ძებნის რეზულტატი:

მორგოშიას თქმით, ალტ-ინფომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა

პრორუსული "ალტ ინფო" 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პრორუსული მოძრაობის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია საკუთარ Facebook გვერდზე წერს. კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ” სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა. გილოცავთ თანამებრძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება," წერს კონსტანტინე მორგოშია. განახლება: როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკოში განუცხადეს, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ ადმინისტრაციაში შეტანილი ხელმოწერების შემოწმება დასრულდა და რეგისტრაციისთვის პროცედურები გრძელდება. „პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას არეგულირებს კანონი და დარეგისტრირდება ყველა, ვინც გაივლის კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოს“ ცესკოში შემოტანილი ჰქონდა 50 608 ხელმოწერა, ამ ეტაპზე დასრულებულია ხელმოწერების შემოწმება და მიღებულია შესაბამისი აქტი. ამჟამად გრძელდება პროცედურები, საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციისთვის კანონი ადგენს 10-დღიან ვადას. ყველა ეტაპის გავლის და რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო,“ - აცხადებენ ცესკო-ში.  

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გააგრძელა

ფინეთი რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების დახურვას განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივებს. „ამ გაზაფხულზე ჩვენ ვერაფერი ვნახეთ, რაც მიგვიყვანდა დასკვნამდე, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა. ფინეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, რუსეთთან საზღვარზე რამდენიმე პუნქტის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ შეზღუდვები 2024 წლის 18 თებერვლამდე გაგრძელდებოდა. ფინეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რუსეთის მესაზღვრეები უსაბუთო ადამიანებს უფლებას აძლევენ, თავიანთი საგუშაგოების გავლით შევიდნენ ფინეთში, თუმცა ისინი ამას არ უნდა აკეთებდნენ. „სიტუაციას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვინდა, ვიზრუნოთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ. ორპოს განცხადებით, რუსი მესაზღვრეები თავშესაფრის მაძიებლებს საზღვართან მისვლაშიც კი ეხმარებიან. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებული მანქანებიც აკრძალა.  

ევროპის საბჭოს გენმდივანი: ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძოა

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „გასულ წელს, ქართველ ბევრ მეგობართან ერთად მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადების გაწვევას. დღეს ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა რჩება საკვანძო,“ აღნიშნავს ბურიჩი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

პარლამენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ სადავო კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ქალთა კვოტირების გაუქმებას დღევანდელ, 4 აპრილის სხდომაზე მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო. შედეგად, გაუქმდება საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს ავალდებულებს, საპარლამენტო არჩევნების სიაში, სულ მცირე ყოველ მეოთხე ადამიანად ჩაწეროს ქალი. პარლამენტმა სადავო კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო დოკუმენტის ასამოქმედებლად საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. ვეტოს შემთხვევაში დოკუმენტი განსახილველად კვლავ პარლამენტში დაბრუნდება. მმართველ პარტიას საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 3 აპრილს პირველი მოსმენით - 82 ხმით, 15-ის წინააღმდეგ მიიღო. პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ „გირჩის“ კანონპროექტი დარეგისტრირდა.  

აშშ და ფინეთი დეზინფორმაციასთან ერთობლივად იბრძოლებენ

აშშ და ფინეთი უცხო სახელმწიფოების ინფორმაციით მანიპულირებასთან დაპირისპირების საკითხში ითანაშრომლებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა შესაბამისი მემორანდუმი ბრიუსელში, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე გააფორმეს. გაფართოვდება "ინფორმაციის გაზიარება უცხოეთის დეზინფორმაციის შესახებ, გაზიარებული იქნება საუკეთესო პრაქტიკები ამასთან დასაპირისპირებლად" და გატარებული პოლიტიკა შესაბამისობაში მოვა აშშ-ის ჩარჩოსთან, რომელიც ემსახურება უცხოეთის სახელმწიფოების მხრიდან ინფორმაციით მანიპულაციასთან ბრძოლას. „ინფორმაციით მანიპულაცია წარმოადგენს მზარდ გამოწვევას დემოკრატიული ქვეყნებისთვის და ღია საზოგადოებებისთვის," - აღნიშნა ვალტონენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.  

მაკრონს ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადა რუსეთის სამიზნე იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადა რუსეთის სამიზნე იქნება. შეკითხვას, უქმნის თუ არა რუსეთი ოლიმპიადას საფრთხეს, ემანუელ მაკრონის უპასუხა: „არაფერში არ მეპარება ეჭვი, მათ შორის ინფორმაციის კუთხით.“ მაკრონი ბოლო პერიოდში რუსეთთან მიმართებით სულ უფრო მკაცრ პოზიციას აფიქსირებს. მისმა მთავრობამ ასევე უფრო მკაცრი ხაზი გაატარა ევროპაში სავარაუდო რუსული დეზინფორმაციის მცდელობების წინააღმდეგ. ამ კვირის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნი აცხადებდა, რომ საფრანგეთი ევროკავშირის მასშტაბით დეზინფორმაციის გავრცელების გამო, სანქციების დაწესების შეთავაზებით გამოვა. პარიზი ბლოკის დესტაბილიზაციისთვის რუსეთის მზარდ მცდელობებზე საუბრობს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.  

ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ერთ-ერთი სადენი ქსელიდან გამოირთო

ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგური კვლავ გათიშვის ზღვარზეა, რადგან რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვის შემდეგ, ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია Enerhoatom-ი  აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების ფონზე ქსელიდან გამოირთო ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ორი სადენიდან ერთ-ერთი. „კიდევ ერთხელ გაჩნდება ბირთვული და რადიაციული ავარიის საფრთხე დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თუ ეს უკანასკნელი დარჩენილი ხაზი, რომელიც აკავშირებს ობიექტს უკრაინის ელექტრო ქსელთან, გაითიშება და სადგური კვლავ ჩაქრება, რაც ქარხნის უსაფრთხო მუშაობის პირობების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს,“ – აცხადებენ „ენერგოატომი“. ზაპოროჟიეს 2022 წლის მარტიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.  

სტოლტენბერგი: ბრძოლის ველზე რთული ვითარება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების არგუმენტია

NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და ბრძოლის ველზე არსებული რთული ვითარება არის არგუმენტი მხარდაჭერის გაძლიერებისა და არა მისი შემცირებისთვის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა. „უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ბრძოლის ველზე მძიმე მდგომარეობაა. ეს არის არგუმენტი ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად და არა შემცირებისთვის,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. როგორც ცნობილია, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები მიმდინარეობს. უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება მთავარ საკითხებს შორისაა.  

NATO-ს შეფასებით, უკრაინის თავდასხმებმა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სულ მცირე 10% დააზიანა - მედია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეფასებით, უკრაინული დრონების დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე ხელშესახები გავლენა მოახდინა. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა. თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ მარტში რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა ბელორუსიდან ბენზინის იმპორტი და შიდა ფასების სტაბილიზაციის მიზნით, ექსპორტზე ექვსთვიანი აკრძალვა დააწესა. მოსკოვი ასევე არ გამორიცხავს ნედლი ნავთობის ექსპორტის გაზრდას, რადგან მას არ შეუძლია მისი გადამუშავება საკმარისი რაოდენობით. „დარტყმებმა, სავარაუდოდ, რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის 10%-ზე მეტი და შესაძლოა, 15%-ზე მეტი დააზიანა. ზიანის სიდიდიდან გამომდინარე, შეკეთებას შეიძლება, მნიშვნელოვანი დრო დასჭირდეს,“ - აღნიშნა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული თვითმფრინავების დარტყმები 1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე განხორციელდა, რაც თავდასხმების მასშტაბებს ხაზს უსვამს. Reuters-ი მანამდე წერდა, რომ რუსულ ნავთობკომპანიებს უჭირთ გადამამუშავებელი ქარხნების შეკეთება დასავლეთის სანქციების გამო და მათი პრობლემები შესაძლოა, უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმების გამო გაუარესდეს. „ვფიქრობ, რომ მომავალში, პოტენციური თავდასხმებისგან სულ უფრო ნაკლები რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იქნება დაცული და რუსეთის ეკონომიკა ამ სფეროში მზარდი გავლენის ქვეშ იქნება,“ - აღნიშნა ალიანსის წარმომადგენელმა.  

ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის სტატუსის შეწყვეტას მოითხოვს

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, "ქართული ოცნების" დეპუტატს ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოართვას. ლატვიელი დეპუტატი ოდიშარიას მხრიდან, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, ქალი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებას გამოეხმაურა. „საქართველოს სასწორი ისევ კრემლისკენ იხრება - ამის შესახებ პოსტის ბოლოს ვიტყვი," - წერს კოლსი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ის ამბობს, რომ ქართველი დეპუტატი ბექა ოდიშარიაპასუხისმგებელია მის სიტყვებზე, რომელიც ტრიბუნიდან კოლეგებს, ქალ დეპუტატებს მიუძღვნა: "ტექსტი - ცალსახად ამაზრზენი, საზიზღარია.“ „ბექა ოდიშარია, ასევე ლატვიის საპატიო კონსულია საქართველოში - პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას. სირცხვილია ასე გაგრძელება, საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია," - წერს კოლსი. მისივე თქმით, საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო და უფრო შორდება ქართველების არაერთხელ გამოთქმულ პოზიციებს - ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მომავლის მშენებლობაზე. მან "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" ხელახლა ინიციირებას "რეანიმირებული ზომბი" უწოდა. ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა. მომხდარი დაგმო სახალხო დამცველმაც.  

HRW „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კრიტიკულ განცხადებას აქვეყნებს

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტია გეგმავს, ხელახლა წარადგინოს უაღრესად საკამათო რუსული ტიპის კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტება. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენელტა განცხადებები ცხადყოფს, რომ კანონი გამოყენებული იქნება კრიტიკული ხმების სტიგმატიზაციისა და დასასჯელად. „2023 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ის გააუმჯობესებდა პირობებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ნაბიჯი ქმნის რისკებს, საქართველოს გადაყვანისა ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან, მაშინაც, თუკი ევროკავშირს ამ დრომდე სურდა, ეს ქვეყანა წინ წაეწია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ევროკავშირის რეფორმების პრიორიტეტებთან მიმართებით, შეზღუდული პროგრესის მიუხედავად.“ როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

სტოლტენბერგი „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას. შესაბამისი განცხადება მან დღეს პრესკონფერენციაზე, შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების ან გავლენის შესახებ, ვინაიდან, ეს რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევას. საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა NATO-სა და ევროკავშირს დაუხლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი შეეხებოდა რეფორმების მნიშვნელობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ქართველმა ხალხმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში. ამდენად, ვშიშობ, რომ ნებისმიერ კანონს, რომელსაც  “უცხოური აგენტების” ეს იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება ბევრ მედიასაშუალებაზე, რომლებიც ასევე ოპერირებენ საერთაშორისო დონეზე და საქართველოშიც, და ის ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს,” - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინაში NATO-ს მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ - პოლონეთი

„მივიღეთ გადაწყვეტილება [უკრაინაში] NATO-ს მისიის შექმნის შესახებ," - ეს განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ალანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გააკეთა. მინისტრებმა განიხილეს წინადადება უკრაინისთვის სპეციალური ხუთწლიანი, 100 მილიარდიანი დახმარების ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში და იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. სიკორსკიმ აღნიშნა, რომ 100 მილიარდი აშშ დოლარი მნიშვნელოვანი თანხაა და რომ ფონდში მშპ-ს პროპორციულად შეტანილი რესურსები გასათვალისწინებელია. სიკორსკი ინიციატივას ღირებულად მიიჩნევს და თვლის, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია მოლაპარაკებების გზით. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება [უკრაინაში] NATO-ს მისიის შექმნის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევდივართ ომში, არამედ ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ NATO-ს კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის უკეთესად მხარდაჭერისთვის," - განაცხადა სიკორსკიმ. სიკორსკიმ ასევე დაადასტურა, რომ ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმებებთან დაკავშირებით, (როგორიცაა ვარშავასა და კიევს შორის) პროგრესია, თუმცა ხელმოწერის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.  

სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია, დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში. შესაბამისი განცხადება მან დღეს პრესკონფერენციაზე, შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების ან გავლენის შესახებ, ვინაიდან, ეს რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევას. საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა NATO-სა და ევროკავშირს დაუხლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი შეეხებოდა რეფორმების მნიშვნელობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ქართველმა ხალხმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში. ამდენად, ვშიშობ, რომ ნებისმიერ კანონს, რომელსაც  “უცხოური აგენტების” ეს იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება ბევრ მედიასაშუალებაზე, რომლებიც ასევე ოპერირებენ საერთაშორისო დონეზე და საქართველოშიც, და ის ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს,” - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. OSCE/ODIHR-მა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა მოამზადა როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

Ukrenergo: რუსეთმა მზის ელექტროსადგუზე თავდასხმა პირველად განახორციელა

რუსულმა ძალებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველi მიზანმიმართული თავდასხმა განახორციელეს მზის ელექტროსადგურზე, განაცხადა 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ. კუდრიცკის თქმით, ენერგოსისტემაში მწვავე დეფიციტი არ არის, რადგან თბილი ამინდის გამო ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარება იკლებს. ამასთან, მზის ელექტროსადგურებში წარმოება სეზონურად იზრდება. „გუშინ (3 აპრილს) მტერმა მზის ელექტროსადგურს დაარტყა. ეს არის პირველი შემთხვევა, (ყოველ შემთხვევაში ჩემს მეხსიერებაში) როდესაც ისინი თავს ესხმიან განახლებადი ენერგიის ობიექტს,” - თქვა კუდრიცკიმ დეტალების დაკონკრეტების გარეშე. მოსკოვმა სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების დარტყმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახლახან გააძლიერა და დაიწყო ფართომასშტაბიანი თავდასხმები ენერგეტიკულ ობიექტებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. გასული ერთი თვის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 400-ზე მეტი რაკეტა და 600 „შაჰედის“ ტიპის თვითმფრინავი გაუშვეს.  

"კონსერვატიული მოძრაობის" წევრებს სასამართლომ გირაოს გადახდა დააკისრა

სასამართლომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერ ზურაბ მახარაძეს, ამავე პარტიის კიდევ ერთ წევრს გიორგი გოგიას, ჯგუფური ძალადობის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს, 5000-5000 ლარის გადახდა დააკისრა.  ზურაბ მახარაძემ და გიორგი გოგიამ განაცხადეს, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და უდანაშაულოები არიან. ზურაბ მახარაძის თქმით, ის არ აპირებს გირაოს გადახდას, რადგან უდანაშაულოა. მან სასამართლოს გადაწყვეტილება “წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლად” შეაფასა. ბრალდების ინფორმაციით, ზურაბ მახარაძემ და გიორგი გოგიამ 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე პირზე ფიზიკურად იძალადეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ზურაბ მახარაძემ ერთი პირის, ხოლო გიორგი გოგიამ ორი პირის მიმართ იძალადა. ბრალდებულების ადვოკატმა სერგო ხურციძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მისი თქმით, ზურაბ მახარაძე და გიორგი გოგია უდანაშაულო არიან, სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით კი დაადასტურა რომ მიკერძოებულია და პროკურატურის მითითებებს ასრულებს. ბრალდება ზურაბ მახარაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გიორგი გოგიას „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) 3 აპრილს წარედგინა. "ალტ-ინფოს" ლიდერს ზურაბ მახარაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს  

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (ohchr) ოფისი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. „საქართველო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას,“ - წერია განცხადებაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში მიმავალი სატვირთო გემი სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ დააკავა

სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ დააკავა სატვირთო გემი DEYI, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთის გავლით, რუსეთში მიემართებოდა, იტყობინება სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სანქციების შესაძლო დარღვევას, აშშ-სთან თანამშრომლობით იკვლევს მაგრამ დამატებითი კომენტარისგ გაკეთებისგან უწყებამ თავი შეიკავა. გემკის კაპიტანი ჩინეთის მოქალაქე იყო. ეკიპაჟის წევრები - ინდონეზიისა და ჩინეთის მოქალაქეები. მას შემდეგ რაც ეკიპაჟმა უარი თქვა გაჩერების ბრძანების შესრულებაზე, სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვამ გემი ბუსანის პორტში ნავსადგურზე გადაიყვანა. Yonhap-ის ცნობით, ამჟამად უცნობია, დაარღვია თუ არა გემმა სანქციები, რადგან ეკიპაჟმა უარი თქვა ტვირთის შემოწმებაზე. გაეროს რეზოლუცია, რომელიც 2017 წელს არის მიღებული, საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, შეაჩერონ, შეამოწმონ და ჩამოართვან ნებისმიერი გემი მათ ტერიტორიულ წყლებში, თუ იგი ეჭვმიტანილია ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ აკრძალულ საქმიანობაში.  

რა ინფორმაციას ფლობს NATO-ს დაზვერვა რუსეთის მხრიდან უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევის შესაძლებლობაზე

დიდი მობილიზაციის გარეშე, რუსეთი ვერ შეძლებს განახორციელოს რაიმე ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია უკრაინაში, განუცხადა NATO-ს მაღალჩინოსანმა მედიას ბრიუსელში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეფასებით, რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შეეცდება, გადადოს მობილიზაციის მორიგი ტალღის გამოცხადება. ოფიციალური პირის მიერ მოყვანილი მონაცემების თანახმად, რუსეთს ახლა შეუძლია, დაიქირაოს დაახლოებით 30 000 დამატებითი ჯარისკაცი თვეში, რომელიც საჭიროა დანაკარგების კომპენსაციისთვის და შეტევითი ოპერაციების შესანარჩუნებლად. მან ასევე აღნიშნა პუტინის მიერ ახლახან ხელმოწერილი განკარგულება სამხედრო გაწვევის შესახებ. მისივე თქმით, რუს სამხედროებს ამისთვის ჯერ კიდევ არ აქვთ საბრძოლო მასალა და მანევრირებადი დანაყოფები. „ისინი დიდი ალბათობით გააგრძელებენ თავდასხმებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დასუსტებას,“ ამბობს ალიანსის ოფიციალური პირი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის არმიის ადგილობრივ სარდლობას ჯერ კიდევ არ შეუძლია ადგილზე კომპლექსური ოპერაციების ორგანიზება და ვეღარ ახერხებს სამხედრო პერსონალის მორალის შენარჩუნებას. ამავდროულად, რუსეთს რჩება მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც გამოიხატება უკრაინის ცოცხალ ძალაში, საბრძოლო მასალის რაოდენობასა და აღჭურვილობაში. ამავდროულად, NATO ამჟამად ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ფართომასშტაბიან მობილიზაციას ამზადებს. დასავლური დაზვერვა თვლის, რომ პრეზიდენტ პუტინს ახლა „ბევრი სხვა პრობლემა აქვს ქვეყნის შიგნით და ამიტომ უნდა „განაგრძოს არჩევნების შემდეგ ძლიერებისა და ნდობის დემონსტრირება, მისი გადმოსახედიდან.“ ამ დროისთვის რუსეთის ხელისუფლებას სურს, შემოიფარგლოს რეგულარული გაწვევის კამპანიით,“ აღნიშნა წყარომ. მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთში სამხედრო აღრიცხვისა და მსგავს დაწესებულებებზე თავდასხმების რაოდენობის ზრდა შეიძლება, მიუთითებდეს უნდობლობაზე პუტინის დაპირებისადმი, რომ არ განახორციელებს მობილიზაციის ახალ ტალღას. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთი გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში უკრაინაში შეტევისთვის ემზადება.  

„ბუნდესვერი ომისთვის მზად უნდა იყოს“ - პისტორიუსმა გერმანიის შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეფორმირების შესახებ გამოაცხადა

უახლოეს მომავალში გერმანიაში ერთიანი ოპერატიული სარდლობა ოთხი ძირითადი ტიპის ჯარის, მათ შორის, კიბერ-ჯარები შეიქმნება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მისი თქმით, ბუნდესვერი ომისთვის მზად უნდა იყოს. პისტორიუსმა წარმოადგინა შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეფორმის გეგმები. ტრანსფორმაციის ცენტრალური წერტილი იქნება ბუნდესვერის ერთიანი ოპერატიული სარდლობის შექმნა, რომელსაც დაექვემდებარება ოთხი ტიპის ჯარი - სახმელეთო არმია, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და კიბერ და საინფორმაციო თავდაცვის ძალები. „ერთიანი ოპერატიული სარდლობა გააერთიანებს არსებულ ტერიტორიულ სარდლობას და საგარეო მისიების სარდლობას. ეს უზრუნველყოფს „ერთიან ლიდერობას ბუნდესვერის ყველა ოპერაციაში“ და შექმნის „ცენტრალური კონტაქტის ღერძს“ ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის,“ აღნიშნა პისტორიუსმა. ახალი, მეოთხე ტიპის ჯარები შეებრძოლებიან დეზინფორმაციულ კამპანიებს და დაიცავენ ბუნდესვერის ქსელებს ჰაკერული თავდასხმებისგან. გარდა ამისა, კიბერ ძალებზე საუბრისას, პისტორიუსმა აღნიშნა ომის მზარდი მნიშვნელობა ელექტრონული ომის გამოყენებით, კერძოდ, ხაფანგში ჩამკეტების გამოყენებით. „რეფორმის მიზანია ბუნდესვერის რესტრუქტურიზაცია ისე, რომ იგი ოპტიმალურად იყოს მომზადებული საგანგებო, თავდაცვისა და ომის შემთხვევაშიც კი,“ - აღნიშნა მინისტრმა. სანდო შეკავების საჭიროება ამავე დროს, პისტორიუსმა ისაუბრა ევროპაში გაზრდილი საფრთხის ფონზე და ხაზი გაუსვა ბუნდესვერის ომისთვის მომზადების მიზანს. გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ საიმედო შეკავება, რათა „NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმის“ იდეა არავის გაუჩნდეს, დასძინა ბორის პისტორიუსმა. მისი თქმით, ამით მან ბუნდესვერის რეფორმის დაწყებას სიგნალი მისცა. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი, "მომავალი თვეებისთვის დაანონსდა. “ეს გეგმები ითვალისწინებს გერმანიაში 2011 წელს გაუქმებული საყოველთაო გაწვევის შესაძლო დაბრუნებას. ამ საკითხზე გადაწყვეტილება პარლამენტთან ერთად მოგვიანებით მიიღება,“ დასძინა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ისაუბრა 2025 წელს მისი დეპარტამენტის ბიუჯეტის 6,5 მილიარდი ევროთი გაზრდის აუცილებლობაზე. დღესვე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის $100 მილიარდიანი ფონდის შექმნის იდეა მოიწონა. პისტორიუსმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის NATO-ს ფონდის შექმნის წინადადებას "ყურადღების ღირსი" უწოდა. „ყველაფერი, რაც მხარს დაუჭერს ქვეყანას, რომელიც იცავს თავს რუსეთის შეჭრისგან, მიზანშეწონილია,“ აღნიშნა პისტორიუსმა. ამასთან, პისტორიუსის თქმით, გასათვალისწინებელია უკრაინისადმი დახმარების მოცულობა, რომელიც ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე ცალმხრივად გაუგზავნეს კიევს. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლციმ 2022 წლის 27 თებერვალს - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი დღის შემდეგ წარმოთქვა ძირითადი სიტყვა ბუნდესტაგში, რომლის დროსაც მან აღნიშნა, რომ „საჭიროა, უახლოეს წლებში აღდგეს ბუნდესვერის ძალაუფლება, რომელიც დაზარალდა ასიგნებების შემცირებით.“ ამავე დროს, მან თავდაცვის პოლიტიკის არსებულ “ეპოქაში“ ცვლილებების შესახებ გამოაცხადა. Bloomberg: NATO უკრაინისთვის $100 მილიარდიანი ფონდის შექმნის იდეით გამოდის