ძებნის რეზულტატი:

El Pais: ესპანეთი უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზავნის

ესპანურ გაზეთი El Pais-ის ინფორმაციით, ქვეყანა უკრაინაში მცირე რაოდენობის Patriot-ის რაკეტებს გაგზავნის. ესპანეთს Patriot-ის სისტემის სამი ბატარეა აქვს, რომელიც გერმანიისგან 2004 და 2014 წლებში შეიძინა. ესპანურმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინის მიმართ ვალდებულება უნდა გაზარდოს აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს წევრ სახელმწიფოებს განუცხადა, რომ უკრაინას, სულ მცირე, შვიდი Patriot-ის ან სხვა მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება, რათა რუსეთის საჰაერო იერიშები მოიგერიოს.  

ზურაბ მახარაძის თქმით, რეესტრმა „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის ინფორმაციით, ცესკომ მათი ახალი პარტიის, „ქართული იდეის“ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა. ცესკოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25 აპრილის წერილი, რომლითაც მათ საარჩევნო ადმინისტრაციას აცნობეს, რომ „უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევა“. ზურაბ მახარაძემ „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა ცესკოს წერილი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საჯარო რეესტრმა წარმოებაში მიიღო ანტიკორუფციული ბიუროს საჩივარი და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, ცესკომ პარტია „ქართული იდეის“ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა. „ეს წერილი დაგვახვედრა ცესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ,,ქართული იდეის“ გაუქმების პროცესიც დაიწყო. ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს, რომლითაც „ოცნება“ ,,ქართულ იდეას“ აუქმებს, პარტიას რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ, იმის გამო, რომ „ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ,“ - აცხადებს ზურაბ მახარაძე. მასალა განახლებადია ალტ-ინფოს პარტია გაუქმდა ბრეგაძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა  

შვეიცარიის საპარლამენტო კომიტეტმა უკრაინის $5.5 მილიარდით დახმარების გეგმა დაამტკიცა

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატის უსაფრთხოების კომიტეტმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ფრანკის ღირებულების დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. დახმარება უფრო ფართო, 10.1 მილიარდი ფრანკის ღირებულების პაკეტის ნაწილია, რომელიც შვეიცარიის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. ფინანსურმა კანონპროექტმა პარლამენტში კიდევ უნდა გაიაროს რამდენიმე ეტაპი, ვიდრე კანონად დამტკიცდება. მემარჯვენე პარტიები შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან. პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი სახსრები უკრაინაში ცხოვრებისა და გადარჩენისთვის საჭირო ყოველდღიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის არის განზრახული. შვეიცარია 15-16 ივნისს უმასპინძლებს გლობალური მშვიდობის სამიტს - საერთაშორისო შეხვედრას უკრაინის მშვიდობის ფორმულის მონაწილე ქვეყნების ლიდერების დონეზე.  

სომხეთში პროტესტის მონაწილეებმა ავტომაგისტრალები გადაკეტეს

სომხეთის არარატის პროვინციაში, სოფელ ტიგრანაშენის მონაკვეთზე ერევანი-მეღრის საავტომობილო გზა გადაკეტილია. ასევე გადაკეტილია ერევანი-სევანის გზა გეღარქუნიკის გუბერნიის ქალაქ მარტუნის მონაკვეთზე. სომხური მედიის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს თანამემამულეებს, რომლებიც აპროტესტებენ „სომხეთის ცალმხრივ დათმობებს აზერბაიჯანთან“. ოპოზიციონერი დეპუტატები არტურ სარქისიანი და აღვან ვარდანიანი ასევე იმ ადამიანებთან ერთად არიან, რომლებმაც ერევანი-მეგრის საავტომობილო გზა გადაკეტეს, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატები არმან ღაზარიანი და მჰერ საჰაკიანი მათთან ერთად არიან, ვინც ერევანი-სევანის მაგისტრალი გადაკეტეს. მანამდე მოსახლეობამ ტავუშში აქციის მონაწილე თანამემამულეების მხარდასაჭერად შირაქის პროვინციაში, სოფელ ჰორომის კვეთაზე ერევანი-გიუმრის საავტომობილო გზა გადაკეტა. ფაშინიანი: პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს - ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს  

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. „ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება. ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია - 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი. ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას. ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება. დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩალის ფასი აქვს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით, 25 აპრილს მიიღეს, „ჩალის ფასი აქვს.“ „რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ისეთი ჩალის ფასი აქვს, როგორც ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი, არათუ ასეთ შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პირიქით, უნდა ზრუნავდნენ ამერიკაში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაც შანტაჟის ენით ესაუბროს ქართველ ხალს. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს და ახლაც ძალიან კარგად ჩანს,“ - აღნიშნა კობახიძემ. ის ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ბოლო წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების დაშინებას ცდილობენ. „ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს, ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ერთგვარი ნეგატიური ფონი ჩააფინონ, დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს „ჩალის“ ფასი, ახლაც „ჩალის“ ფასი აქვს, უფრო მეტიც „ჩალის“ ფასიც არ აქვს, „ჩალაძის“ ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სიმართლეა მთავარი,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება“ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

აშშ-ის "ჰელსინკის კომისია" ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე: FARA-სთან შედარება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და ჰელსინკის კომისიის წევრი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა კვლავ ბრუნდება. განცხადება სათაურით - „ჰელსინკის კომისიის წარმომადგენელთა პალატის ლიდერთა განცხადება საქართველოში უცხოეთის აგენტის კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით" -კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ავტორები არიან კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი და წამყვანი კანონმდებელი - კონგრესმენი სტივ კოენი. განცხადებაში წერია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ამერიკულ FARA-ს კანონთან შედარება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. „დამოუკიდებლობის აღდგენიდან ათწლეულობით ბრძოლის შემდეგ, საქართველოში რუსეთის გავლენა ბრუნდება. მისდა სამარცხვინოდ, საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, მისი უახლოესი მეგობრების რჩევის საპირისპიროდ, კვლავ წინ სწევს რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონპროექტს. ეს კანონპროექტი, საქართველოს სულ უფრო და უფრო უკანმიმავალ დემოკრატიაზე სხვა თავდასხმებთან ერთად, მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოებას, დათრგუნოს თავისუფალი აზრი და არადემოკრატიული გზით გააძლიეროს რეჟიმის ძალაუფლება. შემაძრწუნებელია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა ასე თავხედურად ესხმის თავს საკუთარი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. შეერთებული შტატები იყო და რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად, რომელიც გასცემს უსაფრთხოების დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას. რუსეთს, პირიქით, მხოლოდ უბედურება, განადგურება და სამხედრო ოკუპაცია მოუტანია. ჰელსინკის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია FARA-სთან ან უცხოური გავლენის მონიტორინგის ნებისმიერ სხვა დასავლურ მექანიზმებთან შედარებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომელიც კრემლის ძველ სასაუბრო პუნქტებს იმეორებს. შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად რჩება და ამ პრინციპების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, ამ დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ,” - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

უკრაინული დაზვერვა მოსკოვში რუსული KA-32-ის ტიპის ვერტმფრენის განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინულმა დაზვერვამ მოსკოვში, ოსტაფიევოს აეროდრომზე რუსული KA-32-ის ტიპის ვერტმფრენი გაანადგურა.  ეს ვერტმფრენი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. იტყობინება RBC-უკრაინას სპეცსამსახურების წყარო. წყაროს ცნობით, რუსებმა ვერტმფრენი გამოიყენეს თავიანთი არმიის ლოგისტიკური საჭიროებების და საევაკუაციო ოპერაციების დასაკმაყოფილებლად. როგორც უკრაინული მედია წერს, დაზვერვამ დაადასტურა მოსკოვში ვერტმფრენის განადგურება და ვიდეოც გაავრცელა. უკრაინის დაზვერვის თანახმად, აეროდრომი ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ის ოპერირებს „გაზპრომავიასთან“ ერთად, რომელიც „გაზპრომის“ სტრუქტურაში შედის. „განადგურებულ საავიაციო ტექნიკას აგრესორი სახელმწიფო რუსეთის საოკუპაციო არმიის ოპერაციების მხარდასაჭერად იყენებდა,“ - აცხადებენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში.  

„ფიცს ვდებ, თუ კანონპროექტს არ გაიწვევენ, დავტოვებ პარტიას და თანამდებობას“ - „ქართული ოცნების" წევრი თელავიდან

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი აცხადებს, რომ პარტიას, ფრაქციასა და თანამდებობას დატოვებს, თუკი მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ არ გაიწვევს. „ჩემი თხოვნაა საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან, ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, ეს კანონი გაითხოვეთ უკან.“ „ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება... ამიტომ, მე ამ კანონპროექტს ვემიჯნები და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ პროექტს უკან არ გაიწვევენ, მე დავტოვებ თანამდებობას,“ - განაცხადა დეპუტატმა 26 აპრილს თელავში, საკრებულოს სხდომაზე. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

ესტონეთმა დანიასთან კოორდინაციით, უკრაინას საპატრულო კატარღები გადასცა

ესტონეთმა უკრაინას ორი საპატრულო კატარღა გადასცა. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ასეთი დახმარება ხელს უწყობს უკრაინას, უზრუნველყოს სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო ხაზები და დაიცვას თავისი ტერიტორიული წყლები. ესტონეთმა სამწლიანი სტრატეგიული გეგმა მოამზადა დასავლეთის ქვეყნებისთვის, რათა უკრაინას ომის მოგებაში დაეხმაროს. ესტონეთი ოთხი წლის განმავლობაში უკრაინას მშპ-ს 0,25%-ის ოდენობით დახმარებას დაჰპირდა. მთლიანობაში, ტალინი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარებას გაუწევს 2027 წლამდე.  

უკრაინამ 140 დამცველის ცხედარი დაიბრუნა

140 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა. კერძოდ, შესაძლებელი გახდა დონეცკის სექტორში მებრძოლი 112 დამცველის, ლუგანსკის სექტორიდან 20 დაღუპული ჯარისკაცის, სუმის სექტორიდან ხუთი დამცველის, ზაპოროჟიეს სექტორიდან ორი დაღუპული ჯარისკაცის და ხერსონის სექტორიდან ერთის ცხედრის დაბრუნება.  მსხვერპლთა იდენტიფიცირებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები მოახდენენ. იდენტიფიკაციის შემდეგ ცხედრები ოჯახებს დაკრძალვისთვის გადაეცემა. 121 დაღუპული დამცველის ცხედარი უკრაინაში 29 მარტს დააბრუნეს.  

ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი იმოქმედებს, თუ ჩინეთი მოსკოვისთვის უკრაინაზე თავდასხმის დროს გამოყენებული კომპონენტების მიწოდებას არ შეწყვეტს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ის იმოქმედებს, თუ ჩინეთი მოსკოვისთვის უკრაინაზე თავდასხმის დროს გამოყენებული პროდუქციის მიწოდებას არ შეწყვეტს. მან არ დააკონკრეტა, რა ზომების მისაღებად იყო მზად აშშ. როგორც აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, მან თავის კოლეგებს განუცხადა, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ძირითადი კომპონენტების მიყიდვა მოსკოვისთვის. როგორც ბლინკენმა პეკინში, BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, მან თავის კოლეგებს განუცხადა, რომ ისინი „ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან ევროპის უსაფრთხოებას.“ მაგრამ ბლინკენი ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პროგრესი იყო მიღწეული ზოგიერთ სფეროში. „ჩინეთი და აშშ უნდა იყვნენ პარტნიორები და არა კონკურენტები“ - სი ძინპინი ბლინკენს მასპინძლობს განახლება: რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერის შემთხვევაში, აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის მზად არის. შესაბამისი განცხადება ენტონი ბლინკენმა პეკინში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ევროპელმა პარტნიორებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება „ქმედებებზე, რომლებსაც ჩინური კომპანიები ახორციელებენ რუსული თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერისთვის.“ „ეს არამხოლოდ უშუალო საფრთხეს ეხება, რომელსაც რუსეთი და უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესია წარმოადგენს. საუბარია საშუალო და გრძელვადიან საფრთხეზე, რომელსაც ბევრი ევროპელი ინტუიციურად გრძნობს, რომელსაც რუსეთი მათთვის პოტენციურად წარმოადგენს,“ - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით აშშ და ევროპელი პარტნიორები პეკინისგან ელიან ნაბიჯებს, რომლებიც ასეთი დახმარების შეკავებისკენ იქნება მიმართული. „ჩვენ ასევე, როგორც უკვე ვთქვი, განვიხილავთ ქმედებებს, რომლებიც სრულიად მზად ვართ განვახორციელოთ, თუ ცვლილებებს არ დავინახავთ. აშშ-ის შემთხვევაში ჩვენ უკვე შემოვიღეთ სანქციები ასზე მეტი ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, საექსპორტო კონტროლი და მსგავსი და სრულიად მზად ვართ ვიმოქმედოთ, მივიღოთ დამატებითი ზომები. ეს ძალიან მკაფიო გავხადე დღევანდელი შეხვედრების დროს,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

ოსტინმა უკრაინისთვის $1 მილიარდის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 21-ე შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. პაკეტი მოიცავს HIMARS-ის რაკეტებს, ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღს. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები პრეზიდენტის უფლებამოსილებით (PDA) გამოყოფს კიდევ 1 მილიარდ დოლარს, რომელიც მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის, 155 მმ-იანი ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობასა და ჯავშანტექნიკას," - აღნიშნა ოსტინმა. მან ხაზ გაუსვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ უკრაინას მიაწოდა 70-ზე მეტი საშუალო და გრძელვადიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა. დაახლოებით ათასი რაკეტა, 3 000 ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის 800-ზე მეტი ძირითადი საბრძოლო ტანკი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მიიღეს ათიათასობით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. წელს უკრაინაში F-16-ის ტიპის თვითმფრინავების ესკადრილიას ელოდებიან. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. Reuters-ი 23 აპრილს წერდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებდა.  

თურქმენეთი შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივების ზომებს უცხოელ პარტნიორებთან განიხილავს

თურქმენეთი შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივების ზომებს უცხოელ პარტნიორებთან განიხილავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს საკითხი განიხილეს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) ტრანსპორტის საკოორდინაციო კომიტეტის მე-2 სხდომაზე, რომელიც უნგრეთში, ბუდაპეშტში 25-26 აპრილს იმართება. დელეგატების დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციების გამარტივების, სატრანსპორტო პროცედურების დიგიტალიზაციისა და მულტიმოდალური კავშირებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე. შეხვედრას ესწრებოდა თურქმენეთის საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე (Turkmendenizderyayollary) ბატირ ანაევი, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თურქმენეთის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში სისტემურ გარდაქმნებზე, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააცნობიეროს გეოგრაფიული უპირატესობები ევრაზიული მიწოდების ჯაჭვების სატრანზიტო ჩარჩოს ფორმირებაში. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გვთავაზობს სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.  

ლიეტუვა და პოლონეთი HIMARS-ის საბრძოლო მასალის ლოგისტიკური ცენტრის შექმნას განიხილავენ

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პოლონეთთან თავდაცვის შესაძლებლობების გასაფართოებლად მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა. მას ასევე სურს HIMARS-ის საბრძოლო მასალის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის შექმნასდა თავდაცვის შესყიდვებში ერთობლივი მონაწილეობა. „ჩვენ განვიხილეთ შესაძლო თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიაში. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სამხრეთი მეზობელი, პოლონეთი, უდავოდ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ჩვენს გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ რისკებს,“ განაცხადა ნაუსედამ.   მანვე აღნიშნა, რომ ლეიტუვა ამჟამად განიხილავს ეროვნული თავდაცვისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხს. „განვიხილეთ, კერძოდ, HIMARS სისტემები, რადგან ლიეტუვაც და პოლონეთიც გეგმავენ ამ სისტემების შეძენას. მათ უკვე შეიძინეს, მაგრამ აპირებენ მომავალში მეტის მიღებას. განსაკუთრებით, პოლონეთის საბრძოლო მასალის წარმოების გეგმების გათვალისწინებით, ჩვენ გვსურს, ვითანამშრომლოთ. ჩემი წინადადება სწორედ ამ მიმართულებით იყო, რაც გულისხმობს რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის შექმნას,“ - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ლიეტუვა და პოლონეთი განიხილავენ რაკეტების საერთო შესყიდვას.   „ჩვენ შეგვიძია, მონაწილეობა მივიღოთ საერთო შესყიდვებში (რაკეტების). ეს იქნება ძალიან კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ჩვენი ძლიერი კავშირები სამხედრო თანამშრომლობაში ახალ სიმაღლეებამდე მივიდეს," - განმარტა ნაუსედამ. ამასთან, ნაუსედამ შეაქო პოლონეთის მზადყოფნა, ქვეყანაში NATO-ს ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ და განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება, თუ ალიანსის მიერ იქნება მიღებული, ხელს შეუწყობს შეკავებას და დააკმაყოფილებს ევროპის უსაფრთხოების მოლოდინებს. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთში ბირთვული იარაღის შესაძლო განლაგება რუსეთს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის. მისი განმარტებით, ატომური იარაღის განლაგების იდეა არ არის წაქეზება და არ არის საფრთხე რუსეთისთვის, მაგრამ ის კვლავ შემაკავებელი სისტემის ელემენტია, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. ბოლო თვეების განმავლობაში, პოლონეთი აქტიურად ყიდულობდა იარაღს თავისი თავდაცვის გასაძლიერებლად რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ძირითადი შესყიდვები მოიცავს Abrams-ის ტანკებს შეერთებული შტატებიდან, HIMARS-ის სარაკეტო საარტილერიო სისტემებს შეერთებული შტატებიდან, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თურქული წარმოების თვითმფრინავებს და სამხრეთ კორეის K2-ის ტანკებს. The Telegraph-ის ცნობით, ჯერ კიდევ მაისში პოლონეთმა მიზნად დაისახა ევროპაში უდიდესი სახმელეთო არმიის შექმნა. ცნობისთვის, M142 HIMARS (ინგლ. High Mobility Artillery Rocket System )„მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“; „ჰაიმარსი“) — მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის შასიზე.  HIMARS აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის იმ სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია.  

საფრანგეთი და გერმანია ახალი თაობის საბრძოლო ტანკს განავითარებენ

საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან, რომ 2040 წლამდე, ახალი თაობის საბრძოლო ტანკს განავითარებენ. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა პარიზში, ცერემონიის დროს, 26 აპრილს, ახალი თაობის საბრძოლო ტანკის, ხელოვნური ინტელექტითა და ლაზერული ტექნოლოგიებით ერთობლივი განვითარების გეგმები დაამტკიცეს. მემორანდუმი განსაზღვრავს მწარმოებლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სატანკო სისტემებზე. ბორის პისტორუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარიზსა და ბერლინს სურთ ხელშეკრულებების გაფორმება 2024 წლის ბოლომდე, "რაც ძალიან ამბიციური ამოცანაა."   

ფინეთი შავ ზღვაზე NATO-ს პეტრულირების მისიას პირველად შეუერთდება

ფინეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლობა 2024 წლის ზაფხულში რუმინეთში განლაგდება. F/A-18-ის მებრძოლების რაზმი, როგორც ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის მისიის ნაწილი, შავი ზღვაზე საჰაერო პატრულის მისიას შეუერთდება. ეს ჰელსინკის პირველი წვლილი იქნება ამ მისიაში. ფინეთის ავიაცია განლაგდება რუმინეთის სამხრეთ -აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კონსტანცის მახლობლად მდებარე მიხაილ კოგელნიჩანის საჰაერო ბაზაზე, 2024 წლის 3 ივნისიდან 31 ივლისამდე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-მ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ყოფნა კიდევ უფრო გააძლიერა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ოთხი თურქული F-16 გამანადგურებელი მებრძოლი განლაგდა რუმინეთის საჰაერო ბაზაზე, რათა მონაწილეობა მიიღოს ალიანსის მისიაში - რუმინეთის სამხრეთით. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.  

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილ პაკეტს გამოყოფს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში 21-ე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შტატები უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. მანამდე აშშ-მ უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კიევს იარაღი აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა. „ასევე მოხარული ვარ დღეს 6 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი ვალდებულების შესახებ გამოვაცხადო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს, უკრაინისთვის დამატებითი დახმარება ამერიკული თავდაცვითი მრეწველობისგან შევიძინოთ. ამგვარად, განცხადებები, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში გაკეთდა, ხაზს უსვამენ უკრაინისთვის თავდაცვის საქმისადმი აშშ-ის ურყევ ერთგულებას,” - განაცხადა ოსტინმა. მისივე თქმით, ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც დღეისთვის არის გამოცხადებული. მასში შევა Patriot და NASAMS სისტემებისთვის რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, და საარტილერიო ჭურვებისა და საზენიტო საბრძოლო მასალის “მნიშვნელოვანი რაოდენობა.” Politico დღეს წერდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის დღემდე ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებას გეგმავს.  

14 სენატორი კობახიძეს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

„ამერიკის ხმის“ ცნობით, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. წერილის ავტორები პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიცირებული „უცხოური აგენტების კანონპროექტი“ კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. განახლება: განცხადება ოფიციალურადაც გავრცელდა. ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას. „ამერიკის ხმის“ მიერ მოპოვებული წერილის ასლის თანახმად, სენატორები ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას წაახალისებენ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უცხოეთის გავლენის აგენტის ხელმეორედ ინიცირებული კანონი ამოქმედდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სენატორები წერენ, რომ ისინი როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, „იძულებული“ გახდნენ, გამოეხატათ „უღრმესი შეშფოთება“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ხელახლა შემოეღო „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონი.“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სენატორები აცხადებენ, რომ ისინი იძულებული გახდებიან, საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ. „ამ კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია, მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა,“ ნათქვამია პრემიერ კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში. პოლიტიკის ცვლილებაში კი ისინი რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, რომლებიც აქამდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში გაჟღერებული არ ყოფილა. მათ შორისაა, ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება. ამ დრომდე სავიზო შეზღუდვები სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხ მოსამართლეს დაუწესა. „ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება,“ - აცხადებენ სენატორები. სენატორები უარყოფენ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ გამჭვირვალობის კანონი ამერიკული უცხოური აგენტების გავლენის, ეგრეთწოდებული „ფარას“ მსგავსია. „ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს.“ წერილის ბოლოს, სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ „ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა.“ მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს და თითოეული მათგანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით ვერ „გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული.“ წერილს ხელს აწერენ სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი ჯეიმს რიში, სენატორი ბენ კარდინი, სენატორი ლინდსი გრემი, სენატორი კრის კუნსი, სენატორი პიტ რიკეტსი, სენატორი რიჩარდ დურბინი, სენატორი როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, სენატორი ტომ ტილისი, სენატორი ტიმ კეინი, სენატორი დენ სალივანი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სენატორი მარტინ ჰაინრიხი. წყარო

კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის $2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 3 მილიონ კანადურ დოლარს (2,3 მილიონ აშშ დოლარზე მეტს) გამოუყოფს.  "რამშტეინის" შეხვედრის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ კანადა უკრაინას გადასცემს კიდევ 100 Teledyne FLIR თვითმფრინავს, რომელთა მიწოდებაც მაისში დაიწყება.