ძებნის რეზულტატი:

ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი 5000-ზე ნაკლებია

25 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 402 765 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 139 289 ადამიანი. ბოლო 24 საათში ვაქციბა 4 274-მა ადამიანმა გაიკეთა. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე თურქეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, თურქეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკების მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.თ.-ს განზრახული ჰქონდა საქართველოში მყოფი მიგრანტის, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ი-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა თურქეთის მიმართულებით. განზრახვის აღსრულების მიზნით, ე.თ.-მ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის უკანა ნაწილში, საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის მოათავსა ი.ი., რამაც მიგრანტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. "პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ორივე მათგანი იმ დროს დააკავა, როცა ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საკონტროლო გამტარი პუნქტი "ვალეს" გავლით ცდილობდნენ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას მიგრანტის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით.", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საბერძნეთში, სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

საბერძნეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა იმ ხალხის დასაშლელად, რომლებიც შაბათს, ათენის ცენტრში შეიკრიბნენ და სავალდებულო კოვიდვაქცინაციას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც Reuters-ი წერს, ამ თვეში, 4000-ზე მეტი ადამიანი უკვე მესამედ შეიკრიბა საბერძნეთის პარლამენტის წინ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია გააპროტესტა. ერთ-ერთმა პოლიციის ოფიცერმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ბენზინის ასაფეთქებელი ისროლა, რის გამოც პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 12:14 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 2.9 (ML) მაგნიტუდა იყო.

საფრანგეთის სენატმა კორონავირუსთან საბრძოლველად ზომების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უფრო მკაცრ ზომებს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გარცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ახალი წესები სამედიცინო მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციას და ე.წ. სანიტარული საშვების გაცემას ითვალისწინებს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 199 სენატორმა, 123 კი წინააღმდეგი იყო. ახალი წესების მიხედვით რესტორნებში, თეატრებში, მუზეუმებში და კინოთეატრებში შესვლის, ასევე საქალაქთაშორისო მატარებლებში ჩასხდომის უფლება მხოლოდ "სანიტარული საშვების" და ვირუსზე უარყოფითი პასუხის მქონე პირებს ექნებათ. როგორც ცნობილია, "სანიტარული საშვები" გაიცემა მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული ან ფლობენ არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს. სავალდებულო ტესტირებისგან მხოლოდ არასრულწლოვნები გათავისუფლდებიან. საფრანგეთში მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესასვლელად ვაქცინაცია, უარყოფითი ტესტი ან ჯანმრთელობის ცნობაა საჭირო

ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოოიპოვა. ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებას მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე იაკუბ შამილოვი ბოლო წამებზე შესრულებული გდებით დაამარცხა. მეოთხედფინალში ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს სძლია, ნახევარფინალში - კორეელ ან ბაულს, ხოლო ფინალში მარგველაშვილი მასპინძელ ჰიფუმი აბესთან დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ვაზარით დამარცხდა. ცნობისთვის, ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ეს საქართველოს ნაკრების პირველი მედალია.

დღეს საქართველოში მიწისძვრა მეორედ მოხდა

დღეს, თბილისის დროით 13:02 საათზე, თბილისიდან 54 კმ_ში, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბიძგების სიძლიერემ 3.7 (ML) მაგნიტუდა შეადგინ. ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. პირველი მიწისძვრა 12:14 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება კიდევ ერთ პირს წარედგინა

პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე, გ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცლებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე გ.გ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. „სამართალდამცველებმა გ.გ. 2021 წლის 23 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მ.ბ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის ხუთს პატიმრობა აქვს შეფარდებული. „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 29 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი, მათ შორის 42 ჟურნალისტი და ოპერატორი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა

თამარ გაბუნია: ეპიდემიური ვითარება ჩვენთან გაუარესდა, ჩვენი მაჩვენებლები სხვა ქვეყნებისთვისაც საგანგაშოა, ამის გამო შეგვიცვალეს სტატუსი

დღეს ჩვენი მაჩვენებლები, სხვა ქვეყნებისთვისაც საგანგაშოა და რა თქმა უნდა, სტატუსი ჩვენ ამის გამო შეგვიცვალეს - ერთადერთი გამოსავალია კუპირება მოვახდინოთ ამ ტალღის და რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ და აღვიდგინოთ აქამდე არსებული მიმოსვლის საშუალება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გაბუნიას თქმით, საქართველოს სიაც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში რისკების გათვალისწინებით, პერიოდულად იცვლება. "ეპიდემიური ვითარება ჩვენთან გაუარესდა და ევროპის ქვეყნები მეზობელი ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას აფასებენ პერიოდულად და სტატუსი ვინ არის "წითელ ზონაში", ვინ არის "მწვანე ზონაში", იცვლება. დღეს ჩვენი მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, მათთვისაც არის საგანგაშო და რა თქმა უნდა, სტატუსი ჩვენ შეგვიცვალეს ამის გამო. ერთადერთი გამოსავალი ამის არის ის, რომ ამ ტალღის კუპირება მოვახდინოთ და რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ და აღვიდგინოთ აქამდე არსებული მიმოსვლის საშუალება. რა თქმა უნდა, მათთვისაც საგანგაშოა ჩვენთან არსებული სიტუაცია. იგივეს ვაკეთებთ ჩვენც მაღალი რისკის ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენი სიაც და მოთხოვნებიც პერიოდულად იცვლება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 061 ადამიანს დაუდასტურდა ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი 5000-ზე ნაკლებია

ხორვატიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ხორვარიაში, ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 30 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ სლავონსკი ბროდთან, დედაქალაქ ზაგრებსა და სერბეთის საზღვარს შორის მდებარე მაგისტალზე მოხდა. დააშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებული იყო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. პოლიციის განცხადებით, ავტობუსს კოსოვოს სანომრე ნიშნები ჰქონდა და გერმანიიდან კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინასკენ მიემართებოდა, რომელიც სერბეთის სამხრეთით მდებარეობს. შემთხვევის ადგილი, ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო გზაა, რომელიც ტურიზმისა და დასავლეთ ევროპაში დასაქმებულთა ხორვატიაში დაბრუნების გამო ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით დატვირთულია.

თუ ქვეყანაში კოვიდინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, გერმანია არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვების დაწესებას განიხილავს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, თუ მომდევნო თვეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვების დაწესება საჭირო გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. თუმცა, ჰელგ ბრაუნმა გაზეთ "Bild am Sonntag"- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ მოელის კორონავირუსთან დაკავშირებული კიდევ ერთი "ლოკდაუნს" გამოცხადებას ქვეყანაში. ბრაუნის თქმით, არავაქცინირებულ ადამიანებს შეიძლება აეკრძალოთ ისეთ ადგილებში შესვლა, როგორიცაა რესტორნები, კინოთეატრები და სტადიონები. მისივე თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია მძიმე დაავადებებისგან დასაცავად და რადგან "ვაქცინირებულებს ნამდვილად მეტი თავისუფლება ექნებათ, ვიდრე არავაქცინირებულებს". ბოლო კვირების განმავლობაში გერმანიაში ვაქცინაციის პროცესი შენელდა. ამან გამოიწვია დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წაახალისონ ისინი, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ ვაქცინა. როგორც ცნობლია, გერმანიის მოსახლეობის 60% -ზე მეტმა გაიკეთა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო 49% -ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული.

სამხრეთ აფრიკაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

Deutsche Welle-ს ცნობით, სამხრეთ აფრიკაში რეგიონისთვის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რიგ ქალაქებში თოვს, გზები კი ლიპყინულის გამო გადაკეტილია. ქალაქ კიმბერლიში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ისტორიაში პირველად ჰაერის ტემპერატურა -9,9 გრადუსამდე დაეცა. ამასთანავე, იოჰანესბურგში დაფიქსირდა -7 გრადუსი ყინვა, რაც ასევე უფრო დაბალია, ვიდრე წინა შემთხვევაში - მინუს 6,3 გრადუსი, რომელიც 1995 წლის 19 ივლისს დაფიქსირდა. სინოპტიკოსების ცნობით, სამხრეთ აფრიკის ცენტრალურ ნაწილში დაბალი ტემპერატურა ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

ჩრდილოეთ სირიაში 2 თურქი ჯარისკაცი მოკლეს

ჩრდილოეთ სირიაში თავდასხმის დროს 2 თურქი ჯარისკაცი მოკლეს და 2 დაიჭრა, განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. ინფორმაციას Apnews-ი ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, რომ თავს დაესხნენ თურქულ ჯავშანმანქანას. შემთხვევა მოხდა ე.წ. ევფრატის ფარის რაიონში, რომელიც თურქეთის საზღვარსა და ჩრდილოეთ ალეპოს შორის მდებარე რეგიონისგან შედგება, ქალაქების - ჯარაბლუსისა და ელ-ბაბის ჩათვლით. სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა "ტერორისტების" მიერ განხორციელდა, თუმცა არ უთქვამს, რომელ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ ისინი. მათი განცხადებით, თურქეთის ჯარმა საპასუხო იერიში მიიტანა "ტერორისტულ" სამიზნეებზე. თურქეთმა თავისი პირველი ოპერაცია სირიაში 2016 წელს დაიწყო თავისი სასაზღვრო რეგიონიდან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების განდევნის მიზნით. ამ ოპერაციას "ევფრატის ფარი" ეწოდა. თურქეთმა კიდევ სამი სხვა ოპერაცია განახორციელა ჩრდილოეთ სირიაში, რომელთა უმრავლესობაც მიმართული იყო სირიელ ქურთ მებრძოლთა "სახალხო თავდაცვის რაზმების", ან YPG-ს წინააღმდეგ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად თვლის.

ცნობილმა ესპანელმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა ნინო სალუქვაძეს სპორტის ლეგენდა უწოდა

ლეგენდარულმა ესპანელმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე შეაქო. პაუ გასოლმა სალუქვაძეს სპორტის ლეგენდა უწოდა. „ქართველი ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქალი, რომელმაც უკვე მეცხრე ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. ის 53 წლისაა და ასპარეზობა სეულის 1988 წლის ოლიმპიადიდან დაიწყო. სპორტის ლეგენდა!“, - წერს პაუ გასოლი Twitter-ზე. ნინო სალუქვაძემ კარიერა დაასრულა

ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ნინო სალუქვაძე კარიერას დაასრულებს

ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. "ვასრულებ კარიერას. თუ მომდევნო ოლიმპიადაზე მიხილავთ, მხოლოდ მწვრთნელის რანგში", - განაცხადა ნინო სალუქვაძემ. ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში 567 ქულა დააგროვა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ასპარეზობას კვლავაც აგრძელებს. ამჯერად ტიტულიანი ქართველი ტყვიით მსროლელი სპორტული პისტოლეტით (25 მ) სროლაში მოსინჯავს ძალებს. წლევანდელ თამაშებზე გამოსვლით, ნინო სალუქვაძემ რეკორდი დაამყარა ოლიმპიადებზე მონაწილეობის რაოდენობით - ეს მისთვის რიგით მეცხრე ოლიმპიადა იყო. 1988 წელს სეულში მან ოქროს მედალი მოიპოვა.

Pfizer-ის პირველი დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

Pfizer-ის პირველი დოზით ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყება. Pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ამასთან, Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. Pfizer-ით ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. Pfizer-ით ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. COVID-19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე – 15 22. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტურს მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებენ. ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია

იაპონურმა კომპანიამ COVID19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის ადამიანებში გამოცდა დაიწყო

Wall street journal-ის ინფორმაციით, იაპონურმა კომპანიამ,Shionogi-მ COVID-19-ის საწინააღმდეგო, სამკურნალო მედიკამენტის ადამიანებში გამოცდა დაიწყო. როგორც გამოცემა წერს, საუბარი ეხება აბებს, რომლის მიღება დღეში ერთხელ იქნება საჭირო და ვირუსს პირველი მიღებიდან ხუთ დღეში გაანეიტრალებს. იაპონური კომპანია ,Shionogi-ს ხელმძღვანელი ისაო ტასიროგი აცხადებს, რომ წარმატების შემთხვევაში, კომპანია მედიკამენტის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად ნებისმიერ საერთაშორისო კორპორაციასთან თანამშრომლობისთვის მზად იქნება. ადამიანებში მედიკამენტის გამოცდა მიმდინარე თვეში დაიწყო და სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. კვლევაში პირველ ეტაპზე 100-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. კვლევაში ჩართულთა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობენ. ლაშა შავდათუაშვილმა პირველ დაპირისპირებაში ფრანგი შენის დამარცხების შემდეგ, მეორე შეხვედრა ჯიბუტის წარმომადგენელთან გამართა და მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში კანადელი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

დღეს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების არჩევას მესამედ შეეცდება

პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები ორჯერ ჩავარდა. საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, კანდიდატებს კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს და ამჯერად უკვე 100-ის ნაცვლად 90 ხმაც საკმარისი იქნება. თუ ეს რაოდენობა ვერც მესამე მცდელობის დროს შეგროვდება, მაშინ ცესკოს თავმჯდომარეს უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, მაგრამ ხუთი წლის ნაცვლად, ექვსი თვით დაამტკიცებენ. კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს ვერც ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილმა კანდიდატებმა. გია ცაცაშვილის, ლელა ტალიურის, თამარ სართანიასა და მაია ზარაძის კანდიდატურებს პარლამენტი ასევე მესამედ უყრის კენჭს.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 264-ს შეადგენს, გუშინდელთან შედარებით ნაკლები ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 264 ადამიანს დაუდასტურდა, 1 665 გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 807 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 568 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 264 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 404 023-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.73 % ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.44 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 665 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 374 753-მდე. გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 714 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 224, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 45, შიდა ქართლი - 33, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 65, კახეთი - 62, მცხეთა-მთიანეთი -35, სამცხე-ჯავახეთი - 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 870, აჭარაში - 497, იმერეთში - 661. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში -226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 13. 1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 523- აჭარაში. 16 546 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 62 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 8. სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 მოქალაქე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 023 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 078, აჭარაში - 2 861, იმერეთში - 1 986. გუშინ, საქართველოში კორონავირუსი 2 061 ადამიანს დაუდასტურდა., თუმცა 31 204 ტესტი ჩატარდა, რაც დღევანდელზე ნაკლებია.