ძებნის რეზულტატი:
ენტონი ბლინკენი: აშშ პეკინს პასუხს აგებინებს სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის მცდელობების გამო,
ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის, განსაკურებით სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ-კონგში, პასუხს აგებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანიმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორ იან ჯიჩთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს. ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა ჩინეთმა პასუხი აგოს მცდელობისთვის, რომელიც ტაივანის სრუტის გასწვრივ სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს. „გარკვევით განვაცხადე, აშშ პასუხს აგებინებს პეკინს ინდო-წყნარი რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნისკენ მიმართული მცდელობებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ამავე თემაზე: ჩინეთი აშშ-ს „ბოლო წლებში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისკენ“ მოუწოდებს
აშშ-ის ელჩი: ზაზა გახელაძეს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული
"აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აშშ-ის ელჩის თქმით, ზაზა გახელაძეს წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები. „აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი გახარიამ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ზაზა გახელაძისა და სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს აფრთხილებს
ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ ურჩევს. ნათია თურნავას თქმით, 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება რომელიმე ბიზნესის მხრიდან სახელმწიფოზე ზეწოლის შედეგი არ ყოფილა. „ეს ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯებია, რაზეც წინასწარ განვაცხადეთ. ჯერ კიდევ 25 იანვარს შედგა მთელი ეკონომიკური გუნდის შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან, სადაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯს. სწორედ ასეც მოვიქეცით. ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ წამოვიდა, ამიტომ შევძელით და 15 თებერვლიდან დავაანონსეთ ჯერ რესტორნების ღია სივრცეებია გახსნა, რაც არის ზოგადი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში თუ არ გაუარესდა ეპიდვითარება, ჩვენ შეგვეძლება ვიმსჯელოთ თარიღზე, თუ როდიდან შევძლებთ გავხსნათ შიდა სივრცეებიც, მაგრამ, ეს იქნება ჩვენი შეგნებული, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების შედეგი. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესი ძალიან ღირებულია ჩვენთვის, მაგრამ მთლიანად საზოგადოების ინტერესიდან გამოვალთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ პირველ არხთან. მინისტრმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, რომ სარესტორნო ბიზნესს თანამშრომლების ტესტირებაში სახელმწიფო დაეხმაროს, როგორც ეს ხდება მაღაზიებისა და მოლების შემთხვევაში. „
გიორგი გახარიამ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ზაზა გახელაძისა და სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფრომაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა, დიპლომატებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისა და სახლში უვნებლად დაბრუნების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა. „შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დონეზე დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტის, სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენების მნიშვნელობაზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საკითხის უმაღლეს დონეზე დასმის აუცილებლობაზე, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებები და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. დიპლომატებმა კიდევ ერთხელ ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს მოქალაქის პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.
კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძეზე: ძალიან საჭირბოროტო საკითხია. ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით
„აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა კარლ ჰარცელმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ფაქტი დიდი შეშფოთების საგანია. „უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც გავადევნებთ თვალყურს ამ საკითხს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში მომიწვიეს ამ სიტუაციის განსახილველად. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი გახარიამ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ზაზა გახელაძისა და სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
1 000 ლარიანი ჯარიმა - გაფრთხილება პარლამენტში არშესულ დეპუტატებს
პარლამენტში არშესულ დეპუტატებს დეკლარაციის შევსებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებზე აფრთხილებენ. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ შესაბამისი შეტყობინება მიუვიდა. საჯარო სამსახურის ბიუროსგან მიღებული შეტყობინების თანახმად, თუ ის არ შეავსებს დეკლარაციას, 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება. პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. „ქართული ოცნება" არჩევნებთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ქმნის. ოპოზიცია ბოკიკოტის შესახებ გადაწყვეტილებას არ ცვლის. ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ პარლამენტში შევიდა, რადგან 2020 წლის არჩევნები იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები მანამდე, „მოქალაქეებმა“ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩვენების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განცხადა. მოგვიანებით ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების და გარკვეული საარჩევნო ცვლილებების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე დათანხმდებოდა. საარჩევნო ცვლილებების შესახებ მემორანდუმი „მოქალაქეებმა“ „ქართულ ოცნებასთან“ რამდენიმე დღის წინ გააფორმეს.
ამირან გამყრელიძე: რეინფიცირების ეჭვით კიდევ ორ ნიმუშს იკვლევენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის. გამყრელიძის განმარტებით, რეინფიცირების ეჭვით დაახლოებით 30-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს. `გამოკვლეული მასალების უმრავლესობა უკუდგებულია. ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები. საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პირველ მარტს ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და დასძინა რომ, საგარეო პოლიტიკის კუთხით ევროკავშირისგან მეტ აქტიურობას ელის. „საკმაოდ კრიტიკული შეფასება მქონდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართ, შეხვედრებზე ჩემი პოზიცია იყო ასეთი: თუ ევროკავშირს აქვს პრეტენზია, რომ ჰქონდეს საგარეო პოლიტიკა, არ შეიძლება, რომ უფრო აქტიურად არ იყოს ჩართული ყველა იმ კონფლიქტში, რომელიც მის სამეზობლოშია, ძირითადად რუსთთან დაკავშირებული კონფლიქტები, უკრაინის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ბრიუსელში შეხვედრებზე ვთქვი, რომ საქართველო უნდა ახსენონ ყველა შეხვედრაზე რუსეთთან, რა ფორმატიც არ უნდა იყოს. არ შეიძლება მივიწყებული იყოს საქართველო და ოკუპირებული ტერიტორიები. მეზობელ ქვეყნებს შორის ბოლო კონფლიქტთან დაკავშირებითაც დავაყოლე, რომ ევროპამ მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს და დაიცვას თავისი ინტერესები“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. გადაცემის წამყვანის კითხვაზე რა შედეგი და პასუხი მოჰყვა მის ამ მოწოდებებს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში შარლ მიშელი ჩამოდის, თარიღი უკვე დადასტურებულია და ლოგიკური და სავარაუდოა, რომ ევროპელი სტუმარი სომხეთს და აზერბაიჯანსაც ეწვევა. „პასუხი იყო, რომ ვიცით, უფრო მეტად აქტიურები და ჩართულები უნდა ვიყოთ და ამის მოლოდინიც არის შიდა წრეებში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საკარნავალე ფორმაში მყოფები პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარშს“ აწყობენ
პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარში" მიმდინარეობს. საკარნავალე ფორმაში გამოწყობილი მოქალაქების ჯგუფი, კომენდანტის საათის გაპროტესტების მიზნით გაადადგილების შეზღუდვის წესებს არღვევს. როგორც მომიტინგეები აღნიშნავენ, ამ ფორმით პანდემიის გამო მოქმედ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები დასარტყამი ინსტრუმენტებით და საკარნავალო აქსესუარებით გადაადგილდებიან. „გადაადგილების შეზღუდვა არ შეესაბამება კანონმდებლობას და ის არაკონსტიტუციურია. ჩვენი მთავარი მოთხოვნა სწორედ კომენდანტის საათის მოხსნაა. მსგავსი სახის პროტესტს სხვა დღეებშიც გავმართავთ. ვიცით, რომ პანდემიაა, ვიცით რომ, ნიღაბი უნდა გვეკეთოს, ვიცით, რომ დისტანციით უნდა ვიდგეთ, მაგრამ ის რომ, 10-ის ერთ წუთზე თურმე კორონა უფრო საშიში ხდება, სისულელეა. ბევრი უაზრო რეგულაციაა, რომლის წინააღმდეგაც ვართ დღეს გამოსული“, - აღნიშნა აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილმა. აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა შეზღუდვებით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე და უმუშევრად დარჩენილ ადამიანების პრობლემებზე გააკეთეს განცხადებები. ამავე თემაზე: „გახსენი ქვეყანა“: „სოციალური აფეთქება“ პარლამენტთან აქციას მართავს
ენტონი ფაუჩის განმარტება ნივთების ზედაპირიდან კორონავირუსის შესაძლო გადადების შესახებ
ენტონი ფაუჩი განმარტავს, შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსი ნივთების ზედაპირიდან გადაგვედოს. ამ თემაზე დასმულ შეკითხვას მან „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში უპასუხა. „თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელია და ალბათ ხდება კიდეც. თუმცა, დიდწილად, გადაცემის ძირითადი კომპონენტი რესპირატორულია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ასიმპტომატური ადამიანისგანაც კი ვრცელდება. ვიცით, რომ 50% ინფექციის გავრცელება მოდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც სიმპტომები არ აქვს და არც არასდროს ექნება, ან კიდევ პრესიმპტომატურზე, ანუ ისეთებზე, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაჩნდება“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ენტონი ფაუჩის განმარტება ნივთების ზედაპირიდან კორონავირუსის შესაძლო გადადების შესახებ
ენტონი ფაუჩი განმარტავს, შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსი ნივთების ზედაპირიდან გადაგვედოს. ამ თემაზე დასმულ შეკითხვას მან „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში უპასუხა. „თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელია და ალბათ ხდება კიდეც. თუმცა, დიდწილად, გადაცემის ძირითადი კომპონენტი რესპირატორულია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ასიმპტომატური ადამიანისგანაც კი ვრცელდება. ვიცით, რომ 50% ინფექციის გავრცელება მოდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც სიმპტომები არ აქვს და არც არასდროს ექნება, ან კიდევ პრესიმპტომატურზე, ანუ ისეთებზე, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაჩნდება“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ენტონი ფაუჩი: ცუდს ვერაფერს ვხედავ ორი ნიღბის ტარებაში, თუ ეს მეტ კომფორტს და დაცულობის შეგრძნებას მოგცემთ
ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კოვიდინფექციასთან გამკლავების გზებსა და ვაქცინაციის თემებზე საუბრობს. ჟურნალისტმა მას ორი ნიღბის გამოყენების საკითხზეც ჰკითხა. მოგზაურობას რაც შეეხება: თუ ორივე ვაქცინა გავიკეთე და მეორე დოზით აცრიდან 14 დღეა გასული, უსაფრთხოა მგზავრობა ერთი, ან ორი ნიღბით? - მიმართა კითხვით ჟურნალისტმა სპეციალისტს. „ეს დამოკიდებულია თქვენი მხრიდან რისკის გაწევის სურვილზე. ვგულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა, ახლა რისკი უეჭველად ნაკლებია, რაკი აიცერით. თუ ვაქცინა 94-95% ეფექტურობის მქონეა, თქვენი ინფიცირების და ავად გახდომის რისკი გაცილებით უფრო დაბალია აცრის შემდეგ. მაგრამ, რისკი მაინც არსებობს. ამიტომ საკითხავია, რა დონის რისკზე ხართ წამსვლელი? დღეს ჩვენ ისევ ყველას ვურჩევთ, რომ არ იმოგზაურონ, თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის. ჯერჯერობით ეს ასეა. ასეთ რაოდენობრივ განსხვავებაზე ვერაფერს გეტყვით. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ნიღბის ტარებას გვირჩევს. ზოგი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ნიღბის დამატებით ფენაში. ეს მისაღებია, ცუდს ვერაფერს ვხედავ ორი ნიღბის ტარებაში, თუ ეს მეტ კომფორტს, სიმყუდროვეს, დაცულობის შეგრძნებას მოგცემთ. მაგრამ, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გზამკვლევში ჯერ არაფერი წერია იმაზე, რომ ერთი ნიღაბი ისეთი კარგი არ არის, როგორც ორი. ისინი ამას შეისწავლიან და იმედია, ინფორმაციას ჩვენც მოგვაწვდიან“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
ენტონი ფაუჩი: ნორმალურის მსგავს მდგომარეობას ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდებით
როდის დადგება დრო, როცა ყველაფერი ძველებურად იქნება? შეიძლება დაახლოებით მაინც ვთქვათ, როდის მოვიხსნით ნიღბებს და გამუდმებით ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებთ? თუ ეს ყველაფერი ახალი ნორმა გახდება? - ამ შეკითხვას ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პასუხობს. „ვფიქრობ, ნორმალურის მსგავს მდგომარეობას ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, მომავალში გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის ზომებს. ჩემი აზრით, პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საჭირო რაოდენობას თუ მივაღწიეთ, ანუ მოსახლეობის 70-85 პროცენტის ვაქცინაციას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მაშინ მნიშვნელოვნად მივუახლოვდებით ნორმალურ ცხოვრებას, ანუ იმას, რასაც შეიძლება ნორმალური დავუძახოთ. ალბათ 100 პროცენტით არა, მაგრამ ისეთი მკაცრი შეზღუდვები არ გვექნება, როგორიც ახლაა“, - აღნიშნა ფაუჩიმ.
ენტონი ფაუჩი: ვაქცინები კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან ბრძოლაში ისე კარგად ვერ დაგვეხმარება, როგორც პირველყოფილი ვირუსის წინააღმდეგ
არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ხალხს ვაქცინის უნდა ეშინოდეს? ამ შეკითხვას ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პასუხობს. „არა. ვაქცინები აჩვენებს, რომ ისინი უსაფრთხოა. ისტორიულად ვაქცინები ინფექციურ დაავადებათა პრევენციისთვის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური გზაა. ის ვაქცინები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, დოკუმენტირებულად მაღალი უსაფრთხოებით გამოირჩევა. COVID19-ის რისკი განუზომლად დიდია, ვიდრე ვაქცინების უარყოფითი ეფექტი“, - აღნიშნავს ენტონი ფაუჩი. რაც შეეხება ვაქცინების ბრძოლას ვირუსის ახალ ვარიანტთან, ენტონი ფაუჩი აცხადებს: „მათ ეს [დახმარება] შეუძლიათ. ბოლომდე ისე კარგად არა, როგორც ამას პირველყოფილი ვირუსის წინააღმდეგ აკეთებდნენ, ანუ - დასაწყისში რომელ ვირუსთანაც გვქონდა საქმე. თუმცა, მათ მაინც გააჩნიათ დაცვის მნიშვნელოვანი ხარისხი, განსაკუთრებით მწვავე დაავადების წინააღმდეგ, კერძოდ - ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის მხრივ. მაგრამ ისევე კარგად არ იცავენ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებისგან“.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ასეულობით ათასი ლარის საეჭვო ხარჯებზე, აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს
2018-2019 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 264.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა კი ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანაგრიშშია აღნიშნული. ანგარიში 5 თებერვალს გამოქვეყნდა. აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ − ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე გადარიცხა 90.0 ათასი ლარი.მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ დააფინანსა ისე, რომ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია დახარჯული საბიუჯეტო სახსრებიდან რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული 90.0 ათასი ლარის ხარჯის მიზანშეწონილობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული. დასკვნის თანახმად, მაშინ როცა მერიის ქონების მართვის სამსახურში 35 ადამიანია დასაქმებული, ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარი გადაურიცხეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას, საკონსულტაციო სამუშაოებისთვის. მერიამ ასოციაციის მიერ გაწეული სამუშაოების მტკიცებულება ვერ წარადგინა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ასოციაცია მერიას ეხმარება უძრავი ქონების და მატერიალური ფასეულობების აღწერაში, თუმცა აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დანაკლისი. 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ 5.0 ტონამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს, კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში. ანგარიშის თანახმად, ასევე გამოვლინდა, რომ ნახევარ ტონამდე საწვავი დახარჯულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე. გარდა ამისა, 6.0 ტონამდე საწვავი ავტომობილებში ჩასხმულია სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები არ იმყოფებოდნენ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივ მივლინებაში. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სულ გაიხარჯა 823.7 ათასი ლარის ღირებულების 393.6 ტონა საწვავი. გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. რეალურად კი მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 23 სამორიგეო და 69 კერძო საკუთრებაში არსებული მანქანით, ხოლო 2019 წელს − 19 სამორიგეო და 76 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით. რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. სულ 2018-2019 წლებში გამოვლინდა 191 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 3.1 ტონა საწვავი. სატრანსპორტო საშუალებების მართვაში არსებული ხარვეზები მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 84 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ანგარიშში ასევე საუბარია სატენდერო პირობების დარღვევაზე გამარტივებულ შესყიდვებში არსებული შეუსაბამობები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, 7,932.6 ათასი ლარის ღირებულების ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს. 2018-2019 წლებში, მუნიციპალიტეტის, მერიის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა აღემატებოდა კანონით დადგენილ ნორმას. საჯარო ფინანსების რაციონალურიხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე,
უსაფრთხოა თუ არა მგზავრობა კოვიდვაქცინის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ - ენტონი ფაუჩის რეკომენდაცია
ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კოვიდინფექციასთან გამკლავების გზებსა და ვაქცინაციის თემებზე საუბრობს. ჟურნალისტმა მას ორი ნიღბის გამოყენების საკითხზეც ჰკითხა. მოგზაურობას რაც შეეხება: თუ ორივე ვაქცინა გავიკეთე და მეორე დოზით აცრიდან 14 დღეა გასული, უსაფრთხოა მგზავრობა ერთი, ან ორი ნიღბით? - მიმართა კითხვით ჟურნალისტმა სპეციალისტს. „ეს დამოკიდებულია თქვენი მხრიდან რისკის გაწევის სურვილზე. ვგულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა, ახლა რისკი უეჭველად ნაკლებია, რაკი აიცერით. თუ ვაქცინა 94-95% ეფექტურობის მქონეა, თქვენი ინფიცირების და ავად გახდომის რისკი გაცილებით უფრო დაბალია აცრის შემდეგ. მაგრამ, რისკი მაინც არსებობს. ამიტომ საკითხავია, რა დონის რისკზე ხართ წამსვლელი? დღეს ჩვენ ისევ ყველას ვურჩევთ, რომ არ იმოგზაურონ, თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის. ჯერჯერობით ეს ასეა. ასეთ რაოდენობრივ განსხვავებაზე ვერაფერს გეტყვით. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ნიღბის ტარებას გვირჩევს. ზოგი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ნიღბის დამატებით ფენაში. ეს მისაღებია, ცუდს ვერაფერს ვხედავ ორი ნიღბის ტარებაში, თუ ეს მეტ კომფორტს, სიმყუდროვეს, დაცულობის შეგრძნებას მოგცემთ. მაგრამ, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გზამკვლევში ჯერ არაფერი წერია იმაზე, რომ ერთი ნიღაბი ისეთი კარგი არ არის, როგორც ორი. ისინი ამას შეისწავლიან და იმედია, ინფორმაციას ჩვენც მოგვაწვდიან“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
ვაჟა სირაძე: თუ აქციის მონაწილე კანონს დაარღვევს, სამართლებრივ ზომებს მივიღებთ
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომებს გამოიყენებენ. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „მთავარ არხთან“ განაცხადა. „სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება ყველა ფაქტზე, როგორც წინაზე. კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი“, - განაცხადა სირაძემ. დღეს თბილისში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. საკარნავალე ფორმაში მყოფები პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარშს“ აწყობენ. „გახსენი ქვეყანა“: „სოციალური აფეთქება“ პარლამენტთან აქციას მართავს.
ბათუმში კოვიდრეგულაციების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები დააკავეს
ბათუმში, გმირთა ხეივანში საპროტესტო დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების მიზეზი პოლიცილის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა გახდა. აჭარის მთავრობის სახლის წინ, შეკრებილები COVID19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პირველ რიგში სურთ 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს. ისინი აცხადებდნენ, რომ გადაადგილების შეზღუდვას არღვევენ და ტერიტორიის დატოვებას დილამდე არ აპირებდნენ. აჭარის მთავრობის სახლთან ისმოდა ელექტრონული მუსიკაც, ახალგაზრდები შეზღუდვებს ცეკვით აპროტესტებდნენ. აქცია თბილისშიც გაიმართა. ამავე თემაზე: საკარნავალე ფორმაში მყოფები პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარშს“ აწყობენ. „გახსენი ქვეყანა“: „სოციალური აფეთქება“ პარლამენტთან აქციას მართავს.
რომის პაპმა ფრანცისკემ სინოდის მდივნად, ისტორიაში პირველად ქალი დანიშნა
კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, პაპმა ფრანცისკემ სინოდის მდივნად ქალი პირველად დანიშნა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. პირველად ქალს, ნატალი ბექვარტს, შეეძლება კენჭისყრა კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდში. პაპმა ეკლესიაში ქალის როლის გაძლიერების სურვილი არაერთხელ გამოხატა. „ნატალი ბექვარტის დანიშვნით, სინოდის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის კარი გაიხსნა", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ. 52 წლის ბექვარტს დოქტრინების საკითხების შესწავლა დაევალება. 2019 წლიდან მას სინოდში მრჩევლის პოზიცია ეკავა. საფრანგეთში დაბადებულ ნატალი ბექვარტს ბიზნესის მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული პარიზში, ბიზნეს სკოლა HEC-ში. მანამდე კი ბოსტონში სწავლობდა. ამავე თემაზე: რომის პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში ქალებს ზიარების პროცესიაში და საკურთხეველში მსახურების უფლება მისცა
მარიო დრაგიმ პარტიების მხარდაჭერა მიიღო და იტალიის ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს
ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის იტალიის ორმა პარტიამ მხარი დაუჭირა. დრაგი იტალიის ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. „ჩრდილოეთის ლიგისა“ და „ხუთი ვარსკვლავის“ მოძრაობამ მარიო დრაგის და მის მომავალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა, ისინი მზად არიან, მეტოქეობა გვერდზე გადადონ და ერთიანი მთავრობისთვის იბრძოლონ. მოლაპარაკებების პირველი ნაწილი იტალიის მომავალ პრემიერსა და პარტიებს შორის უკვე დასრულდა, შემდეგი ეტაპი მომავლი კვირსთვისაა ჩანიშნული, სადაც დრაგი მინისტრთა კაბინეტის წევრებს წარადგენს. დრაგი ასევე პროფკავშირებს, ლობისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებსაც შეხვდება. იტალიაში კრიზისის ფონზე, სამ თებერვალს, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დეპუტატთა ქვედა პალატიდან რობერტ ფიკო მიიწვია და ახალი კოალიციის შექმნისთვის ნიადაგის მოსინჯვა დაავალა. ფიკომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტს შეატყობინა, რომ ვერ შეძლო დავალების შესრულება. მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა. მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ მარიო დრაგის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდება საჭირო. ჯუზეპე კონტემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციური მთავრობიდან იტალიის ექს პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტია გავიდა