ძებნის რეზულტატი:
სტოლტენბერგი: რუსეთის დანაკარგი უკრაინაში 350 000 ადამიანს აღემატება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 350 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. მან ეს რიცხვი 14 მარტს, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა. “რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის უმნიშვნელო მიღწევებისთვის. ხმელეთზე, პუტინის ომი რუსეთს უკვე 350 000 სამხედრო დანაკარგზე მეტი დაუჯდა. ზღვაში, უკრაინულმა დარტყმებმა ჩაძირეს ან მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ცაში, უკრაინა რუსეთის საკვანძო ობიექტებს აგდებს, მათ შორის ძარიან ძვირფას სადაზვერვო თვითმფრინავებს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივნის თქმით, უკრაინამ აჩვენა, რომ სიმამაცითა და კრეატიულობით “რუსეთის სამხედროების დამარცხება შესაძლებელია.” სტოლტენბერგმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ საკითხის კენჭისყრაზე გამოტანის გაჭიანურება. „აშშ-ის კონგრესის დაყოვნების ყოველი დღე ბრძოლის ველზე რეალურ შედეგებში გადადის. ამ დილით ალიანსის მასშტაბით გამოკითხვის ბოლო შედეგები გამოვაქვეყნე. ის აჩვენებს, რომ ჩვენი მოქალაქეების ორ მესამედს - ატლანტიკის ორივე მხარეს - სურს, რომ მათმა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. 2023 წლის ნოემბერში, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ზარალი აღემატება 300 ათას ადამიანს. იგივე შეფასება მოცემულია აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა.
საფრანგეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას 2023 წლის ზაფხულიდან განიხილავს - Le Monde
საფრანგეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მათი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვა გასულ ზაფხულს დაიწყო. შესაბამის ცნობას Le Monde ავრცელებს. ფრანგული გამოცემის ცნობით, თავდაპირველად, ეს საკითხი 12 ივნისს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე წამოიჭრა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საჯაროდ ისაუბრა უკრაინის NATO-ში სწრაფ გაწევრიანებაზე. წყაროების თანახმად, „სამხედროების როლი გულისხმობს რაც შეიძლება მეტი ვარიანტის მომზადებას, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტს დაეხმაროს პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილების მიღებაში.“ ერთ -ერთმა დიპლომატმა განმარტა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "გაოგნებულნი იყვნენ" მაკრონის განცხადებით. როგორც ერთ-ერთი თანამოსაუბრე ამბობს, მაკრონმა იცის, რომ ვლადიმერ პუტინს "მხოლოდ ძალაუფლების ენა" ესმის. ის ამ დასკვნამდე მივიდა რუსეთის პრეზიდენტთან მრავალი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომლებიც ომის დაწყებამდე გამართა. ცნობისთვის, საფრანგეთის საპარლამენტო პარტიების ლიდერებმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 7 მარტს შეხვედრა გამართეს. მაკრონმა მათ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინაში ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და კიევის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის ხედვაზე. საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის ფაბიენ რუსელისა და ულტრამემარჯვენე ნაციონალური მიტინგის ლიდერის ჯორდან ბარდელას კომენტარებზე დაყრდნობით, მაკრონმა დაუდასტურა მათ, რომ არ აპირებდა უკრაინისადმი საფრანგეთის მხარდაჭერაზე „არანაირი ლიმიტების“ დაწესებას და მან „წითელი ხაზების“ არსებობაც უარყო. მაკრონის გამოსვლის შეჯამებისას, საფრანგეთის მწვანეთა პარტიის თავმჯდომარემ მარინე ტონდელიემ აღნიშნა, რომ „ჩვენთვის საზღვრების დაწესება“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „შედარებით უპირატესობას“ მისცემს. „პრეზიდენტი ძალიან სერიოზულად უყურებდა დამატებითი რესურსების სწრაფი მობილიზების აუცილებლობას უკრაინაში რუსული საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ - განუცხადა Le Figaro-ს შეხვედრაზე დამსწრე ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ბერტრან პანჩერმა. რამდენიმე დამსწრემ Le Figaro-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ მაკრონს "ხელში რუკები" ეჭირა, როდესაც ის ხსნიდა უკრაინის ფრონტის ხაზიდან რუსული ძალების სასარგებლოდ უკან დახევის რისკებს. ”მან არსებითად განგვიმარტა, რომ თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მაინც ვისაუბრებთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე, ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, წარმატებას მიაღწევს,” - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ. მაკრონის და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე, ელისეის სასახლეში კომენტარი არ გაუკეთებიათ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გაზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.
ევროპარლამენტი რუსეთისგან მოითხოვს, რუმინეთს მეოცე საუკუნის დროინდელი ეროვნული საგანძური დაუბრუნოს
ევროპარლამენტის წევრებმა მიიღეს დადგენილება, რომლითაც მათ მხარი დაუჭირეს რუმინეთის მოთხოვნებს, მისთვის ოქროსა და ისტორიული არქივების დაბრუნების შესახებ, რომელიც ექსპორტზე 1916-1917 წლებში გაიტანე. როგორც რეზოლუციაში აღინიშნა, მიუხედავად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დიპლომატიური მოლაპარაკებების რამდენიმე მცდელობისა, რუმინეთის ეროვნული საგანძური, რომელიც რუსეთში 1916-1917 წლებში გაგზავნეს, სრულად არ დაუბრუნეს რუსეთის ფედერაციაში. „ეს არის უპრეცედენტო საერთაშორისო შემთხვევა ოქროს სარეზერვო და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების უკანონო ათვისების შესახებ, რაც იწვევს რუმინეთის საზოგადოების მუდმივ შფოთვას,” - დასძენს ევროპარლამენტი. 1916-17 წლებში, როდესაც პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, რუმინეთმა თავისი ეროვნული ხაზინა ცარისტულ რუსეთში გაგზავნა. საგანძურში შედიოდა 91,5 ტონა სუფთა ოქრო, იშვიათი მონეტები, აგრეთვე კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის საგანძური, როგორიცაა, სახელმწიფო არქივები, დოკუმენტები, ძვირფასი ისტორიული ხელნაწერები, მრავალი სახელმწიფო და კერძო დაწესებულების ნახატები, იშვიათი წიგნები და კოლექციები.
პრეზიდენტი: ანსამბლი ,,ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს, თუ არა კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი, ამას რას ჰქვია
ანსამბლი ,,ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს, თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა - თუ არა კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი, ამას რას ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, იმისთვის, რომ „ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს“. „ერთი რამ უნდა ვთქვა, ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი ,,ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა. თქვენ თავად იფიქრეთ საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი მე არ ვიცი ამას რას ჰქვია. სამწუხაროა, მე მინდა მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო, იმისთვის, რომ ამ ფორმით გზიდან გააბრუნეს და მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი - „მარგალიტი“ და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო გვექნება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. სასახლეში გამოიფინა აჭარელი ქალების მიერ შექმნილი განსაკუთრებული საგანძური, ხელით ნაქსოვი, ორნამენტებიანი „აჭარული ნაჭრელები“, რომლებმაც წინაპრების მიერ დატოვებული ეს უნიკალური ხელსაქმე ტრადიციად აქციეს. პრეზიდენტმა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველას დასაცავია, რომ მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელი იყოს ძველი ტრადიციების შენარჩუნება და გაძლიერება.
NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინაში სამხედრო დახმარება დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ - სტოლტენბერგი
„NATO-ს მოკავშირეებმა უნდა აჩვენონ პოლიტიკური ნება და სასწრაფოდ გაზარდონ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება უკრაინაში.“ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან და ამან რუსეთს საშუალება მისცა, რომ კიევის ჯარებისთვის უკან დახევა ეიძულებინა. უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ.“ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, NATO-ს მიმართ წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის მხარდაჭერა მაღალია. „ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს სჯერა, რომ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ბერლინი პუტინის გეგმების იმპერიალისტურ ბუნებას აცნობიერებს - ბერბოკი
ევროპას არ შეუძლია, უგულებელყოს პუტინის იმპერიული გეგმები და მტკიცედ უნდა შეუშალოს ხელი უკრაინაში მის გაბატონებას. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. ”პუტინის იმპერიალისტური გეგმები სცდება უკრაინის საზღვრებს. თუ ის არ შეაჩერეს უკრაინელებმა თავიანთი ქვეყნის აღმოსავლეთით, ომი ჩვენს კარამდე მოაღწევს,” - განაცხადა ბერბოკმა. „ეს თავიდან უნდა ავიცილოთ ერთობლივი ძალისხმევით და, შესაბამისად, უკრაინაში დახმარების გაზრდით, რაც დაიცავს მშვიდობას პოლონეთში, რუმინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთში, ისევე როგორც ნორვეგიაში - ქვეყნებშში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან რუსეთს ან უკრაინას,“ განმარტა გერმანელმა დიპლომატმა.
ჩვენმა ერმა გალობაში შეძენილი ცოდნა ტრადიციულ მრავალხმიანობასთან ერთად, ზოგადსაკაცობრიო ფენომენად აქცია - პატრიარქი
„ჩვენმა ერმა მაინც შეძლო, გალობაში შეძენილი ცოდნა თავისი შემოქმედებითი გენიით ისე განევითარებინა, რომ ტრადიციულ მრავალხმიანობასთან ერთად, იგი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენად იქცა.“ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილშია ნათქვამი, რომელიც ქართული გალობის 29 ტომეულის გამოცემას ეძღვნება. „ქართული გალობა დაეფუძნა ქართულ ლიტურგიკულ მწერლობასა და უძველეს ეროვნულ მრავალხმიანობას. ეს საეკლესიო ხელოვნება ჩვენი ერის იდენტობისა და მსოფლმხედველობის გამომხატველია. მისი ფესვები იერუსალიმის ეკლესიის ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ეს ბუნებრივია, რადგან X ს-ის ბოლომდე ჩვენ ღვთისმსახურების იერუსალიმურ წესს მივდევდით და ლიტურგიკული პრაქტიკაც იერუსალიმური გვქონდა; ხოლო X-XI საუკუნეებში იგი კონსტანტინეპოლურმა შეცვალა და დომინანტის მდგომარეობა მოიპოვა. ახალი წესის ჩვენთან დამკვიდრება ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს უკავშირდება, რომელთა შორის წმ. გიორგი მთაწმინდელის ღვაწლი გამორჩეულად დიდია. რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები შემდგომაც ხდებოდა, მაგრამ სამგალობლო-ლიტურგიკული ტექსტების ცვლილებების ახალი ტალღა XVIII ს-ის შუა წლებისთვის გამოიწვია სლავური საღვთისმსახურო კრებულების მიხედვით განხორციელებულმა ჩასწორებებმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ერმა მაინც შეძლო, გალობაში შეძენილი ცოდნა თავისი შემოქმედებითი გენიით ისე განევითარებინა, რომ ტრადიციულ მრავალხმიანობასთან ერთად, იგი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენად იქცა. XIX საუკუნეში მეფის რუსეთის რეჟიმმა, ქართულ ენასთან ერთად, ქართული გალობის აკრძალვაც მოინდომა, რათა ეროვნული იდენტობის ეს გამოვლინებანი (და სხვანიც) წაეშალა ჩვენში. შეიქმნა უნიკალური მემკვიდრეობის განადგურების საფრთხე, რაც შემდგომ, ათეისტური რეჟიმის პირობებში, კიდევ უფრო გამძაფრდა. სწორედ ამან განაპირობა საგალობლების ნოტებზე ჩაწერის აუცილებლობა. ეს პირველად 1842 წელს განხორციელდა (არქიმანდრიტ სოფრონ ერისთავისა და ანდრია მრევლიშვილის მიერ). საგალობელთა უდიდესი რაოდენობა კი, XIX საუკუნის 80-90-იან წლებში და XX საუკუნის დასაწყისში ჩაიწერეს. ამ საქმეს დიდი ამაგი დასდეს წმინდანად შერაცხულებმა: ილია მართალმა (ჭავჭავაძემ), ალექსანდრე და გაბრიელ ეპისკოპოსებმა, დიმიტრი ყიფიანმა. შეუფასებელი შრომა გასწიეს: წმინდა ფილიმონ ქორიძემ, ძმებმა კარბელაშვილებმა და ექვთიმე კერესელიძემ; ასევე დიდმა მოღვაწეებმა, - რაჟდენ ხუნდაძემ, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა, დავით ჩიჯავაძემ, დავით მოლოდინაშვილმა, მიხეილ ელიზბარაშვილმა, დიმიტრი არაყიშვილმა, ზაქარია ფალიაშვილმა, გრიგოლ ჩხიკვაძემ და სხვებმა. მათი მუშაკობით 10 000-ზე მეტი საგალობელი გადარჩა. XX საუკუნეში კი, ქართველი ფოლკლორისტების მიერ მოხდა შესანიშნავი მასალის ჩაწერა არტემ ერქომაიშვილისა და სხვა ოსტატებისაგან. შემდგომ უკვე საჭირო იყო ყოველივე ამის გაცოცხლება, მსმენელამდე მიტანა. ეს მისია ერის წინაშე ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა და მისმა ანსამბლებმა, - „გორდელამ“ და „რუსთავმა“ იტვირთეს და როგორც ჩვენს ხალხში, ისე მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში დიდი ინტერესი და სიყვარული დაიმსახურეს. საგალობლების ღვთისმსახურებაში გამოყენებით კი ეს მისია გააგრძელა ეკლესიამ. მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ანჩისხატის, სიონის, სვეტიცხოვლის, წმ. სამების საკათედრო ტაძრის გუნდები, ქ-ნი ლია სალაყაია და სხვა ლოტბარნი, რომლებიც ქალაქებსა თუ სოფლებში ერთგულად ემსახურებოდნენ ამ საღვთო საქმეს. მაგრამ ჩვენს დროში ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება-პოპულარიზაციის პროცესმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა და საჭირო გახდა არქივებში დაცული სანოტო ჩანაწერების გამოცემა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა (ხელმძღვანელი გიორგი დონაძე), კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ხელშეწყობით 2014 წლიდან დაიწყო ქართული საგალობლების გაციფრება, 2016 წლიდან კი, - გალობის ანთოლოგიის გამოცემა. და, აი, დღეს თქვენს წინაშეა ამ ანთოლოგიის 29 ტომი, რომელიც 6000-ზე მეტ საგალობელს მოიცავს. მათი უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა და გახდა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ეს არის უდიდესი შრომის შედეგი, რაც ძირითადად განხორციელდა წმ. სამების საკათედრო ტაძრის გუნდის ხელმძღვანელის, სვიმონ ჯანგულაშვილის და ჩვენი ცნობილი მგალობლის, ეთნომუსიკოლოგ ლევან ვეშაპიძის ხელმძღვანელობით, გამორჩეული მუსიკოლოგების, - ქ-ნ რუსუდან წურწუმიას, თამარ ჩხეიძის, ნინო რაზმაძის და მათი უცხოელი კოლეგების, - ბ-ნ ჯონ გრემისა და ერიკ ჰალვორსონის თანადგომით. მთელი ამ პროცესის გამორჩეული მონაწილეა, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, რომლის აღზრდილებიც საქართველოს მასშტაბით მოღვაწეობენ. დიდი მნიშვნელობის ფაქტია ისიც, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ბოლო 9 წლის მანძილზე ქვეყნის 32 მუნიციპალიტეტში დაარსდა სალოტბარო სკოლა, სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი უფასოდ სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობას. გამოცემული ტომეულები არამარტო გარანტიაა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა, არამედ, იგი ასევე დიდად შეუწყობს ხელს, როგორც აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ისე სალოტბარო სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული გალობის მრავალფეროვნებისა და სიღრმეების გაცნობასა და შესწავლას. მათ გარდა, ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი ხდება ყველა მუსიკოსის, მკვლევარისა თუ მოყვარულისათვის საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. და ბოლოს უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერისა და ფონდ „ქართული გალობის“ გარეშე დღევანდელი შედეგი ვერ მიიღწეოდა, ქართული გალობა ასე ვერ აღორძინდებოდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცულიც ვერ იქნებოდა. გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, რადგან ხელნაწერთა ნახევარზე მეტი დასაბეჭდია და ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენი. ამ ნოტებში მოცემულია ყველა დღესასწაულისა და საღვთისმსახურო განგების საგალობლები - 8 ხმის სისტების თუ სხვა ლიტურგიკული ტრადიციების თანახმად შექმნილი და სისტემატიზირებული ჰიმნები. საჭიროა მათი დაბრუნება ჩვენს ტაძრებში, რაც ქართული ღვთისმსახურების ოდინდელ დიდებულებას აღადგენს. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ქართული გალობის შექმნაში იღებდა მონაწილეობას და ისინიც, ვინც მის გადარჩენას, დაცვასა და გავრცელებას შეუწყვეს ხელი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესიის მგალობლები, ლოტბარები, დირიჟორები, გალობის მკვლევარნი და ამ საეკლესიო ხელოვნების გულშემატკივარნი.“ 14 მარტს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული გალობის 29 ტომეულის წარდგენა გაიმართა. წარდგენას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ. მიტროპოლიტმა შიომ დამსწრე საზოგადოებას ამ მოვლენასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო. პატრიარქის წერილში ხაზგასმულია, რომ საეკლესიო გალობა ჩვენი ერის იდენტობისა და მსოფლმხედველობის გამომხატველია და მისი ფესვები იერუსალიმის ეკლესიის ტრადიციებთან იყო დაკავშირებული. წერილში საუბარია იმაზე, თუ როგორ გადარჩა და დღემდე მოვიდა ქართული უნიკალური საგალობლები. ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ.
ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირში რუსული და ბელორუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ითხოვს
ლიეტივის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის დონეზე რუსული და ბელორუსული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას მოითხოვს. რეზოლუციას ერთხმად დაუჭირა მხარი სეიმის 107-მა დეპუტატმა. პარლამენტის წევრები მიმართავენ ევროკომისიას, სასწრაფოდ შეიმუშაოს კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირში რუსული და ბელორუსული მარცვლეულის იმპორტს აკრძალავს. ლიტვის სეიმი ასევე სთხოვს ევროკომისიას, უზრუნველყოს თანამშრომლობა და კოორდინაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რათა ეფექტიანად და ერთნაირად გამოიყენებოდეს ეს აკრძალვა ევროკავშირის მასშტაბით. ცალკე, რეზოლუციაში განიხილავენ ევროკავშირში რუსული და ბელორუსული საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას და, საჭიროების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნაკადის დარეგულირებას, უკრაინული პროდუქტების გამოყენებით. მედიის ცნობით, მომავალ კვირას ევროკომისია, სავარაუდოდ, წარადგენს წინადადებას რუსეთიდან და ბელორუსიდან მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვის შესახებ. ლატვიის პარლამენტი იყო პირველი, რომელმაც რუსეთიდან და ბელორუსიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე აკრძალვა 2025 წლის ივლისამდე შემოიღო. 8 მარტს პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია რუსული და ბელორუსული საკვები პროდუქტების იმპორტზე სანქციების დაწესების შესახებ.
რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა ხაკასეთის, კრასნოიარსკისა და ალთაის მხარეებში, ნოვოსიბირსკის, ტომსკისა და კემეროვოს ოლქებში, ასევე ალთაისა და ტუვას რესპუბლიკებში. საარჩევნო უბნები გაიხსნა ირკუტსკის ოლქსა და ბურიატეთშიც. ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს : ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან“, ნიკოლაი ხარიტონოვი „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან“ და ვლადისლავ დავანკოვი „ახალი ხალხის“ პარტიიდან. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი ოპოზიციური და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არ დაარეგისტრირა. 71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთის ფედერაციას 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით აპირებს. რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი, 4-წლიანი ვადით. პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს. 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა. ვლადიმერ პუტინი პირველი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი - 2018 წელს. 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა კიდევ ორი ვადით - 2024 და 2030 წლებში მიეცა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემისთვის 94 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი შეიქმნა და დაახლოებით 113.5 მილიონი ბიულეტენი დამზადდა. რთულად მისადგომ ადგილებში 25 თებერვლიდან ვადამდელი კენჭისყრა იმართებოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში“. რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებულ და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას.
მაკრონი დასავლეთის ჯარების უკრაინაში ყოფნას არ გამორიცხავს
საფრანგეთის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ არ უნდა გამოირიცხოს დასავლეთის ძალების რუსეთში გაგზავნის შესაძლებლობა. ინტერვიუში, რომელიც მაკრონმა საფრანგეთის სახელმწიფო ტელევიზიას მისცა, მას ჰკითხეს, დასავლეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესახებ, რაც მან საჯაროდ გამოაცხადა გასულ თვეში. „დღეს არ ვართ იმ სიტუაციაში, მაგრამ ყველა ვარიანტი შესაძლებელია. მაკრონმა, რომელიც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, უარი განაცხადა, აღეწერა, რა ვითარებაში იქნება საფრანგეთის მზად, ჯარი გააგზავნოს უკრაინაში. მან გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, არ გამოავლინონ სისუსტე რუსეთის მიმართ. ემანუელ მაკრონი გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროპის უსაფრთხოება სასწორზე დევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოება უკრაინაში „საფრთხის წინაშეა“ და რომ რუსეთის გამარჯვება კიევის წინააღმდეგ, „ნულამდე შეამცირებს ევროპისადმი სანდოობას." მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მზადაა, უზრუნველყოს რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს უკრაინაში. მოკავშირეებს კი მოუწოდა, არ დააწესონ ერთგვარი ლიმიტი უკრაინის დახმარებაზე. "ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს უკრაინის დახმარების „შეზღუდვას“, „ირჩევს დამარცხებას." აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ერთ დღეს დადგება დრო, როცა რუსეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება, "პირველ რიგში, ეს ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პუტინი აღარ იყოს პასუხისმგებელი პირი რუსეთში." ამავე სატელევიზიო გამოსვლაში მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არასოდეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ შეტევის ინიციატორი და რომ პარიზი არ ომობს მოსკოვთან. საფრანგეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას 2023 წლის ზაფხულიდან განიხილავს - Le Monde
ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს უკრაინის დახმარების შეზღუდვას, ირჩევს დამარცხებას - მაკრონი
ემანუელ მაკრონი გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროპის უსაფრთხოება სასწორზე დევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოება უკრაინაში „საფრთხის წინაშეა“ და რომ რუსეთის გამარჯვება კიევის წინააღმდეგ, „ნულამდე შეამცირებს ევროპისადმი სანდოობას." მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მზადაა, უზრუნველყოს რომ რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს უკრაინაში. მოკავშირეებს კი მოუწოდა, არ დააწესონ ერთგვარი ლიმიტი უკრაინის დახმარებაზე. "ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს უკრაინის დახმარების „შეზღუდვას“, „ირჩევს დამარცხებას." აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ერთ დღეს დადგება დრო, როცა რუსეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება, "პირველ რიგში, ეს ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პუტინი აღარ იყოს პასუხისმგებელი პირი რუსეთში." ამავე სატელევიზიო გამოსვლაში მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არასოდეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ შეტევის ინიციატორი და რომ პარიზი არ ომობს მოსკოვთან. საფრანგეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას 2023 წლის ზაფხულიდან განიხილავს - Le Monde
ბულგარეთმა უკრაინას 100 ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა
ბულგარეთმა უკრაინას 87 000 ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პირველი პარტია გაუგზავნა. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, თოდორ თაგარევმა განაცხადა, რომ უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორი წარმატებით გაიგზავნა. მისი თქმით, დახმარების მიწოდების პროცესი ლოგისტიკურ სირთულეებს მოიცავდა, რის გამოც, ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირების ოპერაცია 29 იანვარს დაიწყო და 30 ვაგონისგან შემდგარი პირველი კოლონა უკრაინაში მხოლოდ მარტის დასაწყისში გაემგზავრა. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა ოპერაციაში მონაწილე 240 სამხედრო მოსამსახურის თავდადება შეაქო.
იტალიაში სუნამოების ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, აველინოს პროვინციაში სუნამოების ქურდობის ფაქტზე საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, კაცმა ძვირადღირებული სუნამოების ექვსი შეკვრა მოიპარა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ დააკავა. იტალიური მედია წერს, რომ კაცს ასევე მოუწევს პასუხისგება ათი დღის წინ სხვა პარფიუმერულ მაღაზიაში ჩადენილ ქურდობაზეც, რომლის ძარცვის ფაქტიც სათვალთვალო სისტემის კამერებმა დააფიქსირეს. დაკავებული ჭკვიანი სათვალის საშუალებით იმ მაღაზიის ვიდეო გადაღებას წინასწარ აწარმოებდა, რომლის გაძარცვასაც აპირებდა.
რუსეთმა უკრაინაში, ვინიცაზე მიიტანა იერიში, არის მსხვერპლი
რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ვინიცის ოლქში საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის განცხადებით, ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. სამუშაოები ნანგრევების გასასუფთავებლად გრძელდება“, - აცხადებს სერგეი ბორზოვი. მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონები დაფიქსირდა სუმის ოლქშიც. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ კიევის ოლქში, დედაქალაქის მისადგომებთან, საჰაერო თავდაცვა მოქმედებს.
უკრაინა და უნგრეთი მომავალ კვირას სამთავრობოთაშორის შეხვედრას გამართავენ
უკრაინა და უნგრეთი მომავალ კვირას სამთავრობოთაშორის შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები და სამომავლო განვითარების გზები განიხილეს. "პრეზიდენტი ოფისის ხელმძღვანელი და უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი მომავალ კვირას სამთავრობო დონეზე გუნდებს შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების თანახმად, ერმაკმა და სიიარტომ პირადი კონტაქტის აუცილებლობის თაობაზე აღნიშნეს, და “ორმხრივი დღის წესრიგის რთული საკითხების” მოგვარებისთვის რეგულარული კავშირის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.
საბრძოლო მოქმედებების გამო, რუსეთს ბელგოროდის ოლქიდან რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია დასჭირდა
უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის და კურსკის ოლქების ზოგიერთ რაიონს უკვე რამდენიმე დღეა, უტევენ შეიარაღებული ჯგუფები, რომელთა წევრები აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. დღეს, 15 მარტს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფლებიდან: გორა-პოდოლი, გლოტოვო და კოზინკა ევაკუირებულია 400-მდე ადამიანი. 14 მარტს, ღამით გავრცელებული ცნობებით, კოზინკის რაიონში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა. შუაღამის შემდეგ გუბერნატორმა გლადკოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ კოზინკაში „ძალიან სერიოზული ნგრევაა“. ამასთან, „ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე „უკრაინის ჯარები არ არიან“ და ბრძოლა ოლქის საზღვრებს მიღმა მიმდინარეობს. ამას უარყოფენ მოხალისეთა ჯგუფები. მათი ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეა. ამ კვირაში პირველი ცნობები, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებთან საზღვარი გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“, 12 მარტს გავრცელდა. რუსეთს ეს ფორმირებები ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.
ინდოეთი რუსული ESPO-ს მარკის ნავთობის შესყიდვებს აჩერებს - მედია
ინდოეთი, რომელიც რუსეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი გახდა, ორი თვეა, რუსული პრემიუმის ტიპის რესურსი არ შეუძენია. გასულ წელს ESPO-ს ხარისხის მიწოდების კუთხით, ინდოეთში საშუალოდ დღეში, დაახლოებით 95 ათასი ბარელი იტვირთებოდა, ხოლო 2022 წელს - 60 ათასი ბარელი დღეში. მაგრამ მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში იმპორტი შეჩერდა. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ESPO გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე ზეთია (0,6%-ზე ნაკლები), რომელსაც რუსეთი აზიას აღმოსავლეთ ციმბირის საბადოებიდან აწვდის. ESPO-ს კვოტები ყოველთვის აჭარბებდა რუსულ ნავთობზე დაწესებულ ზედა ზღვარს, 60 დოლარს, რომელიც G7-ის ქვეყნებმა სანქციების ფარგლებში დააწესეს. ინდოეთმა ESPO-ს იმპორტი მას შემდეგ გაზარდა, რაც ზოგიერთმა მყიდველმა 2022 წელს სანქციების გამო, მის შესყიდვაზე უარი განაცხადა. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ იმპორტი შეწყვიტეს. თუმცა, ბოლო თვეებში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ინდოეთის მიერ ESPO-ზე უარის თქმა დაემთხვა იმ ფაქტს, რომ 2023 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის ფასზე დაწესებული ზედა ზღვარის პირობები გაამკაცრა. ინდოეთმა ასევე შეამცირა რუსული ნავთობის კიდევ ერთი პრემიუმ კლასის - სოკოლის მიწოდება. იმპორტის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გადახდებთან დაკავშირებული პრობლემებია, რამაც ჯერ კიდევ დეკემბერში განაპირობა ის, რომ რუსეთიდან ინდოეთის ბაზარზე ნავთობის მიწოდება პიკთან შედარებით მესამედით - დღეში 1,48 მილიონ ბარელამდე შემცირდა. იმავდროულად, რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა (FCS) 2024 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მკვეთრი შემცირება დააფიქსირა. კერძოდ, ექსპორტი 14,2%-ით შემცირდა და მან 28,7 მლრდ აშშ დოლარამდე შეადგინა, რაც პირველ რიგში ნავთობზე ფასების ვარდნით იყო განპირობებული. ამავდროულად, როგორც ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, საექსპორტო შემოსავლები ქვეყანაში დაახლოებით ორი თვის დაგვიანებით დაიწყო. წელს ცენტრალური ბანკი ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემცირებას პროგნოზირებს, რაც შესაძლოა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იმართება
ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჯეიჰუნ ბაირამოვის, ჰაკან ფიდანისა და ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ჰეიდარ ალიევის ცენტრში მიმდინარეობს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და მისი გაძლიერების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში სექტორული კავშირების განვითარების შესაძლებლობასა და მის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც სამი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზე. სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ პირველად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ანკარაში შეხვედრისას ისაუბრა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
„შუადღე პუტინის წინააღმდეგ" - საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციების მონაწილეებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
17 მარტს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ" იგეგმება, რომლის ინიციატორი სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი დეპუტატი, მაქსიმ რეზნიკია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აქციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა საზოგადოებას პოლიტიკოსის უკანასკნელი სურვილების ასრულებისკენ მოუწოდეს და ვლადიმერ პუტინის ყველა ოპონენტს შესთავაზეს, 17 მარტს, 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე ერთდროულად მივიდნენ. მოსკოვის პროკურატურამ ქალაქის საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა. იუწყება Meduza. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინტერნეტში ვრცელდება მოწოდება 17 მარტს, 12:00 საათზე „საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მიზნით, მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად“. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არც მითითებული საჯარო მასობრივი ღონისძიებები და არც ის ადგილები, სადაც ისინი ტარდება არ არის დამტკიცებული ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონით დადგენილი წესით და, შესაბამისად, ამ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა ისჯება რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით,“ - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. უწყების განმარტებით, „უკანონო ქმედებებმა შეიძლება, ხელი შეუშალოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებას და საარჩევნო კომისიის მუშაობის თავისუფლად განხორციელებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
უკრაინა რუსების მიერ გაშვებული 27-ვე დრონის გაანადგურების შესახებ იუწყება
რუსმა სამხედროებმა წუხელ, უკრაინას Shahed-ის ტიპის 27 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, 15 მარტის ღამეს ოკუპანტებმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს S-300/S-400 ტიპის 7 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს, პოლტავის ოლქს - X-59 მართვადი რაკეტით და უკრაინის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილს Shahed-ის ტიპის 27 უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინელებმა "შაჰედები" კიროვოგრადის, მიკოლაივის, ხარკოვის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცის და კიევის ოლქებში ჩამოაგდეს. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს. არის მსხვერპლი.