ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქვეყანაში დავამკვიდრეთ რეალური დემოკრატია

,,მართლაც უნდა ვთქვათ, რომ დავამკვიდრეთ რეალური დემოკრატია, ხალხი სარგებლობს თავისუფლებით, რომელიც არის მართლაც ჩვენი, ყველასი ერთად მონაპოვარი, 2012 წლის პირველ ოქტომბერს" , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის, ლევან ზოიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი წყლის გამოწვევაზე და აღნიშნა, რომ 2024 წელს, ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება „ასევე გვაქვს სერიოზული გეგმები წყლის მიმართულებით, ვინაიდან წყალი და ზოგადად, ხარისხიანი წყალი არის გამოწვევა ჩვენი მოქალაქეების. 3 000-ზე მეტ სოფელს არ მიეწოდება დღეს ხარისხიანი წყალი, რაც კატასტროფაა, პირდაპირ უნდა ითქვას და სირცხვილია 21-ე საუკუნეში, რომ მითუმეტეს, წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანაში, საქართველოში, ჯერ კიდევ არის გამოწვევა ხარისხიანი სასმელი წყალი. ამიტომ, ამ მიმართულებით, რამდენიმე ასეული მილიონი ლარის მობილიზება გვაქვს გაკეთებული და დაიწყება ინტენსიურად მუშაობა. 2024 წელს, ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და ჯამში, ყველა სოფლის წყლით მომარაგება დასრულდება, დაახლოებით, 2028 წლამდე, გეგმების მიხედვით. ეტაპობრივად, ყოველ წელს, რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიურად დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ამას გარდა, მე ვიცი, ამ სოფლებში, ჯერ კიდევ იყო და არის გარკვეული სოფლები, რომლებიც არ იყო გაზიფიცირებული, ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, მიმდინარეობს ახლა სამუშაოები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, წყლის პროექტია ძალიან მნიშვნელოვანი, გზები, 128 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო, დაახლოებით, 130 მილიონამდე არის დახარჯული, ზოგადად, ამ მიმართულებით. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება და კიდევ უფრო გაათმაგებული ტემპებით მუშაობა. ადგილობრივი წარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც განაპირობებს და შექმნის დამატებით ღირებულება და დამატებით სამუშაო ადგილებს. ჩვენ ვგეგმავთ მილიარდი ლარის ინვესტირებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში და ჯამში, 2.5 მილიარდის ინვესტირება მოხდება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ და ჩვენ გავაფართოვეთ ის სფეროები, რომლებიც მოექცევა ამ სიაში და მოექცევა ადგილობრივი წარმოების ჩამონათვალში. ჯამში, დაახლოებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს იქნება გადამამუშავებელი, სხვადასხვა ინდუსტრიების, რეალური წარმოების განვითარება, ყველა რეგიონის და ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, ერთის მხრივ, ეკონომიკური განვითარება, მეორე - სოციალური ზრუნვა და უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების, იქნება ეს ხარისხიანი ჯანდაცვა, ასევე განათლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, პროფესიული განათლება. მე მინდა ასევე ორი სიტყვით გითხრათ, ჩვენ, ბოლო წლებში, დაახლოებით, 175 ახალი სკოლა ავაშენეთ და დაახლოებით, 250 გავარემონტეთ, რეაბილიტირდა. ახლა, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უნდა გაკეთდეს ხარისხიანად. ხარისხი უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხელწერა და ხარისხის გარეშე არავითარი საქმე არ უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპული სტანდარტის მიხედვით და უნდა დავნერგოთ ყველა ქალაქში, სოფელსა და მუნიციპალიტეტში რეალურად ევროპული სტანდარტი. განათლების მიმართულებით, ბატონი განათლების მინისტრი გვესწრება და მე მინდა, მას ვთხოვო მოგვიანებით ჩვენს მოსახლეობას აუხსნას, რა იგეგმება, რა გეგმები გვაქვს. დაახლოებით 800 სკოლა ჯერ კიდევ არის ჩვენი გამოწვევა, ვინაიდან იქ პირობები არის მოძველებული, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა არაფერი ამ სკოლებში, თუმცა ჩვენ, ახლა, მაქსიმუმი რაც შევძელით ამ წლებში, მოვასწარით და 800 სკოლის მოწყობა, რეაბილიტაცია, აშენება უნდა მოხდეს ამ ერთიანი, მაღალი დონის ევროპული სტანდარტის მიხედვით. ეს უნდა იყოს ჩვენი გამოწვევა, იმიტომ, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა უნდა იზრდებოდეს ასეთ განვითარებულ, გალამაზებულ ევროპულ გარემოში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა არაერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია, სკოლების მშენებლობაც და ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება და გაგრძელება და მესამე, მთავარი, ეს არის ზოგადად, ჩვენი დემოკრატია, თავისუფლება და სტაბილურობა, რასაც სჭირდება შენარჩუნება, მეგობრებო. რეალურად, დღეს, ქვეყანაში, მართლაც უნდა ვთქვათ, რომ დავამკვიდრეთ რეალური დემოკრატია, ხალხი სარგებლობს თავისუფლებით, რომელიც არის მართლაც ჩვენი, ყველასი ერთად მონაპოვარი, 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება, დემოკრატიულ ინსტიტუტებს სჭირდება კიდევ უფრო მეტად განვითარება, განმტკიცება, გამყარება, რაც იქნება საფუძველი ჩვენი შემდგომი გრძელვადიანი განვითარების“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელება

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ავღანეთში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული და არაპროგნოზირებადია. როგორც სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქაბული დაეცა და „თალიბანმა“ კონტროლი აიღო ქვეყნის ტერიტორიის ძირითად ნაწილზე. მისივე თქმით, NATO-ს სამოქალაქო პერსონალის 800-მდე წევრი ადგილზე რჩება ძირითადი ფუნქციების უზრუნველსაყოფად. იენს სტოლტენბერგმა თალიბანი გააფრთხილა, რომ დაჯგუფებამ არ უნდა დაუშვას ავღანეთის კვლავ ქცევა ტერორიზმის აყვავების ადგილად. „მათ, ვინც ახლა ძალაუფლებას იღებს ხელთ, პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საერთაშორისო ტერორისტებმა კვლავ არ მოიკიდონ ფეხი“, - განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ NATO-მ გაიყვანა ავღანეთიდან თავისი ძალები, ალიანსი მზად იქნება და თვალს მიადევნებს, ხომ არ მიმდინარეობს ტერორისტული გაერთიანებების გადაჯგუფება. NATO-ს კვლავ აქვს სამხედრო ძალა, შორიდან დარტყმის განხორციელებისთვის“, - დაამატა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. ,,ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბა ავღანეთის საკითხის განსახილველად. სიტუაცია უკიდურესად სერიოზული და არაპროგნოზირებადია. ქაბული დაეცა და „თალიბანმა„ აიღო კონტროლი ქვეყნის უმეტეს ნაწილზე. ღრმად ვარ დამწუხრებული იმის ხილვით, რაც დღეს ავღანეთში ხდება. NATO ახლა ფოკუსირებულია პერსონალისა და იმ ავღანელების უსაფრთხო გაყვანაზე, ვინც ჩვენ გვეხმარებოდა. NATO მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, რათა ქაბულის აეროპორტმა ფუნქციონირება განაგრძოს. NATO-ს ყურადღება ახლა გამახვილებულია მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების პერსონალისა და ავღანელების უსაფრთხო გაყვანის უზრუნველყოფაზე. NATO -ს სამოქალაქო პერსონალის 800-მდე წევრი ადგილზე რჩება ძირითადი ფუნქციების უზრუნველსაყოფად. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ნება მომეცით ასევე მადლობა გადავუხადო NATO -ს მოკავშირეების სამხედრო ძალებს, კერძოდ თურქეთს, შეერთებულ შტატებს და გაერთიანებულ სამეფოს აეროპორტის უზრუნველყოფაში სასიცოცხლო როლისთვის. აეროპორტში ოპერაციები ახლა თანდათან განახლდება. დღევანდელი შეხვედრის დროს, მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი აგზავნიან დამატებით თვითმფრინავებს. ჩვენ ასევე შევინარჩუნეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა. ჩვენი უფროსი სამოქალაქო წარმომადგენელი ელჩი პონტეკორვო და მისი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობენ მოკავშირეებთან და დანარჩენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ევაკუაციის კოორდინაციისა და ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, დავასრულოთ ევაკუაცია ავღანელი კოლეგების ჩათვლით, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ,,თალიბანმა" პატივი უნდა სცეს და ხელი შეუწყოს იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს მშვიდობიანად. ის ასევე აღნიშნავს, რომ ,,მთავრობა, რომელიც არ სცემს პატივს ყველა ავღანელის ფუნდამენტურ უფლებებს და აღადგენს შიშის მმართველობას, საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დადგება. აეროპორტი და სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები უნდა იყოს ღია. ყველა ავღანელი კაცი, ქალი და ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრებას. უნდა მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის. ადგილი არ უნდა ჰქონდეს შურისძიებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ავღანეთში განვითარებული მოვლენებიდან დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია. „ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებდით საფრთხეს, რომ „თალიბანს“ შეუძლია, კვლავ აღადგინოს კონტროლი ავღანეთზე. ამის შესახებ მკაფიოდ განვაცხადეთ, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენი სამხედროები ავღანეთიდან გადიან. თუმცა სიურპრიზი იყო, თუ რა სისწრაფით და როგორ იოლად მოხდა ყოველივე. ცხადია, ჩვენ ავღანეთში ვიყავით 20 წლის განმავლობაში და მილიარდობით დოლარი დავაბანდეთ, ჩვენი სამხედროები კი, სიცოცხლეს წირავდნენ. უნდა ვისწავლოთ ეს გაკვეთილები, რადგან უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. ასევე მოგვიწევს ღიად პასუხის გაცემა მთავარ კითხვაზე - რატომ მოხდა, რომ ძალებმა, რომლებსაც ჩვენ ვწვრთნიდით, შეიარაღებას ვაწვდიდით და მრავლი წელი ვუჭერდით მხარს, ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა „თალიბანს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ამავე თემაზე: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში 500 ფლაკონი „ტოცილიზუბამი“ შემოვიდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში 500 ფლაკონი „ტოცილიზუბამი“ შემოვიდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში „ტოცილიზუბამი“ შემოტანილია, მარაგი მალე ამოიწურება. „ტოცილიზუბამზე“ დეფიციტი შეიქმნა ორი მიზეზით. ერთი-როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვხმარობიდით ამ მედიკამენტს დიდი წარმატებით და მოვუწოდებდით ყველას რომ გამოეყენებინათ, ჩვენი ოპონენტები, ვისაც დღეს უხარია, რომ ბევრი შემთხვევა, ბევრი გარდაცვალებაა, სასტიკად გვაკრიტიკებდნენ, ამბობდნენ, რომ ჩვენ ექსპერიმენტებს ვატარებთ ადამიანებზე, რომ ეს მედიკამენტი არ იყო ეფექტური, რომ ის ჯერ არ იყო აღიარებული მსოფლიოს მიერ და მოუწოდებდნენ კლინიკებს, არ გამოეყენებინათ. ამიტომ, ბევრი კლინიკა მათი გავლენის ქვეშ მოექცა და მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სულ 7-8 კლინიკა იყენებდა ამ „ტოცილიზუბამს“ წარმატებით. ბევრი ავადმყოფი გადავარჩინეთ, შემდეგ მოვახერხეთ დარწმუნება ამ კლინიკების მათ შეხედეს, რომ რეალურად „ტოცილიზუბამს“ ვინც იკეთებდა, გადარჩნენ. 24 პროცენტით გაიზარდა გადარჩენა და ერთბაშად ნახტომისებურად, როგორც საქართველოს გვჩვევია, უცებ ყველამ გადაწყვიტა, რომ დაეწყო ამის ხმარება. ბუნებრივია, მარაგი გათვლილი იყო იმ მომარაგებაზე, რომელიც გათვლილი იყო მოხმარებაზე. შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ უცებ ყველა კლინიკა ჯადოსნური ჯოხის აქნევის სცენარით დაიწყებდა მის მოხმარებას, ამიტომ შეიქმნა დეფიციტი. მეორე- მსოფლიოში ამ მედიკამენტის დეფიციტია. მსოფლიოშიც ბევრმა არ იცოდა, რომ ეს მედიკამენტია კარგია, ჩვენ ერთ-ერთი პიონერები ვიყავით, ვინც ავუღეთ ალღო, რომ ეს მედიკამენტი იქნებოდა გადამრჩენი. ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც დავიწყეთ ამ მედიკამენტის ფართოდ გამოყენება მსოფლიოში. ახლა ყველამ ისწავლა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან კარგია და სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ გაიზარდა მოხმარება. ერთადერთი კომპანია აწარმოებს ამ მედიკამენტს და ის არ აღმოჩნდა მზად, რომ უცებ გაეზარდა წარმოება. მთელ მსოფლიოში დეფიციტია, საქართველოში შედარებით ნაკლები დეფიციტია, ვიდრე სხვაგან. ახლა შემოვიდა, მაგრამ ეს გაიხარჯება ისევ ჩქარა და მერე რამდენად მოხდება ამის შევსება, ეს დამოკიდებულია საქართველოში „როშის“ წარმომადგენლობის და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურ ქმედებებზე, რომ როგორმე მსოფლიო დეფიციტის პირობებში მოახერხონ საქართველოში შემოტანა ისევ. მე რამდენადაც ვიცი 500 ფლაკონი შემოვიდა“, – განაცხადა ცერცავაძემ.

კანადა „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარებას არ აპირებს

კანადა „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარებას არ აპირებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისი თქმით, ,,თალიბანმა" კანონიერად არჩეული დემოკრატიული მთავრობა შეცვალა. „კანადა არ აპირებს „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარებას. მათ ძალის გამოყენებით აიღეს ძალაუფლება და კანონიერად არჩეული დემოკრატიული მთავრობა შეცვალეს“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ამავე თემაზე: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე იენს სტოლტენბერგი: ავღანეთში უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის

აშშ ქაბულიდან ავღანელ ლტოლვილებს გამოიყვანს

აშშ ქაბულიდან ავღანელ ლტოლვილებს გამოიყვანს. ამის შესახებ განცხადება გენერალ-მაიორმა, უილიამ ტეილორმა გააკეთა. მისი თქმით, ქაბულიდან ყოველ საათში თვითმფრინავი გამოფრინდება და ყოველდღიურად ცხრა ათასამდე ადამიანს გამოიყვანენ. პენტაგონი ასევე გეგმავს, ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე 22 ათასამდე ავღანელ ლტოლვილის შეფარებას. უილიამ ტეილორის განმარტებით, ესენი ის პირები და მათი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც გასული 20 წლის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებთან თანამშრომლობდნენ და ახლა საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. უსაფრთხო ევაკუაციაში რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას ვაშინგტონმა თალიბებთან დოჰაში მოლაპარაკებისას მიაღწია. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ამავე თემაზე: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელებს

ავღანელი რეპორტიორი საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, არ აღიაროს „თალიბანი“ და არ დააკანონოს მისი მმართველობა

ავღანელმა რეპორტიორმა ცრემლები ვერ შეიკავა, როდესც პრესკონფერენციის დროს, NATO-ს გენერალურ მდივანს "თალიბანის" წინააღმდეგ დახმარებას სთხოვდა. ჟურნალისტი საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვდა, არ აღიარონ „თალიბანი“ და არ დააკანონონ მათი მმართველობა. რეპორტიორი: ძალიან საშიში სიტუაციაა, ათასობით ქალმა არ იცის, რა ელით მომავალში. მათ აქვთ შეკითხვა, რატომ არ შეუძლიათ NATO-ს და ევროკავშირს დაიცვან ისინი თალიბანისგან. ალიანსის გენერალური მდივნის პასუხი ასეთი იყო: იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მისიის დასრულება ავღანეთში, რთული იყო, მე ვიზიარებ თქვენს ტკივილს. მესმის თქვენი აღელვებაც. მე ვიყავი ნორვეგიის პრემიერი, როდესაც გადავწყვიტეთ ჯარების გაგზავნა ავღანეთში, ახლა ალიანსის გენერალური მდივანი ვარ და პასუხისმგებელი ვარ ჩვენს იქ ყოფნასა და სამხედრო მისიის დასრულებაზე. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ ვიყავი ავღანეთში, ვნახე სოციალური და ეკონომიკური პროგრესი. მესმის გაბრაზება, მაგრამ მე ვალდებული ვარ, გადმოგცეთ შემდეგი გზავნილი: ავღანეთში მუდმივად დარჩენა მიზანი არასდროს ყოფილა, მიზანი იყო ავღანური სახელმწიფოს შენება, შეიარაღებული ძალების გაძლიერება, რათა თავად აეღოთ პასუხისმგებლობა ავღანეთის მომავალზე და, ტრაგედია დაიწყო 20 წლის შემდეგ - ჩვენ ვნახეთ ძალიან მოულოდნელი კოლაფსი ავღანეთის მთავრობის, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, რაც „თალიბანის“ წინსვლას მოჰყვა. სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელება

The Washington Post-ი: აშშ-ის ადმინისტრაციამ ამერიკულ ბანკებში ავღანეთის მთავრობის სახელმწიფო რეზერვები გაყინა

აშშ-ის ადმინისტრაციამ ამერიკულ ბანკებში ავღანეთის მთავრობის სახელმწიფო რეზერვები გაყინა, რათა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებს აღნიშნულ თანხებზე წვდომა არ ჰქონდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით, საუბარია მილიარდობით დოლარზე. როგორც გაზეთი The Washington Post-ი იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მიიღო. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ამავე თემაზე: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელებს ,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს

,,ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდა გაიმარჯვოს", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ბათუმში „განათლების ქალაქის" მონახულების შემდეგ განაცხადა. ,,მეგობრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არის უაღრესად დიდი. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი განათლების სისტემის მთლიანად განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს”, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი „თალიბანს“ უნდა ესაუბროს, რადგან მათ ომი მოიგეს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „თალიბანს“ უნდა ესაუბროს, რადგან მათ ომი მოიგეს და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებაა საჭირო. „საქმე არ ეხება ოფიციალურ აღიარებას, არამედ მათთან ურთიერთობას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან, რადგან თავიდან ავიცილოთ საიმიგრაციო და ჰუმანიტარული კატასტროფა“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. ბორელის თქმით, ”ეს დიალოგი ასევე უნდა იყოს ორიენტირებული ავღანეთში ტერორისტული ძალების დაბრუნების თავიდან აცილების საშუალებებზე”. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ამავე თემაზე: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელებს ,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე აშშ ქაბულიდან ავღანელ ლტოლვილებს გამოიყვანს The Washington Post-ი: აშშ-ის ადმინისტრაციამ ამერიკულ ბანკებში ავღანეთის მთავრობის სახელმწიფო რეზერვები გაყინა

ახალი დეტალები ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე

საგარეო საქმეთა სამინისტრს ინფორმაციით, საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში, ცოტა ხნის წინ უნგრული ბორტით საქართველოში გამოემგზავრნენ. ,,საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე. ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოიყენებული. მათ შორის გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, თუმცა როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრასნპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება. საგარეო უწყება რჩება მუდმივ კავშირზე როგორც ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის მუდმივი კავშირი გვაქვს ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც არიან უსაფრთხო ადგილას და თავს გრძნობენ დაცულად. ქართული მხარე მადლობას უხდის უნგრეთს საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უნგრელ კოლეგასთან", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. როდის შეძლებენ ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებას საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

ჯეიკ სალივანი: აშშ ავღანეთში ქალთა უფლებების დასაცავად იბრძოლებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთში ქალთა უფლებების დასაცავად იბრძოლებს. „ჭეშმარიტად გეუბნებით, „თალიბანის“ პირობებში ღრმად მწყდება გული ავღანელ ქალებსა და გოგონებზე. ჩვენ ვიცით ის, რაც მათ ადრე ჩაიდინეს და ეს ძალიან მძიმე რამ არის ნებისმიერი ჩვენგანისთვის“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა. ჯეიკ სალივანის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ არ იყო არჩევანი „იმ ქალებისა და გოგონების გადარჩენასა და არგადარჩენას შორის“, ხოლო ალტერნატივა ავღანეთში აშშ-ის ჯარების რაოდენობის გაზრდას გულისხმობდა, რაც ამერიკელებს შორის მსხვერპლს გამოიწვევდა. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან იმ ქვეყანაში ძალები არ გვყავს, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლას ქალებისა და გოგონების და ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების სახელით. ჩვენ ამას ბევრ სხვა ქვეყანაში ვაკეთებთ, სადაც აქტიური სამხედრო მონაწილეობა არ გვაქვს და ამას ავღანეთშიც გავაკეთებთ. ჩვენ შევეცდებით გამოვიყენოთ ყველა ზომა და გავლენა ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა შემსუბუქდეს ის ტვირთი, რომელსაც ის ქალები და გოგონები უახლოეს დღეებში იხილავენ“, - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

კონდოლიზა რაისი: ავღანელ ხალხს არ აურჩევია „თალიბანი“. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ ჩვენ გვერდით

ავღანელ ხალხს არ აურჩევია „თალიბანი“. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ ჩვენ გვერდით - ამ სათაურით აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სტატია Washington Post-ში გამოქვეყნდა. Europetime წერილს უცვლელად გთავაზობთ. კონდოლიზა რაისი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2005 - 2009 წლებში. ავღანეთში, გასული წლები რთული იყო ყველა პრეზიდენტისთვის ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მათთვის, ვინც იქ მსახურობდნენ და ვინც დაიღუპნენ - ისინი სამუდამოდ დარჩებიან ჩვენს მეხსიერებაში. თითოეულმა ჩვენგანმა, ვისაც იმ წლების განმავლობაში ეკავა ავტორიტეტული თანამდებობები, დაუშვა შეცდომები - არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვცდილობდით ან ვერ ვხედავდით გამოწვევებს. შეერთებულ შტატებს არ შეეძლო, უგულებელყო ის თაღლითური სახელმწიფო, რომელიც თავშესაფარს აძლევდა მათ, ვინც ჩვენზე თავდასხმა მოახდინა 11 სექტემბერს. მოვა დრო იმის შესაფასებლად, თუ სად არ ვიყავით წარმატებულნი და რას მივაღწიეთ. თუმცა, ქაბულის დაცემის პარალელურად ჩნდება კოროზიული და ღრმად უსამართლო ნარატივი: ავღანელების დადანაშაულება იმაში, თუ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა მარცხი განიცადა. ავღანეთის მთავრობამ მარცხი განიცადა. ავღანელმა ხალხმა მარცხი განიცადა. „ჩვენ მათ მივეცით ყველა შანსი, განესაზღვრათ საკუთარი მომავალი”, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა ორშაბათს თავის მიმართვაში - თითქოს ავღანელებმა აირჩიეს „თალიბანი“. არა - მათ ისინი არ აურჩევიათ. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ ჩვენ გვერდით და გვეხმარებოდნენ ალ-ქაიდას შესუსტებაში. ავღანელებთან და ჩვენს მოკავშირეებთან მუშაობით შევქმენით კონტრტერორისტული წარმომადგენლობა მთელ მსოფლიოში და კონტრტერორისტული აპარატი შინ, რამაც დაგვიცვა. საბოლოო ჯამში, ავღანელებმა ვერ შეძლეს საკუთარი ქვეყნის დაცვა ჩვენი საჰაერო ძალების და ჩვენი მხარდაჭერის გარეშე. გასაკვირი არ არის, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა დაკარგეს ბრძოლის სურვილი, როდესაც „თალიბანმა“ გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები მიატოვებდა მათ და ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, ოჯახებს დაუხოცავდნენ. არა - მათ არ აირჩიეს „თალიბანი“. მათ ააშენეს ახალი დემოკრატია არჩეული ლიდერებით, რომლებიც ხშირად მარცხდებოდნენ, მაგრამ თავიანთი ხალხის მიმართ სისასტიკეს არ იჩენდნენ, როგორც ამას აკეთებს რეგიონში მრავალი რეჟიმი. ოცი წელი არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ დასრულებულიყო მოგზაურობა მე -7 საუკუნის „თალიბანის“ მმართველობიდან და 30- წლიანი სამოქალაქო ომიდან სტაბილურ მთავრობამდე. ოცი წელი შეიძლება ასევე არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მიღწევები ტერორიზმის წინააღმდეგ და უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენ, მათ - ორივეს მეტი დრო გვჭირდებოდა. ტექნიკურად, ჩვენი ყველაზე გრძელი ომი არ არის ავღანეთი: ეს არის კორეა. ეს ომი გამარჯვებით არ დასრულებულა; ის ჩიხში დასრულდა - დროებითი ზავით. სამხრეთ კორეამ ათწლეულების განმავლობაში ვერ მიაღწია დემოკრატიას. სამოცდაათი წლის შემდეგ, ჩვენ იქ გვყავს 20,000 -ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმის აღიარებით, რომ სამხრეთ კორეის გამოცდილ არმიასაც კი არ შეუძლია ჩრდილოეთის მარტო შეკავება. აი, რას მივაღწიეთ: სტაბილური ბალანსი კორეის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ კორეის ღირებული მოკავშირეობა და ძლიერი წარმომადგენლობა ინდო-წყნარ ოკეანის ზონაში. ავღანეთი არ არის სამხრეთ კორეა. მაგრამ ჩვენ შეიძლებოდა, მიგვეღწია გონივრული შედეგისთვის გაცილებით მცირე ვალდებულებებით. მეტ დროს შეიძლებოდა შეენარჩუნებინა ამერიკული სადაზვერვო და კონტრტერორისტული აქტივები ადგილზე, რათა დაგვეცვა ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი სამშობლო ტერორისტული თავშესაფრის ხელახალი გაჩენისგან. ასევე მეტ დროს შეეძლო, შეგვენარჩუნებინა ბაგრამის საჰაერო ბაზა სახიფათო რეგიონის შუაგულში, რომელიც მოიცავს პაკისტანს და ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთის ყველაზე საშიშ ქვეყანას - ირანს. მეტი დრო ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს მოემსახურებოდა. ჩვენ არ მივეცით მეტი დრო საკუთარ თავს და ავღანელებს. ეს გასაგებია, მაგრამ ისე ვიჩქარეთ, რომ დავტოვეთ საბრძოლო სეზონის შუაგულში. ჩვენ ვიცით, რომ „თალიბანი“ ზამთარში უკან იხევს. იქნებ მანამდე ლოდინი და ავღანელებისთვის ცოტა მეტი დროის მიცემა შესაძლებელი იყო, რათა შემუშავებულიყო სტრატეგია ქაბულის ქაოსური დაცემის თავიდან ასაცილებლად? ახლა ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ სიჩქარისგან გამოწვეული შედეგებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რეგიონული მოკავშირეების და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის „თალიბანის“ მმართველობის ბუნების შესამსუბუქებლად. იმედი გვქონდეს, რომ „თალიბანის“ ლიდერები ამას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ მოსახლეობას სასტიკად არ მოეპყრობიან, როგორც ამას იქამდე აკეთებდნენ. და როდესაც ჩვენ ვაცოცხლებთ საიგონის დაცემის ამბავს, არის ერთი ფურცელი, რომლის გადამეორება ისევ ღირს. ჩვენ გადავარჩინეთ ათასობით სამხრეთ ვიეტნამელი, რომლებიც დაგვეხმარნენ განადგურების პირას მყოფნი. ჩვენ არ მივიღეთ ისინი და ბევრი დაზარალდა ჩრდილოეთის ხელით. რატომ ადარებენ თალიბანის ქაბულში გამარჯვებას ვიეტნამში, საიგონის დაცემას? თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა გადაადგილებაც უზრუნველვყავით და დღეს, მათი შვილები და შვილიშვილები, ყოველდღიურად უწყობენ ხელს ამერიკის გაძლიერებას. ისინი არიან ბიზნესმენები, განმანათლებლები, მთავრობის წარმომადგენლები და ჯარისკაცები, რომლებიც 11 სექტემბრის შემდეგ ჩაირიცხნენ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში. თუ სხვას არაფერს ვაკეთებთ, სასწრაფოდ უნდა მივცეთ თავშესაფარი ავღანელებს, რომლებსაც სჯეროდათ ჩვენი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ კვლავ გვჯერა მათი.

დღეიდან თბილისში მასობრივი იმუნიზაციის კიდევ ერთი სივრცე იმუშავებს

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ტერიტორიაზე (მისამართი : წინანდლის N9) დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით. „აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, - აცხადებენ სამინისტროში. ამასთან, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.

საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან უნგრული ბორტით დაბრუნდა

საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, საქართველოში დაბრუნდნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, უნგრული ბორტით საქართველოში დაბრუნდნენ. საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა, უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს. „საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან დაბრუნდა სამშობლოში, უსაფრთხოდ რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სიტუაცია არ არის პროგნოზირებადი, რამაც აუცილებელი გახადა ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაცია, დროულად დაბრუნება. ეს პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი კვლავ იმყოფება ავღანეთში, შესაბამისად, საქართვლო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი ავიარეისების ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები. საზოგადოებაპოლიტიკაეკონომიკასამართალიკულტურაინტერვიუანალიტიკაახალი ამბებიტექნოლოგიებიმეცნიერება ახალი დეტალები ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე როდის შეძლებენ ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებას საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

ჰაიტიზე მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა, დაშავებულთა ოდენობა კი, შვიდი ათასს აღწევს. სტიქიამ 540 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა. მიწისძვრის შედეგად დაზიანებული და დანგრეულია შენობები, მათ შორის საავადმყოფოები, სასტუმროები და ეკლესიები. კორონავირუსის პანდემიის გამო საავადმყოფოებს პაციენტების მიღება უჭირთ და ექიმებს პირველადი დახმარების გაწევა საავადმყოფოების ეზოებსა და ქუჩაში უწევთ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულოვან სახელმწიფოზე შაბათს, 14 აგვისტოს მოხდა.

მოქალაქეებს რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, ბინაზე აცრიან

პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1522. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 6208 ადამიანს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ 24 საათში 47 872 ტესტი გაკეთდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 47 პაციენტი. 24 საათში 3539-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 49

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, 3 316 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 878 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 374 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 504 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 914 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 496 376-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.40%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.71% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 11.09%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 316 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 432 506. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 532 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 298 შემთხვევა, აჭარა - 877, იმერეთი - 789, ქვემო ქართლი - 355, შიდა ქართლი - 318, გურია - 188, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 313, კახეთი - 452, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 62. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 312 საიდანაც: 7 029 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 122, აჭარაში - 945, იმერეთში - 1 025. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 461, მათ შორის, თბილისში - 620, აჭარაში - 146, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 23, იმერეთში - 19. 3 450 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 633 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 46 833 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 73, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 051 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 513 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 26 617, აჭარაში - 7 566, იმერეთში - 4 735.

რომის პაპი: ვაქცინაცია სიყვარულის აქტია

რომის პაპი ფრანცისკე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მედიაკამპანიას ხელს შეუწყობს. როგორც New Yourk Times-ი წერს, კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი შეუერთდა იმ ჯგუფს, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. პონტიფიკოსი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ,Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სიყვარულის აქტია. „ვაქცინაცია სიყვარულის აქტია, საკუთარი თავის, ოჯახის და ერთმანეთის მიმართ. ვაქცინები არის ავტორიზებული და ერთადერთი გზა, თავი დავაღწიოთ პანდემიას. ეს არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა სიკეთის და ერთმანეთზე ზრუნვის გამოსახატავად... მე ვთხოვ ღმერთს, რომ ყველამ შეძლოს თავის მცირე წვლილის შეტანა ამაში, სიყვარულის ამ პატარა ჟესტით, რასაც აცრა ჰქვია. რაც არ უნდა პატარა იყოს ეს წვლილი, სიყვარული მაინც ყველაზე დიდია... შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი უკეთესი მომავლისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ“, - ამბობს რომის პაპი ვიდეომიმართვაში.

ბოლო 24 საათში 25 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა

Stopcov.ge-ს მოანცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 241-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 857 056 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, 3 316 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

საქართველოს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ვიცე-პრემიერ, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან. „18-20 აგვისტოს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო , რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ვიცე-პრემიერ, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა, მათ შორის საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც ეწვევა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.