ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირის რკინიგზაზე რუსი ჰაკერების თავდასხმების რიცხვი იზრდება - ჩეხეთი
რუსეთს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში, ევროპის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანების „ათასობით მცდელობა“ ჰქონდა. ამის შესახებ ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარტინ კუპკამ ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ს განუცხადა. ჩეხი მინისტრის თქმით, ეს, პირველ რიგში, ჰაკერულ თავდასხმებს ეხება. მათ სამიზნეს კი, რკინიგზის ოპერატორები, კერძოდ, ჩეხეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის განგაშის სისტემები და კომპიუტერულ სისტემები წარმოადგენენ. წარსულში ერთ-ერთი ასეთი თავდასხმისას, ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა გაითიშა. კუპკამ გამოთქვა შიში, რომ ასეთმა თავდასხმებმა შეიძლება, გამოიწვიოს განგაშის სისტემების მუშაობის მწყობრიდან გამოყვანა, რასაც, თავის მხრივ, შეიძლება, სერიოზული სარკინიგზო ავარია მოჰყვეს. ჩეხმა მინისტრმა სიტუაციას "საკმაოდ რთული" უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ჰაკერული თავდასხმებისგან დაცვა კარგად მუშაობს. ჩეხეთის მინისტრის სიტყვებიდან არ არის ნათელი, ბილეთების გაყიდვის სისტემის მწყობრიდან გამოყვანის გარდა, მიაღწია თუ არა სავარაუდო რუსულმა ჰაკერულმა თავდასხმამ სხვა რაიმე მიზანს. ბოლო დროს ჩეხეთში გაიზარდა სიგნალიზაციის სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებული სარკინიგზო ინციდენტების რაოდენობა, მაგრამ არცერთი მათგანი, ოფიციალური მონაცემებით, არ ყოფილა სისტემაში გარე ჩარევასთან დაკავშირებული. „მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული თავდასხმები კარგად არის დოკუმენტირებული, ნაკლებად ცნობილია სატრანსპორტო სისტემებზე ასეთი თავდასხმების შესახებ,“ წერს FT. პირველად, ასეთი მცდელობები გასულ წელს დაფიქსირდა, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს შეტყობინებაში ნახსენები იყო რუსულენოვანი ჰაკერული ჯგუფების შესახებ, რომლის სამიზნეს ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და რუმინეთის რკინიგზები წარმოადგენდა.
რუსეთის მოროზოვსკის აეროდრომზე განადგურებულია სულ მცირე ექვსი ბომბდამშენი - უკრაინული წყარო
რუსეთის როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დღევანდელი შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თავდაცვის ძალებთან ერთად მოაწყო. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია სულ მცირე 6 საბრძოლო თვითმფრინავი და 8 დაზიანებულია. უკრაინული მხარის თანახმად, მოროზოვსკის აეროდრომზე დისლოცირებული არიან სუ-24 და სუ-34 ტიპის ბომბდამშენები, რომლებსაც რუსეთი იყენებს ფრონტისპირა უკრაინული ქალაქების და უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების დასაბომბად. უკრაინასთან მოსაზღვრე როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში ძლიერი აფეთქებები გამთენიისას მოხდა. რუსული ტელეგრამ-არხები, მათ შორის, პროპაგანდისტული რესურსები წერდნენ, რომ მოროზოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა“ იყო. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით როსტოვის ოლქში გაანადგურეს უკრაინის 44 უპილოტო საფრენი აპარატი.
საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.თ.-მ, მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები 1993 წელს დაბადებული ვ.თ; 1965 წელს დაბადებული ბ.ო; 1996 წელს დაბადებული ო.გ. და 1992 წელს დაბადებული რ.გ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნორვეგია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ორ კანონპროექტებს აკრიტიკებს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს აკრიტიკებს. “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონსტიტუციო ცვლილებები დაინიცირდა „ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივებით "უცხოური გავლენებისა" და "ოჯახის ღირებულებების" შესახებ, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებასა და LGBTQI+ პირების სტიგმატიზებას ემსახურება, რაც ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, ქართულ დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ გზას," - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება სოციალური პლატფორმა X-ის საშუალებით. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
PACE-ს თანამომხსენებლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნას მოითხოვენ
საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის გამო, დღეს ღრმა შეშფოთება გამოხატეს. "უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის შარშან გატანასაც ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რაც ჩვენ ამ კანონის პირველად შემოღებისას ვთქვით, ამ წინადადებაზეც ძალაში რჩება - არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან," - წერენ თანამომხსენებლები. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
NATO-ს მაღალჩინოსანმა უკრაინაში სამხედრო წვრთნების შესაძლო განახლებაზე კომენტარი გააკეთა
უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის სამხედრო წვრთნების შესაძლო განახლების საკითხი NATO-ში ჯერ არ დგას დღის წესრიგში. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა. უკრაინის შიგნით სამხედრო წვრთნების განახლების შესახებ დისკუსიების კომენტირებისას, ალიანსის თანამოსაუბრემ აღნიშნა: „ამჟამად ეს არ არის დღის წესრიგში.“ მან უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე NATO-ს წევრი ლიდერების ცალკეულ განცხადებებზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს თანამშრომლობის სხვა სფეროები - როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური - სადაც კიევი აგრძელებს დიალოგს ალიანსთან და იღებს დახმარებას. „დავამატებ, რომ ამჟამად არ იგეგმება ჯარების გაგზავნა უკრაინაში რაიმე ფორმით,“ - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. გასულ თვეში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სასწავლო მისიები უნდა ჩატარდეს უკრაინაში, რადგან ეს გაამარტივებდა ლოგისტიკას. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პოზიციის ფონზე გაკეთდა, რომ „დასავლეთის ჯარების შესაძლო გაგზავნა უკრაინაში არ არის გამორიცხული.“
დაზვერვის სამსახურს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა. ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი გაზსადენის შეკეთება დასრულდა
Balticconnector-ის გაზსადენის რემონტი, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს აკავშირებს, და დაზიანდა 2023 წლის ოქტომბერში, დაგეგმილის მიხედვით დასრულდა. ამის შესახებ ფინურმა კომპანია Gasgrid-მა განაცხადა. გასგრიდის განცხადებით, ასევე შემოწმდა მილის გაჟონვა და გამძლეობა. ახლა დაწყებულია სამუშაო მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვების მოსამზადებლად. Gasgrid-ის შეფასებით, მილსადენი ექსპლუატაციაში 22 აპრილს შევა. ფინეთსა და ესტონეთს შორის გამავალი Balticconnector-ის გაზსადენის დაზიანება 7–8 ოქტომბრის ღამეს აღმოაჩინეს. დაზიანების შედეგად გაზის ტრანსპორტირება შეწყდა. წინასწარი გამოძიების შემდეგ, ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილა ჩინურ გემ NewNew Polar Bear-ზე, რომელიც იმ მხარეში იმყოფებოდა, როდესაც ინფრასტრუქტურა დააზიანა. ფინეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ გემი ზღვის ფსკერზე იყო მიმაგრებული, გაწყვიტა მილსადენი და მრავალი სატელეკომუნიკაციო კაბელი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ადრე განაცხადა, რომ გამოძიების ხანგრძლივობა "დამოკიდებულია ჩინეთზე და იმაზე, თუ რამდენად მზად არის ის თანამშრომლობისთვის." Baltic Connector-ი კომერციულ ექსპლუატაციაში 2020 წლის დასაწყისში შევიდა და ფინეთ-ესტონეთი ორმხრივი მიწოდების გაზსადენით დააკავშირა. ფინეთის პოლიციის ცნობით, დაზიანებულ Balticconnector-თან ნაპოვნი ღუზა სავარაუდოდ, ჩინურ გემს ეკუთვნის
აშშ რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდების გამო, სანქციებს აწესებს
შეერთებული შტატები აგრძელებს ქმედებებს ირანისა და მისი გადამზიდავი კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც იარაღს აგზავნიან რუსეთში. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იტყობინება. დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) Oceanlink Maritime DMCC-ისა და მისი გემების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Oceanlink-ი ათზე მეტი ხომალდისგან შემდგარ ფლოტს მართავს , რომლებიც ღრმად არიან ჩართულბი ირანული საქონლის გადაზიდვაში,“ განმარტეს ხაზინაში. აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილის ბრაიან ნელსონის თქმით, ვაშინგტონი ორიენტირებულია ირანის შესაძლებლობების შესუსტებაზე, დააფინანსოს თავისი ტერორისტული მარიონეტები და მისი ფილიალები, ასევე, მხარი დაუჭიროს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირის ლიდერებმა ირანი მარტში გააფრთხილეს, რომ ის ევროკავშირის საპასუხო მოქმედების წინაშე აღმოჩნდებოდა, თუ თეირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემდა.
შსს ადიგენზე: სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა ადიგენში, მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მისულ საზოგადოებას მიმართავს. უწყება განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონით დაგდენილ გამოხატვის თავისუფლებას არ გასცდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში. მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,” - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, დღეს, 5 აპრილს, დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე, იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ორსართულიანი შენობა მუსლიმი თემის ერთ-ერთ წევრის, მერაბ მიქელაძის საკუთრებაა. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმები კერო სივრცეში აღავლენენ ლოცვას, გარეთ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს „სახლი მეჩეთად არ შეიძლება იქცეს.“
ნორვეგია გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას, თუმცა ასეთი გეგმები ჯერ არ არსებობს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბრები, რომელიც გაიმართა უკრაინაში დასავლური ჯარების პოტენციურ გაგზავნაზე, რეალურად არ ეხებოდა საბრძოლო დანაყოფებს რუსულ ძალებთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის. „ამჟამად ჩვენ არ ვაპირებთ ჯარების გაგზავნას. არ მგონია, ბევრ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი გეგმები. მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში, არ ვფიქრობ, რომ პრინციპში რაიმე უნდა გამოვრიცხოთ,” - აღნიშნა ეიდემ. მისი თქმით, NATO-ს სურს, უკრაინის მხარდაჭერა იმ დონეზე, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს და რუსეთმა ვერ შეძლოს გამარჯვება. „მაგრამ არ არის სურვილი, ვიყოთ ომში პირდაპირი მხარე, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს მსოფლიო ომი, რომლის დანახვა ჩვენ არ გვინდა,“ - განაცხადა მინისტრმა. მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნა არ არის გამორიცხული.
ლიეტუვა უკრაინელი სამხედროებისთვის რეაბილიტაციის სპეციალურ პროგრამას იწყებს
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს და ამ მიზნით დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ მან უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სერიოზული მომზადების შემდეგ, დღეს ლიეტუვა იწყებს სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამას დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის,“ - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა. "ჩვენ გამოვყოფთ დაახლოებით 15 მილიონ ევროს ამ პროგრამებისთვის სხვადასხვა წყაროდან და განვითარების პროგრამიდან. ასევე ვიმედოვნებთ, რომ სხვა დონორებიც შემოგვიერთდებიან," - დასძინა ლიეტუვის პრემიერმა. მან ასევე განაცხადა, რომ ლიეტუვა აპირებს, შეიძინოს დაახლოებით 3000 ადგილობრივი წარმოების დრონი უკრაინელი სამხედროებისთვის გადასაცემად. პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი პარასკევს ლიეტუვაში იმყოფება.
2022 წლის თებერვლიდან კრემლმა 180 კერძო კომპანია დაისაკუთრა - ბრიტანული დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით,, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სახელმწიფო კონტროლი დაამყარა 180-მდე კომპანიაზე, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 11,5 მილიარდი დოლარია. დაზვერვის თანახმად. რუსეთის ხელისუფლება დაყადაღებულ აქტივებს კრემლის იმ ერთგულ ბიზნესმენებს შორის ანაწილებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს. ბრიტანეთის სადაზვერვო უწყება ამ ნაბიჯებს ასევე უკავშირებს პრეზიდენტ პუტინის 2024 წლის თებერვლის მიმართვას, რომელშიც უკრაინაში ომის გავლენის ქვეშ ქვეყანაში ახალი ელიტის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა. „პრიორიტეტულია უცხოური მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების კომპანიები. ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია სახელმწიფოს სურვილით, შეამციროს უცხოური (კერძოდ, დასავლური) კავშირები რუსეთის ეკონომიკასთან," - ნათქვამია ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის დასკვნაში. სახელმწიფოს საკუთრებაში საწარმოების დაბრუნებას არც რუსეთის ხელისუფლება არ უარყოფს, მაგრამ მოსკოვი აცხადებს, რომ საქმე ეხება მხოლოდ სამხედრო პროფილის საწარმოებს, რომლებიც კერძო პირთა საკუთრებაში მოხვდა. 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მეშვეობით სახელმწიფო საკუთრებაში 333 მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების სამხედრო-სამრეწველო პროფილის 15 საწარმო დააბრუნა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა გაზეთ "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა. რუსეთის მასშტაბით სამხედრო ქარხნების ასეთ აქტიურ განვითარებას სამხედრო ექსპერტები იმით ხსნიან, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, არ აპირებს ომის დასრულებას უახლოეს წლებში და, შესაბამისად, ასობით მილიარდ რუბლს ხარჯავს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. 2022 წელს რუსეთში ინფლაციამ 11.94% შეადგინა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის სამხედრო ხარჯების ზრდა ინფლაციას აძლიერებს და რუსეთის მთავრობას აიძულებს რთული გადაწყვეტილებების მიღებას. ამის შესახებდიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა 23 ოქტომბერს წერდა.
კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება, მოჰყვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას
„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილ ი განმარტავს, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება, მოჰყვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. მის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ: „შესაძლებელია თუ არა, რომ ჩამოგვერთვას ევროკავშირის წევრობის კანდიტატის სტატუსი?„ „დიახ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, ასეთ შესაძლებლობას იძლევა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ახალი მეთოდოლოგია, რომელიც 2020 წელს დამტკიცებულ ევროკომისიის კომუნიკაციაში აისახა. კერძოდ, კომუნიკაცია ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესს ეხება და დეტალურად აღწერს როგორც რეფორმებში დაწინაურებული ქვეყნების წახალისებას (დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, ან სხვა სახის შესაძებლობები) ასევე, იმ ქვეყნების "დასჯას" რომლებიც სისტემურ უკუსვლას განიცდიან, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებისა და დემეკრატიული განვითარების საქმეში. როგორ შეიძლება "დაისაჯოს" ქვეყანა? კომუნიკაცია პირდაპირ სთავაზობს, რომ უბრალო უმრავლესობით კენჭისყრის საფუძველზე ასეთ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები - შეუმცირდეს დახმარება, შეჩერდეს მასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ან მძიმე შემთხვევაში სრულიად გაუქმდეს ის. ამ დრომდე მოლაპარაკებების გაუქმების პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. მაგალითად, თურქეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია 2015 წლიდან, მაგრამ არა - გაუქმებული. ევროკომისიის აღნიშნული კომუნიკაცია შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე (შესვლის შემდეგ, თუ პრესრელიზზე მეტად დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ შეგიძლიათ, იქვე ჩამოტვირთოთ ევროკომისიის აღნიშნუკლი კომუნიკაცია). აღნიშნული ცვლილება უდაოდ შეიძლება იყოს გამოყენებული ასევე კანდიდატის სტატუსის "გაუქმების" მიზნითვისაც. თუმცა ეს არ არის დაკონკრეტებული კომუნიკაციაში, მაგრამ მხოლოდ ჩანაწერის ინტერპრეტაციის საკითხია და ისეთი ნორმის არ არსებობის პირობებში, რომელიც კანდიდატის სტატუსის გაწვევას აკრძალავდა, პოლიტიკური ნება ყველაფერს გადაწყვეტს. თუ "რევერსის" შესაძლებლობა დაშვებულია უფრო მაღალი სტატუსის (მოლაპარაკებების) მიმართ, მიდგომა შესაძლოა, გავრცელდეს უფრო დაბალი სტატუსის მიმართაც. მართალია, ეს უკიდურესი ზომაა, მაგრამ არ ღირს ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა. საქართველო, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიეცა გარკვეული პირობებით (9 ნაბიჯი), ამ პირობების შეუსრულებლობისა და რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის მხრიდან უპრეცენდენტო გადაწყვეტილების პირველი მსხვერპლი, კერძოდ კი ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი. ვიმეორებ, რომ ეს თეორიული შესაძლებლობაა, მაგრამ შედეგი სრულად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენენ ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. საჭიროა ასევე ვიცოდეთ, რომ ასეთი "რევერსისთვის" გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 14 წევრის მიერ მხარდაჭერა, ანუ უბრალო უმრავლესობა,“ წერს ექსპერტი Facebook-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
„უცხო ძალა“ ნამდვილად არ ჟღერს ძალიან მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ დახმარება პარტნიორი ქვეყნისგან მოდის - ჩეხეთის ელჩი
ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ხელახლა სცადოს „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში - სიტყვა - „უცხო ძალა“, ნამდვილად არ ჟღერს ძალიან მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორი ქვეყნისგან მოდის,“ წერს კუბერნატი სოციალურ პლატფორმა X-ზე. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
„ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას ნათლად გავაცანით“ - სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებაზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. „ჩვენ ღრმად ვართ შეფოთებულები საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რომელიც ეფუძნება გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას,“ წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაში. აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. შესაბამისი პოსტი სოციალურ პლატფორმა X-ზე მეთიუ მილერმა დღეს, ზემოთ აღნიშნულ განცხადებამდე განათავსა. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს,“ - წერს მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
სასწორზე ქართველი ხალხის მომავალი დევს - ევროპის 12 ქვეყნის საგარეო კომიტეტები
ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივი წერილით აკრიტიკებენ საქართველოში ხელახლა ინიციირებულ „უცხოეთის აგენტების“ კანონს. შესაბამის ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. განცხადების ავტორები - ევროკავშირის 10 ქვეყნის, ასევე, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო კომიტეტთა ხელძღვანელები „ოცნების“ ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს უწოდებენ „თავისი შინაარსით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონის ზუსტ ასლს.“ ისინი გამოხატავენ „ღრმა შეშფოთებას“ „ამ რუსული სტილის კანონის მიზნების გამო“, კანონისა, რომელიც, მათი განცხადების თანახმად, „შემუშავებულია საქართველოს ენერგიული პრო-დასავლური სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზების და დასასუტების მიზნით.“ კომიტეტთა თავმჯდომარეების განცხადებით, კანონის ხელახლა ინიციირება „სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს.“ მათი შეფასებით, ინიციატივა „აგრესიული ნაბიჯია საქართველოს ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის წინააღმდეგ.“ განცხადების ავტორები ქვეყანას შეახსენებენ, რომ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ ის განახორციელებს 12 ნაბიჯს, რაც ევროკომისიის ანგარიშშია განსაზღვრული, რათა გაწევრების მოლაპარაკებები დაიწყოს, - ხოლო ამ დროისთვის მხოლოდ სამი რეკომენდაციაა შესრულებული.“ „ასევე, შეგახსენებთ, რომ მე-9 ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლად ოპერირება უნდა შეეძლოს, პირველი ნაბიჯი კი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციას“. „მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რამეთუ ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ნაკისრ ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი“, - წერია განცხადებაში. „გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს სიმწიფესა და მონდომებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, ხელმძღვანელობს ღირებულებებით დასავლური ლიბერალური დემოკრატია. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას. განცხადების ავტორები არიან: გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატა, ალიშა კერნზი; დანიის ფოლკეტინგი, მიხაელ აასტრუპ იენსენი; ესტონეთის რიიგიკოგუ, მარკო მიკელსონო; საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა, ჟან ლუი ბურლანჟი; გერმანიის ბუნდესტაგი, მიხაელ როთი; ირლანდიის ოირიახტასი, ჩარლი ფელეგანი; იტალიის დეპუტატთა პალატა, ჯულიო ტრემონტი; ლატვიის სეიმი, რიჰარდ კოლსი; ლიეტუვის სეიმი, ჟიგიმანტას პავილიონისი; პოლონეთის სენატი, ბოგდან კლიჩი; ნორვეგიის სტორთინგი, ინე ერიკსენ სორეიდე; ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატის, სენატისა და დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კოიმტეტის თავმჯდომარეები, მარეკ ზენიშეკი და პაველ ფიშერი. „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას.
პაპუაშვილი „აგენტების კანონზე“: ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი?!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიციირებისა და მიღების სურვილს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით ხსნის. შესაბამისი კომნეტარი მან პარლამენტში გააკეთა, როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ამ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ხელს ხომ არ შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. „რა გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი ? ანუ ის, რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ის, რასაც აკეთებს ევროპარლამენტი და ევროკავშირი ახლა, როდესაც დირექტივას იღებენ, იგივე მიდგომა რომ ჩვენც გვქონდეს, ეს არ არის ევროპული? - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას. მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა არის ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხი. „ერთადერთი სუბიექტი, ვისაც ამ საკითხზე შეუძლია იმსჯელოს, ეს არის ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება. სხვა ქვეყანას ჩვენი უსაფრთხოების საკითხებში ცოდნაც და კომპეტენციაც და მანდატიც არ აქვს. ეს მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხმა, შეგვიძლია განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც საფრთხეები ყველა მხრიდანაა, ფაქტობრივად, მათ შორის, სხვადასხვა სახის, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხიც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ვიცოდეთ თუ რა ფული შემოდის და რაზე იხარჯება. ერთადერთი, რაზეც დგას ეს ყალბი კამპანია, ერთადერთი ხაზი აქვთ, ეს არის ყვირილით საღი აზრის ჩახშობა. არ მოდის არც ერთი საღი არგუმენტი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ყოფილი დეპუტატის შოთა შალელაშვილის მეუღლემ „ტვ 24“ იყიდა
„ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატისა და ბიზნესმენ შოთა შალელაშვილის ცოლმა ირა ფიჩხაძემ, ტელე-რადიო კომპანია „ტვ 24“ იყიდა. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ არაერთ ცნობილ ჟურნალისტთან. ტელევიზია საცდელ მაუწყებლობის დაწყებას აპრილის ბოლოს გეგმავს. შოთა შალელაშვილი პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. როგორც შოთა შალელაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, მისმა ცოლმა ტელევიზიის ყიდვის გადაწყვეტილება თავად მიიღო იმის გამო, რომ ქვეყანაში „ობიექტური ტელევიზია არ არსებობს.“
აშშ-ში მიწისძვრა მოხდა
აშშ-ში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა . ამერიკის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ-ჯერსის ქალაქ ლებანონში იყო. მიწისქვეშა ბიძგები დილის 10-23 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა ნიუ-იორკშიც. „ჩემი გუნდი აფასებს ზემოქმედებას და ნებისმიერ ზიანს, რომელიც შეიძლება, გამოწვეულიყო და საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მივაწვდით ინფორმაციას,“ - დაწერა ნიუ-იორკის გუბერნატორმა სოციალურ პლატფორმა X-ის საშუალებით.