ძებნის რეზულტატი:

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ტანკებზე და ა.შ. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ მიიღო: 20 ერთეული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard 1 A5 ტიპის 10 ტანკი, IRIS-T SLS ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის სარაკეტო სისტემები, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ტანკები, ჯავშანტექნიკის სარემონტო და საევაკუაციო Bergepanzer-ის მანქანები, Wisent-ის ნაღმების გამწმენდი მანქანები. სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე მოიცავდა სხვა აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას.  

NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების გეგმა შეათანხმეს

NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა დაასრულეს ორდღიანი შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონის სამიტის მოსამზადებლად გაიმართა. მინისტრებმა განიხილეს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების, ასევე, უკრაინის მხარდაჭერის საკითხები. უკრაინასთან დაკავშირებით: მინისტრები შეთანხმდნენ გეგმაზე, თუ როგორ უხელმძღვანელებს NATO უსაფრთხოების დახმარებისა და წვრთნების კოორდინაციას. „ეს საშუალებას მისცემს ალიანსის ლიდერებს, განახორციელონ დასახული ძალისხმევა ვაშინგტონის სამიტზე ივლისში, და დასახონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი შემდგომი წლების განმავლობაში,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვისბადენში, გერმანიაში, NATO კოორდინაციას გაუწევს წვრთნებისა და აღჭურვილობის შემოწირულობებს, მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნების თითქმის 700 პერსონალია ჩართული ამ ძალისხმევაში. NATO ასევე ხელს შეუწყობს აღჭურვილობის ლოგისტიკას და მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიან განვითარებას. „ეს მცდელობები არ აქცევს NATO-ს კონფლიქტის მხარედ, მაგრამ ისინი გააძლიერებენ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისადმი, რათა დაიცვან მისი თავდაცვის უფლება,“ - განმარტა გენერალურმა მდივანმა. როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრები ემზადებიან ვაშინგტონის სამიტისთვის, თავდაცვისა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებით. მოკავშირეები უკრაინას ყოველწლიურად, 40 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას უწევენ. „ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, გავაძლიერებთ თავდაცვას და ჩვენს მოწინააღმდეგეებს შეკავების ძლიერ გზავნილს გავუგზავნით,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

დანია NATO-ს პირველი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში იარაღის წარმოებაში ინვესტირება გადაწყვიტა

დანია გახდა NATO-ს პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში იარაღის წარმოებაში ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა და მისმა დანიელმა კოლეგამ ტროელს ლუნდ პულსენმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღისა და აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ. „ეს არის დიდი ნაბიჯი, რადგან დანია გახდა NATO-ს პირველი უცხო ქვეყანა, რომელიც ჩადებს თავის სახსრებს უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის წარმოებაში. ეს ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია მზადაა საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისთვის და შეუძლია, დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები,“ - განაცხადა უმეროვმა. 13 ივნისს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 23-ე შეხვედრა გაიმართა. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ზელენსკი რომის პაპს რუსული აგრესიის შედეგებზე ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპ ფრანცისკესთან განიხილა რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და უკრაინის ენერგეტიკის სექტორის რთული ვითარება. ამის შესახებ პრეზიდენტის Facebook-ზე წერია. ზელენსკის თქმით, მან მადლობა გადაუხადა რომის პაპს უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ლოცვებისთვის უკრაინაში მშვიდობისთვის, უკრაინელ ხალხთან სულიერი სიახლოვისთვის. ზელენსკის თქმით, უკრაინა აფასებს ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში და განსაკუთრებით კი, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში შეტანილი წვლილისთვის. „ჩვენ განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და რთული ვითარება ენერგეტიკულ სექტორში. ასევე ვისაუბრეთ მშვიდობის ფორმულაზე, წმინდა საყდრის როლზე უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში, მოლოდინებზე, გლობალურ სამშვიდობო სამიტზე,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი "დიდი შვიდეულის" სამიტზე დასასწრებად იტალიაში, 13 ივნისს ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებზე ესაუბრა შმიგალმა რომის პაპს რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა უკრაინელი ბავშვი რომის პაპს: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება?  

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტი შეცვალა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი შეცვალა. თანამდებობები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა. მანამდე, მიცოტაკისის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მოსალოდნელზე უარესი შედეგი მიიღო. მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატია“, რომელიც 2019 წლიდან არის მმართველი პარტია, ხმების 28,3%-ით პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა ვერ მიიღო ხმების ის რაოდენობა, რასაც პრემიერ-მინისტრი ვარაუდობდა – 33%. კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. მას უფლებამოსილების ვადა 2027 წელს ეწურება.

შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტში სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას

15 ივნისს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს "უკრაინის სამშვიდობო რეზოლუციის" სამიტში, იტყობინება სომხეთის უშიშროების საბჭო. შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანი ეწვევა პარიზს, სადაც სამუშაო შეხვედრებს გამართავს. ფაშინიანი: ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინის წინააღმდეგ ომში შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო სამიტისთვის დამუშავებული კომუნიკეს პროექტი წერია, რომ სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებმა უნდა მოიცვას კონფლიქტის "ყველა მხარის წარმომადგენლები" და მისდიოს შეთანხმებებს ბირთვული უსაფრთხოების, საკვების უსაფრთხოების, ომის პატიმრების დაბრუნებისა და მოტაცებული ბავშვების დაბრუნების შესახებ. დოკუმენტის პროექტს, რომელიც საბოლოო არ არის, რადიო თავისუფლება გაეცნო 12 ივნისს - სამი დღით ადრე, ვიდრე სამშვიდობო სამიტი გაიხსნება შვეიცარიის საკურორტო ქალაქ ბიურგენშტოკში. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან 160 სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციები. შვეიცარია 10 ივნისს აცხადებდა, რომ მიწვევას დათანხმდა 90-ზე მეტი მონაწილე - თუმცა, ევროკავშირის დიპლომატებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მონაწილეთა რიცხვი შემცირდა 78-მდე. წყაროებს არ დაუსახელებიათ ქვეყნები, რომლებმაც თითქოს, მონაწილეობა გადაიფიქრეს, თუმცა განმარტეს, რომ სია შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს, თუკი ქვეყნები ბოლო მომენტში გადაწყვეტენ მონაწილეობას. ცნობისთვის, პეკინი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს მოსკოვთან, ჯერჯერობით აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას 15-16 ივნისის სამიტში. 5 ივნისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ჩინეთში იმყოფებოდა. უკრაინის ოფიციალურმა პირმა პეკინს მოუწოდა, ივნისში შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე დასასწრებად, იქ დელეგაცია გააგზავნოს. პეკინი აქამდე აცხადებდა, რომ მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებდა და რომ მშვიდობის კონფერენციის წარმატებას, მასში ორი მეომარი მხარის მონაწილეობა განსაზღვრავს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკონკრეტა, რომ უკრაინამ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის მონაწილეობა კონფერენციაში პრაქტიკულ შედეგს გამოიღებდა უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის. უკრაინა ჩინეთს სამშვიდობო სამიტის საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს - რა პოზიცია აქვს ვაშინგტონს

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8688 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8693 ლარი იყო. ევრო 3.0682 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 3.0991 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

სტოლტენბერგი პუტინს: უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინის შეიარაღებული ძალები უნდა გავიდნენ უკრაინის ოთხი რეგიონის მთელი ტერიტორიიდან და კიევმა უნდა განაცხადოს, რომ NATO-ში გაწევრიანებას არ გეგმავს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის საქმე არ არის ჯარების საკუთარი ტერიტორიიდან გაყვანა, ეს არის რუსეთი, რომელმაც უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან. მანვე განმარტა, რომ NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. "ეს არ არის უკრაინის წინადადება. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს წინადადება არ არის კეთილსინდისიერი და რეალურად ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს. ასე რომ, ეს არ არის სამშვიდობო წინადადება. ეს არის მეტი აგრესიის, მეტი ოკუპაციის წინადადება. და ეს ერთგვარად აჩვენებს, რომ რუსეთის მიზანია უკრაინის კონტროლი და ეს იყო რუსეთის მიზანი ომის დაწყებიდან. და ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ეს ასევე არის მიზეზი იმისა, რომ NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას,“ ამბობს სტოლტენბერგი. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

"საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია" - შვეიცარიაში ზურაბიშვილისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმარკი და ვიცე - პრემიერი იულია სვირიდენკო. „საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება. „შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა, ტყვედ ჩავარდნილი ქართველის მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არცელებს ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე განიხილებოდა ორმხრივი თანამშრომლობა და ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები. ისაუბრეს რუსეთის საჰაერო ტერორზე უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ. „ჩვენი ქვეყანა ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს ელექტროენერგიის გამომუშავების აღსადგენად. მადლობა სამიტში მონაწილეობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთიანი ვართ ამ საკითხში. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. “დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა უკრაინა და საქართველო ევროკავშირში იქნებიან - ერთად და სამუდამოდ,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე ასევე შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს. ჯოზეფ ბორელთან საუბარი კი, მისი თქმით, ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. „დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „გამჭრიახი საუბარი“ ჰქონდა ბორელთან უკრაინის მშვიდობის სამიტზე, რომელიც განსაკუთრებით დროულია იმ დროს, როდესაც საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა. „ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი,“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი არჩევნები ქვეყნისათვის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის განვითარების ევროპული გზის მხარდამჭერი და დამცველია. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ არ შეიძლება, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ, აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებასა და ევროპული ინტეგრაციის ამ პროცესს. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მოლდოვის პრეზიდენტს კი, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპულ გზაზე მალე ერთად განაგრძობენ სვლას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შვეიცარიაში სამიტზე გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და მოლდოვის ევროპული გზის მიმართ. „პრეზიდენტებმა შეხვედრისას მოსაზრებები გაცვალეს რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომლებიც ორივე ქვეყნის დღევანდელ რეალობასა და ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. აღინიშნა, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების მიხედვით, მიმდინარე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენების დროს აძლიერებს ჰიბრიდულ ომს და განსაკუთრებით ააქტიურებს პროპაგანდას, რომელთან გასამკლავებლად ერთობლივი საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევაა საჭირო. საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში ვეტინგის პროცესით დაინტერესდა, მოლდოვის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში ვეტინგთან დაკავშირებით, რომელიც თანხვედრაშია ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. მშვიდობის გლობალურ სამიტში, 15-16 ივნისს ასამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იქნება წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.  ღონისძიებაში არ მონაწილეობს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, ჩინეთმა კი, მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტში სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას  

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინისთვის დამატებით, $1.5 მილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა

მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, რომელიც სამიტზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობს. კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 1,5 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს უკრაინის ჰუმანიტარული და ენერგეტიკული საჭიროებისთვის. კერძოდ, 824 მლნ დოლარი განკუთვნილი იქნება ენერგეტიკის სექტორში ყველაზე გადაუდებელი გამოწვევების დასაძლევად, ინფრასტრუქტურის შეკეთების ჩათვლით, $379 მილიონი - საკვების, წყლის, თავშესაფრებისა და სხვა ჰუმანიტარული სერვისებისთვის, 300 მილიონი კი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ყველა ძალოვანი უწყების მხარდაჭერის ჩათვლით.  ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტსას და მის გუნდს იტალიაში გაფორმებული ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებისთვის, ასევე, აშშ-ის კონგრესს, ორივე პარტიასა და პალატას, უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის მიმდინარე წლის აპრილში. „პუტინი ცდილობს, ომი გააფართოოს და კიდევ უფრო სისხლიანი გახადოს. მაგრამ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან ერთად ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს და ვხსნით ახალ შესაძლებლობებს დიპლომატიაში. უკრაინას ყოველთვის სჯეროდა დიპლომატიის ძალის. ომი ჩვენი არჩევანი არ არის, ეს პუტინის არჩევანია. დღევანდელ სამშვიდობო სამიტზე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დიპლომატიური გზით დავიწყოთ გზა ნამდვილი მშვიდობისაკენ. შეერთებული შტატების დახმარება მშვიდობის დამყარებაში მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ზელენსკიმ. შეხვედრაზე განიხილეს გამოცხადებული ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტებიდან საბრძოლო ველზე იარაღის მიწოდების დინამიკა, ბრიგადების დაკომპლექტება, ფრონტზე, კერძოდ ხარკოვის რეგიონში არსებული ვითარება და დამატებითი შეთანხმებების განხორციელების პროგრესი პატრიოტის სისტემებთან დაკავშირებით. კამალა ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და დიქტატორების წინააღმდეგობას. „მე აქ ვარ, რათა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, უკრაინასთან და ლიდერებთან ერთად, მთელი მსოფლიოდან," - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი მშვიდობით რომ იყოს დაინტერესებული, ომიც არ იქნებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში მიმდინარე გლობალური მშვიდობის პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მშვიდობის სამიტს შეუძლია, რეალურად დაამტკიცოს, რომ უსაფრთხოების დაბრუნება უკრაინასა და ევროპულ კონტინენტზე სრულიად შესაძლებელია. მანვე აღნიშნა, რომ მშვიდობის სამიტს შეუძლია, ნამდვილი ეტაპობრივი გეგმა შექმნას მსოფლიოსთვის ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად, ტყვეებისა და დეპორტირებული პირების გასათავისუფლებლად ომის საბოლოო დასრულებამდე და მისი ხელახლა გაჩაღების საფრთხის გარეშე. ზელენსკის თქმით, „საჭირო არაა ველოსიპედის ხელახლა გამოგონება, როდესაც გაეროს ქარტია უკვე განსაზღვრავს მშვიდობისა და ერების ნორმალურად თანაცხოვრების საფუძვლებს.“ „ჩვენ უბრალოდ მათ უნდა დავუბრუნდეთ - მათ ქმედითუნარიანობა უნდა დავუბრუნოთ. ეს არის მშვიდობის ფორმულა. ამისთვის უნდა გავარკვიოთ ქვეყნები როგორ ითანამშრომლებენ და რომლები იქნებიან თანალიდერები, რათა დავაფიქსიროთ და ქმედებების გეგმა შევასრულოთ მშვიდობის ფორმულის თითოეულ პუნქტზე. ეს გასაგები და მიღწევადი მიზნებია. დღეს შეგვიძლია, პოლიტიკური იმპულსი მივცეთ ყველა ნაბიჯის რეალიზებას, რომელიც აუცილებელია რეალური მშვიდობისთვის… ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მთლიანად მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება მისი ნამდვილად, მყარად მიღწევა. ჩვენთვის საფუძველს გაეროს ქარტია წარმოადგენს. ხოლო შემდეგ, როდესაც ყველას მიერ შეთანხმებული და ერებისთვის გამჭვირვალე სამოქმედო გეგმა მაგიდაზე იქნება, მაშინ მის შესახებ რუსეთის წარმომადგენლებს შევატყობინებთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის გლობალურ სამიტს რუსეთი არ ესწრება. „რატომ? ვინაიდან, რუსეთი მშვიდობით რომ იყოს დაინტერესებული, მაშინ ომიც არ იქნებოდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მშვიდობის გლობალურ სამიტში, 15-16 ივნისს ასამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იქნება წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.  ღონისძიებაში არ მონაწილეობს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, ჩინეთმა კი, მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტში სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას  

ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე: უკრაინის წინააღმდეგ ომამდე იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ

„ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია, გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - როგორც ფილმის სათაურშია,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მშვიდობის სამიტი უკრაინის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად მნიშვნელოვანია. „ომი არა უკრაინაში, არამედ უკრაინის წინააღმდეგ 800 დღეზე მეტია, გრძელდება. უდანაშაულო ადამიანების დაკარგვის, განადგურებისა და ეკონომიკის ნგრევის 800 დღე. 800 დღეა, უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე, დემოკრატიის იდეალებისა და კანონის უზენაესობის დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენისთვის. ჩემი ქვეყანა, საქართველო იზიარებს უკრაინელი ხალხის განსაცდელს, რომელიც ჩვენც გამოვიარეთ. „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ - ეს ფილმის სათაურია და დიახ, - უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომამდე იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ასე რომ, ჩემი ქვეყანა იზიარებს ადამიანების განადგურებისა და ბავშვების იძულებით გადაყვანის გამო გამოთქმულ იმ შეშფოთებას, რომელშიც დღეს უკრაინა ცხოვრობს. ჩემი ქვეყანა იზიარებს შეშფოთებებს არასტაბილურობისა და კონფრონტაციის შესახებ, რაც რუსეთმა თანამშრომლობისა და დაკავშირებადობის ნაცვლად შავ ზღვაზე შემოიტანა; ასევე, ახდენს შავი ზღვის მილიტარიზაციას, როდესაც გეგმავს ახალი, დამატებითი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში. ჩემი ქვეყანა იზიარებს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებებს ჩერნობილის კატასტროფის შედეგების განცდის შემდეგ. ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენ ვიზიარებთ რწმენას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი უნდა დასრულდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში; ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, მოხდეს, როდესაც რუსეთი გაიაზრებს, რომ მას, როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს, აქვს საზღვრები და ჰყავს მეზობლები. საერთაშორისო საზოგადოება და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურა მხოლოდ მაშინ იარსებებს, როცა დიდი ქვეყნები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა აღიარებს თავის მეზობლებს, პატივს სცემს მათ და მათ ტერიტორიულ მთლიანობას,“ განაცხადა ზურაბიშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „არ დავივიწყოთ, რომ ეს ომი არ ეხება მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს, ის გავლენას ახდენს მთლიანად ევროპის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე და იმ ძირეულ იდეალებზე, რომლებზეც საერთაშორისო თანამშრომლობისა და მშვიდობის ჩვენი გაგებაა დაფუძნებული.“ „ჩვენ ურყევი უნდა ვიყოთ ამ ქმედებების დაგმობაში და მტკიცენი უნდა ვიყოთ მშვიდობის მხარდაჭერაში. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს არის ბრძოლა დემოკრატიის პრინციპების, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისათვის. სამწუხაროდ, ქართველებისთვის უცნობი არ არის უკრაინელების ეს განსაცდელი. საქართველოც რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლია, რაც 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ დღესაც განვიცდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისგან მიყენებულ ჰუმანიტარულ ზიანს,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, ნათელია, რომ ომი უკრაინაში არ არის იზოლირებული კონფლიქტი, ის მეზობლების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გაგრძელებაა. „სწორედ ამ მიზეზით ვცდილობთ, ვიპოვოთ და მოვიპოვოთ გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. ევროპის სასიკეთო მომავლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ასევე, ყველა ტერიტორიულ კონფლიქტსა და ოკუპაციაზე, როგორებიცაა საქართველოსა და მოლდოვაში. უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველას დაანახა ევროპის მნიშვნელობა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის და ვიმედოვნებ, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი დისკუსიები გრძელვადიან მშვიდობას ჩაუყრის საფუძველს. ომი უკრაინაში თითოეული ჩვენგანისთვის ქმედებისკენ მოწოდება და გამოწვევაა, ვიდგეთ ერთად, სოლიდარობით დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც გვაკავშირებს და ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს. ჩვენი ერთად დგომით კი, მშვიდობა და სამართლიანობა გაიმარჯვებს,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა. უკვე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. „ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს ევროპულო მომავლისადმი თქვენი ერთგულების გამო. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს,“ წერს ლაიენი შეხვედრის შემდეგ. საპასუხოდ ზურაბიშვილმა აღნიშნა: „დიდი მადლობა პრეზიდენტო თქვენი მტკიცედ მხარდაჭერისათვის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისთვის. მიშელთან შეხვედრის შესახებ ზურაბიშვილი ასევე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, საქართველოს ურყევ მოკავშირესთან, უკრაინისთვის მშვიდობის სამიტზე. განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტი და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისკენ ნაბიჯები; ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან,” - წერს საქართველოს პრეზიდენტი.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. „ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს ევროპულო მომავლისადმი თქვენი ერთგულების გამო. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს,“ წერს ლაიენი შეხვედრის შემდეგ. საპასუხოდ ზურაბიშვილმა აღნიშნა: „დიდი მადლობა პრეზიდენტო თქვენი მტკიცედ მხარდაჭერისათვის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისთვის. მიშელთან შეხვედრის შესახებ ზურაბიშვილი ასევე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, საქართველოს ურყევ მოკავშირესთან, უკრაინისთვის მშვიდობის სამიტზე. განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტი და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისკენ ნაბიჯები; ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან,” - წერს საქართველოს პრეზიდენტი.  

ევროკავშირმა და ყაზახეთმა შუა დერეფნის საკოორდინაციო პლატფორმა აამოქმედეს

ახლად შექმნილი საკოორდინაციო პლატფორმა ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ე.წ. შუა დერეფნის კონკურენტულ პროექტად ქცევას, განაცხადა მაჯა ბაკრანმა, ევროკომისიის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორის მოადგილემ. ეს განცხადება მან 12 ივნისს ასტანაში გამართულ TITR-ის საკოორდინაციო პლატფორმის გაშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. „საკოორდინაციო პლატფორმა ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის მულტიმოდალურ, თანამედროვე, კონკურენტუნარიან, მდგრად, პროგნოზირებად, დახვეწილ და სწრაფ მარშრუტს, რომელიც აკავშირებს ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის ძალისხმევა ხელს შეუწყობს უფრო ღრმა კავშირებს და ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას,“ - აღნიშნა მაჯა ბაკრანმა. თავის მხრივ, ევროკომისიის საერთაშორისო პარტნიორობის გენერალური დირექტორატის მრჩეველმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ განაცხადა, რომ შუა დერეფნისთვის შექმნილი საკოორდინაციო პლატფორმა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ცენტრალური აზიისა და ევროპის ერთმანეთთან დაახლოებაში. „მდგრადი სატრანსპორტო კავშირები გადამწყვეტია რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და ევროპასთან კავშირის გასაძლიერებლად. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს მათი განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში." ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა დასძინა, რომ ამ პლატფორმის შექმნა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ძალების გაერთიანების, გამოცდილების და პერსპექტივების საერთო მიზნების მისაღწევად. „მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტნიორები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ისევე როგორც თურქეთიდან, მოწვეულნი არიან, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს TITR-ის განვითარების მთავარი და მდგრადი მიზნების მისაღწევად,“ აღნიშნა მინისტრმა. იმავდროულად, ეს ახალი პლატფორმა ზოგადად, ხელს შეუწყობს კორიდორს და კოორდინაციას გაუწევს ძალისხმევას ცენტრალურ აზიაში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით. ის ასევე გაზრდის და კოორდინაციას გაუწევს ინვესტიციებს სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში. 12 ივნისს ევროკომისიამ და ყაზახეთმა ასტანაში ჩაუყარეს საფუძველი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის საკოორდინაციო პლატფორმას. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ახლად შექმნილი საკოორდინაციო პლატფორმა გააუმჯობესებს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოებასა და მდგრადობას და გადააქცევს მას მულტიმოდალურ და კონკურენტულ მარშრუტად, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და დერეფნის გასწვრივ განლაგებული სხვა სახელმწიფოების, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ევროკავშირის არაწევრი - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების წარმომადგენლები.  

ყაზახეთმა შაქრის ექსპორტი დროებით აკრძალა

ყაზახეთში შაქრის ექსპორტის დროებითი აკრძალვა ძალაში 2024 წლის 14 ივნისს შევიდა, იუწყება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ყაზახეთიდან შაქრის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 2024 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს არ ეხება შაქრის საერთაშორისო ტრანზიტს რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ასევე, ამ პროდუქტების ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. დროებითი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ზაფხულის განმავლობაში, როგორც მოსახლეობის, ასევე, სამრეწველო მომხმარებლების მიერ შაქარზე შიდა მოთხოვნის გაზრდის გამო. სამინისტროს ცნობით, შაქრის ხელმისაწვდომი მარაგი საკმარისზე მეტია.  

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა საბრძოლო მასალას იღებს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთის ინიციატივა, რომელიც უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდას გულისხმობს, ახლა ხორციელდება და ის გაგრძელდება. ამის შესახებ მან რადიო თავისუფალ ევროპასთან ინტერვიუში ისაუბრა. „წელს ჩვენ შევძლებთ საკმაოდ ბევრი საბრძოლო მასალის შეძენას და მუდმივად მიწოდებას.“ - აღნიშნა ლიპავსკიმ. მან არ დააკონკრეტა, როდის განხორციელდებოდა მიწოდება, მაგრამ განმარტა, რომ ჩეხეთმა სხვადასხვა არხით „ამ დროისთვის უკრაინას მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა.“ მინისტრის თქმით, ინიციატივაში მონაწილეობის პირობა 20-მა ქვეყანამ დადო, მათ შორის, ხუთმა ქვეყანამ უკვე გაგზავნა თანხა მხოლოდ შესყიდვების დასაფინანსებლად. მისი თქმით, ამჟამად გარიგებები სრულდება გერმანიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, პორტუგალიასა და კანადაში - ხუთ ქვეყანაში, რომლებიც შეთანხმდნენ შესყიდვების დაფინანსებაზე. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ უფრო მეტ გარიგებას მივაღწევთ,“ აღნიშნა მინისტრმა. ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი მოვიპოვეთ  

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 19:49 საათზე, ონთან, 19:42 საათის მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში მოხდა მეორე მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 4.0 (ML) იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთით 4კმ-ში, აღმოსავლეთით, სოფელი ბაჯიხევი იყო. მანამდე მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი იყო ონის სამხრეთით - 4კმ-ში, სოფელი ცხმორი იყო. ონთან მიწისძვრა დღეს, 17:16 საათზეც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი სოფელი ირი იყო.  

თუ რუსეთი არ დათანხმდება უკრაინის პირობებს, ჩვენ ვაიძულებთ მას, დანებდეს - მელონი

რუსეთი იძულებული იქნება, დანებდეს, თუ კრემლი არ დათანხმდება სამშვიდობო პირობებს, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სამშვიდობო სამიტის მეორე პლენარული სესიისას. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დაცვა ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ძალისხმევის გაერთიანებას უკრაინის დასაცავად. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და აღნიშნა, რომ მას შეუძლია მხარდაჭერის იმედი იქამდე ჰქონდეს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „ძვირფასო ვოლოდიმირ, დღეს მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ, იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უკრაინის მშვიდობიანი, თავისუფალი მომავალი რეალობად იქცეს,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. მელონიმ აღნიშნა, რომ მშვიდობა კაპიტულაციას არ ნიშნავს. „ძვირფასო კოლეგებო, „მშვიდობა“ კაპიტულაციას არ ნიშნავს, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი თავის ბოლო განცხადებებში გვთავაზობს. ეს ასე არ არის. მშვიდობის ცნების დამორჩილებაში აღრევა ყველასთვის სახიფათო პრეცედენტს შექმნის,“ - განაცხადა ჯორჯია მელონიმ. „თუ რუსეთი არ დათანხმდება უკრაინის პირობებს, ჩვენ ვაიძულებთ მას, დანებდეს. ჩვენ უნდა დავადგინოთ მინიმალური პირობები ამ დისკუსიისთვის," - აღნიშნა მელონიმ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ომი წარმოადგენს აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. არავის შეუძლია, ეჭვქვეშ დააყენოს გლობალური ინტერესის სამი გადამწყვეტი თემის აბსოლუტური მნიშვნელობა, რომლებიც დღეს განიხილება: ბირთვული უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება და ადამიანური განზომილება, კერძოდ, დევნილი ბავშვების დაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იტალია ყოველთვის აკეთებს თავის გასაკეთებელს და ის არ აპირებს არსად წასვლას. ჩვენ უნდა შევუერთდეთ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ უკრაინას მომავლისკენ,“ განაცხადა იტალიის პრემიერმა. სტოლტენბერგი პუტინს: უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა კვირას, შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი გაიმართა. ეს ღონისძიების მეორე დღე იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მშვიდობის სამიტს, რომელიც 15-16 ივნისს ჩატარდა შვეიცარიაში, შეიძლება, პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვეს მშვიდობის გზაზე. მან მადლობა გადაუხადა სამიტის მონაწილეებს “რუსეთის ჯარების მიერ დაპყრობილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საჭიროების სრული გაგებისა და აღიარებისათვის." სამიტში 100-მდე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეხვედრის მუშაობის პირველ დღეს წარმოთქვა სიტყვა და გამართა შეხვედრები. რუსეთი სამიტზე არ მიუწვევიათ. მასში არ მონაწილეობდა ჩინეთი. უკრაინა ჩინეთს სამშვიდობო სამიტის საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს - რა პოზიცია აქვს ვაშინგტონს

ვოლოდიმირ ზელენსკი: დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა

დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა F-16-ის თვითმფრინავების გადმოცემის მზადების მომდინარეობა განგვეხილა, რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც განიხილა. „მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის და მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში გლობალური სამხრეთის ჩართვაში დანიის აქტიური დახმარებისთვის მეტე ფრედერიქსენის მადლობელი ვარ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. Politico: ამ ზაფხულს უკრაინამ შესაძლოა, 60-ზე მეტი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი მიიღოს  

კალასი: ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილნი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილს შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა. „უკრაინის მშვიდობის სამიტზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ვისაუბრე. ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს,“ - წერს კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.