმერეთი - 32, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 13, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 554, საიდანაც 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 032, აჭარაში - 183, იმერეთში - 449. მძიმე პაციენტი: 499. მათ შორის, თბილისში - 211, აჭარაში - 48, იმერეთში - 121. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 134. მათგან თბილისში - 99, აჭარაში- 5, იმერეთში - 15. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 118 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 030 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, ხოლო აჭარაში - 133. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 649 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 531 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 019 პირი, აჭარაში - 739, იმერეთში - 1 408.

უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებული 110 310 კგ სიმინდი უკან გააბრუნეს

უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებული 110 310 კგ სიმინდი უკან გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის რესპუბლიკიდან 110 310 კილოგრამი სიმინდით დატვირთული საზღვაო კონტეინტეინერი საბაჟო გამშვებ პუნქტ ბათუმის პორტში შემოვიდა. „შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორცილებისას, გამოვლინდა დარღვევა, კერძოდ, ტვირთზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიაში ექიმები ბონუსის სახით 1 500 ევროს მიიღებენ

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ექიმები ბონუსის სახით 1 500 ევროს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ეს ინიციატივა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანს ეკუთვნის. სახელფასო დანამატის გაცემის მიზეზი კორონავირუსის პანდემინიის დროს ექიმების მხრიდან გაწეული შრომაა. როგორც გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსის მეორე ტალღა სამედიცინო დაწესებულებებისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. პრემიას 1 038 კლინიკის პერსონალი მიიღებს და მისი გაცემა ივნისის ბოლოს დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბონუსებისთვის ფედერალური მთავრობა ჯამში 450 მილიონ ევროს გამოყოფს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოზეპ ბორელის რუსეთში ვიზიტი გააკრიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა მარია ლიიმეტესმა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეპ ბორელის რუსეთში ვიზიტი დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ჟოზეპ ბორელის რუსეთში ვიზიტის დრო არასწორად იყო შერჩეული. მას სურს შეხვდეს ბორელს და ვიზიტის შედეგები განიხილონ. „ვიზიტის დრო არასწორად იყო შერჩეული. ჯერ კიდევ ვიზიტის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ამ ვიზიტის ერთ-ერთი პირობა ალექსეი ნავალნისთან შეხვედრა უნდა ყოფილიყო. 2 თებერვალს, ისევე როგორც ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა მეც დავგმე სასამართლოს გადწყვეტილება ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ნავალნი ისევ ციხეშია და მას უკვე წაუყენეს ბრალი "ახალი დანაშაულისთვის". საჭირო იყო ადგილზე ყოფნის დროს მასთან ან მის მეუღლესთან შეხვედრა“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ევა მარია ლიიმეტესის თქმით, ბორელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უნდა აღენიშნა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოითხოვეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სისტემატური და ფართო დარღვევების გამო. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მოსკოვში 5 თებერვალს ჩავიდა.

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის დაარსებიდან 103 წელი გავიდა

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა. უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წელი გავიდა. საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად დაიბადა. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი და მისი პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის მზადება. 12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა “ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის” საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნე-ბისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ. კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

8 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი, წმინდა მეფის - დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი საქართველოში 1089-1125 წლებში მეფობდა. ის მეფედ თექვსმეტი წლის ასაკში აკურთხეს. მის სახელს მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულების, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და ქვეყნის გაძლიერებას უკავშირდება. დავით IV-მ საქართველო კიდევ უფრო გააძლიერა და განათლებას ფართო გზა გაუხსნა. მან მრავალი სასწავლებელი დააარსა. დავითი ყოველ წელიწადს უნიჭიერეს კურსდამთავრებულ ყმაწვილებს სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი განათლების მისაღებად საბერძნეთში გზავნიდა, თვითონ კი, ხალხს სწავლის სიყვარულის მაგალითს უჩვენებდა. ახალგაზრდა მეფემ საქართველო ოსმალებისგან მთლიანად გაათავისუფლა. მან ისინი სომხეთიდანაც განდევნა და ოსმალების მონობისგან სომეხთა დედაქალაქი ანისიც გაათავისუფლა. ოსმალები ასევე, განდევნა ყველა მახლობელი ქვეყნიდან. ამიერკავკასიის ქვეყნებმა დავითი მეფეთა მეფედ აღიარეს და ყოველწლიურ ხარკს უხდიდნენ. დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში. აღმაშენებლის სახელს საეკლესიო რეფორმაც უკავშირდება, რომელიც XII საუკუნის დასაწყისში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგად გატარდა. რეფორმის შედეგად, ეკლესიიდან უღირსი სასულიერო პირები გაკვეთეს და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ. დავით აღმაშენებელი 1125 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მის მიერვე აგებულ გელათის მონასტრის სამხრეთის კართან. მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

გოჩა ლორთქიფანიძე: სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ფუნდამენტურად შეცვალა კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფუნდამენტურად შეცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება: „ყველა შევამჩნევდით, რომ ფუნდამენტურად შეიცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი - ევროკავშირი, აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს პოლიტიკურთან ერთად მკაფიოდ აკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებიდან", - განაცხადა ლორთქიფანიძემ. იუსტიციის მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მინისტრის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება. „დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, ადასტურებს, რომ: 1. ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია; 2. საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთმა განახორციელა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის (ანუ საქართველოს განუყოფელი ნაწილის) ოკუპაცია, მაშასადამე, რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ეფექტური კონტროლი. 3. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა და რუსეთის აღნიშნულ პოლიტიკას დღემდე განგრძობადი ხასიათი აქვს. სასამართლო გადაწყვეტილებაში იყენებს ცნებას „ეთნიკური წმენდა“; 4. რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის და ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს, ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცოცავი ოკუპაციის შედეგებისთვის დე ფაქტო ორგანოების ქმედებების ჩათვლით, ანუ ნებისმიერი ინციდენტისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაშიც განავითარა პრაქტიკაში დამკვიდრებული და „ეფექტურ კონტროლს“ პირდაპირ უწოდა „ოკუპაცია“; 5. სასამართლომ სეპარატისტების რუსეთზე დაქვემდებარება, ანუ რუსეთის კონტროლი დაადგინა განგრძობადად – 2008 წლის ომამდე, ომის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში; 6. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო, ფაქტობრივად, ამბობს: გადაადგილების თავისუფლების (მე-4 ოქმის მე-2 მუხლი) დარღვევა განგრძობადია და დღემდე გრძელდება, ხოლო რუსეთს სასამართლომ პირდაპირ დააკისრა დევნილების უკან დაბრუნების ვალდებულება, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ აღსრულების ეტაპზე; სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში დარღვევა დაადგინა რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს 2018 წელს ჩვენ მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საჩივარს, რომელიც განგრძობადი ოკუპაციის შედეგებს და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში; სასამართლომ, ასევე, ფაქტობრივად, თქვა, რომ რუსეთის მხრიდან, სავარაუდოდ, ომის დანაშაულები იქნა ჩადენილი საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (8-12 აგვისტო), რისი გამოძიების ვალდებულებაც მას ჰქონდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების საფუძველზე. სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წლის მოვლენების და ამ პერიოდში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიების საშუალებას არ აძლევს, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ მისი იურისდიციის მიხედვით ამ დანაშაულების გამოძიებას და ჩვენს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან აუცილებლობად ხდის“, - განაცხადა გოჩა ლორთხიფანიძემ.

ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც კომიდან გამოდის, კორონავირუსის შესახებ არაფერი იცის

ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც ერთი წლის წინ ავტოკატასტროფაში მოყვა და კომიდან ახლა გამოდის, კორონავირუსის პანდემიის შესახებ არაფერი იცის. 19 წლის ჯოზეფ ფლავილი ავტოკატასტროფაში, ბრიტანეთის პირველ კარანტინამდე რამდენიმე დღით ადრე მოყვა. ერთ წელიწადზე მეტია, რაც ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. დედამისის თქმით, ფლავილის გამოჯანმრთელება წარმატებულად მიმდინარეობს. ის საუბარზე რეაგირებს. საავადმყოფოში ყოფნის დროს, კორონავირუსის პრევენციული ზომები გამო, მის ოჯახს ბიჭის მონახულების საშუალება არ ჰქონია. ექიმების თქმით, ბიჭმა კორონავირუსი უკვე ორჯერ გადაიტანა. „არ ვიცი, ჯოზეფი როგორ მიიღებს ჩვენს მონათხრობს კარანტინის შესახებ",- ამბობს მისი დეიდა და დასძენს, რომ მას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გამოჯანმრთელების გასავლელი.

დღეს, 11 წლის შემდეგ, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დღეს, 11 წლის შემდეგ, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. როგორც ცნობილია, მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვე იმუშავებს და ამ ხნის განმავლობაში ავტობუსით გადაადგილება მოსახლეობას უფასოდ შეეძლება. საწყის ეტაპზე მოსახლეობას 5 ავტობუსი მოემსახურება. ტრანსპორტი 4 მიმართულებით დილის 08:00-დან, საღამოს 20:00 საათამდე იმოძრავებს. თავდაპირველად, სამგზავრო ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავში იმოძრავებენ, შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოემსახურება. ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8.5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები გათვლილი იქნება 50 მგზავრზე და ასევე, ადაპტირებული შშმ პირებისთვის. თვის ბოლოს დაგეგმილია ქალაქისთვის დამატებით კიდევ 5 ავტობუსის გადაცემა. ცნობისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტი, ქალაქ თელავში, ბოლოს 2008- 2010 წლებში მოძრაობდა.

ჩინეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ავსტრალიელი ჟურნალისტი დაიჭირა

ჩინეთმა ავსტრალიელი ჟურნალისტი, ჩანგ ლეი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. გამოცემის ცნობით, ჩანგ ლეის ბრალი სახელმწიფო საიდუმლოს საზღვარგარეთ გადაცემაში წაუყენეს. ჩანგ ლეი, ექვს თვეზე მეტია, რაც საპატიმროშია, მას ბრალი ოფიციალურად 5 თებერვალს წარუდგინეს. გასული წლის აგვისტოდან ის საპატიმროში იმყოფებოდა, ჩინეთის კანონმდებლობით მას არც ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ ჰქონია. ჩინეთში დაბადებული, ავსტრალიელი ჟურნალისტი დაპატიმრებამდე ჩინეთის სამთავრობო ტელევიზიაში მუშაობდა. ჩანგ ლეის დაპატიმრების საქმეზე, გამოძიების ფარგლებში პეკინში რამდენიმე უცხოური მედიის ჟურნალისტიცაა დაბარებული.

პანდემიის პირობებში სკოლების მოუმზადებლად გახსნის ბრალდებით, განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივიან

პანდემიის პირობებში სკოლების არაეფექტური მართვისა და ბავშვების საჭიროებების გაუთვალისწინებლობის ბრალდებით, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანა. როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის იურისტი ანა არგანაშვილი წერს, სასამართლოს მიმართეს შემდეგი მოთხოვნით: სამინისტროს 15 თებერვლამდე დაავალოს კონკრეტული და ეფექტური გეგმის შექმნა, რათა ბავშვების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და განათლების უფლება არ დაირღვეს ბავშვების სკოლებში დაბრუნებისას. ორგანიზაცია დღეს შეტანილი საქმის გარდა, სასამართლოსთვის კიდევ ერთი სარჩელით მიმართვას გეგმავს „მალევე შევიტანთ ძირითად სარჩელს.რადგან მთავრობა არ იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას სკოლების სტიქიურ და მოუმზადებელი გახსნისას, გვინდა სასამართლო სისტემა ჩაერთოს ბავშვების დასაცავად და თქვას მოსამართლემ თავის სიტყვა - რომ ბავშვების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობობასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ქვეყანაში არ დაუშვებს.დეტალი სპეციალურად იურისტებისთვის: სარჩელი და უზრუნველყოფა შეგვაქვს სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, როგორც შშმ ბავშვების დამცველ ორგანიზაციას. ეს ინსტიტუტი საქართველოში პირველად 2021 წლის იანვარში ამოქმედდა, იუსტიციის სამინისტრომ პირველად მოგვანიჭა ასეთი სტატუსი და სასამართლოც პირველად განიხილავს ბავშვების უფლებების კოლექტიურ და განსაკუთრებით მძიმე დარღვევას", - აღნიშნავს ორგანიზაციის იურისტი. მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან გაიხსნა. მშობლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ, მათი შვილები საკლასო ოთახებიდან ისწავლიან თუ, დისტანციურ რეჟიმში, სახლიდან. განათლების სამინისტრომ დღეს, სკოლების ადმინისტრაციისთვის, პედაგოგებისთვის, მოსაწვლეებისთვის და მათი მშობლებისთვის, პანდეემით გამოწვეული ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს

რუსეთის საელჩოსთან ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქცია იმართება

ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად რუსეთის საელჩოსთან აქცია იმართება. აქციას სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა„"რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები მართავენ. ისინი საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და საოკუპაციო რეჟიმის აგრესიულ ქმედებებს აპროტესტებენ. აქციაზე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზელენსკი: 2022 წლამდე უკრაინის მოსახლეობის ნახევარი აიცრება

უკრაინის პრეზიდენტის ვლოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 2022 წლამდე უკრაინის მოსახლეობის ნახევრის აცრას გეგმავენ, მანამდე უკრაინა ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებს სხვა ქვეყნებთან აწარმოებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. უკრაინა თავს იკავებს რუსული ვაქცინის შეძენისგან, ქვეყანამ ევროკავშირს ვაქცინის შეძენაში დასახმარებლად რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უკრაინელებისთვის მხოლოდ ჩინური Sinovac-ის ვაქცინაა ხელმისაწვდომი. „მოლაპარაკებს ვაწარმოებთ ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც ვაქცინა ჭარბად აქვთ. ამ ეტაპზე მოლაპრაკებები პოლონეთთან მიმდინარეობს",- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შეტანამ კითხვები გააჩინა პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზელენსკი არწუმენებს ყველას, რომ Sinovac-ი ეფექტურია. უკრაინაში ვირუსით ინფიცირების 1,29 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც ლეტალურად 24,000-ზე მეტი შემთხვევა დამთავდა. ამავე თემაზე: უკრაინა AstraZeneca-ს და Novavax-ის ვაქცინის 12 მილიონ დოზას მიიღებს.