ძებნის რეზულტატი:
პაატა იმნაძე: ანტივაქსერებზე საშიშები არიან ისინი, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ
ლოკდაუნი არ იგეგმება, მართვის სხვა საშუალებები გვაქვს - აცრა და ნიღაბი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ანტივაქსერებზე საშიშები არიან ისინი, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ. „ისინი უფრო დიდი „ინფლუენსერები“ არიან, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
არჩევნების პერიოდში პირბადის ღია სივრცეში ტარება აუცილებელი იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არჩევნების პერიოდში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეში. ამის შესახებ მან მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო, ინფიცირებული ადამიანი. „ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს განვიხილეთ იყო აცრების მეტად გაინტენსივება, პირბადის მაქსიმალურად ტარება დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეებში, იქ სადაც ბევრი ხალხი იკრიბება. განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეში. აუცილებელია ქორწილების, ქელეხების, კონცერტების სრული აკრძალვა. აუცილებელი იქნება საზღვრებზე განსაკუთრებული კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდნენ საეჭვო ინფიცირებული ადამიანები ქვეყანაში და რაც მთავარია, საჭიროა, მეტი ადგილის მობილიზება სასტუმროებში განსაკუთრებით, რათა ადამიანები, როგორც ინფიცირებული, ისე მათთან კონტაქტში მყოფნი, გადაიყვანონ იზოლირებულად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში აცრის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში საქართველოში 13 884 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 55% Pfizer-ით აიცრა, შემდეგ მოდის Sinopharm-ი, AStrazeneca და Sinovac-ი. დღეს სპეციალისტებს მოლოდინი აქვთ, რომ 14 ათასამდე ადამიანი აიცრება. სამიზნე კი 25 ათასია. დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისი 12 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის. ემატება ამცრელი ბრიგადები. „აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო ინფიცირებული და ასევე, მეტი ადგილის მობილიზება იყოს სასტუმროებში. დღეს გაიცა რეკომენდაცია, რომ მობილიზებული იყო ოთახების შესაბამისი რაოდენობა, რათა როგორც ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, ვისაც სახლში იზოლირების პირობები არ აქვს, გადაყვანილი იყოს სატუმროში, რათა გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ეპიდვითარების გართულების გამო, საავადმყოფოებში ე.წ. გეგმური სერვისები შეჩერდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარების გართულების გამო, ჯანდაცვის მინისტრის მითითებით, ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში გაჩერდა და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე მეტი ადამიანი. ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ დაწოლას უძლებს. პიკის დროს დაახლოებით ნოემბერში ჩვენ გვქონდა 7-8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით, საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა რთულია, მაგრამ აქვს. დაძაბულობაა სასწრაფოს გამოძახების, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება“ , - განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 666 ადამიანს დაუდასტურდა, 1 335 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინსიტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
რომში, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო იტალიური მხრიდან - სახელმწიფო მდივნის მოადგილე მანლიო დი სტეფანო. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა; ხაზი გაესვა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის და ამ პლატფორმის ეფექტიანი გამოყენების საკითხს, ასევე, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობას. კონსულტაციების ფარგლებში, თეიმურაზ ჯანჯალიამ და მანლიო დი სტეფანომ ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა თავდაცვის, სამართალდაცვით, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. „მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და შავი ზღვის ეკონომიკურ პოტენციალზე, სამომავლოდ, სავაჭრო-ეკონომიკური სახის ურთიერთობების მეტად გაღრმავებისა და იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ამასთან, საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს ენერგეტიკის, ტურიზმის საზღვაო, საერთაშორისო სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. კონსულტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ იტალიელ დიპლომატთან საუბრისას ხაზი გაუსვა 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენას, ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების, დარგობრივი თანამშრომლობის მეტად განვითარების საკითხებს და „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმებს. მინისტრის მოადგილემ დეტალურად გააცნო სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ამ კონტექსტში ქართული მხარის მოლოდინები და ყურადღება გაამახვილა იტალიური მხარის პოზიციის არსებით მნიშვნელობაზე და მხარდაჭერაზე. ასევე, თეიმურაზ ჯანჯალიამ მანლიო დი სტეფანოსთან საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს ალიანსში სრულფასოვანი წევრობის სურვილს და იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გააქტიურების კუთხით. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა NATO-ს ფარგლებში არსებული ღირებული თანამშრომლობისთვის, მათ შორის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში საქართველოს მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ამასთან, იტალიელ კოლეგას დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ; ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას და იტალიის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას. იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. კონსულტაციების დროს საუბარი შეეხო, ასევე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, არსებულ გამოწვევებს და საერთაშორისო პარტნიორების მეტი ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობას, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის მეტად განვითარების შესახებ მზაობა, მათ შორის, ხაზი გაუსვეს საქართველო-იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის მნიშვნელობას, რომელიც აღინიშნება 2022 წელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რომელი ვაქცინით არის შესაძლებელი ორსულების აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რა შემთხვევაში და რომელი ვაქცინითაა შესაძლებელი ორსულების აცრა. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით ორსულების Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრა არ შეიძლება,Pfizer-ით კი ორსულების ვაქცინაცია ექიმთან კონსულტაციის შემდეგაა შესაძლებელი. ,,Sinopharm-სა და Sinovac-ს ინსტრუქციაში უწერია, რომ ორსულები არ იცრება, იმიტომ, რომ ორსულებზე კლინიკური კვლევები არაა დამთავრებული. შესაბამისად, თუ კვლევები არ იქნება, ინსტრუქციაში ვერ ჩაწერენ. Pfizer-ს ინსტრუქციაში უწერია, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია იმ ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკისაა. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით Pfizer-ით ორსულების აცრა შესაძლებელია, Sinopharm-თა და Sinovac-ით კი ჯერჯერობით არა“,- განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში 12 წლის მოზარდი კოვიდვაქცინით აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ვაქცინებით ბავშვების აცრა დასაშვებია, მას საქართველოც გაითვალისწინებს. მისივე თქმით, საქართველოში 12 წლის ბავშვი უკვე აიცრა - მას შესაბამისი ჩვენება ჰქონდა. „ბავშვებთან დაკავშირებით, „ფაიზერს“ უწერია თავის ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს. თუმცა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა და ამიტომ აიცრა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში „დელტა +“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „დელტა +“-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. „გვაქვს „დელტა +“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევა. რასაც ლუგარში ვუყურებთ ყოველდღიურად, იმის მიხედვით დგინდება, რომ 40-50%-მდე ქვეყანაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლა „დელტამ“,- განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „დელტა+“ შტამიც ადვილად ვრცელდება. „ყველა კორონავირუსის შემთხვევის ნახევარი „დელტა“ შტამითაა გამოწვეული. მათ შორის, ე.წ. „დელტა+“ შტამიცაა დადასტურებული, რომელიც ლუგარში უკვე სეკვენირებითაც დადასტურდა. რამდენიმე მეთოდით ხდება დიაგნოსტიკა. გვაქვს PCR-ის ნაკრები, რომელიც „დელტასაც“ იჭერს ცალკე, თუმცა, ეს უნდა დადასტურდეს სეკვენირებით. მსოფლიო ბაზაშიცაა ეს მონაცემი უკვე მეორე კვირა ატვირთული, რომ საქართველოში „დელტა +“ შტამი დაფიქსირებულია. ისევე როგორც „დელტა“, „დელტა+“-იც სწრაფად ვრცელდება ანუ ადვილად გადამდებია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
არავითარი ქართული შტამი არ არის - ამირან გამყრელიძე საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულების ინფიცირებაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა. „არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა პლუსი ჰქვია, დელტა შტამის ქვეშტამი, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „დელტა +“-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. „გვაქვს „დელტა +“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევა. რასაც ლუგარში ვუყურებთ ყოველდღიურად, იმის მიხედვით დგინდება, რომ 40-50%-მდე ქვეყანაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლა „დელტამ“,- განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „დელტა+“ შტამიც ადვილად ვრცელდება. „ყველა კორონავირუსის შემთხვევის ნახევარი „დელტა“ შტამითაა გამოწვეული. მათ შორის, ე.წ. „დელტა+“ შტამიცაა დადასტურებული, რომელიც ლუგარში უკვე სეკვენირებითაც დადასტურდა. რამდენიმე მეთოდით ხდება დიაგნოსტიკა. გვაქვს PCR-ის ნაკრები, რომელიც „დელტასაც“ იჭერს ცალკე, თუმცა, ეს უნდა დადასტურდეს სეკვენირებით. მსოფლიო ბაზაშიცაა ეს მონაცემი უკვე მეორე კვირა ატვირთული, რომ საქართველოში „დელტა +“ შტამი დაფიქსირებულია. ისევე როგორც „დელტა“, „დელტა+“-იც სწრაფად ვრცელდება ანუ ადვილად გადამდებია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულებს კორონავირუსის „დელტა პლუს“ შტამი დაუდასტურდათ
რიკ დემსი თბილისში შეხვედრებს მართავს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილეს. „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ჩვენ შევეხეთ ყველა იმ თემას, რომელიც საჭირბოროტოა ჩვენი ქვეყნისთვის. იგულისხმება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ძალადობის ფაქტები; შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირის მედიაციით მივაღწიეთ. რიკ დემსი ამ საკითხებზე ინფორმირებულია და ის აპირებს, თავისი პოზიცია გამოხატოს ბოლო ხანებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად მივუთითებთ იმაზე, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს შეთანხმებების უპატივცემულობა, დარღვევა და ჩვენ ეს ვნახეთ ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმების პირობებშიც, მაგრამ აუცილებელია, იყოს წნეხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, წნეხი ჩვენი პარტნიორებისგან იმისათვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა, სრულად განხორციელდეს“, - განაცხადა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ. პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად საუბარი სასამართლო რეფორმის საკითხებს და 19 აპრილის შეთანხმების მიმდინარეობას შეეხო. „ძალიან კონკრეტულ საკითხებზე იყო საუბარი, მათ შორის ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან. საუბარი შეეხებოდა სასამართლოს რეფორმას და რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას“, - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ცალკე ხვდება. „ჩვენი მთავარი გზავნილია პირველ რიგში ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ვითარება, რომელშიც არის ქვეყანა. ეს ეხება მედიის თავისუფლებას, ძალადობას, აგრესიას, კანონის უზენაესობას და წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციას, რასაც ხელს უწყობს მმართველი გუნდი. შეთანხმების დარღვევაა, როცა „ქართული ოცნება„ მოსამართლეებს ნიშნავს,” - განაცხადა დეკანოიძემ შეხვედრის დაწყებამდე. რიკ დემსმა უკვე გამართა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ის საპარლამენტო უმრავლესობასაც შეხვდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რიკ დემსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებსაც შეხვდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს
ტყის ხანძრის გამო, იტალიაში 1 500-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
იტალიის კუნძულ სარდინიაზე, ორისტანოში, ხანძარმა ტყის მასივის 20 ათას ჰექსტრამდე ფართობი გაანადგურა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, 1 500-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლის ჩაქრობას 7 500-მდე ადამიანი ცდილობს, მათ შორის - მეხანძრეები, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და მოხალისეები. ცეცხლი მიუახლოვდა ქალაქ სკანო-მონტიფეროსაც, საიდანაც 400 ადამიანია ევაკუირებული, სულ კი 1 500. ხანძრის ჩასაქრობად 20 ვერტმფრენი მუშაობს. გარდა ამისა, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ორგანომ ევროკავშირის ქვეყნებს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის მიმართა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის შემდეგ უმრავლესობას შეხვდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის მუშაობაზე და მის სამომავლო პერსპექტივებზე. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ჩვენი სურვილია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია სამომავლოდ, კიდევ უფრო აქტიური გახდეს. ეს დელეგაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ამ პროცესში საქართველოს პოტენციურ როლზე ისაუბრეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპაციის საკითხზე. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უშუალო დაკვირვების ქვეშ იყოს ის პროცესები რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციაზე და მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრაზე რიკ დემსმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილა. „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ჩვენ შევეხეთ ყველა იმ თემას, რომელიც საჭირბოროტოა ჩვენი ქვეყნისთვის. იგულისხმება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ძალადობის ფაქტები; შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირის მედიაციით მივაღწიეთ. რიკ დემსი ამ საკითხებზე ინფორმირებულია და ის აპირებს, თავისი პოზიცია გამოხატოს ბოლო ხანებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად მივუთითებთ იმაზე, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს შეთანხმებების უპატივცემულობა, დარღვევა და ჩვენ ეს ვნახეთ ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმების პირობებშიც, მაგრამ აუცილებელია, იყოს წნეხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, წნეხი ჩვენი პარტნიორებისგან იმისათვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა, სრულად განხორციელდეს“, - განაცხადა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ. პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად საუბარი სასამართლო რეფორმის საკითხებს და 19 აპრილის შეთანხმების მიმდინარეობას შეეხო. „ძალიან კონკრეტულ საკითხებზე იყო საუბარი, მათ შორის ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან. საუბარი შეეხებოდა სასამართლოს რეფორმას და რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას“, - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ცალკე ხვდება. „ჩვენი მთავარი გზავნილია პირველ რიგში ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ვითარება, რომელშიც არის ქვეყანა. ეს ეხება მედიის თავისუფლებას, ძალადობას, აგრესიას, კანონის უზენაესობას და წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციას, რასაც ხელს უწყობს მმართველი გუნდი. შეთანხმების დარღვევაა, როცა „ქართული ოცნება“ მოსამართლეებს ნიშნავს,” - განაცხადა ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დაწყებამდე. რიკ დემსი თბილისში შეხვედრებს მართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს
თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარი მხოლოდ ვაქცინირებულებს მიიღებს
თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარი მხოლოდ ვაქცინირებულებს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით „ამბავის“ ადმინისტრაციამ Facebook-ზე დაწერა. „დღეიდან ბარში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები. გთხოვთ იქონიოთ ვაქცინაციის მინიმუმ პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. შეზღუდვის მიზანია ვაქცინაციის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკ-ჯგუფების ინტერესებზე ზრუნვა“. ბოლო 24 საათში საქართველოში აცრის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ივანე ჩხაიძე: თუ ბარში, კინოთეატრსა და ღამის კლუბში მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებულები დაიშვებიან, ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ახალგაზრდებისთვის
ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში კოვიდინფიცირების რეკოდურდი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ტოკიოს ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ტოკიოში კორონავირუსის 2 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. როგორც ცნობილია, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება იანვრის თვეში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - 2 520 შემთხვევას, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტოკიოსთვის ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლებოდა. ტოკიოს გარდა, ბოლო პერიოდში, ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქის მიმდებარე პრეფექტურებშიც დაფიქსირდა.
ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა დედის გარდაცვალების გამო ჯანდაცვის მინისტრი სასტიკად სცემეს
ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა სასტიკად სცემეს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი და ასევე იმ სამედიცინო ცენტრის უფროსი, სადაც პრეზიდენტ ემომალი რახმონის და, კურბონბი რახმონოვა გარდაიცვალა. ,,რადიო თავისუფლების" ინციდენტი 20 ივლისის საღამოს მოხდა. წყაროს ცნობით, კორონავირუსით დაავადებული კურბონბი რახმონოვა მკურნალობის კურსს გადიოდა ქვეყნის პრეზიდენტის აპარატთან არსებულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ემომალი რახმონის დისთვის სპეციალურად მიიწვიეს სპეციალისტები გერმანიიდან, რუსეთიდან და უზბეკეთიდან, რომლებმაც კურბონბი რახმონოვას სიკვდილის მიზეზად ადგილობრივი ექიმების არასწორი მკურნალობა დაასახელეს. „ამ დასკვნამ გააცოფა კურბონბი რახმონოვას შვილები: ფარხიდდინი, ფერუხი და ზიედალი საფაროვები, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ მიცვიდნენ ექიმებს და იქ მყოფ ჯანდაცვის სფეროს მესვეურებს. პრეზიდენტის დისშვილების დაწყნარება მხოლოდ პრეზიდენტის შვილმა, რუსტამ ემომალიმ შეძლო“, - იუწყება რადიო თავისუფლების ტაჯიკეთის ბიურო. ცნობის გადასამოწმებლად ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო შემოწმება, მაგრამ, როგორც წყარომ აცნობა რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს, ჯერჯერობით უწყებას არავინ დაუკავებია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მთავარი გზავნილები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა თბილისში ვიზიტი პარლამენტში შეხვედრებით დაიწყო. ჯერ შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, შემდეგ ოპოზიციას და უმრავლესობას. რიკ დემსმა მოგვიანებით მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხა. გთავაზობთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებებს. მხოლოდ ახლა ვიწყებ ვიზიტს, თქვენ ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ, რომელზე პასუხისგანაც ალბათ თავს შევიკავებ, რადგან ჯერ უნდა შევხვდე პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და სხვებს. მე ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის სპიკერსა და პარლამენტის წევრებს ვესაუბრე. გუშინ ევროპის საბჭოში ელჩი დამხვდა. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ოპოზიციისა და უმრავლესობის დელეგაციებს. საქართველო რთული ქვეყანაა, თუმცა ყველა ქვეყანა რთულია. არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ეს ყველა წევრ ქვეყანაშია. შესაძლოა, არა იმ მასშტაბით, როგორც საქართველოში ან სხვა ქვეყნებში, თუმცა ნორმალურია ის ვითარება, სადაც უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ეს არის დემოკრატია. მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს გადადების გარეშე, ვინაიდან ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად იმისთვის, რომ პანევროპული საზოგადოების სრული წევრი გახდეთ. აუცილებელია ამგვარი ფართო შეთანხმების პრაქტიკაში განხორციელება. შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ ის პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი ელემენტები უკიდურესად მნიშვნელოვანია. 5 ივლისის მოვლენებზე „პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა. ეს აშკარაა, მაგრამ საჭიროა, კიდევ ერთხელ ითქვას, ქუჩებში ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყოს გაკონტროლებული, მაგრამ ხელისუფლებას ყოველთვის არ შეუძლია სრულად ამის გაკეთება. მე მჯერა, რომ თუ გინდა დააფასო სიტყვის და პრესის თავისუფლება, პრესა ასევე უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა პრესის მიმართ, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. მჯერა, რომ ხელისუფლება საკითხს დააყენებს, ეს უკვე ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანები დაკავებული არიან. იმედი მაქვს, გაირკვევა ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ეს, ვინ წაახალისა და რა იყო მიზეზი. ეს არის ის, რაზეც საზოგადოებამ უნდა ილაპარაკოს, რომ აღარასდროს მოხდეს. ამ საკითხს განვიხილავთ პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ პოლარიზაცია არავის ეხმარება. მჯერა, პრესას აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ სცადოს ამის განმუხტვა და სცადოს პოლარიზაციის დამშვიდება. ვიცი, რომ ეს არ არის ადვილი, რადგან პრესამ უნდა გადასცეს ამბავი და როდესაც ცუდი რამ ხდება, ეს უნდა გაშუქდეს, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ჩემი აზრით, დეპოლარიზაციის შემცირების მცდელობაში დახმარება საკითხის გადაწყვეტის ნაწილი იქნება. მეორე მხრივ, მჯერა, რომ ხელისუფლების მოვალეობაა, დაიცვას მოქალაქეები და მათ შორის ჟურნალისტები, რომ თავიანთი საქმე გააკეთონ. მე აქ არ ვარ, რომ ვინმე დავადანაშაულო, მე არ ვარ თქვენი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მაგრამ მაქვს უფლებამოსილება ვთქვა, რომ როდესაც ეს ხდება საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, უნდა იყოს სრულად გამოკვლეული და ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. „ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ეროვნული რეფერენდუმის მსგავსია“ ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. გვაქვს ასეთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენეციის კომისია ჰქვია. ეს არის ორგანო, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმისა და საარჩევნო სისტემის საკითხებში მსოფლიოს მაშტაბით მაღალი რეპუტაცია აქვს. დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის მოსაზრება, ვენეციის კომისია არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გეუბნება, რა უნდა გააკეთო, ისინი საკუთარ მოსაზრებას გაწვდიან და ეს მოსაზრება შემდეგ უნდა გაითვალისწინონ, ან არ გაითვალისწინონ მთავრობაში ან პარლამენტში. ეს მოსაზრება არის როგორც საკვები ოპოზიციისთვის და უმრავლესობისთვის, რომ გამოიყენონ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. მესმის, რომ ზოგიერთი რეფორმის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. რა შემთხვევაშიც არ იყო გათვალისწინებული, ის რა თქმა უნდა, დებატებისთვის საკვებია პარლამენტისთვის და ასევე ჩვენთვისაც ასამბლეაში. საქართველოს საკითხი ჩვენს დღის წესრიგშია, საარჩევნო რეფორმა ჩვენს დღის წესრიგშია. ამ საკითხებს, მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში დავაკვირდებით, ძირითადად სექტემბეტრში, რადგან ოქტომბერში არჩევნები გაქვთ. როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს. გარკვეულწილად, ნოვატორულია.. რაღაც ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია ოპოზიცია უმრავლესობის წინააღმდეგ. საინტერესოა, მაგრამ ჩარევას არ ვაპირებ. საქართველოს შუამავლის როლზე პირველი მაგალითი, რომელიც ყველა თქვენგანისთვის მნიშვნელოვანია, არის საქართველოს რეგიონული პოზიცია აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ავიღებთ ინიციატივას, როცა დელეგაცია დაკომპლექტდება, რომ საპარლამენტო დელეგაციები შეიკრიბონ საპარლამენტო დიპლომატიის კონტექსტში. აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციები ეცდებიან, გადაწყვიტონ პრობლემები, რაშიც საქართველოს ლიდერის როლი ექნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის შემდეგ უმრავლესობას შეხვდა
ყაზახეთში LinkedIn-ი დაბლოკეს
ყაზახეთის ინფორმაციისა და სოციალური განვითარების სამინისტრომ ქვეყანაში სოციალური ქსელი LinkedIn დაბლოკა. ყაზახეთის მთავრობის განმარტებით, სოციალური ქსელის დაბლოკვა ონლაინ კაზინოების რეკლამირებასა და ყალბი ანგარიშების შექმნასთან არის დაკავშირებული, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. სამინისტრომ თქვა, რომ ასეთი მასალების განთავსება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ყაზახეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ ინტერნეტ რესურსი Linkedin–ის შინაგანაწესს. ,,ინტერნეტ რესურს LinkedIn–ზე განხორციელებული მონიტორინგის დროს გამოვლინდა მრავალი კანონის დარღვევა, რომელიც ეხებოდა ონლაინ კაზინოების რეკლამირებას და ყალბი ანგარიშების შექმნას რეალური ადამიანების სახელით, რომლებიც არ არიან მათი მფლობელები”, - აღნიშნულია სამინისტროს პრესრელიზში.
ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა
ბათუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებებში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და განვითარდა მეწყრული პროცესები. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ჩამოწოლილმა მეწყერმა დროებით ჩაკეტა საავტომობილო გზა. ბათუმის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტერიტორია გაწმენდილია და მოძრაობა უკვე აღდგა. უწყების ცნობით, საავტომობილო გზაზე კაპიტალური სამუშაოების განსახორციელებლად ხვალ ჩატარდება გეოდეზიური სამუშაოები და მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა ასევე პეტრე იბერის, ნაჭყებიას, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის ქუჩების მიმდებარედ. ყველა წერტილში უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
სუსი: 27 აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი საქართველოს მასშტაბით 27 აფთიაქში გამოავლინა. ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლენილია 27 აფთიაქი, სადაც სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა. გამოძიების შედეგად დგინდება, რომ ზემოხსენებული 27 აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისათვის ავტორიზებულია მხოლოდ სამი, ხოლო დანარჩენს სათანადო ნებართვა არ გააჩნია, თუმცა როგორც ავტორიზებულ, ასევე ნებართვის არმქონე აფთიაქებში სისტემატურად ხორციელდებოდა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე რეალიზაცია. 2021 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 23 ივლისის ჩათვლით, მოსამართლის განჩინების ფარგლებში, 34 პირისგან, ჯამში, 96-ჯერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ყოველგვარი რეცეპტისა და პიროვნების დამდგენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ფარმაცევტებმა უკანონოდ გაასაღეს ფსიქოტროპული მედიკამენტები და ამასთან, არ გააფორმეს სალაროს აპარატის ქვითარი. საკონტოლო შესყიდვის ფარგლებში შეძენელია ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა - ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი, დიაზეპამი, ქსანაქსი და სხვა. ამ წუთებში ყველა ხსენებულ ობიექტში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს ჩხრეკა, რომლის დასრულების შემდგომაც ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მართლზომიერების დასადგენად ჩატარდება საგადასახადო რევიზია. გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზებაში ჩართული ყველა პირის მიმართ უმოკლეს ვადაში დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო იურიდიული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანმო ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. როგორც ცნობილია, ორგანიზაციაში სურთ, რომ ელექტრონულ სიგარეტზე ისეთივე რეგულაციები გავრცელდეს, როგორიც ჩვეულებრივ თამბაქოზე ვრცელდება. ორგანიზაციაში ითხოვენ, რომ ქვეყნებმა მიიღონ ახალი ნორმატიული აქტები, რომელთა მიხედვითაც, ელექტრონული სიგარეტის კოლოფებზე ისეთივე გამაფრთხილებელი წარწერები გაჩნდეს, რომლის დატანაც ჩვეულებრივი სიგარეტის კოლოფებზეა სავალდებულო. ჯანმოში აცხადებენ, რომ ელექტრონული სიგარეტი ხშირად პოზიციონირდება როგორც მიმზიდველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ამ დროს კი ელექტრონული სიგარეტის მოზარდი მომხმარებლები შემდგომში სამჯერ უფრო ხშირად ხდებიან თამბაქოს მომხმარებლები.