ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახლების და პირადი ჩხრეკა ჩატარდა - პროკურატურა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩატარდა. ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. „განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე მსურს საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია: საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს დილის 10 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად, ჯამში 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად, დამატებით მივაწვდით ინფორმაციას," - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
საქართველომ და თურქეთმა ერთობლივი საზღვაო პრაქტიკული წვრთნები ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი „სოხუმი" საპორტო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სამსუნსში იმყოფებოდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, თურქეთის სანაპირო დაცვის გემი TCSG-97 ასევე იმყოფებოდა ფოთის პორტში იმავე თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. ვიზიტების დროს, ორივე ქვეყნის სანაპირო დაცვის გემებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. „საქართველოს სანაპირო დაცვის და თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთში, ერთობლივი საზღვაო პრაქტიკული წვრთნები ჩატარდა. ვიზიტის ფარგლებში ხომალდების ეკიპაჟებმა პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. წვრთნების მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და ოპერატიული გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა იყო. ვიზიტების მიზანს, ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. თურქეთის სანაპირო დაცვის გემი საქართველოს პორტში შევიდა
დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - საელჩო
დიდი ბრიტანეთი მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ დამატებითი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ათასობით ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. „რუსეთმა უკვე ორი საქმე წააგო, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ოკუპაციის დროს და მის შემდეგ ჩადენილი დარღვევების გამო და ჯამში, მას 382 მილიონი ევრო კომპენსაციის ვალდებულება დაეკისრა. ეს გადაწყვეტილებები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე ანგარიშვალდებულებისკენ. დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მცდელობების გვერდით, რათა მიღწეულ იქნას სამართლიანობა რუსეთის აგრესიისა და მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლთათვის,“ წერს ბრიტანეთის საელჩო. ევროსასამართლომ რუსეთს განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე, საქართველოსთვის 253 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა
ტრამპი: გვირჩევნია, რომ უკრაინას Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, ჯობს, Tomahawk-ების [ფრთოსანი რაკეტები] მიწოდების საჭიროება არ დადგეს და ომი ისე დასრულდეს. „არ ვიცი, მას [პუტინს] მაგიდასთან რა დასვამს. ვფიქრობ, რომ შეთანხმების მიღწევა სურს, სულ ესაა. არ ვიცი, რა მოიყვანს [მაგიდასთან],“ - განაცხადა ტრამპმა. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, Tomahawk „ძალიან საშიში იარაღია, წარმოუდგენელი იარაღია. „საოცარი, ძალიან ძლიერი იარაღია, მაგრამ ძალიან საშიში იარაღია და ამას შეიძლება, დიდი ესკალაცია მოჰყვეს, ბევრი ცუდი რამ შეიძლება, მოხდეს. Tomahawk-ები დიდი ამბავია,“ - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის და ზელენსკი Tomahawk-ებზეც ისაუბრებენ, „მაგრამ გვირჩევნია, Tomahawk-ები არ დასჭირდეთ, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს.“ ტრამპმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მისთვის „პატივია“ ზელენსკისთან ერთად ყოფნა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი „ძალიან ძლიერი ლიდერია“, რომელმაც „ბევრი რამ გადაიტანა.“ ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი განიხილავენ გუშინდელ სატელეფონო საუბარს პუტინთან და უნგრეთში დაგეგმილ სამიტს. ზელენსკიმ ტრამპს მიულოცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და განაცხადა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია ომის დასრულება.
ზელენსკი: ომის დასრულება გვსურს, გვჭირდება Tomahawk-ები
თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის შეხვედრა დასრულდა. ზელენსკის თქმით, უკრაინას შეუძლია, აშშ-ს დრონები მიაწოდოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, „ტომაჰავკის“, სანაცვლოდ. ტრამპმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მისთვის „პატივია“ ზელენსკისთან ერთად ყოფნა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი „ძალიან ძლიერი ლიდერია“, რომელმაც „ბევრი რამ გადაიტანა.“ ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი განიხილავენ გუშინდელ სატელეფონო საუბარს პუტინთან და უნგრეთში დაგეგმილ სამიტს. ზელენსკიმ ტრამპს მიულოცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და განაცხადა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია ომის დასრულება. ზელენსკი: „გვესმის, რომ პუტინი მზად არ არის. ვფიქრობ, რომ ის მზად არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის შეჩერება. „ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ბრძოლის ველზე წარმატებული ნაბიჯები არ გადადგეს და ეს კარგია. ვფიქრობ, რომ მათი არმია ახლა სუსტია და იქ ბევრი დანაკარგი აქვს.“ „რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულება გვსურს, მაგრამ ეს სხვანაირი ომია, ტექნოლოგიური ომია. მხოლოდ Tomahawk-ს [რაკეტებს] არ იყენებ, თუ სამხედრო სამიზნის დაბომბვა გსურს, ათასობით დრონი გჭირდება, რომლებიც ერთად მიფრინავენ მსგავს რაკეტებთან. უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების ათასობით მსგავსი დრონი, მაგრამ Tomahawk-ები არ გვაქვს. ამიტომ გვჭირდება Tomahawk-ები. მაგრამ აშშ-ის ძალიან ძლიერი წარმოება, Tomahawk-ები და სხვა რაკეტები აქვს, ძალიან ძლიერი რაკეტები. მაგრამ მათ შეუძლიათ, ჩვენი ათასობით დრონი ჰქონდეთ. ამიტომ, ერთად მუშაობა შეგვიძლია, შეგვიძლია ამერიკული წარმოების გაძლიერება. ეს მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებაა, მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ჟურნალისტის კითხვა, დაინტერესებულია თუ არა უკრაინული დრონებით, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „კი, ვართ. ბევრი დრონი გვაქვს, ჩვენს დრონებს ვაწარმოებთ, მაგრამ ასევე სხვებისგან ვყიდულობთ დრონებს და ისინი ძალიან კარგ დრონებს აკეთებენ.“ ტრამპი: გვირჩევნია, რომ უკრაინას Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს
სუს-ი: ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 7 მლნ დოლარი და ძვირფასეულობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 17 ოქტომბერს ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. სუს-ის განცხადებით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში, 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით. „გუშინ, დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა, როგორც თბილისში, ასევე, დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია, იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები,“ - განაცხადე სუს-ში გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახლების და პირადი ჩხრეკა ჩატარდა - პროკურატურა
როდის შეიტანს სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს
სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის დრო რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს მალე მოხდეს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა DW-სთან განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას აქვს კანონი, რომელიც მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას ავალდებულებს. „ჩვენ უკვე დავიწყეთ ევროკავშირთან მუშაობა, მნიშვნელოვნად გავაღრმავეთ ორმხრივი ურთიერთობები. შეთანხმება გვაქვს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ. უკვე დავიწყეთ სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი. ჩემი აზრით, ეს პროცესი საკმაოდ წარმეტებულად მიმდინარეობს. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ახალ დოკუმენტსა და პარტნიორობის ახალ პროგრამაზე დავასრულეთ მუშაობა. მას უახლოესი სამი თვით განმავლობაში მოაწერენ ხელს. სომხეთსა და ევროკავშირს შორის ბევრი რამ ხდება და ამის აღნიშვნას საინტერესოა. ვხედავთ, რომ სომხეთის მოქალაქეები კიდევ უფრო შორს წასვლას მოითხოვენ ჩვენგან. მათი მხრიდან გარკვეულ კრიტიკას ვხედავთ შესაძლო შეფერხებებისა და ხანგრძლივი პროცედურების, შიდა პროცედურების თაობაზე,” - განაცხადა მირზოიანმა. „კანონი გვაქვს, რომელიც სომხეთის მთავრობას ასეთი პოლიტიკის გატარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას ავალდებულებს. არ შემიძლია, ზუსტად ვთქვა, როდის შევიტანთ განაცხადს - შეიძლება შემდეგ თვეს ან შემდეგ წელს - ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა. ვიდრე ოფიციალური განცხადის შეტანასა და ევროკავშირის პასუხს ველოდებით, უკვე დავიწყეთ ევროკავშირთან მუშაობა და მნიშვნელოვნად გავაღრმავეთ ორმხრივი ურთიერთობები,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა DW-სთან ინტერვიუში. ჟურნალისტის კითხვას, რამდენად სწრაფად შეიძლება, სომხეთი და ევროკავშირი უვიზო რეჟიმის თაობაზე შეთანხმდნენ, მირზოიანმა უპასუხა: “ერთიდან ორ წლამდე, საკმაოდ რეალისტური ვადაა.” ფაშინიანი: სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა შესაძლებელია
მოლდოვა და რუმინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
მოლდოვისა და რუმინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები 20-დან 31 ოქტომბრამდე მოლდოვაში გაიმართება. ამის შესახებ NewsMaker-ი მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. წვრთნები 2025 წლის ეროვნული არმიის მომზადების გეგმის ნაწილია და ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ამ ფორმატში თანამშრომლობა 2009 წლიდან მიმდინარეობს. სამინისტროს ცნობით, სამხედროები წვრთნებს ეროვნული არმიის სასწავლო ცენტრებში ჩაატარებენ. „სცენარის მიხედვით, სამხედროები სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან, გამძლეობისა და გუნდური მუშაობის წვრთნებს და სამხედრო სამედიცინო წვრთნებს ჩაატარებენ. გარდა ამისა, ოფიცრები, სერჟანტები და ჯარისკაცები პარაშუტით ხტომას შეასრულებენ - როგორც ბაგირით, ასევე, თავისუფალი ვარდნით - MC-6/T11R, Safire და Sigma სისტემების გამოყენებით,“ - იტყობინება თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ წვრთნები ეროვნული არმიის 2025 წლის ყოველწლიური წვრთნების გეგმის ნაწილია. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამხედრო წვრთნები „Storm Strike 2025“ დაიწყეს. ამავდროულად, იმავე დღეს დაიწყო NATO-ს ბირთვული შეკავების წვრთნები „Steadfast Noon 2025.“
ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აღარ ბლოკავს
ავსტრიამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის დამტკიცებას დათანხმდება, რითაც მომავალი კვირის დასაწყისში დაგეგმილ კენჭისყრამდე მთავარ დაბრკოლებას ხსნის. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ლუქსემბურგში გამართავენ შეხვედრას. იმედოვნებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სანქციების პაკეტს დაასრულებენ. Reuters-მა ამ თვის დასაწყისში დაწერა, რომ პაკეტის მიღება ჩიხში შევიდა, რადგან ავსტრია ევროკავშირისგან მოითხოვდა გაყინული რუსული აქტივების განბლოკვას, რათა ავსტრიულ Raiffeisen Bank International-ს (RBIV.VI) რუსეთის მიერ დაკისრებული სანქციების ანაზღაურება შეძლებოდა.“ თუმცა ევროკავშირის სხვა ქვეყნები ამას არ დაეთანხმნენ. „ავსტრია მხარს უჭერს რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას და ორშაბათს დაამტკიცებს მე-19 სანქციების პაკეტს,“ - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში წერია. უწყება განმარტავს, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს. „უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვიტილება, ელჩი ფიშერი შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის გაიწვიოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
„რეგიონის უმნიშვნელოვანესი დერეფანი“: გაიხსნა ახალი გზა, რომელიც ბალტიის ქვეყნებს პოლონეთთან აკავშირებს
ევროპასა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოსა და პოლონეთს შორის დამაკავშირებელი მთავარი გზა გაიხსნა. „ვია ბალტიკას“ სახელით ცნობილი გზა გაივლის ბელორუსსა და რუსეთის კალინინგრადის ანკლავს შორის მდებარე ვიწრო ზოლს, რომელსაც სუვალკის დერეფანი ეწოდება და რომელსაც ხშირად აღწერენ, როგორც პოტენციურ სამიზნეს რუსეთის მიერ NATO-ზე თავდასხმის შემთხვევაში. პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ და ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ამ ორი ქვეყნის საზღვარზე, გზის გახსნის ცერემონიაზე განაცხადეს, რომ ეს გზა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფანია და ხაზი გაუსვეს მის როლს რეგიონის თავდაცვაში. „ვია ბალტიკას“ გამოყენებით, NATO-ს ჯარებს პოტენციურად უფრო სწრაფად შეეძლებათ ბალტიის დასახმარებლად მოძრაობა. ლიეტუვის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, „ვია ბალტიკას“ ჩრდილოეთის მიმართულებით მდებარე რამდენიმე მონაკვეთი ჯერ კიდევ მხოლოდ ორზოლიანია და ის მოგვიანებით გაფართოვდება. „ამ გზას ორმაგი დანიშნულება აქვს - ის დაეხმარება ჩვენს ეკონომიკას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის თავდაცვით შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ნავროცკიმ. თავის მხრივ, ნაუსედას თქმით, გზა „თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების“ სიმბოლოა და ის „ლიეტუვაში უაღრესად მნიშვნელოვან ეკონომიკურ, კომერციულ და ლოგისტიკურ როლს ასრულებს, რაც ევროპის დანარჩენ ბაზართან გვაკავშირებს.“ 970 კილომეტრის სიგრძის „ვია ბალტიკა“ ვარშავიდან იწყება, ლიეტუვას და ლატვიას გაივლის და ესტონეთში, ტალინში მთავრდება. ის ევროპული E67 მარშრუტის ნაწილია, რომელიც ფინეთს ჩეხეთთან აკავშირებს. სექტემბერში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე რუსული დრონი პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა, ხოლო რუსული გამანადგურებლები ესტონეთის საჰაერო სივრცეში გამოჩნდნენ, პოლონეთი და მისი ბალტიისპირელი მეზობლები საგანგებო მზადყოფნაში არიან.
აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ახალი ერა დაიწყო. ალიევმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომარ თოყაევთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა. „დღეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ახალი ეტაპი იწყება. ბოლო სამხედრო შეტაკებებიდან ორ წელზე ნაკლებ დროში სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება ადასტურებს, რომ ორივე ქვეყანამ საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკური ნება გამოავლინა,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ასევე კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა აღარ არის მხოლოდ ქაღალდზე, არამედ, პრაქტიკაშიც. „აზერბაიჯანმა სომხეთში საქონლის ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა, რომელიც ოკუპაციის შემდეგ მოქმედებდა. მიმაჩნია, რომ ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა არამხოლოდ ქაღალდზე, არამედ, პრაქტიკაშიც არსებობს,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ შეთანხმებას თეთრ სახლში მოაწერეს ხელი. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზეს განცხადებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, შეთანხმებით გათვალისწინებული იშვიათი მინერალების გადამუშავების პროექტებისთვის ორივე ქვეყანა მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთანაც აწარმოებს. „დაახლოებით ერთ წელიწადში იმდენი იშვიათი მინერალი გვექნება, რომ არც კი გეცოდინებათ რისთვის გამოიყენოთ,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ფაშინიანი საქართველოს ეწვევა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა. 22 ოქტომბერს ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-5 აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც თბილისში გაიმართება. დაგეგმილია სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა.
იაპონიის ისტორიაში პირველად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქალი აირჩიეს
იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანაე ტაკაიჩი აირჩიეს. ეს იაპონიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა აღნიშნული თანამდებობა ქალმა დაიკავა. იაპონიის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად ტაკაიჩის 233 ხმა სჭირდებოდა, თუმცა მან 237 ხმა მიიღო. სანაე ტაკაიჩი იაპონიის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელად 4 ოქტომბერს აირჩიეს. „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ იაპონიის უმსხვილესი პარტიაა. „ჩემი მიზანია, იაპონიის რკინის ლედი გავხდე,“ – განაცხადა ტაკაიჩიმ საკუთარი კამპანიის დროს.
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ზანგეზურის დერეფანი შესაძლოა, 2028 წლის ბოლოსთვის გაიხსნას
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა, შესაძლოა, 2028 წლის ბოლოსთვის მოხდეს. ალიევის თქმით, სხვა რეგიონულ პროექტებთან ერთად, ზანგეზურის დერეფნის პროექტს ასევე უზარმაზარი პოტენციალი აქვს. „აზერბაიჯანში გზებისა და რკინიგზის ყველა სამშენებლო სამუშაო მომავალი წლის შუა რიცხვებამდე დასრულდება. სხვა ქვეყნებშიც, ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი ამავე სისწრაფით განხორციელდება და ამ შემთხვევაში ზანგეზურის დერეფნის გახსნა, შესაძლოა, 2028 წლის ბოლოსთვის მოხდეს,“ – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევის თქმით, აგვისტოში ვაშინგტონის სამიტის ერთ-ერთი მიღწევაა TRIPP-ს პროექტი („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“). ალიევის განცხადებით, პრეზიდენტმა ტრამპმა ამ პროექტს თავისი სახელი დაარქვა, რაც, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. „ეს შუა დერეფნის კიდევ ერთ მარშრუტს ხსნის. ტრადიციულის გარდა, კიდევ ერთი ჩნდება – ზანგეზურის გავლით, 15 მილიონი ტონა ტვირთბრუნვით, რაც შეესაბამება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს. ამგვარად, აზიიდან ევროპაში და უკან ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების გავლით ტვირთების მოცულობას თავისთავად აქვს ზრდის პოტენციალი, მაგრამ ასევე კიდევ უფრო დიდი პოტენციალი ექნება მიღებისა და გაგზავნისთვის,“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ფინეთის ელჩი: სამხრეთ კავკასია თურქეთთან და ცენტრალურ აზიასთან ერთად მნიშვნელოვან ბაზრად იქცევა
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის გახსნილი ახალი ტენდენციები და თანამშრომლობის შესაძლებლობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩმა კირსტი ნარინენმა, ბიზნეს ფორუმზე - „ცენტრალური ბალტია-აზერბაიჯანი“ განაცხადა. „რეგიონული თანამშრომლობა ჩემი დღის წესრიგის არსია. ამიტომ, გახსნილი ახალი ტენდენციები და შესაძლებლობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. მე ბევრ ფინელ მეწარმესთან მისაუბრია და ყველა აღნიშნავს:რეგიონის სამივე ქვეყანა ცალ-ცალკე ძალიან პატარაა, როგორც ბაზარი. მაგრამ თუ რეგიონს თურქეთთან ერთად განვიხილავთ - უკვე არსებობს სერიოზული პოტენციალი. თუ თანამშრომლობას გავაფართოვებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, რომლებიც კასპიის ზღვის მეორე მხარეს მდებარეობს, საუბარი კიდევ უფრო ფართო გახდება. სწორედ ეს არის ევროკავშირის დაკავშირების პროგრამების მნიშვნელობა,“ - აღნიშნა ელჩმა. კირსტი ნარინენმა აღნიშნა, რომ LEF Azerbaijan პროექტი განსაკუთრებით ღირებული გახდა, რადგან მან გააერთიანა ადამიანები და შექმნა საფუძველი გრძელვადიანი ურთიერთქმედებისთვის. „სინამდვილეში, ეს არ არის ბიზნესები, არც კომპანიები, არც სამინისტროები და არც სავაჭრო-სამრეწველო პალატები, რომლებიც დამოუკიდებლად ქმნიან შედეგებს. „ამ მეგობრული კავშირების გაგრძელება, რომელსაც დღეს ამ ოთახში ვხედავთ და ვგრძნობთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - როგორც რეგიონისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის, ფინელებისთვის, ესტონელებისთვის და ლატვიელებისთვის,“ - აღნიშნა დიპლომატმა.
სომხეთი და თურქეთი გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილავენ
სომხეთი და თურქეთი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას გამართავენ, სადაც გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილავენ. სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენისა და რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი შეხვედრა მალე გაიმართება,“ - განაცხადა რუბინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრის ადგილმდებარეობის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით დისკუსიები მიმდინარეობს. 15 სექტემბერს ერევანში სომხეთსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი, გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის ტექნიკური კვლევების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
თოყაევი: ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანზიტის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანზიტის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა, სადაც ორივე ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. სიამოვნებით აღვნიშნავ ჩვენს ერთობლივ მუშაობას ყაზახური ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირებაზე. გასულ წელს ამ სტრატეგიული რესურსის აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტმა თითქმის 1,5 მილიონი ტონა შეადგინა. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ამ მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას,“ - განაცხადა თოყაევმა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღრმაწყლოვანი ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი, სავარაუდოდ, ახალ იმპულსს მისცემს ეროვნული ენერგეტიკული სისტემების განვითარებას და გააძლიერებს ქვეყნების პოზიციებს „მწვანე“ ენერგიის ექსპორტში: „მნიშვნელოვანი სამუშაო ასევე მიმდინარეობს ყაზახური ურანის პროდუქტების აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით უცხოური ბაზრებისთვის მიწოდების ფარგლებში.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, დღესვე უზრუნველყოს ტვირთების ტრანზიტი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული მარშრუტებით
ფაშინიანმა თურქეთთან და აზერბაიჯანთან რკინიგზის გახსნისთვის საჭირო ტექნიკური საკითხების მოგვარების ვადები დაასახელა სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერევანი პოლიტიკურად მზადაა, უზრუნველყოს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის ძირითად ნაწილში და პირიქით, სომხეთის ტერიტორიის გავლით ტრანზიტი, თუმცა ტექნიკურ დონეზე არ არიან მზად ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ეს განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გააკეთა. „სომხეთსა და თურქეთს შორის პოზიტიური დიალოგი იმედს იძლევა, რომ შესაძლოა საზღვრები უახლოეს მომავალში გაიხსნას. ჩვენ მზად ვართ, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ, ტექნიკურადაც, დღეიდან უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი სომხეთის ტერიტორიის გავლით თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში. ამისთვის მზადაა სომხეთში როგორც გზები, ასევე, სასაზღვრო ინფრასტრუქტურა მარგარა-ეღვარდ-სისიანი-გორისის მარშრუტზე. პოლიტიკურად, ჩვენ ასევე მზად ვართ, უზრუნველვყოთ მსგავსი ტრანზიტი სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს შორის ორივე მიმართულებით. თუმცა ტექნიკურად, ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო ჯერ არ ვართ მზად. ჩვენ ასევე პოლიტიკურად მზად ვართ, რომ უზრუნველვყოთ რკინიგზის ტრანზიტი თურქეთსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, ასევე, თურქეთსა და აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს შორის, მაგრამ ამ რკინიგზის მონაკვეთებს რემონტი ან რეკონსტრუქცია სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტექნიკური საკითხები მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მოგვარდება. უახლოეს მომავალში სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის მილსადენები, ასევე, აზერბაიჯან-სომხეთი-თურქეთის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზები. როგორც უკვე აღვნიშნე, უზრუნველყოფილი იქნება სარკინიგზო და საავტომობილო კავშირებიც. ეს ყველაფერი TRIPP პროგრამის ფარგლებში განიხილება. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ შესაბამის მოლაპარაკებებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ჩვენ ასევე ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან ამ შეთანხმებების განსახორციელებლად. ამ ყველაფრის რეალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა, რომელიც ვაშინგტონის სამიტის მეშვეობით იქნა მიღწეული. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მშვიდობა აზერბაიჯანთან უფრო მეტად ინსტიტუციურ დონეზე გადავიდეს. ვმუშაობთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ, ვაშინგტონის წინასწარ ხელმოწერილი შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის მიმართულებით. პარალელურად, ყველა სატრანსპორტო კავშირი თანდათანობით გაიხსნება, რაც ისტორიულ ცვლილებებს მოიტანს ჩვენს რეგიონში. მე მსმენია მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ჩვენს რეგიონში სატრანსპორტო პროექტებს შორის ერთგვარი კონკურენციაა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან ჩვენს რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტები ერთმანეთს ავსებს და ზრდის სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალს. ვაშინგტონის დეკლარაციის მესამე პუნქტში ნახსენებია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის რკინიგზის გახსნა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის არამხოლოდ სომხეთის, არამედ, საქართველოსა და აზერბაიჯანის პოტენციალს. სომხეთსა და თურქეთს შორის დიალოგი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა, TRIPP პროგრამა და საქართველოსა და ირანის მეგობრული ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებთან სამხრეთ კავკასიას ყველაზე მიმზიდველ სატრანზიტო კორიდორად აქცევს ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყნის ინფრასტრუქტურა გადატვირთული იქნება, მაშინაც კი, თუ ის ამჟამად არასაკმარისია ამ მზარდი ნაკადების დასამუშავებლად. უზარმაზარი საერთაშორისო ინტერესი, რომელიც ახლა სამხრეთ კავკასიაზეა ორიენტირებული, არის კაპიტალი, რომელიც ჩვენ - სომხეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა - სწორად უნდა გამოვიყენოთ რეგიონული განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ საბოლოოდ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ არამხოლოდ მშვიდობა, არამედ, სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობა და განვითარებაც. ბოლოს და ბოლოს, მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება კომერციული ტვირთების, მილსადენების და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების განუყოფელი თანამგზავრებია - და პირიქით. კომერციული ტვირთები, მილსადენები და ელექტროენერგიის ხაზები... მშვიდობისა და კეთილდღეობის მუდმივი თანამგზავრები. ჩვენს რეგიონში მშვიდობა დადგა და ჩვენ მხოლოდ ტვირთბრუნვის გაზრდა, მილსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზების გაფართოება და სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველყოფა დაგვრჩა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მშვიდობას, რაც თავის მხრივ, გაზრდის სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილდღეობისა და განვითარების მოცულობასა და ტემპს. მე მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ლიდერს საკმარისი ნება და სიბრძნე აქვს, რომ იმუშაოს არამხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ, ერთადაც, რა თქმა უნდა, ჩვენს სხვა მეზობლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა განავითარონ ურთიერთობები და კაპიტალად აქციონ, რათა რეგიონს ჰქონდეს სტაბილურობა. აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა ფაშინიანი საქართველოს ეწვევა