ძებნის რეზულტატი:

ხავიერ კოლომინა: ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ გააკრიტიკა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მისი თქმით, NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით. „საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას," წერს კოლომინა სოციალურ პლატფორმა X-ზე. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

გომელაური: ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წლიურად 9000-10000-მდე მერყეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო და პროკურატურა ამ კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებენ, რაც დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაში, ოჯახში ძალადობის მიმართულებით გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მეორე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს ოჯახში ძალადობის სტატისტიკის ბოლო 7 წლის მონაცემი და აღნიშნული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გააცნო. „2017 წელს - რეგისტრირებულია 2143 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 72.52%; 2018 წელს - რეგისტრირებულია 4761 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 63.12%; 2019 წელს - რეგისტრირებულია 4867 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 62.44%; 2020 წელს- რეგისტრირებულია 5204 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 65.99%; 2021 წელს - რეგისტრირებულია 4767 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 76.17%; 2022 წელს - რეგისტრირებულია 4106 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 87.34%; 2023 წელი - რეგისტრირებულია 4101 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია - 86.37%; ეს ციფრები ნათლად ადასტურებს იმას, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, სამინისტროში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავებულია და დანერგილია ძალადობის განმეორების რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს აძლევს შესაძლებლობას დროულად გამოავლინოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე და გამოიყენოს ძალადობის პრევენციისთვის ისეთი ოპერატიული მექანიზმი, როგორიცაა შემაკავებელი ორდერი. „ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წლიურად 9000-10000-მდე მერყეობს, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა - 800-ს აღწევს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2020 წლიდან დაინერგა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, ე.წ. ელექტრონული სამაჯური, რომელიც პოლიციას აძლევს საშუალებას რეალურ დროში გააკონტროლოს მოძალადის მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესი. „კერძოდ მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან ან წინასწარ განსაზღვრულ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვა. ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია როგორც ორდერის, ისე, ელექტრონული ზედამხედველობის პირობების დარღვევის ან თავის არიდებისათვის,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ყოველდღიურ რეჟიმში ამონიტორინგებს ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ყველა საქმეს. „სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგთან ერთად, დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემისა და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცესებში. მონიტორინგის პროცესში, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, ასევე, პოლიციის თანამშრომლები ძალადობის ყველა შემთხვევაში, დეტალურად სწავლობენ წარსულში დაფიქსირებულ მომართვებსა და თითოეულ მათგანზე განხორციელებულ რეაგირებას. მონიტორინგის პროცესი ასევე იძლევა საშუალებას, რომ სამართალწარმოება იყოს მსხვერპლზე და მის საჭიროებებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, მყისიერად ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 2022-2023 წლებში, გენერალური ინსპექციის მიერ 44 თანამშრომლის მიმართ იქნა დისციპლინური სახდელი გამოყენებული. პოლიციელის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს გენერალური პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური,“ - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, შსს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ აქტივობაში ერთვება.  

კრამონი კობახიძეს: თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია - გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. „რუსულ კანონს“ ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება,“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერს მიმართავს, „უცხოური აგენტების გავლენის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ. შინაარსი სიტყვა-სიტყვით სწორია - შოლცის განცხადების მთარგმნელი „გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას," - წერს ვიოლა ფონ კრამონი. როთი: "უცხოური აგენტების კანონს“ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება  

როდის დატოვებს საპატიმროს ლაზარე გრიგორიადისი

7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, რომლის შეწყალების გადაწყვეტილებაც საქართველოს პრეზიდენტმა იმავე დღეს, 12 აპილს მიიღო, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ჯერაც უცნობია, როდის დატოვებს ციხეს. როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანიჟაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ შეწყალების ოქმის გამოცემისთვის პრეზიდენტს სჭირდება ხელთ ჰქონდეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც მისი ინფორმაციით მოსამართლემ პენიტენციურ დაწესებულებას გადაუგზავნა, მაგრამ არც თავად ბრალმსჯავრდებულს ჩაბარებია და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიუღია პენიტენციური დაწესებულებისგან ეს დოკუმენტი. „კაცი გაამტყუნეს, განაჩენს არ გვაძლევენ," - ამბობს თათია მანიჟაშვილი, რომელიც დღეს, 19 აპრილს კოლეგებთან ერთად იყო მისული საქალაქო სასამართლოში იმის გასარკვევად, როდის მიიღებენ გრიგორიადისი და მისი ადვოკატები განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს. სასამართლოში მას განუცხადეს, რომ მოსამართლე ზვიად შარაძემ 14 სამუშაო დღის ვადა აიღო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად იმ არგუმენტით, რომ საქმე მრავალ ტომს შეიცავს. ადვოკატის განმარტებით, მას ამის უფლებას კანონი აძლევს, რომლითად სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 5 სამუშაო დღეა განსაზღვრული გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე მოცულობითია - ასეთი შემთხვევებისთვის კანონი ითვალისწინებს 14 დღიანი ვადის გამოყენების შესაძელბლობას. პროცედურის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების ოქმის გამოცემა მყისიერად შეუძლია, განაჩენის მიღების შემდეგ.  

რა მიზნით იმყოფება ამერიკელი გენერალი საქართველოში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. „მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გენერლის მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთობლივი სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ,“ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ქმედებებზე: ერთადერთი შესაძლო პასუხი არის ის, რომ ისინი არიან რუსეთის ზეწოლის, ან გავლენის ქვეშ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, LN24-თან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. მინდა, თქვენი რეაქცია გაგვიზიაროთ ამ კადრებთან დაკავშირებით, ქუჩაში გამოსული ათასობით ქართველი ცდილობს მათი ბრაზი და წინააღმდეგობა გამოხატოს უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობიდან და ბევრად უფრო ადრეც, საუკუნეებით უფრო ადრე, მაგრამ განსაკუთრებით დამოუკიდებლობის შემდეგ, ყველა გამოკითხვა გვიჩვენებს რომ საქართველოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტს სურს ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია და ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, ამიტომ გასაოცარი არ არის ეს [გამოსვლები], რადგან ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და როგორც ევროპელი ლიდერები გვპირდებიან, თუ დავაკმაყოფილებთ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, წლის ბოლოს გვექნება საშუალება დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. და სწორედ ამ დროს არის მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ყველაზე აშკარაა ეს რუსული კანონი, ეს კანონი, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია, რომელიც პირდაპირ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოში და ქვეყანას წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში, კულტურის, განათლების სფეროებში ეხმარებიან. ეს ქვეყანა 30 წლის განმავლობაში ევროპელების და ამერიკელების ყურადღებას და მხარდაჭერას იღებდა. ესაა მიზანში ამოღებული და გასაკვირი არ არის, რომ ერთი მხრივ, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს, და ამის საპირისპიროდ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, როგორც ევროპელები, ისე ამერიკელები აპროტესტებენ და შეშფოთებული არიან ამ კანონის მიღების პროცესით. თქვენ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის აუცილებელ პირობებზე, გასატარებელ რეფორმებზე საუბრობდით. ეს კანონი კატასტროფაა ქვეყნისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან სრულიად შეუსაბამოა? ეს კანონი შეუსაბამოა, ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას მასზე. ჩვენ სხვა რეკომენდაციებიც უნდა დავაკმაყოფილოთ და ამ მიმართულებითაც არ არის არანაირი ხილვადი პროგრესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და მოსახლეობას აქვს განცდა, რომ არაფერი არ კეთდება, ან პირიქით, ყველაფერი კეთდება, რომ ხელი შეეშალოს ამ პერსპექტივას, ამ შესაძლებლობას, რომელიც გვეძლევა  ბევრად უფრო ადრე, ვიდრე საქართველო ამას იმედოვნებდა და რომ ეს შესაძლებლობა მათ ერთმევათ. თუ ეს ვინმეს ინტერესებს ემთხვევა, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებია. რუსეთი ხედავს, რომ კავკასია ხელიდან ეცლება - დღეს საქართველო, და სომხეთი, უფრო და უფრო მეტად, რომელიც ევროპისკენ იყურება. რუსეთს სურს, სრული კონტროლი ჰქონდეს შავ ზღვაზე, უკრაინაზე, ჩვენს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მას სურს ახალი სამხედრო პორტის გახსნა შავ ზღვაზე. კარგად ჩანს, რომ  რუსული სტრატეგია საქართველოს ევროპაში შესვლის შეჩერებასა და მის ევროპაში დამკვიდრების ხელშეშლას გულისხმობს, რისი წყალობითაც ქვეყანას ექნებოდა უსაფრთხოება, რომელსაც დემოკრატიული თანამეგობრობის წევრობა მოუტანდა. ამ ათასობით მანიფესტანტების კადრების გარდა, ასევე ვნახეთ ქაოსის კადრები, თუ როგორ ურტყამს უმრავლესობის დეპუტატს ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში, რაც შემდეგ პარლამენტარებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის კადრის თავიდან არიდება გენდომებოდათ სავარაუდოდ, განსაკუთრებით ევროკავშირის წინაშე. ძალიან სამწუხაროა, ეს ასახავს იმ დიდ დაძაბულობასა და პოლარიზაციას, რომელიც ქვეყანაშია. სხვათა შორის, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 9 რეკომენდაციიდან ერთ -ერთი რეკომენდაცია ამ პოლარიზაციის შემცირებაა. ეს საკითხი ჩემთვის შემაშფოთებელია, ჩემი მანდატის დასაწყისიდან ვცდილობდი სწორედ ამ პოლარიზაციის შემცირებას და ახლაც ვცდილობ გავაერთიანო პოლიტიკური პარტიები ერთი პლატფორმის ირგვლივ, რაც სწორედ ევროკავშირის მოთხოვნას უპასუხებდა იმისათვის, რომ წლის ბოლოს ჩვენ წარვდგეთ როგორც ქვეყანა, რომელმაც დააკმაყოფილა ამ რეკომენდაციების მთავარი ნაწილი, რომელიც ასევე ეხება სამართლის სფეროს რეფორმას, კორუფციას, დეოლიგარქიზაციას. ჩვენ მთელი პროგრამა გვაქვს და ეს პროგრამა უნდა გავითავისოთ და წინ წავიდეთ ჩვენი დიდი მეზობლის ინტერესების მიუხედავად, რომელიც ძალიან კმაყოფილი ჩანს, როდესაც ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც არის რუსული კანონის იმიტაცია. თქვენ თქვით, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპული გზის მომხრეა, მაგრამ მან მოიყვანა ხელისუფლებაში პარტია ,,ქართული ოცნება“, რადგან ის ამბობდა, რომ სურდა საქართველოს ევროპისკენ წაყვანა, და გააკეთა კიდევაც ეს. რატომ არის ასეთი შემობრუნება დღეს? ეს ძალიან რთული ასახსნელია. სწორედ ამ უმრავლესობამ შეიტანა კონსტიტუციაში მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალაუფლებაშია, რომ ხელი შეუწყოს ამ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. და ისევ ეს პარტია დღეს აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ ხელი შეუშალოს ამ ინტეგრაციას. ერთადერთი შესაძლო პასუხი არის ის, რომ ისინი არიან რუსეთის ზეწოლის, ან გავლენის ქვეშ, რომელიც არის ერთადერთი, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარებაში. თქვენ ისევ აპირებთ ვეტოს დადებას და შეუძლიათ თუ არა მათ ამ ვეტოს გადალახვა? დიახ, დიახ მე ვაპირებ ვეტოს დადებას, რადგან ეს მოსახლეობის სურვილთან ჩემი სოლიდარობის გამოხატვის საშუალებაა და დიახ, მათ შეუძლიათ მისი გადალახვა. ამისთვის იმავე რაოდენობის ხმებია საჭირო, რაც კანონის მისაღებად პირველ მოსმენაზე, და რა რაოდენობაც უდავოდ ექნებათ მეორე და მესამე მოსმენაზე, რადგან ვხედავთ, რომ ეს პარტია დღეს პოზიციონირდება როგორც ერთიანი პარტია, არანაირი განსხვავებული ხმა არ არსებობს და ისინი აუცილებლად გადალახავს ვეტოს, მაგრამ ჩვენი ხმა უფრო შორს მიდის. როგორც გითხარით, მე ვცდილობ პლატფორმის განვითარებას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, რომელიც ნამდვილი პასუხი იქნება იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სადაც დაისმება კითხვა ევროპა, ან რუსეთი და ამ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა შეძლებს გააკეთოს არჩევანი იმაზე, თუ რომელ მხარეს სურს წასვლა. ეს არჩევნები ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი იქნება თქვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის? ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება, ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, რადგან ჩვენ მუდმივად გადამწყვეტი მომენტები გვაქვს. ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ მოსახლეობამ, ქართველმა ახალგაზრდობამ იცის თუ საით მიდის და იცის საით უნდა წასვლა.  

„რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა“ - ვაკეში მომხდარზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, თბილისში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ქ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა გ.რ-ს და კ.ბ-ს. „აღნიშნულის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც დაზარალებულების თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებული ვ.ს. დაედევნა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა თავის არეში. სამივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ორი პირის, მათ შორის ს.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და იგი რეანიმაციაში გადის მკურნალობას. სამართალდამცველებმა ბრალდებული ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ზელენსკი: რუსულ პროპაგანდას მოსდევს, სულ მცირე, დესტაბილიზაცია და უარეს შემთხვევაში, ოკუპაციის მცდელობა

„უნდა გვახსოვდეს, რომ რუსულ პროპაგანდას უცვლელად მოსდევს, სულ მცირე, დესტაბილიზაცია და, უარეს შემთხვევაში, ოკუპაციის მცდელობა. ყველა დონეზე, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ერთად უნდა ვიმუშაოთ მის წინააღმდეგ. და მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში - ყველა ლიდერს, ყველა საზოგადო მოღვაწეს, ყველა პოლიტიკოსს, ვინც სერიოზულად ეკიდება ხალხის დაცვას დეზინფორმაციისგან და ყველა სხვა რუსული დესტაბილიზაციის გავლენისგან,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აპრილს, ტრადიციული ვიდეომიმართვისას.  

ლავროვის მტკიცებით, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გაცილებით რბილია, ვიდრე ბევრ ქვეყანაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, „კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ, რომელსაც ახლა საქართველოში განიხილავენ, გაცილებით უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში.“ მეთიუ მილერი: ღრმად იმედგაცრუებულები ვართ კრემლისგან შთაგონებული კანონის წინ წაწევით „საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ყველაზე რბილია და თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთსა ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და ამ ფულით რაღაცას არასწორად აკეთებ. კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ფრანგული კანონი არ არის - ელჩი ქართული კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“, მხოლოდ თანხების დეკლარირებას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს,“ -ამტკიცებს სერგეი ლავროვი. ზურაბიშვილი პესკოვის განცხადებაზე: ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. „ქართული ოცნება" მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. ირაკლი კობახიძემ 17 აპრილს განაცხადა, რომ „უკრაინიზაციის“ თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი.“ უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად, $180 მილიონზე მეტი გამოყო

რუსული ბოლო თავდასხმების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, თითქმის 150 მილიონი ფუნტი (180 მილიონ დოლარზე მეტი) გამოყო. ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნილ ჰოლანდმა განაცხადა. ვენაში ეუთოს შეხვედრის დროს ჰოლანდმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო გააძლიერებს ძალისხმევას უკრაინის ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად, რომელშიც ჩაერთვებიან მისი პარტნიორები დიდი შვიდეულის ჯგუფიდან (G7). „გაერთიანებული სამეფო მზად არის, უზრუნველყოს უკრაინას მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და რუსეთი უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან გაძევებისთვის,“ - აღნიშნა ჰოლანდმა და დასძინა, რომ „ეს არის ერთადერთი გზა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ.“ რუსეთმა მარტიდან გააძლიერა თავდასხმები, ძირითადად უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რუსულმა ძალებმა 22 მარტს ზაპოროჟიესთან, დნიპროს ჰიდროელექტროსადგურს დაარტყეს, რაც უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა იყო. რუსეთმა ასევე გაანადგურა 11 აპრილს კიევის ოლქის ქალაქ უკრაინკაში თბოელექტროსადგური ტრიპილია, რამაც გამოიწვია უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის Centerenergo-ს გამომუშავების სიმძლავრის 100% დაკარგვა. უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვს. სტოლტენბერგი: NATO მუშაობს უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველსაყოფად  

დრონების გერმანულმა მწარმოებელმა უკრაინაში ქარხანა გახსნა

გერმანულმა მწარმოებელმა Quantum Systems-მა 18 აპრილს, უკრაინაში დრონების ქარხანა და განვითარების ცენტრი გახსნა. Quantum Systems არის კომპანია, რომელიც მოწინავე Vector-ის სადაზვერვო თვითმფრინავებს ავითარებს, რომელთაგან 212 უკრაინას გერმანიის მთავრობამ უკვე მიაწოდა. ქარხანა კომპანიის მეორე ადგილია უკრაინაში და მოსალოდნელია, რომ ყოველწლიურად, ის გაზრდის წარმოების სიმძლავრეს 1000 დრონამდე, სათადარიგო ნაწილების წარმოების ჩათვლით. წლის ბოლომდე შესაძლოა, 100-მდე ადამიანი დასაქმდეს. მწარმოებელი 6 მილიონ ევრომდე ($6.4 მილიონი) ინვესტიციას განახორციელებს ახალ წარმოებაში მომდევნო ორი წლის განმავლობაში. Quantum Systems-მა პირველად უკრაინისთვის დრონების მიწოდება 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. მომდევნო წელს ფირმამ ასევე დააარსა სერვისის, მხარდაჭერის, ტრენინგის და ლოგისტიკური ცენტრი უკრაინაში. კომპანიამ პირობა დადო, რომ 2024 წლის ბოლომდე კიევს 500 სადაზვერვო თვითმფრინავით მიაწვდიდა. უპილოტო სისტემები გახდა მთავარი შესაძლებლობა რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარისთვის, რადგან კიევი აძლიერებს შიდა წარმოებას და დრონების იმპორტს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თებერვალში მოაწერა ხელი განკარგულებას უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული ფილიალის შექმნის შესახებ, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებზე იქნება ფოკუსირებული. სტრატეგიული ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ ჰანა ჰვოზდიარმა განმარტა, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს 150,000 ასეთი აპარატი ყოველთვიურად და შესაძლოა, წლის ბოლომდე 2 მილიონი დრონის წარმოება შეძლოს.  

გომელაური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე: ვეთანხმები, სწორია

„ისე მეკითხებოდნენ ამ კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა იყო - მე ამ გუნდის წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, სწორია,“ - შესაბამისი განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. დეპუტატებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. „მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, აბა მითხარი, აბა მითხარიო, თითებს გვიშვერდნენ. მე ვარ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრი და რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ვარ ამ გუნდის წევრი და რა თქმა უნდა. ისე მეკითხებოდნენ თითქოს, რამე ჩამჭრელი კითხვა მკითხეს. დიახ, ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია. თუ ვალდებულები ვართ ყველა, სამინისტროები, რაში ვხარჯავთ ფულს, რომ შემოწმდეს, დაადეკლარირონ, რა პრობლემაა. არა ერთხელ აუხსნიათ და ჩემი ახსნა არ სჭირდება მე მგონი, ამ კანონს,“ - განაცხადა გომელაურმა.  

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც დედაქალაქ პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა. საკონსულოს შენობაში შესულს თან ყუმბარა და ასაფეთქებელი ჟილეტი ჰქონდა. სამართალდამცველებმა საკონსულოს შენობა ალყაში მოაქციეს და კაცი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა კაცი. ინციდენტის გამო ახლომდებარე მეტროს ხაზმა მუშაობა დროებით შეაჩერა და პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, ტერიტორიასთან მიახლოებისთვის თავი აერიდებიათ. უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ესკალაციას. თეირანმა დღეს ისრაელის თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ საპასუხო ქმედებებს არ გეგმავს, თუმცა როგორც Reuters-ი წერს, ეს პასუხი, სავარაუდოდ, მასშტაბური ომის თავიდან აცილებისკენ იყო მიმართული.  

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები პირობას დებენ, რომ უკრაინის თავდაცვას გააძლიერებენ

დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა ამ გზით, გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და დაიცვან კრიტიკული ინფრასტრუქტურა. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ მიზნით, ასევე იმუშავებენ პარტნიორებთან. „ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მკაცრად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ომს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ უკრაინას,“ - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად. „გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზის შესწავლას, რათა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთისგან კომპენსაციის მიღებაში, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ლიდერების მოთხოვნის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას და რჩევის მიცემას აპულიის სამიტის წინ ყველა შესაძლო გზის და შესაძლო ვარიანტების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

შარლ მიშელი: მინდა, ნათლად განვაცხადო: ეს კანონპროექტი არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, იმედგაცრუებული ვართ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამჯერად Euronews-თან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ წამოჭრილი სადავო კანონპროექტის კენჭისყრის პროცესს.    „მინდა, ნათლად განვაცხადო: ეს კანონპროექტი არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. პირიქით. იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო," განუცხადა Euronews-ს შარლ მიშელმა.  როდესაც ჰკითხეს, შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის მიღების შემდეგ, Euronews-ი წერს, რომ მიშელი ასე შორს არ წასულა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს, „იმოქმედებს“ იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.“ გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა მიშელმა ინტერვიუში და განმარტა, რომ თუ კენჭს უყრიან ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე.“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 16 აპრილს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. 17 აპრილს პარლამენტმა ხსენებული კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის გამო - მიშელის პასუხი

კითხვას, შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის მიღების შემდეგ, Euronews-ი წერს, რომ შარლ მიშელი ასე შორს არ წასულა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს, „იმოქმედებს“ იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.“ „გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და განმარტა, რომ თუ კენჭს უყრიან ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე.“ შარლ მიშელი: მინდა, ნათლად განვაცხადო: ეს კანონპროექტი არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, იმედგაცრუებული ვართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა 16 აპრილს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. პარლამენტმა ხსენებული კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

რას ნიშნავს უკრაინისთვის რუსული Tu-22M3-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ჩამოგდება

რუსული Tu-22M3 ბომბდამშენის ჩამოგდება მიუთითებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოებაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო შორ მანძილზე შეუქმნან საფრთხე მტრის სტრატეგიულ ავიაციას. სამხედრო სამართლის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მუსიენკომ RBC-Ukraine-სთან კომენტარში განმარტა, რომ ბოლო დარტყმები ჟანკოის აეროპორტებზე, რუსულ რადარებზე მორდოვიისა და ბრიანსკის რაიონებში და ახლა Tu-22M3 თვითმფრინავის ჩამოგდება აჩვენებს უკრაინის მზარდ შესაძლებლობებს. „ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი შესაძლებლობები იზრდება. შედეგად, ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ ბევრად უფრო შორს და შევქმნათ საფრთხე არამხოლოდ ჰაერში, არამედ, ხმელეთზეც. ეს ნიშნავს, რომ ოლენიის აეროდრომი აღარ არის მიუწვდომელი სამიზნე უკრაინული თვითმფრინავებისთვის, რომლებიც, ვფიქრობ, გამოყენებული იქნება,“ - განმარტა მუსიენკომ. მისი აზრით, ეს ყველაფერი სისტემატური ძალისხმევის ნაწილია სტრატეგიული ავიაციის წინააღმდეგ და რუსული თვითმფრინავების უკრაინასთან მიახლოების თავიდან ასაცილებლად. „ჩვენ ვსაუბრობთ Tu-22მ3-ზე. თუმცა, სამწუხაროდ, Tu-95-ების გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ისინი ჯერ კიდევ შორს არიან,“ აღნიშნა მუსიენკომ. რუსული ბომბდამშენი უკრაინელებმა ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები

ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა

19 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქს ეწვია. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაჭრილი მებრძოლები მოინახულა საველე საავადმყოფოში. „მე მოვინახულე ჩვენი დაჭრილი დამცველები, რომლებიც იქ განლაგებული 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის სამედიცინო ასეულში მკურნალობენ. ვესაუბრე მათ და გადავეცი სახელმწიფო ჯილდოები. დიდი მადლობა უკრაინის დაცვისა და თქვენი სამსახურისათვის! ჩვენი სახელმწიფო ამაყობს, რომ ასეთი მეომრები ჰყავს," - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ეს ომი შავ-თეთრია, მასში ნახევარტონები არ არის, ყველაფერი აშკარაა. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ. ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენ ვაჩერებთ ოკუპანტს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ნგრევა და ძალადობა, მხოლოდ ბოროტება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ბოროტება. ჩვენ უნდა გავანადგუროთ რუსი ოკუპანტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის, ადამიანის სიცოცხლისთვის," ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

NATO-ს ქვეყნები მზად არიან, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა გადასცენ, ჩეხეთმა ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინა - სტოლტენბერგი

ჩეხეთმა უკრაინისთვის ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე NATO-უკრაინის საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარებასა და გაზრდაზე, მათ შორის, მეტი საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. „მივესალმები გერმანიის ძალისხმევას, მათ შორის, ბოლო გადაწყვეტილებას, რომ დამატებითი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცენ უკრაინას. Patriot-ებთან ერთად, კიდევ ბევრი იარაღია, რომელთა გადაცემაც შეუძლიათ მოკავშირეებს, მათ შორის SAMP-T. ჩეხეთმა დაადასტურა, რომ ამუნიციის მათი ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინეს. „მივესალმები ხვალ უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების პაკეტზე კენჭისყრისადმი აშშ-ის კონგრესში მიღწეულ პროგრესს. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი დამატებითი შეფერხებების გარეშე იქნება მიღებული. მოკავშირეებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ საკუთარ მარაგებში და დააჩქარონ რაკეტების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის გადაცემა,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.  

ზელენსკიმ ალენ დელონი ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი „უკრაინის წინაშე დამსახურების ორდენით დააჯილდოვა.“ შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ძვირფასო ალენ, მე ვიცი, რომ თქვენ არც თუ ისე მარტივ სიტუაციაში ხართ და მინდა გითხრათ, რომ მარტო არ ხართ...გყავთ ბევრი გულშემატკივარი და ხალხი, ვისაც უყვარხართ. მე და ჩემი ხალხი, ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ,“ წერს საფრანგეთში უკრაინის ელჩი ვადიმ ომელჩენკო. 88 წლის ვარსკვლავი ომის დაწყების დღიდან უკრაინას საჯაროდ უჭერს მხარს. 2022 წელს მსახიობი მონაწილეობდა ზელენსკისა და ფრანგული მედიის შეხვედრაში. შეხვედრის მსვლელობისას პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის ალენ დელონს მადლობა გადაუხადა. „მე არასდროს ვყოფილვარ თქვენსავით ბრწყინვალე მსახიობი. ჩემთვის ყოველთვის ავტორიტეტი, დიდი მსახიობი იყავით," აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 2019 წელს ინსულტის შემდეგ, ალენ დელონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.