ძებნის რეზულტატი:
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული სამი მოქალაქე გაათავისუფლეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ აცხადებს სუს-ი. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე 15 აპრილს დააკავეს.
კაია კალასი: როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს
„როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს,“ - შესაბამისი პოსტი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. „მივესალმე საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს. შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ფოკუსი ისეთ ნაბიჯებზე უნდა იყოს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, და არა დააშორებს,“ - წერს კალასი. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
თურქეთსა და ბულგარეთს შორის მეორე სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა შუა დერეფნის პოტენციალს გაზრდის - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი
თურქეთსა და ბულგარეთს შორის მეორე სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა შუა დერეფნის პოტენციალს გაზრდის. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ მსოფლიო ბანკის ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. ჩქაროსნული სარკინიგზო პროექტი თურქეთს ბულგარეთთან აკავშირებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთის რკინიგზის მზარდი პოტენციალის გათვალისწინებით, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მეორე რკინიგზის შექმნის შესახებ. ეს გაზრდის ტვირთბრუნვას აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ასევე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის სარკინიგზო პოტენციალის რეალიზებაში. თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია დივრიგი-ყარსის რკინიგზის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გაგრძელებაა, გააძლიერებს კავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და გაზრდის ამ მარშრუტის სიმძლავრეს. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ აღმოსავლეთ თურქეთში ახალი რკინიგზა აშენდება, რომელიც მომავალ ზანგეზურის დერეფანს თურქეთის ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს. „ეს გზა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზთან ერთად, საბოლოოდ შექმნის შუა დერეფანს,“ - განაცხადა ურალოღლუმ. როგორც მან აღნიშნა, გაიზრდება ტვირთების ნაკადები ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. „თურქეთი ერთგული რჩება შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების მიმართ და ცდილობს, გაზარდოს ვაჭრობა და თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებს შორის,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, თურქეთში 2053 წლისთვის იგეგმება სარკინიგზო ტვირთების წილის გაზრდა, სხვადასხვა რეჟიმით, ტვირთის გადაზიდვის მთლიანი მოცულობის 22%-მდე.
აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე შეთანხმებას პირველად მიაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სასაზღვრო კომისიების მე-8 შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა. სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს დაუბრუნებს. საუბარია სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაში მდებარე ოთხ სოფელზე, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიღწეულია მოლაპარაკებების მერვე რაუნდზე - ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას შაჰინ მუსტაფაევს შორის, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე, 19 აპრილს გაიმართა. განცხადების თანახმად, მხარეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომ დელიმიტაციის პროცესის საწყისი ეტაპი მოიცავს მონაკვეთებს სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტავუშის პროვინციის ოთხ სოფელსა და ოთხ მიტოვებულ სოფელს შორის, რომლებიც ადრე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ყაზაქსის ოლქის ნაწილი იყო. „სომხეთი დათანხმდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპირებული ოთხი სოფლის დაბრუნებას," - წერს თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აიხან ჰაჯიზადა სოციალურ ქსელში. აღნიშნული სოფლები სომხეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ იყო 1991-92 წლებში, როდესაც გაძლიერდა ეთნიკური შეტაკებები ორ ყოფილ საბჭოთა ერს შორის. შემოთავაზებული საზღვარი კი, ახლა სომხურ და აზერბაიჯანულ სოფლებს შორის გაივლის. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მითითებულია სოფლები, როგორიცაა ბაღანისი (სომხეთი) და ბაღანის აირუმი (აზერბაიჯანი), ვოსკეპარი (სომხეთი) და ასაგი ასკიფარა (აზერბაიჯანი), კირანცი (სომხეთი) და ქსეირიმლი (აზერბაიჯანი) და ბერქაბერი (სომხეთი) და ყიზილჰაჩილი (აზერბაიჯანი). განცხადების მიხედვით, მიზანია, ეს პროცესი „შეესაბამებოდეს კანონიერად დადგენილ რესპუბლიკურ საზღვარს, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, მისი დაშლის დროს.“ „გადაწყდა, რომ სასაზღვრო ხაზის ამ მონაკვეთების აღწერილობა შედგენილი იქნება ადგილზე გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე კოორდინატების დაზუსტების გათვალისწინებით, რაც გაფორმდება შესაბამისი ოქმი-აღწერით, რომელიც უნდა იყოს შეთანხმებული და ხელმოწერილი 2024 წლის 15 მაისამდე,“ - ნათქვამია განცხადებაში. მხარეებმა საზღვარზე მესაზღვრეების ერთდროული განთავსება უნდა დაიწყონ, ხოლო მონაკვეთის დემარკაციის დასრულებამდე საზღვარი დელიმიტირებულად ჩაითვლება. მხარეებს პროცესის სამართლებრივად დასრულების ბოლო ვადად, განხცხადების მიხედვით, 2024 წლის პირველი ივლისი ეძლევათ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესი დაეფუძნება 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციას. „შეხვედრის შედეგად გაფორმდა ოქმი. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრის თარიღი და ადგილი სამუშაო წესით შეთანხმებულიყო,“ - ნათქვამია განცხადებაში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო შეთანხმება ორი დღის შემდეგ ფორმდება, რაც სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტავუშის სამ საზღვრისპირა სოფელს ეწვია, რათა შეხვედროდა მოსახლეობას და განეხილათ მომავალი ღონისძიებები, რომლებიც, მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ეს იყო მისი მეორე ვიზიტი რეგიონში, სადაც საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია საბჭოთა პერიოდის კონფიგურაციის შესაბამისად ართმევს მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას და გაართულებს მათ კომუნიკაციას ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან - იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე გზის ზოგიერთი ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ შეშფოთებას, რომ სომხეთის ამჟამინდელი სამხედრო პოზიციებიდან გასვლა ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას ბევრად უფრო დაუცველს გახდის აზერბაიჯანის შეიარაღებული თავდასხმების მიმართ. შეხვედრების დროს ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მისი მთავრობა ძალისხმევას მიმართავს იმ სირთულეების გადასაჭრელად. მანამდე, აზერბაიჯანი მოითხოვდა, რომ ოთხი სოფელი, რომლებიც სომხეთის თავუშისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების მახლობლად მდებარეობს, აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს.
პენტაგონი უკრაინაში საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გაგზავნისთვის ემზადება - Politico
უკრაინის დახმარების კანონპროექტზე კენჭისყრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დღეს გაიმართება. აშშ-ის კონგრესის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაუყოვნებლივ დაიწყებს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა. „როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, უკრაინელებმა კონგრესის უმოქმედობის გამო ტერიტორიები დათმეს. მაგრამ ჩვენ მოხარული ვართ, რომ კონგრესი წინ ორპარტიულ საფუძველზე მიიწევს. ჩვენ გვსურს, რომ კონგრესმა, სენატმა ეს დაამტკიცოს და იგი პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდეს და პრეზიდენტი ამ დახმარებას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ხელში ჩაგდებაა. „და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როდესაც ტირანსა და დიქტატორს ვერ აჩერებენ და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისტორია განმეორდეს,“ - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა. გუშინ, 19 აპრილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საგარეო დახმარების ოთხ ცალკეულ კანონპროექტზე პროცედურული კენჭისყრა გამართა, მათ შორის უკრაინის დახმარების კანონპროექტზე. შეერთებული შტატები ემზადება, სწრაფად მიიღოს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რადგან კონგრესი მალე დაამტკიცებს კანონს უკრაინის მხარდასაჭერად, იტყობინება Politico. მედიის ცნობით, ამერიკული იარაღის ნაწილი უკვე განლაგებულია ევროპის მასშტაბით საწყობებში და მისი უკრაინაში დაუყოვნებლივ გადატანა შესაძლებელია. ზოგიერთი აღჭურვილობა შეიძლება, უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩაიტანონ, ზოგს კი, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა უარი თქვა დეტალების დაკონკრეტებაზე იმის შესახებ, თუ რას მოიცავს სამომავლო დახმარების პაკეტი. მაგრამ, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან საიმედო ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ძალიან სწრაფად გადაიტანოს მატერიალური აქტივები. ეს შეიძლება, დღეების საკითხი იყოს. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის დახმარების პაკეტის გარშემო კენჭისყრას 20 აპრილს ჩაატარებს. განაცხადა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს, ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მას მერე, რაც დახმარება სენატმა დაამტკიცა.
ერევანი და ერ-რიადი ურთიერობების განვითარების „საგზაო რუკას“ შეიმუშავებენ
ერევანი და ერ-რიადი დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებისთვის „საგზაო რუკას“ შეიმუშავებენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა. მან ერ-რიადში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს ხედავს, მათ შორის, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით. „ისტორიულად ჩვენ გვქონდა მეგობრული ურთიერთობა არაბულ სამყაროსთან, ყველა არაბულ ქვეყანასთან და ეს ურთიერთობები ეფუძნება ტრადიციულ, ისტორიულად მეგობრულ კავშირებს ჩვენს ხალხებს შორის, არაბ ხალხსა და სომხეთს შორის. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი არაბული ქვეყანა გახდა სომეხი ლტოლვილების, სომხების გენოციდის გადარჩენის სამშობლო. მაგრამ, რა თქმა უნდა, კულტურული კავშირები, ურთიერთობები მანამდეც იყო. ასე რომ, ამ კონტექსტში, ცოტა უცნაურიც იყო, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ არსებობდა. და ამ თვალსაზრისით, 2023 წელი მართლაც ისტორიული წელი იყო: ჩვენ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. ახლა კი, მე ვესტუმრე რიადს, მაქვს შეხვედრები შესაბამის ოფიციალურ პირებთან და აქ ჩემს კოლეგებთან. და აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყანა, სომხეთი და საუდის არაბეთი ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ არ გვინდა აქ გაჩერება. იმდენი სფეროა, იმდენი სფეროა, სადაც ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა და არის იმდენი სფერო, სადაც შეგვიძლია, გამოვიკვლიოთ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. იმედია, ამ ვიზიტის შემდეგ გაჩნდება საგზაო რუკა - ჩვენი ურთიერთობების განვითარების საგზაო რუკა. მე მქონდა შეხვედრები ერ-რიადში, არამხოლოდ ჩემს კოლეგასთან, მის უმაღლესობასთან საგარეო საქმეთა მინისტრთან, არამედ, მიმიღეს ეკონომიკისა და დაგეგმვისა და განათლების სამინისტროში, სადაც შევხვდი ჩემს კოლეგებს და განვიხილეთ ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ არ არის შეზღუდვა: განათლება, მეცნიერება, მოწინავე ტექნოლოგიები, ურბანული განვითარება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ადამიანთა შორის კონტაქტები, სავაჭრო ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრი რამ ხდება ადგილზე აქ საუდის არაბეთში, ასევე სომხეთში. და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობისთვის მომავალი საკმაოდ პერსპექტიულია. ჩვენი ხედვაა, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ძალიან კარგი და მჭიდრო თანამშრომლობა საუდის არაბეთთან, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება რეგიონულსაკითხებს, მაგრამ ასევე საერთაშორისო ფორუმებს,“ აღნიშნა მირზოიანმა.
ღარიბაშვილი ახალგაზრდებს: არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე?
მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ვინც გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან.“ შიდა ქართლში, ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ, ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას, ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ თუ რომელიმე მმართველმა პარტიამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესი მოიტანა, ეს არის „ქართული ოცნება“ და მაგალითად ასოცირების შეთანხმება და უვიზო რეჟიმი მოიყვანა. მისი თქმით, 2012 წლამდე ევროპაში მხოლოდ „მმართველი ელიტა მოგზაურობდა.“ „ახალგაზრდებს მივმართავ და მინდა, თქვენ, ყველას შეგახსენოთ, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო? ჩვეულებრივ მოქალაქეს ევროპაში გადაადგილება არ შეეძლო. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აიღოს ბილეთი და გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი?! ეს შედეგი მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ.“ ყოფილმა პრემიერმა ასევე გაიმეორა მმართველი გუნდის მიერ აქამდეც არაერთხელ ნათქვამი, რომ „ბევრი აქციის უკან ცნობილი აგრესიულად გამორჩეული ორგანიზაციები დგანან.“ „ჩემი პოზიცია იყო და არის შემდეგი: რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული და ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის, ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ის ცნობილი აგრესიულად გამორჩეული ორგანიზაციები, იგივე „სირცხვილია“ და სხვა, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ მთავრობის, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ შემოჰქონდათ შფოთვა, არეულობა და ქაოსი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ასევე თქვა, რომ დღეს ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ის ჯერ მზად არ არის ამისთვის. "არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება, გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას". რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. „ქართული ოცნება" მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. ირაკლი კობახიძემ 17 აპრილს განაცხადა, რომ „უკრაინიზაციის“ თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი.“ უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
რუსეთის 8 რეგიონზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
ღამის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ექვს რეგიონს უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დრონები ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ტულის, სმოლენსკის, რიაზანის, კალუგისა და მოსკოვის ოლქებში გაანადგურა. რუსული მედია წერს, რომ დრონები თავს დაესხნენ, ასევე, ქვესადგურს ვიგონიჩიში, ბრიანსკის რეგიონში. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ მათ აფეთქების ხმა გაიგეს. უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი, აფეთქების ადგილებზე ხანძარი გაჩნდა, უკრაინული წყაროების ცნობით, წლის დასაწყისიდან უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმის სერია განახორციელა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, ბოლო დროს, რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხშირად ვრცელდება ცნობები უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შესახება. ასეთი ფაქტები ფიქსირდება სხვადასხვა რაიონში, მაგრამ ყველაზე ხშირად - უკრაინის საზღვართან. მაგალითად, 19 აპრილის ღამეს ქალაქ ბელგოროდსა და მის შემოგარენში მოხდა აფეთქებების სერია. 8 აპრილს თავს დაესხნენ ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს. 11 აპრილს დრონები თავს დაესხნენ მიხაილოვსკის სამთო და გადამამუშავებელ ქარხანას კურსკის რეგიონში. მარტში თვითმფრინავები თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რიაზანში, რამაც ხანძარი გამოიწვია. NATO-ს შეფასებით, უკრაინის თავდასხმებმა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სულ მცირე 10% დააზიანა - მედია
საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რაოდენობა გაიზრდება
პარლამენტს მალე წარედგინება პროექტი, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება. დღეს მოქმედი კანონით, სტაჟიორთა რიცხვი საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რაოდენობის 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ცვლილებით კი, ეს რიცხვი 20%-მდე გაიზრდება, ანაზღაურებადი ხდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინების ხარჯებიც. შარშან, პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ სტაჟიორთა საქმიანობა ანაზღაურებადი გახდა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ, მაგალითად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი იწყება, რომელშიც დაახლოებით 20 000 სტუდენტი იქნება ჩართული.ასევე: „გაძლიერდება საბანაკე მიმართულება, იქნება საგრანტო პროექტები, თემატური ბანაკები... ყველა ეს კომპონენტი არის მცდელობა იმისა, რომ ეს სერვისი რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისწვდეს და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული. ამ პოლიტიკის ფარგლებში, სტუდენტთა სტაჟირება უმნიშვნელოვანესი საკითხია.“ ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს, რათა კიევს საჰაერო თავდაცვის საშუალებები და საარტილერიო მასალა მიაწოდონ. კაისა ოლონგრენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში „სიტუაცია კრიტიკული გახდება.“ პაკეტიდან 150 მილიონი ევრო მოხმარდება გერმანიის ინიციატივას, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემები მოიძიონ. გარდა ამისა, მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესასყიდად 60 მილიონი ევრო დაიხარჯება. მათი გამოყენება შესაძლებელია დრონების მოსაგერიებლად. „რესურსები, რომლებსაც ნიდერლანდები უკრაინას აწვდის, უკვე ევროპის კონტინენტზეა და რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდება. ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას დავეხმაროთ,“ - განაცხადა მინისტრმა. კაისა ოლონგრენის განცხადებით, ნიდერლანდები მხარს უჭერს ესტონეთის ინიციატივას, უკრაინას არსებული მარაგებიდან საარტილერიო მასალები დაუყოვნებლივ მიაწოდონ. მანამდე ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად 250 მილიონ ევროს გამოყოფდა.
უკრაინამ პირველად გაანადგურა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M3 - ბრიტანული დაზვერვის ანალიზი
უკრაინამ პირველად გაანადგურა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M3. ბრიტანეთის დაზვერვამ უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერაცია გააანალიზა. რუსული თვითმფრინავი S-200-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით განადგურდა. ეს იყო უკრაინის კიდევ ერთი წარმატებული თავდასხმა რუსეთის საჰაერო ძალების წინააღმდეგ. „ეს სისტემა, სავარაუდოდ, იგივე სისტემა იყო, რომელიც გამოიყენებოდა რუსული A-50 MAINSTAY-ის ჩამოგდებისას 2024 წლის 23 თებერვალს,“ აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა. დაზვერვამ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული ბომბდამშენი გაანადგურა. რას ნიშნავს უკრაინისთვის რუსული Tu-22M3-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ჩამოგდება რუსული ბომბდამშენი უკრაინელებმა ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები „უკრაინის სამხედრო დაზვერვის (GUR) ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამ ოპერაციისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. უკრაინის სამხედროები ერთი კვირის განმავლობაში ელოდნენ სამიზნის გამოჩენას საჭირო ადგილას, განმარტა GUR-ის ხელმძღვანელმა. ბუდანოვს დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ აღნიშნა, რომ თვითმფრინავი 308 კილომეტრის დაშორებაზე ჩამოაგდეს. მის გასანადგურებლად გამოიყენეს ის მეთოდები და საშუალებები, რომლებიც მანამდე, თვითმფრინავ A-50-ის ჰაერში გასანადგურებლად დასჭირდათ. „ახლა რუსეთი იძულებული გახდება, ახალი გამშვები საზღვრები გამოძებნოს რაკეტების გასაშვებად და ისინი იძულებული იქნებიან, გამოიყენონ „მხოლოდ სახმელეთო კომპლექსები და შორეული ავიაციიდან და ზღვიდან გაშვებული რაკეტები ოდესის წინააღმდეგ იერიშებისას,“ ამბობს ბუდანოვი. უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ 19 აპრილს მათ პირველად მოახერხეს რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენის, Ту-22МЗ-ის ჩამოგდება. ის ატარებს ფრთოსან რაკეტებს Х-22-ს, რომლებითაც პარასკევს მორიგი მასირებული იერიშისას დარტყმები მიაყენა უკრაინის ქალაქებს. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ სტავროპოლის მხარეში, დაუსახლებელ რაიონში, ჩამოვარდა Ту-22МЗ ტიპის ბომბდამშენი, რომელიც „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, ეკიპაჟის სამი წევრი ევაკუირებული იყო, ერთის ძებნა კი გრძელდებოდა. „რია ნოვოსტი“ ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერთი პილოტი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. მედია ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს.
ფაშინიანი: პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს - ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს. მანვე დაადასტურა, რომ „რუსი მესაზღვრეები“ ტავუშის რეგიონს დატოვებენ. ფაშინიანის თქმით, რუსული ბაზები იქ შექმნილი სიტუაციის გამო გაჩნდა და ის რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, სიტუაციის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს და ამ ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს. „არ ვისურვებდი, რომ ის, რაც მოხდა, გადამეტებულად შეგვეფასებინა, მაგრამ არც ამის დაკნინება მსურს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები უკვე კონტაქტზე არიან. აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ
თბილისში, ქალთა მარში - „ქალები ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა
„ქალებთან ფრთხილად!“, „ქალები ვირჩევთ ევროპას“, „არა რუსულ“ კანონს!“ „კვოტები დააბრუნეთ, ფარჩაკებო“ - ამ მოწოდებებით, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით ქალთა მარში - „ქალები ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ქალების მთავარი სათქმელი არის „არა რუსულ კანონს!“ „მთავარი სათქმელი არის „არა რუსულ კანონს!“ იმიტომ, რომ ეს კანონი იქნება ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ქართველ ქალებს, რომლებიც ვართ დედები, დები თუ შვილები, არ გვინდა, რომ ჩვენი შვილების ევროპულ მომავალს რაიმე საფრთხე დაემუქროს. შესაბამისად, გამოვედით იმისთვის, რომ პარლამენტს შევასმენინოთ, ეს კანონი არ მიიღოს. ქალები არის ამ ქვეყნის ძალა, რომლებიც ძალიან დიდ შრომას სწევენ საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის, დემოკრატიული გაძლიერებისთვის. ქალებს აქვთ დიდი ძალა შეეწინააღმდეგონ ამ კანონპროექტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიგონოს ქალების, ახალგაზრდების და სრულიად ქართველი ერის ხმა ამ კანონპროექტის წინააღმდეგ,“ განაცხადა ქალთა მარშის მონაწილემ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.
მედია: უკრაინული დრონები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს თავს დაესხნენ
უკრაინის სპეცსამსახურებმა, სამხედროებთან ერთად, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა მოაწყვეს მოაწყვეს. ამის შესახებ დაზვერვის წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 50 უკრაინული თვითმფრინავი რვა რეგიონში, მათ შორის, ბელგოროდის, კურსკის, მოსკოვის, ტულის, რიაზანის, ბრიანსკის, კალუგის და სმოლენსკის ოლქებში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბოლო სამი რეგიონის სამ ცალკეულ ენერგეტიკულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევებმა ასევე გააჩინა ხანძარი სმოლენსკის ოლქში, საწვავის შესანახ ავზში. „თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU), სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (HUR) და სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF) ერთობლივი ოპერაცია იყო,“ განაცხადა წყარომ. „SBU-ის დრონებმა წარმატებით შეუტიეს ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთში სამხედრო ობიექტების უწყვეტ ფუნქციონირებას,“ - განუცხადა სამხედრო დაზვერვის წყარომ Kyiv Independent-ს. უკრაინა როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს რუსეთის ტერიტორიაზე სავარაუდო თავდასხმებზე. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების სერია განახორციელეს, რომლის მიზანი რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის დაზიანება იყო. რუსეთის 8 რეგიონზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
ზელენსკი: აშშ-ის კონგრესის მიერ პაკეტის დამტკიცების შემდეგ, უკრაინა შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს
უახლოეს თვეებში უკრაინა აპირებს, ხელი მოაწეროს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს შეერთებულ შტატებთან, ნორვეგიასთან და შვედეთთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრაზილიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის დახმარების პაკეტს, უკრაინა მიიღებს ძლიერ შეთანხმებას აშშ-სთან. „ბრაზილიის მონაწილეობა მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. მინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ეს ეხება არამხოლოდ სამხედრო მხარდაჭერას, არამედ, ჰუმანიტარულ ასპექტებს, რეკონსტრუქციას, ფინანსურ მხარდაჭერას და ენერგეტიკას. ამ ძლიერი დახმარების მთელი მოცულობა ამ ორმხრივი შეთანხმებების ნაწილია,“ - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. ამავე დროს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა უახლოვდება ბალტიისპირეთის პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებების ხელმოწერას. „ვფიქრობ, აპრილში ერთ-ერთ ქვეყანასთან გვექნება ასეთი შედეგი. მაისში შეგვიძლია, გავფორმოთ ძლიერი შეთანხმებები. ვფიქრობ, მაის-ივნისში შეთანხმებას მივაღწევთ არამხოლოდ აშშ-სთან, არამედ, სკანდინავიურ ქვეყნებთანაც - შვედეთთან და ნორვეგიასთან,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვილნიუსის NATO-ს სამიტის შეთანხმებების შესასრულებლად, უკრაინა მოკავშირეებთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს აფორმებს. ასეთი შეთანხმებები უკვე გაფორმებულია დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, დანიათან, კანადასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან.
ახალგაზრდებმა მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს
ახალგაზრდებმა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გამორიცხული არ არის, მათთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს. ადმინისტრაციასთან შეკრებილები სკანდირებენ: "წინ ევროპისკენ", "არა რუსულ კანონს", "საქართველო." აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. ამ წუთისთვის ათონელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაატკიცა
მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. პაკეტი გადაინაცვლებს დემოკრატების კონტროლქვეშ მყოფ სენატში, სადაც თითქმის გარანტირებულია მისი სწრაფი დამტკიცება. ამის შემდეგ მას ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ეს დახმარება ნაწილია უფრო ფართო პაკეტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვისაც, მათ შორის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის. „მადლობელი ვარ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის, ორივე პარტიის და პირადად სპიკერის მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიის სწორ გზას აგრძელებს. დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება გლობალური მნიშვნელობა და არასოდეს დამარცხდება, ვიდრე ამერიკა მათ დაცვაში დაეხმარება. აშშ-ის დახმარების სასიცოცხლო კანონპროექტი, რომელიც დღეს მიიღო პალატამ, ხელს შეუშლის ომის გაფართოებას, გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და ორივე ჩვენს ერს უფრო გააძლიერებს. მშვიდობა და უსაფრთხოება მხოლოდ სიძლიერით მიიღწევა. ვიმედოვნებთ, რომ კანონპროექტები სენატში იქნება მხარდაჭერილი და შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნება,“ წერს პრეზიენტი ვოლოდიმი ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ზელენსკი: აშშ-ის კონგრესის მიერ პაკეტის დამტკიცების შემდეგ, უკრაინა შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს მედიის ცნობით, ამერიკული იარაღის ნაწილი უკვე განლაგებულია ევროპის მასშტაბით საწყობებში და მისი უკრაინაში დაუყოვნებლივ გადატანა შესაძლებელია. ზოგიერთი აღჭურვილობა შეიძლება, უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩაიტანონ, ზოგს კი, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა უარი თქვა დეტალების დაკონკრეტებაზე იმის შესახებ, თუ რას მოიცავს სამომავლო დახმარების პაკეტი. მაგრამ, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან საიმედო ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მას, ძალიან სწრაფად გადაიტანოს მატერიალური აქტივები. ეს შეიძლება, დღეების საკითხი იყოს. აშშ-ის კონგრესის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაუყოვნებლივ დაიწყებს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა. „როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, უკრაინელებმა კონგრესის უმოქმედობის გამო ტერიტორიები დათმეს. მაგრამ ჩვენ მოხარული ვართ, რომ კონგრესი წინ ორპარტიულ საფუძველზე მიიწევს. ჩვენ გვსურს, რომ კონგრესმა, სენატმა ეს დაამტკიცოს და იგი პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდეს და პრეზიდენტი ამ დახმარებას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ხელში ჩაგდებაა. „და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როდესაც ტირანსა და დიქტატორს ვერ აჩერებენ და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ისტორია განმეორდეს,“ - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა. სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, დახმარების შესახებ კანონპროექტი თებერვალში მიიღო, სოლიდური 70%-იანი ორპარტიული უმრავლესობით, ხოლო პაკეტის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ის ასეთივე პროპორციით გავიდოდა წარმომადგენელთა პალატაში, ჯონსონს კენჭისყრის ნება რომ დაერთო. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ის მას ხელს მოაწერს. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
USAID-ის ხელმძღვანელი: „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროინტეგრაციისკენ, რისთვისაც ხალხი ასე იბრძოდა
„საქართველოს პარლამენტში განხილული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობა ქვეყნის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის ცრუ სტიგმატიზირებას ახდენს. ის საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროინტეგრაციისკენ, რისთვისაც მისი ხალხი ასე იბრძოდა,“წერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ზელენსკი: ამერიკული დახმარების პაკეტი, რომელსაც ასე ველოდით, მივიღეთ
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებას ეხმაურება. „ამერიკული დახმარების პაკეტი, რომელსაც ასე ველოდით, მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც იგრძნობენ ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე, ჩვენი ქალაქები და სოფლები, რომლებიც განიცდიან რუსულ ტერორს. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დღეს კენჭი უყარა კანონპროექტს. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ამ პაკეტს: ეს არის გამოსავალი სიცოცხლის დასაცავად. მადლობა პირადად სპიკერს მაიკ ჯონსონს, ყველა ამერიკელს, რომელიც, გრძნობს, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ პაკეტი აშშ-ის სენატში მალე განიხილება და პრეზიდენტ ბაიდენს სწრაფად გადაეგზავნება. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ჩვენი ხალხის და ჩვენი სიცოცხლის მხარდაჭერის ყველა გამოვლინებას, რომელიც რუსეთს ასე სურს, რომ ნანგრევებში დამარხოს. ამერიკამ აჩვენა თავისი ლიდერობა ომის პირველივე დღეებიდან. სწორედ ამ ტიპის ამერიკული ხელმძღვანელობაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს," ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაატკიცა
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან სანაპიროს გავლით მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან „არა რუსულ კანონს“, „საქართველო“ სკანდირებენ. მთავრობის ადმისტრაციასთან შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.