ძებნის რეზულტატი:
დღეიდან რუსი ტურისტებისთვის ნორვეგიის საზღვარი დაიკეტა
ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე 23 მაისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით.“ გადაწყვეტილება ოფიციალურად 29 მაისიდან ამოქმედდა. ზოგიერთ შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.
სომხეთში რუსეთის პირველი არხის მაუწყებლობა შეჩერდა
სომხეთში რუსეთის პირველი არხის მაუწყებლობა შეჩერებულია, ვიდრე დავალიანება არ დაიფარება. ამის შესახებ სააგენტო "არმენპრესი" მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრ მხითარ ჰაირაპეტიანზე დაყრდნობით იუწყება. მინისტრის თქმით, 1st Channel World Network-მა, საზღვარგარეთ რუსეთის პირველი არხის იურიდიულმა პირმა, "არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები", ორ-ნახევარი თვის განმავლობაში დავალიანება დააგროვა, ამიტომ მისი მაუწყებლობა დროებით შეჩერდა საზოგადოებრივ მულტიპლექსში. მარტში სომხეთის ხელისუფლებამ დაბლოკა კრემლის მომხრე ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის ორი საავტორო პროგრამის ტრანსლირება ტელეკომპანია RTR-Planeta-ს მულტიპლექსში. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "რეგიონში დაფიქსირებული მუდმივი დარღვევების ფაქტების საფუძველზე."
შვედეთი უკრაინას $1,3 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
შვედეთი უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. ამ პაკეტის ფარგლებში შვედეთი უკრაინას ASC 890 სადაზვერვო და საკონტროლო თვითმფრინავს, ჯავშანტრანსპორტიორებს, Rb 99 რაკეტებს და საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს. ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე შვედეთმა უკრაინის დასახმარებლად გამოყო.
ავსტრიის საგარეო უწყება ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე ვეტოს დაძლევაზე: არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება. „ღრმად ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია! ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება“, - წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე. შეგახსენებთ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ბერბოკი: საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროპისგან - კურსის შეცვლა არასდროს არის გვიან
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპისგან აშორებს. გერმანელი დიპლპმატის თქმით, კურსის შეცვლა არასდროს არის გვიან. ბერბოკი სოციალურ პლკატფორმა X-ზე წერს, რომ „საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უგულებელყოფს სურვილებს აბსოლუტური უმრავლესობისა, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის.“ შეგახსენებთ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს. “საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლება. პარლამენტმა ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მხარი დაუჭირა
ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „აგენტების კანონი“ გაიწვია
ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა სრპსკას(სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი. მთავრობის გადაწყვეტილება 28 მაისს გამოაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა. მას მიზეზი არ დაუსახელებია. ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ამასთან, პრეზიდენტმა მილორად დოდიკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კანონპროექტი გაწვეულია გადასინჯვისთვის და იმიტომ, რომ „სრპსკა თავისი ევროპული გზის ერთგულია.“ რესპუბლიკა სრპსკაში სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის გამომწვევი კანონპროექტი ითვალისწინებდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებას სპეციალურ რეესტრში და კონკრეტულ შემთხვევებში არ გამორიცხავდა მათი მუშაობის აკრძალვასაც. ადგილობრივი მთავრობა „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ მიიჩნევდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც კავშირი აქვთ პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულ უცხოურ ორგანიზაციებთან, გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე და არღვევენ რესპუბლიკის კონსტიტუციას. პარლამენტმა კანონპროექტი თავის დღის წესრიგში 22 მაისს შეიტანა, მიუხედავად 46 არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებისა, უარი ეთქვა კანონზე, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებების დამცველ და კორუფციასთან მებრძოლ ორგანიზაციებს. ევროპულმა ორგანიზაციებმა ადგილობრივი ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ვალდებულებებს.
აშშ-ში აკრიტიკებენ საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას
ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აკრიტიკებენ. ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯით დაშორდა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას „მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით,“ - აცხადებს სენატორი. "ჩემი [წარდგენილი] "ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს," - წერს თავის მხრივ, სენატორი შაჰინი პლატფორმა X-ზე. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ცხადებს, რომ „სამწუხარო დღეა საქართველოსთვის.“ „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღება სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, მაგრამ ხალხმა აჩვენა, რომ უფლებას არ მისცემს ივანიშვილს, დაანგრიოს მათი დემოკრატია და წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ,“ - წერს სენატორი ბენ კარდინი. გარდა ამისა, USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის. "ჩვენ ქართველ ხალხს და ევროპული მომავლისკენ მათ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ,“ - წერს სამანტა პაუერი X-ზე. პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა ე.წ. "ჰელსინკის კომისიაც". კომისია პლატფორმა "X"-ზე თავმჯდომარე ჯო უილსონისა და კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებას აქვეყნებს: "საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებით მიღება, მიუხედავად ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო ნებისა, არის გამიზნული საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის და [ქართველი] ხალხის ევროატლანტიკური მომავლისთვის. სინამდვილეში, ეს მიუთითებს სისუსტეზე, რადგან თავისუფალი ხალხის ასეთი, სადამსჯელო [გზით] იძულება გამოიღებს შედეგებს. ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია, საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის ცდილობს, დაიპყროს თავისი მეზობლები - განსაკუთრებით კი, მასზე ძველი ცივილიზაციები, უკრაინასა და საქართველოში, ვისი ისტორია და კულტურაც წინ უსწრებს მოსკოვს", - წერენ კონგრესმენები უილსონი და კოენი და ხაზს უსვამენ, რომ გმობენ არა მხოლოდ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას, არამედ, "რეპრესიების იმ უფრო ფართო კამპანიასაც, რაც საქართველოს მთავრობამ აამოქმედა." „კონგრესში ველით "მეგობარი აქტის" დაწინაურებას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნების ამ შეურაცხყოფაზე ანგარიშვალდებულება უზრუნველვყოთ. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი მეგობრების, ქართველი ხალხის გვერდით, რათა დაიცვას ის სამუშაო, რაც ქართველთა თაობებმა, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, გასწიეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას იმ მექანიზმებით, რაც ამ კანონში [მეგობარი აქტში] და სხვაგანაც არის გაწერილი," - ვკითხულობთ "ჰელსინკის კომისიის" განცხადებაში. „კომისია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ ამერიკის მთავრობაში მოქმედი დამოუკიდებელი კომისიაა, რომელიც 57 ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით არსებულ ვითარებაზე მუშაობს. მისმა თავმჯდომარემ და წევრებმა გასულ კვირას "მეგობარი აქტი" დაარეგისტრირეს, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრეს საქმიანობაში მხილებულებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობს, ქვეყნის მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში კი, თბილისს გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდრება.
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი ხვალ 2.7874 ლარი ეღირება. დღეს დოლარი 2.7847 ლარი ღირდა. რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 3.0227 ლარია. დღეს ევრო 3.0295 ლარი ღირდა. ახალი კურსი ხვალ, 30 მაისს იქნება ძალაში.
ბელორუსმა და უნგრეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმი გააფორმეს
ბელორუსმა და უნგრეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. დღეს მინსკში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ბელარუს კოლეგას, სერგეი ალეინიკს შეხვდა. „ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მსგავსი ტექნოლოგიის საშუალებით რეაქტორების მშენებლობისას ბელარუსის მიერ მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ,“ - განაცხადა პიტერ სიიარტომ. მან ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. „აღშფოთებული ვარ განცხადებებით იმის შესახებ, რომ ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარისკაცებს აგზავნიან,“ - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საფრანგეთის საგარეო უწყება: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან
„საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო,“ - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის. „საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ქართულ თარგმანს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა
ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა. კიშინიოვში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. Reuters-ის ცნობით, ბლინკენის ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც მოლდოვა რუსული "გავლენის ოპერაციების" წინაშე დგას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, კიშინიოვში ვიზიტისას ენტონი ბლინკენი მოლდოვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდამჭერ მნიშვნელოვან პაკეტს გამოაცხადებს. მოლდოვის შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთს ეწვევა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და ასევე, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
პოლიციამ ევროპარლამენტის თანამშრომლის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა რუსეთთან კავშირის შესახებ საქმის ფარგლებში
პოლიციამ ბრიუსელსა და სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობებში ჩხრეკა ჩაატარა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია რუსული პროპაგანდის ხელშეწყობასთან. ბრიუსელში ასევე გაჩხრიკეს პარლამენტის თანამშრომლის სახლი. ჩხრეკა ჩატარდა ნიდერლანდელი ულტრამემარჯვენე დეპუტატის, მარსელ დე გრააფ გიიომ პრადურის თანაშემწის სამუშაო ადგილზე და სახლში. ის მანამდე მუშაობდა მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, დეპუტატ მაქსიმილიან კრას ასისტენტად. ბელგიის პროკურატურამ განაცხადა, რომ პირი შესაძლოა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დაუსახელებელი ევროპარლამენტარების კავშირში გამოცემა Voice of Europe-თან, რომელიც ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიტანა კრემლის ნარატივებისა და უკრაინის მოვლენების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. დე გრააფმა X-ში დაწერა, რომ მისი თანაშემწე არავის გაუფრთხილებია ჩხრეკის შესახებ და პოლიცია მას არ დაჰაკავშირებია. როგორც მან განაცხადა, გამოძიება პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, წინააღმდეგ არის მიმართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ. Voice of Europe-ის რედაქტორები უარყოფენ ევროკავშირის ბრალდებებს და აცხადებენ, რომ მათ მიმართ სანქციები არღვევს სიტყვის თავისუფლებას.
ტრამპი: ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვს დავბომბავდი თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა - WP
„ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვს დავბომბავდი თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, და პეკინს - თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა.“ ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის დონორებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა. გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა განცხადებამ ღონისძიების დამსწრეების დიდი რაოდენობა გააკვირვა. Washington Post-ის აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ტრამპი იშვიათად ახსენებს უკრაინას. გასულ წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომს ერთ დღეზე ნაკლებ დროში “მოაგვარებდა.” ხოლო მიმდინარე წლის აპრილში მან განაცხადა: “როგორც ყველა თანხმდება, უკრაინის გადარჩენა და სიძლიერე ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენთვის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია! დაჩქარდი, ევროპავ!”
აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის $135 მილიონს გადასცემს
აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის 135 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიშინიოვს 85 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად და 50 აშშ დოლარს - ენერგეტიკული და საფერმო ინდუსტრიების კაპიტალური რემონტისთვისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის. „ეს, სანაცვლოდ, რუსული ჩარევისადმი მოლდოველების წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას გააძლიერებს, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ, გააგრძელონ ევროკავშირისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლა, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნან. კიდევ ერთი სხვა საკითხი, რომელიც ასე მნიშვნევლოვანია, არის დეზინფორმაციის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰუბრიდული ინსტრუმენტია, რომელსაც რუსეთი იყენებს - და ამაზე ვმუშაობთ,” - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა აღნოსავლეთ ევროპაში ვიზიტები მოლდოვით დაიწყო. ბლინკენის თქმით, აშშ ხედავს მყარ პოზიციას, ქვეყნის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი მოლდოველი ხალხის მხრიდან. “დასაწყისში ის უნდა ვთქვა, თუ რამდენად მადლობელი ვართ თქვენი ლიდერობისთვის და ამას ბევრ სხვა ქვეყანაშიც ვხედავ - დაფასებას ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ გამომწვევებით სავსე დროს, გამოწვევებით სავსე პირობებში, რათა მოლდოვას გაუძღვეთ წინ. ორი წლის წინ, როდესაც აქ ვიყავი, ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ ავაშენოთ ცოცხალი, ინკლუზიური ქვეყანა, რომელსაც ფესვები აქვს გადგმული ევროპაში, დასავლეთში, რომელიც მშვიდობაში ცხოვრობს და სადაც მოლდოველები თავად განსაზღვრავენ საკუთარ მომავალს. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგახართ, თქვენ მნიშვნელოვანი, ძლიერი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგით ამ გზაზე, იმ მიმართულებით, რომლებიც ძლიერ და პოზიტიურ მომავალს შექმნის მოლდოველებისთვის - გააძლიერეთ ენერგეტიკის სექტორი, ებრძვით კორუფციას, დაიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. დღეს აქ თქვენს მიერ მიღწეული პროგრესის გაგრძელება გვსურს. მალე საელჩოს ახალ კომპლექსზე დავასრულებთ მოლაპარაკებებს - ეს სიმბოლურადაც და პრაქტიკულადაც ასახავს ჩვენი ურთიერთობების სიღრმეს და გაღმავებისთვისა და წინსვლისთვის საფუძველს გვაძლევს. რაც განსაკუთრებით ძლიერია აქ - არის დემოკრატიისადმი ღრმა ერთგულება, და ის, რომ მოლდოველები თავად წყვეტენ საკუთარ მომავალს. და ეს რუსეთის მხრიდან ჩაგვრის, ჩარევის, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობების, კორუფციის იარაღად გამოყენების, ანტისამთავრობო პროტესტების ორგანიზების ფონზე. ამის მიუხედავად, ჩვენ განსაკუთრებულ სიმყარეს ვხედავთ მოლდოვის ხელმძღვანელობის მხრიდან და, განსაკუთრებით, მისი ხალხისგან,” - განაცხადა ბლინკენმა.
NATO-ში აშშ-ის ელჩი ვაშინგტონის სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე: ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია
NATO-ში აშშ-ის ელჩის ჯულიან სმიტის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტში პარტნიორების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება, თუმცა ფიქრობს, რომ არსებობს ძლიერი სურვილი, მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი იყოს წარმოდგენილი სამიტზე. ჯულიან სმიტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას: „ვაშინგტონის სამიტზე თუ ელოდებით საქართველოს და რა იქნება NATO-ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი ამ სამიტზე?“ „უპირველეს ყოვლისა, მე ჯერ ვერ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი პარტნიორების სამიტში მონაწილეობის თაობაზე. ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს ძლიერი სურვილი, რათა მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი, ასე თუ ისე, იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის სამიტზე. ასე რომ, დაელოდეთ ახალ ამბებს, ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა წინადადებას, იმედია, უახლოეს დღეებსა და კვირებში მეტი გვექნება სათქმელი,“ – აღნიშნა ჯულიან სმიტმა. NATO-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება.
NATO-ში აშშ-ის ელჩი: აშშ გეგმავს ქმედებებს მათ მიმართ, ვინც მუშაობს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ საქართველოს შიგნით
„ჩვენ გვსურს, საქართველოს მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება და ამის მიხედვით განავითაროს პოლიტიკა. სწორედ ამისკენ ვუბიძგებთ „ქართულ ოცნებას,“ – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხებოდა. ჯულიან სმიტის თქმით, ქართველ ხალხს მტკიცედ სურს დასავლური ინსტიტუტებისკენ მოძრაობა. „რაც შეეხება იმას, რაც ვითარდებოდა საქართველოში უკანასკნელ კვირებში, ჩემი აზრით, უკეთესია, თუ ვისაუბრებ აშშ-ის ხელისუფლების პოზიციიდან. ძალიან ცხადია, რომ საქართველოს ხალხს მტკიცედ სურს დასავლური ინსტიტუტებისკენ მოძრაობა, მათ აქვთ ღრმად გამჯდარი რწმენა, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირსა და ასევე NATO-ში გაწევრიანება. ეს ჩანს, როგორც საქართველოში უახლოეს ხანში ან წარსულში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებში, ასევე იმ კადრებით, რომლებშიც ვხედავთ ათობით ათას ყველა ასაკის ადამიანს, რომლებიც გამოდიან ქუჩებში და ამით ეწინააღმდეგებიან უცხოური ჩარევის კანონს, გამოხატავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე სურვილს. რთულია, ვერ შეამჩნიო, რა სურს ქართველ ხალხს. სწორედ ამ მიზეზით, აშშ-მ დაგმო უცხოური ჩარევის კანონის მიმართულებით მოძრაობა და ის, რა მიმართულებითაც წავიდა „ქართული ოცნება“ უკანასკნელ კვირებში. თქვენ მოისმინეთ, რომ აშშ გეგმავს ქმედებებს მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და მუშაობს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ საქართველოს შიგნით. კერძოდ, გადავხედავთ სავიზო პოლიტიკას. თქვენ მოისმინეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება ამის შესახებ. ასე რომ, აშშ-ის პოზიცია მკაფიოა და შეიძლება, ითქვას, რომ მსგავსი გზავნილები ისმის NATO-ს სხვა წევრებისგან. ანალოგიური გზავნილები მოისმინეთ ევროკავშირისგანაც. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება და ამის მიხედვით განავითაროს პოლიტიკა. სწორედ ამისკენ ვუბიძგებთ „ქართულ ოცნებას,“ – განაცხადა ჯულიან სმიტმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
რა პროექტებზე მუშაობს ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი
რა არის ცნობილი China Communications Construction Company Limited-ზე, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. 2006 წელს დაფუძნებულ China Communications Construction Company Limited-ს ჩინეთის სახელმწიფო საწარმო SASAC ფლობს. კომპანიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, China Communications Construction Company Limited-ს 35 შვილობილი კომპანია ჰყავს. ამერიკული „ფორბსის“ ინფორმაციით, რომელსაც რადიო თავისუფლება ციტირებს, შარშან კომპანიამ 106 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2023 წლის მონაცემებით, მისი აქტივების ჯამური ღირებულება 218.8 მილიარდი დოლარია. ის ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ჩართული: პორტების, გზების, ხიდებისა და რკინიგზის მშენებლობაში. China Communication Construction Company Limited-ის შემადგენლობაში შედის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია China Harbour Investment Pte, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტში იქნება ჩართული. China Communications Construction Company Limited [CCCC]-ის შვილობილი კომპანიები აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტს ჰყავს სანქცირებული. ისინი აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა 2020 წლის აგვისტოში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო დაასანქცირა. ჰონგ-კონგის სუვერენიტეტის დარღვევა, გარემოსთვის მიყენებული ზიანი - ეს იყო აშშ-ის პრეტენზიები ჩინეთის მიმართ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში. „ჩინეთი CCCC-ს, როგორც ერთ-ერთ მთავარ მშენებელს, იყენებს “ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივაში”. მისი შვილობილი კომპანიები ჩართულნი იყვნენ კორუფციაში, ფულის მიტაცებაში, გარემოსთვის ზიანის მიყენებასა და სხვა სახის დარღვევებში მსოფლიოს მასშტაბით“, - აცხადებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში 2020 წლის აგვისტოში. სანქციების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ ეკონომიკის სამინისტროში. „გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის (China Communications Construction Company Limited) სანქციებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, კომპანიის მიმართ არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა მის შვილობილ კომპანიებზე კომენტარს არ აკეთებენ. მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი ჩართული იყო საქართველოში უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაში. 2020 წელს ჩინური კომპანია შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააფრთხილა. ინციდენტი 14 თებერვალს, დილის საათებში, სოფელ უბისაში მოხდა. სამინისტროს ინფორმაციით, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის China Road and Bridge Corporation-ის საამქროს თუნუქის სახურავი ჩამოიშალა, რის შედეგადაც მსუბუქად დაზიანდა ჩინეთის ორი მოქალაქე, ხოლო საქართველოს ერთმა მოქალაქემ შედარებით მძიმე დაზიანებები მიიღო.
მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მისი ნაბიჯები მხოლოდ ქვეყნის შიდა საკითხი არ არის, სასწორზე ევროკავშირის ავტორიტეტია - კალასი
საგარეო საქმეთა მინისტრს მარგუს ცაჰკნას საქართველოში პროტესტში მონაწილეობა ჩვენთან არ განუხილავს, მაგრამ ქმედების შეფასებაში არ შევალ, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული. ამით ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას უპასუხა. ესტონეთის პრემიერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ჩასვლა სწორი იყო, რათა ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოეხატათ. „განუხილავს [ჩვენთან] საგარეო საქმეთა მინისტრს პროტესტზე დასწრება? არა, არ განუხილავს… ქმედების შეფასებაში არ შევალ. რა თქმა უნდა, სტილი თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ შემთხვევაში ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოში ჩავიდნენ ქართველი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატად - ვფიქრობ, ამის გაკეთება სწორი რამ იყო, რათა ნამდვილად ეჩვენებინათ, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს არის,“ - აცხადებს კალასი. ესტონეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, მისი ნაბიჯები მხოლოდ საქართველოს შიდა საკითხი არ არის, სასწორზე ევროკავშირის ავტორიტეტია. „ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან ნათელია, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ რეფორმებთან დაკავშირებით დგამენ, რომლებითაც არასწორი მიმართულებით მიდიან, საქართველოს შიდა საკითხი აღარ არის, რეალურად მთლიანად ევროკავშირის ავტორიტეტია აქ სასწორზე,” - განაცხადა კალასმა.
ქემერონი: საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და მისი მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. „ქართველი ხალხის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ მისწრაფებიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას,“ - წერს კამერონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)