ძებნის რეზულტატი:
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 404 ადამიანს დაუდასტურდა, 799 გამოჯანმრთელდა. 14 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 573 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 252 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 321 PCR ტესტით. საერთო ჯამში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 262 024 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 253 614, ხოლო გარდაიცვალა 3 283 პაციენტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,95%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3,87%, ხოლო 7 დღის - 3,64%. 404 ახალი შემთხვევიდან 188 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 7, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 30, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 020, აჭარაში - 179, იმერეთში - 463. მძიმე პაციენტი: 508 . მათ შორის, თბილისში - 215, აჭარაში - 44, იმერეთში - 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 141, მათგან თბილისში - 100, აჭარაში- 5, იმერეთში - 14. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 117 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 984 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 208, ხოლო აჭარაში - 175. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 566 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 715 პირი, აჭარაში - 811, იმერეთში - 1 487
ბათუმში, კომენდანტის საათის დროს გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან ნაწილი გაათავისუფლეს
ბათუმში, კომენდანტის საათის დროს გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია ორი ადამიანი, სულ დაკავებული 11 პირიდან კი, ყველა დააჯარიმეს. ამავე თემაზე: ბათუმში კოვიდრეგულაციების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები დააკავეს საკარნავალე ფორმაში მყოფები პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარშს“ აწყობენ „სოციალური აფეთქება“ პარლამენტთან აქციას მართავს
ამერიკის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს
ამერიკის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს. შესაბამისი ტექსტი საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება. ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. რაგბის კავშირის ცნობით, შეხვედრას, კოვიდპანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
ინდოეთში წყვილი წყალქვეშ დაქორწინდა
ინდოეთის სამხერთ სანაპიროზე, ჩენაიში წყვილმა ტრადიციული ქორწინების ცერემონია წყალქვეშ ჩაატარა. ლიცენზირებულმა მყვინთავმა და მისმა მეუღლემ ბეჭდები წყალში, ოცი მეტრის სიღრმეზე გაცვალეს. საქმროსგან განსხვავებით, პატარძალს ცერემონიისთვის მოსამზადებლად რამდენიმე თვე დასჭირდა. წყალქვეშა ცერემონიის დასრულებას, ახლად დაქორწინებული წყვილის ოჯახი სანაპიროზე ელოდა.
კვლევა: AstraZeneca-ს ვაქცინა Covid19-ის აფრიკული შტამის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია
AstraZeneca-ს ვაქცინა Covid-19 -ის ახალი შტამის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია. კვლევის შედეგებზე ცნობას BBC ავრცელებს. სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ვირუსის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ, თუმცა კომპანიის განცხადებით, ვაქცინას შეუძლია ვირუსის მძიმე ფორმების დაძლევა. „მცირე ფაზის კვლევებში, პირველადმა მონაცემებმა შეზღუდული ეფექტურობა აჩვენა „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ“, - განაცხადა AstraZeneca-ს წარმომადგენელმა. დიდ ბრიტანეთში სამხრეთ აფრიკის შტამის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გაეროს დესპანი მარტინ გრიფიტსი თეირანში იემენის ჰუმანიტარული კრიზისის განსახილველად პირველად ჩავა
იემენის ჰუმანიტარული კრიზისის განსახილველად იემენის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, მარტინ გრიფიტსი თეირანში პირველად ჩავა. ადგილობრივი მედის ცნობით, გრიფიტსი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირანის მაღალჩინოსნებს შეხვდება. გრიფიტსის წარმომადგენლების თქმით, დიპლომატიური ვიზიტი ორ მხარეს შორის ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების აღდგენას ემსახურება. გაეროს დესპანის სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებობა აშშ-ის მხრიდან იემენის ომის მხარდაჭერის შეჩერებამ გააჩინა. ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ საგარეო პოლიტიკის მიზნებზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ იემენის ომს მხარს არ დაუჭერს.
საპენსიო სქემაში ჩართული 1 მილიონი ადამიანის დანაზოგი უკვე 1,3 მილიარდი ლარია
საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 116 მილიონი ლარია. ამ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო Facebook-ზე ავრცელებს. მისივე თანახმად: საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 10.8%. საპენსიო აქტივების 76% განთავსებულია სადეპოზიტო სერთიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 24% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია ინვესტირებული. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 624 -მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 12 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას.
მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის პარალელურად, ავტობუსების ზოგიერთ მარშრუტში ცვლილებაა
8 თებერვლიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის პარალელურად, N301 და N51 ავტობუსების მარშრუტები იცვლება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ინტეგრირებული მარშრუტი N301 აერთიანებს N140 და N55 მარშრუტებს. მერია აცხადებს, რომ ამ ნომრების მომსახურება გაჩერდება. ხოლო, N301-ის მოცდის ინტერვალი 11 წუთამდე შემცირდება. N301 მარშრუტის ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე;თავისუფლების მოედნის მიმართულებით, N301, კ. აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ნ. ბარათაშვილის ქუჩის გავლით;ამასთანავე, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობს პ. ქავთარაძის ქუჩის გავლით.ასევე, ცვლილება შეეხება N51 ავტობუსსაც: 8 თებერვლიდან გლდანის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში. „შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება კერძო ავტომობილების ნაკადის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით“, - წერია მერიის ინფორმაციაში. მისივე ცნობით, მგზავრთნაკადებზე დაკვირვებისა და მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნის გათვალისწინებით, ავტობუსი N51 გადაადგილდება შემდეგნაირად: „მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ან „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა, იმოძრავებს ქერჩისა და ვასაძის ქუჩების გავლით“.
Facebook-ის დაბლოკვის მიუხედავად, მიანმარში საპროტესტო ტალღა არ წყდება
მიანმარში სამხედრო გადატრიაელებას ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს. მიანმარში დემონსტრაციები გაიმართა, ქუჩაში ათიათასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს და არჩეული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას ითხოვს. მიანმარში მსგავსი საპროტესტო ტალღა 2007 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ქვეყნის მასშტაბით ეს უკვე მეორე მასობრივი დემონსტრაციაა, რომელიც გადატრიალების წინააღმდეგ გაიმართა. სამხედრო გადატრაილების ლიდერებმა გასული დღეებში ქვეყანაში სოციალური ქსელი, Facebook-ი დაბლოკეს, რათა დემონსტრანტებს ინფორმაციას სოციალური ქსელით არ გაევრცელებინათ. „ჩვენ არ გვინდა სამხედრო ჩექმების ქვეშ ცხოვრება“, - აცხადებს 29 წლის დემონსტრანტი, რომელიც ქუჩაში თანამოაზრეებთან ერთადაა გამოსული. მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის თქმით, მიანმარში მომხდარი მოვლენები „სერიოზულ ზიანს აყენებს დემკრატიულ რეფორმას“, მან მოუწოდა ლიდერებს უკანონოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ.
მედია: ინდოეთში ჰიმალაის მყინვარი მოწყდა. სავარაუდოდ დაღუპულია 150-მდე ადამიანი
ინდოეთში ჰიმალაის მთის მყინვარი მოწყდა.წყალდიდობამ ადგილობრივი კაშხალი დააზიანა. შედეგად 150-მდე ადამიანი გარდაცვლილად ითვლება, ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მყინვარის მოწყვეტამ რამდენიმე სოფლიდან ხალხის ევაკუაცია გამოიწვია. ინდოეთის მთავრობამ, ჩრდილოეთის რეგიონები საშიშ ზონებად გამოაცხადა.
რუსეთთან მატჩამდე, ქართველმა მორაგბეებმა სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს
დღეს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება. ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. რაგბის კავშირის ცნობით, შეხვედრას, კოვიდპანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. რუსეთთან მატჩამდე, ქართველმა მორაგბეებმა სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს: ამავე თემაზე: ამერიკის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს.
ავღანეთმა AstraZeneca-ს ვაქცინის 500,000 დოზა მიიღო
ავღანეთმა ინდოეთისგან AstraZeneca-ს ვაქცინის 500,000 დოზა მიიღო. ქვეყნის იმუნიზაციის პროცესის ხელმძღვანელის თქმით, პრეპარატს ქაბულში შეინახავენ, ვიდრე ჯანმოსგან ბრიტანული პრეპარატის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებაზე ნეპართვა ოფიციალურად არ დაიშვება. „იმედი გვაქვს, ერთ კვირაში გვექნება გამოყენების ნებართვა და შევძლებთ იმუნიზაციის პროცესის დაწყებას ავღანეთის ყველა პროვინციაში",- აცხადებს გულამ ნაზარი, ავღანეთის იმუნიზაციის პროცესის ხელმძღვანელი. ვაქცინას პირველად ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები გაუკეთებენ. ქვეყანა ვაქცინას Covax-ისგანაც ელოდება. ჯანმოს პლატფორმა ქვეყანას, მოსახლეობის 20%-სთვის საჭირო დოზებს გადასცემს. ავღანეთში ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საგანგებო გამოყენებისთვის ნებართვის გაცემას მომავალი კვირისთვის გეგმავენ.
შსს აცხადებს, რომ პოლიციამ ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო
შსს აცხადებს, რომ პოლიციამ ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო. უწყების ცნობით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია. „წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია. აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“. პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბრიტანეთი Covid პასპორტის შემოღებას არ გემავს
ბრიტანეთი კორონავირუსით აცრილი ადამიანებისთვის პასპორტს არ შეიმუშავებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამის შესახებ ვაქცინაციის საკითხებში მინისტრმა ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქის აცრის შესახებ ინფორმაცია სხვა გზით იქნება ხელმისაწვდომი, კერძოდ, მოქალაქეს ინფორმაციის მიღება ექიმის მეშვებობით შეძლებს.
პალესტინამ ვაქცინაცია დაიწყო
პალესტინამ ვაქცინაცია ჯანდაცვის მუშაკების იმუნიზაციით დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა პალესტინურ მედიას განუცხადა, რომ მათ ჯანდაცვის მუშაკების აცრა დაიწყეს, თუმცა არ აკონკრეტებს პრეპარატი კონკრეტულად რა გზით მიიღეს. ისრაელის მედია კი მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაქცინის 2,000 დოზა პალესტინამ ისრაელიდან მიიღო. ვაქცინების უმრავლეს ნაწილს კი ქვეყანას Covax-ის პლატფორმა მიმდინარე თვეს მიაწვდიან. ჯანდაცვის მინისტრის, ალ კაილის თქმით, ვაქცინას ღაზას სექტორიც მიიღებს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 16-7 დაამარცხა და რაგბი ევროპის თასს დაეუფლა. პირველი ლელო მატჩის 46-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ ლელო დადო. დღეს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. მატჩს კოვიდპანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრო.
დანია ხელოვნურ კუნძულს აშენებს
დანია ელექტრო ენერგიის გამომუშავებითვის მსოფლიოს უდიდეს ქარის ენერგიის ხელოვნურ კუნძულს ააშენებს. ქარის ენერგიის მომავალი ჰაბი დანიას 34 მილიონი აშშ დოლარამდე დაუჯდება. კუნძულის ირგვლივ 200-მდე ქარის სადგური იქნება განლაგებული. მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება. სუფთა ენერგიის ჰაბი დასრულებიდან რამდენიმე წელში შეძლებს 10 გიგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას. 2040 წლისთვის 150 გიგატავს გამოიმუშავებს, რაც 150 მილიონი სახლისთვის იქნება საკმარისი. გასულ წელს, დანიამ, რომელიც ევროკავშირში ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს ჩრდილოეთის ზღვაში შეამცირებს. მსგავსი კუნძულის აშენებას დანია გეგმავს ბალტიის ზღვაშიც და ისიც ასევე 2030 წლისთვის დასრულდება.
ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ აქცია ტარდება
რიონის ხეობაში, სოფელ ჟონეთში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივ მოსახლეობას დღეს აქტივისტები, გარემოსდამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარდამჭერები შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეებმა პოლიტიკოსებს მოუწოდეს, აქციაზე სიტყვით არ გამოვიდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის პროცესის შესაჩერებლად ოქტომბერში ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე ჯვარი აღმართა და კარვები გაშალა. აქ ისინი სამი თვის განმავლობაში იყვნენ. 30 იანვარს კი დილიდან ამ ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია, საღამოს კი, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამართალდამცველებმა ჯერ კარვები, მოგვიანებით კი ჯვარიც აიღეს. შსს აცხადებს, რომ პოლიციამ ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კამბოჯამაც მიიღო
ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 600,000 დოზა კამბოჯას მიაწოდა. ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. მიუხედავად ჩინური ვაქცინის ეფექტურობისა, კამბოჯა კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც Sinopharm-ის მიერ შემუშავებული პრეპარატი მიიღო. ჩინეთი კამბოჯას დაჰპირდა, რომ მილიონი მოსახლისთვის საჭირო დოზებს გადასცემდა, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში 600,000 დოზაა, რაც მხოლოდ 300,000 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ქვეყანა 16 მილიონი მოსახლიდან მინიმუმ 10 მილიონის აცრას აპირებს. ამისთვის ისინი, როგორც ჩინურ, ასევე ბრიტანულ პრეპარატებს გამოიყენებენ.
ბანგლადეშმა ვაქცინაცია დაიწყო
ბანგლადეშმა ვაქცინაცია Astrazeneca-ს პრეპარატით დაიწყო და ქვეყანა პირველ თვეებში 3.5 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავს. თითოეულს ორი დოზა 4 კვირის განმავლობაში გაუკეთდება. იტყობინება Reuters-ი. 170 მილიონიანი ბანგლადეში მოსახლეობის 80%- ის იმუნიზაციას აპირებს, თუმცა პირველ ეტაპზე სამიზნე ჯგუფები განახევრდება, რადგან 6 თებერვალს რეგისტრაცია მხოლოდ 328 000-მა ადამიანმა გაიარა. ბანგლადეშმა ინდოეთიდან (COVISHIELD - მსოფლიოს უდიდესი ვაქცინის მწარმოებელი, რომელიც AstraZeneca-ს ადგილობრივად ქმნის) ვაქცინის 5 მილიონი დოზა მიიღო. ქვეყანამ საჩუქრის სახით ამ კომპანიისგან 2 მიოლიონი დოზა მიიღო. ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ლოდინი დასრულდა. „დღეს გავიკეთე ვაქცინა და თავს კარგად ვგრძნობ. ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს“, - აღნიშნა ზაჰიდ მალექიმ. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებამდე, კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სპეციალისტები (567) აიცრნენ, თუმცა გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.