ძებნის რეზულტატი:

რა გახდა 7 თვის ორსულის გარდაცვალების მიზეზი - ექიმის განმარტება

ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის ალექსი ვაჩაძის განცხადებით, COVID-19-ით გარდაცვლილი 7 თვის ორსულის მდგომარეობა ეტაპობრივად რთულდებოდა, ის კორონავირუსის "დელტა" შტამით იყო ინფიცირებული. როგორც ექიმი აღნიშნავს, პაციენტს არ იყო ვაქცინირებული. მისივე თქმით, კორონავირუსის "დელტა" შტამი ძალიან აგრესიულობით გამოირჩევა ფეხმძიმე პოპულაციაში. "შემოსვლისას შეფასდა, როგორც სტაბილური მიმდინარეობა, მაგრამ ვიცით რა, რომ "დელტა" შტამი ძალიან აგრესიულობით გამოირჩევა ფეხმძიმე პოპულაციაში, მაინც გადაწყდა, რომ დაგვეტოვებინა გოგო ჩვენთან და ასეც ვიქცევით, როგორც წესი, სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში და ეროვნული პროტოკოლით დავიწყეთ მისი მკურნალობა. რაღაც დროის განმავლობაში შეინიშნა, რომ მას ნელ-ნელა გაუჭირდა სუნთქვა, გახდა ჟანგბადდამოკიდებული. ჩანდა აშკარად, რომ სისხლში ჟანგბადის გაჯერების პროცენტობა იყო იმაზე დაბალი, ვიდრე ადამიანის ფუნქციური განვითარებისთვის საჭიროა. მისი ეს ჟანგბადდამოკიდებულება უფრო გაღრმავდა და უკვე 12 აგვისტოს რეალურად დაგვიდგა საჭიროება, რომ გოგოს დავხმარებოდით ე.წ. CPAP მეთოდით, ხელოვნური ვენტილატორი გამოიყენება ამ დროს. რამდენიმე დღით მოხერხდა მისი დასტაბილურება, სამწუხაროდ, 13 რიცხვში უკვე გადავიდა რეანიმაციაში და მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ვერანაირად ვერ მოხერხდა მისი სტაბილურობის გამყარება", - აცხადებს ექიმი ალექსი ვაჩაძე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის მძიმე ფორმით გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალის მამაც. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, 3 316 გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 25 241-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 857 056 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი. ამავე თემაზე: კორონავირუსით საქართველოში მეხუთე ორსული გარდაიცვალა ბოლო 24 საათში 25 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსი 5 914 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 49 საქართველოს რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის ყველაზე ნაკლები შემთხვევა

ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების ხელფასი 1400-დან 1600 ლარამდეა, სანიტრების - 800 ლარამდე, ექიმების კი 5000-ს ლარს აღემატება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების ხელფასი 1400-დან 1600 ლარამდეა, სანიტრების - 800 ლარამდე, ექიმების კი 5000-ს ლარს აღემატება. მინისტრის თქმით, მედპერსონალის ხელფასები კოვიდის წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია. "მე დავინტერესდი, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონების მასშტაბით, რამდენად ერთგვაროვანი იყო მიდგომა იმასთან მიმართებაში თუ როგორია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. არის დადგენილება, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ არის გამოცემული, რომელიც უზრუნველყოფს და განსაზღვრავს საექიმო პერსონალის და ასევე საექთნო პერსონალის და ზოგადად კლინიკებში დასაქმებული ყველა ადამიანის სახელფასო ანაზღაურებას. გამოიკვეთა, რომ ერთი ექთნის ხელფასი დღესდღეობით არის 1400-დან 1600 ლარამდე, ვინც დასაქმებულია კოვიდკლინიკებში. სანიტრების ხელფასი არის 600-დან 800 ლარამდე. ექიმების ხელფასი აღემატება 5 000-ს ლარს. იმ გარემოებების გათვალისწინებით თუ რა იყო მათი ხელფასები კოვიდის წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი ანაზღაურება, თუმცა ასევე, შეიძლება, განვიხილოთ დანამატების კიდევ ზრდა და მენეჯმენტის გამართვა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავღანეთის პრეზიდენტის ადგილსამყოფელი გაირკვა

ავღანეთის პრეზიდენტი, რომელმაც ,,თალიბების" მიერ ქაბულის აღების შემდეგ, ქვეყანა დატობვა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. CNN-ის ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებულის საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აშრაფ ღანი და მისი ოჯახი სწორედ ამ ქვეყანაში იმყოფებიან. „არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შეუძლია დაადასტუროს, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები მიესალმება პრეზიდენტ აშრაფ ღანის და მის ოჯახს“, - ნათქვამია უწყების მიერ CNN-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში. 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ,,თალიბებმა" ქაბული აიღეს, ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. როგორც მან განაცხადა, მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება და სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით დატოვა ავღანეთი. "დღეს მე აღმოვჩნდი რთული არჩევანის წინაშე. მე უნდა შევხვდე შეიარაღებულ ,,თალიბებს", რომელთაც სურთ შევიდნენ სასახლეში, სადაც მე ბოლო 20 წლის განმავლობაში სიცოცხლე მივუძღვენი მის დაცვას. ,,თალიბანმა" ნათლად განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, განახორციელონ სისხლიანი თავდასხმა მთელ ქაბულსა და ხალხზე. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, მე გადავწყვიტე წასვლა" , - აღნიშნულია მის წერილში. ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ამავე თემაზე: ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე იენს სტოლტენბერგი: ავღანეთში უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის

NATO-მ ავღანეთის მთავრობას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა

რა ელის ავღანეთის ეროვნული არმიის ნდობის ფონდს? NATO ვალდებული იყო, გაეგრძელებინა ავღანეთის არმიის დაფინანსება 2024 წლამდე. გაიყინება თუ შეჩერდება ეს დახმარება? ამ შეკითხვით მიმართეს ჟურნალისტებმა ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში ავღანეთის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ. მივესალმებით ავღანეთის პრეზიდენტს და მის ოჯახს ჩვენს ქვეყანაში - სად იმყოფება აშრაფ ღანი „პირველ რიგში, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევაჩერეთ ავღანეთის მთავრობისადმი ყველა სახის დახმარება, მათ შორის ფინანსური, რადგან ეს არ არის NATO-ს მხარდამჭერი მთავრობა. ასე რომ, ყველაფერი გაყინული და შეჩერებულია. რაც შეეხება ავღანეთის არმიისთვის „ნდობის ფონდს“, ეს არის ის, რისი გადაწყვეტაც ჩვენ მოგვიანებით შეგვიძლია. მაგრამ არავითარი თანხა არ არის გადარიცხული, არანაირი მხარდაჭერა არ ეძლევა ქაბულს, მთავრობის დაშლის შემდეგ“, - უპასუხა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტს. მეორე შეკითხვა ეხებოდა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლებიც გულისხმობს ავღანეთში სიტუაციის დასტაბილურებას აშშ-ის ჩარევის გარეშე. ამასთან დაკავშირებით, მედიამ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის სიტყვები მოიყვანა, რომლის თანახმად, სწორედ ამ საკითხებზე გაიარა კონსულტაციები მეკავშირეებთან. რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას? „რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითვას, მე ვნახე ცნობები მცდელობების შესახებ, რომ შეიქმნას ერთგვარი კოალიცია, რომელსაც სურს, შეცვალოს NATO და აშშ ავღანეთში. მე ეს წავიკითხე გაზეთებში და მე არ ვყოფილვარ NATO-ში რაიმე კონსულტაციის მონაწილე ამასთან დაკავშირებით. როდესაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა ავღანეთი, რა თქმა უნდა, ის იყო პასუხისმგებელი ჯარისკაცების უმრავლესობაზე და იკისრა კიდეც ტვირთის ნაწილი. სხვა ევროპელი მეკავშირეების, კანადას ან პარტნიორი ქვეყნებისგან არ არის სურვილი, შეცვალონ აშშ ან შეავსონ შეერთებული შტატების ადგილი. ჩვენ არაერთი კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დავასრულებდით ჩვენს მისიას. არაერთხელ გვითქვამს, რომ ავღანეთში ერთად წავედით და ერთად დავტოვეთ ეს ქვეყანა. 30 მეკავშირე დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. შეთანხმების თანახმად, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დადო „თალიბანთან“ გასულ წელს, 2020 წლის თებერვალში, აშშ-მ გადაწყვიტა ავღანეთში სამხედრო ყოფნის დასრულება და NATO-ს მეკავშირეები ეთანხმებიან ამას და მიჰყვებიან მის გადაწყვეტილებას“, - დაამატა სტოლტენბერგმა. კონდოლიზა რაისი: ავღანელ ხალხს არ აურჩევია „თალიბანი“. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ ჩვენ გვერდით მაგრამ ამავე დროს, „თალიბანი“ დათანხმდა იმას, რომ ავღანეთი კვლავ არ გახდებოდა პლატფორმა საერთაშორისო ტერორისტებისთვის, NATO-ს მეკავშირე ქვეყნებზე ტერორისტული თავდასხმების ორგანიზების დაგეგმვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით, რომ „თალიბანი“ შეასრულებს ამ ვალდებულებებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამავე თემაზე: სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელება Bloomberg-ი: აშშ-მ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა

აშშ-ში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია 20 სექტემბრიდან დაიწყება

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ოთხშაბათს ურჩიეს ყველა ამერიკელს, დაიწყონ COVID-19-ის ბუსტერ დოზების გაკეთება. CDC ვირუსისგან დაცვის გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებს, რადგან დელტა ვარიანტის მიმართ ვაქცინების ეფექტურობა მცირდება. გეგმის თანახმად, ბუსტერ დოზა საჭროა Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინების ორივე დოზიდან რვა თვის შემდეგ. პირველ რიგში გამაძლიერებელი დოზით აიცრებიან ექთნები, ჯანდაცვის მუშაკები და ხანდაზმულები. აშშ-მ იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა ბუსტერ დოზების გაკეთება 20 სექტემბრიდან დაიწყება. ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადამიანებს, რომლებმაც გაიკეთეს ჯონსონის ვაქცინა, ასევე დასჭირდებათ დამატებითი დოზები. თუმცა ელოდებიან მეტ მონაცემებს და დეტალები ჯერ არ აქვთ შემუშავებული. ცნობისათვის, პირველად, იმის შესახებ, რომ ბუსტერ დოზებით აცრა აშშ-ში სექტემბერში დაიწყებოდა, Eropetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მკვლევარმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ინტერვიუ სრულად - კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: დიაბეტისა და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მართვაში ალბათ ვაქცინა მოიკიდებს ფეხს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ევროპა ავღანეთიდან მიგრანტების მისაღებად უნდა მოემზადოს

"მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ავღანეთის ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ევროპა ავღანეთიდან მიგრანტების მისაღებად უნდა მოემზადოს". ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ ლიეტუვაში ვიზიტისას, ჟურნალისტებს განუცხადა. სასოლიმ აღნიშნა, რომ ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენები აუცილებლად გამოიწვევს მიგრაციის ზრდას. მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა ის ავღანელები შეეცდებიან ქვეყნის დატოვებას, რომლებიც თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მისიებთან. "ევროპამ უნდა იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე. ევროკომისიას შეუძლია გადაწყვიტოს მათი (მიგრანტების) თანაბარი დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ", - აღნიშნა სასოლიმ. ამავე თემაზე: ბრიტანეთი ავღანეთიდან 20 000 მიგრანტს მიიღებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ

კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა, როცა ამის შესაძლებლობა იქნება

კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი ნატო ტეტელოშვილი კოვიდვაქცინის ე.წ. გამაძლიერებელი დოზის გაკეთებსაც საქართველოს მოსახლეობასაც ურჩევს, რადგან ის „დელტა“ შტამის წინააღმდეგ უფრო ეფექტურია. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა კიდევ უფრო აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია 20 სექტემბრიდან დაიწყება. პირველად, იმის შესახებ, რომ ბუსტერ დოზებით აცრა აშშ-ში სექტემბერში დაიწყებოდა, Eropetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მკვლევარმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. „ბუსტერ“ დოზები პირველ რიგში ხელმისაწვდომია მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უშუალოდ ხდება პროდუქცია. პირველ რიგში საუბარია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებზე, რადგან შეიძლება, ყველას არ ეყოს. ვიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ამასაც დრო სჭირდება. სამწუხაროდ, მოდის ცივი სეზონი, ჩვენ მოგვიწევს გრიპის ვაქცინის გაკეთება და მოვუწოდებდი საქართველოშიც, რომ გაიკეთონ, რადგან გრიპის ვირუსის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია, კოვიდი შეიძლება ძალიან მძიმედ გადაიტანოს ადამიანმა. აშშ-მ იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა როცა იქნება შესაძლებლობა, ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ „ბუსტერ“ დოზები, რადგან იმ მუტაციურ შტამებს, რომლებიც ახლა გამოჩნდა, არსებული ვაქცინები ნაკლებად ერევა და ამიტომ, „ბუსტერი“ მეტ ეფექტურობას სძენს“, - განაცხადა ნატო ტეტელოშვილმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

სად და როგორ უნდა აიღონ მოქალაქეებმა კოვიდბარათები

17 აგვისტოდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათების გაცემა დაიწყო. კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა. მათი მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი. დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. იუსტიციის სახლი კოვიდბარათებს დისტანციურად არ გასცემს, თუმცა, აცრილებს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულად მიღება სპეციალურად ამოქმედებულ ვებგვერდზე შეუძლიათ, საიდანაც QR-კოდიანი ელექტრონული ბარათის ჩამოტვირთვაცაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ. ცნობისთვის, კოვიდბარათებზე პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. ამ დრომდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა, რომ მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ. იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო

ჩინეთში Sinopharm-ის ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვეს

ჩინეთში Sinopharm-ის ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც ვებ.გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, ბავშვების ორი დოზით ვაქცინაციის დროს პრეპარატის ეფექტურობა 96,1%-ს შეადგენს. ამასთანავე ანტისხეულების ნეიტრალიზების დონე და პოზიტიური კონვერტაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ზრდასრული ჯგუფისგან. "ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა. შესაძლოა იყოს მცირე რეაქცია, მაგრამ გართულებები არ დაფიქსირებულა. გვერდითი რეაქციები ძირითადად ვლინდება ცხელებით და ტკივილით ინოკულაციის ადგილას. ინექციის დოზის გაზრდასთან ერთად გვერდითი რეაქციების სიხშირე მცირდება.", - აცხადებენ კომპანიაში.

21 სახელმწიფო ავღანეთში ქალებისა და გოგოების მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერტებული შტატები, ევროკავშირი და კიდევ 19 სახელმწიფო ავღანეთში ქალებისა და გოგოების მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ავღანელი ქალებისა და გოგონების მდგომარეობის გამო, მათი განათლების, მუშაობისა და გადაადგილების უფლებით. მოვუწოდებთ მათ, ვინც ავღანეთში ძალაუფლებისა და უფლებამოსილების მქონეა, უზრუნველყონ მათი უფლებების დაცვა. ავღანელი ქალები და გოგონები, ისევე როგორც ყველა ავღანელი, იმსახურებენ უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრებას. ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა თავიდან აცილებული უნდა იყოს. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობაში მზად ვართ, დავეხმაროთ მათ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ უზრუნველყოფს ნებისმიერი მომავალი მთავრობა უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ავღანეთში ქალებისა და გოგონების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთი, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ეკვადორი, ელ-სალვადორი, ევროკავშირი, ჰონდურასი, გვატემალა, ჩრდილოეთ მაკედონია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პარაგვაი, სენეგალი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.

სახელმწიფო დეპარტამენტი: ავღანეთში, თურქეთსა და საქართველოში ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი ქაბულში მიემგზავრება

ამერიკის შეერთებული შტატები ქაბულში ჯონ ბასს გზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჯონ ბასი ლოგისტიკურ საკითხებს გაუძღვება. „ელჩი ჯონ ბასი, გამოცდილი დიპლომატი და ყოფილი ელჩი ავღანეთში, თურქეთსა და საქართველოში მიემგზავრება ქაბულში, რომ ლოგისტიკურ საკითხებს გაუძღვეს და საკონსულოს ძალისხმევას უხელმძღვანელოს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი მენეჯმენტის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ის იყო ელჩი ავღანეთსა და თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და მუშაობდა მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში. ჯონ ბასი: დიდი პატივია, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ამერიკელ ხალხს ცნობისათვის, ჯონ ბასმა ავღანეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2020 წლის ივნისში დატოვა.

ილია მეორე: ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს

„ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ავრცელებს. პატრიარქი მრევლს მოუწოდებს, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, 117-ე ფსალმუნი წაიკითხონ. „ყველას გულითადად გილოცავთ საუფლო ბრწყინვალე დღესასწაულს, - ფერისცვალებას, რომელიც არის წინასახე მეორედ მოსვლისა და ცათა სასუფეველში მართალთა გაბრწყვინვებისა. ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ. ამასთან, ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები. მორწმუნე ერს კი მინდა მივმართო, რომ ყოველდღიურად მთელი გულით და, შესაძლებლობისამებრ, ხშირად წარმოსთქვით უფლის სადიდებელი შემდეგი მცირე ლოცვა: „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო, ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა”…… ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე, წაიკითხეთ 117-ე ფსალმუნი. საერთოდ, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა. ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები. ღმერთმა ყველა შეიწყალოს და თაბორის ნათლის მადლით განაბრწყინვოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“,- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

91 წლის სქემმონაზონი ელენე Pfizer-ის ვაქცნით აიცრა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, 91 წლის სქემმონაზონი ელენე (გოგიტიძე) Pfizer-ის პირველი დოზით აიცრა . ამის შესახებ ინფორმაციას მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც სასულიერო პირი წერს, დედა ელენე ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. "დღეს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის (Pfizer) პირველი დოზით აიცრა ჩემი ხორციელი ბებია, 91 წლის სქემმონაზონი ელენე (გოგიტიძე). დედა ელენე გახლავთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი დიდ სქემოსანი მონაზონი. დედა ელენეს რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და თავს შესანიშნავად გრძნობს! დიდება უფალს და მადლობა მედიკოსებს ყველაფრისთვის!", - წერს სასულიერო პირი. ამავე თემაზე: დეკანოზი თამაზ ლომიძე: აცრა ღვთის წყალობაა ამ განსაცდელში მეუფე ნიკოლოზი: მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად მსოფლიოს რელიგიური ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ საქართველოში, კათოლიკე სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვებისთვის

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზად არის, მთიანი ყარაბაღის თემაზე მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე განაახლოს

სომხეთი მზადაა, უმაღლეს დონეზე განაახლოს მოლაპარაკებების პროცესი მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარებაზე, - ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე, ახალი კაბინეტის პროგრამის პრეზენტაციისას. "ეუთოს "მინსკის ჯგუფმა" არაერთხელ განაცხადა მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკების პროცესის სრულად აღდგენის აუცილებლობა. ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებებს და პოზიციას და მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკებებში უმაღლეს დონეზე",- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა . ამავე თემაზე: ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანთან არსებული სასაზღვრო მონაკვეთიდან ჯარები გაიყვანოს ნიკოლ ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება ნიკოლ ფაშინიანი: თურქეთმა უნდა შეცვალოს აგრესიული პოლიტიკა სომხეთის მიმართ ვლადიმერ პუტინი: ყარაბაღის სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე სამმხრივი ჯგუფი იმუშავებს

ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს. როგორც პროცესზე ზვიადაურმა აღნიშნა, თავს დამნაშავედ არ ცნობს: "თავს არ ვცნობ დამნაშავედ, მანდ რაც წერია, ასე არ იყო... დანარჩენს ადვოკატები იტყვიან", - თქვა ზვიადაურმა. ამასთან, ზურაბ ზვიადაურს თავდებში ოლიმპიური ჩემპიონები უდგებიან. ზვიადაურს თავდებში უდგებიან ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს ასევე თავდებში უდგება, სასამართლოს შესთავაზა, ბრალდებული ციხის ნაცვლად პატიმრობაში მის სახლში მოათავსონ. ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ამავე თემაზე: კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს წინანდალში 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

ილია მეორე: მღვდელმთავრებს ვაძლევ კურთხევას, კოვიდით დაავადებულთათვის გადაიხადონ პარაკლისი

„ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც პატრიარის მიმართვაში წერია, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. „ყველას გულითადად გილოცავთ საუფლო ბრწყინვალე დღესასწაულს, - ფერისცვალებას, რომელიც არის წინასახე მეორედ მოსვლისა და ცათა სასუფეველში მართალთა გაბრწყვინვებისა. ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ. ამასთან, ჩვენს მღვდელმთავრებსა და ეკლესია-მონასტრების წინამძღვრებს ვაძლევ კურთხევას, ყოველი დიდი დღესასწაულის და ყოველი კვირის წირვის შემდეგ კოვიდით და სხვა სნეულებით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრონ უძლურებაში მყოფი ჩვენი სულიერი შვილები. მორწმუნე ერს კი მინდა მივმართო, რომ ყოველდღიურად მთელი გულით და, შესაძლებლობისამებრ, ხშირად წარმოსთქვით უფლის სადიდებელი შემდეგი მცირე ლოცვა: „ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო, ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა”…… ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე, წაიკითხეთ 117-ე ფსალმუნი. საერთოდ, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა. ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები. ღმერთმა ყველა შეიწყალოს და თაბორის ნათლის მადლით განაბრწყინვოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“,- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში. პატრიარქმა პანდემიიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს კონკრეტული კურთხევა მისცა ილია მეორე: ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს

აშრაფ ღანი: პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ

ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მან დატოვა ქაბული, რადგან თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა და ავღანეთი არ დამსგავსებოდა სირიასა და იემენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მისი თქმით, თუ თანამდებობაზე დარჩებოდა, ჩამოახრჩობდნენ და ქვეყანას "საშინელი კატასტროფა" დაემუქრებოდა. "მე არ მსურს სისხლისღვრა დაიწყოს ქაბულში, როგორც ეს მოხდა სირიასა და იემენში. ამიტომ გადავწყვიტე წასვლა, ქაბულის დატოვება. განომეორდებოდა იგივე, რაც მოხდა 25 წლის წინ, თუ ავღანეთის პრეზიდენტად დავრჩებოდი. მე ჩამომახრჩობდნენ ავღანეთის ხალხის თვალწინ და ეს იქნებოდა საშინელი კატასტროფა ჩვენს ისტორიაში. ღირსეული სიკვდილის არ მეშინია და ავღანეთის დამცირება ჩემთვის მისაღები არ იყო, მაგრამ წასვლა მომიწია. ავღანეთიდან გამიყვანეს, რათა თავიდან აგვეცილებინა სისხლისღვრა და ავღანეთის განადგურება", - განაცხადა აშრაფ ღანიმ . ცნობისთვის, "თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. ავღანეთის პრეზიდენტის ადგილსამყოფელი გაირკვა ,,შემოუერთდით წინააღმდეგობას" - ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელია

დღეს ფერისცვალებაა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდ სახარების თანახმად, მაცხოვარმა სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე წაიყვანა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას მათ ნახეს, რომ იესომ მათ წინაშე ფერი იცვალა. ფერისცვალებისას მისგან ისეთი ნათელი გადმოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი იესოსთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა და ხმა ჩაესმათ: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ" (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. ამის შემდეგ მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულებს უბრძანა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა. მარიამობის მარხვა ფერისცვალებას თევზით ხსნილია. ამასთან ერთად, დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. ილია მეორე ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს ილია მეორე: ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს

აშშ-ში მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალდებულო იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დაწესებულებებს ფედერალური დაფინანსება შეუწყდებათ. "თუ მუშაობ მოხუცთა თავშესაფარში და ემსახურები ხალხს თქვენ მოგეთხოვებათ აცრა. ვიყენებ ფედერალური მთავრობის, როგორც ჯანდაცვის ხარჯების გადამხდელის ძალაუფლებას რათა უზრუნველვყოთ რისკების შემცირება ჩვენი ყველაზე დაუცველი ხანდაზმულებისთვის. ეს ნაბიჯები ეხება ადამიანების დაცვას. თუ თქვენ სტუმრობთ, ცხოვრობთ ან მუშაობთ ხანდაზმულთა სახლში, თქვენ აღარ უნდა იყოთ მაღალი რისკის ს ქვეშ, რომ აუცრელი თანამშრომლებისგან დაინფიცირდებით. ვიცი, რომ ფედერალურ დონეზე ჩემი ძალაუფლება შეზღუდულია, მაგრამ განვაგრძობ გზების ძიებას, რომ ხალხის უსაფრთხოება დაცული იყოს და ვაქცინაციის მაჩვენებელი გაფართოვდეს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ხანდაზმულთა სახლებში კორონავირუსით 130 000-ზე მეტი ბინადარი გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, კვლევებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია ბინადართა შორის დაინფიცირების მინიმუმ 30 %-ით შემცირებასთან. ამასთანავე, ჯო ბაიდენმა დაავალა განათლების მდივანს "მიიღოს დამატებითი ზომები ბავშვების დასაცავად. გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა და კანონიერი ქმედება, საჭიროების შემთხვევაში, იმ გუბერნატორების წინააღმდეგ, ვინც აშინებს სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს, რომლებიც მოსწავლეებს სკოლაში პირბადის ტარებას ავალდებულებენ".

ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა ქაოსის გარეშე, შეუძლებელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა ქაოსის გარეშე, შეუძლებელი იყო. ამის შესახებ მან ABC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანის დროს ქაოსის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ბაიდენმა უპასუხა: "არა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლებოდა. ჩვენ კიდევ მოგვიწევს უკან მოხედვა და ამის გარჩევა, მაგრამ მოსაზრება, რომ ამა თუ იმ გზით შესაძლებელი იყო სამხედროების ისე გამოყვანა, რომ ქაოსი არ მომხდარიყო - მე არ ვიცი, ეს როგორ ხდება და როგორ მოხდა". ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო. "ეს მარტივი არჩევანი იყო. როდესაც ავღანეთის ლიდერი ჯდება თვითმფრინავში და ქვეყანას ტოვებს. როდესაც ხედავ, რომ ავღანეთის ძალების დიდი ნაწილი, რომელთაც შენ წვრთნიდი, ჩამოიშალა. 300 000-მა სამხედრომ უბრალოდ დაყარა იარაღი და გაიქცა. ეს არის, რაც მოხდა", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.