ძებნის რეზულტატი:
ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთნენ
პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთნენ. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. ,,დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ამ დროისთვის ვაქცინირებულია 4 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ️მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მიმდინარე წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება 9300-მდე პატიმარი. ამ დროისათვის ვაქცინირებულია 6002 მსჯავრდებული/ბრალდებული, ანუ კონტინგენტის - 64%, მათ შორის რევაქცინირებული - 4523, რაც 48%-ს შეადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 241-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 857 056 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, 3 316 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ეკატერინე ტიკარაძე კერძო კლინიკებს: დროულად მოახდინეთ რესურსის მობილიზება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კერძო კლინიკების აქტივობა გართულებულია და მათ ადამიანური რესურსის არარსებობის გამო პაციენტების მიღება უჭირთ. მინისტრმა აღნიშნა, რონ მათი მხრიდან აჭარაში არსებულ კერძო კლინიკების წარმომადგენლებს კვირის ბოლომდე 120, ხოლო იმერეთში 150-მდე საწოლის მობილიზება დაევალათ. „კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ მიიღონ პაციენტები, თუმცა აჭარაში და ასევე იმერეთში ყოფნის დროსაც რამდენჯერმე შევხვდით კერძო კლინიკების წარმომადგენლებს და მათ მოვთხოვევთ და დავავალეთ, რომ დროულად მოახდინონ იმ არსებული რესურსის ოპტიმალურად უზურნველყოფა, რათა ჩვენი პაციენტებისთვის გვქონდეს მაქსიმალური შესაძლებლობა იმისა, რომ პოსპიტალურ სექტორში გავუწიოთ მომსახურება. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მოცემული პირობა მათგან, რომ კვირის ბოლომდე აჭრაში მოხდება 120 საწოლამდე დამატება და ასევე 150 საწოლამდე დამატება უნდა მოხდეს იმერეთს რეგიონში. ხვალიდან უნდა დაიწყონ კლინიკებმა საწოლების მოწოდება და ეს რათქმაუნდა არის საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზი იმისათვის, რომ ჩვენი პაციენტების მიყვანა ჯერ-ჯერობით გაგრძელდეს ჰოსპიტალურ სექტორში“ - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, 3 316 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 241-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 857 056 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.
თამარ გაბუნია ეპიდვითარებაზე: სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის
ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან, ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პრევენციული ზომები ზედმიწევნით, მკაცრად უნდა იყოს დაცული. "გასული 24 საათის განმავლობაში ისევ 6000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, სამწუხაროდ, 49 გარდაცვალება. შემთხვევების გავრცელების ტემპი, კვლავაც მაღალია. როგორც იკვეთება, სტაბილიზაციის ნიშნები არ არის არც ერთ რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრევენციული ზომების ზედმიწევნით, მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე. გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავაც სავალდებულოა პირბადის გამოყენება ყველა სივრცეში, ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც მოქმედებდა. განსაკუთრებით სოციალური ღონისძიებების შეზღუდვა", -აღნიშნავს გაბუნია. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, 3 316 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 241-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 857 056 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.
სალომე ზურაბიშვილი ქაბულიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე: ამ რთულ დროს პარტნიორობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნგრულ მხარეს ქაბულიდან საქართველოს ექვსი მოქალაქის ევაკუაციაში გაწეული დახმარების გამო მადლობას უხდის. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ასეთ რთულ დროს სოლიდარობისა და პარტნიორობის გამოხატვა მნიშვნელოვანია. „მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო უნგრეთის მიმართ, ქაბულიდან საქართველოს ექვსი მოქალაქის ევაკუაციაში გაწეული დახმარების გამო. ამ რთულ დროს სოლიდარობისა და პარტნიორობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ქაბულში დარჩენილი ქართველები მალე დაბრუნდებიან სახლში უსაფრთხოდ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში უნგრული ბორტით დაბრუნდა.
სასწრაფოს ყველა ექიმი 500-ლარიან დანამატს მიიღებს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები 500 ლარიან დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ექიმებს, რომელიც ამ პროცესში პირველივე დღიდან არიან ჩართულნი. მინდა აღვნიშნო, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, სამთავრობო გუნდი და ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ეს შეეხება ექიმების ანაზღაურებას თუ მათ მიმართ მადლობის გადახდას. მინდა ვთხოვო ყველას, რომ დღესდღეობით არ არის იმის დრო, მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საბჭოს მხრიდან, გუშინ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმრების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“, - განაცხადა ტიკარაძემ.
კორონავირუსით საქართველოში მეხუთე ორსული გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 7 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ორსული გოგოს გარდაცვალების გამო ექიმებისა თუ კლინიკის კვალიფიკაციის საკითხი არ დგას. მისი განმარტებით, COVID-19 მაღალ რისკს წარმოადგენს სრულიად ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც და, სამწუხაროდ, ყველა მათგანის გადარჩენა ვერ ხერხდება. "COVID-19 გახლავთ საკმაოდ რთული ინფექცია, რომელიც არამარტო ორსულებისთვის წარმოადგენს მაღალ რისკს, არამედ სხვა საკმაოდ ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც ძალიან მაღალ რისკს. ეს კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ ექიმებს, რადგან ისინი მართავენ პაციენტებს და გართულების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა. არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი, როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად, იწვევს სხვადასხვა გართულებებს და, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი არის მაქსიმალურად ჩართული,"-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში COVID-19-ით სულ 5 ორსული ქალი გარდაიცვალა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, 3 316 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 241-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 857 056 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.
ღარიბაშვილი: სააკაშვილს თუ უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში
„სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. „ხალხმა ნახა ყველაფერი, ნახა 90-იანი წლები, მაშინ, როცა ძმათა შორის მკვლელობა მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ომი აფხაზეთში, ომი ოსეთში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, დაპირისპირება, ქაოსი, უწესრიგობა. შემდეგ ვნახეთ ახალი ომი რუსეთის ფედერაციასთან, რომელმაც მოიტანა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და ჩვენი გმირების გმირული დაღუპვა ომში. 100-ზე მეტი სოფლის ჩაბარება და კოდორის ხეობის, ახალგორის და უამრავი ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების დროებით დაკარგვა. დროებით, იმიტომ, რომ მე მჯერა და ყველას გვჯერა, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა ერთიანი და მთლიანი იქნება. კაცი 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხმა ამხელა მანდატი მისცა და კაცმა საკუთარი ნებით დატოვა პასპორტი. გავიდა მოქალაქეობიდან, საკუთარი პასპორტი დატოვა, ჩააბარა და აიღო უკრაინის მოქალაქეობა. შემდეგ გააძევეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ჩვენ ვართ ანწუხელიძეების და ჩვენი გმირების ქვეყანა და როცა ასე ექცევი საკუთარ ხალხს, რა თქმა უნდა, ხალხი პასუხს გაგცემს“, - დაამატა ღარიბაშვილმა.
საქართველოს რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე ნაკლები შემთხვევა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან თბილისში გამოვლენილია 2 298 შემთხვევა, აჭარა - 877, იმერეთი - 789, ქვემო ქართლი - 355, შიდა ქართლი - 318, გურია - 188, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 313, კახეთი - 452, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 62. თამარ გაბუნია ეპიდვითარებაზე: სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 312 საიდანაც: 7 029 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 122, აჭარაში - 945, იმერეთში - 1 025. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 461, მათ შორის, თბილისში - 620, აჭარაში - 146, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 23, იმერეთში - 19. 3 450 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 633 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 46 833 მკურნალობს ბინაზე. ბოლო 24 საათში 25 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 73, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 051 ადამიანი. საქართველოში ვირუსის გავრცელების შემდეგ, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა 17 აგვისტოს გამოვლინდა ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 513 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 26 617, აჭარაში - 7 566, იმერეთში - 4 735.
სამხედრო ექიმები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში უკვე ჩაერთვნენ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები შიდა ქართლის სოფლებში რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას. აცრამდე მათ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და პირადადგაესაუბრნენ. მათივე ცნობით, მოსახლეობის მაღალი აქტივობა აღინიშნებოდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში. „თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
Bloomberg-ი: აშშ-მ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა
შეერთებულმა შტატებმა გაყინა ავღანეთის ცენტრალური ბანკის თითქმის 9.5 მილიარდი დოლარის აქტივები, რადგან ცდილობს, ხელი შეუშალოს „თალიბანის“ წვდომას ამ ფულზე. იტყობინება Bloomberg-ი. „თალიბანი“ აშშ-ის სანქციების სიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში არსებულ სახსრებზე წვდომა არ შეუძლიათ“, - წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ აქტივების უმრავლესობა ამჟამად ავღანეთში არ ინახება. ,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი კომენტარს არ აკეთებს.
საქართველოში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა და ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა (ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი სამება - 6კმ). რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას „დღეს, თბილისის დროით 13:41 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - იტყობინება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი.
ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა
ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, კახაბერ ცნობილაძის თქმით, ზვიადაური სროლის დროს აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა. მისივე ინფორმაციით, ზვიადაური თავდამსხმელებს არ იცნობდა და წინანდლის ტყეში ძმის დასახმარებლად ავიდა. "საერთოდ არ იცნობდა თავდამსხმელებს, მისი მოქმედება იყო დროული და მას რომ არ ემოქმედა, მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო და შეიძლება გარდაცვლილიც ყოფილიყო. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით. ", - ამბობს ადვოკატი კახაბერ ცნობილაძე. ცნობისთვის, წინანდალში 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურმა იმ კაცს ესროლა, რომელმაც მისი ძმის მიმართულებით გაისროლა. კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი მოეწყობა
მთავრობას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს უნიკალური პროექტები, კერძოდ, ტურიზმის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი, ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი. „აქ, ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიზიდულობას შევქმნით, სოფელ ჭვანში. ჩვენ ახლა ვიწყებთ 10 მილიონიან პროექტს, რომელიც იქნება ძალიან მომხიბვლელი პროექტი და ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოელ ტურისტებს. ამას გარდა, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი. ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი. ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კაცი, რომელიც თითქმის 20 წელია, გამოქვაბულში ცხოვრობს, კოვიდვაქცინით აიცრა
კაცი, რომელიც თითქმის 20 წელია, გამოქვაბულში ცხოვრობს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. სერბმა პანტა პეტროვიჩმა, რომელიც 20 წელია გამოქვაბულში ცხოვრობს, შარშან შეიტყო, რომ მსოფლიოში COVID19-ის პანდემია მძვინვარებს. როგორც 70 წლის პეტროვიჩი აცხადებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველა უნდა აიცრას. "ვირუსი არ ირჩევს. ის ჩემს გამოქვაბულამდეც მოვა. ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას", - განუცხადა პეტროვიჩმა AFP-ს. გამოქვაბული, სადაც პეტროვიჩი ცხოვრობს, ციცაბო ფერთობზე მდებარეობს. როგორ თავად ჰყვება, ყოველთვის ბუნების მოყვარული იყო და ქალაქიდან გამოქვაბულში გადასახლების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ქალაქში თავს თავისუფლად არ გრძნობდა. მისივე თქმით, ბუნებაში მან ის თავისუფლება იგრძნო, რაც მანამდე არასოდეს ჰქონია. ,,მე არ ვიყავი თავისუფალი ქალაქში. აქ თქვენ ან კამათობთ თქვენს მეუღლესთან, მეზობლებთან ან პოლიციასთან", - უთხრა პეტროვიჩმა AFP- ს როგორც AFP წერს, ის ძირითადად იკვებება სოკოთი და თევზით, მაგრამ ასევე დადის ქალაქის ცენტრში, საკვების ნარჩენების მოსაძებნად. მისი ვიზიტები ქალაქში განსაკუთრებით გახშირდა, რაც ბოლო პერიოდში, მგლებმა დახოცეს ზოგიერთი ცხოველი, რომელსაც ის გამოქვაბულის მახლობლად უვლიდა. პეტროვიჩი მფარველობს სხვადასხვა ცხოველს, მათ შორის, თხებს, ძაღლებს, კატებს და მის რჩეულ გარეულ ღორს. მან გარეული ღორის რვა წლის წინ იპოვა და კვებავდა, ვიდრე არ გამოჯანმრთელდა. "ის ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, მე ის მიყვარს და ის მე მისმენს. არ არსებობს ფული, რომელსაც შეუძლია, შეიძინოს ასეთი რამ“, - თქვა პეტროვიჩმა. როგორც AFP-სთან საუბრისას პეტროვიჩი აცხადებს, მისთვის გაუგებარია ის სკეპტიციზმი, რაც ვაქცინაციის ირგვლივ გარკვეულ წრეებში არსებობს. მისი თქმით, სჯერა ვაქცინაციის ეფექტურობის და მოუწოდებს ყველას, რომ აცრა გაიკეთონ. "მე მინდა, სამივე დოზით ავიცრა, მათ შორის დამატებითი დოზის ჩათვლით. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომ გაიკეთონ აცრა", - ამბობს ის.
საქართველოში 12 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაციისა და ევროპის წამლის სააგანტოს რეკომენდაციას ელოდება. "ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე. ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც ეს საკითხი განიხილება. მოგეხსენებათ, ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან ზემოთ მოზარდებს. ცრიან ძირითადად Pfizer-ით და Moderna-თი, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში 25 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 49
რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?
რატომ ადარებენ თალიბანის ქაბულში გამარჯვებას საიგონის დაცემას? ამ თემაზე BBC-მ სტატია მოამზადა, რომლის თარგმანსაც Europetime გთავაზობთ. როცა აშშ ავღანეთის დედაქალაქიდან ჯერ კიდევ გასვლას განაგრძობს, სოციალური მედია მოიცვა ფოტოებმა ვერტმფრენის, რომელსაც ქაბულში ამერიკის საელჩოდან ხალხი გამოჰყავს. ეს ზოგისთვის ნაცნობი ფოტოა. ცოტა ხნით დავუბრუნდეთ 1975 წელს, როდესაც ფოტოგრაფმა ჰუბერტ ვან ესმა გადაიღო ახლა უკვე პორტრეტი ადამიანებისა, რომლებიც საიგონში, ვიეტნამის ომის დასასრულს ვერტმფრენში მოხვედრას ცდილობდნენ. ანალიტიკოსები და ამერიკელი კანონმდებლები, „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ადარებენ საიგონის ე.წ. დაცემას „თალიბების“ მიერ ქაბულის აღებას. რას ნიშნავს საიგონის დაცემა? ვიეტნამის ომი იყო კონფლიქტი ჩრდილოეთ ვიეტნამის კომუნისტურ მთავრობასა და სამხრეთ ვიეტნამს და მის მთავარ მოკავშირეს, აშშ-ს შორის. ცივი ომის ფონზე ჩრდილოეთს მხარს უჭერდნენ საბჭოთა კავშირი და სხვა კომუნისტური მოკავშირეები, ხოლო სამხრეთი მხარს უჭერდა დასავლეთის ძალებს - მათ შორის იყო ასობით ათასი ამერიკელი ჯარისკაცი. ეს იყო ხანგრძლივი ომი აშშ-სთვის, რომელიც გაგრძელდა თითქმის 20 წელი და უკიდურესად გაჰყო ამერიკელები. ფრაზა „საიგონის დაცემა“ აღწერს სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქის დაპყრობას 1975 წლის 30 აპრილს ვიეტნამის სახალხო არმიისა და ვიეტ კონგის კომუნისტური ძალების მიერ. („ვიეტ კონგს“, ასე ამერიკელები მოიხსენიებდნენ სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტის ნგო დინჰ დიემის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, რომელთა შორის უმრავლესობა კომუნისტი იყო). ამერიკამ გაიყვანა თავისი სამხედროები სამხრეთ ვიეტნამიდან 1973 წელს და ორი წლის შემდეგ ქვეყანამ გამოაცხადა კაპიტულაცია მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის ძალებმა დაიკავეს საიგონი და მოგვიანებით მას დაარქვეს ჰოშიმინი. სამართლიანია ქაბულთან შედარება? დასასრულს, ვიეტნამის ომი გახდა მეტად არაპოპულარული აშშ -ში და მას არამარტო მილიარდობით დოლარი დაუჯდა ეს ომი, არამედ 58,000 ამერიკელის სიცოცხლე დაკარგა. საიგონის დაცემა ზოგისთვის დარტყმა იყო ამერიკის პოზიციებზე მსოფლიო სცენაზე. მას შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში გაჩნდა ტერმინი ვიეტნამის სინდრომი - რომელიც აღნიშნავს ამერიკელი ამომრჩევლების არაკეთილგანწყობას საზღვარგარეთ, სამხედრო ოპერაციებისადმი. საიგონსა და ქაბულს შორის ბევრმა პოლიტიკოსმა გაავლო პარალელი. თუმცა გასულ თვეს, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ უარყო ეს შედარება და აღნიშნა, რომ თალიბანი არ არის ჩრდილოეთ ვიეტნამის არმია. „ეს სხვა სიტუაციაა“, - აღნიშნა გენერალმა. და როდესაც ჩვენ ვაცოცხლებთ საიგონის დაცემის ამბავს, არის ერთი ფურცელი, რომლის გადამეორება ისევ ღირს - მიიჩნევს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდილიზა რაისი, რომლის წერილიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა. „ჩვენ გადავარჩინეთ ათასობით სამხრეთ ვიეტნამელი, რომლებიც დაგვეხმარნენ განადგურების პირას მყოფნი. ჩვენ არ მივიღეთ ისინი და ბევრი დაზარალდა ჩრდილოეთის ხელით. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა გადაადგილებაც უზრუნველვყავით და დღეს, მათი შვილები და შვილიშვილები, ყოველდღიურად უწყობენ ხელს ამერიკის გაძლიერებას. ისინი არიან ბიზნესმენები, განმანათლებლები, მთავრობის წარმომადგენლები და ჯარისკაცები, რომლებიც 11 სექტემბრის შემდეგ ჩაირიცხნენ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში“.
ბრიტანეთი ავღანეთიდან 20 000 მიგრანტს მიიღებს
გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ განსახლების ახალი პროგრამის ფარგლებში, 20 000 ავღანელ მიგრანტს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. ახალი პროგრამის მიხედვით, უპირატესობა ენიჭება ქალების, გოგოების და რელიგიური და სხვა უმცირესობების წარმომადგენლების მიღებას. როგორც ცნობილია, დაახლოებით 5 000 ავღანელი დიდ ბრიტანეთში წლის ბოლომდე ჩავა. "დიდი ბრიტანეთი ყველას მადლიერია, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა ავღანეთის უკეთეს ადგილად გადაქცევისთვის, ბოლო 20 წლის განმავლობაში და ბევრ მათგანს, განსაკუთრებით ქალებს, ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ ჩვენი დახმარება", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პარლამენტმა ოთხშაბათს უნდა განიხილოს ავღანეთში არსებული სიტუაცია. "მე მინდა დავრწმუნდე, რომ როგორც ერი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ავღანეთიდან გაქცეული ყველაზე დაუცველი პირების დახმარება, რათა მათ შეძლონ ახალი, უსაფრთხო ცხოვრების დაწყება დიდ ბრიტანეთში”, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა. ამავე თემაზე: ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება
,,შემოუერთდით წინააღმდეგობას" - ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელია
,,თალიბანის" მიერ ქაბულის აღებისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის გაქცევის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი აცხადებს, რომ ავღანეთის კონსტიტუციის მიხედვით, ისაა პრეზიდენტის მოვალეობის კანონიერი შემსრულებელი და მზადაა, დარჩეს ქვეყანაში. „ავღანეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გაქცევის ან სიკვდილის შემთხვევაში, პირველი ვიცე პრეზიდენტი ხდება მოქმედი პრეზიდენტი. ახლა ვიმყოფები ავღანეთში და კანონიერად ვარ ამ თანამდებობაზე. კონსულტაციებს ვმართავ ქვეყნის ყველა ლიდერთან, რათა ეს პოზიცია განვამტკიცო, მოვიპოვო მათი მხარდაჭერა და კონსენსუსი“, – წერს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი Twitter-ის გვერდზე. სალეჰმა განცხადებები ასევე დასძინა, რომ “ახლა უშედეგოა აშშ-ის პრეზიდენტთან ავღანეთზე კამათი”. “ჩვენ, ავღანელებმა, უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი არ არის ვიეტნამი… შეერთებული შტატებისა და ნატოსგან განსხვავებით, ჩვენ სული არ დაგვიკარგავს და წინ უზარმაზარ შესაძლებლობებს ვხედავთ. უსარგებლო გაფრთხილებები დასრულდა. შემოუერთდით წინააღმდეგობას”, – წერს Twitter-ზე მან. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ამავე თემაზე: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე იენს სტოლტენბერგი: ავღანეთში უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის
საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ, სვანეთში მასწავლებლები აიცრნენ
გაეროს ბავშვთა ფონდი COVID-19 ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად Unicef-მა ასეთი შეხვედრა სვანეთში მოაწყო. UNICEF-ის წარმომადგენლები მესტიაში მოღვაწე მასწავლებლებს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობამ ჩაიტარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. "COVID-19 ვაქცინაციის შესახებ გამართული საინფორმაციო შეხვედრების სერია გრძელდება. ამჯერად სვანეთს ვესტუმრეთ. მესტიაში მოღვაწე მასწავლებლებს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ, და COVID-19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. გაიმართა საინტერესო დისკუსია და ექსპერტებმა უპასუხეს კონკრეტულ შეკითხვებს. მონაწილეთა უმრავლესობამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოთქვა სურვილი, თავადაც ჩაეტარებინა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ არის ორგანიზებული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით", - ნათქვამია UNICEF Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე თემაზე: რეგიონებში მოსახლეობა საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ იცრება UNICEF-ის წარმომადგენელი კოვდვაქცინით ახალციხეში აიცრა
პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. პროკურატურამ დღესვე ბრალი წარუდგინა წინანდალში მომხდარი შემთხვევის დროს დაკავებულ კიდევ ერთ პირს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია). "საქართველოს პროკურატურამ 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახმკვლელობის ფაქტზე - ზ.ზ.-ს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, - ჯ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო - ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ. სამართალდამცველებმა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგვისტოს დააკავეს. ზ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ ჯ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს