ძებნის რეზულტატი:

მედია: აშშ-მა, თებერვალში, მექსიკის საზღვარზე თითქმის 100,000 მიგრანტი დააკავა

აშშ-ის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, თებერვალში, აშშ-მექსიკის საზღვარზე თითქმის 100,000 მიგრანტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. ეს არის ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი, 2019 წლის შემდეგ. თებერვალში დაკავებულთა რაოდენობა, იანვარში დაკავებულთა რაოდენობაზე დაახლოებით 78,000-ით მეტია. როგორც აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ოფიციალური სტატისტიკა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სასაზღვრო პოლიციამ, მარტო ოთხშაბათს, საზღვარზე 4500-ზე მეტი მიგრანტი დააკავა.

მაიკლ მაკფოლი: რუსეთის შესაკავებლად მნიშვნელოვანია დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინაში

რუსეთის შესაკავებლად მნიშვნელოვანია დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინაში, - ასე ეხმიანება აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი საქართველოში განვითარებული მოვლენებს. ის განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს. "არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მეთოდი, რუსეთის მიერ მის საზღვრებს გარეთ არალიბერალიზმის გავრცელების აგრესიული პოლიტიკის შეჩერებისა, ვიდრე დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინაში", - წერს მაიკლ მაკფოლი.

„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია იმართება

თავისუფლების მოედანზე მოქლაქეების აქციას მართავენ. ისინი "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვენ. "კომენდანტი=ავტორიტარიზმს", "გაუქმდეს კომენდანტის საათი", "თავისუფლება შერჩევითი არ არის", - თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები ე.წ "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მეოთხე თვეა, რაც სახელმწიფო მოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლებას უკრძალავს. მათი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები გამჭვირვალე უნდა იყოს. "ვითხოვთ საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალე სხდომებს. უსამართლობის განცდა გვაქვს, როდესაც ფანჯრიდან ვიხედებით, ვხედავთ როგორ დადიან სხვები მანქანებით, ჩვენ ვსხედვართ სახლში",- აცხადებს აქციის მონაწილე. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ „კომენდანტის საათი“ არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ - თავისუფალი მიმოსვლის უფლებას. ამავდროულად, სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს ქვეყნის ეკონომიკა.

აშშ-ის სენატორი ტედ კრუზი "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

აშშ-ის სენატორმა, ტეხასის შტატიდან, ტედ კრუზმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის უილიამ ბერნსის დანიშვნა შეაჩერა და ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ, უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახენ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. "მე შევცლი ჩემს მოთხოვნას, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციას შეასრულებს იურიდიულ ვალდებულებას, იმ ხომალდებისა და კომპანიების გამოვლენის და მათთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პუტინის გაზსადენს აშენებენ", - დაწერა სენატორმა Twitter-ზე.

აშშ-ის საელჩო: ეუთო/ოდირის ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას

"ეუთო/ოდირის ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით" - აშშ-ის საელჩო ეუთო/ოდირის მიერ გამოწვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. "შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ოდირის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას. ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი", - ნათქავმია საელჩოს განცხადებაში. ეუთო/ოდირი: ზოგიერთი რეკომენდაცია, მათ შორის არჩევნების ადმინისტრირებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით, არ შესრულებულა. ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს. ეუთო/ოდირი: რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზები არსებობს

სალომე ზურაბიშვილი: ძალიან ვწუხვარ უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ავტობუსის ავარიის გამო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში უკრაინის ავტობუსის ავარიის თემას Twitter-ზე ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. "ძალიან ვწუხვარ უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ავტობუსის ავარიის გამო, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და იმ ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს", - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, პოლონეთში უკრაინის ავტობუსის ავარიისას 6 ადამიანი დაუღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

გერმანიის ელჩი ქართველ ემიგრანტებს: პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს

"რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენ პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“, - აღნიშნული განცხადებით, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გერმანიაში მცხოვრები ქართველების ღია წერილს უპასუხა. ელჩის წერილს უცლელად გთავაზობთ "პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,მოხარული ვარ, რომ თქვენ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენთაგანს სამსახურებსა და ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში.საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას ადგას.ამიტომ პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში შეშფოთებით ვუყურებთ და მოვუწოდებთ პარტიებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ. გასულ წელს ფასილიტატორის რანგში ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, სადაც პარტიები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში. რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენ პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“. იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, როგორც პარტნიორებს გაგვაჩნია, ჩვენ მთელი ძალისხმევით დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას. მე ვხედავ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ამ მიზანს ყურადღებით ეკიდება და ღიაა ჩვენი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასაზიარებლად. დიდ იმედებს ვამყარებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ. გასულ დღეებში მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში.ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის საერთო რამ, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს', - წერს გერმენიის ელჩი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემოგრანტების საპასუხოდ. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქრინშს წერილი გაუგზავნეს. ისინი ელჩის მიმართავენ, რომ მთავრობას შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდოს. წერილში საუბარია მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტზე.

გერმანიის ელჩი: პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში შეშფოთებით ვუყურებთ და მოვუწოდებთ პარტიებს, რომ ითანამშრომლონ ერთმანეთთან და დიალოგის რეჟიმში დარჩნენ

"პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში შეშფოთებით ვუყურებთ და მოვუწოდებთ პარტიებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ", - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გერმანიაში მცხოვრები ქართველების 2021 წლის 3 მარტის მის მიმართ გამოგზავნილი ღია წერილის პასუხისას განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. "პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ, რომ თქვენ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენთაგანს სამსახურებსა და ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში. საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას ადგას. ამიტომ პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში შეშფოთებით ვუყურებთ და მოვუწოდებთ პარტიებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ. გასულ წელს ფასილიტატორის რანგში ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, სადაც პარტიები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში. რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენ პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“. იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, როგორც პარტნიორებს გაგვაჩნია, ჩვენ მთელი ძალისხმევით დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას. მე ვხედავ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ამ მიზანს ყურადღებით ეკიდება და ღიაა ჩვენი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასაზიარებლად.დიდ იმედებს ვამყარებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ. გასულ დღეებში მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში.ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის საერთო რამ, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს", - წერს გერმენიის ელჩი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემოგრანტების საპასუხოდ. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქრინშს წერილი გაუგზავნეს. ისინი ელჩის მიმართავენ, რომ მთავრობას შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდოს. წერილში საუბარია მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტზე.

გერმანიის ელჩი: დიდ იმედებს ვამყარებ შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში

„დიდ იმედებს ვამყარებ შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში“, - ამით გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გერმანიაში მცხოვრები ქართველების ღია წერილს უპასუხა: „დიდ იმედებს ვამყარებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ. გასულ დღეებში მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში.ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის საერთო რამ, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს“, - აცხადებს გერმანელი დიპლომატი, რომლის ტექსტიც საელჩოს Facebook-ზე გავრცელდა. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქრინშს წერილი გაუგზავნეს. ისინი ელჩის მიმართავენ, რომ მთავრობას შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდოს. წერილში საუბარია მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტზე.

გერმანიის ელჩი: გვსურს, გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას ადგას

"გვსურს, გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას ადგას", - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გერმანიაში მცხოვრები ქართველების 2021 წლის 3 მარტის მის მიმართ გამოგზავნილი ღია წერილის პასუხისას განაცხადა. გერმანიის ელჩის თქმით, საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. "პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ, რომ თქვენ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენთაგანს სამსახურებსა და ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში. საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას ადგას. ამიტომ პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში შეშფოთებით ვუყურებთ და მოვუწოდებთ პარტიებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ. გასულ წელს ფასილიტატორის რანგში ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, სადაც პარტიები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში. რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენ პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“. იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, როგორც პარტნიორებს გაგვაჩნია, ჩვენ მთელი ძალისხმევით დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას. მე ვხედავ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ამ მიზანს ყურადღებით ეკიდება და ღიაა ჩვენი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასაზიარებლად.დიდ იმედებს ვამყარებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ. გასულ დღეებში მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში.ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის საერთო რამ, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს", - წერს გერმენიის ელჩი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემოგრანტების საპასუხოდ. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქრინშს წერილი გაუგზავნეს. ისინი ელჩის მიმართავენ, რომ მთავრობას შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდოს. წერილში საუბარია მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტზე.

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქრინშს წერილი გაუგზავნეს

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს წერილი გაუგზავნეს. ისინი ელჩს მიმართავენ, რომ მთავრობას შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდოს. წერილში საუბარია მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტზე. წერილზე ხელისმომწერები თვლიან, რომ „იშვიათად შეუცვლია ჩვენი ქვეყანა ასე ძირეულად რამეს, როგორც ბოლო ცხრა წელიწადში გააკეთა ეს ოლიგარქიულმა მთავრობამ“. წერილის ავტორები ელჩს მიმართავენ, რომ მათ ახარებთ, რომ საქართველოს პარტნიორების და მეგობრების მხრიდან მძაფრი კრიტიკა ისმის მელიას დაკავების გამო, მაგრამ თვლიან, რომ „საჭიროა უფრო ზუსტი ნაბიჯები“. "ბატონო ქნირშ, ჩვენ, გერმანიაში მცხოვრები ქართველები, ვწუხვართ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატია შერყეულია, ზიანი ადგება და რომ კანონის უზენაესობა შეუჩერებელი უკუსვლის პროცესშია, ძალადობის სასარგებლოდ. ჩვენი აზრით, პოლიტიკური უთანხმოება ვერასოდეს გადაიჭრება ძალადობით, ან აგრესიით. იშვიათად შეუცვლია რამეს ჩვენი ქვეყანა, როგორც 9-წლიანმა ოლიგარქიულმა მმართველობამ შეცვალა. ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სხვადასხვა გზებით გაზარდა ძალაუფლება. მაგალითისთვის, მან დაიმორჩილა საარჩევნო ადმინისტრაცია, პროკურატურა და სასამართლოები. საბოლოოდ, წარმატებით დააკავა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია. მას ბრალად ედება 2019 წლის ზაფხულში მიმდინარე აქციის დროს ძალადობის წაქეზება. მის მიმართ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ასევე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებას სამართლებრივი საჭიროება არ ჰქონდა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მის დაკავებას მწვავე კრიტიკა მოყვა საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან. ზუსტი ნაბიჯებია საჭირო. ჩვენი დაკვირვებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თანდასწრებით ოპოზიციურ პარტიებსა და მთავრობას შორის შეხვედრას სიმშვიდე არ მოუტანია. ახლა გვსურს გთხოვოთ, როგორც გერმანიის ელჩს, ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეგობრობის ნიშნად, გაგზავნოთ სიგნალი მკაფიო სიტყვებით და მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების ურყევი პატივისცემისკენ. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მას არ გაუაზრებია შეხვედრის შინაარსი. როგორც ცნობილია, 15 მარტს ჩანიშნულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოზე გაითვალისწინებენ მიღწეულ პროგრესს. სიტუაციის დეესკალაციისთვის, ვადამდელი არჩევნებისკენ მოწოდებას, ნიკა მელიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, აუცილებლობად მივიჩნევთ. სხვა შემთხვევაში, ოლიგარქისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს", - ნათქვამია წერილში.

გერმანიის ელჩი ქართველ ემიგრანტებს: როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“, უნდა გახსოვდეთ რომ თქვენმა თანამემამულეებმა ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს

რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენ პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“, - აღნიშნული განცხადებით, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გერმანიაში მცხოვრები ქართველების ღია წერილს უპასუხა. ქართველმა ემიგრანტებმა გერმანიის ელჩს ღია წერილით 3 მარტს მიმართეს, რომელიც დასათაურებული იყო შემდეგნაირად - "ოლიგარქისადმი მიდგომამ დღემდე მცირე შედეგი გამოიღო“. წერილში ქართველი ემიგრანტები არსებულ ხელისუფლებას აკრიტიკებენ და სურვილს გამოთქვამენ გერმანიამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს. "პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,მოხარული ვარ, რომ თქვენ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენთაგანს სამსახურებსა და ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში.საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას ადგას.ამიტომ პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში შეშფოთებით ვუყურებთ და მოვუწოდებთ პარტიებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ. გასულ წელს ფასილიტატორის რანგში ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, სადაც პარტიები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში. რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენ პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“. იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, როგორც პარტნიორებს გაგვაჩნია, ჩვენ მთელი ძალისხმევით დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას. მე ვხედავ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ამ მიზანს ყურადღებით ეკიდება და ღიაა ჩვენი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასაზიარებლად. დიდ იმედებს ვამყარებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ. გასულ დღეებში მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში.ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის საერთო რამ, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს', - წერს გერმენიის ელჩი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემოგრანტების საპასუხოდ. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქრინშს წერილი გაუგზავნეს

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში

"მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი", - აღნიშნული განცხადება აშშ-ის საელჩომ გავრცელა. აშშ-ის საელჩო ეუთო/ოდირის მიერ გამოწვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება. საელჩო მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. საელჩოს თქმით, მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. "შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ოდირის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას. ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი", - ნათქავმია საელჩოს განცხადებაში. ეუთო/ოდირი: ზოგიერთი რეკომენდაცია, მათ შორის არჩევნების ადმინისტრირებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით, არ შესრულებულა. ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს. ეუთო/ოდირი: რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზები არსებობს. აშშ-ის საელჩო: ეუთო/ოდირის ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.

ჯანმო: მომდევნო კვირაში „კოვაქსისთვის“ შეკვეთილ ვაქცინებს 31 ქვეყანაში მიიღებენ. საუბარია 14,4 მილიონ დოზაზე

"მომდევნო კვირაში COVAX-ისთვის შეკვეთილ ვაქცინებს 31 ქვეყანაში მიიღებენ. კერძოდ, საუბარია 14,4 მილიონ დოზაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ამ კვირაში 20-მა ქვეყანამ 20 მლნ დოზა ვაქცინა მიიღო. მისივე თქმით, მომდევნო კვირაში ვაქცინებს კიდევ 31 ქვეყანაში ჩაიტანენ. "COVAX-ისთვის ეს კვირა გარდამტეხი მომენტი იყო. ვაქცინაცია დაიწყო განასა და კოტ დ’ივუარში. ამ ორი ქვეყნის გარდა COVAX-მა ვაქცინები ჩაიტანა ანგოლაში, კამბოჯაში, კოლუმბიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გამბიაში, ინდოეთში, კენიაში, ლესოთოში, მალავიში, მალიში, მოლდოვაში, ნიგერიაში, ფილიპინებში, კორეის რესპუბლიკაში, რუანდაში, სენეგალში, სუდანსა და უგანდაში. საერთო ჯამში, COVAX-მა 20 ქვეყანაში 20 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა ჩაიტანა. მომდევნო კვირაში კი კიდევ 31 ქვეყანას ვაქცინის 14.4 მილიონ დოზას მიაწვდის და ამით ქვეყნების საერთო რაოდენობა 51-ს მიაღწევს,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, WHO ოთხ სტრატეგიაზე მუშაობს. „პირველი და ყველაზე მოკლევადიანი მიდგომაა ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების დაკავშირება სხვა კომპანიებთან, რომლებსაც შეუძლიათ ვაქცინების ბოთლების შევსება და პროცესის დასრულება. ამან შესაძლოა დააჩქაროს წარმოების პროცესი და გაზარდოს მოცულობა, მაგალითად, Johnson & Johnson-ის და Merck-ის შეთანხმების მიხედვით, Merck-ი დაასრულებს J&J-ის ვაქცინის ჩამოსხმას და დისტრიბუციისთვის გამზადებას.. მეორე მიდგომაა ორმხრივი ტექნოლოგიების ტრანსფერი, ანუ ვაქცინის პატენტის მფლობელი კომპანიის მიერ ლიცენზიის გადაცემა იმ კომპანიისთვის, რომელსაც მისი წარმოება შეუძლია. ამის კარგი მაგალითია AstraZeneca-ს მიდგომა, რომელმაც ვაქცინის წარმოების ტექნოლოგია სამხრეთ კორეაში SKBio-ს, ხოლო ინდოეთში - Serum Institute-ს მიაწოდა. ახლა ეს ორი აწარმოებს AstraZeneca-ს ვაქცინას COVAX-ისთვის. ამ მიდგომის მთავარი ნაკლოვანება არის გამჭვირვალობის ნაკლებობა. მესამე მიდგომაა კოორდინირებული ტექნოლოგიების ტრანსფერი. აქ ჩართული იქნებიან უნივერსიტეტები, მწარმოებლები, რომლებიც თავიანთი ვაქცინის ლიცენზიას გადასცემენ სხვა კომპანიებს WHO-ს გლობალური მექანიზმის კოორდინაციით. ისინი ასევე უზრუნველყოფენ მიმღები კომპანიების თანამშრომელთა დატრენინგებას და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების კოორდინირებას. მეოთხე მიდგომაა, ის რომ ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია, თავად აწარმოოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, თუმცა ამისთვის აუცილებელია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ აამოქმედოს წესი, რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობის დროს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა აუცილებელი არ იქნება. - განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა.

დალაი ლამამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

85 წლის ტიბეტის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქციანის პირველი დოზა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. დალაი ლამას ვაქცინაცია ჩრდილოეთ ინდოეთის მთიან ქალაქ დჰამშალაში მდებარე საავადმყოფოში ჩაუტარდა. დალაი ლამამ ვაქცინის გაკეთებისკენ სხვებსაც მოუწოდა. "სერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლად ეს ინექცია ძალიან, ძალიან კარგი საშუალებაა", - განაცხადა დალაი ლამამ.

რომის პაპი: ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას

"ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას", - ამის შესახებ რომის პაპმა ერაყში სტუმრობისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მტრობა, ექსტრემიზმი და ძალადობა არ იბადება რელიგიურ გულში: ისინი მუხთლობენ რელიგიას. ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას. მართლაც, ერთმნიშვნელოვნად გვეძახიან ყველანაირი გაუგებრობის გასაფანტად. ნუ დაუშვებთ, რომ ცის სინათლე დაჩრდილოს სიძულვილის ღრუბლებმა” - განაცხადა რომის პაპმა.

პანდემიის გამო, ფინეთში მუნიციპალური არჩევნები გადაიდო

კორონავირუსის პანდემიის გამო, ფინეთში მუნიციპალური არჩევნები გადაიდო. აპრილში დაგეგმილი არჩევნები ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, არჩევნების ჩატარებამ შესაძლოა, ვირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელება გამოიწვიოს, მოქალაქეების ნაწილი კი არჩევნებზე უსაფრთხოების მიზნით არ მივა და დაბალი აქტივობა კენჭისყრის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ფინეთში პანდემიის განმავლობაში კორონავირუსის 61 552 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 767 პაციენტი. საავადმყოფოებში რჩება 239 ადამიანი.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

რაგბი ევროპის პირველ ტურში, ლისაბონში საქართველოს პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 27:16 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ნახევარი პორტუგალიამ მოიგო ანგარიშით - 13:10. მატჩის 18-ე წუთზე პირველი ლელო მირიან მოდებაძემ, 27-ე წუთზე კი - ჯაბა ბრეგვაძემ დადო. 79-ე წუთზე, თორნიკე ჯალაღონიას ლელოთი შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

გია ვოლსკი: არჩევნების შემდეგ პლებისციტი ნონსენსია, მაგრამ ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის ულტიმატუმის შემცველი, უნდა იყოს განხილული

"არჩევნების შედეგების ჩანაცვლება პლებისციტით გარკვეული იურიდიული ნონსენსია, მაგრამ ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის ულტიმატუმის შემცველი, უნდა იყოს განხილული. ეს თემა რეალურად, არ არის ულტიმატუმი", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, იმდენად დიდია საზოგადოების სურვილი, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შედგეს, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის სურვილი, რომ ყველა ელოდება, რაღაც ნაბიჯი გადაიდგმება ორივე მხრიდან ისეთი, რომელიც ქვეყანას დაასტაბილურებს, მით უმეტეს ამ ეკონომიკურ-სოციალური გამოწვევების წინაშე. " ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის ულტიმატუმის შემცველი, უნდა იყოს განხილული. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შეიძლება, მე ამ წუთში ძალიან ცუდად ვაფასებ პლებისციტის იდეას, ვინაიდან განმეორებით არჩევნებს ან რიგგარეშე არჩევნებს მაშინ შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, როდესაც სამართლებრივი დოკუმენტი არსებობს და ამას აქვს საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის დასკვნის სახე. აქედან გამომდინარე, არჩევნების შედეგების ჩანაცვლება პლებისციტით გარკვეული იურიდიული ნონსენსია, მაგრამ რეალურად, არ არის ულტიმატუმი. აქედან გამომდინარე, ადამიანები, ვინც გამოსავალს ეძებენ და უნდათ, თავი დაიხსნან იმ​ დიქტატისგან, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა, რასაკვირველია, უნდა ისხდნენ პოლიტიკური მოლაპარაკების მაგიდასთან. ამისთვის საუკეთესო ადგილი პარლამენტია, საუკეთესო მექანიზმი ამისთვის არის საგამოძიებო კომისია. სწორედაც, თუნდაც საარჩევნო კოდექსში მიღებული იქნება ცვლილებები, გარკვეული რაოდენობა შეიძლება კიდეც ითხოვდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. აქედან გამომდინარეობს ეს გააფთრებული ბრძოლა „ნაცმოძრაობისა“ ნებისმიერ სხვა საკითხთან, რომელიც არ ეხება საბოტაჟს, დესტაბილიზაციას და რევოლუციურ სცენარს. საერთოდ, არა მარტო ოპოზიცია, კონკრეტული საინფორმაციო საშუალებებიც ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, რომ ერთგვაროვანია დამოკიდებულება ამ ვითარებიდან. გაბედეს გვერდზე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ იმ წუთში აღმოჩნდნენ სახით საცივში. ეს არის ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს, მაგრამ თუკი ეს რეალობა შეიცვლება, სამართლებრივადაც რომ ჰქონდეს პრეტენზია საკითხებთან მიმართებაში, თუკი ეს მოლაპარაკებას შეიწყობს ხელს, უნდა არსებობდეს და უნდა იყოს სერიოზულად მიღებული, განხილული, რათა ამ ვითარებიდან გამოვიდეთ, რომელსაც ცდილობენ, რომ შექმნან პოლიტიკური ძალები", – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჰაკერებმა ევროპის და აზიის ქვეყნებში 20 ათასამდე ამერიკულ ორგანიზაციაზე კიბერ შეტევა განახორციელეს

უცხოური მედიის ცნობით, აზიისა და ევროპის ქვეყნებში ამერიკის შეერთებული შტატების 20 ათასამდე ორგანიზაციაზე კიბერ შეტევა განხორციელდა. Wall Street Journal-ი და სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროს ცნობით, თავდასხმისთვის საფოსტო სამსახური Microsoft Exchange გამოიყენეს და აშშ-ის ხელისუფლებას ეჭვი ავს რომ აღნიშნული კიბერთავდასხმის უკან ჩინეთი დგას. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერები „მაიკროსოფტის“ პროგრამაში აღმოჩენილი ხარვეზით სარგებლობენ და ათასობით კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულება ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა. როგორც „ბიბისი“ წერს, საუბარია კომპანია „მაიკროსოფტის“პროგრამა „მაიკროსოფტ ექსჩეინჯზე“ (Microsoft Exchenge), რითაც ელექტრონული წერილების დაგზავნა ხდება. „ყველა, ვინც ამ სერვერს იყენებს, ახლა საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ. „მაიკროსოფტში“ განაცხადეს, რომ პროგრამაში არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომხმარებლებმა „მაიკროსოფტ ექსჩეინჯი“ უნდა განაახლონ. ჩინეთის მთავრობა ჰაკერულ თავდასხმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. როგორც „როიტერი“ იუწყება, კიბერთავდასხმის სამიზნე აშშ-ში 20 000-ზე მეტი კერძო ორგანიზაცია და სახელმწიფო დაწესებულება გახდა.