ძებნის რეზულტატი:
9 თებერვლამდე 11.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 11.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამიისტრო ავრცელებს. "აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 10.8 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში", - ნათქვამია განცხადებაში.
ფრანგი სცენარისტი და რეჟისორი ჟან-კლოდ კარიერი გარდაიცვალა
ფრანგი სცენარისტი და რეჟისორი ჟან-კლოდ კარიერი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ მედიას მისმა შვილმა კიარა კარიერმა აცნობა. ინფორმაციას En24news-ი ავრცელებს. როგორც კიარა კარიერმა აღინიშნა, ჟან-კლოდ კარიერს რაიმე კონკრეტული დაავადება არ აწუხებს და ის სახლში, ძილის დროს გარდაიცვალა. რეჟისორის ქალიშვილის თქმით, კარიერის დაკრძალვას აპირებენ იმ ადგილას, სადაც ის დაიბადა - საფრანგეთის სოფელ კოლუმბიერ-სურ-ორბესში. კარიერს დაწერილი აქვს 140-ზე მეტი ფილმის სცენარი.
ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარია
ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება. "ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ცეცხლი გავრცელებული იყო ტანსაცმლის მაღაზიაში და იყო გვერდით მდებარე მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა ერთსართულიან შენობაში გაჩენილი ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ", - ნათქვამია განცხადებაში. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 7 ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.
საფრანგეთში 116 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
საფრანგეთში 116 წლის ქალმა, ანდრე ლუსილ რანდონმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 116 წლის ლუსილ რანდონს კორონავირუსი 16 იანვარს დაუდგინეს. ფრანგული მედიის ცნობით, პაციენტმა კორონავირუსი ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიტანა. ის 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ექიმების თქმით, მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და 117-ე იუბილეს ანდრე ხანდაზმულთა სახლში აღნიშნავს.
9 თებერვლამდე განხორციელებულმა თხილის ექსპორტმა 81.2 მლნ დოლარი შეადგინა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 15.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 81.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.2 ათასი ტონით (50%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 27.7 მლნ აშშ დოლარით (52%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. "ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 253 ტონა), იტალიაში (3 823 ტონა), ჩეხეთში (738 ტონა), ესპანეთში (445 ტონა), ლიეტუვაში (442 ტონა), საფრანგეთში (381 ტონა), პოლონეთში (376 ტონა), ბულგარეთში (345 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა) და ავსტრიასა (22 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (885 ტონა), რუსეთი (756 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (466 ტონა), უკრაინა (300 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), საუდის არაბეთი (180 ტონა),კანადა (146 ტონა), შვეიცარია (111 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), აზერბაიჯანი (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ისრაელი (32 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომელი კლასის მოსაწავლეებისთვის იქნება სკოლებში პირბადის ტარება აუციელებელი
"ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის კარგი სინამიკა, რომელიც ახლა არის სკოლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება", განაცხადა ჩხენკელმა. მისი თქმით, დეტალური ინსტრუქციები სკოლებს დღესვე დაურიგდება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს. ამასთანავე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული. „ორშაბათიდან, უკვე საქართველოს ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მთავარი არის ჩვენი ბავშვების, შვილების ჯანმრთელობა, მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია, ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა მოწესრიგდა, მათ შორის სველი წერტილების საკითხი და სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული. სკოლა არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
თამარ გაბუნია: ვაქცინაციისას, უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის
"ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინა ჩატარდება", - ამის შესახებ ჯანდაცის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციისას, უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის. „ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობის შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ. სადაც დეტალურადაა განსაზღვრული, რა შეკითხვები უნდა დაისვას, მდგომარეობის შესაფასებლად ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა და ამ მიმართულებით კლინიკებში ტრენინგი დაწყებულია“, - განაცხადა გაბუნიამ. გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის მწარმოებლებისგან დეტალურ საინფორმაციო პაკეტს მიიღებს, რომელიც საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება. "დეტალური საინფორმაციო პაკეტი, „ფაიზერისა“ და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინას აქვს განსხვავებული საინფორმაციო პაკეტი, საზოგადოებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეშვეობით გახდება ცნობილი. საინფორმაციო პაკეტში დეტალურადაა გაწერილი ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.
რა ასაკიდან უნდა აიცრან ბავშვები კორონავირუსის ვაქცინით
„ფაიზერი“ ამბობს, რომ მისი ვაქცინის გამოყენება 19 წლის ასაკიდან არის რეკომენდირებული, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი - 16 წლიდან", - საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ აღნიშნა, თუ რა ასაკიდან უნდა აიცრან ბავშვები კორონავირუსის ვაქცინით. „ფაიზერი“ ამბობს, რომ მისი ვაქცინის გამოყენება 19 წლის ასაკიდან არის რეკომენდირებული, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი - 16 წლიდან. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ. როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, ჯერ ეს მონაცემები არ არსებობს, საკვლევ ჯგუფებში ამ ასაკის მოსახლეობა არ ყოფილა ჩართული, მწარმოებელი გადახედავს თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად განვავრცობთ სხვა ასაკობრივ ჯგუფებზეც“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინის გაკეთება სჭირდება მათაც, ვინც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი. "ჩვენი პროტოკოლის თანახმად, პერიოდი, დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს 3 თვე. პირველ ეტაპზე, ვისაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინაციას არ შევთავაზებთ. მაქთ ვაქცინის გაკეთება მოუწევთ მეორე-მესამე კვარტალში", - აღნიშნა გაბუნია.
სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი იწყება
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მეორე იმპიჩმენტის პროცესი დღეიდან იწყება. ამჯერად ყოფილ პრეზიდენტს "აჯანყების წაქეზებას" ედავებიან. ტრამპის წინააღმდეგ 50 დემოკრატის გარდა, მინიმუმ 17 რესპუბლიკელის ხმაა საჭირო, რათა ყოფილი პრეზიდენტი სენატმა დამნაშავედ ცნოს. იმპიჩმენტის ტექსტში მხოლოდ ერთი მუხლია ნახსენები, ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპი „საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიული სისტემის მთლიანობას, ერეოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაში“. რეზოლუციაში ასევე მოყვანილია კონსტიტუციის მე -14 შესწორება, რომელშიც ნათქვამია, რომ „პირი, რომელმაც აჯანყება, ან აჯაყების საშიშროება შექმნა, აშშ-ის წინააღმდეგ, დაუშვებელია შეერთებულ შტატებში თანამდებობა დაიკავოს “. როგორ გამოიტანს განაჩენს სენატი.
სამხრეთ კორეაში კორონავირუსზე შინაურ ცხოველებსაც შეამოწმებენ
სამხრეთ კორეის დედაქალაქ, სეულში შინაურ ცხოველებს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდებათ.. ქვეყნის დაავადებათა კონტროლის უფროსის, პარკ იუ მის თქმით, ტესტი მხოლოდ იმ ცხოველებს ჩაუტარდებათ, რომლებსაც კონტაქტი ინფიცირებულთან ჰქონდათ. რამდენიმე კვირის წინ სამხრეთ კორეაში კორონავირუსი კატას დაუდასტურდა. მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუწოდეს, შინაური ცხოველების გასეირნებისას დაიცვან მათსა და სხვა ცხოველებს, ან ადამიანებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს კორონავირუსი დაუდასტურდება, ის 14 დღიან კარანტინს გაივლის.
საქართველო ვაქცინის მიღებას სამი გზით ცდილობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანა ვაქცინის მიღებას სამი გზით ცდილობს. მისი თქმით, ვაქცინის გაყიდვა მსოფლიოში დღეს სხვადასხვა მექანიზმებით მკაცრად რეგულირდება. „ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლითაც ვაქცინის შესყიდვა კონტროლდება, არის კოვაქსის პლატფორმა, რომელიც სახელმწიფო დონეზე რეგულირდება. ასევე, ისევ სახელმწიფო დონეზე, ბილატერალური ხელშეკრულებები შესაძლოა გაფორმდეს ქვეყნებს და მწარმოებლებს შორის - მსგავსი ხელშეკრულებები აქვთ ევროპის ქვეყნებს. გარდა ამისა, ჩვენთვის ვაქცინის მიღების მესამე გზა არის შეთანხმება ვაქცინის მწარმოებლებს, ევროკავშირის ქვყნებს და საქართველოს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთი წილი ვაქცინა გაგვიზიარონ. კომერციული ანუ კერძო სექტორის წილი არ იკვეთება და ყველაფერი ამ დრომდე სახელმწიფოთშორისი მოლაპარაკების დონეზეა. სამომავლოდ, როცა მიწოდება მეტი იქნება და ვაქცინების წარმოება გაიზრდება, შესაძლებელია, რომ კერძო სექტორს ჰქონდეს გარკვეული როლი და ვისაუბროთ ამ ბაზარზე კომერციულ სეგმენტზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. გაბუნია, გამოეხმაურა პოლიტიკოსების მიმართვას იმის თაობაზე, რომ მთავრობამ უნდა გაასაჯაროოს ის ხელშეკრულებები, რომელიც ვაქცინის მიღებას ეხება. მინისტრის მოადგილის თქმით, "არსებობს მასალები, რომელთა მიღება ყველას შეუძლია იურიდიულად, თუმცა ზოგიერთი დოკუმენტი საჯარო არ არის".
ამირან გამყრელიძე: ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით, მძლავრი სახელმწიფოების ხელში
"ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით, მძლავრი სახელმწიფოების ხელში", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "დღეს საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ეს პანდემია გახდა პოლიტიზირებული, განსაკუთრებით, ვაქცინაცია. ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით, მძლავრი სახელმწიფოების ხელში. იცით, რომ მე ყველანაირ პოლიტიკას ვერიდები, ამ შემთხვევაში, სამედიცინო კუთხით ვუყურებ ამ საკითხს. ყველას ვურჩევ, ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაქცინაცია იქნება თუ კორონავირუსთან ბრძოლა, ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარული, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპატიებისა ან შეხედულებებისა. ეს არის საკითხი, რომელმაც უნდა გააერთიანოს მთელი ქვეყანა", - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის ვაქინის დოზების გამოყოფას სთხოვს
ევროკომიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დე ლეინი ევროკავშირის ქვეშნებს უკრაინისთვის ვაქცინის დოზების გამოყოფას სთხოვს. ინფორამაციას Euractiv-ი ავრცელებს. " Covax-ის პლატფორმის მიღმა ვთხოვ ჩვენს წევრ ქვეყნებს, უკრაინას ვაქცინის ზედმეტი დოზები გადასცენ", - აცხადებს ფონ დერ ლეინი. უკრაინა სხვადასხვა გზით ცდილობს ქვეყნისთვის საკმარისი დოზების მიღებას, მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმერ ზელენსიკიმ პოლონეთს უკრაინისთვის ზედმეტი დოზების გაღება სთხოვა. ამ ეტაპზე ქვეყანაში მხოლოდ ჯანმოს პლატფორმისგან დაპირებული და ჩინეთის მხრიდან შესყიდვული დოზებია ხელმისაწვდომი, რომელიც ჯერ ქვეყანას ჯერ არ მიუღია. უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ხშირად გამოითქვა კრიტიკა, რომ მან ვერ შეძლო დასავლეთის მიერ შექმნილი პრეპარატის დარეზერვება, თუმცა ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინური პრეპარატის ეფექტურობის სჯერა.
მიხეილ ჩხენკელი: ამჯერად შვილებს პირბადეები მშობლებმა უნდა გამოატანონ
დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა როგორც აღნიშნა, სკოლა მოსწავლეებს პირბადეებით არ უზრუნველყოფს. კითხვაზე, ვინ მოამარაგებს მოსწავლეებს პირბადით, ჩხენკელმა განაცხადა, რომ პირბადეები მშობლებმა უნდა გამოატანონ. "ამჯერად შვილებს პირბადეები მშობლებმა უნდა გამოატანონ", - აღნიშნა განათლების მინისტრმა. როგორც ცნობილია, ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება.
ფონიჭალაში 11 წლის ბავშვის სავარაუდო ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის
ფონიჭალაში 11 წლის ბავშვის სავარაუდო ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს. როგორც ცნობილია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო მოკვლევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელწიფოს მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. "სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანანო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას. აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
BBC: ფლორადაში ჰაკერი წყალმომარაგების სისტემის მოწამვლას ცდილობდა
ოფიციალური პირების ინფორმაციით, უცნობი პირი დისტანციურად დაუკავშირდა წყალმომარაგების სისტემას და ქიმიკატების სახიფათო რაოდენობის სისტემაში გაშვებას ეცადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჰაკერი ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცენტრაციის გაზრდას ეცადა წყალში, რაც დაბალ კონცენტრაციებში უვნებელია დამიანისთვის და წყალში მჟავიანობის დასარეგულირებლად გამოიყენება, თუმცა მაღალი კონცენტრაციით მომწამლავია. ჰაკერული შეტევის დროს მორიგე ოპერატორმა შენიშნა ცვლილება და კონცენტრაცია მყისიერად შეცვალა. ზედამხედველი კომპანიის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ეს კიბერთავდასხმის უკვე მეორე მცდელობაა. ქიმიკატი თუ ორგანიზმში მოხვდება, მას შეუძლია პირის ღრუს, ყელისა და კუჭის დაზიანება, ღებინება, თავბრუსხვევა და დიარეა გამოიწვიოს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა სამართალდამცავმა ორგანომ ჰაკერის იდენტიფიცირება, ასევე უცნობია, შეტევა აშშ-ის ტერიტორიიდან თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირისგან მოხდა.
აზერბაიჯანის ომბუდსმენი ქართველ კოლეგას მოუწოდებს, 11 წლის ბავშვის ნიშნობის ფატზე ეფექტური რეაგირება მოახდინოს
აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა საქართველოს ომბუდსმენს ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, თბილისში ეთნიკურად აზერბაიჯანელი 11 წლის ბავშვის ნიშნობის ფატი შეისწავლოს და ეფექტური რეაგირება მოახდინოს. აზერბაიჯანელი ომბუდსმენი მიმართავს ნინო ლომჯარიას და მოუწოდებს, რომ მყისიერად გამოიძიოს ფაქტი და პირადად გადადგას ნაბიჯები, რათა სამხელმწიფომ საქართველოში მცხოვრები უმცირესობათა უფლებები დაიცვას. ფონიჭალაში 11 და 15 წლის ბავშვების ნიშნობის ამსახველი ფოტო ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში 7 თბერვლას გავრცელდა. შსს-მ მცირეწლოვანთა უფლებების დარღვევეის მუხლით, სავარაუდო ნიშნობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ფონიჭალაში 11 წლის ბავშვის სავარაუდო ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა ოთხ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხ რეგიონში, გურიაში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. აქვს კერძო სექტორში, ასევე არაერთ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გიორგი სახოკია პროფესიით სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის არაერთი საერთაშორისო პროგრამის მონაწილე. შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. პარმენ მარგველიძეს, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო, საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქუთაისის სერვისცენტრის უფროსი, უბნის ოფიცერთა სამმართველოს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი, მომსახურების სამმართველოს ამბროლაურის სერვისცენტრის უფროსი, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ამბროლაურის განყოფილების უფროსი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს. დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავით ნოზაძეს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა. გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქცია არის ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს. „ხარისხიანი, ეფექტური კოორდინაცია, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ მთავრობას შორის, უკიდურესად მნიშნველოვანია. დღეს გვაქვს კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები, რომელსაც გავახმოვანებთ და რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ და კიდევ უფრო ეფექტური გახადონ ეს კოორდინაცია. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქცია არის ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას და როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ბრძოლის წარმატებით დასრულებაში, ადგილობრივი ხელისუფლების, გუბერნატორების, ჩვენი მოქალაქეების როლი, ფუნქცია და მათი ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველას მოგეხსენებათ, რომ დღეს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაძლევს შესაძლებლობას და ჩვენ ეტაპობრივად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგალითად, დადებითობის მაჩვენებლები გაიზრდება, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ მათ შორის, ვირუსიც, ვმართოთ რეგიონალურ ჭრილში და მაშინ, როდესაც კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაქვს აჭარაში, ან კახეთში და სხვაგან, სადმე, რომელიმე რეგიონში, ცოტა უფრო რთული სიტუაციაა, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ სრულად უნდა დაიკეტოს ქვეყანა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ, ეკონომიკური აღდგენა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტურად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამირან გამყრელიძე: მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებზე და საქართველოს მოქალაქეებზე
"მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებზე და საქართველოს მოქალაქეებზე, არა მგონია..." ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებას. "მე კარგი წარმოდგენის ვარ ჩემს მოძმეებსა და საქართველოს მოსახლეობაზე. არ მგონია, რომ ასეთი რამ... დღეს საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ეს პანდემია გახდა პოლიტიზირებული, განსაკუთრებით, ვაქცინაცია", -განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, გუშინ, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ძალიან მეშინია, გაბოროტებულმა ადამიანებმა რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს".
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსტანტინე ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას. „გუბერნატორების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი. კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი ყოველდღიური მართვის პირობებში იქნება კოტე. ჩვენ ასევე გვექნება შეხვედრები, თავდაპირველ ეტაპზე, კვირაში ერთხელ, ზუსტად ისე, როგორც იმართება მთავრობის სხდომები, გაიმართება ეს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კონსტანტინე ანანიაშვილი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013-2016 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.