ძებნის რეზულტატი:

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის განცხადება სიცრუეა

ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს სიცრეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცედლობას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნიბით, მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. "მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ შეხვდა ადვოკატებს.მათ შორის, შეხვედრა ერთ-ერთ ადავოკატთან დღესაც შედგა. რაც შეეხება შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის გნახლებას, აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის ტქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას. ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა. აქვე განვმარტავთ, რომ დოკუმენტაციის გაცვლის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, „პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 05 მარტის №4109 ბრძანების შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან ოჯახის წევრის თუ სხვა ნებისმიერი პირის შეხვედრა შუშის დამცავი ბარიერის მეშვეობით ხორციელდება, რათა დაცული იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა და არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის გავრცელება. "აღსანიშნავია, რომ ადვოკატისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან პირისპირ შეხვედრის მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობასი ჩატარებული PC ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ, რაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის არცერთი ადვოკატის მიერ არ მომხდარა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლა არა ქართულ, არამედ რუსულ ციხეში იმყოფება, ხოლო პერსონალს აიძულებენ, რომ მას რუსებივით მოექცნენ. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მას ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება აღარ აძლევენ.

ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზის დაძლევაში €60 მილიონით დაეხმარება

ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზის დაძლევაში დაეხმარება და ამ მიზნით 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. „კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოლდოვას მიმართ. ხვალინდელი ასოცირების საბჭო კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ევროკომისია გამოყოფს 60 მილიონ ევროს, რათა დაეხმაროს მოლდოვას მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის მართვაში“, - აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის Twitter პოსტში. ცნობისთვის, მოლდოვამ პოლონეთიდან ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით, 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტენდერით შეისყიდა. მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო და რუსულ „გაზპრომთან“ ახალი ენერგეტიკული გარიგების არარსებობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერი აცხადებდა, რომ მოლდოვა ცდილობს, დეფიციტის შესავსებად გაზი შეიძინოს რუმინეთიდან და უკრაინიდან, ვიდრე შეძლებენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მისაღებ ფასზე. „ჩვენ გვსურს, ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას მოლდოვის მოსახლეობისთვის კარგი პირობებით“, - განაცხადა სპინუმ. კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა.

ვლადიმერ პუტინმა "გაზპრომს" ევროპის გაზის საცავების შევსება დაავალა - მოგვარდება თუ არა ევროპაში ხელოვნურად შექმნილი ენერგოკრიზისი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "გაზპრომს" დაავალა ევროპაში რუსეთის მიწისქვეშა საცავების გაზით შევსება 8 ნოემბრიდან დაიწყოს. პუტინის განმკარგულებით, „გაზპრომმა“ უნდა დაიწყოს გეგმური მუშაობა ევროპულ საცავებში გაზის მოცულობის გასაზრდელად, კერძოდ, ავსტრიასა და გერმანიაში. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მათთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ სფეროში ევროპასთან მდგრადი და საიმედო თანამშრომლობა ამის შესახებ პუტინმა რუსული „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან, ალექსეი მილერთან გამართულ თათბირზე განაცხადა. „გთხოვთ, მას შემდეგ, რაც დაასრულებთ რუსეთში მიწისქვეშა საცავების გაზით შევსებას, გაზის მოცულობის გაზრდის მიზნით, რვა ნოემბრისთვის ან რვა ნოემბრიდან დაიწყოთ შეუფერხებელი და გეგმური სამუშაოები ევროპაში თქვენს მიწისქვეშა საცავებში – ავსტრიასა და გერმანიაში. ეს მოგვცემს კონტრაქტით გათვალისწინებული თქვენი ვალდებულებების საიმედოდ, სტაბილურად, რითმულად შესრულების, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ევროპელი პარტნიორების გაზით მომარაგების შესაძლებლობას. ამას გარდა, უდავოდ, შექმნის ზოგადად უფრო ხელსაყრელ სიტუაციას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ცივი ზამთრის მოლოდინში ევროპაში გაზის მიწოდებაზე მოთხოვნის გაზრდამ, "გაზპრომისგან" კი გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდების პროცესის შეფერხებამ, ევროპაში გაზზე ფასების ზრდა გამოიწია. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაშიც დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. როგორც ბორელი განმარტავს, რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. "ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს“, - აცხადებს ბორელი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე კვირის წინ უარყო ევროკავშირის ლიდერების ბრალდება, რომ კრემლი თავის ენერგობერკეტებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას. რუსეთმა ენერგოკრიზისი შექმნა მოლდოვაშიც. რის გამოც მოლდოვა იძულებული გახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა. 27 ოქტომბერს Financial Times-მა გამოაქვეყნა სატია და სადაც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს რომ „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა. Financial Times-ის ცნობით, ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოსაგვარებლად კრემლი მოლდოვასგან ითხოვს, უარი თქვას ევროკაშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებაზე და მის ნაცვლად ხელი მოაწეროს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ, გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ბუნებრივი აირის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი "გაზპრომს" იყენებს, როგორც მოლდოვის ერთადერთი მიმწოდებლის პოზიციას, რათა ზეწოლა მოახდინოს კიშინიოვის მთავრობაზე, რომელმაც პირობა დადო, რომ მოსკოვის ორბიტიდან დასავლეთისკენ გადაინაცვლებს. „გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ამ დროისათვის "გაზპრომის" მიმართ მოლდოვის ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს. ამასთან კუპრიანოვმა აღნიშნა, რომ „თუ გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და შესაბამისად, ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას. მას შემდეგ, რაც ევროპულ ბაზარზე გაზის კრიზისი დაიწყო, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, ევროპელი ლიდერები ევროპის ელექტრომომარაგების ალტერნატიული გზების დაჩქარებაზე ალაპარაკდნენ. „გაზპრომი“ მოლდოვას ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობს ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს

საქართველოში NATO-ს სტანდარტის ავტომატური შაშხანის, G-4-ის წარმოება იწყება

საქართველოში NATO-ს სტანდარტის ავტომატური შაშხანის, G-4-ის წარმოება იწყება. საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, "დელტას" ბაზაზე ქართულ-ებრაული საწარმო "დელტა სი-ეი-ეი" უკვე გაიხსნა, რომელიც ადგილზე NATO-ს ​ სტანდარტის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს აწარმოებს. ქართულ-ებრაული საწარმოს გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრნენ. "ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე, ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე დავიწყეთ, ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვულოცავ „დელტას“ და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ავტომატის ყველა დეტალი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ყველაფერი იქნება ადგილზე წარმოებული. ჩვენ დავატრენინგეთ ჩვენი პერსონალი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვულოცავ ყველას ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას“,- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდერს ფოგ რასმუსენი: ქვეყნის მომავლისთვის მთავრობამ პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება უნდა შეძლოს

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას ზიანს აყენებს. რასმუსენის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში შიდა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დაასტაბილუროს. „საქართველოს შემთხვევაში ადგილობრივი, საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკა იმდენადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. ამასთან, ნამდვილ დემოკრატიაში ყველამ უნდა სცეს პატივი ძალების განაწილებას მთავრობას, პარლამენტს და სასამართლო სისტემას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ეჭვები მუდამ იარსებებს“, - განაცხადა NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მყარი გარანტია იქნება. მისივე თქმით, არსებული სიტუაცია საქართველოს NATO-სთან, სავარაუდოდ, აშორებს. „მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება, NATO-ს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შეუძლია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო NATO-ში. ჩემი რჩევა, ცხადია ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს“, - განაცხადა რასმუსენმა ამერიკის ხმასთან.

მედია: ინდოეთმა ბალისტიკური რაკეტა Agni-V გამოსცადა

"ინდოეთმა „ხმელეთი-ხმელეთი“ კლასის ბალისტიკური რაკეტა Agni-V გამოსცადა", - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს რაკეტის პირველი ოპერატიული გამოცდაა. „Agni-V-ს წარმატებული გამოცდა შეესაბამება ინდოეთის გაცხადებულ პოლიტიკას ბირთვული შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც პირველ რიგში, ეფუძნება ვალდებულებას, რომ არ იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი“, - ვკითხულობთ ინდოეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

გარკვეული დაჯგუფება შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით, კომპანიებს თანხებს სძალავდნენ

"გარკვეული ადამიანების ჯგუფები, შრომის ინსპექციის სახელისა და ლოგოს გამოყენებით, კომპანიებს თანხებს სძალავენ", – ამის შესახებ ინფორმაციას თავად შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მსგავსი ჯგუფების მიმართვის შემთხვევებში სიფრთხილე გამოიჩინონ. უწყება კომპანიებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს: შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული ერთადერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების კონტროლს და უზრუნველყოფს მის ეფექტიან აღსრულებას. „სოციალური ქსელის მეშვეობით ფართოდ გავრცელდა ცნობები, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფი სარგებლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის სახელით, იყენებს სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავს ნიშნებს და მათი უფლებამოსილებების შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანის გზით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ახორციელებს ცალკეული სუბიექტების ინსპექტირებას და დაჯარიმების მუქარით, ახდენს სუბიექტებისაგან თანხების გამოძალვას. შემოსულია რამდენიმე ოფიციალური განაცხადი ანალოგიური ხასიათის ქმედების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირთა მიმართ განხორციელების თაობაზე, რაც შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და მოითხოვს დამატებით სამართლებრივ რეაგირებას. ინსპექტირების პროცესში შრომის ინსპეტორი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა და მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანება ინსპექტირების განხორციელების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირისგან მოითხოვონ ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარდგენა“, – აცხადებენ შრომის ინსპექციაში, რომელიც შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე: არ მივესალმებით არანაირი მიზნით გამართულ დიდ შეკრებებს, სადაც ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია

"არ მივესალმებით არანაირი მიზნით გამართულ დიდ შეკრებებს, რომელიც ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, სანამ საკმარისი რაოდენობის ხალხი არ აიცრება ახალი ტალღები ყოველ ორ თვეში ერთხელ გვექნება. "დღეს ქვეყანაში მე-5 ტალღაა, დღესაც 4 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ერთი კვირაა, ოდნავ კლების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ სერიოზული კლება ჯერ არ არის. ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ამიტომ უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის. ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, თავი ავარიდოთ ყველანაირ შეკრებებს. ასევე, არ მივესალმებით არანაირი მიზნით გამართულ დიდ შეკრებებს, რომელიც ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია. გვექნება ასეთი ტალღები ყოველ ორ თვეში ერთხელ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დაამატა, რომ მომხრეა, აცრებთან დაკავშირებით ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდეს. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის მარათონი წარმატებული გამოდგა და თავის მიზანს ასრულებს. "მარათონის პერიოდში მოსახლეობის დამყოლობა თანდათან გაიზრდება. მარათონს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ადამიანები ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მშობლიურ ენაზე იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მარათონის პერიოდში ჯერ მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ აცრილა, დამატებით 2 500-მდე ადამიანია აცრილი, მარათონი თავის მიზანს მაინც ასრულებს. კარ და კარით სიარულის დროს მოსახლეობის დამყოლობა უფრო იზრდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თავიანთ მშობლიურ ენაზე ეძლევათ მეტი ინფორმაცია და ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე. ეს მარათონი არ არის ერთი ან ორი კვირის პერიოდის, არამედ მთელი წელი ან მეტხანს გაგრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 33 პროცენტი. „ახალქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გვაქვს მოცვის მაჩვენებელი, ამიტომ ვესაუბრეთ ექიმებს. ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს. საქართველოს მოსახლეობის 33 პროცენტი არის აცრილი, უნდა აიცრას სულ მცირე მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, შემდეგ უფრო მეტი, 80 პროცენტამდე, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ახალი წელი იყოს კარგი ყველასთვის. აქ ჩემს კოლეგებთან დისკუსია მქონდა, სამწუხაროდ, ისინი აკეთებენ ბავშვთა აცრებს, მაგრამ არ ცრიან მოზრდილებს კოვიდზე. ისინი რამდენჯერმე გადამზადდნენ, მაგრამ შიში აქვთ და ეს შიშის სინდრომი უნდა მოიხსნას", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ირაკლი ღარიბაშვილი: გუშინ დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა, მთელმა მსოფლიომ ნახა ჩვენი ხალხის ძალა

გუშინ დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხალხის გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს. „გუშინ დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. თქვენ რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. ასე, რომ მოგიწევთ ყველას, რომ დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, აქედან 57-ჯერ ადვოკატებს შეხვდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. უწყება სტატისტიკას აქვეყნებს, თუ რამდენი ვიზიტი განხორციელდა დაკავებულ ექსპრეზიდენტთან. "მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. „მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57-ჯერ შეხვდა ადვოკატებს. რაც შეეხება შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის გნახლებას, აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის ტქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას. ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა. აქვე განვმარტავთ, რომ დოკუმენტაციის გაცვლის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით. ინფორმაციისთვის, „პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 05 მარტის №4109 ბრძანების შესაბამისად ნებისმიერ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან ოჯახის წევრის თუ სხვა ნებისმიერი პირის შეხვედრა შუშის დამცავი ბარიერის მეშვეობით ხორციელდება, რათა დაცული იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა და არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის გავრცელება. აღსანიშნავია, რომ ადვოკატისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან პირისპირ შეხვედრის მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობასი ჩატარებული PC ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ, რაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის არცერთი ადვოკატის მიერ არ მომხდარა', - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კარლ ჰარცელი: საკვანძო საკითხია, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული

"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს", - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. როგორც ევროკავშირის ელჩი განმარტავს, მთავარ საკითხად რჩება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული. „მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება და სწორად მოქმედება არის იმის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით,“- აღნიშნა კარლ ჰარცელმა. პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, აქედან 57-ჯერ ადვოკატებს შეხვდა პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არ იცავენ, სააკაშვილი კი, შეხვედრებისას პირბადის გაკეთებაზე უარს აცხადებს

ჟოზეფ ბორელი: „გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობს

"„გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობს", - ამის შესახებ საგარეო საკითხების და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ბუნებრივი აირი პოლიტიკურ იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული. „ჩვენ ვხედავთ „გაზპრომის“ მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. ბუნებრივი აირი არის პროდუქცია, რომლის ყიდვაც შესაძლებელია, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსასვლელად და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი 60 მილიონი ევროს ღირებულების გრანტის გამოყოფით გადაიდგა.პრობლემა, რომ მხოლოდ 60 მილიონი ევორთი მოგვეგვარებინა, ადვილი იქნებოდა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სხვა გამოსავალი უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. მისივე თქმით, ევროკავშირი ხელს არ შეუშლის მოლდოვას „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების დადებაში და ეს ოფიციალური კიშინიოვის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა. Financial Times-ის ცნობით, ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოსაგვარებლად კრემლი მოლდოვასგან ითხოვს, უარი თქვას ევროკაშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებაზე და მის ნაცვლად ხელი მოაწეროს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ, გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ბუნებრივი აირის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი "გაზპრომს" იყენებს, როგორც მოლდოვის ერთადერთი მიმწოდებლის პოზიციას, რათა ზეწოლა მოახდინოს კიშინიოვის მთავრობაზე, რომელმაც პირობა დადო, რომ მოსკოვის ორბიტიდან დასავლეთისკენ გადაინაცვლებს. კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. კრემლი ხელშეკრულების განახლებას განზრახ აჭიანურებს, რის გამოც, ქვეყანა ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა. გაზის კრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 26 ოქტომბერს კი პოლონოეთთან დრობეითი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, მოლდოვა გაზსს პოლონეთისგან მიიღებს, სანამ "გაზპრომთან" "პოლიტიკურ ვაჭრობას" დაასრულებს. Financial Times-ის ინფორმაციით, "გაზპრომს" ასევე სურდა მოლდოვას ევროკავშირის წესების იმპლემენტაცია გადაედო, რომელიც გაზის ბაზრების ლიბერალიზაციას და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას მოითხოვს. რუსეთსა და მოლდოვას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა რაც მოლდოვის არჩევნებში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე პარტიამ გაიმარჯვა. „გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ამ დროისათვის "გაზპრომის" მიმართ მოლდოვის ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს. ამასთან კუპრიანოვმა აღნიშნა, რომ „თუ გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და შესაბამისად, ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას. კრემლის მაღალჩინოსანმა დიმიტრი კოზაკმა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობებში მოსკოვის წარმომადგენელია, გასულ კვირას მოლდოვის ფიციალურ პირებს შეხვდა. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა რადგან გაზის ფასზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს. ოთხშაბათს სანქტ-პეტერბურგში მოლდოვის ოფიციალური პირები "გაზპრომის" აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდებიან. ევროკავშირის დიპლომატებმა მოუწოდეს მოლდოვას რუსულ კომპანიასთან ხელი არ მოაწეროს ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას. სანაცვლოდ, მოიძიოს მოკლევადიანი გამოსავალი, ზამთრისთვის. ქვეყანამ დრობითი გამოსავალი მართლაც იპოვა და 26 ოქტომბერს პოლონეთთან ხელშეკრულება გააფორმა გაზის მიწოდების თაობაზე. გაზის კრიზისის გამო, პროდასავლურ მთავრობას ქვეყანაში შიდა დაძაბულობის და არეულობის საფრთხეც ემუქრება. აღსანიშნავია რომ ევროპაში, გაზის ფასების მატების გამო, მოსალოდნელ კრიზისზე ევროკავშირის ლიდერებიც საუბრობენ. მას შემდეგ, რაც ევროპულ ბაზარზე გაზის კრიზისი დაიწყო, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, ევროპელი ლიდერები ევროპის ელექტრომომარაგების ალტერნატიული გზების დაჩქარებაზე ალაპარაკდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "გაზპრომს" დაავალა ევროპაში რუსეთის მიწისქვეშა საცავების გაზით შევსება 8 ნოემბრიდან დაიწყოს. პუტინის განმკარგულებით, „გაზპრომმა“ უნდა დაიწყოს გეგმური მუშაობა ევროპულ საცავებში გაზის მოცულობის გასაზრდელად, კერძოდ, ავსტრიასა და გერმანიაში. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მათთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ სფეროში ევროპასთან მდგრადი და საიმედო თანამშრომლობა ამის შესახებ პუტინმა რუსული „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან, ალექსეი მილერთან გამართულ თათბირზე განაცხადა. „გთხოვთ, მას შემდეგ, რაც დაასრულებთ რუსეთში მიწისქვეშა საცავების გაზით შევსებას, გაზის მოცულობის გაზრდის მიზნით, რვა ნოემბრისთვის ან რვა ნოემბრიდან დაიწყოთ შეუფერხებელი და გეგმური სამუშაოები ევროპაში თქვენს მიწისქვეშა საცავებში – ავსტრიასა და გერმანიაში. ეს მოგვცემს კონტრაქტით გათვალისწინებული თქვენი ვალდებულებების საიმედოდ, სტაბილურად, რითმულად შესრულების, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ევროპელი პარტნიორების გაზით მომარაგების შესაძლებლობას. ამას გარდა, უდავოდ, შექმნის ზოგადად უფრო ხელსაყრელ სიტუაციას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად,"- წერია სუს-ის განცხადებაში.

ე.წ. ქოლ ცენტრების მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეზინფორმაციას უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, უსაფრთხოების სამსახურის მიერ, კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას. „გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ. კერძოდ, ე.წ. ქოლ ცენტრების მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ კამპანიის უკან დგანან ის პირები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, რომლებიც თავად არაერთხელ ყოფილან ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის დიდი ოდენობის ფინანსური თანხების მითვისებაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, ამავდროულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია აღნიშნული მიმართულებით ქართველი სამართალდამცავების მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით კი ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება პრევენციული და აღკვეთი ღონისძიებები“, – აცხადებენ სუს-ში.

1-ელი ნოემბრიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, მხოლოდ Covid პასპორტის და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები შეძლებენ

1-ელი ნოემბრიდან უკრაინის დედაქალაქში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მკაცრი შეზღუდვები წესდება. მომდევნო თვიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მხოლოდ Covid პასპორტის, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთის მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ უკრაინული მედიის ცნობით, შეზღუდვების დაწესების შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას არ ვაპირებთ, ის იმუშავებს, თუმცა მგზავრობას შეძლებენ მგზავრები, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის სერტიფიკატები ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი. დოკუმენტების შემოწმება არა ტრანსპორტში ასვლისას, არამედ შერჩევითად სამართალდამცველების ჯგუფების მიერ მოხდება.“, – აღნიშნა კლიჩკომ.

რუსეთი თურქულ კომპანიას მანდარინის იმპორტს შეუზღუდავს

რუსეთი ერთ-ერთი თურქული კომპანიის მანდარინებში პესტიციდების სახიფათო რაოდეონობის აღმოჩენის შესახებ იტყობინება. კერძოდ, როსპოტრებნადზორის ინფორმაციით, ამის გამო იმპორტი აიკრძალა. საუბარია კომპანია Fikret degirmenci-ზე და მის მიმართ ზომა ძალაში შევა 29 ოქტომბრიდან. მომხდარ თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში უპასუხეს და განაცხადეს, რომ ერთი მწარმოებლის პროდუქციის აკრძალვა მთლიანად თურქული მანდარინის იმპორტის აკრძალვას არ ნიშნავს. ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენა. 26 ოქტომბერს უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ თურქული უპილოტო თვითმფრინავები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნიან. სექტემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს ქარხნის აშენებას თვითმფრინავების წარმოებისთვის თურქულ თვითმფრინავების მწარმოებელთან თანამშრომლობით.

IRI თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისა და ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შეფასების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

"თვითმმათველობის არჩევნებში ხმების გადათვლის პროცესი საკამათო იყო და გამოავლინა 33%-იანი დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში. იმის მიუხედავად, რომ ხმები გადანაწილდა ხელახალი დათვლის საფუძველზე, ეს შეცდომები მნიშვნელოვნად არ შეცვლიდა პირველი ტურის საერთო შედეგებს", - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისა და ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შეფასების საბოლოო ანგარიშია ნათქვამი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ანგარიში ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობას, ამავდროულად აღნიშნავს შემაშფოთებელ ტენდენციებს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. IRI​ -ს შეფასებით, სააღცევნო რეფორმებით საარჩევნო ჩარჩო საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა, თუმცა რეფორმები არ აკმაყოფილებდა გარე ჯგუფებისა და სამოქალაქო დამკვირვებლების ყველა რეკომენდაციას. „ბოლო არჩევნების შემდეგ საარჩევნო ჩარჩო საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის ხელშეწყობით აღდგა საზოგადოებრივი ნდობა საარჩევნო მართვის ორგანოების მიმართ. იმის მიუხედავად, რომ სრულყოფილებისგან შორსაა, პროგრესი მიღწეულია“, – აღნიშნა IRI-ს ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სტივენ ნიქსმა. ანგარიშის თანახმად, კამპანიის პერიოდში, IRI-ს გუნდმა აღმოაჩინა ძალადობის, დაშინების, ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ ზეწოლის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების მზარდი შემაშფოთებელი ტენდენციები, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის არსებულ ხაზებს. „არჩევნების დღე საარჩევნო უბნებზე ძირითადად იყო მშვიდი, მთელი რიგი პროცედურული ხარვეზებით, რომელთაგან არც ერთი არ იყო სისტემურად ორკესტრირებული, თუმცა შიდა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს პარტიული წარმომადგენლების გაძლიერებული მობილიზება და ამომრჩევლებისთვის თვალყურის მიდევნების მცდელობები საარჩევნო უბნების გარეთ“,- აღნიშნავენ ორგანიზაციაში. „პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის და დაშინების თანმიმდევრული, ან მზარდი ნიმუში ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ სერიოზული საფრთხეა ნებისმიერი დემოკრატიისთვის. მშვიდობიანი საარჩევნო დღის მიუხედავად, მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი პროცესი ყველა ქართველისთვის. ჩვენი ანგარიში აჩვენებს, რომ აუცილებელია კამპანიის გარემოს გაუმჯობესება“, – აღნიშნა ნიქსმა.

კარლ ჰარცელი: დღეს მივიღე ევროპარლამენტიდან ახალი დელეგაცია, რომელიც არჩევნების პროცესს დააკვირდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპარლამენტიდან ახალი დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა. მედიამ ელჩს არჩევნების მეორე ტურზე დაუსვა შეკითხვა. „არჩევნებამდე ორი დღით ადრე არ გავაკეთებ რაიმე შეფასებას, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან მოხარული ვიყავი, ამ დილით მიმეღო ახალი დელეგაცია ევროპარლამენტიდან ლატვიელი ევროპარლამენტარის, ქალბატონ ვაიდერეს ხელმძღვანელობით. დღეს და ხვალ ისინი გამართავენ შეხვედრებს, დააკვირდებიან არჩევნების პროცესს არჩევნების დღეს, რის შემდეგაც კვირას მონაწილეობას მიიღებენ საერთო შეფასებაში ოდირთან ერთად“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩის თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს შეხვედრები. ამავე თემაზე: რა მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარებს 2 ოქტომბრის არჩევნებიდან - Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუები ევროდეპუტატებთან

კარლ ჰარცელი: მეორე რაუნდის კამპანიის დროს კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს

ევროკავშირის ელჩი მეორე რაუნდის კამპანიის დროს არსებულ პოლარიზაციის მაღალ დონეზე მიუთითებს. „ვფიქრობ, მეორე რაუნდის კამპანიის დროს კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს, ურთიერთშეურაცხყოფას, რაც არ უწყობს ხელს ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას, როგორიც უნდა იყოს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. „როგორც კარგ ევროპელს, ყოველთვის მიმაჩნია, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარები შესაძლოა, იყოს მცდარი. სკეპტიკურად მივუდგებოდი შეურაცხყოფებს“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა, როდესაც ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ აქციაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები.

Reuters: ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების შიდა შესწავლის განკარგულება გასცა

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების შიდა შესწავლის განკარგულება გასცა. ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო ძალების ევაკუაციის ოპერაცია შეაქო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა, გამოცდილების შეფასება, რათა მომავალში მსგავსი სცენარის შემთხვევაში უკეთესად მოქმედება შესაძლებელი გახდეს. „ახლა, უკან მოხედვისას, ბევრი კითხვის დასმაა შესაძლებელი და უნდა დაისვას კიდეც: შეგვეძლო რაღაცების სხვაგვარად გაკეთება? შეგვეძლო ესა თუ ის ნაბიჯი სხვაგვარად გადაგვედგა? იქნებ თავდაპირველად ეს იდეა უნდა გვეცადა? ეს გადაწყვეტილება უფრო სწრაფად ხომ არ უნდა მიგვეღო?“, – განაცხადა ბლინკენმა სახელმწიფოდ დეპარტამენტის მოდერნიზების გეგმის წარდგენისას, რომელსაც კანონმდებლები და დიპლომატები ესწრებოდნე მას შემდეგ, „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა, აშშ-მა ავღანეთიდან 124 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის აშშ-ის, ავღანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების. პანიკამ გარკვეული ქაოსი გამოიწვია, რასაც თან ახლდა რამდენიმე აფეთქება. „გალაპის“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის რეიტინგი, მისი მმართველობის ცხრათვიან პერიოდში 56%-დან 44%-მდე შემცირდა. აშშ-ის პრეზიდენტის პოპულარობის ასეთი მკვეთრი კლება, მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან არასდროს დაფიქსირებულა. რეიტინგის კლების ერთ-ერთი მიზეზი, კვლევის თანახმად ავღანეთიდან ქაოსური ევაკუცია გახდა. " ბაიდენი რეიტინგის დაცემა უკავშირდება კორონავირუსის პანდემიას, ასევე ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცები „ქაოსურ“ ევაკუაციას და ქაბულში ათობით ამერიკელი სამხედროს დაღუპვას და კიდევ ერთი მიზეზი აშშ-ში არსებული ეკონომიკური პრობლემებია", - აღნიშნულია კვლევაში. რეიტინგის მკვეთრი დაცემის წინა რეკორდი ბარაკ ობამას ეკუთვნის. მისი პრეზიდენტობის ცხრათვიან პერიოდში ობამას პოპულარობა 63%-დან 52,9%-მდე დაეცა. დონალდ ტრამპის რეიტინგი ცხრათვიან პერიოდში 41%-დან 36,6%-მდე შემცირდა.