ძებნის რეზულტატი:

ამირან გამყრელიძე: „ბუსტერ“ დოზა რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება

„40% მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ „ბუსტერ“ დოზაზე საუბარი დავიწყოთ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში. რამდენი ხნის განმავლობაში გვიცავს ვაქცინა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ მიღებული პრაქტიკა 8 თვეა. „ამის შემდეგ უნდა დაიცვათ რეგულაციები და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ბუსტერ“ დოზა რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე. „შარშან გვეგონა, რომ შესუსტდებოდა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა. „დელტა“ უარესი აღმოჩნდა. პროგნოზი რთულია, თუმცა თუ აიცრა მოსახლეობის 75%, მაკროსამყარო დაამარცხებს ამ მიკროსამყაროს, ამ ტემპით თუ წავიდა, 6-7 თვე სჭირდება, რომ 75%-ზე გახვიდე, რომელიც სერიოზული შემაკავებელი იქნება როგორც ახალი შტამების გაჩენის, ისე შემთხვევების და სიკვლიდიანობის ზრდის. მეორე - პანდემიის დასრულებისთვის სპეციფიკური მედიკამენტის შექმნა იქნება საჭირო და ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ესეც უნდა გამოჩნდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: ჯანმოს მეცნიერები: ე.წ ბუსტერ დოზით მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია საჭირო არ არის

დონორები ავღანეთის დასახმარებლად 1 მლრდ დოლარზე მეტს გამოყოფენ

ჟენევაში გაერომ დონორთა კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანია, ავღანეთში დახმარების პროგრამების გასაგრძელებლად, 606 მილიონი დოლარიs (513 მილიონი ევრო) შეგროვება დეკემბრამდე. ამის შესახებ ინფორმაციად Deutsche Welle ავრცელებს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გამოაცხადა, რომ დონორებმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს. "ამ კონფერენციამ სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინი, ავღანეთში მცხოვრებ ხალხთან სოლიდარობის თვალსაზრისით", - თქვა გუტერეშმა. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ ავღანეთისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 64 მილიონ დოლარს გაიღებს, დამატებით 11.5 მილიონი დოლარის გამოყოფის გეგმის შესახებ განაცხადა ნორვეგიამ. კონფერენციაზე, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ავღანეთის დახმარების მთავარი პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ. კონფერენციის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ავღანეთში ყველაზე აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტია საჭირო. ამავე თემაზე: ანტონიო გუტერეში: ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება

რომის პაპმა სლოვაკეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ადამიანებმა ჯვრები პოლიტიკურ სიმბოლოდ არ უნდა გამოიყენონ

რომის პაპმა ფრანცისკემ სლოვაკეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ჯვარი არ უნდა გამოიყენონ როგორც პოლიტიკური სიმბოლო. მან ასევე გააფრთხილა ქრისტიანები, რომ რელიგია პარტიზანული მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ. რომის პაპი სლოვაკეთის აღმოსავლეთით, ქალაქ პრეშოვში ჩაფრინდა, სადაც მან საღმრთო ლიტურგია ჩაატარა. ქადაგებისას რომის პაპმა აღნიშნა, რომ ქრისტიანები ჯვარს ხშირად ზედაპირულად იყენებენ. სლოვაკეთში ვიზიტამდე, რომის პაპი ფრანცისკე უნგრეთში იმყოფებოდა.

როდის დასრულდება პანდემია - ამირან გამყრელიძის პროგნოზი

„სპეციფიკური მედიკამენტის შექმნა იქნება საჭირო და ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ესეც უნდა გამოჩნდეს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში, როდესაც ჰკითხეს, სად არის ამ ყველაფრის ფინალი. „შარშან გვეგონა, რომ ეპიდემია შესუსტდებოდა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა. „დელტა“ უარესი აღმოჩნდა. პროგნოზი რთულია, თუმცა თუ აიცრა მოსახლეობის 75%, მაკროსამყარო დაამარცხებს ამ მიკროსამყაროს, ამ ტემპით თუ წავიდა, 6-7 თვე სჭირდება, რომ 75%-ს მიაღწიო, რაც სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი იქნება როგორც ახალი შტამების გაჩენის, ისე შემთხვევების და სიკვლიდიანობის ზრდის. მეორე - დასრულებისთვის სპეციფიკური მედიკამენტის შექმნა იქნება საჭირო და ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ესეც უნდა გამოჩნდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: ამირან გამყრელიძე: „ბუსტერ“ დოზა რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება ცნობილია, როდის წარუდგენს იმუნიზაციის საბჭო მთავრობას მოზარდების ვაქცინაციაზე დასკვნას კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული აბები Pfizer-მა შესაძლოა, წლის ბოლომდე გამოუშვას პირველი კოვიდვაქცინის შემქმნელებმა პანდემიის დასრულების თარიღი დაადგინეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, პორტალი Covidpass.moh.gov.ge ამოქმედდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, პორტალი Covidpass.moh.gov.ge ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, პორტალის მეშვეობით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ბიზნესოპერატორები სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ და მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ. "პლატფორმით ერთი მხრივ, მომხმარებელი სასურველ სერვისს ვირუსის გავრცელებისგან დაცულ გარემოში მიიღებს. მეორე მხრივ კი, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო სივრცე დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტ გარანტიას შექმნის. ე.წ. „მწვანე ზონების“ შექმნა, საბოლოო ჯამში, ბიზნეს სექტორს მდგრად ეკონომიკურ აქტივობაში შეუწყობს ხელს. პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორს ეტაპობრივად წარედგინება. ბიზნესოპერატორების მხრიდან Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა. სტატუსის გადამოწმება, ამჯერად, მხოლოდ ვებგვერდ https://covidpass.moh.gov.ge/ -ზეა შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი, მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამავე თემაზე: მოქალაქის კოვიდსტატუსის დასადგენად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა

მოსკოვის სასამართლომ Facebook-ი 21 მლნ რუბლით დააჯარიმა

მოსკოვის სასამართლომ, აკრძალული ინფორმაციის წაშლაზე უარის თქმის გამო, Facebook-ი კიდევ 21 მილიონი რუბლით დააჯარიმა, ამის შესახებ ინფორმაციას ტაგანსკის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სოციალურ ქსელებისთვის რუსული სასამართლოების მიერ დაწესებული ჯარიმების საერთო ოდენობამ, 90 მილიონი რუბლი შეადგინა. "განხილულ 5 საქმეზე დადგენილია ჯარიმები ადმინისტრაციული სასჯელის სახით, 21 მილიონი რუბლის ოდენობით", - აცხადებენ სასამართლოს პრესსამსახურში. როგორც ცნობილია, სასამართლომ ასევე დააჯარიმა Twitter-ი 5 მილიონი რუბლით. Twitter-ისთვის დაწესებული ჯარიმების საერთო ოდენობ 45 მილიონი რუბლია.

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსმენის თაობაზე მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამავე თემაზე: პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“

პრემიერი: დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა მთავრობასა და ეკლესიას შორის

"ეს არის პირდაპირი შეთქმულება ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ და უსუსური მცდელობა თითქოს, რაღაც გაუგებრობა მოხდეს მთავრობას და ეკლესიას შორის; დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს ძალიან ძლიერი და მტკიცე ერთობა მთავრობასა და ეკლესიას შორის და ეს ასე იქნება ყოველთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გორში, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა. ჟურნალისტების კითხვას, რომ შესაძლოა კვალი ხოჯევანიშვილამდე და გახარიამდე მიდიოდეს, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. "რაც შეეხება ვერსიებს, თქვენ ახსენეთ გვარები, მე აღარ მინდა გავიმეორო მოღალატეების გვარები, ერთს გეტყვით, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და პროკურატურა, რა თქმა უნდა, ყველა ვერსიას დაამუშავებს და არჩევნების შემდეგ, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. ყველა მოღალატე და ყველა შეთქმულების, ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ", - განაცხადა პრემიერმა.

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლები მეუფე სტეფანეს დაუპირისპირდნენ

ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ ხმაურია - სასულიერო პირები ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების ვიდეო ბალდის მონასტრის მრევლის Facebook გვერდზე გავრცელდა. მიტროპოლიტი სტეფანე წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონში არ შეუშვეს. „კრიმინალი, ქვეყნის გამყიდველი და მრუში ხარ“ - ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მეუფე სტეფანეს. მათ მიტროპოლიტ​თან კითხვები გავრცელებულ სავარაუდო ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჰქონდათ. თავის მხრივ, მეუფე სტეფანემ მღვდლებს კრიმინალები უწოდა. ამავე თემაზე: პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“

სახელმწიფო მინისტრის აპარატი გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს აეკრძალათ ქართულ ენაზე განათლების მიღება", - ამის შესახებ განცხადებადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქარველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. როგორც აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს. "მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად. გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შემდგომ შეზღუდვასთან და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა შესაბამის საერთაშორისო პარტნიორთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით, ასევე გააქტიურდა ცხელი ხაზიც. საკითხი მთელი სიმწვავით იქნება განხილული 2021 წლის 12-13 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე. ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ადვოკატი აცხადებს, რომ 16 წლის მოზარდს არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდება მოეხსნა

16 წლის მოზარდს, რომელსაც პროკურატურა არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებოდა, ბრალდება არ დაუდასტურდა. ყოფილი ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი იცავდა. ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს დაზიანებები არ ჰქონდა და გაუპატიურებული არ ყოფილა, ამიტომ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ადვოკატის განმარტებით, საქმეზე კიდევ ერთი, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამავე თემაზე: 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა საოკუპაციო ხაზთან დაკავებების სტატისტიკა გამოაქვეყნა

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი მიმდინარე წლის აგვისტოს თვის დაკავებების სტატისტიკას აქვეყნებს. ე.წ საზღვართან აგვისტოში 38 პირი დააკავეს, მათგან „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის" დარღვევისთვის 14 პირი, ხოლო ე.წ სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის 24 პირი. დე ფაქტო უშიშროების ცნობით, ივლისში 19 პირი ჰყავდათ დაკავებული, აგვისტოში კი სასაზღვრო დანაშაული ორჯერ გაიზარდა. „ადმინისტრაციულ ჯარიმას დაექვემდებარა 22 ადამიანი, 4 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის მე-14 მუხლით, 10 მოქალაქე გააფრთხილეს სასაზღვრო ზონაში არალეგალური საქმიანობის გამო, ხოლო ორი ადამიანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე", - აღნიშნავს დე ფაქტო რესპუბლიკის პრესსამსახური. ის მოქალაქეებს ახსენებს, რომ ე.წ სასაზღვრო ზონაში გამგზავრებისას თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პასპორტი, სამსახურის მოწმობა, არასრულწლოვნებისთვის - დაბადების მოწმობა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - ასევე სასაზღვრო ზონაში გადასასვლელი საშვი). ამ სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულები დე ფაქტო რესპუბლიკიდან გააძევეს. გაძევებაში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეების გადმოცემა ერგნეთის საგუშაგოზე. წყარო - რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, დღეს ოძისის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში, ალეშ ხმელარჟს უმასპინძლა. EUMM-ის ცნობით, ოძისის ე.წ. გადაკვეთის პუნქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და იმ გავლენაზე, რომელიც მათ აქვთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე. მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვთ „ბორდერიზაციის“ მიმდინარე პროცესს და გადაკვეთის პუნქტების გახანგრძლივებულ დახურვას ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და მათთვის სამედიცინო მომსახურების, განათლების და სოციალურ სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

აშშ-ში, ტეხასის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა ანტივაქსერობას ნანობს

ოთხი წლის გოგო აშშ-ში, ტეხასის შტატში, გალვესტონის ოლქში Covid19-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია. მანამდე კორონავირუსი ბავშვის დედას დაუდასტურდა, შესაბამისად, ბავშვზე კოვიდინფექციის გადაცემის წყაროც სავარაუდოდ, ის არის. კელი კოოკი თვითონ არ იყო აცრილი, რადგან 12 წლამდე ბავშვების აცრა ჯერ არ არის მიღებული პრაქტიკა. 4 წლის გოგოს დედა ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო, თუმცა ახლა ნანობს მის ამ გადაწყვეტილებას. „ერთ-ერთი ანტივაქსერი ვიყავი, ახლა ვისურვებდი, რომ არასოდეს ვყოფილიყავი“, - განუცხადა მან Daily News-ს. აშშ-ში ბავშვებში „დელტა“ ვარიანტის გავრცელების მაჩვენებელი მზარდია. გასულ თვეს, გალვესტონის ოლქმა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვირუსის 1,382 შემთხვევა აღრიცხა. გასულ კვირებში კი, ტეხასში სულ მცირე 24-მდე ბავშვი (10 წლამდე) გარდაიცვალა.

კრემლი: ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეხვდება, თუ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს ყირიმის საკითხის განხილვას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილოს მინსკის შეთანხმებებისა და ნორმანდიული ოთხეულის ბოლო სამიტზე მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხი, ამასთან, ორმხრივი ურთიერთობებიც. თუ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს ყირიმის საკითხის განხილვას, მაშინ პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა არ გაიმართება, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. „ყირიმის საკითხის განხილვა შეუძლებელია. ამიტომ, ასეთი ფორმულირება ფაქტობრივად ეჭვის ქვეშ აყენებს ასეთი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას", - ციტირებს პესკოვის სიტყვებს სააგენტო „რია ნოვოსტი“. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინს არ სურს, განიხილოს „უკრაინის შიდა კონფლიქტის საკითხი“, ანუ დონბასში ომი. 12 სექტემბერს ზელენსკის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ ყირიმის საკითხის განხილვის გარეშე პუტინთან შეხვედრის აზრი უკრაინის პრეზიდენტმა ვერ დაინახა. ამავე თემაზე: ვლადიმერ პუტინი ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა, თუმცა ყირიმის საკითხის განხილვას არ აპირებს

უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს

უკრაინა თურქეთიდან დამატებით ოთხ Bayraktar TB2 სისტემას (თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი, რომლის შესაძლებელია დისტანციურად მართვა ან ავტონომიურად ოპერირება. წარმოებულია თურქული კომპანია ბაიქარის მიერ, ძირითადად თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის) შეიძენს. მათ შორის არის 6 დრონი. სულ 24 უპილოტო საფრენი აპარატი იქნება, განაცხადა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი ზალუჟნიმ ადგილობრივ მედიასთან. „წელს ერთი სისტემა შეძენილია თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით. გარდა ამისა, კიდევ ოთხი ასეთი სისტემის შესყიდვა იგეგმება 2021-2022 წლებში შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მომავალში, ჩვენ ვგეგმავთ არსენალის შევსებას უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც წარმოებულია ადგილობრივად ", - განაცხადა ზალუჟნიმ. 2018 წლის ნოემბერში უკრაინამ თურქეთიდან შეიძინა Bayraktar-ის უპილოტო თვითმფრინავები. 69 მილიონი დოლარის კონტრაქტი მოიცავდა ექვს საბრძოლო თვითმფრინავს, ორ საკონტროლო სადგურს და 200 მართვად რაკეტას. 2021 წლის მარტში თურქეთმა უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტიის წარმოება დაიწყო.

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირს „თალიბანთან“ მოლაპარაკებების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს

ევროკავშირს „თალიბანთან“ მოლაპარაკებების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ,ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ”ავღანეთის კრიზისი არ დასრულებულა. იმისთვის, რომ მოვლენებზე ზემოქმედების რაიმე შანსი გვქონდეს, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა „თალიბანთან“ ურთიერთობისა”, - განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების მნიშვნელობას. როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „თალიბანთან“ ჰუმანიტარული დიპლომატიური კავშირების აღსადგენად პირობები, მათ შორის ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ქალთა უფლებების დაცვა დაასახელეს. ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს. ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულებულია. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი. მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.

არქიმანდრიტი კონსტანტინე ჭინჭარაული მედიისთვის გაგზავნილ ფაილებში ასახულ შინაარსს ადასტურებს

არქიმანდრიტი კონსტანტინე ჭინჭარაული მედიაში გავრცელებული ჩანაწერებზე კომენტარს აკეთებს. სასულიერო პირის დავით ჭინჭარაულის ძმა აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესა და მას შორის საუბარი ჯვრის მონასტრის პრობლემებთან დაკავშირებით ნამდვილად გაიმართა. „მაშინ კობახიძე თავმჯდომარე იყო პარლამენტის, ვთხოვეთ დახმარება რომ არის უკანონოდ, მაჟორიტარი იყო ხუნდაძე და დავითმა სთხოვა მაშინ როგორც მახსოვს", - აცხადებს სასულიერო პირი TVპირველთან. „ისმინონ, ცუდს რას ვამბობ, დასამალი არაფერი არ მაქვს. რაც გამოიკვეთა სუს-ი არ არის უფრო, არის სსს - სახელმწიფო საშიშროების სამსახური. როცა მოძღვარს ურეკავს მრევლის წარმომადგენელი, ეგ იგივე აღსარების საიდუმლოებაა, დაცული არის კონსტიტუციის მიერ", - აცხადებს ჭინჭარაული. მედიაში გავრცელებული „ფარული ფაილების“ მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც სასულიერო პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ამავე თემაზე: პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება

ემანუელ მაკრონი პოლიციაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ქვეყნის საპოლიციო ძალების და მათი ქცევის მონიტორინგის მიზნით, საპარლამენტო ზედამხედველობის შექმნა სურს. France24 წერს, რომ მაკრონის გამოსვლა მოსახლეობასთან პოლიციის ურთიერთობის საკითხზე დისკუსიას მოჰყვა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პოლიციის ძალების საპარლამენტო ზედამხედველობის ორგანოს შექმნა აუცილებელია. კერძოდ, საუბარია გასული წლის ნოემბერში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ოთხი ოფიცერი შავკანიან მუსიკოსს სცემს. მაშინ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზის პოლიციის მიერ შავკანიანი კაცის ცემა საფრანგეთისთვის სამარცხვინოა. მისივე თქმით, პოლიციელის ქმედებები სამაგალითო უნდა იყოს. მიშელ ზეკლერზე თავდასხმამ საფრანგეთში ფართო აღშფოთება გამოიწვია და გაამძაფრა აქტივისტების პრეტენზია უმცირესობების, განსაკუთრებით შავკანიანი და არაბი კაცების მიმართ აგრესიის გამო. საფრანგეთში პოლიციის მიმართ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა იმის გამო ისმის, რომ ქვეყანას არ ჰყავს პოლიციის დამოუკიდებელი ზედამხედველი.

ანდრიუს კუბილიუსი: თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ზეწოლას მოვახდენთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, თუ ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, ისინი ზეწოლას მოახდენენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ამის შესახებ კუბილიუსი „მთავარ არხთან“ აცხადებს. „გვსურს, ვიხილოთ შემდეგი, ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეულია ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, უნდა შესრულდეს. ეს არის საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. თუ „ქართული ოცნება“ ამ ადგილობრივ არჩევნებში 43% ვერ დააგროვებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას მოვახდენთ, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ამ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული", - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და რამდენი პროცენტიც არ უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა, ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება. კახა კალაძე: შარლ მიშელის დოკუმენტი, სამწუხაროდ, არ არსებობს ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ