ძებნის რეზულტატი:

კორონავირუსი კიდევ 4 921 ადამიანს დაუდასტურდა, 58 გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4921 ადამიანს დაუდასტურდა, 4471 გამოჯანმრთელდა, ხოლო 58 ინფიცირებული გარდაიცვალა. კორონავირუსი კიდევ 4 921 ადამიანს დაუდასტურდა, 58 გარდაიცვალა

სომხეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

სომხეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არარატ მირზოიანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. როგორც ცნობილია, შესაბამის ბრძანებულებას სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მოაწერა უკვე ხელი. "პრემიერ -მინისტრის წინადადების საფუძველზე, პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა არარატ მირზოიანი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა", - ნათქვამია დოკუმენტში.

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა

19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 883 570-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი. ბოლო 24 საათში ვაქცინა 26 363 მა ადამიანმა გაიკეთა.

ავღანელი გუბერნატორი ქალი, რომელიც "თალიბანის" წინააღმდეგ იბრძოდა, დაჯგუფებამ დააკავა

სალიმა მაზარი, ავღანეთის ერთ-ერთი პირველი ქალი გუბერნატორი, რომელმაც იარაღი აიღო და "თალიბანის" წინააღმდეგ იბრძოდა, მეამბოხეებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს. მაზარი გუბერნატორი 2018 წელს გახდა. ის ბალხის პროვინციის ჩაჰარკინტის ოლქის გუბერნატორია და სამ ავღანელ ქალ გუბერნატორს შორის ერთ-ერთია. როგორც გამოცემა წერს, ბოლო შემოდგომამდე, ჩაჰარკინტი იყო ერთადერთი რეგიონი ქალის კონტროლის ქვეშ, რომელიც არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ ჩაუვარდა ხელში. მაზარი ირანში დაიბადა. მისმა ოჯახმა ავღანეთი სსრკ-სთან ომის დროს დატოვა. სალიმა მაზარიმ თეირანის უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდგომ სხვადასხვა უნივერსიტეტებში მუშაობდა​. "თავდაპირველად ვღელავდი, რომ როგორც ქალი გუბერნატორი დისკრიმინაციას შევხვდებოდი, მაგრამ ხალხმა გამაოცა. როცა ჩაჰარკინტის ოლქის გუბერნატორი ოფიციალურად გავხდი, მხარდაჭერა რომელიც ხალხისგან მივიღე ძალიან დიდი იყო".- აცხადებდა სალიმა მაზარი The Guardian-თან ინტერვიუში. გამოცემის ცნობით, სალიმა მაზარიმ აიყვანა საკუთარი ჯარი და "თალიბანის" წინააღმდეგ მებრძოლებს წრთვნიდა.

თურქეთი: ჩვენი მიზანია, ქაბულის აეროპორტის დაცვა და ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა აშშ-ის გასვლის შემდეგ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოება უზრუნველყოს. მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ თემაზე, მათ შორის აშშ-სთან. „ჩვენ ვცდილობდით, ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას ამერიკელების (ჯარების) გაყვანის შემდეგ", - აღნიშნა ერდოღანმა. მისივე თქმით, „თალიბანის“ მიერ ქაბულის სწრაფმა ხელში ჩაგდებამ თურქეთის გეგმა გაურკვეველი გახადა. "ჩვენ ახლა ადგილზე შექმნილი ახალი რეალობის მიხედვით ვცდილობთ დაგეგმვას და შესაბამისად ვაწარმოებთ ჩვენს მოლაპარაკებებს", - განაცხადა ერდოღანმა. ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ განაგრძობენ მოლაპარაკებებს ანკარასთან აეროპორტის უსაფრთხოების ღონისძიებებზე და გამოხატავენ მადლიერებას ქაბულიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციაში თურქეთის როლისთვის. „ავღანეთში თურქეთის სამხედრო ყოფნა ახალ ადმინისტრაციას მისცემს უპირატესობას საერთაშორისო ასპარეზზე და გაუმარტივებს საქმეს", - განაცხადა ერდოღანმა. 17 აგვისტოს, ბრიუსელში, ავღანეთის საკითხზე შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ჰკითხეს მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ ავღანეთში სიტუაციის დასტაბილურებას აშშ-ის ჩარევის გარეშე განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით, მედიამ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის სიტყვები მოიყვანა, რომლის თანახმად, სწორედ ამ საკითხებზე გაიარა კონსულტაციები მეკავშირეებთან. „მე ვნახე ცნობები მცდელობების შესახებ, რომ შეიქმნას ერთგვარი კოალიცია, რომელსაც სურს, შეცვალოს NATO და აშშ ავღანეთში. მე ეს წავიკითხე გაზეთებში და მე არ ვყოფილვარ NATO-ში რაიმე კონსულტაციის მონაწილე ამასთან დაკავშირებით. როდესაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა ავღანეთი, რა თქმა უნდა, ის იყო პასუხისმგებელი ჯარისკაცების უმრავლესობაზე და იკისრა კიდეც ტვირთის ნაწილი. სხვა ევროპელი მეკავშირეების, კანადის ან პარტნიორი ქვეყნებისგან არ არის სურვილი, შეცვალონ აშშ ან შეავსონ შეერთებული შტატების ადგილი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ამასთან, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, რათა ქაბულის აეროპორტმა ფუნქციონირება განაგრძოს. „NATO-ს ყურადღება ახლა გამახვილებულია მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების პერსონალისა და ავღანელების უსაფრთხო გაყვანის უზრუნველყოფაზე. NATO -ს სამოქალაქო პერსონალის 800-მდე წევრი ადგილზე რჩება ძირითადი ფუნქციების უზრუნველსაყოფად. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ნება მომეცით, ასევე მადლობა გადავუხადო NATO-ს მოკავშირეების სამხედრო ძალებს, კერძოდ თურქეთს, შეერთებულ შტატებს და გაერთიანებულ სამეფოს აეროპორტის მუშაობის უზრუნველყოფაში სასიცოცხლო როლისთვის. აეროპორტში ოპერაციები ახლა თანდათან განახლდება. მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი აგზავნიან დამატებით თვითმფრინავებს. ჩვენ ასევე შევინარჩუნეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა. ჩვენი უფროსი სამოქალაქო წარმომადგენელი ელჩი პონტეკორვო და მისი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობენ მოკავშირეებთან და დანარჩენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ევაკუაციის კოორდინაციისა და ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, დავასრულოთ ევაკუაცია ავღანელი კოლეგების ჩათვლით, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა სტოლტენბერგმა. ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიო მოვლენის ეპიცენტრში ავღანეთია. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან უნგრული ბორტით დაბრუნდა საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი კვლავ იმყოფება ავღანეთში, შესაბამისად, საქართვლო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი ავიარეისების ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა. ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ლოიდ ოსტინი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ შესაძლებლობა, მოქალაქეების ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მიყვანა უზრუნველყონ ამ დროისთვის ქაბულში 4 500-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება. „თალიბანთან“ შეტაკება არ მომხდარა. პარალელურად ღია რჩება „თალიბანის“ ლიდერებთან საკომუნიკაციო ხაზი. აშშ-მა 5 200-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის 2 000 გასული 24 საათის განმავლობაში გამოიყვანეს. ვაშინგტონმა პასუხისმგებლობა აიღო, ქვეყნიდან გამოიყვანოს რისკის ქვეშ მყოფი 22 000 ავღანელი. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავღანეთის ქალაქ ასადაბადში გამართულ საპროტესტო აქციაზე თალიბებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულებიც. თუმცა ბრიტანული სააგენტო აზუსტებს, რომ უცნობია, მსხვერპლი გასროლას მოჰყვა თუ ჭყლეტას. Reuters-ის ცნობით, „თალიბმა“ მებრძოლებმა დამოუკიდებლობის აღსანიშნავად შეკრებილ მოქალაქეებს ესროლეს, რომლებიც ავღანეთის დროშებს აფრიალებდნენ და თალიბების დროშებს ხევდნენ. ცნობისათვის, 19 აგვისტოს, „თალიბანმა“ ქვეყანას მისი მმართველობის (1996-2001) დროინდელი სახელწოდება, „ავღანეთის ისლამური საამირო“ დაუბრუნა. მას პაკისტანი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქმენეთი აღიარებდნენ. დაჯგუფების სპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა Twitter-ზე დაწერა, რომ ეს ფაქტი დღეს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 102-ე წლისთავის აღსანიშნავად მოხდა.

თამარ გაბუნია: რეანიმაციაში მოხვედრილთა 0,3% ორჯერ ვაქცინირებული იყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გაანალიზდა მარტიდან 17 აგვისტომდე პერიოდი, რომლის მიხედვითაც ინციფირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული. მისი თქმით, რეანიმაციაში მყოფი 3 500 ინფიცირებულიდან, ერთი დოზით ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%, სრულად ვაქცინირებული კი - 0.3%. "ჩვენ გვაქვს ერთგვარი სურათი, რომ საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა, რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3 %, ანუ ერთეული შემთხვევები მოხვდა ორჯერ ვაქცინირებულების რეანიმაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან და ეს არის ყველაზე დიდი მიზეზი, რომ ჩვენ ვაქცინა გავიკეთოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. კორონავირუსი კიდევ 4 921 ადამიანს დაუდასტურდა, 58 გარდაიცვალა ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 26 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა

მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის ძალებში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ახლადგარემონტებულ ლაზარეთში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა. ამის შესახებ ინოფრმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დამატებითი პუნქტის გახსნის საჭიროება დღის წესრიგში ბრიგადის პირადი შემადგენლობის მაღალი მიმართვიანობის შესაბამისად დადგა. "ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სამხედროებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სამუშაო ადგილის შესაბამისად შეუძლიათ. თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქალი კინორეჟისორის და ქალი ფეხბურთელის ბრძოლა „თალიბანთან“

„თალიბანის“ მმართველობას ავღანეთში ქალები ყველაზე მეტად უფრთხიან, რადგან ახსოვთ ძველი გამოცდილება და მათთვის დაწესებული სასტიკი ზომები, რაც ზღუდავს მათ უფლებებს. ისინი უკვე მიმართავენ სხვადასხვა ზომას თავის დასაცავად, აქციაც გამართეს მათი უფლებებისთვის, მათ შორის იყო სალიმა მაზარი, ავღანეთის ერთ-ერთი პირველი ქალი გუბერნატორი, რომელმაც იარაღი აიღო და „თალიბანის“ წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა ის მეამბოხეებმა უკვე დააკავეს. ქაბულში, ავღანელმა ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვისთვის აქცია გამართეს როგორ იბრძვიან სხვა ქალები და რა მეთოდებით ცდილობენ თავის გადარჩენას ქაბულში, Europetime-მა ქალი ფეხბურთელის და კინორეჟისორის ისტორია შეკრიბა. ავღანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მოთამაშეებს აფრთხილებს ავღანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მოუწოდა მოთამაშეებს, წაშალონ სოციალური მედიის ანგარიშები, საჯაროდ იდენტიფიცირებას მოერიდონ და უსაფრთხოების მიზნით დაწვან ეკიპირება, რადგან ქვეყანა კვლავ „თალიბანის“ მმართველობის ქვეშაა. ხალიდა პოპალმმა, რომელიც კოპენჰაგენში ცხოვრობს, Reuters-ს განუცხადა, რომ მებრძოლებმა წარსულში მოკლეს და გააუპატიურეს ქალები და ფეხბურთელი ქალებიც დაშინებულები არიან. „დღეს მე მათ ვურეკავ და ვეუბნები, დაწვით ან მოიშორეთ თქვენი ეროვნული ნაკრების ფორმა", - ამბობს ხალიდა პოპალმი. „ეს ჩემთვის მტკივნეულია როგორც აქტივისტისთვის, რომელიც წამოდგა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოეპოვებინა ეს იდენტობა, როგორც ქალთა ნაკრების მოთამაშეს“. ავღანელი კინორეჟისორი ქაბულიდან გაქცევას იხსენებს საჰარა კარიმი თითქმის სამი საათის განმავლობაში ელოდებოდა რიგში ქაბულის ბანკიდან ფულის აღებას, როდესაც ბანკის მენეჯერი მივიდა და სთხოვა დაეტოვებინა ტერიტორია - ამ დროს შორიდან ისმოდა სროლის ხმა. კარიმი, ავღანელი კინორეჟისორი და პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა ავღანეთის სახელმწიფო კინო ორგანიზაციას. მან გადაწყვიტა ავღანეთიდან წასვლა, ძმებთან და დისშვილებთან ერთად მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ქაბულის აეროპორტში ქაოსი იყო. ახლა ის უკვე კიევის ერთ-ერთი სასტუმროდან უყვება Reuters-ს გაქცევის შესახებ, რაშიც მისი თქმით, თურქეთისა და უკრაინის მთავრობები დაეხმარნენ. 36 წლის ქალი ამბობს, რომ „თალიბანის“ მმართველობის დაბრუნება დაანგრევს კინოინდუსტრიას და ქალთა უფლებებს. „ის მომენტი, როდესაც პირველი თვითმფრინავი გამოვტოვეთ, იყო ყველაზე სამწუხარო მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ვიფიქრე: კარგი, ჩვენ აღარ შეგვიძლია წასვლა, ჩვენ დავრჩებით ", - ამბობს კარიმი. კარიმი და მისი ოჯახი თავდაპირველად უკრაინის ბორტით უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ როდესაც ათასობით ავღანელი აეროპორტში შევარდა გაქცევის იმედით, მათ ეს ვეღარ მოახერხეს. პირველი თვითმფრინავის გამოტოვების შემდეგ, კარიმი კვლავ დაუკავშირდა ოფიციალურ პირებს, რომლებიც მას ეხმარებოდნენ. უთხრეს, რომ დაშორებულიყო ხალხის ჯგუფს და რამდენიმე საათის შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა, რომლებსაც ის არ ასახელებს, ოჯახი აეროპორტის სხვა ნაწილში გადაიყვანეს, საიდანაც მან და მისმა ოჯახმა უკრაინის მიმართულებით თურქული ბორტით იფრინეს. ცნობისათვის, ავღანეთში დემოკრატია არ იქნება, განაცხადა „თალიბანის“ ერთ-ერთმა ლიდერ​მა, ვაჰიდულა ჰაშიმიმ სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში 19 აგვისტოს. მისივე თქმით, ავღანეთის მმართველი „თალიბანის“ უზენაესი ლიდერი ჰაიბათულაჰ ახუნდზადა იქნება. მან ავღანელ პილოტებსა და სამხედროებს მოუწოდა, მათ რიგებს შეუერთდნენ. „დემოკრატიული სისტემა ავღანეთში საერთოდ არ იქნება, რადგან ჩვენ ამის საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ არც კი განვიხილავთ, რა პოლიტიკური სისტემა იქნება ქვეყანაში, რადგან ეს ისედაც ნათელია. ეს არის შარიათის წესი“, - განაცხადა ვაჰიდულა ჰაშიმიმ. ამავე თემაზე რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას? ,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე აშრაფ ღანი: პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა, წინა წელთან შედარებით, 21.7 %-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7,481.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლისშესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით მეტია. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. საქასტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 2,275.6 მლნ. დოლარს შეადგენს (27.8 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 5,206.0 მლნ. დოლარს (19.3პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივლისში,2,930.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტია. 2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (370.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (322.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (295.3 მლნ. აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი(917.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (545.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (459.4 მლნ. აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1,107.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (868.0მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (829.9 მლნ. აშშ დოლარი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 461.8 მლნ. დოლარი და მთელიიმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 405.0 მლნ. დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 395.6 მლნ. დოლარით (იმპორტის 7.6 პროცენტი).

უმუშევრობის დონე 22.1%-მდე გაიზარდა

2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. საქასტატის ცნობით, 2021 წლის II კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1%-ს შეადგენს. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.3 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.7 პროცენტული პუნქტით. "2021 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5%-ს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 6.2 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 5.7 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.7%-ს, ხოლო კაცებში 63.7%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.0 პროცენტული პუნქტით. 2021 წლის II კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 0.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით",- აღნიშნულია "საქსტატის" ანგარიშში.

ჯეფ ბეზოსი ისევ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ისევ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას Forbs-ი აქვეყნებს. Forbs-ის ცნობით, ივლისის ბოლოს, ბეზოსმა პირველობა კონგლომერატ LVMH-ის მფლობელს, ბერნარ არნოს დაუთმო, თუმცა ახლა ის ისევ მდიდარი ადამიანების რეიტინგის სათავეშია. "მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის აქციები ოთხშაბათს 1.3%-ით დაეცა და ბეზოსის ქონება 1.3 მილიარდი დოლარით შემცირდა, არნოს კონგლომერატ LVMH-ის აქციები 5.2%-ით დაეცა, რაც არნოს ქონებას 9.9 მილიარდი დოლარით ამცირებს. როგორც გამოცემა წერს, ბეზოსის ქონება შეადგენს 186,1 მილიარდ დოლარს, რაც არნოს ქონებას -185 მილიარდ დოლარს - აღემატება. ილონ მასკი მხოლოდ 3.8 მილიარდი დოლარით ჩამორჩება და რეიტინგში მესამე ადგილზეა. მას შემდეგ რაც Tesla-ს აქციები 3.5%-ით გაიზარდა, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ქონება 181.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ინფექციონისტი: საქართველოში კორონავირუსით ერთი ადამიანის სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით სამჯერ რეინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "პირველ არხს" თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა განუცხადა. რევაზ მეჭურჭლიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ასეთი შემთხვევაა, მის პრაქტიკაში კი ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო და დაავადება მსუბუქი ფორმით, სურდოთი და თავის ტკივილით წარიმართა. როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, რეინფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ინფექციის ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ინფექციისგან დაცულები არიან ან მსუბუქად გადაიტანენ, რაც ასე არ არის. წყარო: "პირველი არხი".

ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ გურიის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავთაშვილმა „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, დავით შარაშიძის წარადგენაზე გურიის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, დაწყებულია მუშაობა გურიის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებაზე. „თქვენი ინიციატივით დაწყებული გვაქვს გურიის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებაზე მუშაობა. შესწავლა უკვე დასრულების ფაზაშია. რამდენიმე შეხვედრა რეგიონში გაიმართა. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ნაწილი შევა გურიის დაცულ ტერიტორიებში, რაც ამ უნიკალურ ბუნებას მეტად შეუნარჩუნებს მომავალ თაობას - ერთი და მეორე - შეძლებს გააჩინოს განვითარების ახალი პოტენციალი. სადაც ჩვენ გვაქვს დაცული ტერიტორიები, იქ შეგვიძლია შევქმნათ მიზიდულობის ახალი წერტილები, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. ჩვენ მზად ვართ, რომ განვახორციელოთ ინვესტირება, შევქმნათ ადმინისტრაცია, მეტი ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი იმისათვის, რომ გაჩნდეს მეტი შემოსავალი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მეუფე ნიკოლიზი: ანტივაქსერულ კამპანიაში მონაწილეობა გამართლებულად არ მიმაჩნია

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის დემონიზაცია მიუღებელია და ანტივაქსერულ კამპანიაში მონაწილეობა გაუმართლებლად მიაჩნია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება საღვთისმეტყველო საკითხი რომ ყოფილიყო, მაშინ აუცილებლად გაკეთდებოდა მოწოდება აღმსარებლობიდან გამომდინარე. „წმინდა სინოდის სხდომაზე ვთქვით, რომ ამას ზიარებასთან კავშირი არ ექნება. ეს თითოეულმა მოქალაქემ პირადად უნდა გადაწყვიტოს ექიმებთან კონსულტაციის შედეგად. ეს სამედიცინო შინაარსის თემაა. არც აცრაა სავალდებულო, არ შეიძლება ძალდატანება. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის დემონიზაცია არის სრულებით მიუღებელი და ყველა მცდელობა, რომ ვაქცინაში ეშმაკისეული რაღაც ჩავტენოთ, შინაარსიანი არ არის. პირადად მე, კონსულტაცია გავიარე ექიმთან და მან აცრა არ მირჩია. აცრისაკენ მოწოდებას სამედიცინო განათლება სჭირდება, რომელიც მე არ გამაჩნია. ამიტომ, ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ, ვინმეს აცრისკენ ან თავშეკავებისკენ მოვუწოდო. ეკლესია ყოველთვის კომპეტენტური უნდა იყოს თავის სფეროში. ეს რომ საღვთისმეტყველო საკითხი ყოფილიყო, მაშინ მოწოდებას აუცილებლად გავაკეთებდით“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. რაც შეეხება რეგულაციების დაცვის საკითხს, როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, საპატრიარქომ ამასთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა და თავადაც ყველას მოუწოდებს, რომ წესები სათანადოდ დაიცვან. „საპატრიარქომ, უწმინდესმა რეგულაციებთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა და მეც ყველას მოვუწოდებ, ძალიან მკაცრად დაიცვან რეგულაციები. პირველ რიგში, ეს ქრისტიანისთვის სათნოებაა, როდესაც ეკლესია მორჩილებისაკენ მიგითითებს. ჩვენ მოვუწოდებთ, დაიცვან დისტანცია, გაიკეთონ ხშირად ტესტები. PCR ტესტზე საპატრიარქომ ხელშეკრულება გააფორმა და ჩვენ ამას რეგულარულად ვიკეთებთ, პირადად მე, რეგულარულად ვიკეთებ, ვიდრე საკურთხეველში შევალ. ერთადერთი ჩვენი იარაღი და ძალა არის სიტყვა. ჩვენ სხვა შიდა რეგულაციები არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არანაირი პოლიციური სისტემა. ჩვენ მხოლოდ შეფასებებს ვაკეთებთ. ჩემი აზრით, ყოველგვარი დემონიზაცია, კამპანია აბსოლუტურად გაუმართლებელია. ანტივაქსერული კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა და თუ ამაში ჩვენი სასულიერო პირებიც იღებენ მონაწილეობას, გამართლებულად არ მიმაჩნია. მოვისმინე პრეზიდენტის მიმართვა, ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ესაა პირადი მაგალითი. ასეთი მღვდელმთავრებიც, მრევლიცაა, რომლებიც იცრებიან. პირადად მე, თანახმა ვარ, მზად ვარ, თუ ვინმეს გამხნევებისთვის საჭირო იქნება, ეს გავაკეთო. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის ეს რეკომენდებული, უფრო სწორედ, არ არის აუცილებელი აცრა, ექიმმა ასე მითხრა“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმიერ ზელენსკის შეხვედრა ერთი დღით გადაიდო

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა 31 აგვისტოს შედგება. უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა 30 აგვიტოს უნდა გამართულიყო, თუმცა ის ერთი დღით გადაიწია. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება უკავშირდება უკრაინელი ლიდერის ვიზიტის პროგრამის გაფართოებას. მისი თქმით, უკრაინის ლიდერი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგას პირისპირ შეხვედება. "ვიზიტის პროგრამის გაფართოებული ელემენტების გამო, უკრაინისა და აშშ -ის სახელმწიფოს მეთაურების, პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება. ჩვენ შევთანხმდით აშშ -სთან, რომ შეხვედრის თარიღი ერთი დღით გადაეწია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ პრეზიდენტების შეხვედრის ფორმატი გაფართოვდა და ახლა მოიცავს არა მხოლოდ დელეგაციების შეხვედრას, არამედ პირისპირ შეხვედრასაც", - განმარტა კულებამ. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას 30 აგვისტოს შეხვდება

ლოიდ ოსტინი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ შესაძლებლობა, მოქალაქეების ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მიყვანა უზრუნველყონ

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მოქალაქეების ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მიყვანა უზრუნველყონ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ლოიდ ოსტინის თქმით, მათ საჰაერო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უწევთ. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა განვაგრძოთ კონფლიქტის გადაჭრის მცდელობა და შევქმნათ მათთთვის აეროპორტამდე მისასვლელი გზები. მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა, გარეთ გავიდე და გავახანგრძლივო ამჟამინდელი ოპერაცია ქაბულში“ – განაცხადა ოსტინმა. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის ქაბულში 4 500-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება და „თალიბანთან“ შეტაკება არ მომხდარა. პარალელურად ღია რჩება „თალიბანის“ ლიდერებთან საკომუნიკაციო ხაზი. აშშ-მა 5 200-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის 2 000 გასული 24 საათის განმავლობაში გამოიყვანეს. ვაშინგტონმა პასუხისმგებლობა აიღო, ქვეყნიდან გამოიყვანოს რისკის ქვეშ მყოფი 22 000 ავღანელი.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩოხატაური ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს

"ჩოხატაური ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ქართული ოცნების" ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი. "დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ, ამ ულამაზეს ადგილას, ერისთავების სასახლის ტერიტორიაზე. ამ მართლაც უნიკალურ ადგილას, გვახსენდება კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ჩოხატაურს. ჩოხატაური მართლაც გამოირჩევა თავისი სილამაზით, პოტენციალით, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი. ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა და პოტენციალი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ხელვაჩაურში ყოფნისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. "ხელვაჩაურში გამოსვლისას ვთქვი, რომ ერთ-ერთი მთავარი დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, იქნება სწორედ ახალი ქალაქის მშენებლობა გონიოში. გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე. ამავე თემაზე: ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ გურიის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებაზე ირაკლი ღარიბაშვილი: გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით

ჯოზეფ ბორელი: ჩვენი მორალური მოვალეობაა, დავიცვათ ავღანელები, თუმცა ქვეყნიდან ყველა ავღანელს ვერ გამოვიყვანთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპის „მორალური ვალდებულებაა" გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი ავღანელი, მაგრამ აქვე დაამატა, რომ ყველა მათგანის გაყვანა ვერ მოხერხდება. მისი თქმით, ევროკავშირმა ამ დრომდე ავღანეთიდან 106 თანამშრომლის ევაკუაცია შეძლო, თუმცა ბლოკის 300-ზე მეტი ავღანელი თანამშრომელი ქაბულის ქუჩებშია ჩაკეტილი და აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებს. ”ეს ხალხი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად უჭერდა მხარს ავღანეთში ევროკავშირის ინტერესებს, ჩვენი მორალური მოვალეობავა დავიცვათ ისინი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ”, - განაცხადა ბორელმა. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბორელმა აღნიშნა, რომ „თალიბანის“ სწრაფი მოქმედებები სადაზვერვო სამსახურებმა წინასწარ ვერ განსაზღვრეს და ავღანეთში მომხდარი მოვლენები ,,კატასტროფად" შეაფასა. „ნება მომეცით გითხრათ, რომ ეს არის კატასტროფა. ეს არის კატასტროფა ავღანელი ხალხისთვის, დასავლური ღირებულებებისთვის, ავტორიტეტისთვის და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვის“, - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. თავის გამოსვლაში ბორელმა აღნიშნა, რომ ავღანელი მიგრანტების ახალმა ტალღამ შეიძლება მიაღწიოს ევროპას და გაიმეოროს 2015 წლის მიგრაციული კრიზისი.

გიორგი ვოლსკი: ფარმაცევტული სფერო სერიოზულ დარტყმას აყენებს მათაც, ვისაც ნორმალური შემოსავალი აქვთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ფარმაცევტული სფერო საკმაოდ სერიოზულ დარტყმას აყენებს არამხოლოდ შეჭირვებული ადამიანების ჯიბეს, არამედ მათაც, ვისაც ასე თუ ისე, ნორმალური შემოსავალი აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, ფარმაცევტული სფერო დაურეგულირებელია და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ზარალს აყენებს. "ამ თემაზე სერიოზული საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მუშაობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, მოიძებნება გადაწყვეტილება, რითაც საზოგადოებას საშუალება ექნება, უკეთესი მდგომარეობა იხილოს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ამავე თემაზე ღარიბაშვილი: ქვეყანაში წამლების ფასი ძალიან გაზრდილია, ეს კარგად უნდა შევისწავლოთ

ავღანეთი IMF-სგან ვეღარ მიიღებს $370-ზე მეტ მლნ-ს, რომელიც აგვისტოში იყო გათვალისწინებული

ავღანეთს დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც შეუწყვიტა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) განაცხადა, რომ ავღანეთი ვეღარ შეძლებს კრედიტორების რესურსებზე წვდომას. BBC წერს, რომ ეს ნაბიჯი „თალიბების“ მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდებას მოჰყვა. ფონდის კომუნიკაციის სამსახურის დირექტორმა ჯერი რაისმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდი ხელმძღვანელობს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციით. ჯერ კი სიცხადე ავღანეთში მთავრობის აღიარების მხრივ არ არის, რის გამოც ქვეყანას არ შეუძლია, წვდომა ჰქონდეს ფონდის რესურსებზე. NATO-მ ავღანეთის მთავრობას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა პანდემიასთან დაკავშირებით, ავღანეთს სესხის სახით 370-ზე მეტი მილიონი დოლარი 23 აგვისტოს უნდა მიეღო. ეს თანხა ეკონომიკურ კრიზისზე გლობალური რეაგირების ნაწილი იყო. Bloomberg-ი: აშშ-მ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა ამავე თემაზე რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას? ,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე აშრაფ ღანი: პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ