ძებნის რეზულტატი:

კახა კალაძე ოპერატორის გარდაცვალებაზე: კითხვებს, რომლებიც არსებობს, უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, კითხვებს, რომელიც არსებობს უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს. ,,ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა- ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს.სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას. კითხვებს რომელიც არსებობს უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს" , - წერს კალაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ნიდერლანდების ელჩი: შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. ,,შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, რომელსაც თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის დაგეგმილი ღონისძიების დროს. ვგმობ ყველა სახის ძალადობას,მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ძალადობას, რომელიც ინსპირირებულია ჰომოფობიით", - წერს ელჩი Twitter-ზე ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ევროკავშირის ელჩი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება .

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა: მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება ის დემოკრატიული ფასეულობებია, რომელთა დაცვაც აუცილებელია

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შეძრწუნებულები ვართ Tv Pirveli-ს ჟურნალისტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო, რომელიც 5 ივლისს თბილისში ძალადობრივ მოვლენებს მოჰყვა. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება ის დემოკრატიული ფასეულობებია, რომელთა დაცვაც აუცილებელია. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

5 ივლისის ძალადობის უმძიმესი შედეგების გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, – ამის შესახებ არასამთავროვო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, გამოვხატავთ მწუხარებას და გულისტკივილს ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს. ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ 50-ზე მეტი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ მასშტაბური და სასტიკი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი და აგრესიული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. ისინი ლექსო ლაშქარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისის დარბევისას. ძალადობისას ოპერატორთან მყოფი ჟურნალისტის განცხადებით, ლექსო ლაშქარავა სისხლის გუბეში იყო და მას 20 ადამიანი 5 წუთის განმავლობაში დაუნდობლად ურტყამდა. ხელისუფლემამ არაფერი არ გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ. 5 ივლისს ადგილზე საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მობილიზებული სამართალდამცავები, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელების მხრიდან მიღებული ზომები არ იყო საკმარისი ძალადობის შესაჩერებლად. ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის მაგივრად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის. ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მათ ვერ დაინახეს პრემიერ მინისტრის წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვასა და აგრესიის შეკავებაში. 5 ივლისის მასშტაბურ ძალადობაზე, რასაც შედეგად ათობით ჟურნალისტის და მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა ხოლო, ტვ პირველის ოპერატორი, ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებების შემდგომ გარდაიცვალა, პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუტისა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს შედეგებზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე. ამიტომ: ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, სულ მცირე: საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა, ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელ აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); საფარი; საზოგადოება და ბანკები; მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); სოციალური სამართლიანობის ცენტრი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; გაეროს ასოციაცია; მწვანე ალტერნატივა; თბილისი პრაიდი ; DRI. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საფრანგეთის ელჩი: გულგატეხილი ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. ელჩი სამძიმარს უცხადებს, გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს. ,,გულგატეხილი ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, რომელმაც მიიღო დაზიანებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რათა ჰომოფობია და ძალადობა გაეშუქებინა. ჩემი თანაგრძნობა მის ოჯახს და კოლეგებს. მედიის, პრესის თავისუფლება, დისკრიმინაციის, სიძულვილის წონააღმდეგ ბრძოლა. არა ძალადობას", - წერს twitter-ზე კოლასი. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ნიდერლანდების ელჩი: შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით ევროკავშირის ელჩი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება

შსს „ტვ პირველის“ ოპერატორის გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა ჩაწერილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც, უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა გადაღებული. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, კადრებში ჩანს, რომ ლექსო ლაშქარავა მეგობართან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე მოპედით გადაადგილდება. შსს დამატებითი დეტალიზაციისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს და მის კოლეგებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ. როგორც უკვე განვაცხადეთ, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტი. ექსპერტიზის გარდა აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება. ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტს, მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების ინდენტიფიცირებას და მათ გამოკითხვას. აქვე გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი ტელეფონი, ვინაიდან მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია ინახებოდეს. აქვე საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ გარდაცვლილის გადაადგილების კადრებს, რაც ამ დროისთვის არის მოპოვებული გამოძიების ფარგლებში. ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც იმყოფება ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოში, გადაადგილდებოდა თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე. შსს ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისგან,“- განაცხადა ჭელიძემ. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სახალხო დამცველი: მოვუწოდებ შსს-ს, პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები

სახალხო დამცველი 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფების და მათი ორგანიზატორების გარდა, სახელმწიფოსაც ეკისრება. ის ამბობს, რომ ხელისუფლება აქციის წინა დღეებში ძალადობრივ განცხადებებს ისმენდა, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია. "მოვუწოდებ შსს-ს, რომ დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც მათ გამოიყენეს ერთ-ერთი პოლიტიკური პირის მიმართ და შეუძლიათ, ახლაც გამოიყენონ ეს მუხლი, რაც გულისხმობს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას. ეს ძალადობა იყო კარგად ორგანიზებული, კარგად კოორდინირებული, მათ ჰყავდათ იდეოლოგები, წამქეზებლები. ადგილზე ვნახეთ მოწოდებები და მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა - ლექსო გარდაიცვალა სწორად ამ ორგანიზებული ძალადობის შედეგად. სახელმწიფო მთელი ეს დღეები ისმენდა ამ ძალადობრივ მოწოდებებს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, მიუხედავად ამისა, არ გატარებულა პრევენციული ღონისძიებები. ეს თავდასხმა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ძალადობრივ ჯგუფებთან და მათ ორგანიზატორებთან ერთად", - ამბობს ომბუდსმენი. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამერიკის საელჩო: მოვუწოდებთ სიმშვიდისა და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი

,,ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს და ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება. ,,ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება, ზოგს ის ვერც კი ეცნო, ვიდრე სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული უგულვებელყოფა აჩვენეს. ლექსოს მიერ კოლეგის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცე და მისი ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ, რასაც ოდითგანვე აფასებდნენ ამ ქვეყანაში, წარმოადგენს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებსა და ტრადიციებს. ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით, რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ. თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იყოს დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით. ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შვედეთის საელჩო: მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში შვედეთის საელჩოს ინფორმაციაში. „შვედეთი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელის განცხადებას. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. შვედეთი გმობს ყველა სახის ძალადობას. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გავრცელდა. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ნიდერლანდების ელჩი: შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით საფრანგეთის ელჩი: გულგატეხილი ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ამერიკის საელჩო: მოვუწოდებთ სიმშვიდისა და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი ევროკავშირის ელჩი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მთავრობის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებასა და 5 ივლისს ჟურნალისტების დაშავებაზე პასუხისმგებლობას პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს აკისრებენ. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ტოივო კლაარი ოპერატორის გარდაცვალებაზე: ასეთი სახის ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. ,,ეს ტრაგიკული ისტორიაა. თავისუფალი მედიის წინააღმდეგ და ზოგადადაც, ასეთი სახის ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მიმდინარეობს. გამოვხატავ ღრმა მწუხარებას", - წერს კლაარი. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

70-ზე მეტი მედიასაშუალება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

საქართველოში მოქმედი 70-ზე მეტი მედიასაშუალება მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეთ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება საქართველოში მედიის მიზანმიმართულ დევნაზე. მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი მიმართვა დღეს, 11 ივლისს, ,,ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაღუპვის შემდეგ შეიმუშავეს და მას საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნიან. ,,საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმე გამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას. 2021 წლის 5 ივლისს „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის წარმომადგენლების დასაცავად. არასაკმარისი საპოლიციო ძალები არ იღებდნენ ზომებს ჟურნალისტების დასაცავად. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. 5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მედიის წარმომადგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა. მივმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: მთავარი არხი, ფორმულა, რუსთავი 2, ტაბულა, იმედი, კავკასია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საქართველოს პირველი არხი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, TV პირველი, EirpeTV 25, ექსპრესნიუსი, ფაქს,ინტერნიუსი, არტარეა, TVსტუდია, მონიტორი, რადიო ჯორჯიან თაიმსი, ფაქტ-მეტრი, რადიო მწვანე ტალღა, AT.ge მედიის განვითარების ფონდი, Border Zoneა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი, რადიო აფხაზეთის ხმა, რადიო დარდიმანდი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი, მედია ჰოლდინგი ჰერეთი: რადიო ჰერეთი FM102.8, რადიო თბილისი FM93.5, რადიო ციტრუსი FM97.3 რადიო ძველი ქალაქი, საქართველოს რეგიონულ რადიო სადგურთა ქსელი, ტელეკომპანია ახალი, OC Media, ეკო-ფაქტი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, SOVA, ბათუმელები, ნეტგაზეთი, NewsreportOn.ge, InterPressNews.ge, ბლოგი „სოცრეაქტივი“, TSpress.ge, რადიო ათინათი, Metronome.ge, პუბლიკა, Civil.ge, ინტერნიუსი-საქართველო, Media.geopenrustavi.ge, პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, რადიო მარნეული, Euronews, Georgia FirstNews.ge, Kutaisi Today, Speqtri.ge, CNews, მედიაჰოლდინგი ,,ქრონიკა+”, Droa.ge, Europetime.eu, accentnews.ge, Popmusic.ge, Popsport.com, მედიის უფლებები, Gurianews.ge, Tok TV, ჟურნალისტიკის რესუსრს ცენტრი, აგრო გარემო TV, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, რადიო მწვანე ტალღა, რადიო იმედი, JAMNews, კომერსანტი, Reginfo.ge. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ჩვენ ერთნი ვართ! - ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად მიკროფონები დაალაგეს

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, რომლებიც 5 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრს აკისრებენ, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სცენაზე, სოლიდარობის, პროტესტის და იმის ნიშნად, რომ მედია ერთიანია, მიკროფონები და კამერები დაალაგეს. „ჩვენ ერთნი ვართ, არანაირი კონკურენცია არ არსებობს", - მიმართა აქციაზე შეკრებილებს ტელეჟურნალისტმა ვახო სანაიამ. აქციაზე საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა მედიასაშუალება გაერთიანდა. ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

ლიეტუვის საგარეო უწყება: საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია

"საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. საგარეო უწყება ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამოსაკვლევად დამოუკიდებელი ექსპერტი დაუშვან. "საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ და ალექსანდრე ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ დამოუკიდებელი გამოძიება დაუშვას. ნებისმიერი სხვა კურსი არის შეუსაბამო საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებთან" , - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

ლიეტუვის ელჩი: სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირება ისე საჭიროა, როგორც არასდროს

ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს Twitter-ში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქმეზე საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირება. "პროცესის სათანადოდ წარმართვა, დამოუკიდებელი გამოძიება და რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ, საჭიროა, როგორც არასდროს", -წერს ლიეტუვის ელჩი ლიეტუვის საგარეო უწყება: საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

ესტონეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, უკეთ იმოქმედოს

ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "სრული მხარდაჭერა ელჩ ჰარცელის განცხადებას. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას ოჯახის მიმართ. საქართველოს შეუძლია ამაზე უკეთესად იმოქმედოს და უნდა იყოს უკეთესი ვიდრე ახლაა", - წერს რიინა კალიურანდი Twitter-ში. ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა ევროკავშირის ელჩი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება

ჯეიმს აპატურაი: ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, რომელსაც ამ კვირაში ბრბო დაესხა თავს, ღრმად შემაშფოთებელია

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი 'ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება. მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, ღრმად შემაშფოთებელია, საქართველოს ყველა მეგობრისთვის. „ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, რომელსაც ამ კვირაში ბრბო დაესხა თავს, ღრმად შემაშფოთებელია, საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვის. დემოკრატიაში უმცირესობები დაცულია, მედია დაცულია, თავისუფალი სიტყვაა დაცული. ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არცერთი ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ არის თავისუფალი ამ პასუხისმგებლობისგან",- წერს სოციალურ ქსელში ჯეიმს აპატურაი. ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

"ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. როგორც ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, კვლევამ მრავალ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. "მიცვალებული გამოკვლიეს ერთობლივად, სამხარაულის საექსპერტო სტრუქტურის ექსპერტთან ერთად. ჩემი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, ამავდროულად, კრიმინალისტებთან ერთად, რომლებმაც აიღეს შესაბამისი მასალა. ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ამ ეტაპზე ძირითადი, სტანდარტული შეკითხვები, რაც მდგომარეობს შემდეგში: რა არის უშუალოდ გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას. რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, იკვეთება თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის. ასევე, დგას საკითხი და გვამიდან აიღეს ნიმუში პასუხის გასაცემად, მიღებული ჰქონდა თუ რა ნარკოტიკული ნივთიერება, მიღებული ჰქონდა თუ არა რაიმე საძილე პრეპარატი, ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედებას ხომ არ ჰქონდა ადგილი. ამავდროულად, აიღეს თითის ანაბეჭდები, ფრჩხილის ნიმუშები ანაწმენდების სახით, დნმ-ის კვლევისთვის მასალა სახის და ხელის მიდამოდან. აიღეს სისხლი და შარდი, შინაგანი ორგანოების ნაჭრები ქიმიურ გამოკვლევაზე და ჰისტოპათომორფოლოგიურ გამოკვლევაზე ძირითადი შინაგანი ორგანოების ნაჭრები. რაც შეეხება გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ სამედიცინო ბარათი, ანუ „ნიუ ჰოსპიტლის“ ავადმყოფობის ისტორია, კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნითურთ. ამ ისტორიის მონაცემებით, აწ გარდაცვლილს ჰქონდა საკმაოდ რთული და ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში, ძვლოვანი სტრუქტურის შემადგენელი ქვედა კიდის ღრმა ფრაგმენტული მოტეხილობა, ფრაგმენტების შეღწევით ჰაიმორის ღრუში და მიმდებარე ანატომიურ სუბსტანციებში. შესაბამისად, ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მერე მკურნალობა უტარდებოდა. ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი, მკურნალობის დაწყებიდან ანუ 5-დან. 8 რიცხვში პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე ნევროპათოლოგისა და სხვა სპეციალობების მეთვალყურეობის ქვეშ. დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა", - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ. მისი თქმით, ცხედრის გამოკვლევის შედეგად, გარდაცვლილის ქალა-ფუძე მთელი აღმოჩნდა. "სახეზე გვაქვს დაზიანებები თვალბუდის ძვლოვანი სტრუქტურის სახით, რაც დაფიქსირებულია ავადმყოფობის ისტორიაში. რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი. იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რამეთუ მას 8 რიცხვში კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს მასზედ, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა. აიღეს კანზე არსებული ორი უბანი, რომელიც მიუთითებდა წინასწარ, არაკატეგორიულ ფორმატში გარკვეულ ინექციის კვალზე. თუმცა, საბოლოოდ, ყველა დანარჩენი მიმართულებით საბოლოო დასკვნების გამოტანა, თუ უშუალოდ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რამეთუ დაახლოებით თვე-თვენახევარში არსებული დროის სტანდარტების მხედველობაში მიღებით უნდა ჩატარდეს საკმაოდ ბევრი კვლევა, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

ევროპარლამენტარები: საქართველო ძალიან სერიოზულ გზაგასაყარზეა, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებას, წარმატებას ან წარუმატებლობას უახლოეს ათწლეულში

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტის გარდაცვალება და პოლიციის უმოქმედობა ძალადობის დროს სრულად უნდა იყოს გამოძიებული. ამასთანავე, ევროპარლამენტარები საქართველოში მყოფ პოლიტიკურ ძალებს და მმართველ პარტიას მოუწოდებენ, იმუშაონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპული ღირებულებები იყოს დაცული. "საქართველო არის ძალიან სერიოზულ გზაგასაყარზე, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებას, წარმატებას ან წარუმატებლობას უახლოეს წლებში. ქართველების უმრავლესობამ დიდი ხნის წინ უკვე მტკიცედ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. მიუხედავად ამისა, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, შეაფერხონ საქართველოს პროგრესი ამ გზაზე. მიმდინარე მოვლენები, რომლის დროსაც 53 ჟურნალისტი გახდა სამიზნე და რომლებსაც თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა. დამწუხრებული ვართ ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით. ჟურნალისტის გარდაცვალება და პოლიციის უმოქმედობა ძალადობის დროს სრულად უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, აჩვენონ სიმშვიდე და თავშეკავება, რომ არ მოხდეს პროვოკაცია. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ უნდა იმუშაოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპული ღირებულებები იყოს დაცული. გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება უნდა იყოს დაცული", - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში. ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, აგვისტოში დასრულდეს

„ჩრდილოეთის ნაკადი 2 ეიჯი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მატიას ვარნიგმა განაცხადა, რომ გაზსადენზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს. მისივე ინფორმაციით, ამჟამად პროექტის 98% უკვე დასრულებულია და კიდევ სამი თვე სხვადასხვა სერტიფიკატის მიღებას და შემოწმებების ჩატარებას დასჭირდება. მატიას ვარნიგის თქმით, კომპანიის ამოცანაა, რომ გაზსადენმა მუშაობა მიმდინარე წელსვე დაიწყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტის ამუშავების მიუხედავად, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 2024 წლის შემდეგაც გაგრძელდება. პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ათი წლის შემდეგ შესაძლოა, მოსახერხებელი იყოს წყალბადის ტრანზიტი. ამჟამად „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით აშშ სერთიფიკატის გამცემ სხვადასხვა კომპანიას სანქციებით ემუქრება. პროექტს აშშ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. პროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″ რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.