ძებნის რეზულტატი:
კანარის კუნძულების ადგილობრივმა ავიაკომპანიებმა ლა პალმაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, ფრენები გააუქმეს
კანარის კუნძულებს ადგილობრივმა ავიაკომპანიებმა კუნძულ ლა პალმაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, ფრენები გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას Usnews-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, კანარის კუნძულების ადგილობრივმა გადამზიდავმა Binter-მა პარასკევს განაცხადა, რომ მან გააუქმა ყველა ფრენა ლა პალმაში, ასევე დღის ერთადერთი რეისი გააუქმა ესპანურმა ავიაკომპანიამ Iberia-მ, რეისების შესრულება შეაჩერა ადგიობრივმა ავიაკომოპანია Canaryfly-მ. როგორც კომპანია Binter-ში აცხადებენ, მათ არ აქვს ინფორმაცია, როდის აღდგება რეისების შესრულება. ცნობისთვის, კანარის კუნძულებზე, კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც ხელისუფლებამ ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. განადგურდა რამდენიმე სახლი. ბოლო მონაცემებით, საჭირო გახდა 5000-მდე ადამიანი ევაკუაცია. კუნძულზე 80 000-მდე მოსახლე ცხოვრობს. როგორც ცნობილია, კუმბრე ვიეხას ვულკანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია კანარის კუნძულებზე და მისი ამოფრქვევა ბოლოს 1971 წელს მოხდა.
ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 21 ინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 100-ზე მეტი ინფიცრებული ბავშვი მკურნალობს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 21 ინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. „კლინიკაშია ასზე მეტი პაციენტი. მათგან 21 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია. სამი მათგანი სუნთქვით აპარატზე იმყოფება. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა მათი მოხსნა სუნთქვის აპრატიდან. ბავშვები, რომლებიც არიან ჩვილები და წლამდე ასაკის, კორონავირუსით, ძირითადად, ოჯახური კონტაქტებით ინფიცირდებიან. ამიტომ ძალიან მნიშივნელოვანია, ოჯახის ყველა წევრი იყოს ვაქცინირებული“, -განაცხადა მაია ჩხაიძემ. ამავე თემაზე: COVID19: 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 1698 დაინფიცირდა
ერდოღანი: ფაშინიანისგან პოზიტიურ გზავნილებს ვიღებთ
აშშ-ში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებას შეეხო. "ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის გარკვეული ვარიანტი, რომელსაც ვუწოდებთ ექვსთა პლატფორმას. შესაძლოა, ხუთიც იყოს. ამჟამად, ვიღებთ დადებით შეტყობინებებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისგან ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ჩვენ ვგეგმავთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას “, - განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განიხილება. „ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით პოზიტიური განვითარება დავინახოთ. ეს შედის იმ საკითხების დღის წესრიგში, რომელსაც სექტემბრის ბოლოს განვიხილავ ბატონ ვლადიმერ პუტინთან. ამრიგად, ეს იქნება ძლიერი ბიძგი თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის “, - განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: საქართველო მზადაა, რეგიონში სამშვიდობო ფუნქცია შეასრულოს
ბინ ლადენის შვილმა მხატვრობა აირჩია და ლუვრში გამოფენაზე ოცნებობს
ბინ ლადენის შვილმა, ომარ ბინ ლადენმა მხატვრობა აირჩია და ლუვრში გამოფენაზე ოცნებობს. ამის შესახებ La Repubblica წერს. როგორც ცნობლია, ის საცხოვრებლად გადავიდა იმპრესიონისტი მხატვრების მიწაზე, ნორმანდიის პატარა ქალაქში და ოცნებობს, გახდეს ისეთივე ცნობილი, როგორც მონე ან რენუარი. "ერთ დღესაც ნახატებს ლუვრში გამოვფენ", - სიამაყით ამობს ომარ ბინ ლადენი. ომარ ბინ ლადენი თავის ნახატებს ხელს აწერს მხოლოდ თავისი ინიციალებით "Obl". La Repubblica ინიციალების მითითების სავარაუდო მიზეზად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო გვარის არაღიარებას ასახელებს.
ილია ჭავჭავაძის ახლად რეაბილიტირებული ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა
თბილისის მერიის ცნობით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაიწყო. სამი წლის განმავლობაში ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები. მათ შორის: ისტორიული შენობის კონსტრუქციული გამაგრება, ფასადის დეკორატიული დეტალების რესტავრაცია, შენობის ავთენტური ინტერიერის აღდგენა, შიდა ეზოს კეთილმოწყობა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელის გამართვა, თანამედროვე საგამოფენო სივრცეების მოწყობა და მემორიალური დარბაზების რესტავრირება. საგამოფენო და მემორიალური სივრცეები სამუზეუმო საფონდო მასალებითა და ეპოქალური ნივთებით მოეწყო ეპოქის გათვალისწინებით და ეპისტოლარული მემკვიდრეობით გადმოცემული აღწერილობით. რესტავრირებულია ილია ჭავჭავაძის მემორიალური სასადილო, საძინებელი და სამუშაო ოთახები, სადაც აღდგენილია ავთენტური კედლები და ჭერი. მუზეუმში, გარდა მემორიალური და საგამოფენო სივრცეებისა, მოწყობილია სამკითხველო. ასევე, საგანმანათლებლო, სამუშაო და საბიბლიოთეკო სივრცეები. მუზეუმი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან – ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისში, ჯავახიშვილის N7-ში თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში 1888-1901 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ ფარულ ჩანაწერებში არსებული რამენიმე ეპიზოდი მასაც უკავშირდება
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ ფარულ ჩანაწერებში არსებული რამენიმე ეპიზოდი მასაც უკავშირდება. ამის შესახენ მან "იმედის" ერთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში სამი თუ ოთხი ეპიზოდი მასაც უკავშირდება. "ის ფაქტები ბუნებაში არსებობდა. 3 წლისთავზე გამიჭირდება იმის თქმა, ეს სატელეფონო საუბარი იყო თუ სხვა ფორმატის, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოვლენები არსებობდა. საერთოდ არ ვიცი, რა წყაროთი შეიძლება ეს ინფორმაცია მოპოვებული იყოს, მაგრამ ეს ფაქტები მე მახსოვს. ერთი საინტერესო დეტალიც არის, რომ იყო ჩემთან დაკავშირებული ეპიზოდები, მაგრამ გახარიასთან დაკავშირებით არც ერთი ასეთი ფურცელი არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. ანონიმურად გაგზავნილი ფაილებში ინახება ასევე საქაღალდები: კლინიკები, რესტორნები სასტუმროები, კაფე-ბარები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ამ სფეროს წარმომოადგენელთა მიყურადება თვალთვალიც ხდებოდა. ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს. ამავე თემაზე: კარლ ჰარცელი ჩანაწერებზე: არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენ წინააღმდეგ
ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა
"არ ვაპირებთ ქედის მოხრას, არ ვაპირებთ უკან დახევას. ვაპირებთ გამარჯვებას 2 ოქტომბერს ქართველი ხალხის სახელით", - ამის შესახენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და თბილისი მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გამართულ ბირიფინგზე განაცხადა. ნიკა მელიას განცხადებით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე „ქართული ოცნება“ უფრო ისტერიული ხდება, თუმცა შიში მათ პოლიტიკური მარცხისგან ვერ იხსნის. "ვერასოდეს შევეგუები, ვერც ბატონ კობახიძეს, ვერც ბატონ ივანიშვილს, ვერც ღარიბაშვილს რაც არ უნდა ზონდერები, რაც არ უნდა კრიმინალები, რაც არ უნდა დაშანტაჟებული ადამიანები ჰყავდეთ ამ ქვეყანაში, ვერასოდეს შევეგუები იმ სიტუაციას, რომელსაც გავყავართ დასავლური სივრციდან... პატივია ჩემთვის ვიყო იმ ბრძოლის ავანგარდში, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგე არის არა პოლიტიკოსი, არა პოლიტიკური პარტია, არამედ არიან მოძალადეები, რომლებიც გამოიყენებენ ყველაზე შემზარავად ამორალურ სახეობას დანაშაულისას და ეს არის შანტაჟი და ფარული მიყურადება. არ ვაპირებთ ქედის მოხრას, არ ვაპირებთ უკან დახევას. ვაპირებთ გამარჯვებას 2 ოქტომბერს ქართველი ხალხის სახელით და 2 ოქტომბრის შემდეგ ამ ქვეყანაში შესაძლებელი გახდება ნორმალური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა. ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ საარჩევნო ოლქს გამოვიტანთ ხელუხლებელს და საქართველო და ქართველი ადამიანი იზეიმებს გამარჯვებას მოძალადეებზე. 2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია, ჩვენ ყველანი ვწერთ ყველანი ისტორიას 2 ოქტომბერს. ვერც ერთი მოძალადე, ვერც ერთი კრიმინალი, ვერც ერთი პროვოკატორი ჩვენ ვერ გადაგვახვევინებს მართალი და ჭეშმარიტი გზიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ. ამავე თემაზე: ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
„ვუბრუნდები ჩემს პირველ სიყვარულს“ - სერგი კაპანაძე პოლიტიკიდან წავიდა
პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი სეგი კაპანაძე პოლიტიკიდან წავიდა და საქართველოს რეფორმების ასოციაციის გუნდს დაუბრუნდა. ამის შესახებ სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. "ძვირფასო მეგობრებო, პოლიტიკაში გატარებული 5 და პარლამენტში გატარებული 4 ძალიან სასარგებლო და საინტერესო წლის შემდეგ, ხვალიდან ახალ/ძველ ამპლუაში გავაგრძელებ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ვუბრუნდები ჩემს პირველ სიყვარულს - GRASS-ს, სადაც ბევრ არანაკლებ საინტერესო და სასარგებლო, მათ შორის, საერთაშორისო პროექტში ვიქნები ჩართული", - წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.
ანდრია ჯაღმაიძე: რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, მერე არავის გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე
"ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს წინასაარჩევნოდ, ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს დაუღეჭოს და უთხრას ყველაფერი, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ?", - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადება. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სავარაუდოდ სუს-იდან გაჟონილი ფაილების შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. როგორც ჯაღმაიძემ აცხადებს, ტელევიზიები დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა სასულიერო პირის შესახებ. . "ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ, რომელიც მუდმივად ტრიალებს ეკლესიის ირგვლივ, ერევა ეკლესია პოლიტიკაში, არჩევნებში თუ არა. ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივად ხდება ხოლმე ეკლესიის მიმართ გამოხატული პოზიციით თავისივე ამომრჩევლებისაკენ მათთვის საზიანო მესიჯის გაგზავნა. დიდი ხანია ეკლესიას ამ კუთხით უტრიალებენ და ცდილობენ რომ ერთ მხარეს ჩამოაშორონ მეორეს… მაშინ როდესაც ეკლესია მუდმივად გაერთიანებისაკენ ზრუნაავს, თუმცა თუკი ასეთი მონდომებით იქნებიან განწყობილი, ასეთი ლანძღვა და ცილისწამება იქნება, ხომ შეიძლება შეკითხვა დავსვათ, მართლა გინდათ, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ და ამ კუთხით ჩვენს მრევლს დაველაპარაკოთ: ვინ რა პოზიციას იჩენს ეკლესიის მიმართ, რა ცილისწამებით გამოირჩევა, რომელი ტელევიზია თუ პოლიტიკური დაჯგუფება? ამის მიხედვით მოვუწოდთ მრევლს, რომ იმსჯელონ? თუ ეს დღის წერსიგში დგას მათთან ჩვენს ამის გაკეთება შეგვიძლია და იქნებ ამაზე იფიქრონ", - განაცხადა ჯაღმაიძემ. დეკანოზის განცხადებით, გარკვეული ძალები ეკლესიის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ცდილობენ. "ტელევიზიები არიან მონოდმებული, რომ პოლიტიკაში ჩართონ ეკლესია. ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს, წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას ყველაფერი, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია ამის მერე არავის აღარ უკვირდეს თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს არჩევნებზე", - განაცხადა ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, თუ ამ მასალებიდან გამომდინარე რომელიმე სასულიერო პირის მიმართ რაიმე სახის ზნეობრევი საკითხი გამომჟღავნდება, ამას საპატრიარქოს შესაბამისი სამსახური ყურადღებას მიაქცევს.
პრემიერი გაეროში გამოსვლისას: ყველას მოგმართავთ თხოვნით, დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების ოკუპაცია
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. „როგორც განვმარტე, საქართველო აღმასვლას აგრძელებს. ვძლევთ ახალ კორონავირუსს და გრძელვადიანი გეგმის შესრულებას შევუდგებით დემოკრატიის, ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად. თუმცა, დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია. რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველ დღე ექცევა გამოწვევების ქვეშ. ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო თანამეგობრობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევებზე რეაგირების მიმართულებით, ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა. „წელს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაცია იქნა მიჩნეული საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპანტად და რეალური კონტროლის მქონედ. სწორედ მას დაეკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. დღეს აქედან მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას - ერთობლივად ვიმოქმედოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევებზე რეაგირებით; ერთობლივი ძალისხმევით შეეწყოს ხელი ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ქართული მიწა ყოველ დღე ექცევა მცოცავი ანექსიისა და ე.წ. ბორდერიზაციის ქვეშ. ეს გულისხმობს ადამიანთა გატაცებებს, უკანონო დაკავებებს, მიმოსვლის თავისუფლების უკანონო შეზღუდვებს და მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევას – განსაკუთრებით გალის რაიონში. პანდემიის პერიოდში, ამან პრინციპში შეუძლებელი გახადა სამედიცინო დახმარების მიზნით ადამიანთა ევაკუაცია. ყველა ეს ქმედება უმძიმეს ტვირთად აწევს მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ყოველივე ამის მიზეზი კარგად უნდა გვესმოდეს: წინასწარ დაგეგმილი ეთნიკური წმენდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გამოსადევნად. ამას ბოლო უნდა მოეღოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განიხილება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები
ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განიხილება მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები. „გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ბევრად იზრდება. საჭადრაკო დაფაზე დინამიური ასპარეზობის მოწინავე ხაზზეა შავი ზღვა. ეს არის კონფლიქტების მართვის მიკრო სამყარო: თუ მშვიდობა და სტაბილურობა აქ შენარჩუნდება, სხვაგანაც გახდება შესაძლებელი იგივე შედეგის მიღწევა. ამიტომ, ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად. ეს ფორმატი დიალოგსა და რწმენის შექმნას დაეხმარება და საერთო ინტერესების მქონე რეგიონალურ საკითხებზე პრაქტიკულ გადაწყვეტას მოახდენს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მდგრადი მშვიდობა და საერთო სტრატეგიული პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში სარგებელს მოუტანს მთელი შავი ზღვის რეგიონს და სტაბილურობას უზრუნველყოფს ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც. „მოდით, პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ ნდობის შენება და შემდეგ გადავიდეთ სხვა რეგიონალური და გლობალური საკითხების გადაჭრაზე. მდგრადი მშვიდობა და საერთო სტრატეგიული პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში სარგებელს მოუტანს მთელი შავი ზღვის რეგიონს და სტაბილურობას უზრუნველყოფს ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც. მეგობრებო, ჩემი გამოსვლა მინდა დავასრულო რითიც დავიწყე: აქ კოლექტიური საქმის კეთების სულისკვეთებით შევიკრიბეთ. ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის იქნება, თუ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განვითარების დასაფინანსებლად ან მშვიდობის შესანარჩუნებლად, კოლექტიური ქმედების საჭიროების ნიშნად, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ერთად ვიცხოვროთ. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მუშაობით წარმატებული ვიქნებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო განაგრძობს ჩვენი ეკონომიკური, ფინანსური და საკანონმდებლო რეფორმების აღიარებას
მსოფლიო განაგრძობს ჩვენი ეკონომიკური, ფინანსური და საკანონმდებლო რეფორმების აღიარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი რეიტინგები ცხადყოფს, რომ საქართველომ თვალსაჩინო წინსვლა იქონია იმისთვის, რომ რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ჩამოყალიბებულიყო და ძლიერი ეკონომიკური განვითარება ჰქონოდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი წინსვლა აქვს ანტიკორუფციული ზომების განხორციელების, პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით „მსოფლიო განაგრძობს ჩვენი ეკონომიკური, ფინანსური და საკანონმდებლო რეფორმების აღიარებას. რამდენიმე მნიშვნელოვანი რეიტინგი ცხადყოფს, რომ საქართველომ თვალსაჩინო წინსვლა იქონია რეგიონში ერთერთ წამყვან ქვეყნად რომ ჩამოყალიბებულიყო და ძლიერი ეკონომიკური განვითარება რომ ჰქონოდა. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილს იკავებს 190 ქვეყანას შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით; ეკონომიკური თავისუფლების საზომით, „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსში საქართველოს მე-12 ადგილი უკავია 184 ქვეყანას შორის; „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის თანახმად, საქართველო მე-5 ადგილზეა 165 ქვეყანას შორის. აქ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3 საფეხურით დავწინაურდით. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დიდი წინსვლა გვაქვს ანტიკორუფციული ზომების განხორციელების, პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. „ეს იმას ნიშნავს, რომ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიისა და ეკონომიკის ყველა ასპექტის რეფორმირებასა და მოდერნიზებას უმაღლესი გლობალური სტანდარტების მიღწევამდე. ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია და მას ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად უჭერს მხარს. ეს ჩვენი ბედია. ჩვენი ისტორიული გადაწყვეტილებაა გავერთიანდეთ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში და ეს ძირეული პრინციპი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას. განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაწინაურების მიმართულებით. ეს ფუძემდებლური ფასეულობები საერთო გვაქვს ევროპულ ინსტიტუტებთან. ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა გვაქვს მომზადებული, რომელშიც მრავლად არის ისეთი ინიციატივები და რეფორმები, რომლებიც 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენას უზრუნველყოფს. ამისათვის, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს მთელი ამ წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ, ანუ მესამე დოზითაც აიცრება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯო ბაიდენს ვაქცინის გაკეთების თარიღი არ დაუკონკრეტებია. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა, ასევე, განაცხადა, რომ კოვიდვაქცინის მესამე დოზები ისევე უფასო იქნება, როგორც ეს პირველ ორ დოზაზე ხდებოდა. ვაქცინის გამაძიერებელი დოზები ხელმისაწვდომი იქნება 65 წელს გადაცილებულებისთვის, მძიმე ავადმყოფებისა და რისკ-ჯგუფებისთვის, ასევე იმ სფეროში დასაქმებულთათვის, ვინც რისკის ქვეშ მუშაობს და Pfizer-ით აცრილი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ვაქცინა 6 თვის წინ გაიკეთეს. შეგახსენებთ, რომ FDA-მ Pfizer-ს მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენების ნებართვა 23 სექტემბერს მისცა.
მალალა იუსაფზაი მსოფლიოს სთხოვს, დაიცვას ავღანელი გოგოების განათლების უფლება
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსუფზაი, მსოფლიოს მოუწოდებს, რომ ავღანეთში ქალთა უფლებების დაცვის საკითხზე კომპრომისზე არ წავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ”ჩვენ არ შეგვიძლია კომპრომისზე წასვიდეთ ქალთა უფლებების დაცვისა და ადამიანის ღირსების დაცვის საკითხებში”, - განაცხადა იუსაფზაიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავღანეთში გოგონების განათლების შესახებ პანელზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთში ქალთა უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს. „ახლა დროა, ეს ვალდებულება შევასრულოთ და ავღანელი ქალების უფლებების დაცვა უზრუნველვყოთ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი უფლება, განათლების უფლებაა“, - აღნიშნა მალამა.
საქართველოში კორონავირუსი 1 597 ადამიანს დაუდასტურდა, 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 597 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი, 39 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 605 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 573 542, გარდაიცვალა 8 787 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 331 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 189 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.62% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.17%. ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან 497 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 84, იმერეთი - 278, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 119, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 153, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 005, საიდანაც: • 4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 711, აჭარაში - 494, იმერეთში - 948. • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 408, აჭარაში - 125, იმერეთში - 298. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 34, იმერეთში - 32. • 906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 453 - თბილისში, 260 - აჭარაში. • 17 443 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9. • სულ 6 ოქტომბრიდან - 24 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 166 პირი. • ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 773 ადამიანი.
ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მე-9 ადგილზეა და სტატუსი აქვს „ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით“
„საქართველო დღეს აღიარებულია ქვეყნად თავისუფალი ინტერნეტ სივრცით. ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებები მიმართულია იქითკენ, რომ გავხდეთ რეგიონული ციფრული ჰაბი, რაც ქვეყანას მისცემს დამატებით შემოსავლებს, ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მიღწევები. „ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რაც 2018 წელს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ქვეყნის კონსტიტუციაში აისახა. ჩვენ ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის წვდომა საგანათლებლო რესურსებთან, კავშირების დამყარება ბიზნეს პარტნიორებთან, საკუთარი პროდუქციისთვის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და ა.შ.“, - აცხადებს ნათია თურნავა. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობაზე ქვეყანაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოყო საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმება. ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის დასაწყისში ამერიკულ მხარესთან ხელმოწერილი მემორანდუმით საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. გარდა ამისა, იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველო მთავრობის მიერ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 5 წლიანი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას, რომლის მიზანია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონში საქართველოს ციფრული და საინფორმაციო ჰაბად გარდაქმნა, კონკურენციის სტიმულირება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ციფრული უნარების განვითარება და სხვა. „ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას. ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი. ამისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან, აგრეთვე კერძო სექტორთან. ჩვენ კარგად გვესმის ინტერნეტთან წვდომის მნიშვნელობა ციფრულ ეპოქაში, ამდენად, ამ მხრივ, ვახორციელებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. საქართველოს აქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ უახლოეს პერიოდში გახდეს ინტერნეტ ჰაბი და საკუთარ ბაზარზე შეძლოს მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური ბიზნესების მობილიზება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელებით უნდა დაიფაროს საქართველოს ტერიტორიის 99 პროცენტი, ხოლო 5G სერვისების პილოტირება უნდა მოხდეს მინიმუმ სამ მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნაზე, რომელიც უნდა უზრუნველყოფს საბითუმო ინტერნეტ მომსახურებების მიწოდებას ტელეკომ ოპერატორებისთვის.
აშშ გმობს „თალიბანის“ წარმომადგენლის განცხადებას, სიკვდილით დასჯისა და ხელის ამპუტაციის წესის აღდგენასთან დაკავშირებით
ვაშინგტონი მკაცრად გმობს „თალიბანის“ წარმომადგენლის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ავღანეთში სიკვდილით დასჯისა და ხელის ამპუტაციის წესი აღდგება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისიმ განაცხადა. როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, „თალიბანის“ მთავრობის პოტენციური აღიარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რომ ამგვარი ბოროტმოქმედების ჩამდენებმა პასუხი აგონ. ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ვუსმენთ არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ იმას, თუ როგორ მოქმედებენ „თალიბები““, - განაცხადა აშშ-ის ნედ პრაისმა. ცნობისთვის, „თალიბანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მოლა ნურუდინ ყურაბიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „თალიბანი“ აპირებს, დამნაშავეების დასასჯელად დააბრუნოს სიკვდილით დასჯა და ხელის ამპუტაცია, რაც, შესაძლოა, საჯაროდ არ მოხდეს. მისი თქმით, „ამპუტაცია მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის“.
საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია
თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს. უწყების ცნობით, მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები გამოყოფილია საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქტიურად მიმდინარეობს როგორც საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია.
ირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ შეიძლება, გაიგოს როგორც „მწვანე შუქი“ შემდგომი პროვოკაციებისთვის
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ოფისთან მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი. მისი თქით, ასეთი განცხადება შეიძლება გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი“ ნიკანორ მელიასთვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები მოაწყოს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფისსაც, იმიტომ რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. „ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს გაკეთდა გარკვეული განცხადება და სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება, გახდეს ერთგვარი მწვანე შუქი ნიკა მელიასთვის, რათა მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ეს არის ძალიან ცუდი. ბუნებრივია, საჭიროა მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება, გაიგოს, როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის. ნიკა მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, რადგან ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. ასეთ რაღაცას როდესაც აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს საჭიროებს მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ოფისთან იჩხუბეს. ამავე თემაზე: კარლ ჰარცელი: ვწუხვარ, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა, ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ინციდენტზე: სრულიად შეგნებულად აღვივებენ პოლარიზაციას დასავლელი პარტნიორების ოფისის წინ ირაკლი ღარიბაშვილი: მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა