ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ნორვეგიაში ჩავიდა. ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს. განცხადების თანახმად, ზელენსკი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრებს უკრაინისადმი ნორვეგიის უწყვეტ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გამართავენ. ნორვეგიის მთავრობა განცხადებაში ადასტურებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. „უკრაინის ძალისხმევა მნიშვნელოვანია ნორვეგიაში თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად,“ აღნიშნა იონას გაჰრ სტორემ. ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელზეც შეიკრიბებიან ჩრდილოეთ ევროპის ხუთი სახელმწიფოს: დანიის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და შვედეთის ლიდერები. ეს სახელმწიფოები უკრაინის მთავარ დონორებს შორის არიან.
თბილისის გარკვეულ ტერიტორიებზე, 08:00-დან 11:00 და 17:00-დან 20:00 საათამდე დიდგაბარიტიანი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება
თბილისის მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თემა ეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. საზოგადოებამ იცის, თუ რამხელა რეფორმა წამოვიწყეთ 2017 წელს. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც განვახორციელეთ: განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები, ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას, განხორციელდა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად გამოვცვალეთ ძალოვანი კაბელები, დაგეგმილი გვაქვს ვაგონების მოდერნიზება, განხორციელდა ტაქსების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ა.შ. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში არსებული კერძო ავტოპარკი. დღეს თბილისში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს, განსაკუთრებით პიკის საათებში. საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც, თავიანთი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან აფერხებენ მოძრაობას, ასევე, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან საგზაო მოძრაობა პრაქტიკულად დიდი ხნით ჩერდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კანონის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3 , N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში; გარდა ამისა, მერის განცხადებით, რეგულაცია მთელი ქალაქის მასშტაბით არ იმოქმედებს. „აღნიშნული მანქანების მოძრაობის აკრძალვა არ მოხდება მთელი ქალაქის მასშტაბით, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე. კერძოდ, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში, ასევე, აგვისტოში. „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია საერთოდ არ გავრცელდება. ეს საგამონაკლისო შემთხვევები ცხადია დაკავშირებულია აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან, როგორიცაა მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ.,“ - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე განმარტებით, აღნიშნული წესების დარღვევისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს - პირველ შემთხვევაზე, 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარის ოდენობით. მერის განმარტებით, შეზღუდვა საწყის ეტაპზე გარკვეულ გავლენას იქონიებს ეკონომიკურ სექტორზე, ბიზნესზე. შესაბამისად, შედგა რამდენიმე შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციასთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც კანონპროექტის დეტალები განიხილეს. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს აღნიშნული რეგულაცია, არის სამშენებლო სექტორი. კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორის როლი დღევანდელ ეკონომიკაში, ამიტომ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეფერხება, რაც არსებითად დააზიანებს, როგორც თავად ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, პოტენციური მყიდველის კუთხით,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დაავალა ვიცე-მერს, კიდევ ერთხელ განიხილოს აღნიშნული საკითხის დეტალები შესაბამის სექტორთან და საბოლოო, შეჯერებული პოზიცია წარუდგინოს თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად.
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან
„ქართული ოცნებამ“ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კლუგაფტი და მიქაელი ACT NEWS-ის დამფუძნებლები არიან. მოშე კლუგჰაფტი არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელს მსოფლიოში. ის მუშაობდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და პრემიერ-მინისტრ ბენეტთან ისრაელში, ასევე ავსტრიის კანცლერთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან და სხვებთან. კლუგჰაფტი მართავდა სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე მართავდა PSD-ის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) წარმატებულ კამპანიას რუმინეთში 2016 წლის არჩევნებისთვის. ის "ფორბსმა" აირჩია ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად 40 წლამდე, ხოლო "იერუსალიმ პოსტმა" აირჩია 2020 წლის მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ებრაელს შორის. მირი მიქაელი ბოლო 17 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც ისრაელის ჟურნალისტი ისრაელის წამყვან ტელეარხებზე. ბოლო წლებში მიქაელს მიჰყავდა უამრავ გადაცემა მიმდინარე მოვლენების შესახებ, სპეციალური საინფორმაციო გადაცემები და აშუქებდა არჩევნებს მე-13 და მე-12 არხებზე. მან ასევე გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატიები და მხატვრული სიუჟეტები მთავარ საინფორმაციო გამოცემებში. მიქაელი ასევე იყო ევროპული კორესპონდენტი ტერორისტული თავდასხმებისა და ISIS-ის აღზევების პერიოდში და ამ პერიოდის განმავლობაში მან ინტერვიუ ჩამოართვა მსოფლიოს ბევრ ლიდერს, მათ შორის ბორის ჯონსონს და ანგელა მერკელს,“ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის მოშე კლუგჰაფტის კომენტარი: „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო - ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს.“ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები კი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
1000-მდე სკოლაში დირექტორების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება
საჯარო სკოლებში, სადაც დირექტორები ვერ შეარჩიეს, განათლების სამინისტრო ახალ კონკურსს გამოაცხადებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი 12 დეკემბერს აცხადებდა, რომ საჯარო სკოლებში დირექტორების დასანიშნად კანონით მინიჭებული დისკრეციის უფლების გამოყენებას არ აპირებს. როგორც მან ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას აღნიშნა, დისკრეციის უფლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს. მინისტრის ინფორმაციით, 1000-მდე სკოლაში დირექტორების ასარჩევად კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. „840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს სკოლის დირექტორები, სამინისტროს და მინისტრის ჩაურევლად. დარჩენილ, დაახლოებით 1000 სკოლაში ჩვენ კვლავ გვაქვს კონკურსები გამოსაცხადებელი. სულ გვაკრიტიკებენ, რატომ არ მოხდა კანდიდატების წარმოდგენა, არ მოხდა იმიტომ, რომ ფიზიკურად კონკურსში არ იღებდა ამდენი კანდიდატი მონაწილეობას. უახლოეს მომავალში, სრულიად სამართლიანი, გამჭვირვალე კონკურსი გამოცხადება იმ დარჩენილ სოლებში, სადაც შერჩევა ვერ მოხდა. ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში და უზრუნველვყოთ, რომ სკოლებში არჩევნები იყოს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი. კანონით მონიჭებული მაქვს უფლება, შემიძლია ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ადგილას დავნიშნო. ამას ჩვენ მიზანმიმართულად, შეგნებით არ ვიყენებთ, ვინაიდან არ გვინდა ჩვენი გემოვნება, შეხედულება სკოლებს თავს მოვახვიოთ. გვინდა თავად სკოლებმა გადაწყვიტონ, ვინ არიან მათი დირექტორები. ეს გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. უახლოეს მომავალში, გაიხსნება ეს კონკურსი და 2-3 თვეში ყველა სკოლაში მივიღებთ ახალ ლიდერებს, დირექტორებს,“ - განაცხადა ამილახვარმა. დღეს, 13 დეკემბერს სამინისტროს უკვე მიმართეს იმ მასწავლებლებმა, რომლებსაც დირექტორობა სურთ. ისინი ითხოვენ, დასახელდეს კონკურსის გამოცხადების კონკრეტული თარიღი. მათი სურვილია, პროცესი იყოს გამჭვირვალე, განისაზღვროს კონკურსის პირობები და მოხდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, განათლების სამინისტროს შენობის წინ, აქციას მართავს რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც საკუთარ თავს დირექტორობის "დაბლოკილ კანდიდატებს" უწოდებენ.
Rheinmetall ევროპაში საჰაერო თავდაცვის „ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტს“ აანონსებს
გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა Rheinmetall-მა მიიღო ძირითადი შეკვეთა ავსტრიისგან, რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცია სურს. შეკვეთის ღირებულება 532 მილიონი ევროა. პროექტი მომავალი წლის თებერვალში დაიწყება და სავარაუდოდ, 48 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კომპანიის განცხადებით, Rheinmetall ევროპაში საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტს განახორციელებს. Rheinmetall AG-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, არმინ პაპერგერი სიახლეს მიესალმა. „ამ ფლაგმანურ პროექტში ავსტრია ევროპაში საზენიტო და საჰაერო თავდაცვის წინა ხაზზეა. ავსტრიის ეს მთავარი შეკვეთა ასევე ხაზს უსვამს Rheinmetall-ის მთავარ როლს ევროპის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებაში ახალი საფრთხეების საპასუხოდ,“ - აღნიშნა პაპერგერმა. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ. ინიციატივას ასევე შეუერთდნენ ნეიტალური ავსტრია და შვეიცარია.
ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალის წარმოება უნდა დააჩქაროს - მიშელი
ევროკავშირს სურს, დააჩქაროს საბრძოლო მასალის წარმოება, რათა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვაში დაეხმაროს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. ევროკავშირი 2024-2027 წლებისთვის ასევე ამზადებს უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტს, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 50 მილიარდი ევროა. „არსებობს საერთო პოლიტიკური ნება, რომ გავაუმჯობესოთ ინსტრუმენტი, გავაუმჯობესოთ მექანიზმი, რათა ევროკავშირისა და ორმხრივი დახმარების საშუალებით, მეტი რაკეტა, მეტი საბრძოლო მასალა ვაწარმოოთ," - აღნიშნა მიშელმა. 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე, ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობებში დამატებითი ინვესტირების გეგმებსაც განიხილავენ.
გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე: თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ყველაფერს განვიხილავ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს.“ კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა საარჩევნო რბოლაში რაიმე ფორმით მონაწილეობას, მან უპასუხა რომ ასეთ შემთხვევაში იგი ყველაფერს განიხილავს. „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
რა შემთხვევაში გააუქმებს უნგრეთი ვეტოს უკრაინის დახმარებაზე
უნგრეთი მზად არის, გააუქმოს ვეტო უკრაინისთვის ამჟამინდელი 50 მილიარდი ევროს დაფინანსების შეთავაზებაზე, თუ ევროკავშირი ბუდაპეშტისთვის გაყინულ თანხებს განბლოკავს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაშ ორბანმა Bloomberg-ს განუცხადა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ უნგრეთი ეძებს მაღალ ფასს მისი შეთანხმების სანაცვლოდ, რაც შესაძლოა, ბლოკის სხვა ქვეყნებისთვის რთული არჩევანი იყოს. უნგრეთს სურს, რომ ბლოკმა 30 მილიარდი ევროს სრულად განბლოკოს. „უნგრეთის დაფინანსება და უკრაინის დაფინანსება ორი ცალკეული საკითხია. მაგრამ თუ ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის დაფინანსებას ევროკავშირის შესწორებული ბიუჯეტიდან, მაშინ ეს ორი საკითხი ურთიერთდაკავშირებული გახდება,“ აღნიშნა ბალაშ ორბანმა. უნგრეთი კვლავ ეწინააღმდეგება დახმარების სრულ ოთხწლიან გეგმას და მისთვის მისაღებია, რომ ევროკავშირს შესთავაზოს უკრაინას დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტის შესწორებების გარეშე. ბალაშ ორბანის თქმით, უკრაინის დახმარების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, უნგრეთი განიხილავს ევროკავშირის წინადადებას საზღვრის უსაფრთხოებისთვის დაფინანსების გაზრდის და ევროკავშირის დამატებითი სუბსიდიების გაზრდის შესახებ, რათა ბლოკის ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ ალტერნატიულ გეგმას, რათა უკრაინას აღმოუჩინონ საჭირო დახმარება რუსეთთან ბრძოლაში, თუ უნგრეთი ვეტოს დაადებს ამჟამინდელ 50 მილიარდ ევროს დაფინანსების წინადადებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია. ინფორმაციისთვის, ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა ასევე გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის
ტრადიციული მარშრუტების შეფერხების ფონზე, შუა დერეფანი კრიტიკული მნიშვნელობის ალტერნატივაა - ყაზახეთის პრემიერი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) მნიშვნელოვანი ალტერნატივაა ტრადიციული საკომუნიკაციო მარშრუტების შეფერხების ფონზე, განაცხადა 13 დეკემბერს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა მთავრობის სხდომაზე. მისი განმარტებით, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და ტრადიციული საკომუნიკაციო გზების მოშლის გამო, საჭიროა ალტერნატიული მარშრუტების მოძიება. ამის ნათელი მაგალითი კი, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია. როგორც ყაზახეთის პრემიერმა აღნიშნა, საზღვაო ტრანსპორტი ტვირთბრუნვის 60 პროცენტზე მეტს და მთელი საერთაშორისო ვაჭრობის 80 პროცენტს შეადგენს. მისივე თქმით, შიდა საზღვაო ნავსადგურების სრული განვითარების მიზნით, კურიკის პორტში სამუშაო მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო 2025 წელს - აქტაუში, რაც დიდი ტონაჟის გემების მოზიდვას შესაძლებელს გახდის.
კომპანია უარყოფს ინფორმაციას, რომ „თბილისის აეროპორტის განყოფილებაში მოხვედრილი დაკარული ნივთები აუქციონზე იყიდება“
„ტავ ჯორჯია“ სიცრუეს უწოდებს ინფორმაცუას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება, თითქოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სრულ სიყალბეს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კომპანიამ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და ყალბი გვერდების დასაბლოკად სათანადო რეაგირება უკვე მოახდინა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
სლოვაკეთის პრემიერი: უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად, მაგრამ სლოვაკეთი გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად, მაგრამ სლოვაკეთი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას არ დაბლოკავს. „ჩვენ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს არ შევუშლით. საუბარია პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს. უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად აბსოლუტურად არ არის მზად,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა 13 დეკემბერს განაცხადა, რომ ბრატისლავა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს დაუჭერს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის სამიტი მარტივი არ იქნება. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა. „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 99 პროცენტი სრულად უჭერს მხარს უკრაინას და ისინი მზად არიან, უკრაინის ევროკავშირის მომავალი წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ. ეს საკითხი არის ბლოკირებული უნგრეთის მიერ, ეს ფაქტია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვიყავით ძალიან კონსტრუქციულები, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, შევასრულეთ ევროკომისიის, პარტნიორების ყველა რეკომენდაცია,“ – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინამ „უნგრეთისა და სლოვაკეთის დადებითი სიგნალები მიიღო“
ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. რეზოლუციას 468 მომხრე ჰყავდა, 99 წინააღმდეგ წავიდა. ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუცია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, რომ უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.
ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება
ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დამატებით დაეხმარება. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა, იონას გაჰრ სტორემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ უკრაინას თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გასაძლიერებლად თანადაფინანსებას გავუწევთ, რათა მას თავის დასაცავად საკმარისი საბრძოლო მასალა ჰქონდეს,“ - განაცხადა იონას გაჰრ სტორემ. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნორვეგიის მხარდაჭერა სხვებს მაგალითს აძლევს. „დღეს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გაჰრ სტორეს შევხვდი და უკრაინასა და ნორვეგიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები განვიხილე. მათ შორის, უკრაინელი მეომრების მხარდაჭერა, შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველყოფა და ჩვენი ქალაქების დაცვა,“ - წერს ზელენსკი X-ზე.
ბაიდენის თქმით, ისრაელი გლობალურ მხარდაჭერას კარგავს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი კარგავს მხარდაჭერას ღაზის სექტორის განურჩეველი დაბომბვის გამო. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს მოქმედება. Reuters-ი წერს, რომ ბაიდენის ეს სიტყვები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობაში ახალი ბზარის გამოვლინებაა. „ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება, დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხოლოდ შეერთებული შტატები. მას ჰყავს ევროკავშირი, ევროპა, მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, მაგრამ ისინი იწყებენ ამ მხარდაჭერის დაკარგვას განურჩეველი დაბომბვით, რომელიც ხდება,” - აღნიშნა ბაიდენმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და რომ ისრაელს ამის სრული უფლება აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს მისი პოზიცია კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე. „ისრაელის ეს მთავრობა ძალიან ართულებს მას. მათ არ სურთ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა,“- აღნიშნა ბაიდენმა. ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო
კუბილიუსი ორბანს: თქვენ ვერ დაამარცხებთ მთელ ევროპას და უკრაინას
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება. „დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ ხვალ უნდა მიიღოს, მთელი ევროპის კონტინენტის მომავალს შეცვლის. მაგრამ თუ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება,“ - განაცხადა კუბილიუსმა. „ეს იქნება უკრაინის და უკრაინელი ხალხის ღალატი, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და მთელი ევროპის დასაცავად იღუპებიან, რომლებიც მათ პროევროპულ არჩევანს იცავენ. ეს იქნება უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ღალატი, რომელიც გაერთიანდა და ვიქტორ ორბანს მიმართა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს“, - აღნიშნა კუბილიუსმა. კუბილიუსმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ იგი ვერც ევროპის და ვერს უკრაინის დამარცხებას ვერ შეძლებს. „ეს იქნება დასავლეთ ბალკანეთის ღალატი, რადგან უკრაინა, გაფართოების პროცესის ისტორიული სტაგნაციის დროს, რომლის პირველი მსხვერპლიც დასავლეთ ბალკანეთი იყო, ყინულმჭრელის როლს ასრულებს. ეს მთელი ევროპის ღალატი იქნება. მომენტი, როცა ღალატის მომსწრე ხდები, არ არის მშვენიერი, მაგრამ საბოლოოდ, ის გაგვაძლიერებს. ბატონო ვიქტორ ორბან, თქვენ ვერც მთელ ევროპას და ვერც უკრაინას დაამარცხებთ!“ - განაცხადა კუბილიუსმა.
შეთანხმებიდან ერთი კვირის შემდეგ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
შეთანხმებიდან ერთი კვირის შემდეგ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე ტყვეები გაცვალეს. Reuters-ის ცნობით, სააგენტოს აზერბაიჯანმა, სომხეთს 2020 წლის ბოლოს ტყვედ ჩავარდნილი 32 სამხედრო დაუბრუნა, სომხეთმა კი, 2023 წლის აპრილიდან დატყვევებული 2 აზერბაიჯანელი სამხედრო გაათავისუფლა. ტყვეების გაცვლა დაადასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. „2020-2023 წლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების ტყვედ ჩავარდნილმა 31 მოსამსახურემ და სექტემბერში მთიან ყარაბაღში დატყვევებულმა ერთმა სამხედრომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფება," - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასა და დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას თუ უნგრეთი დაბლოკავს, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, თუ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთი დაბლოკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „წელს რუსეთს არც ერთი გამარჯვება არ ჰქონია, ვერც ერთი სოფელი ვერ დაიკავეს, მაგრამ მათ მუშაობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ სხვა კონტინენტების სახელმწიფოებთან დაიწყეს. ამიტომ, თუ დადებითი შედეგი არ იქნება, ის იმაზე მიანიშნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ იმისთვის, რომ რომელიმე სახელმწიფოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არ დაებლოკა, ყველაფერი გააკეთა. „ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციულები ვიყავით, ყველაფერი გავაკეთეთ, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია, ჩვენი პარტნიორების ყველა რეკომენდაცია და ვენეციის კომისიის ყველა დასკვნა შევასრულეთ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. რა შემთხვევაში გააუქმებს უნგრეთი ვეტოს უკრაინის დახმარებაზე
ნორვეგია უკრაინას $30 მილიონის ღირებულების NASAMS-ის აღჭურვილობას გადასცემს
ნორვეგიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ნორვეგია უკრაინას 30,5 მილიონი დოლარის ღირებულების NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების აღჭურვილობას გადასცემს. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინის მხარდაჭერის გადამწყვეტი ნაწილია. ახალი პაკეტი ჰუმანიტარულ დახმარებასაც მოიცავს. ნორვეგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო საჭიროებისთვის დამატებით გამოყო 273 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც ნორვეგიის მთავრობისა და პარლამენტის მიერ უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული დახმარების ნაწილია. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე, ბოლო დღეების განმავლობაში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში. ზელენსკი ნორვეგიაში 13 დეკემბერს ჩავიდა. მანამდე ის ჯერ არგენტიაში და შემდეგ აშშ-ში იმყოფებოდა. ნორვეგია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, 3,8 მილიარდით, მეოთხეა.
ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე - მინისტრი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე შეცდომა იქნებოდა და რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს იმისგან დამოუკიდებლად, ექნება თუ არა ამაში საერთაშორისო მხარდაჭერა. „ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე. ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა საჩუქარი იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაცია ‘ჰამასისთვის’, რაც მას საშუალებას მისცემს დაბრუნდეს და საფრთხე შეუქმნას ისრაელის მოსახლეებს,“ - განაცხადა კოენმა. მან საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწოდა, „ეფექტიანად და აგრესიულად“ მოქმედებისკენ, რათა დაიცვან გლობალური საზღვაოსნო გზები. 13 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას, რომლის შესრულება არ არის სავალდებულო, 153-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. საქართველომ კენჭისყრისგან თავი შეიკავა. ბაიდენის თქმით, ისრაელი გლობალურ მხარდაჭერას კარგავს