ძებნის რეზულტატი:
რომის პაპი უნგრეთს ეწვია
რომის პაპი ფრანცისკე ბუდაპეშტში ჩავიდა. ის ნახევარსაათიანი შეხვედრა გამართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და პრეზიდენტ იანოშ ადერთან. მანამდე, რომის პაპმა უნგერთის დედაქალქში გმირთა მოედანზე, ღია ცის ქვეშ აღავლინა მესა, რომელსაც 70 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. 9,8 მილიონიან უგრეთში რომის პაპი 7 საათიან ვიზიტის შემდეგ მეზობელ სლოვაკეთში ჩავა, სადაც მისი ვიზიტი ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. „ერთი მხრივ, ორბანი მიგრაციისგან „ქრისტიანული ევროპის“ დამცველია. მეორე მხრივ, რომის პაპი ფრანცისკე მოუწოდებს ყველა რელიგიის წარმომადგენლის დახმარებისკენ, რომლებიც ომს და სიღარიბეს გაურბიან. ორბანის მომხრე მედიამ და პოლიტიკოსებმა პონტიფიკოსს ლტოლვილთა მიმართ სენტიმენტების გამო მას „ანტიქრისტიანი“ და უნგრეთში დაბადებული ლიბერალი ამერიკელი მილიარდერის „ჯორჯ სოროსის პაპი“ უწოდეს“, - წერს AFP.
ანდრიუს კუბილიუსი: ველით, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები გამჭვირვალედ, ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისად ჩატარდება
„ველით, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ეს იყო კიდეც შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ეს შეთანხმება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არჩევნები მართლაც გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება“, - ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ისაუბრა. „მმართველმა პარტიამ გასცა დაპირება, რომ თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღებდა 43%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ეს დაპირება და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოში, რომლის მოგვარებაც ძალიან რთული იყო ევროკავშირის ლიდერების ჩართულობითაც კი. 19 აპრილის დოკუმენტი იყო კარგი შეთანხმება კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ ამ შეთანხმების განხორციელებას ყველაზე დიდი ზიანი მმართველმა პარტიამ მიაყენა, როდესაც განაცხადა, რომ არ აპირებენ ამ შეთანხმების განხორციელებას. რასაკვირველია, ალბათ უდიდესი ოპოზიციური პარტიის (ნაციონალური მოძრაობის) შეცდომაც იყო, რომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა, არ არსებობს მკაფიო გზა, თუ როგორ შეიძლება საქართველო გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ შეასრულოს დადებული პირობა“, - განუცხადა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-ს. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი: ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა ძლიერი სიგნალია ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს ევროპარლამენტმა საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო
„თალიბანმა“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები დაგმო
„თალიბანმა“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები დაგმო. მისი წარმომადგენლის, სუჰეილ შაჰინის განცხადებით, აშშ-სთან თანამშრომლობისთვის და გამოძიებაში დახმარებისთვის მზად იყვნენ. „ალ-„ქაიდას“ მიერ მომზადებული ტერაქტები სრულიად მოულოდნელი იყო. თავდასხმების შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდით“, - განაცხადა სუჰეილ შაჰინმა. 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. 2001 წელს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ორი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. 08:46 საათზე - ჩრდილოეთ კოშკზე, 09:03 საათზე კი სამხრეთ კოშკზე მოხდა დაჯახება. მესამე გატაცებული თვითმფრინავი 09:37 საათზე პენტაგონის შენობას დაეცა. ერთ-ერთმა კი მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. საერთო ჯამში, 2 977 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის წამყვანი ექსპერტი აცხადებს, რომ ისრაელმა „დელტა“ შტამის ტალღა შეაჩერა
ჯანდაცვის წამყვანი ექსპერტი აცხადებს, რომ ისრაელმა „დელტა“ შტამის ტალღა შეაჩერა. ერან სეგალი, ვეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტის ბიოლოგი და მთავრობის მთავარი მრჩეველი აცხადებს, რომ ისრაელი ხედავს დამატებით ნიშნებს იმისა, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელებას წარმატებით აფერხებს. „ვხედავთ რიცხვების შემცირებას რამდენიმე ძირითად კრიტერიუმთან მიმართებით, გასულ კვირას დაფიქსირდა 80 ახალი შემთხვევა, წინა კვირას 100 -ზე მეტი. ისრაელის ამჟამინდელი R-ნომერი (კორონავირუსის ან ნებისმიერი დაავადების გავრცელების უნარის შეფასება) ვირუსის რეპროდუქციის ძირითადი მაჩვენებელი, ახლა 0.84-ს შეადგენს. ამავე თემაზე: ისრაელი ყველა ვაქცინირებულს ,,ბუსტერ" დოზით აცრას სთავაზობს
კერსტი კალიულაიდი: უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე „სინათლის წლები“ აშორებს
უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე „სინათლის წლები“ აშორებს. განაცხადა კიევში გამართულ ფორუმზე YES-Brainstorming-ზე სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ, რითაც თავისივე განცხადება განმარტა, რომელიც „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობისთვის უკრაინამ ჯერ უნდა შეასრულოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რისგანაც კიევს ჯერ რამდენიმე სინათლის წელიწადი აშორებს: „ყველა პროგნოზი ემყარება წინა გამოცდილებას“, - დაამატა ესტონეთის პრეზიდენტმა. „ცოტა ხნის წინ შევიტყვე კომპანიის შესახებ, რომელიც უკრაინაში ძალიან სერიოზული შეთანხმების გაფორმებასთან იყო ახლოს, თუმცა მათთან მივიდა ადვოკატი - არ ვიტყვი, ვისი წარმომადგენელი იყო ის, და განაცხადა, რომ შეთანხმების დასაჩქარებლად, მათ უნდა გაუყონ აქციების ნაწილი. ამიტომ, როდესაც სვამენ კითხვას, თუ რატომ არ არის უკრაინა ევროკავშირში ამ დრომდე, ჩემი აზრით, პასუხი თვალსაჩინოა“, - აღნიშნა ესტონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა. ამასთან, კერსტი კალიულაიდის თქმით, ის ყოველთვის იყო ევროკავშირში ისეთი ქვეყნების გაწევრიანების მომხრე, როგორებიც არიან უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ამავე თემაზე: დმიტრო კულება: უკრაინა კი არ არის მოუმზადებელი ევროინტეგრაციისთვის, ევროკავშირი არაა მზად უკრაინის მისაღებად ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის გარეშე NATO ბევრს დაკარგავს, უკრაინის გარეშე ევროკავშირი მნიშვნელოვნად დასუსტდება
პარიზის მერს პრეზიდენტობა სურს
პარიზის მერი ან იდალგო 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ან იდალგო, რომელიც საფრანგეთის „სოციალისტური პარტიის“ წევრია, ერთ-ერთ მთავარ ამოცანად განათლების სფეროს მუშაკთა ხელფასების გადახედვას ასახელებს. ამასთან, გეგმავს, ყურადღება გაამახვილოს ეკოლოგიის საკითხებზე, კერძოდ კი ატომურ ელექტროსადგურებზე გაჩერებასა და ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლაზე. „ბავშვებს მომავალი უნდა მივცეთ, ავაშენოთ უფრო სამართლიანი, ძლიერი საფრანგეთი, რომლის უნიკალური ხმა კვლავ აჟღერდება ევროპასა და მსოფლიოში“, - განაცხადა იდალგომ. იდალგო პარიზის მერად 2014 წელს აირჩიეს.
„თალიბანის“ მთავრობის განათლების მინისტრმა ქალი სტუდენტებისთვის ახალი წესები გამოაცხადა
„თალიბანმა“ ქალ სტუდენტებისთვის ახალი წესები გამოაცხადა. ავღანეთის უნივერსიტეტები გენდერული ნიშნით დაიყოფა, ამასთან, დაინერგება ახალი, ისლამური ჩაცმის სტილი. ამის შესახებ BBC „თალიბანის“ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. უმაღლესი განათლების მინისტრმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა, რომ ქალებს შეეძლებათ სწავლა, თუმცა კაცებთან ერთად არა. მან ასევე ისაუბრა საგნების შესახებ, რომლებსაც სტუდენტები ისწავლიან. „თალიბანის“ მმართველობის ქვეშ, 1996-2001 წლებში „ქალებსა და გოგოებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სიარული ეკრძალებოდათ. „თალიბანმა“ აღნიშნა, რომ ხელს არ შეუშლიან ქალებს განათლების მიღებაში ან სამსახურში. მას შემდეგ, რაც მათ 15 აგვისტოს დაამყარეს კონტროლი ავღანეთზე, ყველა ქალს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის გარდა, თავი აარიდონ სამსახურს, ვიდრე უსაფრთხოების მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა. გოგოები და ბიჭები ასევე განცალკევებით განთავსდებიან დაწყებით და საშუალო სკოლებში, რაც უკვე გავრცელებული იყო ავღანეთში. ქალებს მოეთხოვებათ ჰიჯაბის ტარება, თუმცა განათლების მინისტრი არ აკონკრეტებს, გახდება თუ არა აჭირო სახის დამატებით დაფარვას. ახლად დანიშნულმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტებში საგნებს გადახედავს. მისივე თქმით, „თალიბანს“ სურს, "შექმნას გონივრული და ისლამური სასწავლო გეგმა, რომელიც შეესაბამება ისლამურ, ეროვნულ და ისტორიულ ღირებულებებს და, მეორე მხრივ, შეძლებს, კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნებს". დღეს „თალიბანმა“ პრეზიდენტის სასახლის თავზე დროშა აღმართა, რაც მათი მმართველობის დაწყების ნიშანი გახდა. მათ ერთი თვის წინ წაართვეს კონტროლი არჩეულ მთავრობას. ქაბულში, „თალიბანის" მხარდამჭერმა ქალებმა აქცია გამართეს.
„თალიბანმა“ პრეზიდენტის სასახლეზე დროშა აღმართა
„თალიბანმ“ პრეზიდენტის სასახლეზე დროშა აღმართა და ახალი მთავრობის ფუნქციონირების ოფიციალურად დაწყების შესახებ განაცხადა. დღეს „თალიბანმა“ ქალ სტუდენტებისთვის ახალი წესები გამოაცხადა. ავღანეთის უნივერსიტეტები გენდერული ნიშნით დაიყოფა, ამასთან, დაინერგება ახალი, ისლამური ჩაცმის სტილი. უმაღლესი განათლების მინისტრმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა, რომ ქალებს შეეძლებათ სწავლა, თუმცა კაცებთან ერთად არა. ამავე თემაზე: რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?
ერაყმა იტალიისგან Astrazeneca-ს ვაქცინის 100,000-ზე მეტი დოზა მიიღო
ერაყმა Astrazeneca-ს ვაქცინის 100,000-ზე მეტი დოზა იტალიისგან COVAX პლატფორმის საშუალებით მიიღო. ამის შესახებ Unicef-მა განაცხადა. 40 მილიონიან რაყში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი, მოსახლეობის 10% აცრილია ერთი დოზით. ჯანდაცვის მუშაკები აცხადებენ, რომ ებრძვიან არამხოლოდ კორონავირუსს, არამედ ვაქცინების მიმართ გავრცელებულ სკეპტიციზმს, რომელიც ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ერაყმა ვაქცინაციის კამპანია მარტში, Pfizer-BioNTech-ის, AstraZeneca-ს და Sinopharm-ის ვაქცინებით დაიწყო. ქვეყანაში აღრიცხულია კორონავირუსის 1.9 მილიონზე მეტი კოშემთხვევა და თითქმის 21,500 კოვიდინფიცირებული დაიღუპა.
ლუკაშენკო: ბელარუსი რუსეთისგან $1 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღის შეძენას გეგმავს
ბელარუსი რუსეთისგან $1 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღის შეძენას გეგმავს და ასევე განიხილება S-400 სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. განაცხადა ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ კრემლში მოლაპარაკებების მეორე ნაწილის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი იარაღით იქნება აღჭურვილი. ცნობისთვის, კალინინგრადში რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სტრატეგიული სამხედრო სწავლების „ზაპად-2021“ მიმდინარეობს. სამხედრო წვრთნები 16 სექტემბრამდე გაგრძელდება და მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 9 ქვეყნის, მათ შორის სომხეთი, ბელარუსის, ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, სერბეთის, ტაჯიკეთის და შრი-ლანკის სამხედრო კონტიგენტი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალიდან მუშაობას განაახლებს
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა ხვალიდან იხსნება. საკოორდინაციო საბჭოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდებოდა. თუმცა ეს შეზღუდვა შემდეგ 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. „როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ამავე თემაზე: ამირან გამყრელიძე: თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, შეზღუდვის დაწესების სხვა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ
დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. პირბადებიის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესები ძალაში რჩება. საკოორდინაციო საბჭოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდებოდა. თუმცა ეს შეზღუდვა შემდეგ 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. „როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ამავე თემაზე: ამირან გამყრელიძე: თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, შეზღუდვის დაწესების სხვა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ
დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება
დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება. ლატარიის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარი იქნება. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად, გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებულებისთვის. ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000 -დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული -ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე. StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ. ლატარიაში ჩასართვად და 100 000 ლარის მოსაგებად მომხმარებელმა უნდა ჩაიტაროს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით. ამავე თემაზე: საქართველოში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება როგორ უნდა ჩაერთონ ვაქცინირებულები ლატარიის გათამაშემაში
ბრიტანეთის მთავრობა კოვიდპასპორტებთან დაკავშირებულ გეგმას დროებით აჩერებს
ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გეგმა, რომელიც ინგლისში, ღამის კლუბებში შესასვლელად და ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასასწრებად კოვიდპასპორტების წარდგენას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. როგორც Euronews-ი წერს, ეს გადაწყვეტილება პარლამენტში კონსერვატიული მთავრობის ზოგიერთი მხარდამჭერის წინააღმდეგობის ფონზე მიიღეს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობამ ჯერჯერობით შეაჩერა კოვიდპასპორტების იდეა, მაგრამ შეუძლია გადახედოს გადაწყვეტილებას, თუ COVID19-ის შემთხვევები კიდევ ერთხელ გაიზრდება. "ჩვენ ეს საკითხი სათანადოდ შევისწავლეთ და მოხარული ვარ გითხრათ, რომ ვაქცინის პასპორტებთან დაკავშირებული გეგმის განხორიცელებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ და მას პოტენციური ვარიანტად, რეზერვში ვინახავთ", - განაცხადა მინისტრმა. ამავე თემაზე: დიდ ბრიტანეთში, ღამის კლუბებში შესასვლელად კოვიდპასტორტის წარდგენა იქნება საჭირო
ჩრდილოეთ კორეამ ახალი, შორის მოქმედების საკრუიზო რაკეტა გამოსცდა
ჩრდილოეთ კორეამ შაბათ-კვირას ახალი შორის მოქმედების, საკრუიზო რაკეტა წარმატებით გამოსცდა, - ამის შესახებ ინფორმაციას, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ანალიტიკოსების აზრით, ეს შესაძლოა, ქვეყნის პირველი ასეთი იარაღი იყოს, რომელსაც ბირთვული შესაძლებლობები გააჩნია. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაკეტები არის "დიდი მნიშვნელობის სტრატეგიული იარაღი". მან სამიზნემდე მისაღწევად 1 500 კილომეტრის მანძილი დაფარა, რის შემდეგაც ის ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა. "ეს იქნება პირველი საკრუიზო რაკეტა ჩრდილოეთ კორეაში, რომელსაც მკაფიოდ აქვს განსაზღვრული "სტრატეგიული როლი", - აცხადებს აშშ-ში დაფუძნებული "საერთაშორისო მშვიდობის" კარნეგის ფონდის უფროსი თანამშრომელი. სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალურ ანალიზს ახორციელებენ შეერთებულ შტატებთან ერთად.
რუსეთში, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთში, ირკუტსკის რეგიონში L-410 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეჩვა, რის გამოც 4 ადამიანი დაირუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორისაა პილოტი და 3 მგზავრი. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. თვთმფრინავი ირკუტსკის ოლქიდან კაზაჩინსკოეს დასახლებაში მიფრინავდა. ინციდენტის გამომწვევ მიზეზად, ერთ-ერთ ვერსიად, ტექნიკური ხარვეზი სახელდება. მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ირკუტსკის რეგიონში 15 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 946 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4351 პაციენტი, 48 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 581 815 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 545 961, გარდაიცვალა 8 233 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 442 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 750 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.81% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.36%. ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 324, აჭარა - 120, იმერეთი - 133, ქვემო ქართლი - 38, შიდა ქართლი - 36, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 595 საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 076. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 419, მათ შორის, თბილისში - 576, აჭარაში - 170, იმერეთში - 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 35, იმერეთში - 25. 1 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 404 - აჭარაში. 19 798 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 81, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 146 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 097 ადამიანი.
Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია განახლდა
Sinopharm-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან ისევ შესაძლებელია. დღეიდან განახლდება კლინიკებში Sinovac-ით აცრებიც. ცნობისთბის, მაღალი მოთხოვნის გამო, Sinopharm-ის მარაგი ამოწურული იყო და ამ ვაქცინაზე რეგისტრაცია და შემდეგ აცრა, მხოლოდ მეორე დოზაზე იყო შესაძლებელი. ცნობისთვის, გუშინ საქართველომ Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზა "წითელი ჯვრისგან" საჩუქრად მიიღო.
საქართველოში 600 000-ზე მეტი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია
13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 507 986 -მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 902 457 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.6% სრულად ვაქცინირებულია 605 529 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 21.2% 12 სექტემბერს აიცრა 14 703 ადამიანი.
ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი დაჭრეს
ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, კაცმა ქალი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოქალაქემ, რომელიც ქალს თავს დაესხა, თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტში მონაწილეები სავარაუდოდ, ერთმანეთს იცნობდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა შსს ამაზე არ საუბრობს. ბათუმის ბულვარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.