ძებნის რეზულტატი:

ვაქცინირებულებში ლატარიის პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ვაქცინირებულებში ლატარიის პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამ ეტაპზე 160 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ ჯამში 20 000 ლარი მოიგეს. გათამაშება 12:00 საათზე, ვებგვერდზე - stopcov.lotto.ge გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს „აიცერი და მოიგეს" ყველა გათამაშებაში. პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება „აიცერი და მოიგეს“ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს „აიცერი და მოიგეს“ ყველა გათამაშებაში. STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად, თუ თქვენ ერთხელ გაიმარჯვეთ ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. იმ შემთხვევაში, თუ მოიგეთ ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში. ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება 27 დეკემბერს დასრულდება, ხოლო 31 დეკემბერს შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება. ამავე თემაზე: როგორ უნდა ჩაერთონ ვაქცინირებულები ლატარიის გათამაშემაში

3,5 მლნ. ლარამდე ღირებულების ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე, 2 ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, გაწერეს 3 428 000 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მათსავე კომპანიას შეუქმნეს ჯამში 522 915 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რაც შემდგომში გამოიყენეს კომპანიის საბიუჯეტო ვალდებულებების და იმპორტირებული პროდუქციის გადასახადების დასაფარად. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით", - ნათქვმია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში „ყვითელი" და „მწვანე" კოვიდპასპორტები შემოიღეს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შემოიღო უკრაინელებისთვის „ყვითელი“ და „მწვანე“ კოვიდპასპორტები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციის შესახებ და რომლის მიხედვითაც პრივილეგიები ვრცელდება ყველა ვაქცინირებულზე. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, კოვიდპასპორტი იქნება „ყვითელი“ ან „მწვანე“ და შეიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის, 72 საათის განმავლობაში მოქმედი ტესტის უარყოფითი შედეგის ან გამოჯანმრთელების შესახებ. „ყვითელი“ პასპორტი შეიცავს ინფორმაციას პირველი ვაქცინაციის შესახებ, ხოლო „მწვანე“ - სრული კურსის შესახებ. ეპიდემიის სიტუაციის "ყვითელი დონის" შემოღების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის მოთხოვნები გამარტივდა - ისინი იმუშავებენ, თუ დასაქმებულთა სულ მცირე 80%-ს ექნება „ყვითელი“ ან „მწვანე“ კოვიდპასპორტი. ამავდროულად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის „ყვითელ დონეზე“ შეზღუდვები არ ვრცელდება, თუ ყველა მონაწილეს და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზატორების არანაკლებ 80% -ს, კინოთეატრების, თეატრების, მუზეუმებისა თუ სხვა კულტურული დაწესებულებების თანამშრომლებს, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების თანამშრომლებს აქვთ „ყვითელი“ ან „მწვანე“ კოვიდპასპორტი. თუ დაინერგება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის „წითელი დონე“, საგანმანათლებლო დაწესებულებები იმუშავებენ, თუ თანამშრომელთა 100% -ს ექნება „მწვანე“ კოვიდპასპორტი. „შემოთავაზებული ცვლილებები არის შესაძლებლობა შეაკავოს ეპიდემიური მდგომარეობა და შეინარჩუნოს ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა. ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს ყველას აქვს შესაძლებლობა იყოს აცრილი და დაცული, ამისათვის საკმარისია ვაქცინა", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მინისტრთა კაბინეტმა ბიზნესს შესთავაზა, თავად განსაზღვრონ, მთავრობის მიერ შემოთავაზებული საკარანტინო ზომების რომელ ფორმატს მიიღებენ - იმუშაონ შეზღუდვების გარეშე, მხოლოდ ვაქცინირებული კლიენტებისთვის, თუ შეზღუდვებით.

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით წარმოებაში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, საქმე სახელწოდებით ,,Berikashvili vs Georgia“ სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. აქციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს. "ვახტანგ ბერიკაშვილი, რომლის სამართლებრივ ინტერესებს 2019 წლიდან ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს, 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შსს-ს მიერ ამ აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები სპეცრაზმელების მიერ ნასროლი სავარაუდოდ პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიისაგან, რომელიც მისი სხეულიდან - მხრის მიდამოდან ამოიღეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი სხეულიდან ამოღებული ტყვიის კადრი მედიაშიც არაერთხელ გავრცელდა, რითაც დასტურდებოდა დემონსტრანტებზე სასტიკად მოპყრობის ფაქტი. მიყენებული ჭრილობის გარდა, ვახტანგ ბერიკაშვილმა განიცადა ძლიერი ემოციური სტრესი, როდესაც ხედავდა, სამართალდამცავები როგორი დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს. ვახტანგ ბერიკაშვილი საგამოძიებო ორგანოების მიერ დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი თავიდანვე ითხოვდა, დაუყოვნებლივ მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი. ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, რათა გენერალურ პროკურატურას ეწარმოებინა დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. მათ შორის, პროკურატურის უარი გასაჩივრდა სასამართლოშიც, საიდანაც ორგანიზაციამ ასევე უარი მიიღო. დაზარალებულის სამართლიან მოთხოვნებზე უარის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრი სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადგენა", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ცნობილია, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ კიდევ სამ მოქალაქეს იცავს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 12:33 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. ამავე თემაზე: რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას

ვლადიმერ პუტინი  სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა

რუსეთისა და სირიის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ბაშარ ასადი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. მოლაპარაკებები კრემლში გაიმართა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტებმა განიხილეს პოლიტიკური მდგომარეობა, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე ორმხრივი, მათ შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები. მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ასადს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ”[არჩევნების] შედეგები აჩვენებს, რომ ხალხი გენდობათ თქვენ და, მიუხედავად წინა წლების ყველა სირთულისა და ტრაგედიისა, ისინი კვლავ გიკავშირებენ თქვენ აღდგენის პროცესს და ნორმალურ ცხოვრებას", - თქვა პუტინმა ასადთან საუბრისას. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა სირიის ძირითადი ტერიტორიის ტერორისტებისგან განთავისუფლება (ამჟამად, ლეგიტიმური მთავრობა აკონტროლებს ტერიტორიის 90% -ზე მეტს), ლტოლვილები აქტიურად ბრუნდებიან განთავისუფლებულ რაიონებში, ხალხი საკუთარ სახლებს აღადგენს. ამასთან, პუტინმა ამჟამად არსებულ მთავარ პრობლემად სირიის ცალკეულ ტერიტორიებზე გაეროს და სირიის ხელისუფლების მანდატის გარეშე უცხოური შეიარაღებული ძალების ყოფნას ასახელებს. თავის მხრივ, ბაშარ ასადმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული დახმარებისთვის და "ტერორიზმის გავრცელების" შესაჩერებლად მიმართული ძალისხმევისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე: ეს არის ბინძური პროვოკაცია სახელმწიფოს, სარწმუნოების, მღვდელმთავრებისა და მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ; ეს არის მორიგი, ბოდიშს ვიხდი მოსახლეობასთან, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების მათ წინააღმდეგ, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ჩვენი მთავარი, რაც არის ქართველების საფუძველთა საფუძველი - ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა. ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან აქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი მუდმივი, პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ, ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ ხდება იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და ჩვენი ქვეყნის განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მედიაში გავრცელებული „ფარული ფაილების“ მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც სასულიერო პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ამავე თემაზე: ინსპექტორის სამსახური: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოპოზიციის და მმართველი გუნდის კომენტარები ე.წ. ფარულ ფაილებზე მამუკა მდინარაძე: ხელისუფლება ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე იდგება

ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე „აიცერი და მოიგეს“ გამარჯვებულია

ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე „აიცერი და მოიგეს“ გამარჯვებულია. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. ვაქცინირებულებში ლატარიის პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ „ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პრადობის ნომერი მომთხოვა. გამიკვირდა, რისთვის დაჭირდა? მაგრამ იმწასვე მომახარა ბებო 100 ლარი მოიგეო. ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე რათქმა უნდა ერთერთმა პირველმა ავიცერი და რადგან პირადობაში ქმრის გვარზე ვარ ხიდაშელზე გათამაშებაში ეწერა ლ. ხ. ეს მე ვარ ლამარა აბჟანდაძე. ყველას გირჩევთ, აიცრათ. ხოლო ვინც აცრილები ხათ, შეამოწმოთ საიტზე მოიგეთ თუ არა“.

ივანე ჩხაიძე: არ ველოდებით, რომ მეხუთე ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მეოთხე

არ ველოდებით, რომ მეხუთე ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მეოთხე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საქართველოს 2 გზა აქვს, ან ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად წავიდეს, ან მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკა, კანადა და აშშ - უნივერსალური ვაქცინაცია დავუშვათ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს აქვს რეკომენდაცია და ეს რეკომენდაცია, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკის ჯგუფებში დავიწყოთ. ესენი ძირითადად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან და ამ პაციენტების რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა. აქვე მინდა დავამატო, რომ აშშ სავარაუდოდ, ნოემბრისთვის მიიღებს ვაქცინაციას 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც. ჩვენ ცოტათი ჩამოვრჩებით ამ ტემპს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები კორონავირუსის ძირითად სამიზნეს არ წარმოადგენენ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისივე თქმით, ფეხმძიმეებს, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ. ივანე ჩხაიძე: თუ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ასეთი ეპიდვითარება იქნება, არჩევენების ჩატარება სარისკოა „ორსულები პრიორიტეტული ჯგუფია და მათში როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია უნდა ჩატარდეს. არ ველოდებით, რომ მეხუთე ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მეოთხე, მაგრამ მოსალოდნელია შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს. მთავარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის გარემოცვაში კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო თვითიზოლაციაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. რამდენი დღით დარჩება ვლადიმერ პუტინი კარანტინში, უცნობია. ცნობისთვის, პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ მის გარშემო კორონავირუსით ბევრია ინფიცირებული და მალე მოუწევდა კარანტინში გადასვლა.

Fraser Institute: საქართველო "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში დაწინაურდა და მე-5 ადგილზეა

Fraser Institute-მა მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებითად გაუმჯობესდა და მან გლობალურ რეიტინგში მე-8 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა 10-დან 8.26-ს შეადგენს. 2020 წლის ანგარიშში საქართველო 8.24 ქულით მერვე ადგილს იკავებდა. რიტინგის პირველი ხუეთეული ასეთია: ჰონგ-კონგი - 8.91 ქულა; სინგაპური - 8.81 ქულა; ახალი ზელანდია - 8.56 ქულა; შვეიცარია - 8.48 ქულა; საქართველო - 8.24 ქულა. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 5 ინდიკატორიდან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა, თუმცა ანგარიშში არ არის განმარტებული მიზეზები, თუ რა ცვლილებებმა და რეფორმებებმა გამოიწვია აღნიშნული გაუმჯობესება. კერძოდ, საქართველოს უკეთესი შეფასება აქვს შემდეგ ინდიკატორებში: „მთავრობის ზომა“ (8.14 ქულა, ნაცვლად 8.08 ქულისა); „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6.72 ქულა, ნაცვლად 6.65 ქულისა); „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (9.12 ქულა, ნაცვლად 9.05 ქულისა). აღნიშნული 5 ინდიკატორი, თავის მხრივ, 23 კომპონენტს მოიცავს. ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა: მთავრობის მოხმარება - 7.18 ქულა (გაუმჯობესდა 0.12 ქულით); ტრანსფერები და სუბსიდიები - 7.24 ულა (გაუმჯობესდა 0.16 ქულით);სასამართლოს დამოუკიდებლობა - 5.41 ქულა (გაუმჯობესდა 0.01 ქულით); მიუკერძოებელი სასამართლო - 5.91 ქულა (გაუმჯობესდა 0.06 ქულით); საკუთრების უფლებების დაცვა - 6.25 ქულა (გაუმჯობესდა 0.64 ქულით); ტარიფები - 9.45 ქულა (გაუმჯობესდა 0.21 ქულით); ადამიანისა და კაპიტალის გადაადგილება - 8.97 ქულა (გაუმჯობესდა 0.05 ქულით); ინფლაციის სტანდარტული გადახრა - 9.67 ქულა (გაუმჯობესდა 0.08 ქულით). „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Fraser Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთი საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.

პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. „საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ. ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მამუკა მდინარაძე: ხელისუფლება ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე იდგება ოპოზიციის და მმართველი გუნდის კომენტარები ე.წ. ფარულ ფაილებზე ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები ინსპექტორის სამსახური: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი: აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის, ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტის დევი ტა­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის საკ­ლა­სო სივ­რცე­ში დასაწყებად პე­და­გოგ­თა და სკო­ლის თა­ნამ­შრო­მელ­თა სრუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ამის შესახებ მან "კვი­რას" პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისაუბრა. მისი თქმით, აუც­რელ პე­და­გოგს საკ­ლა­სო ოთახ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ უნდა მი­ე­ცეს. "სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­სა­წყე­ბად ვაქ­ცი­ნა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩემი მო­საზ­რე­ბა ასე­თია, იქ­ნე­ბა ეს ბა­ღის აღ­მზრდე­ლი, სკოლის პედაგოგი, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თუ სხვა სას­წავ­ლებ­ლის ლექ­ტო­რი, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, აც­რი­ლი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აც­რი­ლი არ იქ­ნე­ბა, მას არ უნდა ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, საკ­ლა­სო ოთახ­ში შე­ვი­დეს. პი­რა­დად, მას­წავ­ლე­ბელ­თა მხო­ლოდ 80%-ის აც­რას არ ვე­თან­ხმე­ბი, მიმაჩ­ნია, რომ პე­და­გო­გე­ბი და სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სრუ­ლად უნდა იყ­ვნენ აც­რი­ლი. ბავშვები არი­ან ყვე­ლა­ზე მე­ტად ვირუ­სის გა­დამ­ცე­მე­ბი. თუ პე­და­გო­გი არ იქ­ნე­ბა აც­რი­ლი და ის საკ­ლა­სო ოთახ­ში შევა, მა­გა­ლი­თად, მე რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვიყო, მას სამსახურიდან აუ­ცი­ლებ­ლად გავათავისუფლებდი. ის სო­ცი­ა­ლუ­რად სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი და თქვე­ნი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. "დელ­ტა" ვირუ­სი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ვირუ­სია, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ, ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარყოფითად აისახება", - განაცხადა დევი ტაბიძემ. ამავე თემაზე: რამდენი მასწავლებელი და სტუდენტია სრულად ვაქცინირებული ამირან გამყრელიძე: მხარს ვუჭერ, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და პედაგოგ-მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს

მიხეილ სააკაშვილი: ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ცნობებს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. „მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას, ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს-ეს არის ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანაა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება, მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, ჯერჯერობით, არ გამოუვიდა. მინდა შეგახსენოთ, თუ სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა მაინც ვინმეს ახსოვს, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები, თუ ვიღაც ცალკე ნაძირალა რამეს აკეთებდა, მე ნამდვილად არ ვიცი. რამე რომ გამეგო, ნამდვილად ძალიან დავსჯიდი. ვინმეს გაუგია მასობრივად ამის შეგროვება ხდებოდა? ეს იყო ჭორი და ახლა ეს არის რეალობა. ივანიშვილს სურს, მთელი ქვეყანა აქციოს ჭაობად და უბედურებად, რომ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი იყოს დისკრედიტირებული, რომ ქვეყნიდან ხალხი გარბოდეს და ყველაფერი ამას დარჩეს. ერთადერთი გზა არის, ერიც და ბერიც დადგეს ერთად, გადადოს გვერდზე ყველა განსხვავება, ყველა პირადი პრობლემა, შუღლი და დაპირისპირება. ერთად შეცვალოს სიტუაცია და გადაარჩინოს საქართველო, ქართული ტრადიციული ფასეულობები, გადაარჩინოს ჩვენი ეკლესია, გადაარჩინოს ჩვენი ბავშვების მომავალი. წამზომი ჩართულია, ჩვენ ვართ გადარჩენის რეჟიმში და ამ გადარჩენაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“.

პრემიერ-მინისტრი: ნულოვანი კომპრომისი იქნება, არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩევნების დასრულების შემდეგ ყველას "საკადრისი პასუხი გაეცემა", ვინც სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ "შეთქმულებაში" მონაწილეობს. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში "პროვაკაციის" ნებისმიერ მცდელობაზე ნულოვანი კომპრომისი იქნება. "კატასტროფული პროპაგანდა მიმდინარეობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. პირდაპირ უნდა ითქვას, ეს არის საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი, ეს ადამიანები უცხადებენ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს და ამყოფებენ ამ ომის, ამ ტერორის პირობებში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში და მანამდე, გახსოვთ, როგორი მოჩვენებითი, ილუზიური რეალობა იყო ჩვენს ქვეყანაში. მათი პროპაგანდის მეშვეობით, სწორედ ჯოჯოხეთი იყო ნაჩვენები სამოთხედ და ახლა პირიქით, ასეთ სიტუაციას, განვითარებას, პროგრესს, სიმშვიდეს, სტაბილურობას მოაჩვენებენ, როგორც აპოკალიფსს. ამიტომ მეგობრებო, ჩვენ ამ შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მივალთ 2 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, მათ, შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ ჯერ კიდევ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება, არავითარი. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი. ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მედიაში გავრცელებული „ფარული ფაილების“ მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც სასულიერო პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე: ეს არის ბინძური პროვოკაცია სახელმწიფოს, სარწმუნოების, მღვდელმთავრებისა და მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ

ამირან გამყრელიძე: აგვისტოს, შავ აგვისტოს ვეძახი, სამწუხაროდ, ყოველი ათასი ინფიცირებულიდან 15-20 ადამიანი იღუპება

„აგვისტოს, შავ აგვისტოს ვეძახი, რადგან ჭარბი სიკვდილიანობა გვაქვს, სამწუხაროდ, ყოველი ათასი ინფიცირებულიდან 15-20 ადამიანი იღუპება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში. მისივე თქმით, დეკემბრის პიკის დროს ქვეყანაში 35 000-მდე აქტიური შემთხვევა იყო, აგვისტოში კი 63 000, ორჯერ მეტი და ბუნებრივია, ეს ზეწოლაა ჯანდაცვის სექტორზე. ამირან გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, რამ გამოიწვია გარდაცვაების ასეთი მაღალი მაჩვენებელი. „გადაღლილობის სინდრომი შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს, პირველი მიზეზია, რაოდენობა, მეორე - ის თავისებურებები, რომლებიც ამ შტამს აღმოაჩნდა. „დელტა“ შტამი უფრო სწრაფად ავრცელებს ინფექციას, ვიდრე უჰანის ე.წ. კლასიკური შტამი, ან ბრიტანული“, - აღნიშნა NCDC-ს ხელმძღვანელმა. რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, მისი თქმით, ეს გარკვეული პერიოდულობით იცვლება, ზოგი საკითხი იხვეწება, ზოგ საკითხთან მიმართებით კი სხვა შეხედულებაა. თუმცა ძირეული ცვლილება არ არის. „პირდაპირი მკურნალობის წამალი არ არის, ისევ სიმპტომურ მკურნალობაზე ვრჩებით. არის გარკვეული პრეპატარები კვლევების ფაზებში და თუ გამოჩნდნენ ისინი, ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ჩვენც უნდა შევძლოთ მისი მიღება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსი 3 221 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ამირან გამყრელიძე: აცრილიდან აცრილზე კოვიდინფექციის გადადების ალბათობა მინიმალურია

აცრილიდან აცრილზე კოვიდინფექციის გადადების ალბათობა მინიმალურია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში. „არის იმის შანსი, რომ ასიმპტომური იყოს აცრილი, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ნაკლებად გადამდებია, ვიდრე აუცრელი ასიმპტომური“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, მასობრივი იმუნიზაციის პროცესში მთავარი გამოწვევა კომუნიკაციაა და ეს არ არის მარტივი. ამირან გამყრელიძის თქმით, მთავარი პრობლემა იყო, რომ გაზაფხულზე ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა რთული იყო და ბევრ მდიდარ ქვეყანას ჰქონდა ამის პრობლემა. „მაისში ბევრი ვაქცინა არ გვქონდა, მარტში დღიური აცრა გვქონდა 400, აპრილში 1200, მაისში ავედით 3500-ზე, ივნისში ავედით 5000-მდე, ივლისში 7000-მდე და აგვისტოში - 23000-ზე. თუმცა მე მინდა, რომ დღეში იყოს 35 000. მნიშვნელოვანია, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 60% იყოს აცრილი, თუმცა თუ შევთანხმდით ყველა და იყოს დამყოლობა, ძალიან მინდა, რომ მილიონ-მილიონი აცრა გავაკეთოთ სექტემბერ-ოქტომბერში. მასობრივი იმუნიზაცია უნდა დაიწყო, როცა საწყობში გიდევს სულ მცირე ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: აგვისტოს, შავ აგვისტოს ვეძახი, სამწუხაროდ, ყოველი ათასი ინფიცირებულიდან 15-20 ადამიანი იღუპება საქართველოს წლის ბოლომდე აქამდე დაანონსებულზე, მოსახლეობის 60%-ზე მეტის აცრა სურს

დმიტრო კულება: უკრაინას დასავლეთის დაპირებების არ სჯერა. არმია, დიპლომატია და უკრაინელი ხალხი არის ის, რაც გადარჩენისთვის გვჭირდება

უკრაინა მივიდა იმ აზრამდე, რომ მას შეუძლია დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს და ისრაელის მაგალითის შემდეგ, უნდა იქცეს მოქნილ მილიტარიზებულ სახელმწიფოდ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიტანულ გაზეთ The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, "უკრაინას დასავლეთის დაპირებების არ სჯერა". "უკრაინამ მიიღო მრავალი მწარე გაკვეთილი, იმის შესახებ, რომ დასავლეთის დაპირებები, ალბათ, არ შესრულდება. ჩვენ არ გვჯერა დაპირებების. უკრაინა მიხვდა, რომ მას შეუძლია დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს. მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეს ნიშნავს ისწავლოს, როგორ გადაიქცეს მოქნილ, მილიტარიზებულ სახელმწიფოდ ისრაელის მსგავსად. გარემოებები არჩევანს არ ტოვებს. არმია, დიპლომატია და უკრაინელი ხალხი არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება გადარჩენისთვის", - განაცხადა კულებამ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი ინვესტიცია საზღვრების გასაძლიერებლად, რაც მას დაუცველს ხდის დივერსიული ჯგუფებისა და ბელორუსიიდან მიგრანტებისთვის. ასევე გაეცანით: დმიტრო კულება: უკრაინა კი არ არის მოუმზადებელი ევროინტეგრაციისთვის, ევროკავშირი არაა მზად უკრაინის მისაღებად კერსტი კალიულაიდი: უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე „სინათლის წლები“ აშორებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის გარეშე NATO ბევრს დაკარგავს, უკრაინის გარეშე ევროკავშირი მნიშვნელოვნად დასუსტდება

ცნობილია, როდის წარუდგენს იმუნიზაციის საბჭო მთავრობას მოზარდების ვაქცინაციაზე დასკვნას

მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭო სამინისტროს და სააკოორდინაციო საბჭოს დასკვნას დაახლოებით 10 დღეში წარუდგენს. განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში. ამირან გამყრელიძის თქმით, სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც 12-16 წლის მოზარდებს ცრიან და იქ უმეტესად Sinopharm-ს და Sinovac-ს იყენებენ. როგორც ცნობილია, იმუნიზაციის საბჭო ვაქცინაციისთვის ასაკის დაწევაზე მსჯელობს. „მიმდინარეობს მუშაობა ასაკის დაწევაზე Pfizer-ის ვაქცინასთან მიმართებით. Pfizer-ი ყველაზე დიდად ადმინისტრირებადი ვაქცინაა ქვეყანაში. 750 ათასი დოზა უკვე გამოყენებულია, ხოლო 750 ათასი გამოსაყენებელია. ვმუშაობთ ასევე დამატებითი დოზების მოპოვებაზე. იმუნიზაციის სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს და მალე იქნება დასკვნა, დავწევთ თუ არა ასაკს 12 წლამდე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: ამირან გამყრელიძე: აცრილიდან აცრილზე კოვიდინფექციის გადადების ალბათობა მინიმალურია ამირან გამყრელიძე: აგვისტოს, შავ აგვისტოს ვეძახი, სამწუხაროდ, ყოველი ათასი ინფიცირებულიდან 15-20 ადამიანი იღუპება თამარ გაბუნია: 12-16 წლამდე ასაკის, თანმხლები დაავადებების მქონე მოზარდებში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს 12-15 წლის ბავშვების აცრა მშობლებს სურვილის მიხედვით დღესაც შეეძლებათ საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება

ამირან გამყრელიძე: უსაფრთხო სკოლის, უსაფრთხო უნივერსიტეტის კონცეფცია განათლების სამინისტროს მიწოდებული აქვს, რომ ოქტომბერში კლასებში სწავლა როგორმე დავიწყოთ

„უსაფრთხო სკოლის, უსაფრთხო უნივერსიტეტის კონცეფცია განათლების სამინისტროს მიწოდებული აქვს, რათა ოქტომბერში კლასებში სწავლა როგორმე დავიწყოთ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში. ამირან გამყრელიძის თქმით, მასწავლებლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არცთუ ისე მაღალია. მისი თქმით, ის მხარს ვუჭერ, რომ პედაგოგ-მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს და ასეთი წესი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში უკვე მოქმედებს. „წამოვიდა ჩემზე კრიტიკა ამის გამო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. კითხვას, თუ რატომ დაიხია უკან, NCDC-ს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ უკან არ დაუხევია. „კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მანდატორული იყოს გარკვეული ჯგუფისთვის ვაქცინაცია, მაგრამ არსებობს მექანიზმები არა კანონმდებლობით დაწესების, არამედ გარკვეული შეზღუდვების მეშვეობით, თუმცა ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ეს ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს. ექიმები დღეს ყველაზე კარგად არიან აცრილი (74%), მაგრამ სამედიცინო პერსონალი, იქ დამხმარე და ასე შემდეგ, ჩამოდის 50-ს ქვემოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: რამდენი მასწავლებელი და სტუდენტია სრულად ვაქცინირებული პირველკლასელები საკლასო ოთახებში სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ