ძებნის რეზულტატი:
თენგიზ ცერცვაძე: ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას
„ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას“, - ამის შესახებ ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როდის გაიხსნება სპორტ დარბაზები. „ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას. ალბათ ორი კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ მე ძალიან მეშინია, რაც გუშინწინ მოხდა, მე ძალიან მეშინია, რომ იმ გაბოროტებულმა ადამაინებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს ის, რომ ქვეყანა წარმატებით მართავს კოვიდპანდემიას, რამე არ მოიმოქმედონ, რაც აფეთქებას გამოიწვევს. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. მან „დაუმორჩილებლობის აქციაზეც“ ისაუბრა და განაცხადა, რომ კომენდანტის საათიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება. მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა მიზანი, როგორც ჩანს, ეპიდსიტუაციის გამწვავება იყო. თენგიზ ცერცვაძის თქმით, დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებს ქვეყანაში პანდემიის დასრულება არ აინტერესებთ და პირიქით, აღიზიანებთ, რომ პანდემია დაძლევისკენ მიდის. „როგორც ცეცხლთან, ისე არ შეიძლება პანდემიასთან თამაში, ვიწრო პარტიული ამბიციების გავლენების ქვეშ. აქ ყველა უნდა ვიყოთ პრინციპული, თანმიმდევრულ და უნდა ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც საჭიროა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 204 ადამიანს დაუდასტურდა, 736 კი გამოჯანმრთელდა. დადებითობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.
„დაუმორჩილებლობის აქციის“ მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი დაჯარიმება დაიწყო
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი, რომლებიც 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი დაჯარიმების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „დამირეკეს და ხვალ პოლოციის დეპარტამენტში 16:00 საათზე ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი სამართალდარღვევის ოქმიო. დავთანხმდი და მივალ. ასეთი განხილვის პრეცედენტი არ მახსენდება ადმინისტრაციულ ჯარიმაზე”, - წერს ირაკლი კუპრაძე. 2 000 ლარით დააჯარიმების შესახებ წერს აქციის კიდევ ერთი მონაწილე „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი. „დამირეკეს საპტრულო პოლიციიდან და შაბათიდან კვირის ღამეს, დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისათვის დამაჯარიმეს 2000 ლარით აი ასე იქცევა შეშინებული ხელისუფლება !!! ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ამ სიმართლისათვის ვიბრძოლებთ ბოლომდე !!! ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ანტიკონსტიტუციური და უაზრო რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს !!!", - წერს დათუნაშვილი. 6 თებერვალს, პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარში" გაიმართა. საკარნავალე ფორმაში გამოწყობილმა მოქალაქების ჯგუფმა, კომენდანტის საათის გაპროტესტების მიზნით გაადადგილების შეზღუდვის წესები დაარღვია. როგორც მომიტინგეებმა აღნიშნეს , ამ ფორმით პანდემიის გამო მოქმედ რეგულაციებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის დროს, დასარტყამი ინსტრუმენტებით და საკარნავალო აქსესუარებით გადაადგილდებოდნენ. „გადაადგილების შეზღუდვა არ შეესაბამება კანონმდებლობას და ის არაკონსტიტუციურია. ჩვენი მთავარი მოთხოვნა სწორედ კომენდანტის საათის მოხსნაა. მსგავსი სახის პროტესტს სხვა დღეებშიც გავმართავთ. ვიცით, რომ პანდემიაა, ვიცით რომ, ნიღაბი უნდა გვეკეთოს, ვიცით, რომ დისტანციით უნდა ვიდგეთ, მაგრამ ის რომ, 10-ის ერთ წუთზე თურმე კორონა უფრო საშიში ხდება, სისულელეა. ბევრი უაზრო რეგულაციაა, რომლის წინააღმდეგაც ვართ დღეს გამოსული“, - აგანაცხადა 6 თებევრლის აქციაზე გიგა მაქარაშვილმა. აქციაზე სხვადასხვა პარტიის და ახალგაზრდული მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ.
„რუსეთმა ევროპასთან კონსტრუქციული დიალოგის შანსი ხელიდან გაუშვა“ - ბორელი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი მოსკოვში ვიზიტით 6 თებერვალს იმყოფებოდა. ბორელი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე ყურადღება გაამახვილა. დიპლომატიური ვიზიტის შესახებ საკუთარ პერსონალურ ბლოგში წერს. „რუსეთის ხელისუფლებამ არ მოისურვა ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებობის გამოყენება. დასანანია, უნდა გავითვალისწონთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს", - წერს ბორელი. ბორელიმ ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ რუსეთმა ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა, ამ ფაქტით ევროკავშირის კომისარმა ჩათვალა, რომ რუსეთმა ევროპასთან კონსტრუქციული დიალოგის შანსი ხელიდან გაუშვა. „გარკვეულ პერიოდში რუს კოლეგასთან დიალოგი საკმაოდ დაიძაბა, როდესაც ნავალნის დაუყოვნებელი გათავისუფლება და მკვლელობის მცდელობის სრულყოფილი გამოძიება მოვითხოვე“, - აცხადებს ჟოზეპ ბორელი. ჯოზეპ ბორელიმ საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემაზეც ისაუბრა. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება და სირიისა და ლიბიის კრიზისი ასევე იყო ის საკითხები, რომლებსაც შევეხეთ ჩვენი პრობლემური სამეზობლოს მიმოხილვის დროს, სადაც რუსეთი და ევროკავშირი უფრო ხშირად რჩებიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ამ ყველაფრის განხილვისას, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველამ სრულად უნდა სცეს პატივი ეუთოს ვალდებულებებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას“. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის თქმით, რუსეთი და ევროპა ერთმანეთის სულ უფრო შორდებიან. ბორელი აცხადებს, რომ დიპლომატების გაძევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისთანავე სთხოვა ლავროვს, რომ გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვათ, თუმცა თხოვნა ამაო აღმოჩნდა. „გზაჯვარედინზე ვართ", - აცხადებს ბორელი რუსეთზე და დასძენს, რომ დღევანდელი სტრატეგიული გადაწყვეტილებები 21-ე საუკუნის დიპლომატიის ბედს განსაზღვრავენ. უმაღლესი კომისარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს შეუძლია მოვლენებზე გავლენა იქონიოს, რისთვისაც დიპლომატიურ ჩართულობასთან ერთად, ნათელი ხედვა და მიზნებია საჭირო. „კედლებს მიღმა საკუთარი თავის გამოკეტვა და სხვებისთვის უსაფრთხოებაზე მოწოდება ვერ გახდის ევროკავშირს უფრო უსაფრთხოს",- აღნიშნავს ბორელი. მისი თქმით, ევროკავშირმა პრობლემებს თვალი უნდა გაუსწოროს და თუ საჭიროა მოწინააღმდეგეებს მათ “სახლის ეზოშიც“ შეხვდეს.
თბილისში იტალიური სახლის ნაწილი დაიწვა
თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია უკვე ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა ინფორმაცია თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ცეცხლი გავრცელებული იყო იტალიური ტიპის სამსართულიანი სახლის სასხვენო გადახურვაზე. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ შენობიდან დროულად მოხდა 12 მოქალაქის უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოყვანა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის საპასუხოდ, გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს
რუსეთმა ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ევროპელ დიპლომატებს ქვეყანა დაატოვებინა. აღნიშნულის საპასუხოდ კი გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუს დიპლომატებს დაატოვებინეს. გერმანიის საელჩოს განცხადება შვედეთი პოლონეთი
ფონიჭალაში ბავშვების სავარაუდო ნიშნობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ფონიჭალაში 11 და 15 წლის ბავშვების სავარაუდო ნიშნობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ბავშვების “ნიშნობის” ამსახველი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ნიშნობის ბეჭდების გაცვლის პროცესი ჩანს. შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. გამოძიებამ მცირეწლოვნების მშობლები გამოკითხვაზე დაიბარა. "ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - შსს-ში.
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე როკის გვირაბის მონაკვეთზე დააკავა
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს. უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას.უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
Facebook-ი ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას საბოლოოდ კრძალავს
Facebook-ი ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას საბოლოოდ კრძალავს. Facebook-ი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ პოზიციას უფრო ამკაცრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დახმარებით, კომპანიამ გააფართოვა ჩამონათვალი, რომელსაც Facebook-ი პლატფორმიდან მოხსნის. სრული სია კომპანიამ კატეგორია Help Center-ში მიუთითა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ერთი დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც COVID-19 ადამიანის მიერ არის შექმნილი, ან კოვიდინფიცირებულები უფრო უსაფრთხოდ იგრძნობ თავს, ვიდრე ვაქცინირებულები. Facebook-ი აცხადებს, რომ ასევე წაშლის პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ ვაქცინები ტოქსიკურია ან მათ შეიძლება აუტიზმი გამოიწვიოს. კომპანიის განმარტებით, ის ასევე მოხსნის პრეტენზიებს, რომ ვაქცინები ტოქსიკურია ან მან შეიძლება აუტიზმი გამოიწვიოს. უფრო ადრე დაწესებული შეზღუდვებით, კომპანია ასეთი შინაარსი უფრო ნაკლებად თვალსაჩინო გახადა, ახლა კი საბოლოოდ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
Tesla-მ ბიტკოინებში $1,5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა
ილონ მასკის კომპანია Tesla-მ ბიტკოინებში 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო. Tesla აცხადებს, რომ საკუთარ პროდუქციას კრიპტოვალუტაზე გაყიდის. კომპანიის განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს - $43 000 მიაღწია.
თენგიზ ცერცვაძე: ძალიან მეშინია, გაბოროტებულმა ადამიანებმა რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს
„ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას. ალბათ ორი კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში. მაგრამ მე ძალიან მეშინია, რაც გუშინწინ მოხდა. ძალიან მეშინია, რომ იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს ის, რომ ქვეყანა წარმატებით მართავს კოვიდპანდემიას, რამე არ მოიმოქმედონ, რაც აფეთქებას გამოიწვევს. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, - განაცხადა დღეს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კომენდანტის საათიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება და „დაუმორჩილებლობის აქცია“, (რედ: სადაც სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებით გამოხატეს პროტესტი), საჭირო არ არის. „იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით, პირბადეების ტარებით, სოციალური დისტანცირებით და სხვა, რა მოხდა - ძალიან ცუდი რამ. იყო საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ეს მიმაჩნია პოპულისტურ, გაუმართლებელ, პროვოკაციულ ნაბიჯად და რატომ. ქვეყანა შესანიშნავად მართავს კოვიდსიტუაციას, საათივით აწყობილად მუშაობს კლინიკური სექტორი, მაქსიმალურად მოიხსნა შეზღუდვები - იმის მაგივრად, რომ ამას მადლიერება და გვერდით დგომის სურვილი გამოეწვია, ზოგიერთში გამწარების და გაბოროტების სურვილი გამოიწვია - რომ თუ ყველაფერი კარგად არის, ისინი ფუნქციას კარგავენ, ეს აშკარად იკითებოდა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აცხადებს ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებს ქვეყანაში პანდემიის დასრულება არ აინტერესებთ და პირიქით, აღიზიანებთ, რომ პანდემია დაძლევისკენ მიდის. ამავე თემაზე: თენგიზ ცერცვაძე: ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას
ბენ ჰოჯესი შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის შემოსვლაზე: ეს არის ძლიერი სიგნალი ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი, ასევე - კრემლისთვის
ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის შემოსვლას მიესალმა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „ბედნიერი ვარ, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს შავ ზღვაში ვხედავ. ეს არის ძლიერი სიგნალი ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი, ასევე კრემლისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ვისურვებდი, რომ ეს ნატოს პორტი ყოფილიყო“, - წერს ბენ ჰოჯესი. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ 5 თებერვალს შემოვიდა.
ანკარაში საქართველოს პირველი წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წელი შესრულდა
ანკარაში საქართველოს პირველი წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ მიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა. „საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში. 100 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ, გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ანკარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩად დანიშნულმა სიმონ მდივანმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს მუსტაფა ქემალ ათათურქს. ეს მოვლენა იმითაცაა გამორჩეული, რომ სწორედ საქართველოს წარმომადგენელი იყო პირველი უცხოელი ელჩი, რომელსაც წილად ხვდა ანკარის (ანგორის) მთავრობის მეთაურისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის პატივი“, - წერს ელჩი და პოსტს ურთავს იმ პერიოდში, ანკარაში მყოფი ამერიკელი ჟურნალისტის, გაზეთის ,,Philadelphia Public Ledger“ კორესპონდენტის, კლარენს სტრეიტის მიერ გადაღებულ სიმონ მდივანის ფოტოსურათს, რომელსაც საზოგადოება პირველად იხილავს. „და ბოლოს, გულწრფელად რომ გითხრათ, ძალზედ მეამაყება, რომ ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წლის თავზე, მაქვს პატივი, ვიყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი“, - წერს თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა.
დღეს უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა
9 თებერვალს საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამით საქართველო უერთდება მსოფლიო ინიციატივას, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას ბავშვებისა და მოზარდების, ახალგაზრდებისა და მშობლების მიერ ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით. უსაფთხო ინტერენტის დღის (Safer Internet Day) ჩატარება დაიწყო 2004 წელს. ამჟამად ყოველწლიურად ეს დღე 130-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
თეთრი სახლის პრესმდივანი: ჯო ბაიდენი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას დიდ დროს ვერ დაუთმობს
"ჯო ბაიდენი საკმაოდ დაკავებულია და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას დიდ დროს ვერ დაუთმობს", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკმა ორშაბათს განაცხადა. ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც პრესმდივანმა განაცხადა, ბაიდენს მთელი კვირის გრაფიკი უკვე გადატვირთული აქვს. "თავად პრეზიდენტი გეუბნებოდა, რომ საკმაოდ დატვირთულები ვართ და მას უკვე აქვს კვირის სრული განრიგი", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯენ ფსაკმა. მისი თქმით, ჯო ბაიდენის გრაფიკი მოიცავს ვიზიტებს ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტებსა და თავდაცვის დეპარტამენტში, გარდა ამისა, ის შეხვდება ბიზნესის ლიდერებს, მერებს და გუბერნატორებს. ასევე, ფსაკის თქმით, ბაიდენი კავშირზე იქნება წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პელოსისთან და სხვა კონგრესმენებთან. როგორც პრესმდივანმა განაცხადა, ჯო ბაიდენი იმპიჩმენტის პროცესის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს. ცნობისთვის, დღეს აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მას ბრალად ამბოხის წაქეზება ედება.
ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. აღნიშნული საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან თელავში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. „ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე. ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებენ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, უახლოეს დღეებში დაიწყებენ შეხვედრებს რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან. გარდა ამისა, მიმდინარე წელს იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი. სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ შეხვედრაზე იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომელთა ფარგლებშიც, ფერმერები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე. კახეთის სამხარეო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, კადასტრის პროგრამის დასრულება და მის საფუძველზე რთველის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის, სადაც ვენახების ფართობები ყოველწლიურად იზრდება; რთველის ორგანიზებულად ჩატარება კი, ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პოლიციამ, ყალბი საბანკო ამონაწერის დამზადების გამო, ერთი ადამიანი დააკავა
უკანასკნელ პერიოდში, საბანკო დაწესებულებებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის სანაცვლოდ, ბანკიდან კრედიტის მიღების მსურველ ერთ-ერთ პირს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეს ხელფასის სახით ყოველთვიურად ვითომდა ერიცხებოდა 2 740 (ორი ათას შვიდას ორმოცი) ლარი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა, ოც სხვადასხვა პირზე გაცემული ყალბი საბანკო ამონაწერები და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად განკუთვნილი ერთ-ერთი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შტამპები", - ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 208-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით. გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ზაზა გახელაძის დაპატიმრების საკითხი განიხილეს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში (EUMM), მარეკ შჩიგელს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მყოფ ერთადერთ საერთაშორისო სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის როლს და მნიშვნელობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს, ეს იყო ზაზა გახელაძის დაპატიმრება და მისთვის დე ფაქტო სასამართლოს მხრიდან 12 წლით პატიმრობის აღკვეთის შეფარდება. „აუცილებელია, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ იქნას დაყენებული უმაღლეს დონეზე, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების ასევე, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისგან მოვითხოვოთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, - აღნიშნა შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ. მისი თმით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა დახმარება აღგვითქვა და აღნიშნა, რომ ის მუდმივად მუშაობს არა მხოლოდ გახელაძის საკითხზე, არამედ სხვა უკანონო პატიმრების საკითხზეც. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, როდესაც იქნება კონტაქტი როგორც დე ფაქტო ასევე, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან მონიტორინგის მისია ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა ეს საკითხი ძალიან მაღალ დონეზე დადგეს დღის წესრიგში. შეხვედრისას მხარეებმა, ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რაც ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, კიდევ უფრო დაამძიმა კოვიდ 19-ის პანდემიამ და ასევე, იმ ფაქტმა, რომ არც აფხაზეთის და არც ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება გადმოვიდნენ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ასევე, მონიტორინგის მისიის როლზე, როგორც მიუკერძოებელ დამკვირვებელზე, რომელიც ობიექტურ ინფორმაციას აწვდის არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ, მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. „მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ასევე ვისაუბრეთ, არის ევროკავშირის მისიის როლი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად და შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად, რაშიც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს მისია 2020 წლის დეკემბერში კიდევ ორი წლით გაგრძელდა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, სააქართველოში კორონავირუსი კიდევ 829 ადამიანს დაუდასტურდა, 566 გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 631 PCR ტესტით. ჯამში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 263 057-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 254 916-მდე გაიზარდა, 3 306 კი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.63%. 829 ახალი შემთხვევიდან 314 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 37, იმერეთი - 150, ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 63, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 95, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 809, საიდანაც: 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 996, აჭარაში - 172, იმერეთში - 464. მძიმე პაციენტი: 480. მათ შორის, თბილისში - 203, აჭარაში - 48, იმერეთში - 117. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 127, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 6, იმერეთში - 17. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 162 - თბილისში, 128 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 359 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, ხოლო აჭარაში - 119. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 683 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 12 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 685 პირი, აჭარაში - 723, იმერეთში - 1 389
7 თებერვლამდე განხორციელებულმა მანდარინის ექსპორტმა 19.0 მლნ დოლარი შეადგინა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 19.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.8 ათასი ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. "2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.5 ათასი ტონა), სომხეთსა (8.7 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, დაკავებულის ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ოჯახის თქმით,რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მას ინსულტი 2-ჯერ გადაიტანა. ცნობისთვის, ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი 2 თებერვალს დააკავეს.