ძებნის რეზულტატი:
საქართველო NATO-ს კიბერთავდაცვის წვრთნებში მონაწილეობს
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში NATO-ს ფლაგმანი - კიბერთავცავის წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებში 1000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის მოკავშირეები და პარტნიორები 30-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობენ. სწავლებაში ჩართულია საქართველოც. ინფორმაცია Europetime-ს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ღონისძიება რეგულარულად 2008 წლიდან ტარდება. წლევანდელი სწავლება პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. NATO-ს თანახმად, წვრთნები მიზნად ისახავს მოკავშირეებისა და პარტნიორების გამძლეობის გაზრდას კიბერსაფრთხეების მიმართ და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას იმისთვის, რომ კიბეროპერაციების ჩატარება მომავალში ერთობლივად შეძლონ.
ბაქოს პროტესტის შემდეგ, ბლინკენი ალიევს და ფაშინიანს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილა. „მდივანი მიესალმა პრეზიდენტ ალიევის ერთგულებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის შესახებ. მდივანმა აღიარა, ამ ხანგრძლივმა კონფლიქტმა აზერბაიჯანელებსა და სომხებს ტანჯვა მოუტანა და ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა რეგიონში ყველასთვის სასარგებლო იქნება. მდივანმა განიხილა აზერბაიჯანთან ურთიერთობები, აღნიშნა ურთიერთობაში ბოლოდროინდელი შეშფოთების პუნქტები და ასევე ისაუბრა თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით, სამშვიდობო პროცესის გარშემო და მაღალი დონის ჩართულობის მნიშვნელობაზე,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა და ხაზი გაუსვა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მცდელობებს. „განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდის ძალისხმევას, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მისი ხედვის მხარდასაჭერად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის შესახებ,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რას პასუხობს ბაქოს პროტესტს ო'ბრაიენი და განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ს ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცნობად მიიღო განცხადება აზერბაიჯანთან მაღალი დონის თანამშრომლობის გაუქმების შესახებ. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელა და რომ აზერბაიჯანმა თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. „ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, მდივანმა ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტი დეკემბერში, აზერბაიჯანში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების შეერთებულ შტატებში ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანი ბლინკენი ამას დაეთნხმა,“ - წერს აზერბაიჯანული მედია ალიევის ოფისზე დაყრდნობით. აქვე აღნიშნულია, რომ ბლინკენი ალიევს თავად დაუკავშირდა. ენტონი ბლინკენი დღეს ბრიუსელშია. მის ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასთან 27 ნოემბერს ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა. მას ჰკითხეს განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე. „ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე ესაუბრება ერთმანეთს პირდაპირ და შუამავლების ჩართულობით. ამით ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას და სარგელებს მთელი რეგიონისთვის. მაგალითად, თუ ცენტრალური აზიიდან ვაჭრობა მოხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთში, ეს იქნება არსებითი სტიმული ამ სავაჭრო მარშრუტზე მყოფი ყველა ქვეყნისთვის. და ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, ვიყოთ ამის ნაწილი. ამავდროულად, თუ მიიღება გადაწყვეტილება, რომ არ განხორციელდეს ეს მშვიდობიანი გზით, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველანაირი ინსტრუმენტების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავაჭრო მარშრუტის შექმნა. ამდენად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ მხარეებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რას გადაწყვეტენ მხარეები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოთქვეს ინტერესი სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მალე დადების შესახებ და ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით ამას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ბლინკენი ბრიუსელში NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
ალიევი: აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ს ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რომელიც ალიევის ოფისის ოფიციალურ ცნობას ეყრდნობა, ალიევმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ, 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. ამასთან, აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცნობად მიიღო განცხადება აზერბაიჯანთან მაღალი დონის თანამშრომლობის გაუქმების შესახებ. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელა და რომ აზერბაიჯანმა თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. ალიევი გულისხმობს ო'ბრაიანის მიერ 15 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. „ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, მდივანმა ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტი დეკემბერში, აზერბაიჯანში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების საპასუხო ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანი ბლინკენი ამას დაეთანხმა,“ - წერს დღეს, 28 ნოემბერს აზერბაიჯანული მედია ალიევის ოფისზე დაყრდნობით. აქვე აღნიშნულია, რომ ბლინკენი ალიევს თავად დაუკავშირდა. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ენტონი ბლინკენი დღეს ბრიუსელშია. მის ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასთან 27 ნოემბერს ისაუბრა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მას ჰკითხეს განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე. „ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე ესაუბრება ერთმანეთს პირდაპირ და შუამავლების ჩართულობით. ამით ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას და სარგელებს მთელი რეგიონისთვის. მაგალითად, თუ ცენტრალური აზიიდან ვაჭრობა მოხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთში, ეს იქნება არსებითი სტიმული ამ სავაჭრო მარშრუტზე მყოფი ყველა ქვეყნისთვის. და ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, ვიყოთ ამის ნაწილი. ამავდროულად, თუ მიიღება გადაწყვეტილება, რომ არ განხორციელდეს ეს მშვიდობიანი გზით, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველანაირი ინსტრუმენტების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავაჭრო მარშრუტის შექმნა. ამდენად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ მხარეებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რას გადაწყვეტენ მხარეები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოთქვეს ინტერესი სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მალე დადების შესახებ და ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით ამას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ბლინკენი ბრიუსელში NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება ო'ბრაიენმა კონგრესში საკომიტეტო განხილვისას ასევე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
ბულგარეთმა სერგეი ლავროვის თვითმფრინავს ფრენის ნებართვა მისცა
ბულგარეთმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, თავისი საჰაერო სივრცის გავლის ნებართვა მისცა. „ეს ნებართვა არ ვრცელდება მისი დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირები არიან,“ - ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 27 ნოემბერს ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთოს შეხვედრას დაესწრებოდა, თუ ბულგარეთი მას საჰაერო სივრცეს გაუხსნიდა.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელ არაიკ ჰარუთიუნიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „საუბრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი სარგებელს მოუტანს არამხოლოდ საქართველოსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს.“ „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ღიაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელჩი ფიშერი: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილ პრეზიდენტ ულრიხ ჰაგენლოხს შეხვდნენ. გერმანიის საელჩოს ცნობით, სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიმართა დისკუსია საქართველოსა და გერმანიაში სასამართლოს ორგანიზაციული მოწყობის მსგავსებებისა და განსხვავებების, ასევე, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლო მიდგომების შესახებ. „თავის გამოსვლაში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გადამწყვეტ როლს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გერმანია აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარებას 90-იანი წლებში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისათვის რეფორმების მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს,“ - იტყობინება გერმანიის საელჩო.
უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინამ და იტალიამ უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაიწყეს. „იტალიის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება ჩვენი სახელმწიფოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ, რომელიც უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფს ხელმძღვანელობს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ კონსულტაციები „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ყველა სახელმწიფოსთან დაიწყო. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
პრეზიდენტი ყვარელში: გამაოგნებელია, რომ ღონისძიებაზე ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. „მთავრობა, ლიდერები, მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება და საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, თუ საზოგადოებამ იცის რეალურად როგორი მომავალი უნდა, რა უნდა თავისი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს თავისას და ეს იწყება ყოველივე ქალაქში, სოფელში, თემში, იქიდან წამოწყებული ყველა ინიციატივა ყველაზე ძლიერია და საქართველოს ისტორიამ ეს ძალიან კარგად იცის, რომ ყველაზე რთულ პერიოდებში სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ ყველა ადგილს ჰქონდა ეს თავისი ძალა, თავისი იდენტობა, ეს თავდაჯერებულობა და შეიძლება რაღაც პერიოდებში არ იყო რაღაც ცენტრალური მმართველობა, რომელიც ყველაფერს განაგებდა, მაგრამ იყვნენ ადგილობრივი ძალები, რომლებიც გადაურჩნენ, ზოგჯერ შეეგუვნენ ძალიან რთულ პირობებს, მაგრამ ზოგჯერ ერთობლივი იყო ეს გზა და ერთობლივი იყო ის გზა რაზედაც მივდიოდით და დღესაც მივდივართ. მინდა დღესაც ვთქვა როცა აქ, ილიასთან ვდგევართ და რეალურად ვიცით, თუ რა ფასი აქვს მის მოღვაწეობას და მის ნაკარნახევ გზას; ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ ასეთი ადამიანები გვასწავლიდნენ, აზიარებდნენ ცოდნას, აზიარებდნენ იმას, რაც არის ამ ქვეყნის კულტურა, და ამ ქვეყნის იდენტობა. ჩვენ არა მხოლოდ ილიას დაბადების ქალაქში ვართ დღეს, ასევე ძალიან ახლოს ვართ იყალთოს აკადემიასთან, რომელიც ამ რეგიონისათვის ცოდნისა და რწმენის კერააა. ესეც ჩვენი იდენტობაა. და როცა თქვენგან გავიგეთ, რომ თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ დღეს აქ, [ღონისძიებაზე] ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ესეც გამაოგნებელია, როცა ასეთი საზოგადოება თბილისიდან ჩამოვიდა და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. ეს პირველ რიგში, ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობაა, რომლის გარეშე არცერთი ქვეყანა, არცერთი სახელმწიფო არ დგას თავის მყარ საფუძველბზე,“ — განაცხადა ზურაბიშვილმა.
ფინეთი რუსეთის ყოფილი გენერალური საკონსულოს შენობის დემონტაჟს გეგმავს
ფინეთის ქალაქ ტურკუს ხელისუფლება რუსეთის ყოფილი გენერალური საკონსულოს შენობას შეისყიდის. უკრაინული რესურსების ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შესყიდვის გადაწყვეტილება წინა დღეს ტურკუს საკრებულოს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. შენობის ამჟამინდელი მფლობელი Senate Properties და ქალაქის ხელისუფლება 1,6 მილიონი ევროიან გარიგებაზე შეთანხმდნენ. ამ ტერიტორიაზე სავარაუდოდ, ბაღი აშენდება. ცნობისთვის, პირველი ოქტომბრიდან ფინეთში, ქალაქ ტურკუში რუსეთის საკონსულო დაიხურა. 6 ივნისს ფინეთმა რუსეთის საელჩოში მომუშავე პერსონალის რაოდენობა შეამცირა და ქვეყნიდან 9 დიპლომატი გააძევა. „ელჩმა რუსული მხარის მწვავე პროტესტი მიიღო „ჰელსინკის ანტირუსული პოლიტიკის“ გამო. მას ასევე შეატყობინეს, რომ ცხრა დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს, სანქტ-პეტერბურგში კი, საკონსულოს დახურვა გადაწყვიტეს. ფინეთი მოსკოვს აფრთხილებს
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკს“, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზია გაუუქმა. ხსენებულ საკითხზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია (№000019) გაუქმდა. კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები; დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის მხარდაჭერა, თუმცა, შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული,“ - წერია განცხადებაში. გარემოს ეროვნული სააგენტო ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიაზე: დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რაჭის სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის
უკრაინის რადამ და ევროპარლამენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
უკრაინის უმაღლეს რადამ და ევროპარლამენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უმაღლეს რადასა და ევროპარლამენტს შორის მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ზოგად ჩარჩოს ასახავდა. ამ მემორანდუმის ფარგლებში მიიღება მისი განხორციელების გეგმა," - განაცხადა სტეფანჩუკმა. სტეფანჩუკის თქმით, შესაბამისი მემორანდუმის განხორციელების ფარგლებში, ევროპარლამენტი უკრაინაში წარმომადგენლობას გახსნის. სტეფანჩუკი 27-30 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. „უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთოს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთი ძირს უთხრის ეუთოს, რასაც ამ ორგანიზაციაში მოქმედი კონსენსუსის წესის ბოროტად გამოყენებით ახერხებს. რუსეთი შანტაჟისა და ღია მუქარის გამოყენებით, სისტემატურად ბლოკავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. 2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარედ ესტონეთის კანდიდატურის დაბლოკვა რუსეთის მხრიდან წესების ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი გახდა. ამას გარდა, რუსეთს, უკვე 500 დღეა, უკანონოდ ჰყავს დაკავებული ეუთოს სამი უკრაინელი თანამშრომელი. ამრიგად, რუსეთმა შექმნა ეგზისტენციალური კრიზისი ეუთო-ში და ორგანიზაცია საკუთარი აგრესიის მძევლად გადააქცია,“ – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.
რუმინეთის პარლამენტმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა
დღეს, 28 ნოემბერს რუმინეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ. კანონპროექტის ტექსტი შეთანხმებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამ რეზოლუციით რუმინეთის პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი. ამავე დროს, მხარს უჭერს ევროკომისიის მიერ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას მოლდოვის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. რუმინეთის პარლამენტი საქართველოს ევროპული გზის წინსვლისადმი მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, „ამ სახელმწიფოს მოქალაქეების აშკარა პროევროპული ორიენტაციის გათვალისწინებით.“ რუმინეთის პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ ძალისხმევის გაგრძელებას უსვამს ხაზს. გარდა ამისა, რუმინეთის საკანონმდებლო ასამბლეა ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულების გაძლიერებას მეზობელ აღმოსავლეთის ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციის თანახმად, რუმინეთის პარლამენტი ადასტურებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებთან, გაწევრიანების პროცესების წინსვლისთვის. რეზოლუციის ტექსტში საუბარია ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაზე, მიიღოს გადაწყვეტილებები მის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების ზომებზე, რომელიც შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. ევროკავშირის საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას 14 ან 15 დეკემბერს მიიღებს.
ვატიკანში, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა
ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში, გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას მიეძღვნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლონი და ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი. „ისტორიულად, მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები გვერდიგვერდ იდგნენ საქართველოს აღორძინების გზაზე და კათოლიკური ეკლესია ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში ევროპული ღირებულებებისა და ცოდნის გავრცელების წინა პლანზე. დღეს წმინდა საყდარი არის საქართველოს ევროპული გზის, ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი და ცივილიზაციური არჩევანის მტკიცე მხარდამჭერი. ხვალ, ვატიკანის ბაღებში, მექნება პატივი მონაწილეობა მივიღო ივერიის ღვთისმშობლის ქართული მოზაიკის საინაუგურაციო ცერემონიაში. აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ დამატებით იმპულსს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რომელიც იქნება ჩვენი მჭიდრო სულიერი და კულტურული კავშირების მუდმივი დადასტურება," - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ. საღამოს „სუხიშვილები“ და ანსაბლი „ბასიანი“ აფორმებდნენ.
ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებიც უცხადებენ
სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება. ჩრდილოეთი მაკედონია NATO-ს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. „დიდად ვწუხვართ გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიეცეს სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაზე დასწრების უფლება. რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გაავრცელოს საკუთარი პროპაგანდა. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას არ მივიღებთ ამაში და არ ვიკისრებთ პასუხისმგებლობას შედეგებისთვის, რომლების ამას მოჰყვება,“ - წერია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. ეუთოს წინა მინისტერიალზე, რომელიც 2022 წელს პოლონეთში ჩატარდა, ვარშავამ უარი განაცხადა ქვეყანაში ლავროვის შეშვებაზე. ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს
რუმინეთის პარლამენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეზოლუციის მიღებით დაუჭირა მხარი
დღეს, 28 ნოემბერს რუმინეთის პარლამენტმა მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანონპროექტის ტექსტი შეთანხმებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამ რეზოლუციით, რუმინეთის პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი. ამავე დროს, მხარს უჭერს ევროკომისიის მიერ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას მოლდოვის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. რუმინეთის პარლამენტი საქართველოს ევროპული გზის წინსვლისადმი მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, „ამ სახელმწიფოს მოქალაქეების აშკარა პროევროპული ორიენტაციის გათვალისწინებით.“ რუმინეთის პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. გარდა ამისა, რუმინეთის საკანონმდებლო ასამბლეა ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულების გაძლიერებას მეზობელ აღმოსავლეთის ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეზოლუციის თანახმად, რუმინეთის პარლამენტი ადასტურებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებთან, გაწევრიანების პროცესების წინსვლისთვის. რეზოლუციის ტექსტში საუბარია ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაზე, მიიღოს გადაწყვეტილებები მის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების ზომებზე, რომელიც შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. ევროკავშირის საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას 14 ან 15 დეკემბერს მიიღებს.
აშშ უკრაინისთვის რაკეტების შესაძენად, საბერძნეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს — მედია
შეერთებული შტატები საბერძნეთის შეიარაღებული ძალებისგან 75,000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. შესყიდვის ჯამური ფასი 47 მილიონი დოლარია. აშშ-მ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ 20 ნოემბერს გამოაცხადა.
სტოლტენბერგი და ბლინკენი ბრიუსელში ადასტურებენ, რომ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა გაგრძელდება
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში ხვდება. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მისი ლიდერობისა და უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. სტოლტენბერგი მიესალმა მდივნის ბლინკენის მტკიცე ერთგულებას NATO-სა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მინისტრები განიხილავენ რამდენიმე საკითხს, მათ შორის: უკრაინა; ჩინეთი; დასავლეთ ბალკანეთი; და NATO-ს სამხრეთ სამეზობლო. განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში აღსანიშნავია, რომ შეხვედრა იმართება უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების გაგრძელების ირგვლივ არსებული შეშფოთების ფონზე, რაც კონგრესში სადავო საკითხებმა გამოიწვია. სტოლტენბერგს ბლინკენმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე კიევისადმი მხარდაჭერის კონტექსტში გამოჩენილი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. „ყოველთვის ძალიან კარგია დაბრუნება ბელგიაში, ბრიუსელში, აქ NATO-ში, რომელიც თითქმის მეორე სახლად იქცა ბოლო სამი წლის განმავლობაში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ალიანსთან, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, და თქვენ ნახეთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში NATO ძალზედ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგანს, რათა გაუმკლავდეს ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენ ერთად ვდგავართ. ჩვენ მტკიცედ დავადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რადგან რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს. ჩვენ ველით მომავალ წელს ვაშინგტონში გამართულ სამიტს, რათა აღვნიშნოთ NATO-ს 75 წლის იუბილე, მაგრამ არამხოლოდ აღვნიშნოთ ეს წლისთავი, გავაგრძელოთ ალიანსის წინსვლა, მათ შორის, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებსაც მისი წევრები იღებენ ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს, როგორც თქვენ თქვით, ასევე, დასავლეთ ბალკანეთში, NATO-ს პარტნიორებთან ერთად მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ღაზასა და უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე,“ - განაცხადა თავის მხრივ, ბლინკენმა. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დღეს, 28 ნოემბერს უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონგრესში კარგად ესმით საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მნიშვნელობა და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მან ისრაელის დახმარებას მთავარი პრიორიტეტი უწოდა, ხოლო უკრაინის დახმარებას - კიდევ ერთი პრიორიტეტი. „ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა ჯონსონმა. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში, ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხი. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს ევროპაში მარშით გავლის საშუალებას და გვესმის [უკრაინის] დახმარების აუცილებლობა," - განმარტა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
ფინეთი რუსეთის საზღვარზე უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც ხურავს
ფინეთი რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტსაც ხურავს. ჰელსინკის მიზანია, შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებლების შედინება რუსეთის ტერიტორიიდან. გადაწყვეტილება 30 ნოემბერს შედის ძალაში. ფინეთის ხელისუფლებას სურს, შეაჩეროს „რუსეთის ორგანიზებული ქმედებები ქვეყანაზე ჰიბრიდული ზემოქმედების კუთხით.“ ფინეთში ეჭვობენ, რომ რუსეთი განზრახ უწევს ორგანიზებას საზღვრებისკენ თავშესაფრის მაძიებელთა უწყვეტ ნაკადს. ფინეთი რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს გადაწყვეტილება ძალაში იქნება 13 დეკემბრამდე. თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაკეთება მხოლოდ პორტებსა და აეროპორტებში იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება არ შეეხება ფინეთსა და რუსეთს შორის სატვირთო გადაზიდვებს.
ილია დარჩიაშვილი ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. უწყების ცნობით, გაიმართება მისი შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმანთან და ODIHR-ის დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან. სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან ევროპის ქვეყნებიდან. ასევე წაიკითხეთ: ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებიც უცხადებენ უთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს