ძებნის რეზულტატი:
„აიცერი და მოიგეს“ პირველი გამარჯვებული ხვალ გამოვლინდება
ლატარიის პირველ ვაქცინირებულ გამარჯვებულს საქართველოში ხვალ გამოავლენენ. გათამაშება 12:00 საათზე გაიმართება და მასში დღეს აცრილებიც მიიღებენ მონაწილეოობას. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ გათამაშება გაიმართება ვებგვერდზე - stopcov.lotto.ge როგორც ყოველდღიურ, ასევე ყოველკვირეულ ფორმატში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს „აიცერი და მოიგეს" ყველა გათამაშებაში. პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება „აიცერი და მოიგეს“ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს „აიცერი და მოიგეს“ ყველა გათამაშებაში. STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად, თუ თქვენ ერთხელ გაიმარჯვეთ ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. იმ შემთხვევაში, თუ მოიგეთ ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში. 27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება.
ექსპრეზიდენტის განცხადებას თავდაცვის მინისტრი განცხადებით გამოეხმაურა
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს განადგურებული სუსტი საქართველო სურს, ჯარი კი არაფერში სჭირდება. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სიცრუე და აბსურდია, თითქოს სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა. ამ ტექსტს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თავდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების დროს სამხედროების წინაშე ჯერ კიდევ 2007 წელს აღებული ვალდებულება შეახსენა, რომლის აღსრულება და სამხედროების ბინებით დაკმაყოფილება სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპონენტებს ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების, აღჭურვილობის, სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეახსენა, რომელიც NATO-ს სტანდარტების შესაბამისია. რაც შეეხება საერთაშორისო სწავლებებს ის მონაწილეთა რაოდენობით უპრეცედენტო და მასშტაბურია. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს და მომზადების მაღალ დონეს კი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც ადასტურებს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ტექსტში.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება უკანონო მოსმენების შესახებ ფაილების გავრცელებას. ერთ-ერთის მიხედვით კი, სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები „იქმნება“ და არა უბრალოდ შუქდება. ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ”, - წერს Facebook-ზე ანდრია ჯაღმაიძე. გავრცელებული ფარული ფაილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც სასულიერო პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ე.წ. სუს-ის ფაილებში მათი საუბრებიც არის. ამავე თემაზე: მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები ინსპექტორის სამსახური: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა
ოპოზიციის და მმართველი გუნდის კომენტარები ე.წ. ფარულ ფაილებზე
Europetime-მა დღეს მედიაში გავრცელებულ ე.წ. ფარულ ფაილებთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის კომენტარები შეკრიბა და გთავაზობთ მათ ჩამონათვალს. „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამ ჩანაწერების გავრცელებით, ვიღაც ცდილობს, სასულიერო პირების დაშანტაჟებას, რომ ამბიონიდან იქადაგონ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ. ვიცი, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის რელიგიური ინსტიტუტი, ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი და იქ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტს იყენებს ძალაუფლების და მატერიალური კეთილდღეობის მოხვეჭის მიზნით. არაფერი ამაში გასაკვირი არ არის და ყველამ იცის, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ისევე, როგორც ზუსტად ვიცი, რომ სუს-ი უსმენს ყველას, - ჟურნალისტებსაც, პოლიტიკოსებსაც, სასულიერო პირებსაც. ამიტომ, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. რატომ გავრცელდა ახლა ეს ჩანაწერები? - ვიღაც, სავარაუდოდ, ცდილობს ამ ჩანაწერებით იმ სასულიერო პირების დაშანტაჟებას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას, რომ მათ იქადაგონ, მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“. სუს-ის ჩანაწერებია, საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციიდან ვიღაცა აკეთებს, სისულელეა. გასაგებია, ვინ აკეთებს და საიდანაც ჟონავს. რატომ გამოუშვეს ახლა და რა მიზანი აქვს ხელისუფლებას, არ ვიცი. ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია რაც ეკლესიასთან მიმართებით გამჟღავნდა, ესაა წარმოუდგენელი მასშტაბის თვალთვალი - კოალიციური მთავრობის პირველი გადაწყვეტილება სუს-ის გაუქმება უნდა იყოს. ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ, ნათლად დაადასტურა ერთი რამ, რომ სახელმწიფო სუს-ის მეშვეობით ტოტალურად უსმენს საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ვნახეთ, როგორ უთვალთვალებენ და როგორ ადგენენ კარტოთეკებს მასწავლებლებთან მიმართებაში, სკოლის დირექტორებთან მიმართებაში, მაგრამ ის, რაც გამჟღავნდა დღეს ეკლესიასთან მიმართებით, ესაა წარმოუდგენელი მასშტაბის თვალთვალი და მისი შეფასებაც კი შეუძლებელია ამ ეტაპისთვის. დასტურდება, რომ სუს-ი საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, ბიუჯეტიდან აღებული მილიონების ხარჯზე, დაკავებულია მხოლოდ ერთადერთით, თავისივე მოქალაქეების უკანონო თვალთვალით, მიყურადებით. შემდეგ დაშანტაჟებითა და დაშინებით და ამას აკეთებს მხოლოდ იმისათვის, რომ ყველანაირი მეთოდით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ჯერჯერობით დღევანდელი მონაცემებით საერთოდ შეუძლებელია საუბარი, ეს რა არის, ვის ინტერესებს ემსახურება, საერთოდ ავთენტურია, არ არის ავთენტური, ამ ყველაფრის ლოგიკა რა არის? მაგრამ ფაქტი ერთია, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები არიან სრულად მოშლილი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მსგავსი რამ, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემიდან, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დგას ამ ინსტიტუტებზე. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ელემენტარულ საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს. ეს ორგანიზებული შეტევები, რომელიც ხდება ქართულ ეკლესიაზე კატეგორიულად მიუღებელია. ეს ერთი და მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მცდელობები ქართული ეკლესიის თავის ინტერესებში გამოყენების, ესეც კატეგორიულად მიუღებელია. მე მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართულ ეკლესიას და ვთქვა, რომ ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუტები როგორც სახელმწიფო, ასევე სასულიერო, დადგნენ რისკის ქვეშ და იყვნენ დაზიანებული. 2012 წელს მაგონებს კი არა, ჩათვალეთ, რომ ჩვენდა საუბედუროდ, უკვე ვუახლოვდებით იქაურობას, უკვე იქ მივდივართ, არამარტო ამ მაგალითებით, იმ მაგალითებითაც, როგორ მოქმედებს ეს სახელმწიფო ინსტიტუტები - იმის მაგივრად, რომ თავიანთ ინფრასტრუქტურას და მოქალაქეებს იცავდნენ, ამ მოქალაქეებზე ზეწოლით და დაშინებით არიან დაკავებულები. „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ხელისუფლება ყველას უსმენს საპატრიარქოსაც, პოლიტიკურ ოპონენტებსაც და თანაგუნდელებსაც. თუ ვინმეს ეგონა, რომ მასთან მიმართებით იყო გამონაკლისი, ეს ილუზიაც დამთავრდა დღევანდელ დღეს - რად გვინდა ეს მოსმენები? საქმე ვაკეთოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ, ვინც საქმეს აკეთებს იმას არაფერში არ სჭირდება მსგავსი უკანონო ქმედებები. მოახლოვდა არჩევნები და კვლავ გრძელდება ჩანაწერები, მოსმენები, შანტაჟი, რომელიც ჩამოშლილი სისტემიდან ვრცელდება. ეს არის საბჭოთა პრაქტიკა, რომელიც საქართველომ ვერ მოიცილა ვერცერთი ხელისუფლების დროს. „ლელოს“ ერთ- ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე თუ მეკითხებით, უნდა გამოიკვლიოს თუ არა უშიშროების სამსახურმა როცა ასეთი ტიპის ინფორმაცია საჯაროვდება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოიკვლიოს. გვისმენ თუ არა? - განცდა არის, რომ გვისმენენ. შესაძლოა, მათ შორის, უსმენენ ეკლესიის წარმომადგენლებსაც, მაგრამ კონკრეტულ ინფორმაციაზე შეფასების გაკეთება, სადაც წყარო არ არის ცნობილი, მისი აუთენტურობა დადგენილი არ არის, არ იქნება სერიოზული. „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უშიშროების სამსახური აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა სააკაშვილის, შევარდნაძის დროს. დარწმუნებული ვარ, ახლაც ამით არის დაკავებული, უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს, უსმენს და უთვალთვალებს ყველას. ახლა რატომ გამოვარდა ეს ჩანაწერები, რას ემსახურება, ვის მიერაა გავრცელებული, ნამდვილია თუ არა, ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. არ ვიცი, არც კრიმინალისტი ვარ, არც სპეციალისტი, თუმცა განცდის დონეზე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროება რა მეთოდებითაც საქმიანობდა, იმ მეთოდებით საქმიანობს. როგორც სააკაშვილის დროს უსმენდა პოლიტიკურ ოპონენტებს, ახლა „ქართული ოცნების“ დროს უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს და დანარჩენ ყველას. მაგრამ ეს ჩანაწერები ნამდვილია, არ არის ნამდვილი, არ ვიცი, ამაზე თავს ვერ დავდებ და შინაარსი, რაზეც ლაპარაკია, ეს ასე იყო თუ არა, მარჩიელობა იქნება“. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია თუ ამოცანად დასახულია ტოტალური კონტროლი და კონტროლი არა მათზე, ვინც ქვეყნის კონსტიტუციური წყობისა და სუვერენიტეტის, თავისუფლების მტერია, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებიც აქტიურები არიან, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიმართულებით, აი ამ შედეგს ვიღებთ. ვიღებთ ქვეყნის დასუსტებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნას, იმის მაგივრად, რომ საფრთხის განეიტრალებისკენ იყოს მოწოდებული სპეცსამსახურები. ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი დარწმუნებული ვარ, ამ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხს გასცემს, რონელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, როცა ერთი ყოფილი თანამშრომელი გამოვიდა და თქვა, რომ ყველას უსმენენ და რაღაც ფურცლები ააფრიალა, ეს არაფერს ნიშნავს რასაკვირველია, მაგრამ საკითხის შესწავლა და საზოგადოების საყურადღებოდ მკაფიო კომენტარების გაკეთება აუცილებელია, მე ვფიქრობ, შესაბამისი რეაგირება არ დააყოვნებს. რაღაც ფურცელს რომ ააფრიალებ მტკიცებულება შეიძლება იყოს კონკრეტული ტელევიზიისთვის, მაგრამ არ იყოს კომპეტენტური საზოგადოებისთვის, თუმცა, დამატებით კითხვებს პასუხები სჭირდება. ერთადერთი რაც რაციონალური, სიმართლესთან ახლოს მყოფი განცხადება მოვისმინეთ ოპონენტებისგან, ეს არის, რომ „მანკიერი პრაქტიკა გრძელდება“, ანუ ადასტურებენ, რომ ეს პრაქტიკა იყო. ეს პრაქტიკა არ არსებობს, მაგრამ იმისათვის, რომ გაუთანაბრდეს დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა დანაშაულებში 2012 წლამდე არსებულ სადისტურ მმართველობას, რასაც გინდა გააკეთებენ და რა პროპაგანდისუილ მანქანასაც გინდა ჩართავენ ნებისმიერ თემაზე, რაზეც რეაგირება მოახდინა საზოგადოებამ 2012 წლის არჩევნებზე. თბილისის მერი კახა კალაძე ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც, ეს ძალიან ცუდია და არ მივესალმები. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვინმე ვიღაცას უსმენს. ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, სახლში ცოლი - ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა, ეს წლები მახსოვს, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც ეს ძალიან ცუდია და არ მივესალმები, მაგრამ არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება, რომ ეს ახლა გაკეთებულია. ამავე თემაზე: ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები ინსპექტორის სამსახური: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა
სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთს ეწვია
სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სომხეთს ეწვია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ტოივო კლაარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო უწყების ხელმძღვანელ არარატ მირზოიანს შეხვდა. „კარგია სომხეთში დაბრუნება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები იგეგმება“, - წერს კლაარი „ტვიტერზე“. რეგიონული უსაფრთხოება, მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურულ, სავაჭრო, ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები - ეს იყო ისე თემები, რომლებსაც სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში ვიზიტისას განიხილავს. სომხეთიდან ტოივო კლაარი აზერბაიჯანში ჩავა.
იმუნიზაციის საბჭო ვაქცინაციისთვის ასაკის დაწევაზე მსჯელობს
იმუნიზაციის საბჭო ვაქცინაციისთვის ასაკის დაწევაზე მსჯელობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „მიმდინარეობს მუშაობა ასაკის დაწევაზე Pfizer-ის ვაქცინასთან მიმართებით. Pfizer-ი ყველაზე დიდად ადმინისტრირებადი ვაქცინაა ქვეყანაში. 750 ათასი დოზა უკვე გამოყენებულია, ხოლო 750 ათასი გამოსაყენებელია. ვმუშაობთ ასევე დამატებითი დოზების მოპოვებაზე. იმუნიზაციის სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს და მალე იქნება დასკვნა, დავწევთ თუ არა ასაკს 12 წლამდე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: ამირან გამყრელიძე 12-დან 16 წლამდე მოზარდების აცრაზე: ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში
მამუკა მდინარაძე: ხელისუფლება ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე იდგება
„ხელისუფლება ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე იდგება, ეს არის იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა ახორციელებს წლების განმავლობაში“, - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მედიაში გავრცელებულ ე.წ. ფარულ ფაილებზე საუბრობს. „ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების „შეკერვა“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება, უკვე წლებია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა. თუმცა, ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს. ეს მათ არც მომავალში გამოუვათ“. „ნაციონალურ მოძრაობას“, ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს. ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ, ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა, მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. „ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მრავალი საუკუნის განმავლობაში გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს და მათთან გამკლავებაც არ გაუჭირდება. ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე. ის გარყვნილება, რაც ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელეარხების საშუალებით, იმის შედეგია, რომ ეს პოლიტიკური ძალა მყარად არის დარწმუნებული საკუთარ საარჩევნო მარცხში. ჩვენი მხრივ, ქართულ საზოგადოებას ვაძლევთ მყარ გარანტიას, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დაიცავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა მდინარაძემ. ამავე თემაზე: ოპოზიციის და მმართველი გუნდის კომენტარები ე.წ. ფარულ ფაილებზე ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები ინსპექტორის სამსახური: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სპეციალისტები 12-15 წლის ბავშვების აცრის რეკომენდაციას გასცემენ
ბრიტანეთის წამყვანი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 12-15 წლის ყველა ბავშვს უნდა შევთავაზოთ კოვივაქცინაცია, მაგრამ ეს სავალდებულო არ უნდა იყოს. ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი (JCVI), რომელიც ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტებს აძლევს რეკომენდაციებს, ჯანმრთელი ბავშვების აცრას არ ემხრობა. მაგრამ ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარმა მედიკოსებმა (CMO) განაცხადეს, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფრო ფართო საკითხების გათვალისწინების შემდეგ, როგორიცაა განათლება და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ინგლისის მთავარი ექიმი კრის უაცხადებს, რომ ვაქცინაცია სკოლებში ვირუსის გადაცემის რისკს შეამცირებს. მისივე თქმით, უმეტეს შემთხვევაში ბავშვები და მშობლები ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას იღებენ, მაგრამ იყო გარკვეული დებატები" იმის შესახებ, თუ რა უნდა ბრიტანეთის მთავრობა კოვიდპასპორტებთან დაკავშირებულ გეგმას დროებით აჩერებს
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განცხადება გაავრცელა
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, „მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში პროვოკაცია მზადდებოდა“. ბიუროს შეფასებით, მსგავსი შინაარსის განცხადება ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და ნარკოტიკულ საშუალებების ფაქტის დადგენის მიზნით, ნარკოლოგიური გამოკვლევა ტარდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 –ის და კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. გამოკვლევისას, გამოიყენება ბიოლოგიური მასალა (შარდი), რომლის მეშვეობითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ყველაზე ინფორმაციული და უტყუარია. ბიუროში აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, დაუყოვნებლივ, ადგილზევე ხდება ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა და დასკვნის გაცემა. საკვლევ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, სპეციალური ლუქების მეშვეობით და მასზე გამოსაკვლევი პირის ხელმოწერის დატანის შემდეგ, დალუქული ბიოლოგიური ნიმუშების შენახვა ხდება ორ ულუფად შესაბამის ტემპერატურაზე. აღნიშნული პროცედურა ემსახურება გამოსაკვლევი პირისთვის შესაძლებლობის მინიჭებას, რომ სურვილის შემთხვევაში, მის მიერ მოხდეს ბიოლოგიური მასალის გადამოწმება სხვა ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადასამოწმებელი ნიმუშის გატანა გამოსაკვლევ პირს შეუძლია დაუყოვნებლივ, კვლევის დასრულებისთანავე“, - აღნიშნულია სამხარაულის ეროვნული ბიუროს განცხადებაში. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარების მეთოდი ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულია. „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ნივთიერების თმის ღერში გადასვლას ესაჭიროება მინიმუმ 10-14 დღე. ასევე, ადამიანის სხეულის ზედაპირზე არსებული თმის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ მისი აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე და ხანდაზმულობაზე. თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი“, - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ „ბოსების“ მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა. იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულეციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს ამ კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს და ეს ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში“, - განაცხადა დღეს გიორგი გახარიამ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბოლო 10 წლის განმავლობაში ეგვიპტეს პირველად ეწვია
ისრაელის პრემიერ მინისტრი ნაფტალი ბენეტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეგვიპტის პრეზიდენტს აბდელ ფათაჰ ალ-სისის შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორისაა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და ორმხრივი ურთიერთობები. „დისკუსიებში ალ-სისიმ ხაზი გაუსვა ეგვიპტის ძალისხმევას სიმშვიდის შესანარჩუნების საქმეში და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას იქ ამ მცდელობების აღსადგენად“, ნათქვამია ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებაში. პრეზიდენტმა „ასევე დაადასტურა ეგვიპტის მხარდაჭერა ყველა მცდელობისათვის ახლო აღმოსავლეთში ყოვლისმომცველი მშვიდობის მისაღწევად, ორი სახელმწიფოს ძალისხმევის შესაბამისად“. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მოიცავდა დიპლომატიას, უსაფრთხოებას და ეკონომიკას. „ჩვენ შევქმენით საფუძველი ღრმა კავშირებისთვის“, - განაცხადა ბენეტმა. მოლაპარაკებები ღაზის სექტორში დაძაბული სიტუაციის ფონზე გაიმართა.
მსოფლიო ბანკი: კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა, 200 მლნ-ზე მეტ ადამიანს სხვა ქვეყნებში მიგრაცია აიძულოს
სოფლის მეურნეობის წარმოების შემცირებამ, წყლის სიმცირემ, ზღვის დონის ამაღლებამ და კლიმატის ცვლილების სხვა მავნე ზემოქმედებამ შეიძლება, 2050 წლისთვის 200 მლნ-ზე მეტ ადამიანს სახლების დატოვება აიძულოს. ამის შესახებ France24 წერს. მსოფლიო ბანკის თანახმად, მიგრანტების რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს 86 მილიონს 2050 წლისთვის სუბსაჰარულ აფრიკაში, 49 მილიონს აღმოსავლეთ აზიასა და წყნარ ოკეანეში, 40 მილიონს სამხრეთ აზიაში, 19 მილიონს ჩრდილოეთ აფრიკაში, 17 მილიონს ლათინურ ამერიკაში. ხუთ მილიონს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მდგრადი განვითარების საკითხებში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ ვოგელმა განაცხადა, რომ მონაცემები იძლევა პოტენციური მიგრაციის მასშტაბის გლობალურ შეფასებას ასახავს. „კლიმატის ცვლილება არის მიგრაციის სულ უფრო მძლავრი მამოძრავებელი ძალა”, - ნათქვამია მოხსენებაში. საკვებისა და წყლის ნაკლებობა მოითხოვს მოქმედების აუცილებლობას, რადგან საარსებო წყარო და ადამიანის კეთილდღეობა მზარდი საშიშროების წინაშეა. „მიგრაციის ტრაექტორია მომდევნო ნახევარ საუკუნეში, დამოკიდებულია კლიმატის ცვლილებასა და განვითარებაზე ჩვენს კოლექტიურ მოქმედებაზე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - აღნიშნავს ვოგელი. მსოფლიო ბანკის განცხადებით, კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად დააზარალებს უღარიბეს და ყველაზე დაუცველ რეგიონებს და საფრთხეს შეუქმნის განვითარების მიღწევებისკენ ქვეყნების შემობრუნებას.
საბერძნეთში დღეიდან აუცრელმა თანამშრომლებმა სავალდებულო კოვიდტესტი საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ
საბერძნეთში დღეიდან არავაქცინირებულებისთვის რეგულაცია ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა არავაქცინირებულ თანამშრომელს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, უნდა ჩაუტარდეს კოვიდტესტი კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯებით, ან ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ უკანასკნელ 6 თვეში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი საბუთი. ახალი შეზღუდვა ძალაში იქნება 2022 წლის 13 მარტამდე. სწრაფი ტესტების ღირებულება 10 ევრო, სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის კი უფასო იქნება. ასევე აუცილებელია პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში და გარეთ, ხალხმრავალ ადგილებში. აუცრელებს კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა მხოლოდ 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტის საფუძველზე შეეძლებათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, საბერძნეთში შესვლისას სპეციალური სამგზავრო დოკუმენტი უნდა შეავსონ. საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ აგვისტოში განაცხადა.
ენტონი ბლინკენი: ავღანეთში რომ დავრჩენილიყავით, ომი კიდევ 5, 10 ან 20 წლით გაგრძელდებოდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები ავღანეთიდან არ გავიდოდა, შეერთებული შტატები "განაახლებდა ომს ავღანეთში კიდევ ხუთი, ათი ან ოცი წელი". ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ”წინა ადმინისტრაციის მიერ მიღწეული შეთანხმება მოითხოვდა, აშშ-ის ყველა ჯარისკაცის გაყვანას ავღანეთიდან პირველი მაისის ჩათვლით. პრეზიდენტს რომ თავისი წინამორბედის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ შეესრულებინა, თავდასხმები განახლდებოდა” - განუცხადა ბლინკენმა კონგრესს, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. როგორც CNN წერს, "ბლინკენმა აღიარა, რომ ბევრმა ადამიანმა "არ იცის" შეთანხმება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ გააფორმა ავღანეთზე. "ამ შეთანხმების ფარგლებში, წინა ადმინისტრაციამ ზეწოლა მოახდინა ავღანეთის მთავრობაზე, რათა მას 5 000 თალიბი გაეთავისუფლებინა, მათ შორის რამდენიმე სამხედრო მეთაური. გარდა ამისა, წინა ადმინისტრაციამ ჩვენი ძალების რაოდენობა 2 500 ჯარისკაცამდე შეამცირა. სანაცვლოდ, თალიბები აშშ-ისა და პარტნიორ ძალებზე თავდასხმის შეწყვეტას დათანხმდნენ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, "თალიბანმა" განაგრძო დაუნდობელი სვლა, ხოლო 2021 წლის იანვრისთვის "თალიბანს" ყველაზე ძლიერი სამხედრო მდგომარეობა ჰქონდა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს ქაბული აშშ-ს საევაკუაციო მისიის ბოლო თვითმფრინავმა დატოვა, ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიანი მისია დასრულდა.
„აიცერი და მოიგეს“ პირველი გამარჯვებული დღეს გამოვლინდება
ლატარიის პირველ ვაქცინირებულ გამარჯვებულს საქართველოში დღეს გამოავლენენ. გათამაშება 12:00 საათზე გაიმართება და მასში დღეს აცრილებიც მიიღებენ მონაწილეობას. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ გათამაშება გაიმართება ვებგვერდზე - stopcov.lotto.ge როგორც ყოველდღიურ, ასევე ყოველკვირეულ ფორმატში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს „აიცერი და მოიგეს" ყველა გათამაშებაში. პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება „აიცერი და მოიგეს“ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს „აიცერი და მოიგეს“ ყველა გათამაშებაში. STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად, თუ თქვენ ერთხელ გაიმარჯვეთ ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. იმ შემთხვევაში, თუ მოიგეთ ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში. 27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება. ამავე თემაზე: როგორ უნდა ჩაერთონ ვაქცინირებულები ლატარიის გათამაშემაში
ანგელა მერკელი: სერბეთსა და მთელ რეგიონს ევროკავშირის წევრობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის განცხადებით, სერბეთს და დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებს: ალბანეთს, კოსოვოს, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. ამის შესახებ იმფორმაციას Deutsche Welle ავრცლებს. ”ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სანამ სერბეთი და მთელი რეგიონი საბოლოოდ გახდებიან ევროკავშირის წევრები, რაც ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენ, ვინც უკვე ვართ ევროკავშირის წევრები, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი აბსოლუტური გეოსტრატეგიული ინტერესია, ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები იყვნენ”, - აღნიშნა მერკელმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ. როგორც მერკელმა აღნიშნა, სერბეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე მიაღწევს პროგრესს სასამართლო რეფორმების მიმართულებით, რაც 27 წევრიანი ბლოკის წევრობის წინაპირობაა. რაც შეეხება სერბეთსა და კოსოვოს შორის მიმდინარე დაძაბულობას, მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის მოგვარება - და სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება - ასევე წინაპირობაა ევროკავშირის წევრობისთვის. მედიის ცნობით, ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უკანასკნელად სტუმრობს. დღეს ის ალბანეთში ჩავა, სადაც ალბანეთის, სერბეთის, კოსოვოს, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებს შეხვდება.
ჯანმოს მეცნიერები: ე.წ ბუსტერ დოზით მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია საჭირო არ არის
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზის (გამაძლიერებელის) გამოყენება არ არის საჭირო მთელი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფმა, სამედიცინო ჟურნალის ახალ მოხსენებაში. ანგარიში, რომელიც ჟურნალ The Lancet - ში გამოქვეყნდა, ასკვნის, რომ თუნდაც უფრო გადამდები "დელტას" ვარიანტის საფრთხის მიუხედავად, "პანდემიის ამ ეტპაზე, მთელი მოსახლეობისთვის გამაძლიერებელი დოზების გაკეთება, საჭირო არ არის". "ბუსტერ" დოზასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა იყოს ადეკვატურად კონტროლირებადი კლინიკური ან ეპიდემიოლოგიური მონაცემების ზუსტ ანალიზზე, ან ორივეზე, რაც მიუთითებს მძიმე დაავადების მნიშვნელოვან შესუსტებას. არსებული მტკიცებულებები არ აჩვენებს, რომ საჭიროა "ბუსტერ" დოზის მთელს მოსახლეობაში გამოყენება,“- ნათქვამია სტატიაში. მეცნიერების განმარტებით, ე.წ. ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით მეტი მტკიცებულებაა საჭირო, მათი თქმითმ ვაქცინები ძალზე ეფექტური რჩება მძიმე სიმპტომების საწინააღმდეგოდ, ვირუსის ყველა მთავარ ვარიანტში, მათ შორის "დელტაში". ამასთან, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის, როგორიცაა სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები, გამაძიერებელი დოზა, შესაძლოა, სასარგებლო იყოს. ჯანმოს ერთ-ერთი მეცნიერი თქმით, ვაქცინის დოზები პრიორიტეტული უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ ელოდებიან აცრას. მეცნიერები განმარტავენ, რომ მომავალში შეიძლება საჭირო გახდეს გამაძლიერებელი დოზის უფრო ფართოდ გამოყენება, თუ დამტკიცდება, რომ პირველადი ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი იმუნიტეტი მცირდება, ან თუ გაჩნდა ახალი ვარიანტები, რომლებიც ხელს უშლიან ვაქცინას, ვირუსის წინააღმდეგ იმოქმედოს.
ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
ნორვეგიის მემარცხენე ოპოზიციამ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, იუნას გარ სტორეს მეთაურობით, ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მემარცხენეებმა დაამარცხეს მემარჯვენე კოალიცია, რომელსაც 2013 წლიდან ხელმძღვანელობს კონსერვატიული პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი. კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ერნა სულბერგმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხება აღიარა და გამარჯვება მიულოცა ოპოზიციური შრომის პარტიის ლიდერს, იუნას გარ სტორეს. 13 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, სოციალისტური მემარცხენე და ევროსკეპტიკური ცენტრისტული პარტია, 169-ადგილიან პარლამენტში 100 ადგილს დაიკავებენ, 61 წლის მილიონერი, იუნას გარ სტორე პრემიერ-მინისტრობის მთავარი პრეტენდენტია. არჩევნებში დამარცხებული ერნა სულბერგი ნორვეგიის მთავრობას ბოლო 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
საქართველოში კორონავირუსი 3 221 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 221 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი, 54 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 585 036 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 548 951, გარდაიცვალა 8 287 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 717 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 507 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 210 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 13 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.44%. ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 167, აჭარა - 220, იმერეთი - 498, ქვემო ქართლი - 194, შიდა ქართლი - 279, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 272, მცხეთა-მთიანეთი - 93, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 42. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 772 საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 428, აჭარაში - 664, იმერეთში - 1 046. მძიმე პაციენტია 1 387, მათ შორის, თბილისში - 557, აჭარაში - 167, იმერეთში - 356. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 346, მათგან თბილისში - 207, აჭარაში - 29, იმერეთში - 25. 1 539 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 903 - თბილისში, 367 - აჭარაში. 20 351 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 76, ხოლო აჭარაში - 2. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 147 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 999 ადამიანი.
არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს და დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული ლ.მ. არასრულწლოვნების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, თბილისში დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებუ გ.მ.-ს. პოლიციამ ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამავე თემაზე: თბილისში, წერეთლის გამზირზე 3 არასრულწლოვანი დაჭრეს
ცესკო: ინფორმაცია, თითქოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ფიქსირდება 683 გარდაცვლილი, არასწორია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს საარჩევნო სიაში 683 გარდავლილია შეყვანილი, არასწორია. ამის შესახებ ცესკოს წარმომადგენელმა, თორნიკე გოგისვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "სამოქალაქო საარჩევნო კომისია" ამ განცხადებით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმაციის გავრცელებას. "ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურ მზადებაშია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის და მოქალაქეებს მუდმივად აწვდის დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ როგორ მიდის აღნიშნული პროცესი. თუმცა გარკვეულ ძალებს კვლავ შეცდომაში შეყავთ ამომრჩევლები და აგრძელებენ მათ დეზინფორმაციას. ამჯერად მედიაში ისევ ვრცელდება ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია და ამ მოძველებული თემით, რომელიც დიდი ხანია აღარ არის აქტუალური და მაგალითად გასული წლის არჩევნებზე ამ თემაზე ერთი საჩივარიც კი არ დაწერილა, აღნიშნული დაინტერესებული პირები კვლავ ცდილობენ მოქალაქეებში უნდობლობის გაღვივებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში რამდენიმე ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მონაცემებით ფიქსირდება 683 გარდაცვლილი პირი, რაც მათივე აპელირებით ხელს შეუწყობს არჩევნების გაყალბებას. არარეალური და აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ გარდაცვლილის ან თუნდაც სხვა პირის მაგივრად რომელიმე მოქალაქემ შეძლოს კენჭისყრაში მონაწილეობა, რადგან ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისას პირველ რიგში ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის საფუძველზეც ხდება საარჩევნო უბანზე მისი იდენტიფიკაცია. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პიროვნების გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრმა გარდაცვალების ცნობა შესაბამის უწყებაში უნდა აიღოს, რაც აისახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებში და შესაბამისად ასეთი პირები ვერ მოხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციას გადაცემული აქვს შესაბამისი დონის საარჩევნო კომისიებისთვის განცხადების სპეციალური ფორმა, რომელიც გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრს შეუძლია შეავსოს და წარადგინოს საარჩევნო ადმინისტრაციაში, რის საფუძველზეც სიაში შევა შესაბამისი ცვლილება. ხშირია შემთხვევები, როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ მიმართავენ შესაბამის უწყებას გარდაცვალების მოწმობის მოთხოვნით. იმისათვის, რომ სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებში აისახოს ინფორმაცია პირის გარდაცვალების შესახებ, ზემოაღნიშნული ცნობის მოთხოვნა ოჯახის მხრიდან აუცილებელია. აქედან გამომდინარე პირი, რომელიც შეიძლება მოხვდეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში და არის გარდაცვლილი, არ ნიშნავს იმას, რომ მის მაგივრად ვინმე სხვა შეძლებს ხმის მიცემას", - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა, თორნიკე გოგისვანიძემ. თრნიკე გოგსივანიძემ წარმოგიდგინა სტატისტიკური ინფორმაცია 2012 წლიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში, იმ პირების თაობაზე, რომლებიც 1930 წლამდე არიან დაბადებული: "2012 წლიდან აღნიშნულ პირთა რაოდენობა რადიკალურად არის შემცირებული. ამასთან გვინდა განვაცხადოთ, რომ არასწორია, როცა ესა თუ ის ორგანიზაცია ან პირი ავრცელებს არასრულ ინფორმაციას და გადაუმოწმებელ მონაცემებს მხოლოდ 25 მუნიციპალიტეტის მიხედვით და ამ არასრული მონაცემების საფუძველზე აკეთებს სუბიექტურ დასკვნას, თუ რა მასშტაბს შეიძლება მიაღწიოს სიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 მუნიციპალიტეტის მონაცემის საფუძველზე", - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა, თორნიკე გოგისვანიძემ. ამავე თემაზე: სამოქალაქო საარჩევნო კომისია: საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 683 გარდაცვლილი