ძებნის რეზულტატი:
გერმანია NATO-უკრაინის ფონდში დამატებით, 11,5 მილიონ ევროს შეიტანს
გერმანია NATO-უკრაინის ნდობის ფონდში დამატებით, 11,5 მილიონ ევროს შეიტანს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა განაცხადა. „NATO-უკრაინის საბჭო იქნება მამოძრავებელი ძალა, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო დააახლოებს ალიანსთან. NATO-ს სტანდარტები, შესაძლებლობების დაგეგმვა და შეიარაღებული ძალების რეფორმა მთავარია ამ პროცესში. გერმანია დამატებით 11,5 მილიონ ევროს შეიტანს NATO-უკრაინის ნდობის ფონდში,“ აღნიშნა ბერბოკმა. ბერბოკი: გერმანია უკრაინის მხარდაჭერას არამხოლოდ გააგრძელებს, არამედ გააფართოებს ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. ასევე, გაიმართა NATO-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
ჩეხეთი უკრაინელი სამხედროების წვრთნას მომავალ წელსაც განაგრძობს
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა ჩეხეთის მთავრობის წინადადება, რომელიც ქვეყანაში მომავალ წელს უკრაინელი სამხედროების წვრთნის გაგრძელებას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრაღის საერთაშორისო რადიო იტყობინება. ჩეხეთში 3500-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა წვრთნა უკვე გაიარა, ხოლო კიდევ 500 ჩეხმა ინსტრუქტორებმა პოლონეთში გაწვრთნეს. 8 ნოემბერს, ჩეხეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატამ) მანდატი უკრაინის სამხედრო პერსონალის მომზადების მიზნით, მანდატი 2024 წლის ბოლომდე გააფართოვა.
ლავროვი სკოპიეში ბულგარეთის ნაცვლად საბერძნეთის გავლით ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე, ჩრდილოეთ მაკედონიაში ბულგარეთის გავლით არ ჩავიდა, როგორც ეს მანამდე იყო ცნობილი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ დღეს, 30 ნოემბერს, წერენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი სკოპიეში, ევროკავშირის წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდა. რუსული სააგენტოების ცნობით, ბულგარეთმა მოითხოვა, რომ თვითმფრინავში არ ყოფილიყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული. „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, ბულგარეთის ამ მოთხოვნის უარყოფის შემდეგ, რუსეთის დელეგაციამ ნებართვა საბერძნეთისგან მიიღო. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუხურეს. ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების სიაშია საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა ეუთოს მისიამ, რომელიც მონიტორინგს უწევდა ვითარებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში. ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში(ეუთო), რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ცენტრალური აზიის 57 ქვეყანას აერთიანებს, გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება. რუსეთს ამ წესის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 21 ნოემბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ბელარუსთან ერთად დაბლოკა, ორგანიზაციის მომდევნო თავმჯდომარედ ესტონეთის არჩევა იყო. კარპენტერი ეუთოს მინისტერიალში ლავროვის მონაწილეობაზე: სისასტიკე ნორმად ვერ იქცევა, რუსეთთან ინტერაქციას არ ვგეგმავთ
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით გაგრძელდა
ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ღაზის სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლებას და ასევე ისრაელიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გათავისუფლებას ითვალისწინებს, კიდევ ერთი დღით გაგრძელდა. ჰუმანიტარული ზავის კიდევ ერთი დღით გაგრძელება დღეს, 30 ნოემბერს დილით დაადასტურა კატარმა, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებები გრძელდება იმ იმედით, რომ ცეცხლის საერთოდ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე. 6 დღის განმავლობაში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 97 მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 210-მა პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში 240-მდე მძევალია.
ჯეიმს ო’ბრაიენი: ჩვენ არ გვინდა, ჩვენი რომელიმე ძირითადი პარტნიორი ქვეყანა სანქციების გვერდის ავლის ადგილი გახდეს
როგორ აფასებს აშშ იმ ფაქტს, რომ თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება. ეს საკითხი განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რასაც წინ უძღოდა გამოცემა Financial Times-ის სტატია, რომ 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს. სტატიის თანახმად, თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას, შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებს შორის. „შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და G7-ის პარტნიორებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ გვინდა, ჩვენი რომელიმე ძირითადი პარტნიორი ქვეყანა გახდეს ადგილი, სადაც ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა მოხდება. თურქეთმა გაატარა რიგი რეფორმები, რამაც გაართულა გარკვეული პროდუქციის ტრანზიტი თურქეთში, განსაკუთრებით, მაგრამ ცხადია, გასაკეთებელი ყოველთვის მეტია. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე პირსა და ინსტიტუტს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ვაჭრობაში; ზოგიერთი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, რომლებმაც შექმნეს კომპანიები და ცდილობდნენ ბრძოლის ველზე გამოსაყენებელი ელექტრონიკისა და სხვა პროდუქციის თურქეთის გავლით რუსეთში გადატანას. ჩვენ ვნახეთ გარკვეული პროგრესი ამ მხრივ, მაგრამ ეს არის სამუშაო, რომელიც არ დასრულებულა. რუსები ყოველთვის ცდილობენ მეტ იმპორტს და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისთვის კარის დახურვა გავაგრძელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ მეტ ისეთ მოვლენას, როგორიც მაგალითად, ამ შაბათ-კვირას მოხდა, ვგულისხმობ, ძალიან დიდ თავდასხმას კიევზე, და ვიცით, რომ პროდუქციის ის სახეობები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ თავდასხმებს, იმპორტირებულია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს, რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა ბლინკენის თანაშემწემ.
კურტ ვოლკერი: NATO-ს შეუძლია, უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას
აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ NATO-ს შეუძლია, უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას. კერძოდ, ეს ეხება ნაღმებისგან გათავისუფლების შესაძლებლობებს, მათ შორის, საზღვაო ნაღმების, რაც გახსნის მარშრუტებს შავ ზღვაში. „NATO-ს ასევე შეუძლია, უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში. შესაბამისი აღჭურვილობის უზრუნველყოფა კარგი დასაწყისია და ახლა ყველაფერი უკეთესადაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალიანსს შეუძლია, მეტი გააკეთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვაში უშუალო დახმარებით. უკრაინა დასავლეთით NATO-ს ქვეყნებს ესაზღვრება, რაც საშუალებას იძლევა, გამოიყენოს შესაძლებლობები დიდი დასახლებების ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების საჰაერო თავდაცვისთვის,“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა NATO-ში. ვოლკერი NATO-ში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს
კარპენტერი ეუთოს მინისტერიალზე: ჩვენ ვგეგმავთ, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიაზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას
ეუთოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობას შორის ინტერაქცია არ იქნება. „მსურს, ყურადღება გავამახვილო ეუთოში რუსეთის მონაწილეობაზე. ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი რაიმე ინტერაქცია/ურთიერთკავშირი რუსეთთან. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვეულ საქმიანოას დავუბრუნდეთ ამ აგრესიის ფონზე, რომელმაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე უდიდესი სახმელეთო ომი. და ბოლოს, არ შეიძლება და არც მოხდება სისასტიკის ნორმად ქცევა. ბევრი რამ გაკეთდა რუსეთის სისასტიკის გამოსავლენად და მე ველი, რომ სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობა იქნება მინისტრთა საბჭოს თემაც. მდივანს ექნება შესაძლებლობა ხაზი გაუსვას რამდენიმე საკვანძო გზავნილს. მდივანი, რა თქმა უნდა, განიხილავს აშშ-ის მტკიცე ვალდებულებას უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს გლობალურ კოალიციასთან, რომელშიც 50-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორია, რომელთა უმეტესობა ეუთოს მონაწილე ან პარტნიორი სახელმწიფოა, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი რუსული აგრესიისა და ევროპის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის თავხედური მცდელობებისგან. შეერთებულმა შტატებმა თითქმის 75 მილიარდი დოლარი გამოუყო უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლიდან. ჩვენ ასევე ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ეუთოს ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნები და უკრაინა უცხადებენ. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ რა დონეზე აირჩევს დასწრებას. „მდივანი ბლინკენი დაესწრება მინისტერიალს, როგორც ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი. ვფიქრობთ, მიზანშეწონილია, მადლობა გადავუხადოთ ჩრდილოეთ მაკედონიას ლიდერობისთვის, ამ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობისთვის, რომელიც უდავოდ ძალიან რთული წელი იყო. და როგორც ვთქვი, ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.
ევროკავშირის ელჩი: საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციას, რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს. პაველ ჰერჩინსკის განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. „ტემპერატურის მატება, მყინვარების დნობა, ამინდის მკვეთრი ცვლილებები, დანაკარგი ბიომრავალფეროვნების კუთხით და ა.შ. - ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებების შედეგებია. ევროკავშირი და საქართველო ერთობლივად მუშაობენ ამ გამოწვევების საპასუხოდ. ჩვენი ერთობლივი პრიორიტეტები მოიცავს სუფთა და განახლებადი ენერგიისა და ტრანსპორტის ხელშეწყობას, ასევე საჯარო დაწესებულებებში ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებას. ერთად ვმუშაობთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, წყლის რესურსების უკეთესად მართვაზე, ტყეებისა და დაცული ტერიტორიების დაცვაზე; ვპასუხობთ ნარჩენებისა და ინდუსტრიული დაბინძურების გამოწვევას. ყველა ეს ნაბიჯი აისახება ჩვენს საერთო ვალდებულებაზე - დავიცვათ გარემო და ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებებს. საქართველო კავკასიაში პირველი კომერციული ქარის სადგურის სამშობლოა; ამავე დროს ევროკავშირი მხარს უჭერს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციას, რომელიც საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს აწარმოებს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გარემოს უკეთეს დაცვას და საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. კლიმატის ცვლილება არ საზღვრებს არ ცნობს. ერთობლივი მუშაობით, რეალური ცვლილებები შეგვიძლია, განვახორციელოთ და ყველასთვის უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ. საერთო მომავლის განსაზღვრაში თითოეული ადამიანის ქცევა მნიშვნელოვანია,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციისთვის გაკეთდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები. „იმ პირობებში, როდესაც ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა, მზად ვართ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. მათ შორისაა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავაც აფერხებს საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები. ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას ისახავს მიზნად. მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩემი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას. ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ღირებულების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებაზე და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაზე. ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა, რეგიონალური და გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ჰენრი კისინჯერი, რომელიც 1973-1977 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის მრჩევლად მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. „დოქტორი ჰენრი კისინჯერი, პატივცემული ამერიკელი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დღეს, კონექტიკუტში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა,“ - ნათქვამია საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა Kissinger Associates-ის განცხადებაში. 1973 წელს კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია, ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა. მის სახელს ასევე უკავშირდება ჩინეთთან ურთიერთობების გახსნა და საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის შემცირება. კისინჯერმა მთავარი დიპლომატიური როლი შეასრულა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში 1970-იან წლებში, როდესაც ის იყო სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში. Reuters-ი წერს, რომ კისინჯერს ჩინეთში დიდ პატივს სცემენ და ის თანამდებობის დატოვების შემდეგ ჩინეთს რეგულარულად სტუმრობდა. მისი ვიზიტი ჩინეთში მიმდინარე წლის ივლისში შედგა იმ ფონზე, როდესაც ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობა ისტორიულად დაბალ დონეზე იყო.
მედია: ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სხდომა სკოპიეში მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო იუწყება. აშშ-ის მთავარი დიპლომატი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბუჯარ ოსმანის შეხვდა და არაფორმალურ ვახშამს დაესწრო, რომლის დროსაც ეუთოს წარმომადგენლებმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია განიხილეს. ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნები და უკრაინა უცხადებენ. კარპენტერი ეუთოს მინისტერიალზე: ჩვენ ვგეგმავთ, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიაზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას
სალომე ზურაბიშვილი: გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რომ არ ხვდებიან პრეზიდენტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა [კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში] ისინი ჩადიან ადგილზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თსუ-ის რექტორი სტუდენტებს ნებას არ თავს, უნივერსიტეტის შენობაში მაგიდები გაშალონ და პეტიციისთვის „ჩვენი ხმა ევროპას“ ხელმოწერები შეაგროვონ. „ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ საზოგადოების როლი არის ბევრად უფრო დიდი, ბევრად მნიშვნელოვანი და პარტიები არიან ამსახველი იმის, თუ რა უნდა საზოგადოებას, რას მოითხოვს საზოგადოება და რაც უფრო ნათელი არის საზოგადოების მოთხოვნები, პარტიები მით უფრო აეწყობიან ამ მოთხოვნებზე. ეს არის დემოკრატია და არა პირიქით, რასაც, სამწუხაროდ, წლებმა და სხვადასხვა რეჟიმებმა მიგვაჩვია, რომ ზემოდან ქვემოთ მოდის ყველაფერი და არა ქვემოდან ზემოთ. ეროვნული თანხმობა - ამ საკითხს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოებიდან. სამწუხაროდ, „კოვიდმა“ და პოლიტიკურმა პოლარიზაციამ არ მისცა ეროვნული თანხმობის პროცესს გაშლის საშუალება, ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს იქ ის საფუძვლები, რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ. მიმაჩნია, რომ მეც უნდა დავუბრუნდე და ქვეყანაც უნდა დაუბრუნდეს. იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე და ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, ჩვენ თავს ვერ დავიცავთ მტრისგან. საქართველოს მთელი ისტორია ამას გვეუბნება, რომ მთელი ეროვნული თანხმობა, ერთად ბრძოლა არის ის, რამაც საქართველო დღემდე მოიტანა და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რაც არ უნდა გვაღიზიანებდეს, არ მოგვწონდეს, ვერ ვთანხმდებოდეთ რაღაც საკითხებზე. დღეს არსებობს ეროვნული თანხმობა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. როცა ჩვენ ყოველდღე უნდათ რომ გვაჩვენონ, რამდენად პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი, არის პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ამის უკან დგას საზოგადოება, რომელიც არის გაერთიანებული მთავარ საკითხებზე. მთავარი საკითხები არის: „მინდა ჩემი შვილებისთვის ევროპა“ და „არ მინდა რუსეთი“. თუ პოლიტიკური პარტიები ამას ვერ ხედავენ, მათთვის ცუდი, საზოგადოებამ იცის რა უნდა. მე ამას ვხედავ ყოველდღიურად დაწყებულ კამპანიაში. ეს არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების კამპანია, „ჩვენი ხმა ევროპას“. სადაც არ მივდივარ და არ ვხვდები ხალხს, ნათელია, რომ ეს არის მათი წამოძახილი და ამაში არ არსებობს სხვა მოსაზრება გინდა სოფელში, გინდა ქალაქში, გინდა ახალგაზრდებსა თუ ზრდასრულებში. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს. აქ უნდა მოხდეს სრული კონსოლიდაცია, ამ საკითხის ირგვლივ, რათა ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ. ამის დიდი შანსი გვაქვს დღეს, რომელიც არ ჰქონია ჩვენს ქვეყანას და ამ შანსის ხელიდან გაშვება ნამდვილად არ შეიძლება და ნამდვილად არ აპირებს საზოგადოება, რომ ვინმეს მისცეს საშუალება ეს შანსი ხელიდან გააშვებინოს. ვწუხვარ, რომ ამ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა. ვიყავი სოფლებში, ჩემთვის გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს. ამის მიზანი არის ერთი - ევროპული გზა საქართველოში, არანაირი შიდა პოლიტიკური გამოძახილები იქ არ არის. აქ არმისვლა, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, საერთოდ არ მესმის. არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განაცხადს - თუ წაიკითხეთ ეს განცხადება, ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არაფერი არსებობს და რექტორი უარს ამბობს, რომ შიგნით [უნივერსიტეტის შენობაში] ვითომც რაღაც პოლიტიკური ღონისძიება არ შეიძლება,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი აგროვებს ხელმოწერებს პეტიციისთვის „ჩვენი ხმა ევროპას“, რომელიც ევროპის ლიდერებს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. ზურაბიშვილი რეგიონებში მართავს შეხვედრებ მართავს.
აშშ-მ და საქართველომ ერთობლივი სამკვირიანი წვრთნები ჩაატარეს
აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმმა და საქართველოს სანაპირო დაცვამ ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „ქართული ტალღის“ ბოლო წვრთნებმა გააერთიანა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალები, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი და საქართველოს სანაპირო დაცვა. ამ სამკვირიანი ჩაყვინთვის წვრთნის განმავლობაში აშშ-ის და საქართველოს სპეცრაზმებმა გააუმჯობესეს საზღვაო, წყალქვეშა სამაშველო და უსაფრთხოების ოპერაციები. ჩვენ ვართ #strongertogether (ძლიერნი ერთად). ვამაყობთ რომ საქართველოს ვხდით უფრო ძლიერს და უფრო უსაფრთხოს!“ წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი: ვაღიარებთ საქართველოს გადამწყვეტ როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკი მტკიცედ უჭერს მხარს წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს კოლექტიურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია კლიმატური ცვლილებების შემსუბუქებისა და ადაპტაციისკენ. „არსებული პროგრამის ფარგლებში, 2 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ახალი ინიციატივებია საჭირო და ჩვენ მზად ვართ მათ მხარდასაჭერად. რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა ჩვენს ქარტიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს გახლავთ ჩვენი საქმიანობის მთავარი ამოცანები და მიზნები ყველგან. ჩვენ აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით ვუჭერთ მხარს ეკონომიკურ აქტივობებს,“ – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა. ასაკავას თქმით, საქართველოს გადამწყვეტი როლი აქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის. „ჩვენ მოწოდებული ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, როდესაც ეს ქვეყანა აძლიერებს სოციალურ სერვისებს და აფართოებს სატრანსპორტო ქსელებს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს გადამწყვეტ როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის,“ – ამბობს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან
საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს - სტანო
ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერის პეტერ სტანოს განცხადებით, "საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს.“ აუცილებელია მთელი ძალისხმევის მიმართვა, რათა საქართველოს მოსახლეობამ ევროვაკშირში ინტერგაციიის პროცესიდან სარგებელი მიიღოს, ასე უპასუხა სტანომ რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვას, განიხლება თუ არა საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირი გაწვერიანების საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. სტანოს პასუხში არაფერია ნათქვამი, შესაძლო დაშვებაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი მოლდოვა და საქართველო განიხილებიან დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვით ან მის გარეშე. სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და „განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას გააქტიუროს დიალოგი ოკუპიებულ სეპარატისტულ რეგიონებთან აფხაზთთან და სამხეთ ოსეთთან.“ „აუცილებელია მეტი შესაძლებლობის მიცემა დეიზოლაციისთვის და კონტაქტები საზოგადოებებს შორის, მეტად სტრუქტურირებული კონტაქტების გამოყენებით ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით“. სტანოს განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვისაც. „ჩვენ კვლავინდებურად დარწმუნებული ვართ, რომ დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება და კანონის უზენაესობა საქართველოს გახდის უფრო მიმზიდველს ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებში. სარგებელი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იძლევა, აუცილებელია გახდეს უფრო ცნობადი და მიმზიდველი. შერიგებისა და რუსეთისამი მუდმივი მოწოდებით, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება, ეს არის გზა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის,“ - ნათქვამია სტანოს წერილობით პასუხში. მანამდე რუსულ გამოცემა იზვესტიამ გამოაქვეყნა პეტერ სტანოს კომენტარი. გამოცემა წერდა, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწვერიანების შესაძლებლობას „აფხაზეთის“, „სამხრეთ ოსეთისა“ და დნესტრისპირეთის გარეშე.
ბორელი: ეუთოს მინისტერიალზე ლავროვი კვლავ მოისმენს, რატომ არის მოსკოვი იზოლირებული
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას კარგ შესაძლებლობად განიხილავს, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში. ბორელი სკოპიეშია, რომელიც 30 ნოემბერსა და პირველ დეკემბერს ეუთოს მინისტერიალს მასპინძლობს. სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ბორელმა განმარტა, რომ ესმის "ზოგიერთი მონაწილე სახელმწიფოს უხერხულობა" ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევანის გამო, დაუშვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი მინისტერიალზე. „თუმცა ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს საერთო მიზნებს, რომ შევინარჩუნოთ მულტილატერალიზმი,“ განმარტა ბორელმა. გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კიდევ ერთხელ უნდა მოისმინოს“ დანარჩენი მონაწილეებისგან, თუ რატომ არის მოსკოვი იზოლირებული უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. „და შემდეგ ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და მოახსენოს კრემლის ოსტატს, რომ ევროკავშირი და ეუთო ერთიანი რჩებიან. ეს (შეხვედრა) მაინც სასარგებლო იქნება ამ თვალსაზრისით. “ - აღნიშნა ბორელმა. კარპენტერი ეუთოს მინისტერიალზე: ჩვენ ვგეგმავთ, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიაზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას
ლავროვის მონაწილეობის გამო ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტი პოლონეთმაც გამოუცხადა
ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის შემდეგ პოლონეთიც უცხადებს. აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლის სამიტზე ყოფნა პოლონეთისთვის მიუღებელია. „ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იმ ორგანიზაციის მაგიდასთან, რომელიც ცდილობს მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნას ევროპაში," - აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შიმონ შინკოვსკი. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა. ლავროვი სკოპიეში ბულგარეთის ნაცვლად საბერძნეთის გავლით ჩავიდა.
თსუ-ს რექტორისთვის „პრეზიდენტის პრეტენზიები გაუგებარია“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ თსუ-ს რექტორი სტუდენტებს არ აძლევს უფლებას ,მაგიდები გაშალონ და პეტიციას ხელი მოაწერონ. ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველასთვის ღიაა, მათ შორის პეტიციისთვის ხელის მოწერის მსურველებისთვის, მაგრამ ამასთან, არსებობს პროტოკოლი, რომლის დაცვაც სასურველია. „არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ამის ორგანიზება. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს, რომ ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ? ხომ არის წესი და რიგი? ერთი ფურცელი არ არის შემოსული! ცოტა სხვა პროვოკაციის თემაა იმიტომ, რომ მე ვერ ვხდები, რას ნიშნავს ეს. ერთი თხოვნის ფურცელი და მომართვა არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული,“ - განაცხადა სამუშიამ IPN-თან საუბრისას. მისივე განცხადებით, უნივერსიტეტს თავისი მართვის ორგანო ჰყავს. „არის სენატი, არის აკადემიური საბჭო, გადაწყვეტილებებში უნდა ჩვენს კოლეგებსაც ვკითხოთ. მე ეს მინდოდა მეთქვა, რომ არ არსებობს ასეთი მომართვიანობა, რაზე აქვთ პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე? და მეორე, უნივერსიტეტი აბსოლუტურად ღიაა, ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა, აიღოს და მოაწეროს ხელი, ვინმე რამეს ზღუდავს? პირიქით, მთელი უნივერსიტეტი ელოდება 15 დეკემბერს, რომ ეს ისტორიული შანსი ყველამ ერთად იზეიმოს,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. პრეზიდენტის განცხადებით, მას არ ესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას.
დაკავებულია კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლის სახლში ფარულად მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა - საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში, ფარულად მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა. მოწყობილობებში განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლატვიის ყოფილი პრემიერის მიერ კერძო თვითმფრინავების დაქირავებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო
ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის საჭიროებისთვის კერძო თვითმფრინავების დაქირავების საქმეზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ლატვიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კრიშიანის კარინშსი ხსენებული რეისებით ორჯერ უფრო ხშირად დაფრინავდა, ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი. მედია წერს, რომ კარინშსმა სულ მცირე 36 სპეციალური რეისით ისარგებლა, რისთვისაც ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ევროკავშირის რესურსებიდან 1,3 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა. ლატვიური მედიის ცნობით, საუბარია კრიშიანის კარინშსის ფრენების ხარჯები დაფარული იყო ევროკავშირის სახსრებიდან და არა ლატვიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, სახელმწიფო კანცელარიამ არ შეიტანა ეს მონაცემები კრიშიანის კარინშსის კერძო ფრენების შესახებ ინფორმაციაში. კარინშსმა განმარტა, რომ მან შეძლო, შეხვედროდა მსოფლიო ლიდერებს, რაც შეიძლება სწრაფად, რთულ ლოგისტიკურ პირობებში, რითაც გააძლიერა ლატვიის როლი ევროკავშირსა და NATO-ში.