ძებნის რეზულტატი:
ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით მხოლოდ 12 778 ადამიანი აიცრა
ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 12 778 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 715 073 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%. სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. აცრის მაჩვენებელმა 16 სექტემბრიდან იკლო. ამავე თემაზე: ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია.
შრომის ინსპექცია კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულ კლინიკებს ამოწმებს
ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, ინსპექციის სამსახური კლინიკებში ხარვეზების გამოსავლენად შევიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გამოკვლეულია კოვიდპანდემიის მართაში ჩართული 110 კლინიკა და ასევე დაიწყება შრომის ინსპექციის მიერ სხვა კლინიკების შესწავლა. მინისტრის ინფორმაციით, ისინი დღეს შევიდნენ რუსთავის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში, სადაც ასევე გამოვლინდა დარღვევები ანაზღაურებასთან მიმართებით. „ჯერჯერობით, სრული სურათი არ გვაქვს, თუმცა დარღვევები სახეზეა. მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია გააკეთებს დასკვნას, ამას გავასაჯაროებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე: დაახლოებით, 200 000 ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, რომლის ათვისების გარანტიაც გვაქვს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არცერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული, გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა და ეს არის დაახლოებით, 200 000 ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც გვაქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც FDA აღნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინებს ვადა გაუხანრძლივდათ სამი თვით და მათი ვარგისიანობა 6-დან 9 თვემდეა გაზრდილი. „აქედან გამომდინარე ეს რისკი არ არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულიად მოხსნილია“, - აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დამაკმაყოფილებელია. „უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საერთო ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგიონებში - შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე კახეთში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტარდება იყოს ადეკვატური რეგიონების ჭრილში და ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სამსახური, ყველა სსიპ-ი მუშაობს დასტაბილურებისთვის და ერთგვაროვანი სიტუაციის შექმნისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობებზე დადებითი რეაგირება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ამავე თემაზე: თენგიზ ცერცვაძე: Pfizer-ი ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო, ადამიანი Pfizer-ს გააფუჭებს?
ამირან ამყრელიძე ვაქცინაციის ტემპის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის ტემპის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაციის დღევანდელი ტემპით უკმაყოფილოა. "რაც შეეხება ვაქცინაციის დღევანდელ სტატუსს, რა თქმა უნდა, ჩვენ კმაყოფილი არ ვართ. იმიტომ რომ აგვისტო ამ კუთხით გვქონდა ძალიან კარგი, დღეში გვქონდა 23 000 აცრა. 715 000 აცრა ჩატარდა მთლიანად აგვისტოში. სექტემბრის 15-16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით. გვქონდა დღეში 24 000 აცრა. ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრების რაოდენობა, ვიდრე აგვისტოში, ავსულიყავით 800-900 ათასზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ, როგორც ჩანს ასე არ გამოდის. 16 სექტემბრიდან, აცრების მაჩვენებელი იკლებს, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ, გახლავთ ის, რომ კომუნიკაციას კიდევ ვაკლებთ მოსახლეობას. მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმცია. რაიონულ ცენტრებში კი არ ჩამოვიყვანოთ ასაცრელად, არამედ მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ რომ ეს (ვაქცინაცია) არის დიდი სიკეთე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით მხოლოდ 12 778 ადამიანი აიცრა ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს
ამირან გამყრელიძე: სექტემბერში მილიონი აცრის ჩატარებაზე ვოცნებობდით, მაგრამ ეს არ გამოდის
"სექტემბერში მილიონი აცრის ჩატარებაზე ვოცნებობდით, მაგრამ, როგორც ჩანს ეს არ გამოდის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაციის დღევანდელი ტემპით უკმაყოფილოა. "რაც შეეხება ვაქცინაციის დღევანდელ სტატუსს, რა თქმა უნდა, ჩვენ კმაყოფილი არ ვართ. იმიტომ რომ აგვისტო ამ კუთხით გვქონდა ძალიან კარგი, დღეში გვქონდა 23 000 აცრა. 715 000 აცრა ჩატარდა მთლიანად აგვისტოში. სექტემბრის 15-16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით. გვქონდა დღეში 24 000 აცრა. ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრების რაოდენობა, ვიდრე აგვისტოში, ავსულიყავით 800-900 ათასზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. 16 სექტემბრიდან, აცრების მაჩვენებელი იკლებს, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ, გახლავთ ის, რომ კომუნიკაციას კიდევ ვაკლებთ მოსახლეობას. მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმცია. რაიონულ ცენტრებში კი არ ჩამოვიყვანოთ ასაცრელად, არამედ მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ რომ ეს (ვაქცინაცია) არის დიდი სიკეთე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით მხოლოდ 12 778 ადამიანი აიცრა ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს
როგორი იქნება პოსტ მერკელისეული ევროპა
26 სექტემბერს საარჩევნო უფლების მქონე 60 მილიონზე მეტმა გერმანელმა ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ: ერთი ხმით ისინი მათი საარჩევნო ოლქის კანდიდატს, ხოლო მეორე ხმით პარტიას დაუჭერენ მხარს. პარლამენტში შესასვლელად პარტიებს 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. „ანგელა მერკელის ეპოქის დასასრული ევროპას ახალი რეალობის წინაშე აყენებს. როგორი იქნება პოსტ-მერკელისეული ევროპა? რა გავლენა შეიძლება იქონიოს გერმანიის ფედერალური პარლამენტის არჩევნებმა ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე? შენარჩუნდება თუ არა ერთიანი ევროპის წარმატების იდეა?“, - ამ საკითხებზე სასაუბროდ, ბუნდესტაგში დაგეგმილ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ონლაინ ვებინარს უმასპინძლა. Europetime-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი შეკრიბა და გთავაზობთ ახლა ამ ვებინარის მონაწილეთა ანალიზს. მისი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბერლინში ლიტერატურისა და კულტურის სწავლებათა ცენტრის უფროსი მკვლევარი, ზაალ ანდრონიკაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანია იმოძრავებს წინ, ევროკავშირთან ერთად, ევროკავშირში და შეასრულებს კიდეც სულ უფრო მზარდ როლს მისი ეკონომიკური ძალიდან გამომდინარე. „ევროკავშირის როლი გაიზრდება არა იმიტომ, რომ ეს ვიღაცას უნდა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული აუცილებლობა. გერმანიის როლი ევროკავშირში არის განმსაზღვრელი, მისი წონა არის ძალიან დიდი. გერმანია ევროკავშირიდან არასდროს გამოვა, ეს სენტიმენტი აქ არ არსებობს. გერმანია იმოძრავებს წინ, ევროკავშირთან ერთად, ევროკავშირში და შეასრულებს კიდეც სულ უფრომ მზარდ როლს მისი ეკონომიკური ძალიდან გამომდინარე“, - აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი. რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, ზაალ ანდრონიკაშვილის შეფასებით, მისი მომავალი ძირითადად ამერიკაზე იქნება დამოკიდებული და არა გერმანიაზე. „ამ ინტერესების ცენტრი ევროპიდან გადადის წყნარ ოკეანეში და მოწინააღმდეგე იქნება ჩინეთი ევროკავშირისთვისაც და ამერიკისთვისაც. ის რომ, ჩინეთი იქნება ძირითად მოწინააღმდეგე ამერიკისთვისაც და ევროკავშირისთვისაც, ამან ისევ და ისევ შესაძლოა, რუკაზე გააჩინოს საქართველო. რუსეთს ევროკავშირი და აშშ ფუნდამენტური საფრთხის როლს არ ანიჭებენ, როგორიც მას ჰქონდა წინა საუკუნეში. ჩვენთვის რუსეთი ეგზისტენციალური მნიშვნელობის საფრთხეა და ეს არ უნდა დავაკნინოთ, მაგრამ გერმანიისთვის და აშშ-სთვის რუსეთმა პირველ ხარისხოვანი საფრთხის მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ იმდენად რამდენადაც ჩინეთი გახდა ეს საფრთხე, აქ უკვე შეიძლება, ჩვენი გეოპოლიტიკური ხედვა დატრიალდეს და აღარ იყოს იმდენად მიბმული ჩრდილოეთზე, რამდენადაც იყო აქამდე“, - აღნიშნავს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მისივე შეფასებით, გერმანია მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე დღეს ბევრად მორიდებულად იქცევა, ვიდრე ეს მის წონას, განსაკუთრებით ეკონომიკურს შეესაბამება, რამაც შესაძლოა, პირდაპირი და უშუალო გავლენა მოახდინოს საქართველოზე. „გერმანიაში არჩევნები ერთ-ერთი განმსაზღვრელია საქართველოსთვისაც და უფრო მეტი ინტერესი გვმართებს გერმანიის მიმართ, ვიდრე ჩვენს საზოგადოებაში არსებობს“, - აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი. გერმანიაში მოღვაწე ქართველი პუბლიცისტი ვადის განმავლობაში ანგელა მერკელის მთავარ გადაწყვეტილებებზე მიუთითებს. „ანგელა მერკელის ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოვყოფდი, ერთი - ლტოლვილების მიღება 2015 წელს, მიგრანტების კრიზისის დროს, ეს არ იყო პოპულარული, თუმცა იყო ეთიკური გადაწყვეტილება, რომელმაც შეარყია მერკელის შეურყეველი პოპულარობა. მეორე, ეს იყო ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმა, მწვანე რევოლუცია გერმანიაში. მერკელი ძალიან კარგ კრიზის მენეჯერად ითვლებოდა და გერმანია გამოდის მერკელის ეპოქიდან, როგორც წამყვანი სახელმწიფო ევროკავშირში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ეს გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ მერკელის პარტია არჩევნებში მოისუსტებს მას შემდეგ, რაც კანცლერობის კანდიდატი გახდა არმინ ლაშეტი, ვიცე-კანცლერს, ამჟამინდელ ფინანსთა მინისტრს ოლაფ შოლცს, რომელიც ასევე იყო კოალიციურ მთავრობაში, გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ მოსდევს წინა კანცლერის აურა. ის რომ, შოლცი იგებს არჩევნებს, დამოკიდებულია მასზე, როგორც პიროვნებაზე და არა სოციალ-დემოკრატების შეცვლილ პოლიტიკაზე, რომელიც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ნამდვილად არ შეცვლილა. შეიძლება ითქვას, რომ ესეც მერკელის ეპოქის დანატოვარია“, - აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი. წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კანდიდატი, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი იმარჯვებს, თუმცა გერმანიის კანცლერი შესაძლოა, ასევე გახდეს არმინ ლაშეტი, CDU/CSU-ს კანდიდატი, კონკურენტისგან მას 2-3% აშორებს. გამოკითხვის თანახმად, დღეისათვის, გერმანიის კანცლერს კითხვარში შეტანილი მსოფლიოს ხუთი ლიდერიდან ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. როგორც კვლევიდან ირკვევა, 67 წლის ანგელა მერკელისა და გერმანიისადმი მაღალ ნდობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მისი ლიდერობით ქვეყანამ კორონავირუსის კრიზისს კარგად გაართვა თავი. გერმანიასა და მის ლიდერზე დადებით შეხედულებას განაპირობებს ასევე ბერლინის როლის გაძლიერება ევროკავშირში, რასაც ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში გამოკითხულ რესპონდენტთა 54% ეთანხმება.
როდის დაიწყება გრიპის ვაქცინაცია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მომავალ კვირაში დაიწყება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. გამყრელიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე აიცრებიან სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორსულები. "მალე, ერთ კვირაში ჩვენ დამატებით გრიპის ვაქცინაციას დავიწყებთ, იმიტომ რომ გრიპი სადღაც, ნოემბერში უკვე გამოჩნდება და მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ, სახელმწიფომ უკვე იყიდა 200 000 დოზა, აქედან 43 000 წინა კვირის დასასრულს შემოვიდა და ახლა უკვე ვემზადებით. პირველად სამი დიდი რისკ ჯგუფი აიცრება - სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორსულები. ალბათ, ოქტომბერში შემოვა დანარჩენი 150 ათასი დოზა ორ პარტიად და დანარჩენი რისკ ჯგუფებიც აიცრება. მე ვიცი რომ კერძო სექტორს გარკვეული რაოდენობა ყოველწლიურად შემოაქვს რამდენიმე ათეული ათასი დოზა. ზოგადად, სასიამოვნოა, რომ ქვეყანაში გრიპის აცრის კულტურა სულ უფრო და უფრო იზრდება. მოთხოვნილება იზრდება და ეს კარგია. ვფიქრობ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ გრიპის აცრებსაც“,- განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, შეიძლება ადამიანმა გრიპისა და კოვიდვაქცინა ერთ დღეს გაიკეთოს. „თუ Pfizer-ი გაქვთ გაკეთებული, შეგიძლიათ, 1-2 კვირის შემდეგ გრიპის ვაქცინა გაიკეთოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამავე თემაზე: პაატა იმნაძე: გრიპის ვაქცინაცია ჩატარდება კოვიდვაქცინასთან ერთად, ან ორი კვირის ინტერვალით
ფინანსისტი ირაკლი ერაძე: 2021 წელს რუსეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი გახდა
საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა. 2021 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, 2020 წელთან შედარებით 171%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ Europetime-ს ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განუცხადა. ირაკლი ერაძე ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის გაუქმების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჰესების არ აშენება, პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. „ბოლო რამოდენიმე დღეა, „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ვიღებთ მილოცვებს ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორის, „ენკას“ პროექტიდან გასვლის განზრახვასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რეალურად რას გვილოცავენ: ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების უცხო ქვეყნების იმედზე დატოვებას, მზარდი ელექტრომოხმარების პირობებში თბოსადგურებისთვის მეტი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვას, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის პოტენციალის მინიმუმ განახევრებას, ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაციის საბოლოოდ განადგურებას, მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, ენერგომატარებლების შესაძენად, ბევრად მეტი თანხის გადახდას, საერთაშორისო სავაჭრო ანგარიშის გაუარესებას,შესაბამისად ლარის სავალუტო კურსის გაუარესებას და კიდევ ბევრ ცუდ ამბავს. მისალოცად კი ნამდვილად აქვს საქმე რუსეთს. მხოლოდ 2021 წელს, 8 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის იმპორტი 171%-ით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მანამდე მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. ჩავთვალოთ, რომ რუსი ჯარისკაცი დავსვით იმ ე.წ „რუბილნიკთან“, რომლის ჩართვა-გამორთვაზეა იქნება დამოკიდებული მთლიანად ჩვენი ენერგოუსაფრთხოება, ძალიან ახლო მომავალში. ის მაინც მოვახერხოთ, რომ ამ „პატრიოტული“ მილოცვების მიღებისას მადლობა შიშნარევი, დაბალი ხმით გადავიხადოთ", - განუცხადა Europetime-ს ირაკლი ერაძემ. ფინანსისტის ცნობით, უკანასკნელი წლების სტატისტიკის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა და 2017 წლიდან მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. როგორც Europetim-თან საუბარში ენერგეტიკის ექსპერტი, ენერგეტიკის აკადემიის წევრი პაატა ცინცაძე აცხადებს, წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდზე მეტ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან. „მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ. ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი. ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე. მდინარე, რომელსაც აქვს ამხელა პოტენციალი და შესაძლებელია წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა, საქართველოში სულ ორია. ერთი არის ენგური, მეორე რიონი. სხვა მდინარეებს ამხელა პოტენციალი არ აქვთ. მთელი საქართველოს მდინარეების ტექნიკურად გამოსაყენებლი ჰიდროპოტენციალი, დაახლოებით 40 მილიარდი კილოვატ საათია. რესურსის ნახევარი ამ ორ მდინარეზე მოდის. ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა. თუ რუსეთის გუბერნიად გადაკეთება გვსურს, მაშინ აღარ გვინდა აღარაფერი, რუსები შეგვინახავენ. მაგრამ ეს ხომ არ გვინდა?! ყველა სახელმწიფო ცდილობს, ენერგოდამოუკიდებლობის ამღლებას", - განუცხადა Europetime-ს ენერგეტიკის ექსპერტმა. ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებული სტატისტიკა დღეს BPN-მა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ კომპანია Enka Renewables-მა ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოს დამცველები ნამახვანჰესის არსებული პროექტით აშენებას აპროტესტებენ. პროექტის შეჩერების მოთხოვნით არაერთი მასშტაბური აქცია მოეწყო. რიგი სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ჰესის ასაშენებლად სათანადო კვლევები არ არის ჩატარებული. სახელმწიფომ ახალი ექპერტიზა დანიშნა და უცხოეთიდან საექსპერტო კომპანიები მოიწვია. "ენკას" მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის ფაქტზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე. ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?! თურქეთი რუსეთზე კიდევ უფრო ენერგოდამოკიდებული ხდება - ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე
ჯანმომ Covid19-ის სამკურნალო პრეპარატის გამოყენებას მხარი დაუჭირა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მორიგ პანელურ შეხვედრაზე, Regeneron-ისა (REGN.O) და Roche-ს (ROG.S) პრეპარატ, „რონაპრევის“ გამოყენების რეკომენდაცია გაიცა ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის და მძიმედ დაავადებულთათვის, რომლებსაც არ აქვს ბუნებრივი ანტისხეულები. აშშ-ში საგანგებოდ არის ავტორიზებული ეს პრეპარატი, რომელმაც ყურადღება მიიქცია შარშან, პრეზიდენტ დონალდ სამკურნალოდ გამოყენებისას. ევროპა განიხილავს ამ პრეპარატით მკურნალობას, ხოლო ბრიტანეთმა ის გასულ თვეს დაამტკიცა. ჯანმო მოუწოდებს „რეგენერონს“, შეამციროს ფასები და მკურნალობა თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. სააგენტომ ასევე მოუწოდა ფირმებს, გადასცენ ტექნოლოგია ბიოსიმილარულ წარმოებას. რონაპრევმა შეერთებულ შტატებში, Regeneron-ს დიდი შემოსავალი მოუტანა, მეორე კვარტალში აშშ-ის გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ $ 2,59 მილიარდი შეადგინა. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის თქმით, „რონაპრევი მიეკუთვნება“ წამლების კლასს, ეწოდება მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც ბუნებრივი ანტისხეულების მსგავსია“. „პრეპარატი „რონაპრევი“, როშესა და „რეგენერონის“ მიერ შექმნილი ანტისხეულია, Covid-19ის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით. მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) აცხადებს, რომ ეს არის პირველი პრეპარატი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მონოკლონური ანტისხეულების საშუალებით სამკურნალოდ. ივლისში იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ პრეპარატის ლიცენზირება მოახდინა, რომლის ლაბორატორიულმა კვლევამ დაადგინა, რომ ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილიანობა შემცირდა 70% -ით და სიმპტომების პერიოდი შემცირდა ოთხი დღით. სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს და რონაპრევი ახლა ლიცენზირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ინდოეთი, შვეიცარია, კანადა და ევროკავშირი. რონაპრევი მიეკუთვნება წამლების კლასს, რომელსაც ეწოდება მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც ბუნებრივი ანტისხეულების მსგავსია“, - წერს ზაზა წერეთელი Facebook-ზე. ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ ეს პრეპარატი 20 აგვისტოს დაამტკიცა.
ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღას, დიდი ალბათობით, ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს განცხადებით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თუ მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება, მეხუთე ტალღა მძიმე იქნება. "მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ მაქსიმალურად ავიცრებით, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება, თუ არ ავიცრებით, მეხუთე ტალღა იქნება მძიმე. მეხუთე ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში“ , - განაცხადა გამყრალიძემ. ამავე თემაზე: ამირან ამყრელიძე ვაქცინაციის ტემპის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს ამირან გამყრელიძე: სექტემბერში მილიონი აცრის ჩატარებაზე ვოცნებობდით, მაგრამ ეს არ გამოდის ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით მხოლოდ 12 778 ადამიანი აიცრა COVID19: 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 1698 დაინფიცირდა
12 წელს გადაცილებულების ვაქცინაციაზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი დასკვნას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დადებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 12 წელს გადაცეილებულების ვაცინაციასთან დაკავშირებით იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი დასკვნას მომავალ კვირაში გამოიტანს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დასკვნის შემდეგ გადაწყებდა ბავშვების ვაქცინაცის საყოველთაო იქნება, თუ მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებს შესთავაზებენ აცრას. 12 წელს გადაცილებულებში ვაქცინაციის პროცესზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის დასკვნა მომავალ კვირაში უნდა იყოს. ამის მიხედვით გადავწყვეტთ, საყოველთაოდ შევთავაზებთ, თუ ბავშვების გარკვეულ ჯგუფებს“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამავე თემაზე: ცნობილია, როდის წარუდგენს იმუნიზაციის საბჭო მთავრობას მოზარდების ვაქცინაციაზე დასკვნას ამირან გამყრელიძე 12-დან 16 წლამდე მოზარდების აცრაზე: ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში თამარ გაბუნია: 12-16 წლამდე ასაკის, თანმხლები დაავადებების მქონე მოზარდებში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება 12-15 წლის ბავშვების აცრა მშობლებს სურვილის მიხედვით დღესაც შეეძლებათ 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს რა შემთხვევაში აცრიან 12 წელს გადაცილებულ ბავშვებს - განათლების მინისტრის განცხადება საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე გადაწყვეტილებას მომდევნო კვირების განმავლობაში მიიღებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2022 საფინანსო წლის თავდაცვის ბიუჯეტის 777 მილიარდი დოლარით გაზრდას მხარი დაუჭირა. დოკუმენტს მთლიანობაში - 316-მა დეპუტატმა, „დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელთა“ უმეტესობამ დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგი იყო 113 დეპუტატი. კანონპროექტი ტრადიციულად თავდაცვითი ხარჯების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკურ წინადადებასაც მოიცავს, მათ შორის რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას. კერძოდ, მასში შეტანილია შესწორება, რომლის მიხედვითაც, სანქციების შემოღების შესაძლებლობა რუსეთის 35 ბიზნესმენის, მაღალჩინოსნისა და მედია მენეჯერის წინააღმდეგ განიხილება. ასევე წაიკითხეთ: აშშ რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს დოკუმენტი ასევე, ადმინისტრაციას უფლებას უკარგავს, შეაჩეროს იმ კომპანიების მიმართ სანქციები, რომლებიც დაკავშირებული არიან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2თან“. წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული ახალი შესწორებით, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ რუსეთის სუვერენული ვალის შესყიდვა და გაყიდვა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე. არსებული სანქციები რუსეთის ახალი სუვერენული ვალის შესყიდვას კრძალავს, თუმცა ეს არ ეხება მეორად ვაჭრობას. რაც შეეხება ახალ შესწორებას, ის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტს დაემატება და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო მოსკოვის მიმართ გამოყენებული ზომების ნაწილია. ეს კანონი სენატმა უნდა განიხილოს. კანონპროექტის ავტორების თქმით, სუვერენულ ვალზე სანქციამ შესაძლოა, რუსეთის მთავრობას სესხის ფასი 0.5 პროცენტიდან 0.8 პროცენტამდე გაუზარდოს.
ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ცესკოს ცნობით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლები უფლებამოსილი არიან არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე. ამისათვის, არაუგვიანეს 26 სექტემბრისა, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ან დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ნომერზე 2 51 00 51 ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით. "ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე cesko.ge განთავსებული „საარჩევნო რუკის“ საშუალებით შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით. სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 127 საარჩევნო უბნის შესახებ. ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ადაპტირებული საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას", - განაცხადა ნათია იოსელიანმა. ამავე თემაზე: კოვიდინფიცირებულებმა არჩევნებზე ხმის მისაცემად, ცესკოს ზეპირი განცხადებით 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე უნდა მიმართონ ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს
უხვი ნალექის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი ჩაიკეტა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 26-ე, 47-ე 57 -ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები. აღნიშნულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-10 დან 72-ე კილომეტრამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა უსწრაფესად მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.
დმანისში, ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმაში მონაწილე დავით დაუთაშვილს პატიმრობა შეეფარდა
ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დმანისის ინციდენტში მონაწილე დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს 2 ადამიანი დანით დაჭრა. დაკავებულის მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით დაუთაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონა და მას ძალადობის ჩადენისკენ უბიძგეს. ამავე თემაძე: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დმანისში მომხდარზე კომენტარს აკეთებს შსს: დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დააკავებულია ერთი პირი დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა აშშ-ის საელჩო: ვგმობთ ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს დმანისსა და რუსთავში
კარლ ჰარცელი: ვწუხვარ, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა, ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირის ოფისის წინ 23 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. კარლ ჰარცელი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და მხრეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. "გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან. ნება მომეცით გავმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი - ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება. არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა", - აცხადებს ევროკავშირის ელჩი. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ოფისთან იჩხუბეს. ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ინციდენტზე: სრულიად შეგნებულად აღვივებენ პოლარიზაციას დასავლელი პარტნიორების ოფისის წინ ირაკლი ღარიბაშვილი: მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტების სავარაუდო მოსმენებზე განცხადებას ავრცელებს
სულ მცირე, ხუთი ქართველი ჟურნალისტი ადასტურებს, რომ ისინი აღმოჩნდნენ იმ საყოველთაო უკანონო მოსმენების სამიზნეებს შორის, რომელიც, გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელდა, - ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" (RSF) განცხადებაში. ორგანიზაციის განცხადებით, ჟურნალისტების თვალთვალის გამოძიება გამჭვირვალედ უნდა იყოს და სწრაფი შედეგებით უნდა დასრულდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ათასობით ფაილი, რომელიც შეიცავს ამ მასობრივი მოსმენების სავარაუდო ჩანაწერებს, 12 სექტემბრის ღამეს გაავრცელა იმ ადამიანმა, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SSG) ყოფილი თანამშრომელი. ფარული მოსმენების სამიზნეს წარმოადგენდნენ, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, ისე უცხოელი დიპლომატები, აქტივისტები და ჟურნალისტები. "ეს სათვალთვალო ჩანაწერები, თუ მათი ნამდვილობა დადასტურდება, უკიდურესად შემაშფოთებელია მათი მასშტაბის გამო, ასევე უკანონო და მიუღებელია", - განაცხადა ჟანა კაველემ, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა. "ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უპრეცედენტო თვალთვალი და უზრუნველყოს, რომ პროკურატურის მიერ 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება იყოს სრულიად გამჭვირვალე და დამოუკიდებელი", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, უკანონო თვალთვალის წინა შემთხვევების გამოძიება საქართველოში უშედეგოდ დასრულდა. "ჩვენ ამჯერად სწრაფი რეაგირებისა და შედეგების იმედი გვაქვს", - ნათქვამია RSF-ის განცხადებაში. RSF-ის 2021 წლის "პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში" საქართველო 180 ქვეყნიდან მე - 60 ადგილზეა.
ნორვეგია კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას აუქმებს
შაბათს, ნორვეგიის მთავრობის გადაწყეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გაუქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორ Reuters-ი წერს, სკანდინავიური ერი უერთდება მცირე, მაგრამ მზარდ ქვეყნებს, მათ შორის დანიასა და ბრიტანეთს, რომლებმაც გააუქმეს ყველა შიდა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული. "561 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ შემოვიღეთ ყველაზე მკაცრი ზომები... ახლა დადგა დრო, დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას" - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, შეზღუდვები გაუქმდება ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (GMT 1400). შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვა აღარ იქნება საჭირო, ღამის კლუბები გაიხსნება, რესტორნები მუშაობას დაუბრუნდებიან. შესძლებელი იქნება კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება. როგორც ცნობილია, შეზღუდვების გაუქმება - ეს ნაბიჯი არის ოთხი ეტაპისგან შემდგარი გეგმის ნაწილი, რომელიც 2020 წელს, პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს. ბოლო ნაბიჯი ინფიცირების მაჩვენებლის გამო რამდენჯერმე გადაიდო. "მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვეულებრივად", - თქვა სოლბერგმა. ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მოსახლეობის 76%-ს აქვს მიღებული, 67% კი სრულად არის აცრილი. "მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, პანდემია არ დასრულებულა. ხალხი კვლავ დაინფიცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიკეთოს ვაქცინა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 25, 26 და 27 სექტემბერს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში საქალაქთაშორისო და რეგიონთაშორისო მგზავრობისას მოქალაქეებს კოვიდპასპორტის წარდგენა მოუწევთ
1 ოქტომბრიდან, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში საქალაქთაშორისო და რეგიონთაშორისო მგზავრობისას მოქალაქეებს კოვიდპასპორტის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობლია, აღნიშნული წესი არ გავრცელდება ბაქოსა და სუმგაითს შორის, ასევე აბშერონის რაიონის ტერიტორიაზე მგზავრობისას. ახალი კანონის მიხედვით, ქალაქებსა და რეგიონებს შორის სარკინიგზო და საავტომობილო გზით (ტაქსების გამოკლებით) რეგულარული მგზავრობისას,18 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა 1 ოქტომბრიდან უნდა წარადგინონ ვაქცინის ერთი დოზით აცრის სერტიფიკატი, ხოლო პირველი ნოემბრიდან ორი დოზით აცრის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების სერტიფიკატი.